განაჩენი

სისხლის სამართლის 12.03.2018
საქმის ნომერი
340100117002241295
დავის ტიპი
177 3 ბ , 177 3 ა , 177 2 ბ
თარიღი
12.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 340100117002241295

№1/332-17

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

19 მარტი 2018 წელი ქ. გურჯაანი

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ

ნინო ნადაშვილის სხდომის მდივნობით

სახელმწიფო ბრალმდებლის, გურჯაანის რაიონული პროკურატურის პროკურორის თინათინ ზუბაშვილის

ბრალდებულ - საბა ხარებავას, სანდრო სოლოღაშვილის

ადვოკატ - ლალი ჩაველაშვილის, მაია უტიაშვილის

კანონიერი წარმომადგენლის-ადა ხარებავას

სოციალური მუშაკის-ნუნუ ქოროღლიშვილი, თამრიკო ჭაჭუკაშვილის

 

მონაწილეობით დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №023231117001)

ბრალდებული: საბა ხარებავა

მამის სახელი: კახა

დაბადებული: 2002 წლის 18 ივლისი.

პირადი ნომერი: 48001025109.

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: არასრული საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არ მქონე.

რეგისტრირებული: ჩხოროწყუს რაიონი სოფელი ლესიჭინე.

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩა N35.

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“და „ბ“, და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის ,,ა’’ქვეპუნქტი.

 

კვალიფიკაცია: საბა ხარებავას ბრალი ედება მასში, რომ

1) ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 19 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისი, ნ.ხუდადოვის ქუჩა N173 კორპუსი N4-ის მ/ტერიტორიაზე არსებულ ნინო მაჭარაშვილის სასურსათო მაღაზიაში, შეღწევის გზით, საბა ხარებავა ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა დასახელების პროდუქციას, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1220 ლარის და 80 თეთრის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

2) ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატება შემდეგში: 2017 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 03 საათზე, საბა ხარებავამ და სანდრო სოლოღაშვილმა, კარის ბოქლომის დაზიანების გზით, უკანონოდ შეაღწიეს გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში მდებარე ნათია ქევხიშვილის მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 2 კოლოფ ,,მალბოროს" ფირმის სიგარეტს, 1 ბოთლ ლუდ ,,ბავარიას“, 1 ცალ ,,ჰედ ენდ შოლდერსის“ ფირმის შამპუნს, 1 ცალ ,,ჯილეტის“ ფირმის ქაფს, 10 ცალ, ,,ბიგის“ ფირმის ერთჯერად სამართებელს, 10 პაკეტ, ,,მაკკოფეს“ ფირმის ყავასა და 57 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 93,60 ლარის მატერიალური ზიანი.

 

საბა ხარებავას 2017 წლის 25 დეკემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“და „ბ“, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ა’’ქვეპუნქტით.

 

ბრალდებული: სანდრო სოლოღაშვილი

მამის სახელი: გიორგი.

და-ბადებული: 2003 წლის 19 იანვარი.

პირადი ნომერი: 01019085475.

მოქალაქეობა: საქართველო

განათლება: არასრული საშუალო.

ნასამართლეობა: ნასამართლობის მქონე.

რეგისტრირებული: ქ. თბილისი, ასკურავას ქ. N17ა

ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ასკურავას ქ. N17ა

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ , მე-3 ნაწილის ,,ა’’და ,,ბ’’ქვეპუნქტები.

 

კვალიფიკაცია: სანდრო სოლოღაშვილს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

 

მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში: 2017 წლის 23 ნოემბერს დაახლოებით 03:00 საათზე, 2017 წლის 13 ნოემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ქურდობისთვის ნასამართლევმა, სანდრო სოლოღაშვილმა და საბა ხარებავამ, კარის ბოქლომის დაზიანების გზთ უკანონოდ შეაღწიეს გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში მდებარე ნათია ქევხიშვილის მაღაზიაში საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 2 კოლოფ ,,მალბოროს” ფირმის სიგარეტს, ერთ ბოთლ ,,ლუდ ბავარიას” 1 ცალ ,,ჰედ ენდ შოლდერსის” ფირმის შამპუნს, 1 ცალ ,,ჯილეტის ფირმის ქაფს” 10 ცალ ,,ბიგის” ფირმის ერთჯერად სამართებელს, 10 პაკეტ ,,მაგკოფეს” ფირმის ყავასა და 57 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 93.60 ლარის მატერიალური ზიანი.

 

სანდრო სოლოღაშვილს 2017 წლის 26 დეკემბერს წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ქვეპუნქტებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2017 წლის 19 ნოემბერს, ღამის საათებში, ქ.თბილისი, ნ.ხუდადოვის ქუჩა N173 კორპუსი N4-ის მ/ტერიტორიაზე არსებულ ნინო მაჭარაშვილის სასურსათო მაღაზიაში, შეღწევის გზით, საბა ხარებავა ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა დასახელების პროდუქციას, რითაც დაზარალებულს მიაყენა 1220 ლარის და 80 თეთრის ოდენობის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2017 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 03 საათზე, საბა ხარებავამ და სანდრო სოლოღაშვილმა, კარის ბოქლომის დაზიანების გზით, უკანონოდ შეაღწიეს გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში მდებარე ნათია ქევხიშვილის მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 2 კოლოფ ,,მალბოროს" ფირმის სიგარეტს, 1 ბოთლ ლუდ ,,ბავარიას“, 1 ცალ ,,ჰედ ენდ შოლდერსის“ ფირმის შამპუნს, 1 ცალ ,,ჯილეტის“ ფირმის ქაფს, 10 ცალ, ,,ბიგის“ ფირმის ერთჯერად სამართებელს, 10 პაკეტ, ,,მაკკოფეს“ ფირმის ყავასა და 57 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 93,60 ლარის მატერიალური ზიანი.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა

 

ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ, ნათია ქევხიშვილის შეტყობინება დანაშაულის შესახებ, ლევან მაისურაძის, რამაზ ზურაბაშვილის, სანდრო სოლოღაშვილის, გოჩა აფციაურის, ჯიმშერ გაბუნიძის, ანა ჩუბინაშვილის, საბა ხარებავას გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ნივთების ამოცნობის ოქმი, პიროვნების ამოცნობის ოქმები, 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენი სანდრო სოლოღაშვილის მიმართ, ამოღებული ნივთები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ საბა ხარებავამ და სანდრო სოლოღაშვილმა 2017 წლის 23 ნოემბერს, დაახლოებით 03 საათზე, კარის ბოქლომის დაზიანების გზით, უკანონოდ შეაღწიეს გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში მდებარე ნათია ქევხიშვილის მაღაზიაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლნენ 2 კოლოფ ,,მალბოროს" ფირმის სიგარეტს, 1 ბოთლ ლუდ ,,ბავარიას“, 1 ცალ ,,ჰედ ენდ შოლდერსის“ ფირმის შამპუნს, 1 ცალ ,,ჯილეტის“ ფირმის ქაფს, 10 ცალ, ,,ბიგის“ ფირმის ერთჯერად სამართებელს, 10 პაკეტ, ,,მაკკოფეს“ ფირმის ყავასა და 57 ლარს, რითაც დაზარალებულს მიაყენეს 93,60 ლარის მატერიალური ზიანი.

 

ქურდობა ნიშნავს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას. ამასთან, აღნიშნული დანაშაულის მახასიათებელი ნიშანია მისი ფარული ხასიათი. გარდა ამისა, ბრალდებულს უნდა ჰქონდეს სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი.

დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ საბა ხარებავამ და სანდრო სოლოღაშვილმა ჩაიდინეს ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჯგუფურად.

 

ჩადენილი სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: ნათია ქევხიშვილის შეტყობინება დანაშაულის შესახებ, ლევან მაისურაძის, რამაზ ზურაბაშვილის, სანდრო სოლოღაშვილის, გოჩა აფციაურის, ჯიმშერ გაბუნიძის, ანა ჩუბინაშვილის, საბა ხარებავას გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ნივთების ამოცნობის ოქმი, პიროვნების ამოცნობის ოქმები, 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენი სანდრო სოლოღაშვილის მიმართ, ამოღებული ნივთები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ საბა ხარებავამ და სანდრო სოლოღაშვილმა, კარის ბოქლომის დაზიანების გზით, უკანონოდ შეაღწიეს გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში მდებარე ნათია ქევხიშვილის მაღაზიაში.

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: დაზარალებულის წარმომადგენლის ნინო მაჭარაშვილის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: ლუკა კოპალიანის, ნიკა კოზანაშვილის, აკაკი ბრეგვაძის, ვახტანგ მამეიშვილის, გიორგი ბირკაძის, დავით ტორაძის გამოკითხვის ოქმები, არასრულწლოვან საბა ხარებავას გამოკითხვისას მიცემული აღიარებითი ინფორმაცია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, შეღწევის გზით, საბა ხარებავა ფარულად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა სხვადასხვა დასახელების პროდუქციას.

 

საცავში უკანონო შეღწევაში შეიძლება იგულისხმებოდეს, უკანონო შეღწევას ტერიტორიაზე, რომელიც განკუთვნილია რაიმე მატერიალური ფასეულობის დროებით ან მუდმივად შესანახად. საცავი აუცილებლად უნდა იყოს შემოსაზღვრული ან სხვაგვარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი მისი დაცვა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ნათია ქევხიშვილის მაღაზია არის-საცავი, რადგან იგი შემოსაზღვრული იყო კედლით და მასში ინახებოდა მატერიალური ფასეულობა. საბა ხარებავამ და სანდრო სოლოღაშვილმა სწორედ კარის ბოქლომის დაზიანების საშუალებით შეაღწიეს სათავსოში და ჩაიდინეს ქურდობა.

 

რაც შეეხება ნინო მაჭარაშვილის სასურსათო მაღაზიას, იგი არის საცავი, ვინაიდან იგი შემოსაზღვრული იყო კედლით და მასში ინახებოდა მატერიალური ფასეულობა. საბა ხარებავამ სწორედ მაღაზიის კედელში არსებული ფანჯრის შუშის ჩატეხვის და საკეტის გახსნის საშუალებით შეაღწია სათავსოში და ჩაიდინა ქურდობა.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ საბა ხარებავამ საცავში უკანონო შეღწევით ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

საბა ხარებავამ და სანდრო სოლოღაშვილმა ჩაიდინეს საცავში უკანონო შეღწევით ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ მოწმეების: დაზარალებულის წარმომადგენლის ნინო მაჭარაშვილის გამოკითხვის ოქმები, მოწმეების: ლუკა კოპალიანის, ნიკა კოზანაშვილის, აკაკი ბრეგვაძის, ვახტანგ მამეიშვილის, გიორგი ბირკაძის, დავით ტორაძის გამოკითხვის ოქმები, არასრულწლოვან საბა ხარებავას გამოკითხვისას მიცემული აღიარებითი ინფორმაცია, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, ნივთიერი მტკიცებულებების გახსნისა და დათვალიერების ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ მის მიერ განხორციელებული ქმედებით საბა ხარებავამ ნინო მაჭარაშვილს მიაყენა 1220 ლარის და 80 თეთრის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ საბა ხარებავამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

არაერთგზის

მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო ფაქტობრივი გარემოებებით, კერძოდ: ნათია ქევხიშვილის შეტყობინება დანაშაულის შესახებ, ლევან მაისურაძის, რამაზ ზურაბაშვილის, სანდრო სოლოღაშვილის, გოჩა აფციაურის, ჯიმშერ გაბუნიძის, ანა ჩუბინაშვილის, საბა ხარებავას გამოკითხვის ოქმები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმი, ნივთების ამოცნობის ოქმი, პიროვნების ამოცნობის ოქმები, 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენი სანდრო სოლოღაშვილის მიმართ, ამოღებული ნივთები და სხვა დოკუმენტებით, რომლებიც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე, დასტურდება, რომ ქურდობისათვის ნასამართლევმა სანდრო სოლოღაშვილმა და საბა ხარებავა, კარის ბოქლომის დაზიანების გზით, უკანონოდ შეაღწიეს გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანში მდებარე ნათია ქევხიშვილის მაღაზიაში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.

საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით ირკვევა, რომ სანდრო სოლოღაშვილი გასამართლებულია 2017 წლის 13 ნოემბერს სსკ-ის 177-ე მუხლით(ექვსი ეპიზოდი) 180-ე მუხლით(ორი ეპიზოდი).

 

სამართლებრივი შეფასება

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ საბა ხარებავამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით.

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ საბა ხარებავამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ქვეპუნქტებით.

 

სასამართლოზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებათა შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სანდრო სოლოღაშვილმა ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი საცავში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის.

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

საბა ხარებავას პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია, მისი ქმედების შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

სანდრო სოლოღაშვილის პასუხიმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქმის მასალების მიხედვით არ გააჩნია, მისი ქმედების შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების დასაბუთება

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლწინააღმდეგობას მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხს და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

საბა ხარებავას მიერ ჩადენილი დანაშაული 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეპიზოდი, სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამიდან ხუთ წლამდე, ხოლო 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის,,ა’’ ქვეპუნქტი , სასჯელის სახით ითვალისწინებს ისჯება თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე.

საბა ხარებავა არის არასრულწლოვანი, არ არის წარსულში ნასამართლევი და თანამშრომლობს გამოძიებასთან.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან საბა ხარებავას საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს წარმოდგენილ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომლის მიხედვით საბა ხარებავას თანატოლებთან ურთიერთობაში არა აქვს პრობლემები, მაგრამ მის კანონსაწინააღმდეგო ქცევას დედა უკავშირებს მეგობრების ზეგავლენას, რომელთა შორისაც არიან კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლები. საბას მოსწონდა სხვისი ქონების მითვისება და არ განიცდიდა თავის ქცევას. აქვს მიდრეკილება თვითდაზიანებისაკენ. ოჯახში არ განიცდიდა მატერიალურ გაჭირვებას, პირიქით 8 წლის ასაკში მამამ უყიდა ავტომობილი, რომელიც დაუზიანდა ავარიის შედეგად და მამამ კვლავ შეუძინა ავტომობილი. მშობლები მის მიმართ არ იყენებდნენ დასჯის მეთოდებს და ანებივრებდნენ. ამჟამად სურს ისწავლოს, დაამთავროს 12 კლასი. კითხულობს მხატვრულ ლიტერატურას. მშობლებს პატივს სცემს და უფრო თამამი იქნებოდა თავის ქმედებებში, მაგრამ არ სურს მშობლებს გული ატკინოს.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/3-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.

საბა ხარებავა დანაშაულის ჩადენის დროს იყო 15 წლის, ამიტომ მის მიმართ დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს 1/3-ით.

 

ბრალდებულ საბა ხარებავასთან მიმართებით სახეზეა დანაშაულთა ერთობლიობა, რადგან მან ჩაიდინა დანაშაულის ორი ეპიზოდი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 2-ე ნაწილის თანახმად სასამართლომ უნდა გამოიყენოს სასჯელის დანიშვნისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სრულად იქნება მიღწეული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

 

სანდრო სოლოღაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცევს სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.

 

სანდრო სოლოღაშვილი არის არასრულწლოვანი, ნასამართლევია, თანამშრომლობს გამოძიებასთან.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა შეიძლება დაენიშნოს, თუ მან მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა ან ის თავს არიდებს არასაპატიმრო სასჯელს ანდა მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, 14-დან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა 1/3-ით მცირდება. ამასთანავე, საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.

დანაშაულის ჩადენის დროს სანდრო სოლოღაშვილი იყო 15 წლის ამიტომ მის მიმართ დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა უნდა შემცირდეს 1/3-ით.

 

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვან სანდრო სოლოღაშვილის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს წარმოდგენილ ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს, რომლის მონაცემებით სანდრო სოლოღაშვილის მიმართ ოჯახური პირობები, როგორც მატერიალური, ისე მორალური მხარე არის არადამაკმაყოფილებელი, მას არ ჰყავს ძლიერი მხარდამჭერი, იგი იყო ოჯახური ძალადობის მსხვერპლი მამის და მამინაცვლის მხრიდან, თუმცა ამ ეტაპზე მას ჰყავს მეგობარი გოგონა, რომლისგანაც შეეძინა შვილი და მას გაუჩნდა მოტივაცია, რომ უკეთესობისკენ შეცვალოს თავისი ცხოვრება, სურს აღზარდოს თავისი შვილი და იზრუნოს მასზე. აპირებს შვილთან და მეგობარ გოგონასთან ერთად იცხოვროს. თუმცა ინდივიდუალური შეფასების ანგარიში მიხედვით აღნიშნული გარემოება, იმის გათვალისწინებით, რომ არასრულწლოვანს ამჟამად არ აქვს რესურსი, რათა უზრუნველყოს შვილის შესაბამისი საჭიროების დაკმაყოფილება და ოჯახის მწირი ფინანსური რესურსი, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის სარისკო გარემოებას წარმოადგენს. დამცავი ფაქტორია მისი პოზიტიური დამოკიდებულება გარშემომყოფების მიმართ და დიდი სურვილი დაიწყოს პატიოსანი ცხოვრება.

 

ვინაიდან ბრალდებულ სანდრო სოლოღაშვილთან მიმართებით სახეზეა განაჩენთა ერთობლიობა, რადგან მან დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ პერიოდში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის 5 ნაწილის თანახმად სასამართლომ უნდა გამოიყენოს სასჯელთა შთანთქმის პრინციპი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, სრულად იქნება მიღწეული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნები.

 

ნივთმტკიცება, ყადაღა ან სხვა საკითხები

 

1. საბა ხარებავას გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა არასრულწლოვნის მეთვალყურეობაში გადაცემა.

 

2.ნივთიერი მტკიცებულებად წარმოდგენილია:

1) ერთი ცალი DVD დისკი, ერთვის საქმეს

2) ერთი ცალი CD დისკი, ერთვის საქმეს,3) ხელისკვლების ნიმუშები 5(ხუთ) ცალ დაქტილო ფირზე დალუქული, სპეც პაკეტში შტრიხით FCD833228 , ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში.

4) შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, დალუქული სპეც პაკეტში შტრიხით FCD863868,, ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში. საბა ხარებავას სუნის კვალის ნიმუში, დალუქული სპეც პაკეტში შტრიხით FCD863869, ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში.

5) ლუკა კოპალიანის სუნის კვალის ნიმუში, დალუქული სპეც პაკეტში შტრიხით FCD863871 ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში.

6) ნიკა კოზანაშვილის სუნის კვალის ნიმუშები, დალუქული სპეც პაკეტში შტრიხით FCD 863870, ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში.

7) ლუკა კოპალიანისგან ამოღებული სასურსათო ნივთები და პროდუქტები, დალუქული 27/11/5 ლუქით და საბა ხარებავასგან ამოღებული სასურსათო პროდუქტები და ნივთები 27/11/5 ლუქით, ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში.

8) ,,ჯილეტის’’ ფირმის ქაფი, ,,ჰედენდ შოუდერსის’’ ფირმის შამპუნი, ,,ბიგის’’ მარკის 10 ცალი სამართებელი, 1 ცალი წითელი ,,მალბოროს’’ ცარიელი კოლოფი, ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში.

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 258-ე, 260-ე, 269-ე, 271- 274-ე, 277-ე, 292-293-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.საბა ხარებავა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ‘’ბ’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი. (პირველი ეპიზოდი).

 

2.საბა ხარებავა ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ‘’ბ’’ და მესამე ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი. (მეორე ეპიზოდი).

 

3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ საბა ხარებავას ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი.

 

4.საბა ხარებავას საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წელი შეუმცირდეს ერთი მესამედით და საბოლოოდ საბა ხარებავას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი და 8(რვა) თვე.

 

5.გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 30 ნოემბრის განჩინებით საბა ხარებავას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება-მეთვალყურეობაში გადაცემა გაუქმდეს.

საბა ხარებავას სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადებიდან, 2018 წლის 19 მარტის 15:50 საათიდან.

 

6.სანდრო სოლოღაშვილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ‘’ბ’’ და მესამე ნაწილის ,,ა’’ და ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წელი.

 

7.სანდრო სოლოღაშვილს საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით, დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წელი შეუმცირდეს ერთი მესამედით და საბოლოოდ სანდრო სოლოღაშვილს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი და 8(რვა) თვე.

 

8. გაუქმდეს სანდრო სოლოღაშვილის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 13 ნოემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

9.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით, 2017 წლის 13 ნოემბრის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი და 8(რვა) თვე და საბოლოოდ სანდრო სოლოღაშვილს ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წელი და 8(რვა) თვე.

 

სანდრო სოლოღაშვილს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადებიდან, 2018 წლის 19 მარტის 15:51 საათიდან.

 

10.ნივთიერი მტკიცებულება:

10.1. ერთი ცალი DVD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შეინახოს საქმის შენახვის ვადით;

10.2. ერთი ცალი CD დისკი, რომელიც ერთვის საქმეს, შეინახოს საქმის შენახვის ვადით;

10.3. ხელისკვლების ნიმუშები 5(ხუთ) ცალ დაქტილო ფირზე დალუქული, სპეც პაკეტში შტრიხით FCD833228 , რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

10.4. შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, დალუქული სპეც პაკეტში შტრიხით FCD863868, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

10.5. საბა ხარებავას სუნის კვალის ნიმუში, დალუქული სპეც პაკეტში შტრიხით FCD863869, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

10.6. ლუკა კოპალიანის სუნის კვალის ნიმუში, დალუქული სპეც პაკეტში შტრიხით FCD863871 რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

10.7. ნიკა კოზანაშვილის სუნის კვალის ნიმუშები, დალუქული სპეც პაკეტში შტრიხით FCD 863870 რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

10.8. ლუკა კოპალიანისგან ამოღებული სასურსათო ნივთები და პროდუქტები, დალუქული 27/11/5 ლუქით და საბა ხარებავასგან ამოღებული სასურსათო პროდუქტები და ნივთები 27/11/5 ლუქით, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

10.9. ,,ჯილეტის’’ ფირმის ქაფი, ,,ჰედენდ შოუდერსის’’ ფირმის შამპუნი, ,,ბიგის’’ მარკის 10 ცალი სამართებელი, 1 ცალი წითელი ,,მალბოროს’’ ცარიელი კოლოფი, რომელიც ინახება შსს გურჯაანის რაიონულ სამმართველოში, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

 

11.განაჩენი გამოცხადებისთანავე შევიდეს კანონიერ ძალაში და აღსრულდეს.

 

12.მხარეებს განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, უფლება აქვთ გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინონ საჩივარი ამ განაჩენის გაუქმების თაობაზე.

 

მოსამართლე: ნუნუ ნემსიწვერიძე