გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N080210016001639138
N2/3013-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 მარტი 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო კიკვაძე
სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე ფო-----–- და-------ა;
წარმომადგენელი ირინე ამბროლაძე, გურამ გვენცაძე;
მოპასუხე ელ-----ა ზვ------ე, ცი---- გვ--–--–--ე, და---- ბე----ე;
წარმომადგენელი ალექსანდრე თათელიშვილი;
დავის საგანი: ხელშეშლის აღკვეთა, შენობების დემონტაჟი;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ცი---- გვ--–--–--ეს, ელ-----ა ზვ------ეს და და---- ბე----ეს აეკრძალოთ ქ. ქუთაისში ბ----------------ს ქუჩა N7-ში მდებარე თანასაკუთრების, 542 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 0-----------), თავისუფალი ნაწილის (ეზოს), მფლობელობის და სარგებლობის, მათ შორის მიმოსვლის და ავტომანქანის დაყენების უფლების განხორციელებაში ხელშეშლა, თანამესაკუთრე ფო-----–- და-------ას მიმართ.
1.2. მოპასუხეებს ცი---- გვ--–--–--ეს, ელ-----ა ზვ------ეს და და---- ბე----ეს დაევალოთ ქ. ქუთაისში ბ----------------ს ქუჩა N7-ში მდებარე თანასაკუთრების, 542 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 0-----------) აშენებული შენობა-ნაგებობების: აბაზანა, ტუალეტი და სამზარეულო (აშენებულია 2016 წელს და ფლობს და---- ბე----ე, ასახული არ არის საკადასტრო გეგმაზე); N5/1 - აბაზანა, ტუალეტი და სამზარეულო (აგებულია წლების წინ და ფლობენ ცოლ-ქმარი ცი---- გვ--–--–--ე და ელ-----ა ზვ------ე, ასახულია საკადასტრო გეგმაზე); შენობა N1/1/-ის უკანა მხარეს არსებული სამზარეულო - სათავსო (აშენებულია წლების წინ და ფლობენ ცოლ-ქმარი ცი---- გვ--–--–--ე და ელ-----ა ზვ------ე, ასახული არ არის საკადასტრო გეგმაზე) - დემონტაჟი და ამავე შენობა-ნაგებობების მიერ დაკავებული თანასაკუთრების მიწის ნაკვეთების გამოთავისუფლება.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მხარეთა თანასაკუთრებაში ირიცხება ქ. ქუთაისში ბ----------------ს ქუჩა N7-ში მდებარე თანასაკუთრების, 542 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. 0-----------), მასზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი, შენობა N1, რომლის მეოთხე გამოყოფილი ნაწილი, ფართით 47.66 კვ.მ. წარმოადგენს ფო-----–- და-------ას საკუთრებას, ერთი გამოყოფილი ნაწილი, ფართით 42.23 კვ.მ. - და---- ბე----ის, მეორე გამოყოფილი ნაწილი, ფართით 48.07 კვ.მ. ცი---- გვ--–--–--ის და მესამე გამოყოფილი ნაწილი, ფართით 65.85 კვ.მ. ელ-----ა ზვ------ის საკუთრებას. ფო-----–- და-------ას საკუთრებას წარმოადგენს ასევე ამავე მისამართზე არსებული შენობა N4 (დამხმარე სათავსო), ფართით 17.22 კვ.მ და ცი---- გვ--–--–--ის კუთვნილი შენობა N2 (ავტოფარეხი), ფართით 20.9 კვ.მ. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ასევე განთავსებულია უნებართვოდ და თვითნებურად აშენებული შემდეგი შენობა-ნაგებობები: N3/1 ტუალეტი (აშენებულია წლების წინ და ფლობს და---- ბე----ე, ასახულია საკადასტრო გეგმაზე); აბაზანა, ტუალეტი და სამზარეულო (აშენებულია 2016 წელს და ფლობს და---- ბე----ე, ასახული არ არის საკადასტრო გეგმაზე); N5/1 - აბაზანა, ტუალეტი და სამზარეულო (აგებულია წლების წინ და ფლობენ ცოლ-ქმარი ცი---- გვ--–--–--ე და ელ-----ა ზვ------ე, ასახულია საკადასტრო გეგმაზე); შენობა N1/1/-ის უკანა მხარეს არსებული სამზარეულო - სათავსო (აშენებულია წლების წინ და ფლობენ ცოლ-ქმარი ცი---- გვ--–--–--ე და ელ-----ა ზვ------ე, ასახული არ არის საკადასტრო გეგმაზე). მიწის ნაკვეთის თავისუფალი ტერიტორია (ეზო) თანამესაკუთრეებს შორის მყარი სასაზღვრო მიჯნით რეალურად გამოყოფილი არ არის. მიუხედავად აღნიშნულისა მოპასუხეები მოსარჩელეს სისტემატურად უშლიან ხელს ისარგებლოს მათ მხარეს არსებული ეზოთი, როგორც მიმოსვლის, ისე ავტომანქანის დაყენების თვალსაზრისით, ასევე უარს ამბობენ ნებაყოფლობით მოახდინონ უნებართვოდ აშენებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, რადგან მიაჩნიათ რომ ეზოს ის ნაწილი, სადაც ეს შენობებია, მხოლოდ მათი საკუთრებაა და მათი არსებობა არ ამცირებს თანასაკუთრების ეზოს თავისუფალ ტერიტორიას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ელ-----ა ზვ------ემ, ცი---- გვ--–--–--ემ და და---- ბე----ემ არც შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნეს. მათი წარმომადგენლის განმარტებით, ათეულობით წლებია ქ. ქუთაისში ბ----------------ს ქუჩა N7-ში მდებარე მიწის ნაკვეთი გამიჯნულია მათსა და მოსარჩელეს შორის, თითოეულ მხარეს გააჩნია ცალ-ცალკე ჭიშკარი და ეზო. შენობა-ნაგებობები, რომელზედაც პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე, მდებარეობს მათ მხარეს გამოყოფილ ეზოში და არანაირი შეხება მოსარჩელესთან არ აქვს, შესაბამისად, მათი არსებობა ფო-----–- და-------ასთვის ხელშემშლელიც არაა. ასევე, გაუგებარია რა იგულისხმება ხელშეშლაში და ვისგან მომდინარეობს იგი. ორივე მხარეს ჰყავს ავტომანქანები, ვინაიდან თითოეული მათგანის ეზო გამოყოფილია, ავტომანქანებიც უნდა იდგეს გამოყოფილ ნაწილში, ანუ საკუთარ ეზოში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. ქუთაისში ბ----------------ს ქუჩა N7-ში მდებარე 542 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. 0-----------) წარმოადგენს და---- ბე----ის, ელ-----ა ზვ------ის, ფო-----–- და-------ას და ცი---- გვ--–--–--ის თანასაკუთრებას. მასზე განთავსებულია საცხოვრებელი სახლი, შენობა N1, რომლის მეოთხე გამოყოფილი ნაწილი, ფართით 47.66 კვ.მ. წარმოადგენს ფო-----–- და-------ას საკუთრებას, ერთი გამოყოფილი ნაწილი, ფართით 42.23 კვ.მ და---- ბე----ის საკუთრებას, მეორე გამოყოფილი ნაწილი, ფართით 48.07 კვ.მ ცი---- გვ--–--–--ის საკუთრებას და მესამე გამოყოფილი ნაწილი, ფართით 65.85 კვ.მ ელ-----ა ზვ------ის საკუთრებას. ფო-----–- და-------ას საკუთრებას წარმოადგენს ასევე, ამავე მისამართზე არსებული შენობა N4 (დამხმარე სათავსო), ფართით 17.22 კვ.მ და ცი---- გვ--–--–--ის კუთვნილი შენობა N2 (ავტოფარეხი), ფართით 20.9 კვ.მ. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ასევე განთავსებულია შემდეგი შენობა-ნაგებობები: N3/1 ტუალეტი (ფლობს და---- ბე----ე, ასახულია საკადასტრო გეგმაზე); აბაზანა, ტუალეტი და სამზარეულო (ფლობს და---- ბე----ე, ასახული არაა საკადასტრო გეგმაზე); N5/1 - აბაზანა, ტუალეტი და სამზარეულო (ფლობენ ცოლ-ქმარი ცი---- გვ--–--–--ე და ელ-----ა ზვ------ე, ასახულია საკადასტრო გეგმაზე); შენობა N1/1/-ის უკანა მხარეს არსებული სამზარეულო - სათავსო (ფლობენ ცოლ-ქმარი ცი---- გვ--–--–--ე და ელ-----ა ზვ------ე, ასახული არაა საკადასტრო გეგმაზე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება ( იხილეთ სხდომის ოქმი),- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (იხილეთ ს. ფ 18-19)
3.1.2. დადგენილია, რომ ფო-----–- და-------ა მესაკუთრედ რეგისტრირებულია 2016 წლის 20 ივლისს, შვილთან, მაია და-------ასთან გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა მისი ოჯახი ათეულობით წლების განმავლობაში ცხოვრობდა მითითებულ მისამართზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება ( იხილეთ სხდომის ოქმი),- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (იხილეთ ს. ფ 18-19)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ადგილზე დათვალიერებით დადგენილი იქნა, რომ მართალია მიწის ნაკვეთი, რომელზედაც განთავსებულია მხარეთა საცხოვრებელი სახლი, ირიცხება თანასაკუთრებად, მაგრამ ფო-----–- და-------ას მხარეს ეზოს აქვს ჭიშკარი, ავტომანქანის და ფეხით მოსიარულეთა შესასვლელად. ამავე მიწის ნაკვეთს გააჩნია მეორე ჭიშკარი, რომლითაც სარგებლობენ და ეზოში შეჰყავთ ავტომანქანები სამივე მოპასუხეს. ეზოში გავლებულია მავთულბადე, რომლითაც ფო-----–- და-------ას მხარე გამოყოფილია მოპასუხეებიდან, თუმცა მიჯნა არ არის მთლიანი და საჭიროების შემთხვევაში ფეხით მოსიარულეს შეუძლია გადავიდეს ერთი მხარიდან მეორე მხარეს, დაბრკოლებების გარეშე, ავტომანქანის გაყვანა კი, მიჯნის აღების გარეშე შეუძლებელია. ასევე დადგენილია, რომ შენობა-ნაგებობები, რომლის დემონტაჟსაც ითხოვს მოსარჩელე, განთავსებულია მოპასუხეთა მხარეს არსებულ ეზოში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს.ფ.72-79);
- ფოტოსურათები (ს.ფ. 80-85)
3.2.2. დადგენილია, რომ როგორც თავად ფო-----–- და-------ას, ასევე მის სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა თანასაკუთრებაში რიცხული მიწის ნაკვეთზე (ეზოში) შევიდნენ მოპასუხეთა მხარეს განთავსებული ჭიშკრიდან. სასამართლო სხდომაზე ელ-----ა ზვ------ემ, ცი---- გვ--–--–--ემ და და---- ბე----ემ დაადასტურეს, რომ მათი მხრიდან ამ კუთხით ხელშეშლა არ ყოფილა და არც იქნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხეთა განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 20.02.2018);
- მოწმის ჩვენებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 20.02.2018);
3.2.3. დადგენილია, რომ ფო-----–- და-------ას და ელ-----ა ზვ------ეს შორის წარმოიშვა კონფლიქტი, მოპასუხის მხარეს არსებულ მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის ოჯახის კუთვნილი ავტომანქანის დაყენებასთან დაკავშირებით. მოპასუხეები წინააღმდეგი არიან ფო-----–- და-------ამ მათ მხარეს არსებული ჭიშკრიდან შეიყვანოს ავტომანქანა და დააყენოს მათ მხარეზე, რადგან მიაჩნიათ, რომ მოსარჩელემ უნდა ისარგებლოდ მხოლოდ მისი ჭიშკრით და მიწის ნაკვეთით, რომელიც მიჯნის იქეთ, ფო-----–- და-------ას მხარეს არსებობს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში აღარ დარჩება ადგილი მათი კუთვნილი ავტომანქანების დასაყენებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოპასუხეთა განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 20.02.2018);
- მოწმის ჩვენებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 20.02.2018);
3.2.4. დადგენილია, რომ შენობები, რომელთა დემონტაჟსაც ითხოვს მოსარჩელე, აშენებულია ათეულობით წლის წინ, არც ფო-----–- და-------ას და არც წინა მესაკუთრეებს აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუთქვამთ არასოდეს. რაც შეეხება აბაზანას, ტუალეტს და სამზარეულოს, რომელსაც ფლობს და---- ბე----ე, აშენებულია 2016 წელს. არც მისი აშენების დროს და არც შემდეგ მოსარჩელეს პრეტენზია არ გამოუთქვამს, მან მხოლოდ დაზუსტებული სარჩელით 2017 წლის 25 დეკემბერს მოითხოვა ამ ნაგებობის დემონტაჟი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 20.02.2018);
- მოწმის ჩვენებები (იხ.სასამართლო სხდომის ოქმი 20.02.2018);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებს ცი---- გვ--–--–--ეს, ელ-----ა ზვ------ეს და და---- ბე----ეს აეკრძალოთ ქ. ქუთაისში ბ----------------ს ქუჩა N7-ში მდებარე თანასაკუთრების, 542 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 0-----------), თავისუფალი ნაწილის (ეზოს), მფლობელობის და სარგებლობის, მათ შორის მიმოსვლის და ავტომანქანის დაყენების უფლების განხორციელებაში ხელშეშლა, თანამესაკუთრე ფო-----–- და-------ას მიმართ, უნდა დაკმაყოფილდეს.
ხოლო მოთხოვნა მშენებლობების დემონტაჟის თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 182-ე , 170-ე , 172-ე, 953-ე, 954-ე, 955-ე, 957-ე მუხლები, საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 08 ივლისის №1-1/1254 ბრძანება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლით, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
განსახილველ შემთხვევაში, ქ. ქუთაისში ბ----------------ს ქუჩა N7-ში მდებარე 542 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს.კ. 0-----------) წარმოადგენს და---- ბე----ის, ელ-----ა ზვ------ის, ფო-----–- და-------ას და ცი---- გვ--–--–--ის თანასაკუთრებას. მოპასუხეები და---- ბე----ე, ელ-----ა ზვ------ე და ცი---- გვ--–--–--ე არ აძლევენ უფლებას ფო-----–- და-------ას, მათ მხარეს არსებული ჭიშკრიდან შეიყვანოს ავტომანქანა საერთო საკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე და დააყენოს საცხოვრებელი სახლის იმ კედელთან, სადაც გამოდის მისი ოთახის ფანჯარა. მოპასუხეების უარი ეფუძნება ორ გარემოებას, პირველ რიგში ისინი მიიჩნევენ, რომ ვინაიდან ათეულობით წელია ჩამოყალიბდა თანასაკუთრების სარგებლობის წესი და თითოეულ მხარეს ფაქტობრივ მფლობელობაში აქვთ ეზოს ნაწილი, ასევე გააჩნიათ თავ-თავისი ჭიშკარი, მოსარჩელემ უნდა ისარგებლოს მხოლოდ მის მფლობელობაში არსებული ეზოთი და შესასვლელით, ასევე მიუთითებენ მეორე გარემოებაზე, კერძოდ, მიაჩნიათ, რომ თუკი მოსარჩელე მისთვის სასურველ ადგილზე დააყენებს ავტომანქანას, ისინი ვეღარ შეძლებენ თავისი ავტომანქანების ეზოში თავისუფლად შეყვანას და გამოყვანას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არცერთი ეს გარმოება არ არის დასაბუთებული და შესაბამისად, არ უნდა გახდეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 954-ე მუხლით, თუ სპეციალურად სხვა რამ არ არის დადგენილი, თითოეულ მოწილეს ეკუთვნის თანაბარი წილი. განსახილველ შემთხვევაში საზიარო ქონება - მიწის ნაკვეთი თითოეულ მესაკუთრეს ეკუთვნის თანაბრად, რადგან მესაკუთრეთა წილი განსაზღვრული არაა, მხოლოდ ფაქტობრივი მფლობელობით კი თანასაკუთრების უფლება ვერ გაუქმდება. აღნიშნული მოსაზრება გამომდინარეობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკიდანაც, რომლის თანახმადაც, თანასაკუთრებით სარგებლობის წესი არ ცვლის საკუთრების რეჟიმს ამ ნივთზე (საქმე№ას-470-444-2014).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 957-ე მუხლით, ხმათა უმრავლესობით შეიძლება მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება საზიარო საგნის თავისებურებათა შესატყვისი მართვისა და სარგებლობის შესახებ. ხმათა უმრავლესობა გამოითვლება წილთა მიხედვით.
თანამესაკუთრეები არ შეთანხმებულან იმ წესზე, რომელიც ფო-----–- და-------ას აუკრძალავდა მათ მხარეს არსებული ჭიშკრიდან ფეხით და ავტომანქანით შესვლას, შესაბამისად, თანასაკუთრებით სარგებლობის მყარი წესი მათ შორის ჩამოყალიბებული არ ყოფილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 955-ე მუხლით, თითოეულ მოწილეს უფლება აქვს ისარგებლოს საზიარო საგნით ისე, რომ ზიანი არ მიადგეს დანარჩენ მოწილეთა სარგებლობას.
მოპასუხეებმა ვერ დაასაბუთეს ის გარემოება, რომ ფო-----–- და-------ას მიერ ავტომანქანის შეყვანა საერთო საკუთრების ეზოში, დააზიანებს მათ ინტერესებს, რადგან ტექნიკურად შეუძლებელი გახდება მათი კუთვნილი ავტომანქანების მოძრაობა. ეს მოსაზრება ემყარება მხოლოდ მოპასუხეთა განმარტებას და არ არის დადასტურებული სხვა მტკიცებულებით, შესაბამისად, მას სასამართლო ვერ გაიზიარებს. გარდა აღნიშნულისა, გაურკვეველია რატომ უნდა მიენიჭოს მოპასუხე მხარეს რაიმე უპირატესობა მოსარჩელესთან შედარებით, მაშინ როცა მიწის ნაკვეთი საერთოა და ავტომანქანის გაჩერების უფლებაც ყველა თანამესაკუთრეს თანაბრად გააჩნია. შესაბამისად, ის, რომ საერთო საკუთრების ეზოს გააჩნია ორი ჭიშკარი, არ უშლის ხელს თითოეულ მესაკუთრეს, ისარგებლოს ამ ჭიშკრებით და გადაადგილდეს ფეხით ან ავტომანქანით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 958-ე მუხლით, თუ მოწილეებმა განსაზღვრეს საზიარო საგნის მართვისა და სარგებლობის წესი, მაშინ ეს წესი გამოიყენება უფლებამონაცვლის მიმართაც.
დადგენილია, რომ მხარეთა კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ათეულობით წლების უკან (ზუსტ თარიღს ვერც ერთი მხარე ვერ უთითებს) აშენებული იყო შენობა-ნაგებობები, რომელიც ეკუთვნოდა მოპასუხეებს. აღნიშნულის თაობაზე არც მოსარჩელეს და არც მის წინამორბედ მესაკუთრეებს რაიმე პრეტენზია არ განუცხადებიათ. რაც შეეხება აბაზანას, ტუალეტს და სამზარეულოს, რომელსაც ფლობს და---- ბე----ე, აშენებულია 2016 წელს, მშენებლობის თაობაზე ცნობილი იყო მიწის ყველა თანამესაკუთრისათვის, მათ შორის მოსარჩელისთვისაც, მიუხედვად ამისა, არავის პრეტენზია არ გამოუთქვამს, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 957-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეები შეთანხმებული იყვნენ აღნიშნულის თაობაზე.
მოსარჩელე ფო-----–- და-------ა დემონტაჟის მოთხოვნას ამყარებს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოპასუხეებმა განახორციელეს თანასაკუთრებაში რიცხულ მიწის ნაკვეთზე მშენებლობა, რითაც ხელი ეშლება თავისი საკუთრებით სარგებლობაში, ხოლო კონკრეტულად რაში გამოიხატება ხელშეშლა, მოსარჩელე არ მიუთითებს და არც საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით დასტურდება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მიხედვით, საკუთრების უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგებათ ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმედების აუცილებლობა გაუმართლებელია. კეთილსინდისიერება და მართლზომიერება აუცილებლად უნდა იქნეს დაცული პირის მიერ უფლებათა განხორციელებისას. მესაკუთრის უფლებების ბოროტად გამოყენების დაუშვებლობა არა მარტო კანონმდებლობითაა აკრძალული, არამედ მესაკუთრის ზნეობრივი მოვალეობაცაა.
საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელემ ან მისმა წინამორბედმა მესაკუთრეებმა მშენებლობის წარმოების პროცესში მშენებლობის აღსაკვეთად გაატარეს რაიმე სახის ქმედითი ღონისძიებები. ფო-----–- და-------ამ 2017 წლის 25 დეკემბერს მომართა სასამართლოს დაზუსტებული სარჩელით და ხელშეშლის აღკვეთასთან ერთად მოითხოვა უკანონო მშენებლობების დემონტაჟი. ვინაიდან მისი მოთხოვნა წარმოადგენს ნეგატორულ სარჩელს და გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან, მოსარჩელეს ეკისრება მოპასუხისგან მომდინარე ხელშეშლის არსებობის მტკიცების ტვირთი, თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, კონკრეტულად რაში გამოიხატება ხელშეშლა მოსარჩელე ვერ მიუთითებს და ხელშეშლა არც წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება.
ამასთან, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან იკვეთება, რომ მოპასუხეებმა თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე ააშენეს დამხმარე ნაგებობები, მოსარჩელემ და მისმა წინამორბედებმა მშენებლობას ხელი არ შეუშალეს და ფო-----–- და-------ამ მხოლოდ სამშენებლო სამუშაოების დასრულების შემდეგ მოითხოვა მათი დემონტაჟი, რაც არსებითად ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსით დაცული უფლების - მართლზომიერი სარგებლობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს.
გარდა აღნიშნულისა, „პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების, ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის N660 ბრძანებულებით განისაზღვრა უნებართვო მშენებლობების დაკანონების წესები და პროცედურა, რაც 2007 წლამდე აშენებული სადავო ნაგებობის ლეგალიზების საფუძველს ქმნის, რის გამოც მოთხოვნა უკანონო მშენებლობის დემონტაჟის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო. რაც შეეხება მითითებული პერიოდის შემდეგ აშენებულ შენობა-ნაგებობის საკითხს, აღნიშნულის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება შეუძლია ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობასაც.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს შენობა-ნაგებობების დემონტაჟის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მუხლით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 240 ლარი, ასევე გადხდილი აქვს ადვოკატის მომსახურებისათვის 300 ლარი. ვინაიდან მისი მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს მის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის, ასევე ადვოკატის მომსახურების თანხის 150 ლარის სოლიდარულად გადახდა, ხოლო 120 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში, დაუკმაყოფილებელი სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ფო-----–- და-------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს ცი---- გვ--–--–--ეს, ელ-----ა ზვ------ეს და და---- ბე----ეს აეკრძალოთ ქ. ქუთაისში ბ----------------ს ქუჩა N7-ში მდებარე თანასაკუთრების, 542 კვ.მეტრი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს.კ. 0-----------), თავისუფალი ნაწილის (ეზოს), მფლობელობის და სარგებლობის, მათ შორის მიმოსვლის და ავტომანქანის დაყენების უფლების განხორციელებაში ხელშეშლა თანამესაკუთრე ფო-----–- და-------ას მიმართ.
3. მოთხოვნა შენობა-ნაგებობების დემონტაჟის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. ცი---- გვ--–--–--ეს, ელ-----ა ზვ------ეს და და---- ბე----ეს ფო-----–- და-------ას სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი და ადვოკატის მომსახურების ხარჯი 150 ლარი.
5. ფო-----–- და-------ას მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ციცინო კიკვაძე