გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 100210017002055444
2/190 -17 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
02. 03 . 2018 წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე: ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე
მოსარჩელეები: დ-------- ც----------ე, ნ-------- ხ------–--ე
მოპასუხეები: რ----- ც----------ე, შ--–-- ც----------ე.
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი
1.სასარჩელო მოთხოვნა
1.1.საჩხერის რაიონული სასამართლოს სარჩელით მომართეს მოსარჩელეებმა დ-------- ც----------ემ ( პ/ნ 5---------- მცხოვრები ჭიათურა სოფელი ნ----------) და ნ-------- ხ------–--ემ ( პ/ნ 5---------- მცხოვრები ჭიათურა სოფელი ნ----------, ) მოპასუხე რ----- ც----------ის (პ/ნ 5---------- მცხოვრები ჭიათურა სოფელი ნ----------) შ--–-- ც----------ის (პ/ნ 5---------- მცხოვრები ჭიათურა სოფელი ნ----------) მიმართ.
1.2. მოსარჩელეები ითხოვენ აეკრძალოს რ----- ც----------ეს და შ--–-- ც----------ეს მოსარჩელეების თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით (მიღება-ჩაბარების აქტი N636 გაცემული 1995 წლის 20 ივლისს) სარგებლობის ხელშეშლა. აეკრძალოთ მოსარჩელეების საკუთრებაში არსებულ ეზოზე მოპასუხეთა გავლა, პირუტყვის , ავტომანქანის გატარება(გავლა)
დაევალოს რ----- და შ--–-- ც----------ეებს აღადგინონ სამეზობლო მიჯნა ძველი, დაზიანებული მიჯნის ფარგლებში.
1.3. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ ცხოვრობენ ჭიათურა სოფელ ნიგოზეთში, არიან მეუღლეები. საკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი სახლი ეზოთი, ასევე სხვა სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთები. მათ ეზოს მიმდებარედ ცხოვრობენ მათი ბიძაშვილი რ----- ც----------ე, რომელიც მათი ეზოს შემოსასვლელით სარგებლობს, ასევე ამ შემოსასვლელით სარგებლობის უფლება აქვს ტარიელ ც----------ესაც, რომელიც ამ ეზოდან გადავიდა სხვაგან საცხოვრებლად და თავის ნაკვეთთან მისასვლელად სარგებლობს ამ შემოსასვლელით. მოსარჩელეები განმარტავენ, რომ მათი სახლის მიმდებარედ მეზობლად მცხოვრებმა რ----- ც----------ემ რომელმაც თვითნებურად მოშალა მათთან სასაზღვრო მიჯნა, ეზოს ნაწილი მისცა შვილს, სადაც აუშენა საცხოვრებელი სახლი, თუმცა შვილს, შ--–-- ც----------ეს დამოუკიდებელი შესასვლელი გზა არ აქვს და რადგან საზღვარი მოშალა მოსარჩელეთა კუთვნილ ტერიტორიაზე ატარებს პირუტყვს, შედის მანქანით, და იყენებენ როგორც უნდათ მამაც და შვილიც, მაშინ როცა მამას აქვს დამოუკიდებელი შემოსასვლელი მთავარი გზიდან და შეეძლო მას დაერთო ნება თავის შვილისათვის ესარგებლა მისი ეზოთი, ეს კონფლიქტი მიმდინარეობს 7-8 წელია, მოსარჩელეები განმარტავენ, რომ არსებობდა სასაზღვრო მყარი მიჯნა და თავისუფლად სარგებლობდნენ თავისი საკუთრებით.
მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ არიან სოციალურად დაუცველები არ გააჩნიათ იმის საშუალება, რომ დამოუკიდებლად მოაწყონ ეზო, მოპასუხეები არ რთავენ ნებას , რომ შემოსაზღვრონ მათი საკუთრება იმ საზღვრებში, სადაც იყო ძველი მიჯნა, განმარტავენ , რომ არაერთხელ გამოიძახეს უბნის რწმუნებული, თუმცა არავითარი დახმარება არ გაუწევია, მოსარჩელეები მიუთითებენ, რომ მათ უკანონოდ ეშლებათ ხელი მათი საკუთრებით სარგებლობაში და მათი შეხედულების შესაბამისად გამოყენებაში, რის გამოც იძულებულები არიან მომართონ სასამართლოს.
მოსარჩელეები ასევე მიუთითებენ რომ მოპასუხეები სადაოდ ხდიან საზღვარს და მიაჩნიათ რომ სადაო ნაწილი წარმოადგენს საერთო სარგებლობის შესასვლელს. მოსარჩელეები თვლიან, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დაადასტურებენ თავიანთი მოთხოვნის საფუძვლიანობას.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია
2.1. მოცემულ სარჩელზე მოპასუხე მხარეს წერილობითი პასუხი არ შემოუტანიათ. თუმცა მოპასუხეებმა სხდომაზე განმარტეს, რომ ისინი სარჩელს არ ცნობენ. მათ მიუთითეს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთი არ არის მოსარჩელეთა საკუთრება, რადგან მიწის ნაკვეთის ეს ნაწილი წარმოადგენს შესასვლელ გზას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1..1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარკვეული მოლაპარაკებები წარმოდგენილი დავის ირგვლივ. საბოლოოდ მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დადგენილია, რომ მოსარჩელეები ცხოვრობენ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზეთში. დ-------- ც----------ე (პ/ნ5---------- დაბადებული 1938 წლის 15 ივლისს) და ნ-------- ხ------–--ე (პ/ნ5---------- დაბადებული 1949 წლის 10 ივლისს) არიან მეუღლეები და ცხოვრობენ სოფელ ნიგოზეთში არსებულ საცხოვრებელ სახლში. ისინი ფლობენ სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთებს, რაც დადასტურებულია მიღება- ჩაბარების აქტი N630. მოსარჩელეების მეზობლად ცხოვრობენ მოპასუხეები - რ----- ც----------ე და შ--–-- ც----------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება
- მიღება ჩაბარების აქტი(ს.ფ.18)
- ფოტომასალა და დათვალიერების ოქმი.(ს.ფ.45-53)
3.2.2. ადგილზე დათვალიერებით დადგენილი იქნა სადაო მიწის ნაკვეთი, რომლის სარგებლობით ხელშეშლასაც დაობენ მოსარჩელეები. მოსარჩელეთა ახსნა განმარტებით იქნა დაზუსტებული სადაო მიწის ნაკვეთის საზღვრები , რომელიც მდებარეობს რ----- ც----------ის სასაზღვრე მიჯნასა და დ-------- ც----------ის საცხოვრებელ სახლს შორის. დადგენილია, რომ ამ შესასვლელით სარგებლობენ სვა მოქალაქეებიც. ფოტომასალაზე(ს.ფ.52) ნათლად ჩანს სადაო მიწის ნაკვეთის მდებარეობა, კერძოდ რ----- ც----------ის კუთვნილი ხის ღობე , მოსარჩელეთა მფლობელობაში მყოფი ნაკვეთის მიჯნა, სადაც განთავსებულია თეთრი ქვა. მოსარჩელეთა განმარტებით აღნიშნული ქვიდან ღობის კიდემდე გადის მათი სასაზღვრე მიჯნა და კვეთავს მოცემული დროისათვის შესასვლელს. მოცემული მდგომარეობა ასევე აღბეჭდილია ფოტომასალაზე, რომელიც საქმეშია წარმოდგენილი. ექსპერტიზის შესახებ საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებითაც იქნა დაზუსტებული სადაო მიწის ნაკვეთის საზღვრები. დადგენილია, რომ მოსარჩელეთა მიერ მიღება-ჩაბარების N630 აქტის საფუძველზე შედგენილი საკადასტრო აზომვითი ნახაზებით, საჯარო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელებული არ ყოფილა. სწორედ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე მოცემულ საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დათვალიერების ოქმი( ს.ფ.45-46)
- ფოტომასალა (ს.ფ. 47-53)
-მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 12 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ საქმეზე დაინიშნა ექსპერტიზა. მხარეთა და სასამართლოს პოზიციის შეჯერებით საბოლოოდ ექსპერტის წინაშე გამოსაკვლევად დაისვა შემდეგი საკითხი: 1. წარმოადგენს თუ არა დ-------- ც----------ის საკუთრებას მიღება-ჩაბარების აქტი N630 დან გამომდინარე მიწის ნაკვეთის ის ნაწილი , რომელიც მონიშნულია და მდებარეობს რ----- ც----------ის ეზოს ჭიშკრის კიდიდან დიაგონალზე (სიგრძე 15 მეტრი)დ-------- ც----------ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ ბოძამდე(ჭიშკრიდან მარჯვნივ, თეთრ ქვამდე). ჭიშკრიდან მარჯვნივ გვერდის სიგრძეა 3,5 მ, რომელიც მართი კუთხით უერთდება რ----- ც----------ის ღობის , თითქმის პარალელურად გავლებულ მეორე გვერდს, რომელიც გრძელდება ხსენებულ ბოძამდე(თეთრ ქვამდე) (ს.ფ. 40 . ფოტომასალა) მოსარჩელის განმარტებით სადაო მიწის ნაკვეთი ვიზუალურად ფაქტობრივად არის სამკუთხა შესასვლელი გზის ნაწილი. საჭიროების შემთხვევაში შედგეს ნახაზი. წარმოადგენს თუ არა სადაო მიწის მონაკვეთი საერთო სარგებლობის გზის შემადგენელ ნაწილს. 2.არსებობს თუ არა სასოფლო გზა დ-------- ც----------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთსა (მიღება-ჩაბარების აქტი N630) და რ----- ც----------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთს შორის. რ----- ც----------ის შესასვლელი ჭიშკრის მარჯვნივ და დ-------- ც----------ის შესასვლელის მარცხნივ სიგრძეზე. თუ არსებობს შედგეს შესაბამისი ნახაზი შესასვლელი (სასოფლო) გზის შესახებ.
ექსპერტიზის N000863418 დასკვნით დადგენილია, რომ ა) წარმოდგენილ სამოქალაქო საქმეში არსებული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის(ს.ფ.18) მიხედვით, დ-------- ც----------ისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ზუსტი მდებარეობის დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია განისაზღვროს წარმოადგენს თუ არა დანართი N2-ში მითითებული სადაო მიწის ნაკვეთი, აქტით გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ნაწილს. ექსპერტიზისათვის მითითებული სადაო მიწის ნაკვეთი ფაქტიურად არსებული საერთო სარგებლობის გრუნტის გზის ნაწილს. დ-------- ც----------ისათვის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით , გამოყოფილ სამ ერთეულ მიწის ნაკვეთს დასავლეთით ესაზღვრება რ. ც----------ის მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნაკვეთებიდან, დასავლეთის მხარეს არც ერთი მათგანის მოსაზღვრედ, გზა მითითებული არ არის. ფაქტიურად არსებული გზის საზღვრები წარმოდგენილია ნახაზით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განჩინება (ს.ფ. 60-65)
- ექსპერტიზის დასკვნა(ს.ფ.99-107)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.2.4. დადგენილია, რომ მოსარჩელეები არიან აღრიცხული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებენ შემწეობას. მათი სარეიტინგო ქულა არის 57210.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება
- ამონაწერი(ს.ფ.19)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოსარჩელეს არავითარი საფუძველი არ აქვს იმისათვის , რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიმართ. ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულია, რომ სადაო მიწის ნაკვეთი მოსარჩელეთა საკუთრებას არ წარმოადგენს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 147-ე, 170-ე, 172-ე, 173-ე , 1336-ე, 1421-ე მუხლები სამოქალაქო საპროცესო
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 147-ე მუხლის შესაბამისად ქონება, ამ კოდექსის მიხედვით არის ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომელთა ფლობაც, სარგებლობა და განკარგვა შეუძლიათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს და რომელთა შეძენაც შეიძლება შეუზღუდავად, თუკი ეს აკრძალული არ არის კანონით ან არ ეწინააღმდეგება ზნეობრივ ნორმებს. მოცემული სამართლებრივი დავა ეხება უძრავ ნივთით სარგებლობის უფლებას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის შესაბამისად საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეებს -დ-------- ც----------ეს და ნ-------- ხ------–--ეს სოფელ ნიგოზეთში N630 მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად საკუთრებაში გააჩნიათ მიწის ნაკვეთები მათ შორის მიწის ნაკვეთი სადაც საცხოვრებელი სახლია განთავსებული.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამი პირობის არსებობაა აუცილებელი იმისთვის, რომ მოსარჩელემ მოითხოვოს უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი ; მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ ამ სამივე პირობის ერთდროულად არსებობის შემთხვევაში შეიძლება მოპასუხისათვის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის დაკისრება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მესამე ნაწილით ,,თუ ხდება უძრავ ნივთზე საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა.
ერთმნიშვნელოვანია, რომ სადაო მიწის ნაკვეთი, რომლის სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთასაც მოსარჩელეები ითხოვენ არ წარმოადგენს მოსარჩელეთა საკუთრებას. აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია ექსპერტიზის დასკვნითაც.
ექსპერტიზის N000863418 დასკვნით დადგენილია, რომ ა) წარმოდგენილ სამოქალაქო საქმეში არსებული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის(ს.ფ.18) მიხედვით, დ-------- ც----------ისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ზუსტი მდებარეობის დადგენა ტექნიკურად შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე შეუძლებელია განისაზღვროს წარმოადგენს თუ არა დანართი N2-ში მითითებული სადაო მიწის ნაკვეთი, აქტით გამოყოფილი მიწის ნაკვეთის ნაწილს. ექსპერტიზისათვის მითითებული სადაო მიწის ნაკვეთი ფაქტიურად არსებული საერთო სარგებლობის გრუნტის გზის ნაწილს. დ-------- ც----------ისათვის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით , გამოყოფილ სამ ერთეულ მიწის ნაკვეთს დასავლეთით ესაზღვრება რ. ც----------ის მიწის ნაკვეთი. აღნიშნული ნაკვეთებიდან, დასავლეთის მხარეს არც ერთი მათგანის მოსაზღვრედ, გზა მითითებული არ არის. ფაქტიურად არსებული გზის საზღვრები წარმოდგენილია ნახაზით.
დადგენილია ასევე ის ფაქტიც, რომ არც მოსარჩელეს და არც მოპასუხეს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული არ აქვთ საკუთარი მიწის ნაკვეთები ელექტრონული საკადასტრო აზომვითი ნახაზებით.
ზემოთ აღნიშნული პირობებიდან , რომელთა ერთდროულად არსებობ არის საჭირო სარჩელის დასაკმაყოფილებლად, სახეზე არ არის მოსარჩელეთა საკუთრების უფლება სადაო მიწის ნაკვეთზე შესაბამისად სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Vან დე Hურკ ვ. Nეტჰერლანდს, პარ.61, Gარცია ღუიზ ვ. შპაინ [Gჩ] პარ.26; ჟაჰნკე ანდ Lენობლე ვ Fრანცე (დეც.); Pერეზ ვ Fრანცე [Gჩ], პარ. 81).
6.5. ამდენად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე;
მოსარჩელეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 230, 234-237, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.დ-------- ც----------ის და ნ-------- ხ------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
2. მოსარჩელეები განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
4.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: /ივანე ყიფიანი/