გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110210118002251342
N2/24-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27.03.2018 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მიხეილ ბებიაშვილი
სხდომის მდივანი ირინე კვირიკეიშვილი, ნათია ლუტიძე
მოსარჩელე - შპს ,,ე------------------';
წარმომადგენელი - თ---რ გე---ძე;
მოპასუხე - და---- ნი----–-ძე, თ-----------------;
დავის საგანი - თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე დ----------------- და თ-----------------ს (პ.ნ 6----------) შპს მ-------------------------" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 5759.35 აშშ დოლარის, სარგებლის 1948.58 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 2948.58 აშშ დოლარის გადახდა;
3. თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხე დ-----------------ა (პ/ნ 1---------- ) და თე---რ ნი----–-ძის (პ.ნ 6----------) საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით და მოპასუხეებმა პასუხი აგონ მთელი თავიანთი ქონებით.
4. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 24 ოქტომბერს კომპანიას, ლე------ე უგ---–--ასა და მოპასუხე დ----------------- შორის გაფორმდა ხელშკრულება ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N კულე 16004158,, და შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად გადასცა 5820 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით.იგი ვალდებული იყო სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველეყო 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად- ყოველთვიურად 352 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ლე------ე უგ---–--ას კუთვნილი ავტომობილი-D------------.
მოპასუხე დ----------------- მიმართ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელესთან 2016 წლის 24 ოქტომბერს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გააფორმა : თ------------------, კერძოდ :დ----------------- მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა უზრუნველყო კრედიტორის წინაშე ვალის გადახდა; მიუხედავად მათი არაერთი კანონიერი მოთხოვნისა მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშერულებით ნაკისრი ვალდებულება. მოპასუხეებს შპს ,,მ------------------------,, მიმართ ერიცხებათ დავალიანება : სესხის ძირი -5 759,35 აშშ დოლარი, სარგებელი -3 897,1575 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო -1000 აშშ დოლარი.
არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით მოსარჩელემ აგრეთვე მოპასუხეს მოსთხოვა გირავნობის საგნის მოგირავნისთვის გადმოცემა, თუმცა მიუხედავად ამგვარი ვალდებულებისა , მან არ უზრუნველყო მისი შესრულება. კერძოდ, ავტომობილი არის უვარგის მდგომარეობაში.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა და---- ნი----–-ძემ და თ------------------ წამოადგინეს შესაგებელი და სარჩელი ცნეს ნაწილობრივ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 24 ოქტომბერს კომპანიას, ლე------ე უგ---–--ასა და მოპასუხე დ----------------- შორის გაფორმდა ხელშკრულება ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N კულე 16004158,, და შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად გადასცა 5820 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველეყო 36 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 352 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2016 წლის 24 ოქტომბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N კულე 16004158 ;
3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ლე------ე უგ---–--ას (პ.ნ 6----------) კუთვნილი ავტომობილი-D------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2016 წლის 24 ოქტომბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება N კულე 16004158 ;
3.1.3. მოპასუხე დ----------------- მიმართ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელესთან 2016 წლის 24 ოქტომბერს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება გააფორმა : თ------------------, კერძოდ : დ----------------- მხრიდან ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში თავდებმა იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა უზრუნველყო კრედიტორის წინაშე ვალის გადახდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
2016 წლის 24 ოქტომბრის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება;
3.1.4. მოპასუხეემა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები. სესხი ვადაგადაცილებაშია. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხის დავალიანება შეადგენს: სესხის ძირი თანხა 5759.35 აშშ დოლარს, სარგებელი 1948.58 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 2948.58 აშშ დოლარს;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_ სარჩელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება, სესხის დაფარვის გრაფიკი.
3.1.5. მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით შპს ,,ე-----------------‘’ მოპასუხისაგან მოითხოვა დაგირავებული ავტომობილის გადაცემა, რაც გადაეცა ნებაყოფლობით 2017 წლის 12 აპრილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
_ გაფრთხილების წერილი.
- შპს ,,ე-----------------‘’ 2017 წლის 12 მარტის წერილი.
3.1.6. შპს ,,ე-----------------‘’ 2017 წლის 25 დეკემბერს უარი განაცხადა გირაოვნობის უფლებაზე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ე-----------------‘’ 2017 წლის 25 დეკემბრის წერილი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ე-----------------" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე, 316-317-ე, 416-ე, 417-ე, 623-ე, 624-ე, 625-ე, 361-ე და 54-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 624-ე და 625-ე მუხლების თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებული იქნას წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი ( სარგებელი).
საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 254-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის ან მესამე პირის მოძრავი ნივთი ან/და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, რომლის სხვა პირთათვის გადაცემა დასაშვებია, შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ფულადი, ისე არაფულადი მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად, ისე, რომ კრედიტორი (მოგირავნე) იძენს უფლებას, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა დაგირავებული ქონების (გირავნობის საგნის) რეალიზაციით ან მხარეთა შეთანხმებით – მისი საკუთრებაში მიღებით მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს კომპანიას, ლე------ე უგ---–--ასა და მოპასუხე დ----------------- შორის გაფორმდა ხელშკრულება ,,საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება N კულე 16004158,, და შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ მოპასუხეს სესხად გადასცა 5820 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. მოპასუხე ვალდებული იყო სესხის დაბრუნება და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველეყო 36 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 352 აშშ დოლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა ლე------ე უგ---–--ას (პ.ნ 6----------) კუთვნილი ავტომობილი-D------------.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულების პირობები, ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადა, სესხი ვადაგადაცილებაშია. მოპასუხეების დავალიანება შეადგენს: 5759.35 აშშ დოლარს, სარგებელი 1948.58 აშშ დოლარს, პირგასამტეხლო 2948.58 აშშ დოლარს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ეფუძნება დისპოზიციურობის პრინციპს, რაც გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული პრინციპის გამოხატულებაა საქართველოს სსკ-ის მე-3 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
სასამართლოს შეფასებით მხარეთა შორის დადებული გარიგება ნაწილობრივ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მხარეთა მიერ სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის განსაზღვრის ნაწილში, როგორც ამორალური, ზნეობას შეუსაბამო გარიგება.
უზენაესმა სასამართლომ მსგავს შემთხვევებში განმარტა შემდეგი: ,, მხარეთა მიერ შეთანხმებულ 6 პროცენტიან სარგებელთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს მართლაც გამოვლენილი აქვთ მსგავსი ნება. რა თქმა უნდა, არსებობს მხარეთა ნების ავტონომია, რომელიც ყოველთვის ანგარიშგასაწევია სამოქალაქო სამართალურთიერთობათა შეფასების დროს, მიუხედავად ამისა, ნების გამოვლენა არ არის შეუზღუდავი. არსებობს მთელი რიგი გარემოებები, რომლებიც გარკვეული თვალსაზრისით ზღუდავენ მხარეთა ნებას. აღნიშნულის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ მთელი რიგი ნორმები, რომლებიც არარად მიიჩნევენ მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებას. ასეთ ნორმებს განეკუთვნება თუნდაც მოჩვენებითი, თვალთმაქცური, ან კანონსაწინააღმდეგო გარიგებები, ასევე ზნეობის საწინააღმდეგო ნორმები. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. იმ შემთხვევაში თუ მხარეთა მიერ დაწესებული პროცენტი მნიშვნელოვნად აღემატება ზოგადად კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დაწესებულ ოდენობას შესაძლებებლია, ასეთი ნების გამოვლენა ბათილადაც ჩაითვალოს’’. (იხ. უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 9 თებერვლის Nას-231-216-2014 განჩინება)
განსახილველ შემთხვევაში გარიგების დადებისას მხარეთა ნების გამოვლენის ნამდვილობა ეჭვს არ იწვევს თუმცა ამგვარი გარიგება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის განვითარების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს, რომელიც კეთილსინდისიერებაზეა დამყარებული.
აღნიშნული პირობებით გარიგების დადებისას მხარე ვერც კი აცნობიერებს სამომავლო უმძიმეს ეკონომიკურ შედეგებს ან გარკვეული მძიმე მდგომარეობის გამო თანხმდება გარიგების კაბალურ პირობებს. ორივე შემთხვევაში გარიგების შინაარსით ირღვევა საზოგადოდ აღიარებული ზნეობრივი ნორმები და სამოქალაქო ბრუნვის გონივრული განვითარების პრინციპი.
მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სარგებელი, ყოველთვიური 5%, ანუ წლიური 60%. მოცემულ შემთხვევაში ყოველთვიური 5%, ანუ წლიური 60% არის ძალზედ მაღალი, არაგონივრული და არ შეესაბამება და ბევრად აღემატება ეროვნული ბანკისა და კომერციული ბანკების სტატისტიკური ანგარიშების საფუძველზე გაანგარიშებულ წლიურ საბაზრო საპროცენტო განაკვეთს - წელიწადში მაქსიმუმ 30% -ს (თვეში საშუალოდ 2.5%). სასამართლოს მიაჩნია, რომ წლიური 30%, ანუ ყოველთვიური 2.5% გონივრული პროცენტია და ამის ზევით უნდა ჩაითვალოს ბათილად მისი ამორალური ხასიათის გამო.
ამდენად, ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით სესხის ხელშეკრულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სესხთან დაკავშირებული პროცენტის ოდენობის ნაწილში, ხოლო მოპასუხეს სესხის სარგებლის სახით უნდა დაეკისროს ნაცვლად ყოველთვიური 5%-სა, რაც წლიური პროცენტის სახით შეადგენს 60% -ს, ძირითადი თანხის წლიური 30% - ყოველთვიური 2,5%.
ამდენად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სარგებლის 1948.58 აშშ დოლარის ანაზღაურება.
6.5. საქართველოს სკ-ის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.
ამავე კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საქართველოს სკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გაითვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მართალია, მხარეები თავისუფლად განსაზღვრავენ პირგასამტეხლოს ოდენობას, მაგრამ მისი გადახდევინება შემდგომში შეიძლება მძიმე ტვირთად დააწვეს მოვალეს. სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით აქვს სასამართლოს მინიჭებული პირაგასმტეხლოს შემცირების უფლება. ამასთან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოსთან. აღსანიშნავია, რომ თუმცა პირგასამტეხლო ერთგვარად მოვალის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებას წარმოადგენს, მაგრამ ის არ უნდა გახდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრების წყარო.
ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა მაღალია და უნდა შემცირდეს, შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ პირგასამტეხლოს 500 აშშ დოლარის გადახდა.
6.6. სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლის თანახმად, გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
დადგენილია, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით შპს ,,ე----------------- ‘’ მართალია, მოპასუხისაგან მოითხოვა დაგირავებული ავტომობილის გადაცემა, თუმცა მანვე განაცხადა უარი გირავნობის საგანზე მისი გაუვარგისების გამო. აღნიშნულის უფლებას მოსარჩელე მხარეს აძლევდა მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის 2016 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულება, რომლის მე-6 მუხლის მე-10 პუნქტში მითითებულია, რომ გირავნობის საგნის ტექნიკური მდგომარეობის, ლიკვიდურობის ნა/და ბაზარზე მისი მოთხოვნადობის გათვალისწინებით, მოგირავნემ შესაძლოა, საერთოდ უარი თქვას გირავნობის საგანზე და მოითხოვოს უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილება მსესხებლის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით (მსესხებლის პასუხისმგებლობა მთელი თავისი ქონებით). ანალოგიური შინაარსისაა ამავე ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი, რომელშიც მითითებულია, რომ გირავნობის საგანი არ წარმოადგენს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთადერთ საშუალებას და მოგირავნეს უფლება აქვს, მოითხოვოს მსესხებლის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა მსესხებლის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებიდან.
6.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
სესხის ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება უნდა გადაწყდეს მხარეთა მოლაპარაკების გზით, ხოლო დავის ან/და უთანხმოების მოლაპარაკებათა გზით მოგვარების შეუძლებლობის შემთხვევაში, იგი უნდა განიხილოს და გა დაწყვიტოს საქართველოს სასამართლომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამასთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა გარკვეული თანხის გადახდა, ამასთან, არ მომხდარა გირავნობის საგნის რეალიზაცია, ზემოთ მითითებული ნორმების საფუძველზე მოპასუხემ პასუხი უნდა აგოს მთელი თავისი ქონებით და გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოპასუხეებმა მოსამზადებელ ეტაპზე ცნეს ნაწილობრივ, შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის საკითხი უნდა გადაწყდეს შემდეგნაირად: მოპასუხეებს შპს მ-------------------------" (ს/კ 4--------) სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 146.28 ლარის გადახდა; ხოლო მოსარჩელე შპს მისო ,,ე----------------" სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 535.45 ლარი .
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუცო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს მ-------------------------" (ს/კ 4--------) სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე დ----------------- (პ/ნ 1---------- ) და თ-----------------ს (პ.ნ 6----------) შპს მ-------------------------" (ს/კ 4--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირი თანხის 5759.35 აშშ დოლარის, სარგებლის 1948.58 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს 500 აშშ დოლარისა და სახელმწიფო ბაჟის 146.28 ლარის გადახდა;
3. თანხების გადახდევინება მოხდეს მოპასუხე დ-----------------ა (პ/ნ 1---------- ) და თე---რ ნი----–-ძის (პ.ნ 6----------) საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით და მოპასუხეებმა პასუხი აგონ მთელი თავიანთი ქონებით.
4. მოსარჩელე შპს მისო ,,ე----------------" (ს/კ 4--------) უარი ეთქვას მოპასუხეებზე 2448.58 აშშ დოლარის დაკისრებაზე;
5. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
6. მოსარჩელე შპს მისო ,,ე----------------" (ს/კ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს საქმეზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 535.45 ლარი ( საგადახდო დავალება N1515493100, გადახდის თარიღი 09.01.2018 წელი, კოდი 300193150, გადამხდელი შპს მისო ,,ევრო კრედიტი") .
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მიხეილ ბებიაშვილი