გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 07.03.2018
საქმის ნომერი
090310017002107996
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
07.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №(3/33–17) 090310017002107996

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

07.03.2018 წელი ქ. ამბროლაური

 

ამბროლაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გურამ გოცირიძე

სხდომის მდივანი იამზე მურუსიძე

 

მოსარჩელე - ლ---------------------–----------

წარმომადგენლები–ბ--–---------------------------------–-----–-------–---–-

 

მოპასუხე - ა-------–-------------–----–--------------ა

წარმომადგენლები - ი------------------------------–---–-

 

მესამე პირი– რ---------------------

წარმომადგენელი: თ----------------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქა-–-----------–--------------–----–---------------ს 2017 წლის 25 აგვისტოს N--- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მოსარჩელეებს წულუკიძის მეორე ჩიხის გამონთავისუფლებაზე და დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ჩიხის გამონთავისუფლება, რადგან გასაჩივრებული ბრძანება გამოცემულია კანონის უხეში დარღვევით და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეების კანონიერ ინტერესს.

 

1.2. მოსარჩელის არგუმენტაცია

 

მოსარჩელეებს ქ----------–-----–--–---–--------------------------------–---აკუთრებაში აქვთ უძრავი ქონება. საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით. ამონაწერი წარმოდგენილია დანართში. მინიშნებულ ქონებამდე მისასვლელად ქალაქდაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის მიხედვით, არსებობს ე.წ მე–2 ჩიხი. რეალურად, საჯარო რეესტრისა და ტექნიკური აღრიცხვის მონაცემებით, ეს ჩიხი არსებობს, თუმცა, თვითნებურად დაკავებულია მოქალაქე რ---------------------- ოჯახის მიერ. გადაღობილია და მისაკუთრებულია ჩიხის დიდი ნაწილი, ფაქტიურად თუ არ მოხდება ამ ჩიხისათვის პირვანდელი მდგომარეობის დაბრუნება, მოსარჩელეები საკუთარი ქონებით ვერ სარგებლობენ.

 

აღნიშნული საკითხის მოსაგვარებლად, მოსარჩელეებმა განცხადებით მიმართეს მოპასუხეს. მოითხოვეს ამბროლაურის მერიისაგან ქმედების განხორციელება, რაც გამოიხატებოდა–ფიზიკურ პირზე უკანონოდ დაკავებული ჩიხის გამონთავისუფლების დავალებაში, რომ მესაკუთრეს ისევე შეძლებოდა ქუჩითა და ჩიხით სარგებლობა, როგორც სხვას და როგორც კანონი ითვალისწინებს. ჩიხი და ქუჩა ეკუთვნის თვითმმართველობას, მისით სარგებლობის უფლება აქვს ყველა მაცხოვრებელს და არავის არ აქვს უფლება გამოიყენოს ქუჩა და მითუმეტეს, ჩიხი საკუთარ ეზოდ.

 

ა-------–-------------–----–--------------ამ ჩაატარა გარკვეული, ე.წ. ადმინისტრაციული პროცედურები, ოღონდ დარღვევით აწარმოა და 2017 წლის 25 აგვისტოს მოსარჩელეს N--- ბრძანებით უთხრა უარი. უარი არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, ბრძანება არის პროცედურების დარღვევით გამოცემული და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელეების ინტერესებს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, მოსარჩელე მოთხოვს ქ--–-----------–--------------–----–----------------- 2017 წლის 25 აგვისტოს N--- ბრძანების ბათილად ცნობას და ადმინისტრაციული ორგანოსათვის ჩიხის გამონთავისუფლების დავალება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ა-------–--------------–----–---------------- წარმომადგენლებმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტეს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან 2017 წლის 25 აგვისტოს ბრძანება გამოცემულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, არ დარღვეულა აქტის მომზადებისა და გამოცემის წესები. ამასთანავე მიუთითეს, რომ მოსარჩელის მიერ სადავო ჩიხი მუნიციპალიტეტის საკუთრებას არ წარმოადგენს და შესაბამისად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მიმართ, არ არსებობს დავის საგანი.

 

3. მესამე პირის პოზიცია

 

მესამე პირმა და მისმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნეს, მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ შესაგებელს. სასამართლო სხდომაზე მესამე პირის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სადაოდ გამხდარი ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 2017 წლის 25 აგვისტოს ბრძანება არის კანონიერი და მისი ბათილობის არანაირი სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს. ამასთანავე მიუთითა, რომ სარჩელი არ პასუხობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22–25–ე მუხლების მოთხოვნებს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. მოსარჩელეებს ლ-------------------------–----------- ა-------–-----–--–---–-------------------------------–---აკუთრებაში აქვთ უძრავი ქონება საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონების)საკადასტრო კოდი N8------------

 

4.2. ჩიხი თვითნებურად დაკავებული აქვს ფიზიკურ პირს რ---------------------- ოჯახს ისე, რომ მოსარჩელეები სახლში ვერ შედიან და ვერ სარგებლობენ საკუთარი ქონებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

– სარჩელი

–მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა განმარტება

 

4.3. მოსარჩელეებმა საკუთარი ძალებით ვერ მოახერხეს ჩიხის გამონთავისუფლება, მიმართეს ა-------–-------------–----–--------------ას და სთხოვეს მათ, როგორც უფლებამოსილ ორგანოს უზრუნველეყო ჩიხის გამონთავისუფლება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-2017 წლის ივლისის განცხადება.

 

4.4. ა-------–-------------–----–--------------ამ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება კანონდარღვევით და 2017 წლის 25 აგვისტოს N--- ბრძანებით, ლ-------------- უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

–2017 წლის 25 აგვისტოს N--- ბრძანება.

 

4.5.ა-------–-------------–----–--------------ამ როგორც ადმინისტრაციულმა ორგანომ, ადმინისტრაციული წარმოება ჩაატარა არასრულყოფილად, რადგან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, სრულყოფილად მოკვლეული არ იქნა სადავო ტერიტორია ნამდვილად სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა თუ არა, რადგან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არც საქმის მასალებში მოიპოვება და მოპასუხე მხარემ ვერც სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა, რითაც შეილახა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი - წარედგინა მტკიცებულებები და გამოეთქვა თავისი მოსაზრება მითითებულ გარემოებებზე, რის შედეგადაც, შესაძლოა ადმინისტრაციულ ორგანოს სხვაგვარი გადაწყვეტილება მიეღო. ამასთანავე, მოპასუხე მხარემ არ მიუთითა, რომელი ადმინისტრაციული ორგანოსათვის უნდა მიემართა მოსარჩელე მხარეს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ სარჩელს იხილავს მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი საფუძვლის ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1 მუხლით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ა-------–-------------–----–--------------ის წარმომადგენლების განმარტებას, რომ 2017 წლის 25 აგვისტოს ბრძანების მიღების დროს, ჩატარდა ადმინისტრაციული წარმოება სრულყოფილად. მოპასუხე მხარეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია და არც საქმეში მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ, სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს თუ მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1.აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ა-------–--------------–----–---------------- 2017 წლის 25 აგვისტოს სადავო №--- ბრძანება გამოცემულია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა - შეფასების გარეშე, რაც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, მისი ბათილად ცნობის საფუძველია და უნდა დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს საქმის გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევის შემდგომ, გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1.ა-------–--------------–----–----------------, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და კანონმდებლობის საფუძველზე, გამოსცემს ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს, ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

 

7.2. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ა-------–--------------–----–--------------- სადავო ბრძანება ქალაქ ა-------–-----–--–---–--------------ს გახსნასთან დაკავშირებით, ლ-------------- მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელზეც სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადება - გამოცემასთან დაკავშირებით.

 

7.1.2. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და სარჩელი აღძრულია საქართველოს ასკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით. შესაბამისად, შეფასება უნდა მიეცეს რამდენად შეესაბამება სადავო ბრძანება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს.

 

7.1.3. საქართველოს ზოგადი აადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ კანონის საფუძველზე და უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, განახორციელოს რაიმე ქმედება. ამავე კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ამზადებს და გამოსცემს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით, არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

7.1.4. საქართველოს ასკ-ის მე-17 და სსკ-ის 102-ე მუხლების თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, მისი კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

7.1.5. სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ ა-------–-----–--–---–--------------ს გახსნასთან დაკავშირებით, ლ-------------- მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ბრძანება გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ანუ სახეზეა სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, სადავო აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და უნდა დაევალოს ადმინისტრაციულ ორგანოს სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შემდეგ, სადავო საკითხზე გამოსცეს ახალი აქტი.

 

7.1.7. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და სარჩელი აღძრულია საქართველოს ასკ-ის 22-ე მუხლის საფუძველზე, მისი ბათილად ცნობის მოთხოვნით. შესაბამისად, შეფასება უნდა მიეცეს რამდენად შეესაბამება სადავო ბრძანება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის საქართველოს კანონის მოთხოვნებს.

 

7.1.8. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.

 

7.1.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს წარადგინოს მტკიცებულებები, აგრეთვე შუამდგომლობები საქმის გარემოებათა გამოკვლევის თხოვნით.

 

იმისათვის, რომ შესრულდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილების და 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მოთხოვნები და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

როგორც ზემოაღნიშნული მუხლის შინაარსი ცხადყოფს, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ფორმალური კანონიერების განსაზღვრის პროცესში აუცილებელია, ყურადღება მიექცეს მის დასაბუთებას, უფრო მეტიც, მითითებული ნორმა ატარებს იმპერატიულ ხასიათს და დაუშვებლად მიიჩნევს აქტის მიღებას, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტებისა და მტკიცებულებების შესწავლის გარეშე.

 

სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლებმა მიუთითეს, რომ სადავო ტერიტორია არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას და განეკუთვნება სახელმწიფო საკუთრებას. სასამართლოს აქედან გამომდინარე მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ შეამოწმა და არ გამოიკვლია სადავო ტერიტორია ნამდვილად სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა თუ არა, რადგან აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება არც საქმის მასალებში მოიპოვება და მოპასუხე მხარემ ვერც სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა, რითაც შეილახა მოსარჩელის კანონიერი ინტერესი - წარედგინა მტკიცებულებები და გამოეთქვა თავისი მოსაზრება მითითებულ გარემოებებზე, რის შედეგადაც, შესაძლოა ადმინისტრაციულ ორგანოს სხვაგვარი გადაწყვეტილება მიეღო. ამასთანავე, მოპასუხე მხარემ არ მიუთითა, რომელი ადმინისტრაციული ორგანოსათვის უნდა მიემართა მოსარჩელე მხარეს.

 

7.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე და 34-ე მუხლებით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

 

7.2.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით, ცალსახად არის განსაზღვრული ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე და ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად არ დაუდოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.

 

7.2.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა, რომ ქალაქ ა-------–-------------–----–--------------ამ საქმის გარემოებების ყოველმხრივი და სრული გამოკვლევის გარეშე, მიიღო 2017 წლის 25 აგვისტოს N--- ბრძანება, რითაც შეილახა სარჩელის ავტორის კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას, კერძოდ, ლ--------------------------–----------- განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოების დროს, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, დაირღვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი, ადმინისტრაციული აქტის გამოსაცემად, ადმინისტრაციული წარმოებისათვის დადგენილი მოთხოვნები, რადგან ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო შეეფასებინა, ემსჯელა და ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების შედეგად, დაედგინა ფაქტობრივი გარემოებები, რაც ადმინისტრაციულმა ორგანომ არ განახორციელა. აქედან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ – სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი აქტის გამოცემის დავალების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. მოსარჩელის ლ--------------------------–----------- მიერ გადახდილი ბაჟი– 100 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ლ--------------------------–----------- სარჩელი:

 

1.1.სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნას ცნობილი ქა-–-----------–--------------–----–---------------ს 2017 წლის 25 აგვისტოს N--- ბრძანება. დაევალოს ა-------–-------------–----–--------------ას სრულყოფილად გამოიკვლიოს და დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მათი შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი.

 

2.მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი –100 ლარის ოდენობით, დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე:ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32), ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ამბროლაური, კოსტავას ქუჩა № 13), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.

 

მოსამართლე: გურამ გოცირიძე