გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
050210018002256083
საქმე №2-38-18 წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.02.2018 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: სს ,,ფი--ა ბანკი სა---------–ო’’;
წარმომადგენელი - გო-ა კო---ა;
მოპასუხეები: ჯო-ი თუ-----ა; გი-----ი გვ------ა;
დავის საგანი: თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს - ჯო-ი თუ-----ას და გი-----ი გვარამიას სს ,,ფი--ა ბანკი სა---------–ო’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 3818,05 აშშ დოლარი (ძირი თანხა - 2960,43 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 745,73 აშშ დოლარი, დაურიცხავი სარგებელი - 59,12 აშშ დოლარი, ჯარიმა - 52,77 აშშ დოლარი).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ ძირი თანხის ნაწილში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქო-ე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 19 ოქტომბერს №067777.4100.001 ხელშეკრულებით ჯო-ი თუ-----ამ სს ,,ფი--ა ბანკი სა---------–ო“ სესხად მიიღო 3300 (სამი ათას სამასი) აშშ დოლარი 913 დღის ვადით, სესხით სარგებლობაზე საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 23.95 %-ით წლის განმავლობაში. სესხის და სარგებლის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხა დაიბეგრება საურავით, რაც ყოველგადაცილებულ დღეზე შეადგენდა გადაუხდელი თანხის 1.00%-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2015 წლის 19 ოქტომბრის ხელშეკრულება (იხ. ს/ფ 15-21);
3.2.2. სს ,,ფი--ა ბანკი სა---------–ო“ და ჯო-ი თუ-----ას შორის აღნიშნული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილი იქნა 2015 წლის 19 ოქტომბერს გი-----ი გვ------ასთან დადებული სოლიდარული თავდებობის წერილით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2015 წლის 19 ოქტომბრის თავდებობის წერილი (იხ. ს/ფ 23-24);
3.2.3. ჯო-ი თუ-----ას სს ,,ფი--ა ბანკი სა---------–ო“ მის სახელზე არსებული №067777.4100.001 ხელშეკრულების დაფარვის გრაფიკი დაარღვია.
ჯო-ი თუ-----ას და გი-----ი გვ------ას სს ,,ფი--ა ბანკი სა---------–ო“ წინაშე ერიცხებათ სასესხო დავალიანება - 3818,05 აშშ დოლარი (ძირი თანხა - 2960,43 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 745,73 აშშ დოლარი, დაურიცხავი სარგებელი - 59,12 აშშ დოლარი, ჯარიმა - 52,77 აშშ დოლარი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის გრაფიკი (იხ. ს/ფ 20);
- სესხის გადახდის ისტორია (იხ. ს/ფ 31-32);
3.2.4. 2016 წლის 25 აპრილს ჯო-ი თუ-----ა და გი-----ი გვ------ა წერილობითი ფორმით გაფრთხილებულ იქნენ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულების შესრულებისა და შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანო-მდებლობით გათვალისწინებული ზომების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გაფრთხილების წერილები და ჩაბარების დასტურები (იხ. ს/ფ 27-30);
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანო-ები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- სასამართლომ გამოიყენა სა---------–ოს კო-სტიტუციის 42-ე მუხლი, სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 319-ე, 867-868-ე, 891-892-ე, 327-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 417-ე, 418-ე, 361-ე, 873-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ სა---------–ოს კო-სტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანო-მდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანო-იერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანო-იერ ინტერესებს.
6.2. სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქო-ე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანო-ით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
6.3. სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანო-ის ფარგლებში თავისუფლად დადო- ხელშეკრულებები და განსაზღვრო- ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მო-აწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანო-ით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია და დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მხარეთა შორის წარმოებს საბანკო საკრედიტო ურთიერთობიდან წარმოშობილი კერძო ხასიათის სამართლებრივი დავა. ორივე მხარემ გამოავლინა ხელშეკრულების დადების ნამდვილი ნება, რაც გახდა ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანო-ის ფარგლებში თავისუფლად დადო- ხელშეკრულებები და განსაზღვრო- ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდენ. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანო-ს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს.
6.4. სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხოლო იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, მოსარჩელემ მოპასუხე ლევან ჩხიკვაძეზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით.
დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის წინაშე წარმოეშვა დავალიანება, რომლის ანაზღაურება მოსარჩელე სს ,,ფი--ა ბანკი სა---------–ო’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხე ჯო-ი თუ-----ას.
6.5. სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის წერილში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. დადგენილია, რომ მოპასუხემ გი-----ი გვ------ამ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრა პასუხისმგებლობა ჯო-ი თუ-----ას მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
6.6. სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მო-აწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანო-ით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, ჯო-ი თუ-----ასთან ერთად გი-----ი გვ------ას სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია ბანკთან დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე.
6.7. სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ხოლო მე-2 ნაწილით კი, თუ სხვაგვარი შეთანხმება არ არსებობს, თავდები პასუხს აგებს აღნიშნული ზღვრული თანხის ოდენობამდე: ა) ძირითადი ვალის შესაბამისი თანხისათვის, კერძოდ მაშინაც, როცა ძირითადი ვალი შეიცვალა ძირითადი მოვალის ბრალის ან გადახდის ვადის გადაცილების გამო. სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს ან ზიანის საერთო თანხისათვის, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულების დამთავრების დროისათვის, თავდები პასუხს აგებს მხოლოდ მაშინ, როცა ეს საგანგებოდ იქნება შეთანხმებული; ბ) ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქო-და შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი; გ) ძირითადი მოვალის მიერ ხელშეკრულების მიხედვით გადასახდელი პროცენტებისათვის, თუ ეს პირდაპირ იყო შეთანხმებული.
მოცემულ შემთხვევაში, თავდების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია, როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოსა და სასამართლო ხარჯების ჩათვლით, ამდენად, თავდებმა პირმა უნდა აგოს პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის, თავდებობით გათვალისწინებული მაქსიმალური თანხის ფარგლებში.
6.8. სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრო- პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში თანხის დაუბრუნებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა თავისი ვალდებულება და სესხი მასზე დარიცხული პროცენტით არ გადაიხადა. მას გადასახდელი აქვს ძირითადი თანხა 2960,43 აშშ დოლარი დარიცხული სარგებელი - 745,73 აშშ დოლარი, დაურიცხავი სარგებელი - 59,12 აშშ დოლარი, ჯარიმა - 52,77 აშშ დოლარი) ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა.
სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კო-კრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გო-ივრული. მოცემულ შემთხვევაში კანო-მა სასამართლოს მიანიჭა უფლება კო-კრეტული გარემოებების გათვალისწინების შედეგად შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გო-ივრული. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კო-კრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გო-ივრული.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის დაცვის მიზნით პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს ჯარიმის (პირგასამტეხლოს) სახით უნდა დაეკისროს 10.55 აშშ დოლარი.
6.9. სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის წერილობითი ფორმით გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხეთა მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.
6.10. სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ვინაიდან, მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ,,ფი--ა ბანკი საქრთველო’’ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 3818,05 აშშ დოლარი (ძირი თანხა - 2960,43 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებელი - 745,73 აშშ დოლარი, ჯარიმა - 10,55 აშშ დოლარი).
6.11. რაც შეეხება სს ,,ფი--ა ბანკი სა---------–ოს’’ სასარჩელო მოთხოვნას - დაურიცხავი სარგებლის (თანხა, რომელსაც მიიღებდა ბანკი მსესხებლის მიერ ვალდებულება კეთილსინდისიერად რომ შესრულებულიყო) - 59,12 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქო-ებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გო-ივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კო-კრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა ბანკს უფლებას აძლევს მოითხოვოს, როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. ამასთან, საყურადღებოა, ასეთ შემთხვევაში მიუღებელ შემოსავლად რა ჩაითვლება. სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 872-ე მუხლი ნათლად მიუთითებს, რომ ზიანის საზღაურში ჩაითვლება ის მოგება, რაც კრედიტის გამცემს თანხის სხვაგვარი გამოყენებით შეეძლო მიეღო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება და არა ხელშეკრულების შეწყვეტას. კო-კრეტული საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება.
სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისთვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების ერთი მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანო-ზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.
ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორისათვის ანაზღაურებას ექვემდებარება როგორც ფაქტობრივად დამდგარი ზიანი, ასევე მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანი. ფულადი ვალდებულების შემთხვევაში, ასეთი ზიანის მოცულობას კანო-ი განსაზღვრავს მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის ოდენობით, რომლის გადახდაც მოვალეს ეკისრება დავალიანების დაფარვამდე. ყველა შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ის დანაკლისი, რაც კრედიტორმა შეიძლება რეალურად განიცადოს ხელშეკრულების პირობათა შეუსრულებლობით. ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზიანის რეალურად არსებობა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ვერ იქნებოდა მოსარჩელისათვის სავარაუდო, რომ მის მიერ თანხის დაბრუნების შემთხვევაში, ბანკის მიერ აუცილებლად ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ოდენობით მოხდებოდა მისი ისევ სესხად გაცემა. მით უფრო, უდავოა, რომ ბანკი კრედიტს გასცემს სხვადასხვა საპროცენტო განაკვეთებით და არა ყოველთვის აუცილებლად ამ კო-კრეტული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სარწმუნოდ და დამაჯერებლად ვერ მიიჩნია, მოსარჩელის დასაბუთება მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით. აღნიშნული არის ის, რაზედაც რისკის მატარებელი არ შეიძლება იყოს მოპასუხე. სასამართლო ასევე მიუთითებს კრედიტის გაცემისას მოსარჩელის ვალდებულებაზე, მის გულმოდგინე და კეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზე შეამოწმოს კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადამხდელუნარიანობა, რათა თავიდან იქნეს ზიანის მიყენების რისკი, მათ შორის მიუღებელი შემოსავლის სახით.
ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხისათვის მოსალოდნელი და სავარაუდოც უნდა ყოფილიყო მოსარჩელისათვის შესაბამისი ზიანის მიყენების ფაქტი. სწორედ იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ფინანსურ დაწესებულებას, ბუნებრივია მას გააჩნია კიდეც სხვა საკმარისი სახსრები, რომ მოახდინოს მათი კრედიტის სახით გაცემა. ის, რომ მას არ ჰქო-და სხვა სახსრები, რომ გაეცა კრედიტის სახით და მისთვის ამისათვის აუცილებელი იყო მოპასუხისაგან თანხის დაბრუნება, არც დასაბუთებული არ არის და შესაბამისად, ამ მოცემულ შემთხვევაში მოკლებულია გო-ივრულობას და ლოგიკას.
სასამართლო იმასაც აღნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი საჭიროებს მეტად გულმოდგინე და ფაქიზ მიდგომას უფრო მეტად დაუცველი მხარის კიდევ უფრო მეტად კაბალურ პირობებში ჩაყენების თავიდან ასაცილებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში, უპირობოდ მივიღებთ შემთხვევას, როდესაც პირისათვის, რომლისთვისაც შეუძლებელია მიმდინარე დავალიანების თანხის გადახდაც კი, ყველა შემთხვევაში დაეკისრება მიუღებელი შემოსავლის სახით დასარიცხი პროცენტი, რაც ცხადია მას ჩააყენებს კიდევ უფრო უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. აღნიშნული კი ცალსახად ეწინააღმდეგება სამართიანობის პრინციპს და საჯარო წესრიგს.
ზიანი არის ეკო-ომიკური დანაკლისი და სწორედ ზიანის ფაქტი უნდა დასაბუთდეს. ასეთად კი სამართლიანად და ობიექტურად ვერ იქნება მიჩნეული მოსარჩელის მიერ უფრო მეტი მოგების მიუღებლობა, ვინაიდან მოსარჩელე ისედაც ინაზღაურებს ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეულ სავარაუდო ზიანის თანხას, მოპასუხისათვის პროცენტისა და პირგასამტეხლოს დაკისრებით.
სასამართლო უდაოდ მიიჩნევს პრეზუმფციის არსებობას, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს კრედიტის კვლავ გაცემით, მაგრამ სასამართლოს მოსაზრებით, ეს ცალსახად ვერ დაადასტურებს, რომ მოსარჩელეს მიადგა ზიანი. მან უნდა დაადასტუროს კიდეც, რომ სწორედ ამ ოდენობით საპროცენტო სარგებელი შეეძლო მიეღო კრედიტის კვლავ გაცემით და რომ ვერ მიიღო, განიცადა ზიანი, ეკო-ომიკური დანაკარგი. მოსარჩელის მიერ დასაბუთებული უნდა იყოს ზედმიწევნით არგუმენტირებულად და დამაჯერებლად, რომ სწორედ მითითებულ პროცენტად შეძლებდა იგი თანხის გაცემას მისი დაბრუნების შემთხვევაში, რომ მან ვერ გასცა თანხა და ამით განიცადა ზიანი. ”მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ”წმინდა ეკო-ომიკურ დანაკარგს”, რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქო-დეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებულ ეჭვის საფუძველს (სუსგ. საქმე №ას-459-438-2015).
ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ სა---------–ოს კანო-ის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის სა---------–ოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანო-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში სს ,,ფი--ა ბანკი სა---------–ო’’ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 220.25 ლარი, ხოლო 87.06 ლარი დარჩეს გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღო-ისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღო-ისძიება არ იყო გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,ფი--ა ბანკი სა---------–ო“ სარჩელი ჯო-ი თუ-----ასა და გი-----ი გვ------ას მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ჯო-ი თუ-----ასა და გი-----ი გვ------ას მოსარჩელე სს ,,ფი--ა ბანკი სა---------–ო“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 3716 (სამი ათას შვიდას თექვსმეტი) დოლარისა და 71 (სამოცდათერთმეტი) ცენტის, (ძირი თანხა - 2960,43 აშშ დოლარი, დარიცხული სარგებლი - 745.73 აშშ დოლარი და ჯარიმა 10,55 აშშ დოლარი) გადახდა;
3. სს ,,ფი--ა ბანკი სა---------–ო“ მოთხოვნა მიუღებელი დაურიცხავი სარგებლის სახით მოპასუხეებზე 59.12 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. სს ,,ფი--ა ბანკის“ უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის თანხის ნაწილი 220 (ორას ოცი) ლარი და 25 (ოცდახუთი) თეთრი, შემდეგი ანგარიშიდან მიმღები ბანკის დასახელება - სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22, სახაზინო კოდი - 300893150 (საგადახდო დავალება 58597635);
5. სს ,,ფი--ა ბანკი სა---------–ო“ მიერ გადახდილი ბაჟის თანხის ნაწილი 87 (ოთხმოცდაშვიდი) ლარი და 6 (ექვსი) თეთრი დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიო-ულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიო-ული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე