გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2018
საქმის ნომერი
050210018002251034
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

აქმე N 050210018002251034 (N2/26-18)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

27 მარტი, 2018 წელი ქ.ოზურგეთი

შესავალი ნაწილი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე

 

მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი''

წარმომადგენელი - ნი----------–---–ი

მოპასუხე - ჯა--------–-ძე, მუ----------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ჯა--------–-ძეს და მუ----------–--ეს სს ,,ლ-------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 20---–-–----9 სე---------ს N0002/2014/15854 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 10 059.84 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6571.18 ლარი, პროცენტი - 1488.66 ლარი და ჯარიმა - 2000 ლარი;

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

სს ,,ლ-------------სა'' და ჯა--------–-ძეს შორის 20---–-–----9 სექტემბერს გაფორმდა N0002/2014/15854 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი - 9200 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 14 %-ს, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 01 ოქტომბრამდე; მხარეებს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 20---–-–----9 სექტემბერს სს ,,ლ-------------ს'' და მოპასუხე მუ----------–--ეს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა პირმა ბანკის წინაშე იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად. თავდები პირის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 12159.14 ლარით.

 

მსესხებელმა მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა არ უზრუნველყო მისი გადახდა. როგორც მსესხებელი, ასევე თავდები პირები გაფრთხილებულ იქნენ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების შესახებ.

 

მოპასუხეების ჯა--------–-ძისა და მუ----------–--ის დავალიანება 2017 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით სს ,,ლ-------------ის’’ მიმართ N0002/2014/15854 საბანკო კრედიტის ხელშკრულებიდან გამომდინარე შეადგენს - 10 059.84 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის - 6571.18 ლარი, პროცენტი - 1488.66 ლარი, ჯარიმა - 2000 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ნაწილობრივ სცნეს, მხლოდ ძირი თანხის ნაწილში;არ უარყოფენ იმ გარემოებას, რომ ნამდვილად იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ვალდებულებით ურთიერთობაში მოსარჩელესთან, თუმცა ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვერ შესძლეს თანხის გადახდა, არ შეუძლიათ დაფარონ დავალიანება მოთხოვნილი ოდენობით. მოპასუხე მხარის განმარტებით პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია, ითხოვეს მისი შემცირებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს ,,ლ-------------სა'' და ჯა--------–-ძეს შორის 20---–-–----9 სექტემბერს გაფორმდა N0002/2014/15854 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა სესხი - 9200 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებით წლიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 14 %-ს, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 01 ოქტომბრამდე; მხარეებს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5 %-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელს კრედიტის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული პროცენტი უნდა გადაეხადა ხელშეკრულებაზე დართული სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-20---–-–----9 სე---------ს N0002/2014/15854 საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19);

 

3.1.2. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების უზრუნველსაყოფად 20---–-–----9 სექტემბერს სს „ლ-------------სა“ და მუ----------–--ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა - მუ----------–--ემ ძირითად მსესხებელ ჯა--------–-ძესთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის N0002/2014/15854 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 12159.14 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდების განცხადება (ს.ფ. 23);

- თავდების ხელშეკრულება N0002/2014/15854-1 (ს.ფ. 24);

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დადგენილია, რომ 20---–-–----9 სე---------ს N0002/2014/15854 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება მოპასუხეების მიერ დარღვეულია 2016 წლის 04 აპრილის შემდეგ, რის შემდგომაც სესხის დაფარვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად მოსარჩელის, მხრიდან, გაფრთხილებისა და წაყენებული მოთხოვნისა, სოლიდარულმა მოპასუხეებმა ჯა--------–-ძემ და მუ----------–--ემ არ შეასრულეს N0002/2014/15854 ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევებში, ძირი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადაუხდელობაში. აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ მოპასუხე მხარესთან საკრედიტო ურთიერთობა ცალმხრივად შეწყვიტა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 1-15);

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 25-31);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 20.03.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.2. მოპასუხეების ჯაბა ბულაძის და მუ----------–--ის დავალიანება 2018 წლის 10 ნოემბრის მდგომარეობით N0002/2014/15854 საბანკო კრედიტის ხელშკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 10 059.84 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის - 6571.18 ლარი, პროცენტი - 1488.66 ლარი, ჯარიმა - 2000;

 

სასამართლო თვლის, რომ პირგასამტეხლო (დასარიცხი და დარიცხული) ერთობლიობაში შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (ს.ფ. 1-15);

- სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 21-22);

- გადახდების ისტორია (ს.ფ.25-31);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 32)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 20.03.2018 წლისა სასამართლო სხდომის ოქმი).

 

20---–-–----9 სე---------ს N0002/2014/15854 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ვალდებულების შესრულებას მოპასუხეების ჯა--------–-ძის და მუ----------–--ის მხრიდან ადგილი არ ჰქონია 2016 წლის აპრილის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარემ საქმეზე ვერ უზრუნველყო 20---–-–----9 სე---------ს N0002/2014/15854 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 2016 წლის აპრილის შემდეგ ვალდებულის შერულების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ლ-------------ის” სარჩელი საფუძვლიანია. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 361-ე, 405-ე, 411-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, მუხლები და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სადავო არ არის, რომ მხარეებს შორის 20---–-–----9 სექტემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ N0002/2014/15854 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებლებზე გაიცა კრედიტი 9200 ლარი, წლიური 14 %-ი, კრედიტის მოქმედების ვადად განისაზღვრა 01.10.2018. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო, რომელიც შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კრედიტი უნდა დაფარულიყო ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. მოპასუხე მხარემ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით იკისრა ვალდებულება გადაეხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. ანუ, საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე: თანხის ოდენობაზე, ვადაზე, სარგებელზე და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობის წესსა და ოდენობაზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ 20---–-–----9 სე---------ს ხელშეკრულება წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. ანუ შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების არსებობას ხელშკრულების მოქმედების პერიოდში სრულად.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშკრულება და მოითხოვოს დავალიანების სრულად დაფარვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ლ-------------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ჯა--------–-ძეზე გაიცა კრედიტი. მოვალეთა მხრიდან კი კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის სრულად.

 

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა, 20---–-–----9 სე---------ს ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხის სახით - 6571.18 ლარისა და დარიცხული პროცენტის - 1488.66 ლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან პროცენტის ოდენობა მოიცავს მოთხოვნას 2016 წლის აპრილიდან (ვალდებულების დარღვევიდან) ხელშეკრულების შეწვეტამდე პერიოდს, (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემამდე 10.11.2017 წლამდე);

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეებს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 20---–-–----9 სე---------ს N0002/2014/15854 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 100 ლარის ოდენობით გადახდა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლით თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898.1 -ე მუხლით თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად 20---–-–----9 სექტემბერს სს „ლ-------------სა“ და მუ----------–--ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომელის საფუძველზეც ბანკსა და თავდებს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 12159.14 ლარით. ასევე დადგენილია, რომ ძირითადმა მოვალემ არ შეასრულა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებება. შესაბამისად, სს „ლ-------------ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა თავდებისათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.4 პუნქტის თანახმად, შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შუამდგომლობა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 305 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 305 ლარის ოდენობით.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს ,,ლ-------------ის'' მიერ გაღებულია სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით, საფოსტო გზავნილის ხარჯი - 21 ლარის ოდენობით. ასევე აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული ხარჯი შეადგენს - 100 (ასი) ლარს. შესაბამისად, მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სს ,,ლ-------------ის'' სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სს ,,ლ-------------ის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხეებს ჯა--------–-ძეს და მუ----------–--ეს სს ,,ლ-------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს 20---–-–----9 სე---------ს სესხის და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8159.84 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 6571.18 ლარი, პროცენტი - 1488.66 ლარი და ჯარიმა - 100 ლარი;

3. მოპასუხეებს ჯა--------–-ძეს და მუ----------–--ეს სს ,,ლ-------------ის'' სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 305 (სამასხუთი) ლარის და აღსრულების ეროვნულ ბიუროში გაწეული ხარჯის - 100 (ასი) ლარი;

4. გადაწყვეტილება მიქცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ციცინო როხვაძე