გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017001794812
საქმე №2/182-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 თებერვალი, 2018წ. ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე: ნინო შარაძე
სხდომის მდივანი: ქე---ვან ცერცვაძე
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) მ-----ი მ--–--ე
წარმომადგენწლი ე---რ ხ----–---–ი
მოპასუხე (შეგებებული სარჩელი მოსარჩელე) ა-----ნ მ--–--ე, ლ---ა უ----------–---–ი
წარმომადგენელი სოსო ჯოგლიძე
ძირითად სარჩელით დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა;
შეგებებული სარჩელით დავის საგანი: უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მ----- მ--–--ის სასარჩელო მოთხოვნა
ა-----ნ მ--–--ის და ლ---ა უ----------–---–ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას ქ. კასპში, შატბერაშვილის ქ. №40-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი 67.01.44.378 და აღკვეთილ იქნეს მათი მხრიდან აღნიშნული ქონებით სარგებლობა.
მოსარჩელის მითითებით იგი ცხოვრობს მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში ქ. კასპი, შატბერაშვილის ქ. №40-ში ოჯახთან ერთად. აღნიშნული საცხოვრებელი სახლი აშენებულია მოსარჩელის მიერ და წარმოადგენს მის საკუთრებას. მოპასუხე ა-----ნ მ--–--ე არის მისი შვილი, ხოლო ლ---ა უ----------–---–ი ა-----ნის მეუღლე. ორივე მოპასუხე ცხოვრობს მის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში და უკანონოდ უკავიათ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე ორი ოთახი. ასევე უკანონოდ სარგებლობენ მისი კუთვნილი დამხმარე ფართებით. მოპასუხეები ხელს უშლიან მოსარჩელეს ისარგებლოს მისი კუთვნილი უძრავი ქონებით და მიუხედავად მოთხოვნისა, არ ათავისუფლებენ მათ მიერ უკანონოდ დაკავებულ ფართს.
მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა ა-----ნ მ--–--ემ და ლ---ა უ----------–---–მა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ხსენებულ უძრავ ქონებას ისინი უკანონოდ არ ფლობენ, აღნიშნულ მისამართზე ა-----ნ მ--–--ე რეგისტრირებულია 1999 წლიდან, რომელმაც სარემონტო სამუშაოები ჩაუტარა სადაო ფართს, ხოლო მოსარჩელემ უკანონოდ დაირეგისტრირა ზემოხსენებული უძრავი ნივთი მხოლოდ მის საკუთრებად.
1.2 ა-----ნ მ--–--ის (შეგებებული სარჩელით) სასარჩელო მოთხოვნა
ა-----ნ მ--–--ე ცნობილ იქნეს საჯარო რეესტრში მ----- მ--–--ის სახელზე აღრიცხული ქ. კასპი, შატბერაშვილის ქ. №40-ში მდებარე უძრავი ქონების (საკადასტრო კოდი 67.01.44.378) თანამესაკუთრედ ( 1/5 წილზე).
2.2 მოპასუხე მ----- მ--–--ის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ იგი წარმოადგენს ამ უძრავი ქონების ერთადერთ კანონიერ მესაკუთრეს, სახლი არის მისი აშენებული და ა-----ნ მ--–--ე არ წარმოადგენს კომლის წევრს.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქ. კასპში, შატბერაშვილის ქ. №40-ში, ს/კ 67.01.44.378 მდებარე უძრავი ქონება საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია მ----- მ--–--ის სახელზე. უფლების რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს 09.11.2016 წ. დამოწმებული საქართველოს ეროვნული არქივის კასპის არქივის მიერ გაცემული №39/69280 ცნობა.
3.1.2.სამეში წარმოდგენილი სსსგს გორის სამოქალაო რეესტრის სამსახურის ჩანაწერებით დასტურდება, რომ ა-----ნ მ--–--ე ზემოაღნიშნულ მისამართზე (კასპი, გ. შატბერაშვილის ქ. 40) რეგისტრირებულია 1999 წლის 26 მაისიდან.
3.1.3 ქ. კასპში, შატბერაშვილის ქ. №40-ში მდებარე საცხოვრებელ სახლის ორი ოთახი უკავია და სახლთმფლობელობით მოსარჩელესთან ერთად ასევე სარგებლობს მოპასუხეები ა-----ნ მ--–--ე და ლ---ა უ----------–---–ი.
დადაგენილია, რომ მხარეებს შორის ადგილი აქვს კომფლიქტებს ამ უძრავი ნივთის სარგებლობასთან დაკავშრებით
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამავე მუხლით განსაზღვრულია მტკიცებულებათა წრე, რომელთა მეშვეობითაც შეიძლება მხარის მიერ მითითებულ გარემოებათა დამტკიცება. ესენია, მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები. ამასთან, ამავე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. კასპი, შატბერაშვილის ქ. №40, ს/კ 67.01.44.378 მდებარე უძრავი ქონება საარქივო მასალებით კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის, ქ. კასპის 1998 წლით დათარიღებული მიწის ნაკვეთების განაწილების სიით მხოლოდ მ----- ა-----ნის ძე მ--–--ეს ერიცხება პირად საკუთრებაში (მიწის ფართობი 486 კვმ. პრივატიზებული 0.20 ჰა. ქ. კასპის მიწის ნაკვეთების განაწილების სიით მ----- ა-----ნის ძე მ--–--ეს პირად საკუთრებაში ერიცხება 0.25 ჰა. მიწის ფართობი). აღნიშნულ საარქივო დოკუმენტებში ა-----ნ მ--–--ე მითითებული არ არის. ამასთან, მ----- მ--–--ის იჯახი არ წარმოადგენს სოფლად მცხოვრებ ოჯახს და არ ეწევა საკომლო მეურნეობას.
სამოტივაციო ნაწილი
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ ძირითადი სარჩელი უნდა დაკაყოფილდეს, ხოლო შეგებებულ სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე მუხლები, "სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონი, "საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ" საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილება, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის 29 დეკრეტი, სამოქალაო საპროცესო კოდექსის 102-103 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. განსახილველ შემთხვევაში ძირითადი სარჩელით დავის საგანია უკანანონო მფლებელობიდან ნივთის გამოთხოვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ან ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი თუკი ამით არ ილახებ მეზობლების ან სხვა მესამე პირთან უფლებები ანდა თუ ეს მოქმედება არ
წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფლების ბოროტად გამოყენებად ჩაითვლება საკუთრებით ისეთი სარგებლობა, რომლითაც მხოლოდ სხვებს ადგება ზიანი ისე, რომ არ არის გამოკვეთილი მესაკუთრის ინტერესის უპირატესობა და მისი მოქმეების აუცილებლობა გაუმართლებელია.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით.
ამ ნორმების შესაბამისად საკუთრების უფლება აღიარებულია და დაცულია კანონით და არავის ქვს უფლება ხელყოს მესაკუთრის უფლებები, კანონიერი საფუძვლის გარეშე ან მასთან შეუთანხმებლად ჩამოართვას მას მფლობელობა ან სხვაგვარად შეუშალოს მას ხელი მის საკუთრებაში არსებული ნივთით სარგებლობაში. მესაკუთრეს შეუძლია მისი საკუთრების უფლება დაიცვას სავინდიკაციო ან ნეგატორული სარჩელის წარდგენის გზით. ამასთან, ასეთი სახის სარჩელების განხილვის დროს მნიშვნელოვანია დადგნიდეს შემდეგი სახის ფაქტები - მოსარჩელე უნდა იყოს ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე ფლობდეს ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
მოცემულ შემთხვევაში, საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ ქ. კასპი, შატბერაშვილი ქ. №40-ში მდებარე უძრავი ნივთის (ს/კ 67.01.44.378) მესაკუთრეს წარმოადგენს მოსარჩელე მ----- მ--–--ე.
სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სასამართლო საქმის მასლების ანალიზით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნევს, რომ სადავო უძრავი ქონებას მ----- მ--–--ესთან ფლობს ა-----ნ მ--–--ე მეუღლესთან - ლ---ა უ----------–---–თან ერთად.
სასამართლო განმარტავს, რომ მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მასზე განაწილებული მტკიცების ვალდებულების შესრულება, ვერ მიუთითა გარემოებებზე და ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა მოპასუხეთა მიერ მ----- მ--–--ის კუთვნილი უძრავი ნივთის მართლზომიერი ფლობის უფლება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე (მესაკუთრე) არ იმყოფება სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული სახელშეკრულებო ან კანონისმიერი შებოჭვის ფარგლებში და უფლებამოსილია გამოითხოვოს მისი კუთვნილი ნივთი მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის მ----- მ--–--ის კუთვნილი უძრავი ქონების ა-----ნ მ--–--ის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის დამაბრკოლებელი გარემოებები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, მ----- მ--–--ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილი უნდა იქნას უძრავი ქონება.
6.2 შეგეგებული სარჩელით დავის საგანია უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობა.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს მასზედ, რომ საქართველოში კომლი არსებობდა 1993 წლამდე და მასთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდებოდა საქართველოს სამოქალაო კოდექსით (1964 წლის რედაქციით). აღნიშნული კოდექსის 122-ე მუხლის შესაბამისად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით, საკოლმეურნეო კომლის ქონების მფლებელობა, სარგებლობა და განკარგვა წარმოებს კომლის ყველა წევრის თანხმობით (123.1 მუხლი), აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლით განსაზღვრულია ასევე საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილი, რომლის შესაბამისად: საკოლმეურნეო კომლის ქონებაში კომლის წევრის წილი განისაზღვრებოდა: 1) მისი გასვლისას კომლის შემადგენლობიდან, ახალი კომლის შეუქმნელად (გამოყოფა) . 2) ერთი კომლიდან ორი ან მეტი კომლის შექმნისას (გაყრა); 3) კომლის წევრის პირადი ვალდებულების მიხედვით გადახდევინებისას. ამავე მუხლის შესაბამისად, კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნის.
"საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ", საქართველოს მთავრობის 1992 წლის 22 სექტემბრის №949 დადგენილების, სახელმწიფო საბჭოს 1993 წლის 21 ოქტომბრის №29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან კომლმა არსებობა შეწყვიტა და ქონება, რომელიც საკოლმეურნეო კომლის ქონებას და ამავე დროს კომლის წევრთა საერთო საკუთრებას წარმოადგენდა, არის იმ პირთა საერთო საკუთრება, რომელიც ადრე კომლის წევრებს წარმოადგენდნენ, რომელზედაც ვრცელდება სამოქალაო კოდექსით გათვალისწინებული საკუთრების საერთო რეჟიმი.
ამასთან, სასამართლო მოიხმობს "სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონს და განმარტავს, რომ კომლი არის სოფლად მცხოვრები ოჯახი, რომელიც ეწევა საკომლო მეურნეობას. აღნიშნული კანონის 4.4 მუხლის თანახმად, საკომლო მეურნეობად მიჩნევისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს სასოფლო-სამეუნეო მიწის ნაკვეთის მასზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებებობის, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობაზე საკუთრების უფლება, რაც წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო წარმოების საფუძველს. ამასთან, ამავე კანონის 4.5 მუხლის თანახმად, საკომლო მეურნეობა ითვალისწინებს რეგისტრაციას საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). მითითებული ნორმის იმპერატიული მოთხოვნის თანხმად, საკომლო მეურნეობის ოჯახის წევრთა საერთო საკუთრებად მიჩნევისთვის თითოეული მათგანი საადგილმამულო წიგნში უნდა იყოს საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ რეგისტირებული.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მ-----ი მ--–--ის ოჯახი, რომლის წევრსაც წარმოადგენს ა-----ნ მ--–--ე, არ წარმოადგენს კომლს, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება რომ, ეს ოჯახი ცხოვრობს სოფლად და ეწევა საკომლო მეურნეობას, ამასთან ასევე არ დასტურდება ამ ოჯახის წევრთა საადგილმამულო წიგნში საკომლო მეურნეობის თანამესაკუთრედ რეგისტრაციის ფაქტი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კონკრეტულ უძრავ ნივთზე მ-----ი მ--–--ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულ საარქივო მასალაში ა-----ნ მ--–--ე მითითებული არ არის და ამასთან, იგი ზემოხსენებულ მისამართზე რეგისტრირებულია 1999 წლიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს შეფასებით ა-----ნ მ--–--ის თანასაკუთრების უფლების წარმოშობისათვის აუცილებელია კომლის წევრობა, რაც განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დასტურდება. სასამართლო მიუთითებს, რომ შეგებებული სარჩელის ავტორის მითითება იმ გარემოებაზე, რომ იგი რეგისტრირებულია ზემოხსენებულ მისამართზე და საცხოვრბელ სახლზე გაწეული აქვს სამშენებლო - სარემონტო სამუშაოები, იხდის წყლის გადასახადს, არ წარმოადგენს უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მოპოვების სამართლებრივ საფუძვლებს.
სასამართლო კვლავ მიუთითებს, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო ქონება წარმოადგენს კომლის ქონებას და მოსარჩელე ა-----ნ მ--–--ეს, როგორც კომლის წევრს, გააჩნია საკუთრების უფლება ამ ქონებაზე, რის გამოც შეგებებულ სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილორივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ძირითად სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლომ ძირითად სარჩელი დააკმაყოფილა სრულად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 (ასოცი) ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
შეგებებულ სარჩელზე მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ვინაიდან სასამართლომ შეგებებული სარჩელი არ დააკმაყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 256-ე, 257-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ----- მ--–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე ა-----ნ მ--–--ის და ლ---ა უ----------–---–ის უკნონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ქონება მდებარე: ქ. კასპი, შატბერაშვილის ქ. #40, საკადასტრო კოდი 67.01.44.378 და იგი გამოთავისუფლებულ მდგომარებაში გადაეცეს მ----- მ--–--ეს;
3. მოპასუხეეებს ა-----ნ მ--–--ეს და ლ---ა უ----------–---–ს მოსარჩელე მ----- მ--–--ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 (ასოცი) ლარი;
4. ა-----ნ მ--–--ის და ლ---ა უ----------–---–ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით(მის:ქ. გორი, ჯორბენაძის ქ №30)მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით დადგენილი წესით
6. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე (ოცდამეათე) დღეს. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნინო შარაძე