გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.03.2018
საქმის ნომერი
100210018002245053
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 100210018002245053

2/13 -2018 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

07. 03 . 2018 წელი ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე: შ.პ.ს. ,,მ-----“

წარმომადგენელი: შ----- ბ--------–---–ი

მოპასუხე: ა------- ს--------ე

წარმომადგენელი: გ---–- მ-------ე

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

 

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1. საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - შპს „ მ-----“-მ (ს/კ 4--------) მოპასუხე - ა------- ს--------ის (პ.№5---------- მცხოვრები ჭ---------, ს. ზედა უ-----–--) მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულება თანხის დაკისრების მოთხოვნით.

1.2. მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელე- შპს „ მ-----“-ს ( ს/კ 4--------) სასარგებლოდ 3305,94 ლარი ( ძირი თანხა), რომელიც წარმოშობილია მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალებულებიდან.

 

1.3. მოსარჩლე განმარტავს, რომ შპს „ მ-----“-სა (შემდგომში ,,მ-----“) და და ფ/პ ა------- ს--------ეს შორის 2015 წლის 14 მარტს დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება N L14032015/0125 , რომლის თანახმად სატრანსპორტო საშუალების ფასი განისაზღვრა 7450 ლარის ოდენობით, ამას დაემატა სახელშეკრულებო საკომისიო 150 ლარი და მთლიანმა თანხამ შეადგინა 7600 ლარი. ლიზინგის მიმღებმა, ა------- ს--------ემ შპს „ მ-----ს“ ანგარიშზე შემოიტანა 2320 ლარი, შესაბამისად , 7600 ლარი გამოაკლდა 2320 ლარი და ლიზინგის თანხამ შეადგინა 5280 ლარი, მოპასუხე, ა------- ს--------ემ აიღო ვალდებულება ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სრულად დაეფარა როგორც მიღებული ძირითადი თანხა, ასევე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა დამატებითი ხარჯები( ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალიანების დაფარვის რიგითობას კომპანია განსაზღვრავდა დამოუკიდებლად.

 

მოპასუხის მხრიდან ვალდებულება შესრულდა ნაწილობრივ, მოხდა სატრანსპორტო საშუალების შპს „მ-----ს“ საკუთრებაში გადაცემა ხოლო ვალდებულების თანხა მოპასუხეს გრაფიკით განსაზღვრულ ვადაში, გაფრთხილების მიუხედავად აღარ გადაუხდია.

 

მიღებული მდგომარეობიდან გამომდინარე, მხარეებს შორის მოხდა შეთანხმების ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე იმ პირობებით, რომ ,,მ-----ს“ გააჩნია სრული უფლება გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად, რადგან მიღებული თანხა მიმართული იქნებოდა ლიზინგის მიმღების დავალიანების დასაფარად და, რომ ლიზინგის მიმღები ვალდებულია დაფაროს დარჩენილი სხვაობა ვალდებულებასთან, რომელიც საკმარისი არ იქნებოდა მანქანის რეალიზაციის შედეგად.

 

მოსარჩელემ არსებულ ძირითად დავალიანებას 5280 ლარს გამოაკლო გადახდილი ძირი თანხა-1974.06 ლარი და აქედან გამომდინარე, მოპასუხის არსებული დავალიანება დარჩა 3305, 94 ლარი.

 

მოსარჩელე ითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას და მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის მოპასუხისათვის დაკისრებას,2. მოპასუხე მხარის პოზიცია

 

2.1. მოცემულ სარჩელზე შესაგებელი შემოიტანა მოპასუხემ სადაც მიუთითებს , რომ სარჩელს არ ცნობს და განმარტავს სატრანსპორტო საშუალების შპს „ მ-----სათვის „ გადაცემის შემდეგ მხარეებს შორის გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება, რითაც შეწყდა ლიზინგის ხელშეკრულება.

 

მოპასუხე შესაგებელში მიუთითებს, რომ მხარეებს შორის ნამდვილად მოხდა შეთანხმება ლიზინგის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, რითაც შპს „ მ-----ს“ მიეცა უფლება გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად, თუმცა ლიზინგის მიმღებს არ აუღია ვალდებულება დაფაროს დარჩენილი სხვაობა ვალდებულებასთან, რომელიც საკმარისი არ იქნებოდა მანქანის რეალიზაციის შემდეგ.

მართალის შპს „ მ-----“-ს მიეცა უფლება ავტოსატრანსპორტო საშუალება გაეყიდა თავისი შეხედულების მიხედვით, თუმცა კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე არ ქონდა უფლება ავტოსატრანსპორტო საშუალების გაყიდვისა რეალურ ფასზე მკვეთრად ნაკლებ ფასში. მოსარჩელისვე განმარტებით ავტოსატრანსპორტო საშუალება შეიძინეს 7450 ლარში, შეუძლებელია მანქანის ღირებულება შემცირებულიყო 1500 ლარამდე ერთი წლის განმავლობაში. მოსარჩელემ ავტომანქანა გაასხვისა ღირებულებასთან შეუსაბამო ფასად. ასევე გაურკვეველია მოსარჩელის მიერ მითითებული ხარჯები: მანქანის რეალიზაციისათვის გაწეული ხარჯი 160 ლარი, ვალდებულების ჯარიმა 268,36 ლარი, პროცენტი ლარი ( თანხა 2960, 58 ლარი)

 

მოპასუხე შესაგებელში მიუთითებს. რომ ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე შპს“ მ-----ში“ გადაიხადა 2320 ლარი, რის შემდეგაც ნამდვილად ქონდა გადასახდელი 5280 ლარი, რომელიც უნდა გადაეხადა სამი წლის განმავლობაში პროცენტთან ერთად. იგი აღნიშნავს, რომ უნდა ითქვას რომ მოსარჩელემ გადასახდელად დაუდგინა უსაშველოდ მაღალი პროცენტი, თვიურად 4.57 % ანუ წლიური 54.84%-ი , რაც შეუსაბამოდ დიდი პროცენტია. მიუხედავად აღნიშნულისა პირველი თორმეტი თვის განმავლობაში გადაიხადა 3863 ლარი, რის შემდეგაც ვეღარ შეძელო თანხის გადახდა და მხარეებს შორის შედგა შეთანხმება : ფინანსური ლიზინგის Nლ 14032015/0125 ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, რომლის მე-3 მუხლის თანახმად: „ წინამდებარე შეთანხმებისა და ლიზინგის მიმღების მიერ სატრანსპორტო საშუალების „მ-----“- სთვის გადაცემის შემდეგ მხარეთა შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება ჩაითვლება შეწყვეტილად და მხარეთა შორის არსებული ვალდებულება, გარდა წინამდებარე შეთანხმების მე-2 პუნქტში მითითებულისა, შესრულებულად. მხარე მიუთითებს, რომ შეთანხმების მე-2 პუნქტი არ აძლევს მოსარჩელე მხარეს იმ მოსარჩელე მხარეს იმ მოთხოვნისა რაც დაყენებული აქვს სარჩელში. მოპასუხე მხარე იმიტომ იყო თანახმა შპს „მ-----“-ს სატრანსპორტო საშუალება გაესხვისებინა ნებისმიერ ფასად, რომ მას სატრანსპორტო საშუალების გასხვისების შემდეგ დარჩენილი ვალდებულება შპს მ-----“-ს მიმართ აღარ ექნებოდა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1..1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა გარკვეული მოლაპარაკებები წარმოდგენილი დავის ირგვლივ. საბოლოოდ მათ შორის შეთანხმება არ იქნა მიღწეული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 14 მარტს შპს მ------სა (ს/კ 4--------) და ფ/პ ა------- ს--------ეს დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება N L14032015/0125 , რომლის თანახმად სატრანსპორტო საშუალების ფასი განისაზღვრა 7450 ლარის ოდენობით, ამას დაემატა სახელშეკრულებლო საკომისიო 150 ლარი და და მთლიანმა თანხამ შეადგინა 7600 ლარი. ლიზინგის მიმღებმა, ა------- ს--------ემ შპს „ მ-----ს“ ანგარიშზე შემოიტანა 2320 ლარი, შესაბამისად , 7600 ლარი გამოაკლდა 2320 ლარი და ლიზინგის თანხამ შეადგინა 5280 ლარი, მოპასუხე, ა------- ს--------ემ აიღო ვალდებულება ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სრულად დაეფარა როგორც მიღებული ძირითადი თანხა, ასევე პროცენტი , ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და სხვა დამატებითი ხარჯები( ასეთის არსებობის შემთხვევაში) დავალიანების დაფარვის რიგითობას კომპანია განსაზღვრავდა დამოუკიდებლად.

დადგენილია, რომ ხელშეკრულება დაიდო სამი წლით . საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა თვეში 4,57 პროცენტით.

ლიზინგის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 14 მარტამდე. ლიზინგის საერთო ღირებულება არის 10864 ლარი და 44 თეთრი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

- დანართი N2 სალარო შემოსავლის ორდერი N 1/36138 (ს.ფ.37)

- ხელშეკრულება(ს.ფ.18-29)

 

3.2.2. დადგენილია, ა------- ს--------ემ ბოლო გადახდა განახორციელა 2016 წლის 23 მარტს, ხოლო შემდეგ მიუხედავად გაფრთხილებისა (2016 წლის 25 აპრილის გაფრთხილების წერილი და 2016 წლის 4 მაისის წერილი) მას თანხა არ გადაუხდია. დადგენილია, რომ მოპასუხეს ტრანსპორტის გაყიდვამდე სესხის დასაფარავად შემოტანილი აქვს შპს მ-----ს ანგარიშზე 3863 ლარი .

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილება( ს.ფ.44)

- სალაროს შემოსავლის ორდერები. (ს.ფ. 47-55)

-მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.3. ფინანსური ლიზინგის N L14032015/0125 ხელშეკრულების შეწყვეტის შეთანხმებით დადგენილია, რომ ლიზინგის მიმღები -ა------- ს--------ე არ არის თანახმა გააგრძელოს ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულება, რის გამოც იგი თანახმაა საკუთარი ვალდებულების დასაფარად შ.პ.ს. ,,მ-----მ“ შეინარჩუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომობილი-TOIOTA, მოდელი VOXY, ვინ კოდი AZR6000292057, რეგისტრაციის ნომერი BD767BD.

მხარეები შეწყვეტის შეთანხმების მე-2 პუნქტით თანხმდებიან , რომ მოსარჩელეს სრული უფლება აქვს გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად. სატრანსპორტო საშუალების გასხვისებით მიღებული თანხა მიმართული იქნება ლიზინგის მიმღების დავალიანების დასაფარად და იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების დანაკლისების ან დაზიანების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან. შესაბამისი მოთხოვნის ნმიღებიდან ხუთი დღის განმავლობაში ლიზინგის მიმღები ვალდებულია დაფაროს განსხვავება ლიზინგის მიმღების დავალიანებასა და ხარჯების საერთო ოდენობისა ... და იმ ფასს შორის, რომლის ოდენობითაც ,,მ-----“ თანახმაა გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება მესამე პირზე. შეთანხმებისა და ლიზინგის მიმღების მიერ სატრანსპორტო საშუალების მ-----სათვის გადაცემის შემდეგ მხარეთა შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება ჩაითვლება შეწყვეტილად, გარდა ლიზინგის მიმღების მიერ დავალიანების დაფარვის ვალდებულებისა. სატრანსპორტო საშუალება ლიზინგის მიმღების მიერ გადაეცა მოსარჩელეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების შეწყვეტა(ს.ფ. 59)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.4. დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ავტომანქანა გაყიდული იქნა 1500 ლარად 2018 წლის 2 ივნისს. მყიდველს წარმოადგენს ბესიკ კუჭუხიძე, რომელმაც 2018 წლის 2 ივნისს ჩაიბარა ავტომანქანა TOIOTA, მოდელი VOXY, ვინ კოდი AZR6000292057, რეგისტრაციის ნომერი BD767BD. კომპანიის მიერ მანქანის რეალიზაციისათვის გაწეული ხარჯი-160 ლარი, კერძოდ, სითი პარკის ჯარიმა-70 ლარი საპატრულო ჯარიმა-50 ლარი და ევაკუატორის ხარჯი -40 ლარი

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

- ქვითარი(ს.ფ.61)

- მიღება ჩაბარების აქტი და პირადობის მოწმობა(ს.ფ.62-64)

- ქვითრები(ს.ფ.67-75)

 

3.2.5. დავალიანების ცნობით დადგენილია, რომ ა------- ს--------ის მიერ რეალიზებული ავტომანქანის საფასურის ჩათვლით გადახდილია 5363 ლარი საიდანაც ძირი არის 1974,06 ლარი, პროცენტი არის 2960,58 და გადახდილი ჯარიმა არის 268,36 ლარი, სხვა ხარჯი 160 ლარი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ შეწყდა პროცენტის დარიცხვა. აღნიშნული ცნობის შესაბამისად ა------- ს--------ეს გადასახდელი დარჩა 3305,94 ლარი (ძირი თანხა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება

- დავალიანების ცნობა (ს.ფ.56)

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. ხელშეკრულების თანახმად სატრანსპორტო საშუალების ფასი განისაზღვრა 7450 ლარის ოდენობით, ამას დაემატა სახელშეკრულებო საკომისიო 150 ლარი და მთლიანმა თანხამ შეადგინა 7600 ლარი. ლიზინგის მიმღებმა, ა------- ს--------ემ შპს „ მ-----ს“ ანგარიშზე შეიტანა 2320 ლარი შესაბამისად , 7600 ლარს გამოაკლდა 2320 ლარი და ლიზინგის თანხამ შეადგინა 5280 ლარი. ავტომანქანა გაიყიდა 1500 ლარად ამასთანავე მოპასუხეს ტრანსპორტის გაყიდვამდე სესხის დასაფარავად შემოტანილი ჰქონდა შ.პ.ს ,,მ-----ს“ ანგარიშზე 3863 ლარია ნუ ჯამში მოპასუხის მიერ გადახდილი თანხა შეადგენს 5363 ლარს. 5363 ლარს გამოაკლდა მოსარჩელის მიერ მანქანის რეალიზაციისათვის გაწეული ხარჯი-160 ლარი, კერძოდ, სითი პარკის ჯარიმა-70 ლარი საპატრულო ჯარიმა-50 ლარი და ევაკუატორის ხარჯი -40 ლარი ხარჯების შემდგომ მოპასუხის მიერ შემოტანილი თანხიდან დაიფარა ვალდებულების ჯარიმა-268,36 ლარი, პროცენტი-2960,58 ლარი და ძირითადი თანხა 1974,06 ლარი. შეწყვეტის შემდეგ პროცენტის დარიცხვა შეწყდა, შესაბამისად მოპასუხეს გადასახდელი აქვს ძირი თანხა 3305, 94 ლარი. სასამართლო თვლის, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 50-ე, 52-ე, 316-317, 576-ე, 5805-ე , 5806-ე , 5807-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისადნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 576-ე მუხლის შესაბამისად ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის გამცემი ვალდებულია ლიზინგის მიმღებს სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ქონება ხელშეკრულებით დათქმული ვადით, ამ ქონების შესყიდვის უფლებით ან ასეთი უფლების გარეშე, ხოლო ლიზინგის მიმღები ვალდებულია გადაიხადოს საზღაური დადგენილი პერიოდულობით, იმ პირობით, რომ:ა) ლიზინგის მიმღები განსაზღვრავს ქონებას და ირჩევს მიმწოდებელს, რომლისგანაც ხდება ქონების შესყიდვა ან მისი სხვაგვარად მიღება; ბ) ლიზინგის გამცემი ქონებას იძენს ლიზინგით გასაცემად და მიმწოდებლისთვის ეს ფაქტი ცნობილია.

 

ლიზინგით გაცემული ქონება ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას განმეორებით შეიძლება გაიცეს ლიზინგით, მაგრამ იმისათვის, რომ მასზე გავრცელდეს ამ თავის დებულებები, ლიზინგის გამცემმა უნდა მოიპოვოს ლიზინგის მიმღებისგან ქონების დამოუკიდებელი შერჩევის დადასტურება.

განსახილველ შემთხვევაში 2015 წლის 14 მარტს შპს მ------სა (ს/კ 4--------) და ფ/პ ა------- ს--------ეს დაიდო ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება N L14032015/0125 , რომლის თანახმად სატრანსპორტო საშუალების ფასი განისაზღვრა 7450 ლარის ოდენობით, ამას დაემატა სახელშეკრულებლო საკომისიო 150 ლარი და და მთლიანმა თანხამ შეადგინა 7600 ლარი. ლიზინგის მიმღებმა, ა------- ს--------ემ შპს „ მ-----ს“ ანგარიშზე შემოიტანა 2320 ლარი, შესაბამისად , 7600 ლარი გამოაკლდა 2320 ლარი და ლიზინგის თანხამ შეადგინა 5280 ლარი. დადგენილია, რომ ხელშეკრულება დაიდო სამი წლით . საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა თვეში 4,57 პროცენტით.

ლიზინგის ვადა განისაზღვრა 2018 წლის 14 მარტამდე. ლიზინგის საერთო ღირებულება არის 10864 ლარი და 44 თეთრი

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5805-ე მუხლის შესაბამისად ლიზინგის გამცემს შეუძლია მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება, თუ ლიზინგის მიმღები არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს.

ლიზინგის მიმღებს არ აქვს უფლება, მოშალოს ლიზინგის ხელშეკრულება მას შემდეგ, რაც ლიზინგის საგანს მიიღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ის ვეღარ ახორციელებს მფლობელობას ლიზინგის საგანზე ან მფლობელობის უფლება შეიზღუდა იმ პირის მიერ, რომელსაც უპირატესი უფლება აქვს ქონებაზე, თუკი ეს უფლება ან პრეტენზიები გამომდინარეობს ლიზინგის გამცემის ბრალეული ქმედებიდან. ყველა სხვა შემთხვევაში, როდესაც ლიზინგის გამცემი არსებითად არღვევს თავის ვალდებულებებს, ლიზინგის მიმღები უფლებამოსილია მოითხოვოს მხოლოდ ზიანის ანაზღაურება და არა ლიზინგის ხელშეკრულების მოშლა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 5806-ე მუხლის შესაბამისად ლიზინგის ხელშეკრულების ვადის გასვლისას ან ვადაზე ადრე შეწყვეტისას ლიზინგის გამცემს უფლება აქვს, ქონება დაიბრუნოს მფლობელობაში და განკარგოს იგი.

 

ფინანსური ლიზინგის N L14032015/0125 ხელშეკრულების შეწყვეტის შეთანხმებით დადგენილია, რომ ლიზინგის მიმღები -ა------- ს--------ე არ არის თანახმა გააგრძელოს ხელშეკრულების გრაფიკით გათვალისწინებული ვალდებულება, რის გამოც იგი თანახმაა საკუთარი ვალდებულების დასაფარად შ.პ.ს. ,,მ-----მ“ შეინარჩუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომობილი-TOIOTA, მოდელი VOXY, ვინ კოდი AZR6000292057, რეგისტრაციის ნომერი BD767BD.

მხარეები შეწყვეტის შეთანხმების მე-2 პუნქტით თანხმდებიან , რომ მოსარჩელეს სრული უფლება აქვს გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება ნებისმიერ ფასად. სატრანსპორტო საშუალების გასხვისებით მიღებული თანხა მიმართული იქნება ლიზინგის მიმღების დავალიანების დასაფარად და იმ ხარჯების დასაფარად, რაც დაკავშირებულია სატრანსპორტო საშუალების დანაკლისების ან დაზიანების აღმოფხვრასთან და გასხვისებასთან. შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან ხუთი დღის განმავლობაში ლიზინგის მიმღები ვალდებულია დაფაროს განსხვავება ლიზინგის მიმღების დავალიანებასა და ხარჯების საერთო ოდენობისა ... და იმ ფასს შორის, რომლის ოდენობითაც ,,მ-----“ თანახმაა გაასხვისოს სატრანსპორტო საშუალება მესამე პირზე. შეთანხმებისა და ლიზინგის მიმღების მიერ სატრანსპორტო საშუალების ,,მ-----სათვის“ გადაცემის შემდეგ მხარეთა შორის გაფორმებული ფინანსური ლიზინგის ხელშეკრულება ჩაითვლება შეწყვეტილად, გარდა ლიზინგის მიმღების მიერ დავალიანების დაფარვის ვალდებულებისა. სატრანსპორტო საშუალება ლიზინგის მიმღების მიერ გადაეცა მოსარჩელეს, ხოლო მოსარჩელის მიერ რეალიზებული იქნა დავალიანების დაფარვის მიზნით.

 

6.3. დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულების შეწყვეტის შეთანხმებით (მე-2 პუნქტი) აიღო ვალდებულება ავტომანქანის გასხვისების შემთხვევაში დარჩენილი დავალიანების ანაზღაურების შესახებ

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის შესაბამისად იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი. ამ შემთხვევაში შეთანხმება წერილობითაა დადებული.

 

ამდენად სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ ასანაზღაურებელია 3305,94 ლარი (ძირი თანხა), შესაბამისად სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4.„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი ნაწილი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Vან დე Hურკ ვ. Nეტჰერლანდს, პარ.61, Gარცია ღუიზ ვ. შპაინ [Gჩ] პარ.26; ჟაჰნკე ანდ Lენობლე ვ Fრანცე (დეც.); Pერეზ ვ Fრანცე [Gჩ], პარ. 81).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. სარჩელი დაკმაყოფილდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 230, 234-237, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ.პ.ს. ,, მ-----“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს და ა------- ს--------ეს შ.პ.ს. ,, მ-----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 3305 (სამიათასსამასხუთი) ლარისა და 94 (ოთხმოცდათოთხმეტი) თეთრის გადახდა.

2. ა------- ს--------ეს შ.პ.ს. ,,მ-----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.

3. ა------- ს--------ეს შ.პ.ს ,,მ-----ს“-ს სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები 50 ლარის ოდენობით.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: /ივანე ყიფიანი/