გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110210118002268174
№ 2/63-2018 წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07 მარტი, 2018 წელი ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი - ფატმან ჭანტურიძე
მოსარჩელე- სს თ----- ბ----,წარმომადგენელი- შ.პ.ს. ,,ტ-----’’ ,მოპასუხეები: გ------ი მ------–---–ი, ს-------- ფ-----ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხეებს - გ------ი მ------–---–ს და ს--------ი ფ-----ეს (თავდებს მის მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის 8200 ლარის ფარგლებში) სს ”თ----- ბ----ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროს
1.1 2016 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -5487.71 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 4397.96 ლარი, პროცენტი -389.75 ლარი, ჯარიმა 700 ლარი.
1.2 2017 წლის 25 დეკემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 31 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე, წლიური 18.8% სარგებლის გადახდა, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც ყოველ თვიურად შეადგენს -68.90 ლარს.
1.3 2017 წლის 25 დეკემბრიდან ( საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 31 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4379.96 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოვედღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 21.98 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა.
2. გ------ი მ------–---–ს და ს--------ი ფ-----ეს დაეკისროთ სს ” თ----- ბ----ს” მიერ სახ. ბაჟის სახით გადახდილი -295 ლარის, სარჩელის უზრუნველოფაზე
გადახდილი 50 ლარის, მოთხოვნის უფლებაზე ყადაღის დადების საფასურის 200 ლარისა და საადვოკატო მომსახურების ხარჯის სახით, დავის საგნის ღირებულების 4 % - ის არაუმეტეს 393.33 ლარის გადახდა.
მოსარჩელის პიზიცია:
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და განმარტა, რომ სს ”ბ---- რ-------–----” და გ------ი მ------–---–ს შორის 2016 წლის 23 იანვარს დაიდო საბანკო კრდიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძვეზეც ბ----ა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და მსესხებელზეც გაიცა კრედიტი 6100 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18.8%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე, 2019 წლის 23 იანვრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ყოველთვიურად 223 ლარის შენატანით. ასევე გათვალიწინებულ იქნა პირგასამტეხლო: ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარის ოდენობით და კრედიტის ძირითადი დავალიანების 0.5 % ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფად სს ”ბ---- რ-------–----ა” და ს--------ი ფ-----ეს შორის 2016 წლის 23 იანვარს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ს--------ი ფ-----ემ ძირითად მსესხებელ - გ------ი მ------–---–თან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 8200 ლარით.
მოპასუხეთა მიერ პერიოდულად ირღვეოდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2017 წლის 31 ივლისის შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა. ასევე მოპასუხეებმა ზედიზედ, სულ ცოტა ორჯერ გადააცილეს კრედიტის დაბრუნების ვადას და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებენ თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.
2017 წლის 25 დეკემრის მდგომარეობით გ------ი მ------–---–ს და ს--------ი ფ-----ეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 5487.71 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 4397.96 ლარი, პროცენტი -389.75 ლარი და ჯარიმა შემცირებულია 700 ლარამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე გ------ი მ------–---–მა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირ თანხას 2000 ლარს და პროცენტს 100 ლარს გადაიხდის ნაწილ ნაწილ. ჯარიმა და წლიური სარგებელი შეუსაბამოდ დიდია. მას გადახდილი აქვს პროცენტი და მეტის გადახდა აღარ ეკუთვნის. ბ---- ითხოვს მისგან ზედმეტ თანხას.
2.2. მოპასუხე ს--------ი ფ-----ე წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე დაეთანხმა მოპასუხე გ------ი მ------–---–ის პოზიციას და მიუთითა, რომ მისთვის უცნობი იყო საერთოდ გადააცილა თუ არა მსესხებელმა ვალდებულების შესრულების ვადას, ან არ შეასრულა ის. რადგან მოსარჩელეს სს ”ბ---- რ-------–----” არცერთხელ არ უცნობებია მისთვის გ------ი მ------–---–ის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ. ასევე სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელის უზუნველყოფის შესახებ განცხადება, რის გამოც მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფისათვის გაწეული ხარჯის მოპასუხეებისათვის დაკისრების საფუძველი არ არსებობს. ეთანხმება მოპასუხე ს-------- ფ-----ის პოზიციას, რომ გადაიხდის 2100 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს ”ბ---- რ-------–----” და გ------ი მ------–---–ს შორის 2016 წლის 23 იანვარს დაიდო საბანკო კრდიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ----ა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა და მსესხებელზეც გაიცა კრედიტი 6100 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18.8%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე, 2019 წლის 23 იანვრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
- მხარეთა განმარტება.
3.1.2. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ყოველთვიურად 223 ლარის შენატანით. ასევე გათვალიწინებულ იქნა პირგასამტეხლო: ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე 10 ლარის ოდენობით და კრედიტის ძირითადი დავალიანების 0.5 % ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
- მხარეთა განმარტება.
3.1.3. 2016 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველყოფად სს ”ბ---- რ-------–----ა” და ს--------ი ფ-----ეს შორის 2016 წლის 23 იანვარს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა ს--------ი ფ-----ემ ძირითად მსესხებელ - გ------ი მ------–---–თან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 8200 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 23 იანვრის თავდებობის ხელშეკრულება.
- მხარეთა განმარტება.
3.1.4. მოპასუხეთა მიერ პერიოდულად ირღვეოდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები და 2017 წლის 31 ივლისის შემდეგ არ მომხდარა თანხის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
- მხარეთა განმარტება.
3.1.5. 2017 წლის 8 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს”თ----- ბ----” წარმოადგენს სს ”ბ---- რ-------–----“ უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სს ”თ----- ბ----ს ”ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან
- მოსარჩელის განმარტება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 2016 წლის 23 იანვარს სს ”ბ---- რ-------–----” და გ------ი მ------–---–ს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით დადგენილი წლიური საპროცენტო განაკვეთი ძირ თანხაზე 18.8% მოპასუხეს მიაჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
- მოპასუხის განმარტება.
3.2.2. მოპასუხეებმა ზედიზედ, სულ ცოტა ორჯერ გადააცილეს კრედიტის დაბრუნების ვადას და არაერთი გაფრთხილების მიუხედავად არ ასრულებენ თანხის გადახდის ვალდებულებას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მსესხებლისათვის არსებული დავალიანების დაკისრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება.
- მხარეთა განმარტება.
3.2.3. 2017 წლის 25 დეკემბრის მდგომარეობით გ------ი მ------–---–ს და ს--------ი ფ-----ეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 6353.05 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 4397.96 ლარი, პროცენტი -389.75 ლარი და ჯარიმა 700 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ცნობა
- გადახდევინების ისტორია
3.1.4. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრულ იქნა წლიური სარგებელი კრედიტით სარგებლობისათვის. მოპასუხეთა მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ზიანი მიადგა კრედიტორს, ვინაიდან ბანკმა ვერ დაიბრუნა მის მიერ გაცემული ფულადი სახსრები და ვერც სარგებელი ვერ მიიღო, რომელიც უნდა მიეღო მოპასუხის მიერ ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში და მოპასუხეთა მიერ უნდა ანაზღაურდეს მიუღებელი შემოსავალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
სესხის დაფარვის გრაფიკი.
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''თ----- ბ----ს'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 400-ე, 402-ე, 403-ე, 420-ე, 327-ე, 361-ე,623-ე, 417-ე, 418-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო თავის გადაწყვეტილებით აკმაყოფილებს სარჩელს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოებების არსებობის ან არასებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლოს შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა გ------ი მ------–---–მა და ს-------- ფ-----ემ დაადასტურეს მოსარჩელე სს ,,თ----- ბანკთან“ საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებების დადების ფაქტი და სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ ძირითადი სესხის 2000 ლარის და სარგებლის 100 ლარის ანაზღაურების ნაწილში. შესაბამისად აღნიშნულ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობის საფუძვლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
უდავოა, რომ სს ” ბანკ რ-------–----ა” და გ------ი მ------–---–ს შორის 2016 წლის 23 იანვარს გაფორმდა საბანკო კრედიტის #00057 4620 საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გ------ი მ------–---–ზე გაიცა კრედიტი 6100 ლარის ოდენობით. მხარეთა შეთანხმების საფუძველზე წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18.8%-ით, მოპასუხე გ------ი მ------–---–ს მასზე პრეტენზია არ განუცხადებია. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველ თვეში ხელშეკრულებაზე დართული გრაფიკის შესაბამისად 36 თვის განმავლობაში 2019 წლის 23 იანვრამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
გ------ი მ------–---–მა ჯეროვნად ვერ შეასრულა სს „თ----- ბ----ს“ წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კრედიტის გადახდის ვადის არაერთხელ გადაცილებით დარღვეულია საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. 2017 წლის აგვისტოდან კი საერთოდ შეწყვიტა სესხის გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესაბამისად მოპასუხე გ------ი მ------–---–ი ვალდებულია მოსარჩელეს აუნაზღაუროს სესხის დარჩენილი დავალიანება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
2016 წლის 23 იანვარს ს-------- ფ-----ესთან გაფორმდა საბანკო კრედიტის N00057 4620 საკრედიტო ხელშეკრულების შემადგენელი (თავდებობის) ხელშეკრულება N806094-000574620 და ს-------- ფ-----ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა გ------ი მ------–---–თან ერთად ვალდებულებების შესრულებაზე. თავდებობის ზღვრული თანხა განისაზღვრა 8200 ლარით.
ამავე კოდექსის 895-ე მუხლი ადგენს, რომ თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხე - ს-------- ფ-----ემ სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე ბ----ს წინაშე აიღო ვალდებულება გ------ი მ------–---–ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შესახებ 8200 ლარის ფარგლებში, გ------ი მ------–---–მა კი დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
შესაბამისად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''თ----- ბ----'' უფლებამოსილია მოპასუხისაგან ს--------ი ფ-----ისაგან მოითხოვოს გ------ი მ------–---–ის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
6.4. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ გადასახდელად ეკუთვნით მხოლოდ 2100 ლარი, ვინაიდან დანარჩენი თანხის ნაწილი გადახდილი აქვთ, ამასთან თანხის გადახდას ვერ შესძლებენ, რადგან ამის მატერიალური შესაძლებლობა არა აქვთ და. უნდა გათავისულდნენ პასუხისმგებლობისაგან მოსარჩელისათვის მიუღებელი შემოსავალის ანაზღაურების ნაწლში. კერძოდ 2017 წლის 25 დეკემბრიდან (დავალიანების ცნობის გაცემიდან) საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე ვალდებულების სრულ შესრულებამდე დასარიცხი წლიური 18.8% სარგებლის გადახდის შესახებ, რაც ყოველთვიურად შეადგენს 68.90 ლარს.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი არის სავარაუდო შემოსავალი და წარმოადგენს ხარჯებს, რომელსაც პირი მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივ პირობებში, მისი უფლებები, რომ არ დარღვეულიყო, მაგალითად ხელშეკრულება რომ შესრულებულიყო სათანადო წესით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება.
კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელის განმარტებით, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს ის, რომ მოპასუხეების მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შეთხვევაში სს "თ----- ბ----" მიიღებდა ხელშეკრულების დარჩენილი ვადის განმავლობაში ხელშეკრულებით შეთანხმებულ სარგებელს წლიურ 18.8%-ს.
6.5. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, აუცილებელია მხედველობაში იყოს მიღებული მოსარჩელის ის ინტერესი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უკავშირდება ფულადი თანხის გამოყენებას. სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
როგორც სახელშეკრულებო ისე დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა-ზიანის ანაზღაურების ვალდებულება პირს დაეკისრება ერთდროულად მხოლოდ შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში: 1. უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, 2. სახეზე უნდა იყოს ზიანი, 3. უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის, 4. ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. მართალია, ქმედებაში განზრახი ბრალის არარსებობა არ წარმოადგენს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველს და იგი პირს შეიძლება დაეკისროს გაუფრთხილებლობით ჩადენილი ქმედებისთვისაც, მაგრამ ზიანის ანაზღაურების სავალდებულო პირობას წარმოადგენს ასევე ქმედების მართლსაწინააღმდეგოობა.
მხარეები სადაოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულება დადებულია 2016 წლის 23 იანვარს, კრედიტი სარგებლიანია და წლიური საპროცენტო განაკვეთი განსაზღვრულია 18.8%. დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან დაირღვა ნაკისრი ვალდებულება. რადგან მოპასუხეებმა ვერ შეასრულეს საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები სახეზეა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, რომელსაც სს "თ----- ბ----" მიიღებდა სარგებლის სახით. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417 მუხლი ადგენს, რომ პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხოლო ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს.
სასამართლოს უფლებამოსილება აქვს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის დადგენილებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ გამოყენა მისი უფლებამოსილება და იხელმძღვანელა ამ მუხლით და მიაჩნია, რომ შეუსაბამოდ მაღალია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2017 წლის 25 დეკემბრიდან ძირ თანხაზე - 4379.96 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 21.98 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა. იგი უნდა შემცირდეს 0,05%-მდე, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2,19 ლარს.
6.8 ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას, ეყრდნობა მის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებას და განმარტავს, რომ მოპასუხეებს - გ------ი მ------–---–ს და ს--------ი ფ-----ეს (თავდებს მათ მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის 8200 ლარის ფარგლებში) სს ”თ----- ბ----ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, 2016 წლის 23 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისა და თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების -6353.05 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხაა - 4397.96 ლარი, პროცენტი -389.75 ლარი, ჯარიმა 700 ლარი. 2017 წლის 25 დეკემბრიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 31 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18.8% სარგებლის გადახდა, რაც ყოველ თვიურად შეადგენს -68.90 ლარს. 2017 წლის 25 დეკემბრიდან ( საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2016 წლის 31 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 4379.96 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.19 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა სასამართლო მთავარ სხდომამდე 865.34 ლარით და შესაბამისად ამ ნაწილში მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, როგორც ზედმეტად გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე მოპასუხე მხარემ სარჩელი ნაწილობრივ, 2100 ლარის ნაწილში ცნო. აღნიშნული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე მხარეები თავისუფალი არიან 2100 ლარის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ასევე უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელე მხარეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
ვინაიდან სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ ცნეს მოპასუხეებმა და სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, მოპასუხეებს - გ------ი მ------–---–სა და ს-------- ფ-----ეს სს ''თ----- ბ----ს'' სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 141.60 ლარის ანაზღაურება.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 19 ივლისის განჩინებით მოსარჩელე სს ,,თ----- ბ----’’ უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე. შესაბამისად მის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი და უზრუნველყოფის განჩინების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის თანხა 20 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის მოცულობისა და სირთულის გათვალისწინებით, რომ იგი არ წარმოადგენს რთული კატეგორიის საქმეს, მოპასუხეებს სს ”თ----- ბ----ს” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯი გონივრულ ფარგლებში. - დავის საგნის ღირებულების 2%-ის 109,75 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არაა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,თ----- ბ----ს'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხეებს გ------ი მ------–---–ს (პ/ნ 1----------) და ს-------- ფ-----ეს (პ/ნ 1----------) სს ,,თ----- ბ----ს'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის- 5 487.71 (ხუთი ათას ოთხას ოთხმოცდაშვიდი ლარი და სამოცდათერთმეტი თეთრი) ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხა შეადგენს 4397.96 ლარს, სარგებელი 389.75 ლარს, პირგასამტეხლო 700 ლარს.
1.2 მოპასუხეებს გ------ი მ------–---–ს (პ/ნ 1----------) და ს-------- ფ-----ეს (პ/ნ 1----------) სს ,,თ----- ბ----ს'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 25 დეკემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 31 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 4397.96 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 18.8 % სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 68.90 (სამოცდარვა ლარი და ოთხმოცდაათი თეთრი) ლარს.
1.3 მოპასუხეებს გ------ი მ------–---–ს (პ/ნ 1----------) და ს-------- ფ-----ეს (პ/ნ 1----------) ს სს ,,თ----- ბ----ს'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 25 დეკემბრიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემიდან) 2016 წლის 31 იანვრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე 4397.96 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 0.05 % გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 2.19 ლარს, მაგრამ ჯამში არაუმეტეს 1000 ლარისა.
2. მოპასუხეებს გ------ი მ------–---–ს (პ/ნ 1----------) და ს-------- ფ-----ეს (პ/ნ 1----------) სს ,,თ----- ბ----ს'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 141 .60 (ას ორმოცდაერთი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა.
3. მოსარჩელე სს ,,თ----- ბ----'' (ს/კ 2--------) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 153.40 (ას ორმოცდაცამეტი ლარი და ორმოცი თეთრი) ლარი.
4. მოპასუხეებს გ------ი მ------–---–ს (პ/ნ 1----------) და ს-------- ფ-----ეს (პ/ნ 1----------) სს ,,თ----- ბ----ს'' (ს/კ 2--------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის - დავის საგნის ღირებულების 2%-ის, 109.75 (ას ცხრა ლარი და სამოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.
5. მოსარჩელე სს ,,თ----- ბ----'' (ს/კ 2--------) უარი ეთქვას სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურებაზე.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელენე ოსაძე