განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №820100118002278587
№1-28/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29.03.2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ხვიჩა კიკილაშვილი
სხდომის მდივანი - სოფია კობახიძე
პროკურორი - რ----- ბ---–----ე
ბრალდებული - მ------ ფ----------ე
ადვოკატი - დ----- კ----–--ე, შ----- ჯ---–--ე
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №175080118001 საქმე
ბრალდებულ მ------ ფ----------ის მიმართ
მამის სახელი: გ-------
დაბადების ადგილი: საქართველო, შუახევი
დაბადებული: 17.02.1--- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველო
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: ნასამართლევი
მცხოვრები: ბათუმი, ს. ხ--–--–---–-- ქ. №25, ბინა №4
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (2017 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი (2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. 2017 წლის 30 დეკემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე, შუახევის რაიონის სოფელ იაკობაურში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ------ ფ----------ემ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლე ხ------ა ფ----------ეს, ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ხელის სახის არეში დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ხ------ა ფ----------ის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
2. 2018 წლის 08 იანვარს, დაახლოებით 20:00 საათზე, შუახევის რაიონის სოფელ იაკობაურში მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ------ ფ----------ემ, არასრულწლოვანის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრს, მეუღლე ხ------ა ფ----------ეს, ოჯახური უთანხმოების ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტისას, ხელის სახის არეში დარტყმით და თმების ხელით მოქაჩვით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რამაც ხ------ა ფ----------ის ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, და რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).
3.ბრალდებულმა აღიარა დანაშაულის ჩადენა, ამავდროულად მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.
4.საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
5. დაზარალებულ ხ------ა ფ----------ის ჩვენების თანახმად მეუღლე მ------ ფ----------ემ 2017 წლის 30 დეკემბერს და 2018 წლის 08 იანვარს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და მან განიცადა ფიზიკურ ტკივილი . თუმცა დღეის მდგომარეობით მან აპატია მეუღლეს და შეურიგდა.
6.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის შენიშვნით ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.
7. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით დასტურდება რომ ბრალდებულმა მ------ ფ----------ემ, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი (ორი ეპიზოდი).
სამართლებრივი შეფასება:
8. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ ფ----------ემ, მის მიერ 2017 წლის 30 დეკემბერს განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა და სისტემატიური შეურაცხყოფა, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, დამცირება და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 დეკემბერის ეპიზოდი).
9.ასევე მ------ ფ----------ემ, მის მიერ 2018 წლის 08 იანვარს განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა , ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ?? ???????? 117-? , 118-? ან 120-? ?????? გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 08 იანვარის ეპიზოდი)
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
10. მ------ ფ----------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.
11. მ------ ფ----------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
12. სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ მ------ ფ----------ეს უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მ------ ფ----------ის მხრივ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.
სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ დემოკრატიის შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი - ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცულობის ხარისხია, რომელიც ოჯახურ ურთიერთობებში სამართლებრივი აქტების დეკლარირებით შემოიფარგლება და ოჯახის ერთი წევრის მხრივ მეორეზე ძალადობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას აწესებს.
წარდგენილი ბრალდება სასჯელის ალტერნატიულ ღონისძიებებს ითვალისწინებს, და მისი გამოყენება სასამართლოს მხრივ უნდა მოხდეს კონკრეტული ქმედების, სიტუაციის ზუსტი ანალიზის, თანამდევი შედეგის და იმ გარემოებათა გათვალისწინებით, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორეზე ძალადობას უკავშირდება.
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლი უკავშირდება ადამიანს როგორც დამოუკიდებელ, თავისუფალ მოცემულობას, მის შინაგან, პიროვნულ, ავტონომიურ, ინდივიდუალურ ასპექტებს და იცავს მათ სახელმწიფოსა და გარეშე პირთა ჩარევისაგან. ფიზიკური ხელშეუხებლობა გულისხმობს არა მარტო ფიზიკური ძალადობისაგან თავისუფლებას, არამედ თავისუფლებას ყოველგვარი ფიზიკური ძალდატანებისაგან, თავისუფლებას იმისგან, რომ არ განიცადო რაიმე სახის ფიზიკური ზემოქმედება საკუთარი ნების წინააღმდეგ, რასაც ადგილი ჰქონდა ბრალდებულის მხრიდან დაზარალებულთან მიმართებაში.
მ------ ფ----------ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს - რომ აღიარა და მოინანია დანაშაულის ჩადენა, ითანამშრომლა გამოძიებასთან, დაზარალებული შეურიგდა და მან აპატია დანაშაულის ჩადენა.
სასამართლო თვლის, რომ მ------ ფ----------ეს სასჯელის სახედ და ზომად უნდა დაენიშნოს ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით, ვინაიდან მისი რესოციალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ ასეთი სასჯელის გამოყენების პირობებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.მ------ ფ----------ე ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2017 წლის 30 დეკემბრის ეპიზოდი) – 400 (ოთხასი) საათის ვადით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2018 წლის 08 იანვრის ეპიზოდი) – 400 (ოთხასი) საათის ვადით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად დანიშნული ძირითადი სასჯელები შეიკრიბოს და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით მ------ ფ----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 800 (რვაასი) საათის ვადით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
სასამართლო განხილვამდე მ------ ფ----------ის პატიმრობაში ყოფნის დრო - 80 (ოთხმოცი) დღე, ჩაეთვალოს სასჯელის მოხდილ ვადაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად /პატიმრობის ერთი დღე – საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი/ და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 400 (ოთხასი) საათის ვადით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა;
2.გაუქმდეს მსჯავრდებულ მ------ ფ----------ის მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა.
3. მსჯავრდებული მ------ ფ----------ე დაუყოვნებლივ განთავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
5.განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
7.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე:
ხვიჩა კიკილაშვილი