განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1-------
(№0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
28 მარტი 2018 წელი ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ძინძიბაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - გიორგი ჯავარაშვილი
დაცვის მხარე:
ბრალდებული: მ----------------ე
პირადი ნომერი: №----------4;
დაბადებული: 17.06.1--- წელი;
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე;
განათლება: საშუალო;
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე;
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული;
რეგისტრაციის მისამართი: ქ-------–--------------------------------------–------------------
ფაქტობრივად მცხოვრები მისამართი: ქ-------–------------–-------------------------------------------------–------------------------------------------
ადვოკატი - არჩილ ცაგურია
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის 1-ლი ნაწილით - დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.
სხდომის სახე: ღია
1. სასამართლომ დაადგინა:
2014 წლის 18 მარტიდან 2014 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში, თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას. კერძოდ: 2015 წლის 20 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტისა და 2015 წლის 22 აპრილის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N----- ბრძანების საფუძველზე მ---------------ეს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 212 429 ლარი, მათ შორის: ძირითადი 138 130 ლარი, ჯარიმა 74 299 ლარი.
2015 წლის 27 მაისს, მ---------------ეს ჩაბარდა 2015 წლის 23 აპრილის №------ საგადასახადო მოთხოვნა, თუმცა საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული არ იქნა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა და არც მისი გადახდის ვალდებულება შეჩერდა კანონის საფუძველზე.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.
3. მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
3.1. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებელი გ------------------ე, რომელმაც განმარტა, რომ მუშაობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოში, უფროსი გამომძიებელის თანამდებობაზე. 2014 წლის 06 სექტემბერს მის მიერ დაწყებული იქნა გამოძიება 210-ე მუხლით. საქმის დაწყებას საფუძვლად დაედო ოპერატიული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ რიგი მეწარმეები გარკვეული თანხის საფასურად ამზადებდნენ და ასაღებდნენ ყალბ საგადასახადო დოკუმენტებს - სასაქონლო ზედნადებს, ანგარიშფაქტურას, ჩეგედეს (ჩეკთან გათანაბრებული ქვითარი). დაიწყეს გამოძიება, საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ი.მ მ---------------ეს დამზადებული და გასაღებული ჰქონდა ყალბი საგადასახადო დოკუმენტი. აღნიშნულ საქმეზე მ---------------ეს ბრალი წარედგინა დაუსწრებლად. მის მიმართ გამოცხადდა ძებნა. პარალელურად, ვინაიდან საქმე ეხებოდა ბიუჯეტთან ანგარიშსწორებას, საქმეზე დაინიშნა რევიზია, ინვენტარიზაცია. როდესაც მ---------------ე ძებნის სამსახურმა დააკავა, მას წარედგინა ბრალი, გაეცნო. ძირი საქმიდან გამოეყო საქმე და მ---------------ის მიმართ წარიმართა სასამართლოში. რევიზია უკვე დანიშნული იყო და იმ მომენტში არ იყო მოსული, გამოყოფილ საქმეზე დაერთო ის დასკვნა, რომელიც აუდიტის სამსახურმა დაწერა. რევიზიის დასკვნის მიხედვით ინდ. მეწარმე მ---------------ეს დაუანგარიშდა ბიუჯეტის მიმართ გადასახდელი თანხები. საბოლოო ჯამში შეადგინა 212 000 ლარამდე მთლიანობაში. აქედან ძირი იყო 138 000 ლარამდე. მ---------------ეს საგადასახადო მოთხოვნა ჩაბარდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. როდესაც მ---------------ემ სხვა საქმეზე მოიხადა სასჯელი და გამოვიდა გარეთ, ამ პერიოდში მან აღნიშნული სს საქმე გადააწერა სხვა გამომძიებელს და ახალმა გამომძიებელმა განაგრძო საგამოძიებო მოქმედებები. მანამდე გ------------------ეს სხვადასხვა ორგანოებში, ფინანსთა სამინისტროს დავების სამსახურში, აუდიტის სამსახურში, სასამართლოში გაგზავნილი ჰქონდა შესაბამისი წერილები და მოკითხული ჰქონდა მ---------------ეს გასაჩივრებული ჰქონდა თუ არა საგადასახადო აქტი, თანხამ ცვლილება განიცადა თუ არა. გ--------ეს გასაჩივრებული არ ჰქონდა აქტი, არც თანხას განუცდია კორექტირება. გარკვეული პერიოდის შემდეგ ქეთი ბეჟუაშვილმა განაგრძო საგამოძიებო მოქმედებები და წაუყენა ბრალი გ--------ეს სსკ-ის 218-ე მუხლით, გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტზე.
მ---------------ემ გააყალბა სასაქონლო ზედნადები და ჩეკთან გათანაბრებული ქვითარი- ეს არის ჩვეულებრივი ყიდვა-გაყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი. როგორც ახსოვს მ---------------ე სასმართლომ სცნო დამნაშავედ ამ დოკუმენტების დამზადება და გასაღებაში. მ---------------ის მოტივი იყო ანგარება, როგორც ახსოვს ჯ--------ეს. რაც დაადგინეს ამ საქმეში ერთჯერადად მოხდა გასაღება ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის და სასაქონლო ზედნადების. როგორც ახსოვს გ------------------ეს, სასაქონლო ზედნადებში ეწერა, რომ თითქოს მ---------------ემ 10 000 ლარს ზემოთ საქონელი გაასაღა ერთ-ერთ ინდ მეწარმეზე, იგივეს ადასტურებდა ჩეკთან გათანაბრებული ქვითარი. ეს ეხებოდა ხე-ტყის მასალას. გაყალბების სანაცვლოდ რა თანხმა მიიღო მ---------------ემ არ ახსოვს.
3.2. სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებელი ქ----------–---–---–ი, რომელმაც განმარტა რომ მუშაობს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ქვემო ქართლის სამმართველოში, გამომძიებელის თანამდებობაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში 2014 წლის 06 სექტემბერს გ------------------ის მიერ დაიწყო გამოძიება სსკ-ის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქ/პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. რაც გულისხმობდა უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტს. აღნიშნულ საქმეზე გამოძიებით დადგინდა კონკრეტული პირების მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ფაქტები. მათ შორის იყო მ---------------ეც. მათ შესაბამისი მუხლებით წარედგინათ ბრალი. პირებს, რომლებსაც ბრალი წარედგინათ 210-ე მუხლით, მათ შორის მ---------------ის მიმართ, გამომძიებლის მიერ დაინიშნა რევიზია და ინვენტარიზაცია. სანამ რევიზიის და ინვენტარიზაციის დასკვნები მოვიდოდა, ვინაიდან აღნიშნულ პირებს წარდგენილი ჰქონდათ ბრალი, საქმე სასამართლოში იყო გადასაგზავნი არსებითი განხილვისთვის. გამოიყო საქმე აღნიშნული პირების მიმართ 210-ე მუხლთან დაკავშირებით და საქმე გაიგზავნა სასმართლოში. იგივე საქმეზე, რომელზეც დაიწყო გამოძიება 2014 წლის 06 სექტემბერს გამოძიება გაგრძელდა იმის ფარგლებში, რომ მიეღოთ რევიზიის და ინვენტარიზაციის დასკვნები. გამოძიების მიმდინარეობის პროცესში აღნიშნული პირების მიმართ მიღებულ იქნა დასკვნები და 2015 წლის 20 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტი ი.მ. მ---------------ის მიმართ. აღნიშნული აქტით ირკვეოდა, რომ ი.მ მ---------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტში დამატებით გადასახადად დაერიცხა ძირითადი გადასახადი 138 130 ლარის ოდენობით. აღნიშნული საგადასახადო შემოწმების აქტი საგადასახადო მოთხოვნასთან და ამასთან დაკავშირებით გამოცემულ ბრძანებასთან ერთად ი.მ მ---------------ეს ჩაბარდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. აღნიშნული საქმე გამოძიების გასაგრძელებლად გადაეწერა მას და ჩაატარა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები, კერძოდ გააგზავნა შესაბამისი წერილები, გამოკითხა გარკვეული პირები. გამოკითხული იქნა საგადასახადო შემოწმების აქტის შემდგენი პირები, ვინც ჩაატარეს საგადასახდო აქტის შემოწმება, ესენი არიან ი-----–------ა და ნ-----------–-–---–ი. ასევე, გამოკითხული იქნა ს------------–--ე და ხ-----------------–--- (თუ არ ცდება). გამოძიებით დადგინდა, რომ ი.მ. მ---------------ეს ჩაბარებული ჰქონდა საგადასახადო შემოწმების აქტი. მის საფუძველზე გამოცემული ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც მას ძირითადი გადასახადის სახით დაეკისრა 138 130 ლარი. ჩაბარებული ჰქონდა ასევე დოკუმენტაცია, თუმცა 30 დღის ვადში არ ჰქონდა გასაჩივრებული აქტი, ბრძანება და საგადასახადო მოთხოვნა და არც გადახდილი არ ჰქონდა 45 დღის ვადაში. ამასთან, არ იყო გაფორმებული საგადასახადო შეთანხმება. ასევე მის მიმართ დარიცხული თანხების გადახდა გადავადებული არ ყოფილა. საგადასახადო ორგანომ ი.მ. მ---------------ემ შეამოწმა 2014 წლის 18 მარტიდან 2014 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით. სრულად შეამოწმა ი.მ. მ---------------ის საქმიანობა. მ---------------ეს გამოწერილი ჰქონდა ზედნადებები, ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშფაქტურები. მ---------------ე იყო დღგ-ს გადამხდელი. ვინაიდან ამ შემთხვევაში გამოწერილი იყო ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები, ანგარიშფაქტურები, ი.მ. მ---------------ეს უნდა გადაეხადა კონკრეტული თანხის 18%. გადახდასთან დაკავშირებით მას უნდა გამოეწერა და ჩაებარებინა შესაბამისი დეკლარაციები შემოსავლების სამსახურში. (ელექტრონულად ხდება გადაგზავნა). საერთოდ არ ჰქონდა გ--------ეს დეკლარაციები წარდგენილი და ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ გ--------ეს წარდგენილი ჰქონდა ნულოვანი დეკლარაციები. შესაბამისად არ ჰქონდა მას დამატებითი ღირებულების გადასახადი გადახდილი. საგადასახადო ორგანომ დაუჯამა მთელ პერიოდზე რაც ჰქონდა გადასახადი და რაც დაერიცხა მას დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად. საქმეში მოიპოვება მეორე საგადასახადო მოთხოვნაც, რომლითაც ი.მ. მ---------------ეს მთლიანად დაკისრებული აქვს, დაახლოებით, 60 000 ლარი დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად. აქედან 20 ათასი არის ჯარიმა და 40 ათასი არის ძირითადი გადასახადი, მაგრამ მართალია ეს ეხება 2014 წლის მარტიდან სექტემბრამდე პერიოდს, მაგრამ ეს არის ცალკე საგადასახადო მოთხოვნა. საგადასახადო შემოწმება ი.მ. მ---------------ის განხორციელდა გამოძიების მიერ დანიშნული რევიზიის საფუძველზე, ხოლო მეორე საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც საქმეში მოიპოვება, შემოსავლების სამსახურის შესაბამისი თანამდებობის პირის ბრძანების საფუძველზე არის დანიშნული. ეს არის სხვადასხვა, ორი დამოუკიდებელი საგადასახადო მოთხოვნა. მეორე საგადასახადო მოთხოვნით რაც აქვს დარიცხული მ---------------ეს ის თანხა და ის პერიოდი არის მოცული პირველი საგადასახადო შემოწმების აქტში, გათვალისწინებულია და დაფიქსირებულია. ქ----------–---–---–ს სურდა მ---------------ის გამოკითხვა საქმის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ მას არაერთხელ ესაუბრა, დაბარებასთან დაკავშირებით უწყება პრობაციის ოფიცრის მეშვეობითაც ჩააბარა გ--------ეს. მ---------------ე თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას, რის გამოც ვერ მოხერხდა მისი გამოკითხვა. ამავდროულად, ქ----------–---–---–ი იყო მისთვის ცნობილ არაერთ მისამართზე, სადაც შეიძლებოდა ეცხოვრა მ---------------ეს, მიუხედავად ამისა მოძიება ვერ მოხერხდა და ბრალი წარედგინა დაუსწრებლად, ადვოკატი დაენიშნა სახაზინო წესით. გამოცხადდა ძებნა. ერთ-ერთი გამომძიებლის მიერ გაფრთხილებული იქნა მ---------------ის ოჯახის წევრი, რომ მ---------------ის მიმართ გამოტანილი იყო დადგენილება ბრალდების შესახებ და შეეძლოთ ეცნობებინათ და ადვოკატი აეყვანათ. მოგვიანებით შესაბამისი სამსახურის მიერ დაკავებული იქნა მ---------------ე. შესახლებული იქნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და შესაბამისი წერილი გამოუგზავნეს ქ----------–---–---–ს. ქ----------–---–---–ი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევიდა და გააცნო გ--------ეს დადგენილება მისი ბრალდების შესახებ. შემდეგ სასამართლოსთვის მოხდა მიმართვა პატიმრობის დადასტურებასთან დაკავშირებით. განხორციელდა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მოხდა მტკიცებულებათა გაცვლა, რაც დაკავშირებულია საქმის სასამართლოში გადმოგზავნასთან. ქ----------–---–---–მა სრული პასუხისმგებლობით განაცხადა, რომ საქმეში არსებული ყველა დოკუმენტი, რომელზეც არის მისი ხელმოწერა, კანონის სრული მოთხოვნათა დაცვით არის შესრულებული.
გამოძიებამ გამოიტანა დადგენილება რევიზიის დანიშვნის შესახებ, შესაბამისად გაიგზავნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურში გამოიცა ბრძანება, რომ მომხდარიყო ი.მ. მ---------------ის შემოწმება 2014 წლის 18 მარტიდან 2014 წლის 01 ოქტომბრის ჩათვლით მის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან დაკავშირებით. მეორე საგადასახადო მოთხოვნა პირდაპირ შემოსავლების სამსახურის თანამდებობის პირის ბრძანებით გამოიცა. შემოსავლების სამსახურს რომ მისწერეს გამოუგზავნეს შესაბამისი წერილი დანართით, სადაც დაფიქსირდა მ---------------ისთვის საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარება.
3.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებელი დ-------------ე, რომელმაც განაცხადა, რომ მუშაობს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამეტის ქვემო ქართლის სამმართველოს უფროსი გამომძიებელის თანამდებობაზე. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოში დაიწყო გამოძიება. როდესაც მივიდნენ მუხიანის მე-3 მიკრო რაიონში მ---------------ე იქ არ იმყოფებოდა. მეზობლების გამოკითხვით გაიგეს, რომ იქ დიდი ხანია არ ცხოვრობდა. ქ----------–---–---–ის არაერთი მცდელობის მიუხედავად მ---------------ე არ ცხადდებოდა საგამოძიებო ორგანოში, რაზეც პროკურორის მიერ გამოტანილი იქნა დადგენილება მ---------------ის ბრალდებულის სახით პასუხისმგებლობაში მიცემის შესახებ. იგი პირადად გაემგზავრა სენაკში მ---------------ის ძმის სახლში. როდესაც მივიდა, ნახა გ--------ის ძმა, განუმარტა რომ მ---------------ეს წარედგინა ბრალდება დაუსწრებლად. ძმის განმარტებით, მ---------------ე იქ არ ჩადიოდა და ტელეფონით უკავშირდებოდა მხოლოდ, ასევე განაცხადა რომ არ ჰქონდათ ადვოკატის აყვანის საშუალება. მ. გ--------ის ძმას განუმარტეს, რომ ბრალდებული უნდა გამოცხადებულიყო საგამოძიებო ორგანოში, გონივრულ ვადაში, თუ არ გამოცხადდებოდა, აეყვანათ ადვოკატი, რათა მის მიმართ განხორციელებულიყო საგამოძიებო მოქმედება, აღნიშნულზე შეადგინა ოქმი. ვინაიდან მ---------------ე არ გამოცხადდა მის მიმართ გამოცხადა ძებნა. მოგვიანებით კი იქნა დაკავებული. როგორც მისთვის ცნობილია 138 ათასი ლარი აქვს დარიცხული მ---------------ეს. დაერიცხა დღგ-ში. მას აქვს ფირმა, 900 ათასი აქვს ბრუნვა. საგადასახადო ორგანოში დეკლარაციის წარდგენისას აბარებდა ნულით, ამიტომ დაურიცხეს მოგების გადასახადი. შემოწმების აქტში ეს აღნიშნულია.
3.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა აუდიტორი ი-----–------ა, რომელმაც სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მუშაობს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში, მთავარი აუდიტორის პოზიციაზე. შემოწმების ბრძანებით დაევალა მ---------------ის შემოწმება. ბრძანება გამოცემული იყო შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ. საფუძველი იყო შიდა ქართლის საგამოძიებო სამსახურის დადგენილება. ბრძანების თანახმად, ევალებოდათ შეესწავლათ 2014 წლის მარტიდან 2014 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდი სრულად ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. შესწავლილი იქნა ინფორმაცია, რაც არსებობდა მ---------------ის შესახებ. პირთან დაკავშირება ვერ მოახერხეს, ამიტომ ვერ ჩაბარდა მას წერილი, რომლის საფუძველზეც მას ვალდებულება ჰქონდა შემოსავლების სამსახურისთვის მიეწოდებინა მის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტაცია თუ არსებობდა. შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზებით იქნა შესწავლილი გ--------ის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც დასტურდებოდა, რომ ეს პირი ახდენდა ხე -ტყის მასალის რეალიზაციას და გამოწერილი იყო შესაბამისი სასაქონლო ზედნადებები და ანგარიშფაქტურები ელექტრონული სახით. ამ მონაცემების დამუშავებით მოახდინეს დაანგარიშება გ--------ის მიერ გადასახდელი გადასახადის, შეადგინეს აქტის პროექტი, რომლიც შედარდა დეკლარაციებს. (მის მიერ ნულოვანი დეკლარაციები იყო წარდგენილი). ამის საფუძველზე გამოიცა საგადასახადო შემოწმების აქტი, ამ დროისთვის უკვე ცნობილი გახდა, რომ ბ-ნი მ---------------ე სასჯელაღსრულების დეპარტამენტში იყო და აქტის პროექტი იქ გაეგზავნა, ჩაბარდა. ამის შემდეგ გ--------ეს ჰქონდა 10 დღიანი ვადა. თუ საჩივარი, პრეტენზია ექნებოდა წარმოდგენილ პროექტთან დაკავშირებთ შეეძლო წარედგინა. ეს ვადა რომ გავიდა გამოცემული იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. ამ პერიოდისთვის ბ-ნი მერაბი გათავისუფლებული იყო, თვითონ მივიდა აუდიტის დეპარტამენტში და საგადასახადო შემოწმების აქტი ხელზე ჩაბარდა. ხელზე ჩააბარა ი-----–------ამ და კოლეგასთან ერთად განუმარტა ყველა პირობა როგორ უნდა გაესაჩივრებინა და რა შედეგი შეიძლებოდა დამდგარიყო. აქტის ჩაბარების შემდეგ მ---------------ეს ჰქონდა ვადა, 30 დღის ვადაში შეეძლო გაესაჩივრებინა თუ რამეს არ ეთანხმებოდა, შეეძლო წარმოედგინა საჩივარი. ასეთი საჩივარი წარმოდგენილი არ ყოფილა, ი-----–------ას არ მიუღია რაიმე განხილვაში მონაწილეობა. არ ყოფილა გადახდილი გადასახადის თანხა. ზედნადებები და ანგარიშფაქტურები, რომლებიც გამოწერილი იყო და დასტურდებოდა, რომ მარტიდან სექტემბრამდე პერიოდში მუდმივად ხდებოდა დოკუმენტების გამოწერა და ყველგან მითითებული იყო, რომ ხე-ტყის მასალის რეალიზაცია ხდებოდა. მეწარმე არ ახდენდა ამის დეკლარირებას, მიუხედავად იმისა, რომ დღგ-ს გადამხდელად ნებაყოფლობით იყო დამდგარი. სულ დამატებით დასარიცხი ძირითადი თანხა იყო 138 130 ლარი და დამატებით დასარიცხი ჯარიმა იყო 74 299 ლარი.
თავდაპირველად შემოწმება დანიშნული იყო 2014 წლის მარტიდან 09 სექტემბრამდე, შემდეგ 01 ოქტომბრამდე გაზარდეს პერიოდი. ეს იმიტომ მოხდა, რომ 09 სექტემბრამდე გ--------ეს რეალურად ჰქონდა ანგარიშფაქტურები და ზედნადებები გამოწერილი, რომლის მიხედვით მას ეკუთვნოდა შესაბამისი დეკლარაციის წარდგენა. ვინაიდან 09 სექტემბრამდე იყო შემოწმება, ნიშნავდა, რომ სექტემბრის თვეს არ მოიცავდა, ამიტომ გაზარდეს 01 ოქტომბრამდე შემოწმება, რომ სექტემბრის თვის დღგ-ს დეკლარაცია მოეცვა. (მხოლოდ 2014 წელს ეხებოდნენ).
მ---------------ეს გადასახადი დაერიცხა იმიტომ, რომ მან დაარღვია საგადასახადო დეკლარირების მომენტი და ფიქტიური ანგარიშფაქტურა იქნა გამოწერილი. დღგ-ს გადახდა ევალება პირს ორ შემთხვევაში; თუ ნებაყოფლობით დადგება ან სავალდებულო რეგისტრაცია მოხდება. ამ შემთხვევაში პირი იყო ნებაყოფლობით დამდგარი, მაგრამ რომც არ ყოფილიყო ნებაყოფლობით რეგისტრაციაზე დამდგარი, მას ასი ათასზე მეტი ბრუნვა როდესაც ექნებოდა დღგ-ში, მაინც მოუწევდა სავალდებულო რეგისტრაცია და ყველა შემთხვევაში ხდებოდა დღგ-ს გადამხდელი, მის მიერ გამოწერილი დოკუმენტებიდან გამომდინარე. ჰქონდა ვალდებულება, რომ ყოველ თვე, მომდევნო თვის 15 რიცხვამდე წარედგინა დეკლარაცია და აესახა მასში რამდენი ჰქონდა დღგ-ს გადასახადი თვის შედეგიდან გამომდინარე. საგამოძიებო სამსახურის დადგენილებაშივე იყო მითითებული, რომ ერთი ყალბი ოპერაცია იყო განხორციელებული. ყალბი ანგარიშფაქტურა იყო გამოწერილი. ამ ფაქტურიდან გამომდინარეც დაერიცხა ძირითადი თანხა და ჯარიმაც საგადასახადო კოდექსი ამ შემთხვევაში ითვალისწინებს 200 % -იან ჯარიმას. ამ ოპერაციაზე გავრცელდა მხოლოდ 200 %-იანი ჯარიმა. სხვა შემთხვევაში გავრცელებული იყო 50% -იანი ჯარიმა დეკლარაციასთან შედარებით გადასახადის თანხის შემცირებისთვის.
3.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა აუდიტორი თ-----------–-–---–ი, რომელმაც აღნიშნა, რომ მუშაობს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტში, აუდიტორის პოზიციაზე. 2014 წლის 17 სექტემბერს დაეწერა ბრძანება, რომელიც მოიცავდა ი.მ მ---------------ის საქმიანობის საგადასახადო შემოწმებას ბიუჯეტთან ანგარიშსწორების კუთხით. პერიოდი იყო 2014 წლის 18 მარტიდან 2014 წლის 9 სექტემბრამდე. შემდეგ დაკორექტირდა ბრძანება პერიოდის კუთხით და გაიზარდა 01 ოქტომბრამდე. საფუძველი იყო საგამოძიებო დეპარტამენტის დადგენილება, რომელიც გულისხმობდა ფიქტიური ანგარიშფაქტურების გამოწერას გადამხდელის მხრიდან. შეისწავლეს დამატებითი ღირებულების გადასახადი, რომლის დეკლარირება თვეების მიხედვით ხდება. გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელს ჰქონდა რეალიზაცია განხორციელებული და ამაზე იყო დოკუმენტები. მან დაითვალა ამ რეალიზაციის დოკუმენტებით შემოსავალი. შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზები, გამომდინარე იქიდან, რომ გადამხდელთან კონტაქტი თვითონ შემოწმების პროცესში ვერ მოხერხდა. ამიტომ შესწავლილი იქნა მხოლოდ ელექტრონულ ბაზებში მოცემული ინფორმაცია. ბაზები აძლევთ საშუალებას, რომ გაეცნონ გადამხდელის მიერ გამოწერილ ან მის მიერ მიღებულ დოკუმენტებს, ეს არის სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშფაქტურები. ამ დოკუმენტების შესწავლისას გამოვლინდა, რომ მ---------------ეს ხის მასალის რეალიზაცია ჰქონდა და სრული თანხა შემოსავალი რაც იყო შესამოწმებელ პერიოდში შეადგენდა 905 529 ლარს, დღგ-ს ჩათვლით. ეს თანხა თ-----------–-–---–მა დღგ-ს გარეშე ჩასვა დღგ-ს დასაბეგრ ბრუნვაში (გადამხდელი დღგ-ს გადამხდელადაც იყო დარეგისტრირებული, ამიტომ დღგ-ს გადამხდელი იყო საქმიანობის დასაწყისიდანვე). საგადასახადო კოდექსის თანახმად, გადამხდელი თუ არ ახდენდა დეკლარირებას ან მის მიერ დეკლარაციებში წარდგენილი გადასახადი იყო ნაკლები დადგენილთან, 275-ე მუხლის თანახმად ეკუთვნოდა ჯარიმა შემცირებაზე. ჯარიმა არის 50 % ძირითადი გადასახადის. ასევე იმ ფიქტიურ ანგარიშფაქტურაზე, რომელიც გადამხდელს არ ჰქონდა დეკლარირებული როგორც სხვა დანარჩენი შემოსავალი, 282-ე მუხლის საფუძველზე მასზე მოხდა 200%-იანი ჯარიმის დარიცხვა ძირთან ერთად. საბოლოოდ, საგადასახადო შემოწმების მიერ დარიცხული თანხა შეადგენს 212 429 ლარს, ძირითადი გადასახადი არის 138 130 ლარი და ჯარიმა 74 299 ლარი. გადამხდელ მ---------------ეს პირადად შეხვდნენ თ-----------–-–---–ი და ი-----–------ა, ხელზე ჩააბარეს მოთხოვნა და აქტი. რადგან მანამდე არ ჰქონდათ კონტაქტი, აუხსნეს მ---------------ეს რა უფლებები და მოვალეობები ჰქონდა. საგადასახადო მოთხოვნის და აქტის ჩაბარების შემდეგ მ---------------ეს ჰქონდა 30 დღე რომ გაესაჩივრებინა, თუმცა როგორც თ-----------–-–---–მა იცის არ გაუსაჩივრებია არც შემოსავლების სამსახურში და არც ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში. მოთხოვნა და აქტი მ---------------ეს ჩააბარეს აუდიტის დეპარტამენტის შენობაში, თავად იყო მისული 2-ჯერ. ერთხელ შეხვდა მხოლოდ ირმა, მეორედ როცა მოხდა მოთხოვნის და აქტის ჩაბარება ი-----–------ასთან ერთად იყო. მ---------------ე მარტო იყო მისული. საგადასახადო მოთხოვნა და აქტის ორიგინალი ბარდება გადამხდელს, მოთხოვნასთან და ამონაკრებთან ერთად გადაეცემა. გადამხდელი ხელს აწერს მათ ეგზემპლარზე, რომელიც რჩება არქივში და აწერს მასზე ხელს. აქტი მ---------------ეს ჩაბარდა 2015 წლის მაისის თვეში.
3.9. 2015 წლის 22 აპრილის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N----- ბრძანებით, (ს.ფ 70) ი/მ ”მ---------------ეს”-ს (ს/ნ 0----------) საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა სულ 212429 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 138130 ლარი, ჯარიმა 74299 ლარი. დასარიცხი/შესამცირებელი გადასახადები/გადასახდელები ი/მ ”მ---------------ე”-ს (ს/ნ0----------) პირადი აღრიცხვის ბარათზე აისახა ბრძანების დანართში მითითებული გადასახადების/გადასახდელების სახეებისა და გადახდის ვადების მიხედვით. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, მისი ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, ფინანსთა სამინისტროს სისტემაში (მისამართი: ქ. თბილისის, ვ. გორგასლის ქ. №16) წერილობით ან ელექტრონული საჩივრის წარდგენის გზით (www.rs.ge), აგრეთვე სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3.10. 2015 წლის 23 აპრილის საგადასახადო №------ მოთხოვნის თანახმად (ს.ფ 122) გადასახადის დარიცხვა მოხდა საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე, ბრძანება №-----. გადასახდელად მ---------------ეს დაერიცხა დღგ 138130, ჯარიმა 74099, საურავი 2189.65, სხვა ჯარიმები 200, სულ 234322.65 საგადასახადო მოთხოვნაზე აღნიშნულია, რომ უნდა შესრულდეს მისი მიღებიდან 30 დღის ვადაში. საგადასახადო მოთხოვნა შესრულებულად ითვლება საგადასახადო მოთხოვნაში აღნიშნული თანხის გადახდის მომენტიდან. საგადასახადო მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხევაში მ---------------ე გაფრთხილდა გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე. ასევე დოკუმენტში აღნიშნულია გასაჩივრების წესი. საგადასახადო მოთხოვნაზე არის ხელმოწერა წარწერით: „ ჩავიბარე საგადასახადო მოთხოვნა მ----------------ე 27/05-2015 წ “.
3.11. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2015 წლის 09 დეკემბრის მიმართვის წერილით (ს.ფ 121 დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ბაქარი დევდარიანი მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებელ გ------------------ეს და აცნობებს, რომ ი/მ ,,მ---------------ე”-ს (ს/ნ 0----------) აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი საგადასახადო შემოწმების მასალები ჩაბარდა ხელზე: 2015 წლის 20 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტი და მის საფუძველზე გამოცემული 2015 წლის 22 აპრილის №----- ბრძანება ჩაიბარა 2015 წლის 04 ივნისს, ხოლო 2015 წლის 23 აპრილის №------ საგადასახადო მოთხოვნა-2015 წლის 27 მაისს.
3.12. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2016 წლის 09 თებერვლის მიმართვის წერილით (ს.ფ 125) დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლ--------------ე მიმართავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებელ გ------------------ეს და 2016 წლის 8 თებერვლის №15-04-04/84 (შემოსვლის №20330/21-11 08.02.2016წ ) წერილთან დაკავშირებით, ერთიანი კომპიუტერული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით აცნობა, რომ ი/მ ”მ---------------ის” (ს/ნ 0----------) შემოწმებით აქტით განსაზღვრული თანხის დარიცხვიდან 23.04.2015 წლიდან 08.02.2016 წლის ჩათვლით პერიოდში გადახდილი გადასახადის ჯამური თანხა შედგენდა 0,3 ლარს. ი/მ ”მ---------------ეს” (ს/ნ 0----------) 08.02.2016 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება 327081,83 ლარი (მ.შ ძირითადი 178598,98 ლარი, ჯარიმა 94586,14 ლარი და საურავი 53896,71 ლარი).
3.13. შ------------ის 2016 წლის 12 თებერვლის მიმართვის წერილით (ს.ფ 129) დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის განყოფილების უფროსი შ------------ემ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს გამომძიებელ გ------------------ეს და აცნობა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანცელარიის ელექტრონული ბაზის მონაცემებით, 2015 წლის აპრილიდან 2016 წლის 11 თებერვლის ჩათვლით, ი/მ ”მ---------------ე” მოსარჩელე მხარედ არ იძებნება.
3.14. შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის უფროსის 2016 წლის 17 თებერვლის მიმართვის წერილით) მიხედვით, რომ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტში მომსახურების დეპარტამენტის 2016 წლის 09 თებერვლის №140837-21-11 სამსახურებრივი ბარათით გადაგზავნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის 2016 წლის 08 თებერვლის №15-04-04/84 წერილი, რომლითაც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია ი.მ ”მ---------------ე”-ს (ს/ნ 0----------) შესახებ, ამის საფუძველზე აცნობა, რომ ი/მ ”მ---------------ესთან” საგადასახადო შეთანხმების აქტი არ იყო გაფორმებული.
3.15. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2016 წლის 20 სექტემბრის მიმართვის წერილით (ს.ფ 132) თანახმად - შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ლ--------------ემ მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ ქ----------–---–---–ს და 2016 წლის 19 სექტემბრის №15-04-04/395 წერილთან დაკავშირებით ერთიანი კომპიუტერული ბაზის მონაცემებზე დაყრდნობით აცნობა, რომ ი.მ ”მ---------------ე”-ს (ს/ნ 0----------) აქტის დარიცხვამდე 22.04.2015 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება 234 367, 67 ლარი (მ.შ ძირითადი 138 125 ლარი; სანქცია 74 349 ლარი; საურავი 21 893, 67 ლარი). აქტის დარიცხვიდან 23.04.2015 წელი.-20.09.2016 წ. ჩათვლით პერიოდში ბიუჯეტში გადახდილია 0,3 ლარი. ი.მ ”მ---------------ე”-ს (ს/ნ 0----------) 20.09.2016 წლის მდგომარეობით ერიცხებოდა დავალიანება 347 174,22 ლარი (მ.შ ძირითადი 178 598,98 ლარი; სანქცია 94 586,14 ლარი; საურავი 73 989,1 ლარი).
3.16. შემოსავლების სამსახურის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის 2016 წლის 20 ოქტომბრის მიმართვის წერილით (ს.ფ 135) მიხედვით, შემოსავლების სამსხურის დავების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე შ--–---------–--–---–მა მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელ ქ----------–---–---–ს და აცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტში მომსახურების დეპარტამენტის 2016 წლის 20 სექტემბრის №125472-21-11 სამსახურებრივი ბარათით გადაგზავნილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის 2016 წლის 19 სექტემბრის №15-04-04/395 წერილი, რომლითაც მოთხოვნილი იყო ინფორმაცია ი/მ ”მ---------------ე”-ს (ს/ნ 0----------) შესახებ. ი/მ ,,მ---------------ე”-ს (ს/ნ 0---------- დავების დეპარტამენტში 2015 წლის 23 აპრილს №------ ”საგადასახადო მოთხოვნასთან” დაკავშირებით საჩივარი არ წარუდგენია.
3.17 შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 20 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტით (ს..ფ. 72-95) დასასტურებულია, რომ 2014 წლის 18 მარტიდან 2014 წლის 01 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდზე ი.მ. ,,მ---------------ეს’’ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაერიცხა სულ 212 429 ლარი, მათ შორის ძირითადი თანხა 138 130 ლარი, ჯარიმა 74 299 ლარი.
3.18. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 მარტის განაჩენით მ---------------ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქ-ოს სსკ-ის 210-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ ქ/პ გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენისათვის და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსლ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 04 (ოთხი) წელი.
3.19. ამდენად ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა მ---------------ის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში, საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად მიუთითებს მ---------------ის მიერ აღნიშნული დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება/ანალიზის დაწყებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ევროპული სასამართლოს განმარტებით (Allen v. The United Kingdom, N25424/09, 12/07/2013, §93), ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი იცავს პირის უფლებას, მიჩნეულ იყოს უდანაშაულოდ, სანამ საპირისპირო არ დადგინდება კანონით დადგენილი წესით; სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის პროცედურული გარანტიის ჭრილში უდანაშაულობის პრეზუმფცია იმპერატიულ მოთხოვნებს აწესებს მტკიცების ტვირთთან მიმართებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, ”საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სასამართლომ განმარტა მტკიცებულებათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი, გადაწყვეტილების №41-45 პარაგრაფებში სასამართლო აღნიშნავს: გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში.
დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. საზოგადოება, რომელიც იღვწის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, იცის ადამიანის თავისუფლების ფასი, არ დაუშვებს ისეთი პირის მსჯავრდებას, რომლის ბრალეულობა მიუკერძოებელი და გონიერი დამკვირვებლისთვის საეჭვო რჩება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმის განხილვა და სასამართლოს მიერ ფაქტების უტყუარად დადგენა დამოკიდებულია შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით მხოლოდ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის წარმოდგენილ მტკიცებულებებზე და მათ უტყუარობაზე. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს სამართლებრივი გარანტია, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის უშუალო ობიექტია სახელმწიფოს საფინანსო ინტერესები. გადასახადებისაგან თავის არიდება ზიანს აყენებს სახელმწიფოს ფინანსურ ინტერესებს. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის აუცილებელ პირობას წარმოადგენს გადაუხდელი გადასახადის დიდი ოდენობა. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი გადასახადის თანხა აღემატება ასი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად, როდესაც თანხა აღემატება ას ორმოცდაათი ათას ლარს.
საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის დისპოზიცია ბლანკეტურია. შესაბამისად, გადასახადის სახეების, გადასახადის გადამხდელებისა და გადასახადით დასაბეგრი ობიექტების დასადგენად უნდა მივმართოთ მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობას. გადასახადის გადამხდელები მოვალენი არიან გადაიხადონ გადასახადები კანონით დადგენილ ვადებში და საგადასახადო განაკვეთების ოდენობით. ეს საკითხები დაწვრილებით არის რეგლამენტირებული საგადასახადო კოდექსით. მაშასადამე პირმა ჩაიდინა თუ არა დანაშაული, ამ საკითხის დასადგენად, აუცილებელია მოშველიებული იქნეს ზემოაღნიშნული ბლანკეტური ნორმები.
იმისათვის, რომ პირს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს რაიმე თანხა, ეს თანხა აღრიცხულ უნდა იქნეს გადასახდელის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვა გულისხმობს საგადასახადო ორგანოს მიერ კონკრეტული საგადასახადო პერიოდისათვის გადასახადის თანხის აღრიცხვასა და ასახვას გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე, რომლის წარმოების წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადის დარიცხვის ძირითადი საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია და საგადასახადო შემოწმების აქტი, ე.ი. იმ საკითხის გარკვევა, თუ რა თანხა უნდა გადაეხადა გადამხდელს ბიუჯეტში, ხდება ძირითადად საგადასახადო დეკლარაციისა და საგადასახადო შემოწმების საფუძველზე.
გადასახადისთვის თავის არიდება დამოკიდებულია დეკლარაციის წარდგენის მომენტთან, როდესაც პირს უნდა გადაეხადა გადასახადი და არ გადაიხადა ანდა როდესაც წარადგინა დეკლარაცია არასწორი მონაცემებით. საგადასახადო კოდექსი ადგენს კონკრეტულ გადასახადის გადახდის კონკრეტულ ვადას. საქართველოს სკ-ის 62-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით განსაზღვრული არ არის გადასახადის გადახდის ვადა, მისი გადახდა ხორციელდება დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ ვადაში, ხოლო სხვა შემთხვევაში საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის ვადაში. საქართველოს სკ-ის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საშემოსავლო და მოგების გადასახადის გადახდის ვადაა კალენდარული წლის მომდევნო წლის პირველი აპრილი, რაც შეეხება დღგ-ს გადასახადის დამალვას, დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე, დღგ-ის დეკლარაცია წარედგინება საგადასახადო ორგანოს, საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე. ამავე კოდექსის 67-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი არ წარადგენს საგადასახადო დეკლარაციას, ითვლება, რომ მან წარადგინა დეკლარაცია, რომლის საფუძველზე გადასახდელად დასარიცხი გადასახადის თანხა ნულის ტოლია. მაშასადამე, მ---------------ემ სახელმწიფოს უჩვენა, რომ თითქოსდა მისი საგადასახადო ვალდებულება ნულის ტოლი იყო.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ადგენს, რომ 2014 წლის 18 მარტიდან 2014 წლის 01 ოქტომბრამდე პერიოდში ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების პროცესში, მ---------------ემ თავი აარიდა დიდი ოდენობით გადასახადების გადახდას. კერძოდ: 2015 წლის 20 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტისა და 2015 წლის 22 აპრილის შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის N----- ბრძანების საფუძველზე მ---------------ეს ბიუჯეტის სასარგებლოდ დაერიცხა 212429 ლარი, მათ შორის: ძირითადი 138 130 ლარი, ჯარიმა 74 299 ლარი. 2015 წლის 27 მაისს, მ---------------ეს ჩაბარდა 2015 წლის 23 აპრილის №------ საგადასახადო მოთხოვნა, თუმცა საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული არ იქნა გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა და არც მისი გადახდის ვალდებულება შეჩერდა კანონის საფუძველზე.
ამდენად, მ---------------ემ არ ისარგებლა საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნით დადგენილი 45 სამუშაო დღიანი ვადით და მის მიერ არ იქნა დაფარული გადასახდელად დაკისრებული თანხა ბიუჯეტის სასარგებლოდ, ამასთანავე, ამავე ვადაში არ მომხდარა გადასახდელად დაკისრებული ზემოთხსენებული ძირითადი თანხის გადახდევინება ან კორექტირება.
საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის შენიშვნაში მოცემულია წამახალისებელი ნორმა, კერძოდ, ამ მუხლით გათვალისწინებული სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დაეკისრება პირს, თუ საგადასახადო შემოწმების შედეგებზე საგადასახადო მოთხოვნის მიღებიდან 45 სამუშაო დღის ვადაში გადახდილი, გადავადებული ან კორექტირებული იქნება გადასახდელად დაკისრებული ძირითადი თანხა ან მისი გადახდის ვალდებულება შეჩერებულია კანონის საფუძველზე. შესაბამისად, 45 დღიანი საშეღავათო პერიოდი, რომელიც აითვლება საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან, წარმოადგენს ჩადენილი დანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების მექანიზმს.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 20 აპრილის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით 2014 წლის 18 მარტიდან 2014 წლის 01 ოქტომბრამდე საანგარიშო პერიოდზე ი.მ. ,,მ---------------ეს’’ ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელად დაერიცხა სულ 212 429 ლარი, მათ შორის ძირითადი თანხა 138 130 ლარი, ჯარიმა 74 299 ლარი. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ის გარემოება, რომ საგადასახადო მოთხოვნა მ---------------ის მიერ არ გასაჩივრებულა.
ბრალდებულის პოზიცია მის მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით არ არის ცნობილი, რადგან იგი არ მონაწილეობდა სასამართლო სხდომებზე.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ბრალდებულ მ---------------ის მიმართ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილი (მოქმედი რედაქცია), დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდება - სასჯელის სახით აწესებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 03-დან 05 წლამდე.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ.
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ყურადღებას მიაქცეს ასევე სასჯელის მიზნების რეალურად შესრულებას, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დანაშაულის ჩამდენი პირის რესოციალიზაციას.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის პრინციპები კრიმინალიზაციის პროცესის მომწესრიგებელი ნორმატიული მოთხოვნებია, რომელსაც საქმიანობის პროცესში როგორც კანონმდებელი, ასევე სამართალშემფარდებელი (მოსამართლე) მკაცრად უნდა იცავდეს. სისხლის სამართლის ყველა პრინციპი საქმის განმხილველი მოსამართლის საქმიანობას უნდა განსაზღვრავდეს და განსაკუთრებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელის დანიშვნისას, მათ გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოს. მოსამართლემ სისხლის სამართლის კანონი მხოლოდ ამ პრინციპების ზედმიწევნითი დაცვით უნდა გამოიყენოს.
ყოველივე ზემოაღნიშნული გარემოებების გთვალისწინებით მ---------------ეს მსჯავრი უნდა დაედოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით (მოქმედი რედაქცია), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის კერძოდ: დიდი ოდენობით გადასახადისათვის განზრახ თავის არიდებისათვის
6. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
მ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 79-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ---------------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 218-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილის საფუძველზე, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 07 მარტის განაჩენით დანიშნული სასჯელი - 4(ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ბრალდებულ მ---------------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4(ოთხი) წლის ვადით.
2. მ---------------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
3. მ---------------ეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2017 წლის 19 სექტემბრიდან.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5 განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე პართენიშვილი