განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 140100118002333639
საქმე №1/74-18
გორის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 მარტი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი
სხდომის მდივანი თამარ ბერუაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - მ-----– ბ-----–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - დავით ვ-------ის ძე მ--–--ე - დაბადებული 1----–-–-------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, დასაოჯახებელი, მცხოვრები: გორის რაიონი, სოფელი ქ--–ში.
ადვოკატი - ზაურ მ------–---–ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი.
დისპოზიცია: ოჯახში ძალადობა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 1511-ე მუხლის პირველი ნაწილი.
დისპოზიცია: მუქარა, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე - სასამართლომ სისხლის სამართლის საქმე განიხილა ღია სასამართლო სხდომაზე.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 13 აგვისტოს, დაახლოებით 15:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ ქ--–ში მდებარე საუბნო გზაზე, დ----- მ--–--ემ შელაპარაკების ნიადაგზე მის ხელთ არსებული ხის ნაჭერი თავში ერთხელ დაარტყა თემო დ---–-–---–ს, რის შედეგადაც თ---- დ---–-–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად.
2018 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, დ----- მ--–--ემ გორის რაიონის სოფელ ქ--–ში მდებარე საცხოვრებელ სახლში განახორციელა ოჯახში ძალადობა დედის - ც-–---- მ--–--ის და მამის - ვ------- მ--–--ის მიმართ. კერძოდ, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა დ----- მ--–--ემ შელაპარაკებისას, დედას - ც-–---- მ--–--ეს ერთხელ სახეში და ორჯერ მხარში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ც-–---- მ--–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, დ----- მ--–--ემ მამას - ვ------- მ--–--ეს ხელი ორჯერ დაარტყა მარცხენა მხარში, რის შედეგადაც ვ------- მ--–--ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.
2018 წლის 9 თებერვალს, დაახლოებით 23:00 საათზე, გორის რაიონის სოფელ ქ--–ში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, დ----- მ--–--ე დედას - ც-–---- მ--–--ეს და მამას - ვ------- მ--–--ეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ც-–---- მ--–--ეს და ვ------- მ--–--ეს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო გადაწყვეტილება, კერძოდ, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს გამოკვლევის გარეშე მიღებული მტკიცებულებებით, მხოლოდ პრეიუდიციის არსებობის შემთხვევაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველის ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.“ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, პრეიუდიუციულად დადგენილი გარემოებები (ფაქტები) დამატებით მტკიცებას არ საჭიროებენ და გონივრულობის თვალსაზრისით, არც დავას ექვემდებარებიან. შესაბამისად, საპროცესო ეკონომიის გათვალისწინებით, მხარეებიც მტკიცებითი პროცედურებისგან თავისუფლდებიან.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, „წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან.“ აღნიშნული ნორმის დანაწესი, საქმის არსებითი განხილვისას პრეიუდიციის რეალიზაციის შესაძლებლობას წარმოადგენს.
წინასასამართლო სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქმეზე არსებული მტკიცებულებები სრულად იქნა უდავოდ ცნობილი. შესაბამისად, განაჩენის დადგენისას, სასამართლო ვალდებულია სამართლებრივი მსჯელობა წარმართოს უდავო მტკიცებულებათა ფარგლებში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის არსებით განხილვაზე მტკიცებულებათა გამოკვლევის გარეშე მიღების მიუხედავად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსამართლე ვალდებულია გაითვალისწინოს მტკიცებულებათა შეფასების კრიტერიუმები, კერძოდ, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.“ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - ბარბერა, მესაგე და ჯაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ აღნიშნა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელ----ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა, ხოლო საქმეზე ბელიჩე რუსეთის წინააღმდეგ, განმარტა, რომ ევროპულ სასამართლოსთან შედარებით ეროვნული სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, რადგან მას აქვს უპირატესი შესაძლებლობა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცებულებები განხილული უნდა იქნას (შეფასდეს) დადგენილი სტანდარტის (რელ----ტურობა, დასაშვებობა და უტყუარობა) ფარგლებში და დადგინდეს შესაბამისი ფაქტების არსებობა ბრალდებით წარდგენილი დანაშაულის დისპოზიციურ შემადგენლობასთან, კერძოდ:
ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის სუბიექტია ბრალდებულის ოჯახის წევრი. ამავე კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოვიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. მოცემულ საქმეზე, დაზარალებულების - ც-–---- და ვ------- მ--–--ების ჩვენებებით დგინდება, რომ ისინი არიან ბრალდებულის მშობლები, ცხოვრობენ მასთან ერთად და ერთად მუდმივად ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ც-–---- მ--–--ე და ვ------- მ--–--ე არიან ბრალდებულის ოჯახის წევრები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მიზნებისათვის, ძალადობა შეიძლება გამოიხატოს ძალმომრეობით აქტში და შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ერთხელ გარტმით სახეში და რამოდენიმეჯერ დარტყმით მხარის არეში. აღსანიშნავია, რომ ოჯახში ძალადობის ცნებას არ განმარტავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი. შესაბამისად, ვინაიდან 1261-ე მუხლის ნორმის დისპოზიცია ბლანკეტური ხასიათისაა, სასამართლო მიმართავს „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონს, რომლის მე-3 მუხლის მიხედვით, „ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას უგულებელყოფით ან/და ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით,“ ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის „ა“ პუნქტის თანახმად, ფიზიკური ძალადობა არის ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს მსხვერპლის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს.“
განსახილველ საქმეზე, ბრალდებულის მიერ დაზარალებულების მიმართ ხელით სახისა და მხარის არეში დაარტყმის ფაქტი, მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს. აღნიშნული დადასტურებულია, როგორც დაზარალებულების, ასევე, მოწმეების - რ-–---- კ------ის, ლ--------- დ----–--–ის და გ---–--– ღ-------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, დაზარალებულების ტანსაცმლის დათვალიერებისა და ამოღების ოქმებით და სხვა უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით. აღნიშნული ასევე დაადასტურა ბრალდებულმა დ----- მ--–--ემ. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ბრალდებულმა დ----- მ--–--ემ სახეში და მხარში დარტყმის ფორმით ჩაიდინა ძალადობა ც-–---- და ვ------- მ--–--ის მიმართ, რომლებთანაც მუდმივად ეწეოდა ერთიან საოჯახო მეურნეობას.
ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ
კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის ობიექტური შემადგენლობა გულისხმობს ძალადობის შედეგად გამოწვეულ ფიზიკურ ტკივილს, რაც დროსაც აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ბრალდებულის ქმედებასა და შედეგს შორის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-8 მუხლის მიხედვით, „თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა.“ საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოხატული პოზიციის (განმარტების) მიხედვით ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სრულად დაეთანხმა მტკიცებულებებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულ ც-–---- მ--–--ის ჩვენებას, სადაც აღნიშნულია, რომ სახის არეში დატყმის შედეგად ძალიან ეტკინა სახე, წაბარბაცდა კიდეც, მაგრამ თავი შეიკავა და არ წაქცეულა. ასევე, დაზარალებულ ვ------- მ--–--ის ჩვენებას, სადაც აღნიშნულია, რომ დ----- მ--–--ის მხრიდან ორჯერ მარცხენა მხარში მუშტის ძლიერად ჩაარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაზარალებულების - ც-–---- მ--–--ისა და ვ------- მ--–--ის მიმართ განხორციელებული ძალადობის დროს ადგილი ჰქონდა ფიზიკური ტკივილის განცდას და შეგედობრივად, აღნიშნულ ძალადობას არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე და მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით.
ძალადობა, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.
დადგენილია, რომ დ----- მ--–--ის მიერ ძალადობა ჩადენილია ორი პირის მიმართ, კერძოდ დედის - ც-–---- მ--–--ის და მამის - ვ------- მ--–--ის მიმართ. აღნიშნული დადასტურებულია, როგორც ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, ასევე დაზარალებულების ჩვენებებით. აღნიშნული ჩვენებები შინაარსობრივი თვალსაზრისით უდავოდ ცნო ბრალდებულმა და სრულად დაადასტურა იგი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს ბრალდებულის მიერ ძალადობის ჩადენა ორი პირის მიმართ მტკიცებულებათა ერთობლიობითაა დადასტურებული და სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დისპოზიციურ შინაარს.
სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური
ტკივილი გამოიწვია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს ცემის ან სხვაგვარი ძალადობისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება ძალადობრივი დანაშაულია და ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ძალადობა ასეთ შემთხვევებში არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ შედეგს, ვინაიდან მისთვის დამახასიათებელია, რომ მსხვერპლისთვის ფიზიკური ტკივილი არ იწვევს მისი ჯანმრთელობის საშიშ დაზიანებას. სხვაგვარი ძალადობა გამოიხატება სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. დადგენილია, რომ დ----- მ--–--ემ ჩაიდინა სხვაგვარი ძალადობა, კერძოდ, მან ხის ნაჭერი ერთხელ დაარტყა თავში დაზარალებულ თ---- დ---–-–---–ს. აღნიშნული დადასტურებულია, როგორც ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებით, ასევე დაზარალებულის ჩვენებით, ასევე მოწმეების - მთვარისა კ-----ს, გ------- დ---–-–---–ის, ლევან ც-–--–---–ის, ი---–--- დ---–-–---–ის, ლ----------–---–--, ნ-------- დ---–-–---–ის და ლ------- დ---–-–---–ის გამოკითხვის ოქმებით, თ---- დ---–-–---–ის ტანსაცმლის ამოღებით ოქმით და ამოღებული ნივთმტკიცებით, თ---- დ---–-–---–ის სისხლის ნიმუშის აღების ოქმით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უდავო მტკიცებულბებით. რაც შეეხება ფიზიკური ტკივილის განცდის საკითხს, სასამართლო მხედველობაში იღებს დაზარალებულ თ---- დ---–-–---–ის გამოკითხვის მიხედვით თავის არეში დარტყმის შედეგად იგრძნო ძლიერი ფიზიკური ტკივილი, წამიერად დაკარგა გონება და დავარდა ძირს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ----- მ--–--ემ ხის ნაჭერის თავში ერთხელ დაარტყმით თ---- დ---–-–---–ის მიმართ ჩაიდინა სხვაგვარი ფორმის ძალადობა.
სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია,მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით
გათვალისწინებული შედეგი.
განსახილველ საქმეზე დადგენილია, რომ ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის ხის ნაჭერის თავში ერთხელ დაარტყმას არ მოჰყოლია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან ამ შემთხვევაში ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით
დაკვალიფიცირებას ექვემდებარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდებით წარდგენილი კვალიფიკაცია სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დისპოზიციურ შინაარს.
სიცოხლის მოსპობის მუქარა მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან
გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს მუქარისთვის. სასამართლო განმარტავს, რომ მუქარა სპეციფიკურ დანაშაულს წარმოადგენს. ის ძალიან ახლოს დგას განზრახვის გამომჟღავნებასთან, ვინაიდან მუქარის შემთხვევაში სუბიექტის ქმედება ძირითადად გამოიხატება საუბარში, თუმცა მას შეიძლება თან ახლდეს უარყოფითი ემოციების გამოხატვა, გარკვეული ქმედებებიც, საერთო დაძაბული ფონი, წარსულში რაიმე ფაქტები და ა. შ. როგორც ცნობილია, სისხლის სამართალი ქმედების სამართალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისჯება არა განზრახვის გამომჟღავნება, არამედ ქმედების ჩადენა, თუმცა კანონმდებელმა მუქარა იმდენად საშიშად და საფრთხის შემცველად მიიჩნია, რომ საწყის ეტაპზევე მისი დასჯადობა დააწესა, მიუხედავად იმისა, განხორციელდება თუ არა ის რეალურად. აღნიშნულით კონკრეტული ფიზიკური აქტის განხორციელებამდე დაიცვა კონსტიტუციით დაცული სიცოცხლე (განსახილველ საქმეში ადგილი ჰქონდა სიცოცხლის მოსპობის მუქარას). მიუხედავად იმისა, რომ მუქარა ჰგავს განზრახვის გამომჟღავნებას, ის მაინც ვერ მიიჩნევა ასეთად და სინამდვილეში სსკ-ის 151-ე მუხლი განზრახვის გამომჟღავნების ფარგლებს სცდება, რის გამოც ასევე გამართლებულია მისი დანაშაულად აღიარება. კერძოდ, ერთი მხრივ, ის გულისხმობს არა ნებისმიერ მუქარას, არამედ მხოლოდ სიცოცხლის სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მიმართ არსებულს მუქარას, რა დროსაც დაცულია უმაღლესი ღირებულებები. მეორე მხრივ, აღნიშნული ნორმის შემადგენლობა დაფუძნებული არ არის ზოგადად რაიმე იდეის გამომჟღავნებაზე, არამედ მუქარა გარეგნულად ისეთი ფორმითაა გამოხატული და მას ისეთი ფონი ერთვის, რომ მუქარის ადრესატს ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, შედეგად კი დაზარალებულს ერღვევა მყუდროება, იგი კარგავს სიმშვიდეს. ამდენად, ამ ეტაპზევე მუქარას გარკვეული უარყოფითი შედეგები მოჰყვება.
საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებების, ასევე, სასამართლო სხდომაზე გამოხატული პოზიციის (განმარტების) მიხედვით ბრალდებულმა თავი დამნაშავედ ცნო მუქარაში, სრულად დაეთანხმა მტკიცებულებებში ასახულ ფაქტობრივ გარემოებას. დაზარალებულების - ც-–---- მ--–--ის და ვ------- მ--–--ის ჩვენებების მიხედვით, ბრალდებული მათ დაემუქრა მოკვლით, რაც გამოიხატა სიტყვიერი ფორმით, რომ ყელს გამოჭრიდა ორივეს და დახოცავდა, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულის მიერ მუქარა განხორციელდა ოჯახის წევრების მიმართ, რაც სრულად შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლის შენიშვნაში მითითებულ სუბიექტს, კონკერტუალად დედას და მამას, ვისთანაც ბრალდებული მუდმივად ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილი ბრალდებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კვალიფიკაცია, მართებულია.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არა მარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამდენად, მუქარა ისეთი ფორმით, ისეთ ვითარებაში და ისეთი პირის მიერ უნდა იყოს წარმოთქმული, რომ მუქარის მსხვერპლს საფუძვლიანად გაუჩნდეს მისი განხორციელების შიში. ასეთი შიშის განცდა დადასტურებულია განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულების ჩვენებასთან ერთად სხვა მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით (რაჟდენ კ------ე, ლავრენტი დ----–--–ი და გერშელ ღ-------–---–ი) და სხვა უდავო მტკიცებულბებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ დ----- მ--–--ემ ოჯახის წევრების, დედის - ც-–---- მ--–--ის და მამის - ვ------- მ--–--ის მიმართ განახორციელა მუქარა, რა დროსაც დაზარალებულებს გაუჩნდათ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა. შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესებს სასჯელს სხვაგვარი ძალადობისთვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი აწესებს სასჯელს ოჯახში ძალადობისთვის, ე. ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებებით (პრეიუდიციულად მიჩნეული ფაქტებით), გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ბრალდებულ დ----- მ--–--ის მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.
რაც შეეხება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას, უნდა აღინიშნოს, რომ მუქარა მატერიალური, შედეგიანი დანაშაულია, რაც თავისთავად გულისხმობს მიზეზობრივი კავშირის არსებობას ბრალდებულის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ის რომ სიცოცხლის მოსპობის თაობაზე ბრალდებულის მხრიდან აგრესიული მუქარით დაზარალებულებს შეექმნათ მუქარის განხორციელების რეალური საფრთხის შეგრძნება, დადასტურდა საქმეში არსებულს მოწმეების ჩვენებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სუბიექტურ მხრივ მუქარა ჩადენილია განზრახვით. მუქარის მოტივს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს. ამ დანაშაულის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ხელშეუვალობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. დანაშაული დამთავრებულია მაშინ, როცა მუქარის შედეგად დაზარალებულს გაუჩნდება მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა არა აქვს დამნაშავის მიზანს. კერძოდ, ჰქონდა თუ არა მას გამიზნული ამ მუქარის რეალიზაცია. შესაძლოა ბრალდებულს არ ჰქონდეს მიზნად სამომავლოდ ამ მუქარის განხორციელება, არამედ სურდეს პირის დაშინება. განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, რა დროსაც ბრალდებულის დედას - ც-–---- მ--–--ეს და მამას - ვ------- მ--–--ეს გაუჩნდათ მუქარის განხორცილების საფუძვლიანი შიში.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
დ----- მ--–--ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემობად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ იგი აღიარებს და ინანებს ჩადენილს, გამოხატავს მზაობას, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ექნება ანალოგიური ხასიათის დანაშაულის ჩადენას. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საქმეზე წარმოდგენილია დაზარალებულების განცხადება, რომლის მიხედვით ც-–---- მ--–--ე და ვახტანგ მ--–---ე ადასტურებენ ბრალდებულთან შერიგებს ფაქტს და აცხადებენ, რომ მათ პრეტენზია არ გააჩნიათ.
დ----- მ--–--ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის რეციდივი. სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. აღნიშნული დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ბრალდებული ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო განმარტავს, რომ სამოსამართლო სამართალწარმოების ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. დანაშაულის დისპოზიციური შემადგენლობის დადგენის შემდეგ აუცილებელია ადეკვატური და დანაშაულის თანაზომიერი სანქციის განსაზღვრა კონკრეტული ქმედებისათვის. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს, ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრა და მისი შედეგების გათვალისწინება.
სასამართლო სასჯელის სამართლიანობასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. სასამართლო ვალდებულია მხედველობაში მიიღოს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- მ--–--ეს სასჯელის სახით უნდა თავისუფლების აღკვეთა და გათვალისწინებული უნდა იქნას სასჯელის დანიშვნა დანაშაულის რეციდივის დროს, რაც სრულ შესაბამისობაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ სასჯელის მიზნებთან. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას - საქმის განხილვისას უდავოდ, პრეიუდიციულად ცნო ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულების საკითხი, კერძოდ: სისხლის სამართლის საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები - დაზიანებული მაგიდა და მისი ორი ცალი ფრაგმენტი, რომელიც ინახება შსს გორის რაიონული სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო ორი ცალი ხის ნაჭერი და სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს გორის რაიონული სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ----- მ--–--ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,1 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი 1 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, დ----- მ--–--ეს განესაზღვროს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
დ----- მ--–--ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ დ----- მ--–--ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 10 თებერვლიდან.
საქმეზე ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები - დაზიანებული მაგიდა და მისი ორი ცალი ფრაგმენტი, რომელიც ინახება შსს გორის რაიონული სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს, ხოლო ორი ცალი ხის ნაჭერი და სისხლის ნიმუში, რომელიც ინახება შსს გორის რაიონული სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: გოგა კუპრეიშვილი