განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 280100118002390606 (1/20-18)
განაჩენი
საქართველოს სახელით
10.04.2018 წელი ქ. ზუგდიდი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს
მაგისტრატი მოსამართლე ირაკლი აბშილავა
სხდომის მდივანი ნინო დიხამინჯია
ბრალდების მხარე - პროკურორი მა---------ა
დაცვის მხარე -
ბრალდებული - ენ-----------ი (პ/ნ 48001023295, დაბ. 25.10.1990, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, რეგისტრირებული ჩხოროწყუ, სოფ. ა-----ი და ფაქტობრივად მცხოვრები ქ-------–-------–----–----–-----------------------------------)
ადვოკატი მთვარისა ბიგვავა
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი
საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილი - ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს.
საქართველოს სსკ-ის 151 მუხლის 1-ლი ნაწილი - სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სხდომის სახე: ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
საპროცესო შეთანხმების არსი:
1. 07.04.2018 წ ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ა-----ში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ენ-----------მა მა--------------–---–ს მუშტი დაარტყა თავის და სახის არეში, მარცხენა თვალს ზემოთ წარბთან, ტუჩებზე და ცხვირზე, რის შედეგადაც მა--------------–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. 07.04.2018 წ ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ა-----ში, ენ-----------მა, ჩაიდინა ადამიანისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულება შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენს.
3. 07.04.2018 წ ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ა-----ში, ენ-----------მა, რომელიც გაბრაზებული იყო მა--------------–---–ზე იმის გამო, რომ მან უარი უთხრა ავტომანქანაში ჩაჯდომაზე, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას, რითაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში
საპროცესო შეთანხმების პირობების შესაბამისად:
ენ-----------ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობისთვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ენ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ენ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ენ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც უნდა ჩაეთვალოს პირობით, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებით სასჯელად უნდა დაენიშნოს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
დანაშაულთა ერთობლიობის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს და საბოლოოდ ენ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრება თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვლება პირობით 2 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
ნივთმტკიცება: ამოღებული ერთი ცალი ვაზნა განადგურდეს, პისტოლეტი, B---ს მარკის ავტომანქანა და ტანსაცმელი დაუბრუნდეს ენ-----------ს.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ბრალდებულ ენ-----------ის გამოკითხვის ოქმი, დაზარალებულ მა--------------–---–ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე რო-–------–-------ავას გამოკითხვის ოქმი, მოწმე გუ-–---------ს გამოკითხვის ოქმი, მოწმე ნუ--------–--იას გამოკითხვის ოქმი, მოწმე ზ-----------ის გამოკითხვის ოქმი, მოწმე ვან-------–------იას გამოკითხვის ოქმი, მოწმე ენ-----------ის გამოკითხვის ოქმი, ამოღებული ავტომანქანა და მასრა, ამოღებული ტანსაცმელი
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
სასამართლო საპროცესო შეთანხმების დამტკიცებამდე დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება და იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებული და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
მოსამართლის მიერ ბრალდებულს განემარტა, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.
სასამართლოს საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე მიაჩნია, რომ წარმოდგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ასევე სსსკ-ის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე მიიღო დამარწმუნებელი პასუხები, ბრალდება დასაბუთებულია და საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი კანონიერი და სამართლიანია.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი პრაქტიკის მიხედვით ევროპული სისხლის სამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან სასჯელისაგან გათავისუფლდეს დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო, რაც სრულ შესაბამისობაშია ევროპული კონვენციის მოთხოვნებთან.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: NATSVLISHVILI AND TOGONIDZE v. GEORGIA, 24.04.2014, No. 9043/05; Slavcho Kostov v. Bulgaria, no. 28674/03, 27.11.08; Ruciński v. Poland, no. 33198/04, 20.02.07; Babar Ahmad and Others v. the United Kingdom (dec.), nos. 24027/07, 11949/08 and 36742/08, ECHR 6.07.10; Scoppola v. Italy (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006-XII.) ხაზს უსვამს საპროცესო შეთანხმების მნიშვნელობას სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელების, სასამართლოებისა და მხარეთა გადატვირთულობის შემცირების, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მსუბუქი სასჯელების გამოყენებისა და შესაბამისად, პატიმართა რაოდენობის შემცირების საქმეში. ამ გადაწყვეტილებებში განვითარებული მსჯელობის მიხედვით იმისათვის, რომ საქმის არსებითი განხილვის უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს აუცილებელია აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით. ამავე დროს ამ პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბრალდებულის დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა---------ას შუამდგომლობა, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ.
სამართლებრივი შეფასება:
ენ-----------მა მის მიერ განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედებებით - მა--------------–---–ის ცემით, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სს კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, დაზარალებულისთვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვით, ე.ი. მისი ფსიქიკური იძულებით შეესრულებინა მოქმედება, რომლის განხორციელება მის უფლებას წარმოადგენდა და მისი სიცოცხლის მოსპობის მუქარით, როდესაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილიით, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 212-ე, 213-ე, 215-ე, 216-ე, 255-ე და 277-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაკმაყოფილდეს ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის მა---------ას შუამდგომლობა და დამტკიცდეს მხარეთა შორის საპროცესო შეთანხმება.
2. ენ-----------ი ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ერთობლიობისთვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ენ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ენ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ენ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, მასვე დამატებით სასჯელად დაენიშნა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
დანაშაულთა ერთობლიობით უფრო მკაცრი სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ენ-----------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით, მასვე დამატებით სასჯელად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
3. ენ-----------ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალა დაკავების პერიოდი 08.04.2018-10.04.2018 წ.
4. ენ-----------ის ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის განმავლობაში დაევალოს პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (ქ. თბილისი) მიხედვით.
5. ნივთმტკიცება: ამოღებული ერთი ცალი ვაზნა განადგურდეს, პისტოლეტი, B---ს მარკის ავტომანქანა და ტანსაცმელი დაუბრუნდეს ენ-----------ს.
6. მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში უფლება აქვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ, სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე, თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, მუქარით, ძალადობით, დაშინებით ან მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმება ისე დაიდო, რომ არ არსებობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, საქმის განმხილველმა სასამართლომ უგულებელყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსითა და საქართველოს სსსკ-ის XXI-ე თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები.
თუ მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა, დარღვევის გამოვლენიდან ერთი თვის ვადაში პროკურორი უფლებამოსილია ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში წარადგინოს საჩივარი საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე.
7. განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.
8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადების მომენტიდან.
მოსამართლე ირაკლი აბშილავა