გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/619-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 აპრილი, 2018 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი მირანდა ბარბაქაძე
მოსარჩელე - სს „ს----------–--------ი“
წარმომადგენელი - ჯ---- ტ--–----ე
მოპასუხეები - რ---–----ი ო--------, მ----- ც----
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოსარჩელემ მოითხოვა გამოსახლებულ იქნან მ----- ც---- (პ/ნ 6----------) და რ---–----ი ო-------- (პ/ნ 6----------), სს „ს----------–--------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან, მდებარე ქ.ქუთაისი, გამზირი რ---------–ი, №3-/ქ.ქუთაისი, გამზირი რ---------–ი, ჩ-----, №2-, ს.კ. 0----------- და სს „ს----------–--------ს“ ფართი გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, სს „ს----------–--------მა“ 2014 წლის 22 დეკემბრის განკარგულების საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად, აუქციონზე შეიძინა დ------–-----–----------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ.ქუთაისი, გამზირი რ---------–ი, №3-/ქ.ქუთაისი, გამზირი რ---------–ი, ჩ-----, №2-, ს.კ. 0----------- და რომელსაც უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები და მოსარჩელე უკვე 3 წელზე მეტია ვერ სარგებლობს თავისი ქონებით, არაერთხელ მიმართა მოვალე მხარეს, გაეთავისუფლებინათ დაკავებული საცხოვრებელი ფართი, თუმცა უშედეგოდ.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა მოთხოვნას და ითხოვა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა მოპასუხეთა მხრიდან. ხოლო უარი თქვა მოთხოვნაზე გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის ნაწილში.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხეებმა წარმოდგენილ შესაგებელში სარჩელი არ ცნეს, ხოლო სასამართლო სხდომაზე სრულად ცნეს და განმარტეს, რომ მოსარჩელესთან მოლაპარაკების მიუხედავად, მათ შორის შეთანხმება ვერ შედგა. რადგან არ აქვთ შესაძლებლობა, გადაიხადონ შეთავაზებული თანხა და არც სხვა საცხოვრებელი გააჩნიათ, თუმცა ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას და მის დაკმაყოფილებას (იხ. შესაგებელი ს/ფ-31-39, სასამ.სხდ.ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ.ქუთაისი, გამზირი რ---------–ი, №3-/ქ.ქუთაისი, გამზირი რ---------–ი, ჩ-----, №2-, ს.კ. 0-----------. არის სს „ს----------–--------ის“ საკუთრება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ-15-16).
3.1.2. დადგენილია, რომ მოპასუხეები ფლობენ საცხოვრებელ ბინას მდებარე მდებარე ქ.ქუთაისი, გამზირი რ---------–ი, №3-/ქ.ქუთაისი, გამზირი რ---------–ი, ჩ-----, №2-, ს.კ. 0-----------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-(იხ. სარჩელი, ს/ფ-2-13, მხარეთა ახსნა-განმარტება).
3.1.3. დადგენილია, რომ მოსარჩელე სს “ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა მოპასუხეებს გაუგზავნა გაფრთხილების წერილი, რომლის მიხედვითაც სთხოვდა უმოკლეს ვადაში დაეცალათ სახლი, სს „ს----------–--------ის“ კუთვნილი ფართი, მდებარე ქ.ქუთაისი, გამზირი რ---------–ი, №3-/ქ.ქუთაისი, გამზირი რ---------–ი, ჩ-----, №2-, ს.კ. 0-----------. და გადაეცათ იგი მესაკუთრისთვის თავისუფალ მდგომარეობაში (იხ. ს/ფ-17-19).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მხარეებს განსახილველ დავაში სადავოდ არცერთი გარემოება არ გაუხდიათ
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეებმა რ---–----ი ო--------მ და მ----- ც----მ სარჩელი ცნეს, აღნიშნულიდან, ასევე საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–--------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია,საქართველოს კონსტიტუცია,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 311-ე-312-ე მუხლები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-მე-4, 102-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება, მშვიდობიანად ისარგებლოს თავისი საკუთრებით, არ შეიძლება ვინმეს ჩამოერთვას თავისი საკუთრება, გარდა საჯარო ინტერესისათვის და კანონითა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით გათვალისწინებული პირობებით.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე და 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
6.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხეს შეუძლია ცნოს სარჩელი, ხოლო ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.ქუთაისი, გამზირი რ---------–ი, №3-/ქ.ქუთაისი, გამზირი რ---------–ი, ჩ-----, №2-, ს.კ. 0------------ მდებარე უძრავი ქონება რეგისტრირებულია სს „ს----------–--------ის“ საკუთრებად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე სს „ს----------–--------ი“ არის საცხოვრებელი ბინის მესაკუთრე, ხოლო მოპასუხეები არ არიან კანონიერი მფლობელები და არ ახორციელებენ სადავო ნივთის კანონისმიერ საფუძველზე ფლობას, რაც დაადასტურეს თავადაც, თუმცა ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ ბინას. რის გამოც მოსარჩელე სს „ს----------–--------ი“ უფლებამოსილია სრულყოფილად, მშვიდობიანად ისარგებლოს თავისი საკუთრებით და განახორციელოს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე კანონით გარანტირებული უფლებები.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის მიხედვით მესაკუთრის პრეტენზიის გამო ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
გამომდინარე აღნიშნულიდან, სს „ს----------–--------ის“ სარჩელი დასაბუთებულია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს და გამოსახლებულ იქნენ მ----- ც---- (პ/ნ 6----------) და რ---–----ი ო-------- (პ/ნ 6----------), სს „ს----------–--------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან, მდებარე ქ.ქუთაისი, გამზირი რ---------–ი, №3-/ქ.ქუთაისი, გამზირი რ---------–ი, ჩ-----, №2-, ს.კ. 0----------- და სს „ს----------–--------ს“ ფართი გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან მოსარჩელეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ხოლო მოპასუხეებმა რ---–----ი ო--------მ და მ----- ც----მ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს, ამიტომ ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ისინი განთავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს „ს----------–--------ის“ (წარმომადგენელი ჯ---- ტ--–----ე) სარჩელი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე დაკმაყოფილდეს;
1.1. გამოსახლებულ იქნენ მ----- ც---- (პ/ნ 6----------) და რ---–----ი ო-------- (პ/ნ 6----------), სს „ს----------–--------ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთიდან, მდებარე ქ.ქუთაისი, გამზირი რ---------–ი, №3-/ქ.ქუთაისი, გამზირი რ---------–ი, ჩ-----, №2-, ს.კ. 0-----------. და სს „ს----------–--------ს“ ფართი გადაეცეს გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში;
1.2. მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქ.#32), ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მის.: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ.#11) მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე