გადაწყვეტილება

სამოქალაქო 25.03.2018
საქმის ნომერი
820210017001981359
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
25.03.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820210017001981359 (2-358/17)

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

25 მარტი. 2018 წელი ქ. ბათუმი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით: გე-–-------ძე

წარმომადგენელი: ლე----------–-ძე

მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით: ნა-----------ძე

წარმომადგენელი: და-–------ძე

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის სოციალური მომსახურების განყოფილება, ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრი.

წარმომადგენელი ლა–--------–-ძე

დავის საგანი ძირითადი სარჩელით: განქორწინება,დავის საგანი შეგებებული სარჩელით: არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ალიმენტის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი სარჩელით:

 

1.1.1. შეწყდეს გე-–-------ძესა და ნა-----------ძეს შორის 2007 წლის 03 აპრილს № მნ 0083765 სააქტო ჩა--წერით რეგისტრირებული ქორწინება;

 

თავის მოთხოვნას მოსარჩელე გე-–-------ძე შემდეგ გარემოებეზე ამყარებს:

მოსარჩელე გე-–-------ძე და მოპასუხე ნა-----------ძე დაქორწინდნენ 2007 წლის 3 აპრილს. მათ თა--ცხოვრობის პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ბა------------ე დაბადებული 2007 წლის 3 აპრილს და ა---------ე დაბადებული 2009 წლის 21 იანვარს. ბოლო რამდენიმე თვეა მხარეებს შორის დაიძაბა ურთიერთობა და ფაქტობრივად შეწყდა ცოლ -ქმრული ურთიერთობა. ნა-----------ძემ უმცროსი შვილი თან წაიყვა-- თავის მამისეულ სახლში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ჭა-----–ის ზედა მეურნეობაში, ხოლო უფროსი შვილი ბა------------ე ცხოვრობს მამასთან. ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, თუმცა მოპასუხე ნა----------ძე წინააღმდეგია ნებაყოფოლპბით განქორწინებისა, რის გამოც იძულებულია მიმართოს სასამართლოს.

 

1.2. სასარჩელო მოთხოვნა შეგებებული სარჩელით

 

1.2.1. მოსარჩელისა და მოპასუხის არასრულწლოვანი შვილების ბა------------ის, დაბ. 2007 წლის 10 აპრილს და ა---------ის დაბ. 2009 წლის 21 იანვარს, საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს დედის, მოსარჩელე შეგებებულ სარჩელში , ნა-----------ძის საცხოვრებელი ადგილი- ხელვაჩაურის რაიონი სოფელი ზედა ჭა-----–ი.

 

1.2.2. მოპასუხე გე-–-------ძეს დაეკისროს სარჩო ალიმენტის გადახდა თავისი არასრულწლოვანი შვილების ბა------------ის, დაბ. 2007 წლის 10 აპრილს და ა---------ის დაბ. 2009 წლის 21 იანვარს, ალიმენტი ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე.

 

შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებს:

მხარეები 2007 წლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ქორწინების რეგისტრაციამდე ერთი წელი და სამი თვე იყვნენ დანიშნულები. თავდაპირველად ჰქონდათ კარგი ურთიერთობა თა--ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ბა------------ე დაბადებული 2007 წლის 3 აპრილს და ა---------ე დაბადებული 2009 წლის 21 იანვარს. ბოლო პერიოდში მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა, უთანხმოება ჰქონდათ თანხებთან დაკავშირებთ, ასევე ქმარმა გამოართვა ოქროს ნივთები და ჩააბარა ლომბარდში. გე-–-------ძეს არ აინტერესებდა ბავშვების ბედი, არ აქცევდა მათ სწავლას ყურადღებას, მუდმივად ჰქონდა სხვასთან სატელეფონო საუბრები, მათ შორის ისმენდა სასიყვარულო საუბრებსაც, ნა----------ძეს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რის გამოც მისი დაცვის მიზნით გე-–-------ძის მიმართ გაიცა შემაკავებელი ორდერი. ერთად ცხოვრება იყო შეუძლებელი და იძულებული გახდა დაბრუნებულიყო მამისეულ სახლში. თან წაიყვა-- უმცროსი შვილი ა---------ძე, ხოლო უფროსი შვილი ბა------------ე დარჩა მამასთნ. მამა და ბებია ყველაფერს აკეთებენ ბავშვზე დედის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების შექმნისათვის, არ აძლევენ შვილთან შეხვედრის საშუალებას, რის გამოც იძულებულია სასამართლოს მიმართოს არასრულწლოვანი ბავშვების დედის საცხოვრებელ ადგილის განსაზღვრისა და ალიმენტის დაკისრებისათვის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის პოზიცია ძირითად სარჩელით

2.1.1. მოპასუხე ნა-----------ძე სარჩელის მოთხოვნას განქორწინების თაობაზე ეთანხმება.

 

2.2. მოპასუხის პოზიცია შეგებებული სარჩელით

2.2.1. შეგებებულ სარჩელზე მოპასუხე გე-–-------ძე სარჩელის მოთხოვნას არ ეთანხმება. აცხადებს რომ მასთან არის ბავშვების აღზრდის უკეთესი პირობები, განსაკუთრებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბავშვებს არ უნდათ დედასთან საცხოვრებლად ყოფნა და ის ვერ დააძალებს ბავშვებს დედასთან საცხოვრებლად გადასვლას.

 

21. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს- სსიპ სოციალურ მომსახურების სააგენტოს ხელვაჩაურის სოციალური მომსახურების განყოფილებისა და ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენელმა ლა–--------–-ძემ სხდომაზე მიცემულ განმარტებაში აღნიშნა, რომ მამის გე-–-------ძის მოქმედებები არ ემსახურება ბავშვების საუკეთესო ინტერესებს, მართალია მასთა--ც არის ბავშვების აღზრდის შესაბამისი პირობები, მაგრამ მამის ოჯახში ბავშვებს ექმნებათ დედის მიმართ გაუცხოვების საფრხე, რასაც გე-–-------ძე ახორციელებს თავისი მოქმედებებით. სასამართლოს მიერ გაცემული დროებითი განკარგულების საფუძველზე დედის ნა-----------ძის შვილთან ბა------------ესთან შეხვედრას რამდენჯერმე შეგნებულად შეუშალა ხელი. აღნიშნულის მიუხედავად, სოციალური სამსახურის წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ ამჟამად ბა------------ისათვის საცხოვრებლად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ იქნება ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, რადგა--ც წარმოდგენელი ფსიქოლოგიური დასკვნითა და სოციალური სამსახურების დასკვნებით დადგენილია, რომ ბა------------ეს აქვს მამასთან ემოციური მიჯაჭვულობა, მამის საცხოვრებელ ადგილას არის სწავლისა და აღზრდის ნორმალური პირობები და მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სხვა შემთხვევაში გაძნელდება გადაწყვეტილების აღსრულება, რამდენადაც ბა------------ე წინააღმდეგია დედასთან საცხოვრებლად გადასვლაზე, მის ასაკში შეუძლებელია მისი ნების წინააღმდეგ მოქმედების განხორცილება და ის უარყოფითად აისახება ბავშვის მდგომარეობაზე.

არასრულწლოვან ა---------ესთან მიმართებაში სოციალური სამსახურის წარმომადგენლის პოზიციია, რომ ბავშვის საცხოვრებლად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი, საფუძვლად მიუთითებს სოციალური სამსახურებისა და ფსიქოლოგის დასკვნებს, ამასთა--ვე აღნიშნავს რომ ბოლო პერიოდში ა--- სურვილი, რომ საცხოვრებლად დარჩეს მამასთან არ შეესაბამება მის რეალურ მდგომარეობას და გამოწვეულია მამის გე-–-------ძის ბავშვისადმი არასწორი მიდგომით, ნაკლები მომთხოვნელობით, რაც არ ემსახურება ბავშვის საუკეთესო ინტერსებს და ამგვარმა დამოკიდებულებამ გამოიწვია ის, რომ ბავშვმა თვითნებურად გადაწყვიტა მამის სახლში წასვლა, რამდენჯერმე უმიზეზოდ გააცდინა გაკვეთილები.

სოციალური სამსახურის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბავშვების ნორმალური აღზრდა განვითარებისათვის აუცილებელია ბავშვებს ქონდეთ ჯანსაღი ურთიერთობა ორივე მშობლებთან, ასევე აუცილებელია და-ძმის ურთიერთობა, რასაც ხელი უნდა შეუწყონ მშობლებმა და გე-–-------ძის მხრიდან არ მოხდეს ბავშვებით მანიპულირება.

 

სასამართლო სხდომაზე სოციალური სამსახურის წარმომადგენლის მონაწილეობით, მშობლებისა და მათი წარმომადგენლების დასწრების გარეშე, სასამართლოს მიერ მოსმენილი იქნა არასრულწლოვნების ბა------------ისა და ა---------ის მოსაზრებები საცხოვრებლ ადგილის განსაზღვრასა და მშობლებთან ურთიერთობაზე.

ბა------------ემ ნათლად და გარკვევით დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ უყვარს ორივე მშობელი, მაგრამ არ სურს დედასთან, ნა-------------ესთან ცხოვრება, ის შეჩვეულია თავის სკოლასა და მეგობრებს არ უნდა ბებიისა და მამის მიტოვება, დედას იმიტომ არ ხვდება, რომ არ წაიყვანოს მასთან, სხვა შემთხვევაში თა--ხმაა დედასთან შეხვედრის და ურთიერთობის.

ა---------ემ დაადასტურა ორივე მშობლის სიყვარული, ამასთა--ვე გა--ცხდა, რომ სურს ძმასთან და მამასათან ცხოვრება, მამა და ბებია (მამის დედა) კარგად ექცევიან, არ უკრძალავენ სათამაშოდ წასვლას, დედა და ბებია (დედის დედა) კი ხშირად არ უშვებენ სახლიდან გარეთ, აძალებენ მეცადინეობასა და გაკვეთილების სწავლას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე გე-–-------ძე და მოპასუხე ნა-----------ძე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2007 წლის 3 აპრილიდან. მათ თა--ცხოვრობის პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ბა------------ე დაბადებული 2007 წლის 3 აპრილს და ა---------ე დაბადებული 2009 წლის 21 იანვარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა

- დაბადების მოწმობები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გე-–-------ძე და ნა-----------ძე ამჟამად ერთად აღარ ცხოვრობენ. გე-–-------ძე ცხოვრობს დაბა ჩ---ში, რომელიც წარმოადგენს ქ. ბათუმის ტერიტორიას, ხოლო ნა-----------ძე ცხოვრობს თავის მშობლებთან ხელვაჩაური, სოფ. ზედა ჭა-----–ი. ნა-----------ძის მიერ სარჩელის აღძვრის მომენტისათვის არასრულწლოვანი ბა------------ე იმყოფებოდა მამასთან გე-–-------ძესთან, ხოლო არასრულწლოვანი ა---------ე საცხოვრებლად იმყოფებოდა დედასთან ნა-----------ძესთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სარჩელი

-მხარეთა ახსნა-განმარტებანი

 

3.2.2. გე-–-------ძე ცხოვრობს ქ. ბათუმი, ჩ---ის ქუჩა N6, დედასთან ჟუჟუნ--------ეს, მამიდა ნა-----------ესა და შვილთან ბა------------ესთან ერთად. ოჯახის საცხოვრებელს წარმოადგენს ორ სართულიანი სახლის პირველი სართული, სადაც არის ორი საძინებელი და ერთი მისაღები ოთახი, სამზარეულო, აბაზა-- -ტუალეტი. ოთახებში იატაკი არის ქვის, ხოლო კედლები აქვს შელესილი. სახლის მეორე სართული რემონტის პროცესშია და საცხოვრებლად არ გამოიყენება. საცხოვრებელში ჰიგიენურ სანიტარული მდგომარეობა კარგია, მოწესრიგებულია ბავშვის ტანსაცმლის კარადა, სამედიცინო კუთხე და სათამაშოები. ოჯახი დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში.

ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს გე-–-------ძის ხელფასი 400 ლარის ოდენობით და გელას მამიდის- ნა-----------ის პენსია, ბა------------ე სწავლობს ჩ---ის N საჯარო სკოლაში, დადის მოწესრიგებული, აცვია ამინდისა და სეზონის შესაბამისად, მისი აკადემიური მოსწრება არის საშუალო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის 2017 წლის 16 ნოემბრის დასკვნა- რეკომენდაცია.

 

3.2.3. ნა-----------ძე ცხოვრობს თავის არასრულწლოვან შვილთან ა---------ესთან ერთად მშობლების რე---- და და------- ბ------ის საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს ხელვაჩაურის რ-ნის, სოფელ ზედა ჭა-----–ის მეურნეობაში, მშობლებთან და ძმის - რ----- ბ------ის ოჯახთან ერთად. სახლი არის ახალაშენებული ორსართულიანი კაპიტალური შენობა, სახლის პირველ სართულზე მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, მეორე სართული მთლია--დ გარემონტებულია და აღჭურვილია ავეჯით და თა--მედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკით. საცხოვრებლის მეორე სართულზე განლაგებულია 2 საძინებელი ოთახი, მისაღები ოთახი, სამზარეულო და სააბაზანო ოთახი, სველ წერტილებით. საცხოვრებელში არის თა--მედროვე რემონტი, სახლის სანიტარულ ჰიგიენური მდგომარეობა კარგია. ნათიას მამა- რე---- ბ------ე და ძმა რ----- ბ------ე მუშაობს შპს „გეოლოგში“ მძღოლად და მათი ა--ზღაურება ცალ- ცალკე შეადგენს 1000 ლარს. ნათიას დედა - და------- ბ------ე მუშაობს თურქულ რესტორანში ჭურჭლის მრეცხავად და მისი ყოველთვიური ა--ზღაურება შეადგენს 600 ლარს, თვითონ ნა-----------ძე მუშაობს „ აჭარა ტექსტილში“ მკერავად და მისი ა--ზღაურება შეადგენს 400 ლარს. ოჯახის საკუთრებაშია ავტომანქა-- ჯიპი და მსუბუქი ავრომანქა-- მერსედესი. ოჯახის საკუთრებაშია 2000მ2 მიწის ნაკვეთი. ოჯახში არის ბავშვის აღზრდა განვითარების საჭირო უსაფრთხო და მზრუნველი გარემო, რომელიც უნდა ჰქონდეს ყველა ბავშვს, რათა ის ჩამოყალიბდეს საზოგადოებისთვის სრულუფლებიანი და სრულფასოვან წევრად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 31 ოქტომბრის დასკვნა.

 

3.2.4. 2016 წლის 20 დეკემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის ა.რ. პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს ჩ---ის პოლიციის განყოფილების მიერ შედგენილ იქნა N009195 შემაკავებელი ორდერი, რომლის მიხედვით გე-–-------ძის მხრიდან ადგილი აქვს მეუღლის ნა-----------ძის მიმართ ძალადობის ფაქტს, რაც გამოიხატა სიტყვიერ შეურაცხოფაში.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემაკავებელი ორდერი და მოძალადე გე-–-------ძეს აეკრძალა მსხვერპლის ნა-----------ძის საცხოვრებელ სახლთან, სამუშაო და იმ ადგილებთან მიახლოვება, სადაც მსხვერპლი იმყოფება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-შემაკავებელი ორდერი

-სასამართლოს გადაწყვეტილება

 

3.2.5. დავის გადაწყვეტამდე არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობისათვის, მხარეთა წარმომადგენლების შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს მიერ მიღებული იქნა დროებითი განკარგულებები, რომლითაც ნა-----------ძეს მიეცა უფლება ყოველ პარასკევს სკოლის შემდგომ შაბათ კვირის ჩათვლით ბა------------ე წაიყვანოს თავის საცხოვრებელ სახლში, ხოლო შემდგომ, 2017 წლის 10 ოქტომბერს მიღებული განჩინებით გე-–-------ძეს მიეცა უფლება ყოველ მომდევნო შაბათ კვირას თავის საცხოვრებელ სახლში წაიყვანოს შვილი ა---------ე.

სასამართლოს განჩინებით დროებითი განკარგულებით დადგენილი წესი არასრულწლოვან ა---------ის მიმართ შესრულდა და ნა-------------ეს ხელი არ შეუშლია ბავშვის მამასთან წაყვა--ზე, ა---------ე ბოლო პერიოდში სისტემატიურად იმყოფება მამასთან, რომელიც ბავშვს დედასთან დროულად არ აბრუნებს და ამის გამო ა---------ეს სკოლაში აქვს გაცდენები.

არასრულწლოვან ბა------------ის დედის საცხოვრებელ ადგილას წაყვა-- ვერ აღსრულდა, რის გამოც მხარეებს შორის წარმოიშვა უთანხმოება და კონფლიქტი, გე-–-------ძის განმარტებით დედასთან წასვლაზე ბა------------ე აცხადებს უარს და ის ვერ დააძალებს ბავშვს დედასთან წასვლას, ხოლო ნა----------ძისა და მისი წარმომადგენლის, ასევე სოციალური სამსახურის წარმომადგენლის განმარტებით ბა------------ეზე ზეწოლას ახორცილებს მამა, და მისი ხელშეშლით ვერ ხერხდება ბა------------ის წაყვა-- განკარგულებით დადგენილ დღეებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასამართლოს დროებითი განკარგულებები

- ახ--–------–ის საჯარო სკოლის მიერ გაცემული ცნობები

- სოციალური სამსახურის წარმომადგენლის ახსნა განმარტება

- ნა-----------ძის ახსნა განმარტება

- გე-–-------ძის ახსნა განმარტება

 

3.2.6. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 25 იანვრის განჩინებით საქმეში ჩაბმულ იქნა ფსიქოლოგი და დაევალა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) შესაბამისი ფსიქოლოგის ჩაბმულობის უზრუნველყოფა საქმის განხილვაში ამ უკანასკნელის მიერ წერილობითი ფორმით მოსაზრების (ფსიქოლოგიური გამოკვლევის) წარმოდგენის სახით;

სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგის მიერ გაიცა ორი დასკვნა არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ბა------------ის და ა---------ისათვის ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის თაობაზე.

2018წლის 23 თებერვალს ფსიქოლოგ თა------------ძის მიერ შედგენილი ფსიქოლოგიური გამოკვლევის დასკვნების მიხედვით: შეფასების პროცესში, განხორციელდა 5 ვიზიტი, ინდივიდუალური შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ ა-- და ბა----- ვიზიტებზე დაძაბულები არიან, საუბრისას ახარისხებენ სათქმელს, განსაკუთრებით ბ--- თავს არიდებს დედაზე საუბარს, შეკითხვებზე მოკლე პასუხს იძლევა, საუბრობს ხმადაბლა, ინარჩუნებს გაბრაზებულ გამომეტყველებას, არცერთ თემაზე თვითონ არ იწყებს საუბარს.

ურთიერთადმოკიდებულების მიზნით მოხდა ბავშვების შეხვედრა მშობლებთან, ა-- მშვიდად და კარგად შეხვდა მამას, თავისუფლად იქცევოდა, ხოლო ბა----- დედასთან შეხვედრისას აფორიაქდა, დედის ჩახუტებაზე წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა არც ინიციატივას იჩენდა, შეხვედრისას არ პასუხობდა დედის შეკითხვებს, მხოლოდ არა ვერბალურად თავის დაკვრით შემოისაზღვრებოდა. და-ძმას თბილი დამოკიდებულება აქვთ, იგრძნობა ემოციური კავშირი, ერთმანეთის მიმართ ბავშვები გამოხატავენ დიდ სითბოს და სიყვარულს, დასთან შეხვედრისას ბა-----ს დაეტყო გამოცოცხლება, ხალისიანი გახდა.

 

დაკვირვებით მიღებული შთაბეჭდილებით, დედა მოსიყვარულეა, შვილებთან ურთიერთობისას ის სითბოს გამოხატავს, ხშირად აქებს ბავშვებს, ბა-----სთან შეხვედრისას, როცა ბავშვი არ კონტაქტირებდა, დედა კარგად გრძნობდა ბავშვის რეაქციებს და ადეკვატურად რეაგირებდა, ცდილობდა არ გაეღიზიანებინა ბავშვი, დედა ყოველი ვიზიტის ბოლოს ინტერესდებოდა შვილების ფსიქოლოგიური მდგომარეობით, შეწუხებულია დედა, რომ და-ძმა სხვადასხვა ადგილას ცხოვრობენ და ბ---ს მის მიმართ აქვს შეცვლილი მიდგომა.

 

მამის მიმართ ბავშვებს კარგი დამოკიდებულება აქვთ, განსაკუთრებით ბ---ს, მამა თავის მხრივ გამოთქვამს ბავშვების მასთან ყოფნის და ზრუნვის სურვილს.

ამ ასაკში სასურველია ბავშვებს ქონდეთ ჯანსაღი ურთიერთობა ორივე მშობელთან, მითუმეტეს, რომ ბა-----ს აქვს დედასთან ურთიერთობის დანაკლისი.

 

დასკვნის მიხედვით, მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის გამო ბავშვები პიროვნულად და ემოციურად გაორებულ მდგომარეობაში არიან ბა-----ს შემთხვევაში ჩანს უსაფუძვლოდ დედის მიმართ ნეგატიური გრძნობების გამოხატვის მზადყოფნა, რაც უარყოფითად მოქმედებს ბავშვის საერთო გუნება განწყობაზე, ამ ეტაპზე ბა-----ს აქვს მამასთან ემოციური მიჯაჭვულობა, ა-- გამოხატავს ორივე მშობელთან ურთიერთობის სურვილს, დედასთან აქვს ემოციური მიჯაჭვულობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სოციალური მომსახურების სააგენტოს ბათუმის სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგის მიერ 2018 წლის 23 თებერვალს შედგენილი ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არასრულწლოვანი ბა------------ის საცხოვრებელი ადგილად ნა-----------ძის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მიმდინარე პერიოდისათვის არ შეესაბამება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს. მისი ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს მამის საცხოვრებელი ადგილი.

საქმის მასალებით არ იკვეთება არასრულწლოვანი ა---------ის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის და მის ადგილად, მამის გე-–-------ძის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილობა და აუცილებლობა.

 

საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობა გამორიცხავს არასრულწლოვანი ბა------------ის სასარგებლოდ ალიმენტის თაობაზე მოთხოვნის საფუძვლიანობას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობისა და სახელმწიფოში არსებული საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი ა---------ის ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე, 1205-ე, მე-20, 1202-ე, 1197-ე, 1199-ე, 1212-1214-ე, 1198-ე, 1234-ე მუხლი.

-ბავშვის უფლებების კონვენცია

-სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. ამავე კოდექსის 1127-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ამავე კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თა--ხმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე ნა-----------ძემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ, რის გამოც სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის თა--ხმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად, არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი ადგილი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თა--ხმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

კანონის მითითებული და--წესიდან გამომდინარე, სასამართლოს გააჩნია პრეროგატივა, გადაწყვიტოს განქორწინებულ მეუღლეთა შორის დავა არასრულწლოვანი შვილის (შვილების) საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რა დროსაც უთუოდ მოქმედებს ორივე მშობლის თა---წორობის პრინციპი, თუმცა სასამართლოსათვის უპირველესად გასათვალისწინებელი და გადამწყვეტია თავად ბავშვის უპირატესი ინტერესები.

 

ბავშვების ინტერესის უპირატესობას გა--მტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებების კონვენცია, რომლის მე-3 მუხლის თა--ხმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

ბავშვის უფლებების კონვენციის მე-12 მუხლის თა--ხმად, 1. მონაწილე სახელწმიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულება ნებისმიერ საკითხზე, რომელიც ეხება მას. ამასთან ბავშვის შეხედულებებს სათა--დო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. 2 ამ მიზნით ბავშვს, კერძოდ, ეძლევა შესაძლებლობა, მოუსმინონ მას სასამართლო თუ ადმინისტრაციული წესით საქმის განხილვისას, რომელიც ბავშვს ეხება, როგორც უშუალოდ, ასევე წარმომადგენლის ან შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ეროვნული კანონმდებლობის პროცესუალური ნორმებით დადგენილი წესით. ამავე კონვენციის მე-13 მუხლის მიხედვით, 1. ბავშვს უფლება აქვს თავისუფლად გამოთქვას თავისი აზრი.

 

სასამართლომ მოისმინა არასრულწლოვნების ბა------------ისა და ა---------ის მოსაზრებები და სურვილები, გაარკვია მათი დამოკიდებულება მშობლებისა და საცხოვრებელი ადგილისადმი და მიჩნევს, რომ ა---------ის განცხადება რომ სურს მამასთან საცხოვრებლად დარჩენა, არ ასახავს მის რეალურ სურვილსა დ არ გამომდინარებს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან. ა---------ის სასამართლოში გამოკითხვამდე, სოციალური სამსახურების კვლევის მიმდინარეობისას, არასრულწლოვანი სანდო მიჯაჭვულობას და დადებით ემოციურ დამოკიდებულებას ამჟღავნებდა დედის, ნა-----------ძის მიმართ. ფსიქოლოგთან შეხვედრებისას, არასრულწლოვანი ა--- ქცევა და ემოციური რეაქციები იყო ასაკის შესაბამისი და არ იძლეოდა ბავშვზე მშობლის მხრიდან არასათა--დო ზრუნვის ეჭვის საფუძველს. მის მიერ შესრულებული ნახატები და მილოცვები, რომელიც მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იქნა სასამართლოზე, ნათლად ასახავს მის დამოკიდებულებას დედის მიმართ.

 

მოცემული საქმის წარმოებისას, არასრულწლოვანი ბა------------ისა და ა---------ის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისა, მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულების და მათთან გაუცხოვების ხარისხის შეფასების მიზნით, ჩატარებული ფსიქოლოგიური გამოკვლევით დადგენილია, რომ მხარეებს შორის არსებული კონფლიქტის გამო ბავშვები პიროვნულად და ემოციურად გაორებულ მდგომარეობაში არიან ბა-----ს შემთხვევაში ჩანს უსაფუძვლოდ დედის მიმართ ნეგატიური გრძნობების გამოხატვის მზადყოფნა, რაც უარყოფითად მოქმედებს ბავშვის საერთო გუნება განწყობაზე, ამ ეტაპზე ბა-----ს აქვს მამასთან ემოციური მიჯაჭვულობა, ა-- გამოხატავს ორივე მშობელთან ურთიერთობის სურვილს, დედასთან აქვს ემოციური მიჯაჭვულობა.

 

გე-–-------ძე საქმის მიმდინარეობისას უწყვეტად აპელირებს, რომ ბავშვებს არ უნდათ დედასთან ყოფნა და ის ვერ დააძალებს დედის ნახვას, თუმცა საქმის განხილვით დადგენილია, რომ ბავშვებს ორივე მშობელი უყვართ, მაგრამ ამის ღიად დაფიქსირებას ერიდებიან. აშკარაა მამის გავლენა ბა------------ეზე დედასთან დამოკიდებულების განსაზღვრაში.

 

6.3. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბავშვის ინტერესი მოიცავს ორ მხარეს. ერთის მხრივ ის აყალიბებს, რომ ბავშვის კავშირი ოჯახთან უნდა იყოს შენარჩუნებული, გარდა იმ შემთხვევისა როცა ოჯახი შეფასებულია როგორც შეუფერებელი. იგულისხმება, რომ ოჯახური კავშირი შეიძლება გაწყდეს მხოლოდ განსაკუთრებულ გარემოებებში და ყველაფერი უნდა გაკეთდეს პირადი ურთიერთობების შესა--რჩუნებლად და, თუ შესაძლებელია, მოხდეს ოჯახის აღდგენა. მეორეს მხრივ ბავშვის ინტერესებში აუცილებლად შედის ჯანსაღ გარემოში ჩამოყალიბება და მშობელს არ შეუძლია იმ ღონისძიებების მიღება, რომელიც ავნებს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 45. . აუცილებელია, განხორციელდეს შეფასება და განსაზღვრა ბავშვის ინტერესებისა, მისი მშობლისაგან გამოყოფის საკითხში. ოჯახის დაშლის თავიდან აცილება და მისი დაცულობის უზრუნველყოფა ბავშვთა უფლებების დაცვის მნიშვნელოვანი კომპონენტია და დაფუძნებულია მე-9 მუხლის 1 პარაგრაფში მოყვანილ უფლებაზე, რომელიც მოითხოვს: ბავშვი არ უნდა იქნეს მოცილებული თავის მშობლებს საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ, გარდა იმ შეთხვევისა, როდესაც დაშორება მშობლებთან ემსახურება თავად ბავშვის ინტერსების დაცვას. ბავშვს, რომელიც მოშორებულია ერთ ან ორივე მშობელს, უფლება აქვს შეინარჩუნოს ურთიერთობა და პირდაპირი კავშირი ორივე მშობელთან რეგულარულად, თუ ეს არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2015 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილება საქმე „გ.ს. საქართველოს წინააღმდეგ“, ველი 58, 60).

ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება უნდა მოიცავდეს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს, და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათა--დო მნიშვნელობის მინიჭებას. ბავშვის უფლება, მოუსმინონ და მათი შეხედულება აღიქვან სერიოზულად, წარმოადგენს კონვენციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას. გაეროს ბავშვის უფლებების კომიტეტმა განმარტა ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-12 მუხლი, როგორც კონვენციის ოთხი ძირითადი პრინციპის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი (ამასთან, და--რჩენი ძირითადი პრინციპებია: არა-დისკრიმინაციის პრინციპი, სიცოცხლისა და განვითარების უფლება). შესაბამისად, კონვენციის მე-12 მუხლი არა მხოლოდ აყალიბებს უფლებას როგორც ასეთს, არამედ გათვალისწინებული უნდა იქნას ყველა სხვა უფლების ინტერპრეტაციისა და განხორციელებისას (ადამიანის უფლებათა შესახებ ევროპული სასამართლოს 2016 წლის 02 თებერვლის გადაწყვეტილება საქმე „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

 

6.4. სასამართლომ უშუალოდ მოისმინა ბა------------ის მოსაზრება. არასრულწლოვანს მიეცა შესაძლებლობა, თავისუფლად გამოეხატა თავისი აზრი სადავო საკითხებთან მიმართებით: მან ნათლად და გარკვევით დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ არ სურს დედასთან, ნა-----------ძესთან ცხოვრება. მისი მოსაზრებისა და ასევე, საქმეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი ბა------------ის სურვილის საწინააღმდეგოდ, მისი ამჟამინდელი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და დედასთან საცხოვრებლად გადასვლა, ძალზედ უარყოფითად იმოქმედებს არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, რაც საბოლოოდ წარუშლელ კვალს დატოვებს ბავშვის როგორც ფიზიკურ მდგომარეობაზე, ასევე მის ფსიქიკაზე (არასრულწლოვანის ფსიქოლოგიური დაძაბულობა, ემოციური სირთულეები ნათელია საქმის მიმდინარეობისას. შესაბამისად, დავის გადაწყვეტისას, ბავშვის შესაბამისი ემოციებისადმი ფრთხილი და ფაქიზი დამოკიდებულება აუცილებელია და ყველაზე უკეთ შეესაბამება მის ინტერესებს).

 

კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, ბავშვი დაშორდეს ერთ-ერთ მშობელს თუ ასეთი დაშორება გამოწვეულია არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებით, ემსახურება მისი აღზრდა-განვითარებისათვის უკეთეს გარემო-პირობებში ცხოვრებას. არახელსაყრელი ემოციური გარემო, თუნდაც მატერიალურად უკეთესი, ბავშვში იწვევს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს, განგაშს. გარემომ ხელი უნდა შეუწყოს ბავშვის ფსიქო-ემოციურად და ინტელექტუალურად უკეთ განვითარებას, ფუნქციონირების და სოციალიზაციის პროცესს. არასრულწლოვანი ბა------------ე დედის მიმართ ავლენს გაორებულ დამოკიდებულებას, ერთის მხრივ კატეგორიულად აღნიშნავს, რომ არ სურს დედასთან ცხოვრება, ხოლო დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხის გაცემისას, სხვა პირობებში გამოხატავს საპირისპიროს - უყვარს დედა და ახარებს მასთან შეხვედრა. ამასთა--ვე დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ბა----- მიჯაჭვულია მამაზე და მამის ოჯახის წევრებზე - ბებიაზე, თავს კომფორტულად და დაცულად გრძნობს არსებულ გარემოში და მისთვის გარემოს ცვლა და მამასთან დაშორება იქნება მეტად მძიმე, მატრავმირებელი. იმის მიუხედავად, რომ გე-–-------ძე გარკვეულ უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის დედასთან ურთიერთობაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი ბა------------ის მიმართ მამის მხრიდან ნეგატიური შინაარსის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ღრმა კვალი არ არსებობს. მის ასაკში გონიერებისა ცნობიერების ჩამოყალიბება იმ ხარისხისაა, რომ რაიმე სახის მისთვის არასასურველი რადიკალური ცვლილება შესაძლოა უარყოფითი შედეგის მომტანი გახდეს. არასრულწლოვანის დაშორება მშობელთან შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია ერთ-ერთ მშობელთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდოს და იცხოვროს მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ბავშვი ინტეგრირებულია მამის ოჯახში, აქვს უსაფრთხო მიჯაჭვულობა მამაზე, ადაპტირებულია ჩვეულ გარემოში და ამ ასაკში ბავშვის მამასთან მოცილება და უცხო გარემოში გადაყვა-- გარკვეულ რისკებთან იქნება დაკავშირებული. აღნიშნული რისკების თავიდან აცილება და ბავშვის აღზრდისათვის უსაფრთხო, კომფორტული გარემოს შექმნა კი წარმოადგენს მოცემული დავის გადაწყვეტის ოპტიმალურ გზას, რა დროსაც ყველაზე უკეთ იქნება დაცული ბავშვის ინტერესები.

განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლების განმარტებისა და ფსიქოლოგიური გამოკვლევების შედეგების მიხედვით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე ბა------------ის აღზრდისათვის შესაბამისი გარემო არის მამის, გე-–-------ძის საცხოვრებელი ადგილი და არ გამოიკვეთა მისთვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის და დედის საცხოვრებელ ადგილზე გადმოსვლის მიზანშეწონილობა.

 

დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ა---------ე მშობლების დაცილების შემდგომ ცხოვრობდა დედასთან, სწავლობს სკოლაში დედის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებზე, რომლის მიხედვითაც ა-- გამოხატავს ორივე მშობლებთან ყოფნის სურვილს, დედასთან აქვს ემოციური მიჯაჭვულობა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ნა-----------ძე ზრუნავს ა---------ეზე, მის სწავლასა და სათა--დო აღზრდაზე, ბავშვზე დედის მხრიდან ისეთი ქმედება, რომელიც შეიძლება გახდეს დედისათვის შვილთან ერთად ცხოვრების შეზღუდვის საფუძველი, არ არსებობს. არასრულწლოვან ა---------ესა და მამას შორის დამოკიდებულებაზე, დედის ან მისი ოჯახის წევრების მხრიდან ცუდი ზეგავლენა არ შეინიშნება. ა---ა და გე-–-------ძეს შორის ნორმალური მამა-შვილური დამოკიდებულებაა. ეს უკა---კნელი არ არის იმ ხარისხის მიჯაჭვულობა, რაც შესაძლოა გადამწყვეტი იყოს არასრულწლოვანი ა---------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას. ის ფაქტი კი, რომ და-ძმას ა---ა და ბა-----ს შორის არის სიყვარული და ურთიერთობის სურვილი, ორივე მშობელს ავალდებულებს, ხელი შეუწყოს და-ძმას შორის ურთიერთობას და ხელი შეუწყოს დედასა და ბა-----ს შორის ნორმალური ურთიერთობის აღდგენას.

 

არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის გადაწყვეტის დროს, როგორც უკვე აღინიშნა, სასამართლომ უნდა შეაფასოს, პირველ რიგში, თუ რამდენად შეესაბამება სასარჩელო მოთხოვნა ბავშვის ინტერესებს. ამ უკა---კნელის შეფასებისას კი, უნდა იქნეს გამოკვლეული, ერთის მხრივ, თუ რა გარემოებები უდევს საფუძვლად მსგავსი შინაარსის მოთხოვნის დაყენებას და, მეორეს მხრივ, გამართლებულია თუ არა ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ან/და შეცვლა მისი პიროვნებისა და მისთვის უახლოესი გარემოს შეფასებიდან გამომდინარე, ხომ არ გამოიწვევს ბავშვის ფსიქოლოგიურ ტრამვას, ან შესაძლებელია ასეთს არ იწვევდეს, მაგრამ რამდენად დადებით მნიშვნელობის იქნება ბავშვის განვითარებისათვის. სასამართლომ უნდა დაადგინოს თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპათიას (მიჯაჭვულობას, ემოციური კავშირს) ბავშვი და რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, ბავშვის მშობელთან დამოკიდებულებას არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აღნიშნული კრიტერიუმი სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოითხოვს შესაბამის კვლევას.

 

ამდენად, ა---------ის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა და დედასგან მოშორება არ შეესაბამება არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებს, დადგენილ გარემოებათა ანალიზით სასამართლო თვლის, რომ ა---------ის სწორად აღზრდა განვითარებისათვის მნიშვნელოვანია დედასთან ყოფნა და მასთან არასაკმარისი სიახლოვე დამღუპველი იქნება და უარყოფითად იმოქმედებს ქალიშვილის ცხოვრების ფორმირებაზე. დავის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პრიორიტეტის განსაზღვრა უნდა მოხდეს ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით, რაშიც არ მოაზრება მისი განცხადება სასამართლოს წინაშე, რომ სურს მამასთან ცხოვრება.

 

ნორმალურ პირობებში და-ძმის განცალკევებით აღზრდა უარყოფითად არ იმოქმედებს მათ ფსიქიკაზე და უპირველესად მათი შემდგომი ურთიერთობის ბედზე. მშობლებს ეკისრებათ პასუხიმგებლობა მათი კონფრონტაციის ასახვის გამო ბავშვის ფსიქიკასა და შესაბამისად მის განვითარებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---------ის საუკეთესო ინტერესებისათვის მიზანშეწონილია, მისი საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს ნა-----------ძის საცხოვრებელი ადგილი. სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას იცხოვროს შვილთან, წარმოადგინოს ბავშვის ინტერესები, მაგრამ აღნიშნულ უფლებათა განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობა ენიჭება ბავშვის ინტერესებს.

 

6.4. მოსარჩელე ნა-----------ძემ ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები: ბა------------ე და ა---------ე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თა--ხმად, მშობლები მოვალენი არიან, არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ. ამავე კოდექსის 1213-ე მუხლის თა--ხმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია საოჯახო სამართალში მშობლებისა და შვილების ურთიერთობის უზოგადესი წესი და დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. კანონის დასახელებული მიზნის მიღწევისათვის სამოქალაქო კოდექსი, ასევე, სხვა არა ერთი საერთაშორისო აქტი ადგენს რეგულაციათა სპექტრს, რომელიც მიმართულია ბავშვთა უფლებების დაცვისკენ. ამგვარ უფლებათაგან ერთ-ერთ უმთავრესს წარმოადგენს ბავშვის მინიმალური რჩენის აუცილებლობა, რომელიც გამოხატულებას საალიმენტო ვალდებულებაში პოულობს. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასამართლომ ალიმენტის მოცულობა უნდა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლია--დ შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდა ეკისრება იმ მშობელს, რომლის საცხოვრებელი ადგილიც არ ითვლება არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად. ალიმენტს არ იხდის ის მშობელი, ვისთა--ც ბავშვი ცხოვრობს. ბავშვის საცხოვრებელი ადგილი კი განისაზღვრება მშობელთა შეთანხმებით და თუ ისინი ვერ თანხმდებიან, მაშინ სასამართლოს გადაწყვეტილებით.

 

ნა-----------ძემ, მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის დაკისრებასთან ერთად, მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა. ვინაიდან მისი მოთხოვნა არასრულწლოვანი ბა------------ისათვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან მიმართებით არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მოპასუხე გელა გაბიძისათვის ბა------------ის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი. გე-–-------ძეს ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს მხოლოდ ა---------ის რჩენისათვის.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები: ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით.

 

დადგენილია, გე-–-------ძის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობა. ოჯახის შემოსავალს წარმოადგენს გე-–-------ძის ხელფასი 400 ლარის ოდენობით და გელას მამიდის- ნა-----------ის პენსია, ამასთა--ვე გასათვალისწინებელია, რომ ერთი ბავშვი მასთან რჩება საცხოვრებლად, რომლის რჩენისათვის გე-–-------ძე ალიმენტის დაკისრებას მეორე მშობელზე არ ითხოვს.

 

საქმეზე დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ა--ლიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, არასრულწლოვანი ა---------ის რჩენისათვის ყოველთვიურად გადასახდელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა უნდა განისაზღვროს 100 ლარით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თა--ხმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან მოპასუხემ მთავარ სხდომამდე ცნო სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების შესახებ, მას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა არ უნდა დაეკისროს. შესაბამისად, მოსარჩელე გე-–-------ძეს უნდა დაუბრუნდეს ამ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თა--ხმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არა--კლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თა--ხმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა - ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თა--ხმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ნა-----------ძის მიერ ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღრვისათვის სარჩელზე გადახდილია 120 ლარი, ანუ 20 ლარით მეტი, რაც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს 50 ლარის ა--ზღაურება, ხოლო 50 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად. გე-–-------ძეს უნდა დაეკისროს ალიმენტის თაობაზე სარჩელისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე მიღებული დროებითი განკარგულებები უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. გე-–-------ძის სარჩელი სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. შეწყდეს გე-–-------ძესა და (დაბ. 10.10.1983წ., პ/№6----------) და ნა-----------ძეს (დაბ. 03.07.1988 წ., პ/№6----------) შორის 2007 წლის 03 აპრილს № მნ 0083765 სააქტო ჩა--წერით რეგისტრირებული ქორწინება;

 

1.2. გე-–-------ძეს დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა 50 ლარის ოდენობით. (სს ,, თიბის ბანკი“ საგადასახდო დავალება N2. გადახდის თარიღი 22.06.2017. მიმღების ანგარიში 300733150. გადამხდელი ლე----------–-ძე პ/ნ 6----------)

 

2. ნა-----------ძის სარჩელის დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2.1. არასრულწლოვან ა---------ის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის ნა----------ძის საცხოვრებელი ადგილი.

 

2.2. მოპასუხე გე-–-------ძეს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 2009 წლის 21 იანვარს დაბადებული ა---------ის რჩენა – აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 100 (ასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან, 2017 წლის 31 ივლისიდან შვილის სრულწლოვანებამდე.

 

3. დაუბრუნდეს ნა-----------ძეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 120 ლარიდან 20 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი. (სს ,, თიბის ბანკი“ საგადასახდო დავალება N0. გადახდის თარიღი 31.07.2017. მიმღების ანგარიში 300733150. გადამხდელი რო-–-------------ძე პ/ნ 6----------)

 

4. გე-–-------ძეს დაეკისროს ნა----------ძის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 50 ლარის ა--ზღაურება ნა-----------ძის სასარგებლოდ,5. ნა-----------ძის მიერ გადახდლი 50 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

6. გე-–-------ძეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდეს სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

7. საქმეზე მიღებული დროებითი განკარგულებები გაუქმდეს.

 

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), მოსარჩელისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, ხოლო მოპასუხისათვის სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358) მეშვეობით;

 

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოში (მისამართი: ქ. ბათუმი. ფრიდონ ხალვაშის გამზირი №358)) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია

 

მოსამართლე: ნუგზარ მგელაძე