გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/745-17
№200210017002118343
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 აპრილი, 2018 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - ც----- ს--------ა მოპასუხეები: სსიპ თ--–-----------------------–ა, დ-----------ი ე---------ე გ-------–-–---–ი წარმომადგენელი - მ------ რ------–---–ი დავის საგანი - სამსახურში აღდგენა და განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გაუქმდეს სსიპ მ. კ--------ს სახ. ქ. თ--–-------------------------–ის დისციპლინური კომიტეტის სხდომის 2017 წლის 03 ივლისის №11 ოქმი, იმავდროულად გაუქმდეს 05.07. 2017 წლის სკოლის დ-----------ის ბრძანება №55 და დაუყოვნებლივ იქნეს აღდგენილი სამსახურში.
1.2. იმავდროულად ითხოვს მოპასუხეს მის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური სახით დაეკისროთ მისი სრული ხელფასის გადახდა 2017 წლის 3 ივლისიდან სამსახურში აღდგენის პერიოდამდე გადაანგარიშებული სრული ოდენობით.
1.3. მოსარჩელე ითხოვს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
სარჩელის თანახმად, მოსარჩელის განცხადებით იგი ქ.თ--–-------------------------–აში თითქმის ნახევარი საუკუნეა მუშაობს პ--------ად, ყოველთვის იყო რაიონის წარმატებული პ--------ი, რასაც ის სიგელები ადასტურებს, რაც მის მიერ არის წარმოდგენილი. ასაკის მატებასთან ერთად იგი თავისი პიროვნული ღირსებებიდან გამომდინარე გზას ახალგაზრდებს უთმობდა, თუმცა კანონი ამას არ ავალებდა. ამასთან დაკავშირებით ბევრი სირთულეებიც გადაიტანა, რომლის მიუხედავად შეუძლია სწორი საგანმანათლებლო აზროვნება და ღმერთის წყალობით, მიუხედავად ბევრი ტრაგედიისა ჯანმრთელობაც ხელს უწყობს. ბოლო ორი წელი სკოლაში პ--------ად კვირაში 4 და 6 საათზე მუშაობდა. სხვა პენსიონერ პ--------ებს 21 და 22 საათები ჰქონდათ. ახალმა დ-----------მა ე---------ე გ-------–-–---–მა, რომელსაც არანაირი პ--------იური ან რაიმე შემხებლობითი მოღვაწეობა არ ჰქონია საგანმანათლებლო სისტემასთან მისვლის დღიდან მისი ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია. სკოლის დ-----------მა არაერთგზის დაარღვია კანონი ასაკობრივი დისკრიმინაციის შესახებ, თავდაყირა დააყენა საქართველოში მოქმედი მთლიანი კანონმდებლობა სკოლის დ-----------ის შესახებ. მისი სკოლიდან გათავისუფლება ქ. თ--–-------------------------–ის დისციპლინურმა კომიტეტმა, ოქმი №11 მიიღო მთელი ადმინისტრაციული ნორმების არსებითი დარღვევით: ფაქტიურად დამთავრებული სასწავლო წლის შემდეგ დ-----------ის დავალებით შეიკრიბნენ მოსწავლე-მშობლები საჩივარი ახსნა განმარტების დასაწერად, რაც საფუძველი გახდა დისციპლინურ კომიტეტს მიეღო სამარცხვინო ოქმი, ამის შემდეგ სკოლის დ-----------ის 05.07.2017 წლის ბრძანება №55 გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან, რითაც არსებითად დაირღვა როგორც მისი კონსტიტუციური უფლება, ისე შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისი მუხლები.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნებს და მიუთითა, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან მოსარჩელე ც----- ს--------ას განთავისუფლება მოხდა სსიპ მ----- კ--------ს სახელობის ქალაქ თ--–-----------------------–ის დ-----------ის 2017 წლის 5 ივლისის №1/კ-55 ბრძანებით, რასაც საფუძვლად დაედო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება (სხდომის ოქმი №11); სკოლის შინაგანაწესი; მხარეთა შორის დადებული შრომითი ხელშეკრულება და ის ფაქტი რომ, მოსარჩელეს ერთი კალენდარული წლის ვადაში, უკვე ორი დისციპლინური სახდელი ჰქონდა დაკისრებული. სსიპ მ----- კ--------ს სახელობის ქალაქ თ--–-----------------------–აში შევიდა მე-2 ბ და მე-2 გ კლასის მოსწავლეების მშობლების განცხადებები, რომლებიც ადანაშაულებდნენ ც----- ს--------ას მათი შვილების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ფსიქოლოგიურ ზეწოლაში. სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ დეტალურად იქნა მოკვლეული, ც----- ს--------ას შესახებ საქმე.სკოლის მე-2 ბ და მე-2 გ კლასის მოსწავლეებს ჩამოერთვათ ახსნა განმარტებები. ახსნა-განმარტებებში მოსწავლეები ადასტურებდნენ ც----- ს--------ას მიერ მათზე და მათ თანაკლასელების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფის და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტებს. ამასთან, ც----- ს--------ამ ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა სამეურვეო საბჭოში დ-----------ის გადაწყვეტილება გათავფისუფლებაზე. რის შემდეგაც, სამეურვეო საბჭომ კიდევ ხელახლა შეისწავლა დისციპლინური კომიტეტის მიერ მოკვლეული საქმე და ობიექტურად შეაფასა დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილება. სსიპ მ----- კ--------ს სახელობის ქალაქ თელვის №4 საჯარო სკოლის დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 3 ივლისის №11 სხდომა ჩატარდა კანონის სრული დაცვით. ამასთან დისციპლინურმა კომიტეტმა მიიღო კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება. მოსარჩელის მიერ განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრებულია ვადების დარღვევით. კერძოდ, მოსარჩელე ც----- ს--------ას სსიპ მ----- კ--------ს სახელობის ქალაქ თ--–-----------------------–ისთვის განთავისუფლების დასაბუთებისთვის არ მიუმართავს, მაგრამ სკოლის მიერ 2017 წლის 5 ივლისს მოხდა ც----- ს--------ასთვის ჩაბარება, როგორც დასაბუთების, ასევე განთავისუფლების შესახებ ბრძანების და დისციპლინური კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების. სსიპ მ----- კ--------ს სახელობის ქალაქ თ--–-----------------------–ას 2017 წლის 14 ივნისს განცხადებებით მიმართეს მე-2 ბ და მე-2 გ კლასის მოსწავლეების მშობლებმა. რომლებიც ითხოვდნენ, ც----- ს--------ას ჩამოშორებას, მათი შვილების კლასიდან, იმ მოტივით, რომ მათ შვილებს აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფას, ასევე ბავშვები იყვნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. სსიპ მ----- კ--------ს სახელობის ქალაქ თ--–-----------------------–ის დისციპლინური კომიტეტის მიერ მოხდა მე-2 ბ და მე-2 გ კლასის მოსწავლეების გამოკითხვა, მშობლების და ფსიქოლოგის თანდასწრებით. გამოკითხულმა მოსწავლეებმა დაადასტურეს, მათზე და მათ თანაკლასელების მიმართ ც----- ს--------ას მიერ მრავალჯერ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები. მოსარჩელე ც----- ს--------ას სსიპ მ----- კ--------ს სახელობის ქალაქ თ--–-----------------------–ის დ-----------ის 2016 წლის 16 ნოემბრის №1/კ-183 ბრძანებით და 2017 წლის 15 ივნისის №1/კ-47 ბრძანებით, დაკისრებული ჰქონდა დისციპლინური სახდელები სამსახურიდან განთავისუფლებამდე. სსიპ მ----- კ--------ს სახელობის ქალაქ თ--–-----------------------–ის დისციპლინური კომიტეტმა 2017 წლის 3 ივლისს(სხდომის ოქმი№11) გამოიტანა გადაწყვეტილება ც----- ს--------ას განთავისუფლების შესახებ. რასაც საფუძვლად დაუდო შემდეგი გარემოებები: ა) სკოლასა და ც----- ს--------ას შორის გაფორმებული ხელშეკრულების ნაწილი იყო სკოლის შინაგანაწესი და ამავე დროს ც----- ს--------ა ხელმოწერით ადასტურებდა რომ გაეცნო შინაგანაწესს. ბ) ც----- ს--------ას კალენდარული წლის მანძილზე უკვე დაკისრებული ჰქონდა ორი დისციპლინარული სახდელი; გ) ც----- ს--------ა უხეშად არღვევდა შინაგანაწესს. სკოლის შინაგანაწესით, ფიზიკური შეურაცხყოფა პირდაპირ დასაქმებულის განთავისუფლებას ითვალისწინებს. სსიპ მ----- კ--------ს სახელობის ქალაქ თ--–-----------------------–ის დ-----------ის 2017 წლის 5 ივლისის №1/კ-55 ბრძანებით 2017 წლის 5 ივლისიდან გათავისუფლდა ც----- ს--------ა სამსახურიდან. სსიპ მ----- კ--------ს სახელობის ქალაქ თ--–-----------------------–ის მიერ ც----- ს--------ას 2017 წლის 5 ივლისს, ჩაბარდა განთავისუფლების შესახებ დასაბუთება, ასევე განთავისუფლების შესახებ ბრძანება და დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 3 ივლისის №11 სხდომის ოქმი, რომელშიც დეტალურად იყო განხილული, რა ფაქტობრივი გარემოებების და რა მტკიცებულებების საფუძვლით მოხდა ც----- ს--------ას სამსახურიდან განთავისუფლება. მოპასუხე მხარის განმარტებით 2017 წლის 5 ივლისს ც----- ს--------ასთვის დეტალურად იყო ცნობილი ყველა ის გარემოება რაც კავშირში იყო მის განთავისუფლებასთან. სწორედ, ამიტომ სშკ-ის 38-ე მუხლის შესაბამისად დაიწყო 2017 წლის 5 ივლისს, ერთთვიანი გასაჩივრების ვადის ათვლა. მოპასუხე მხარემ შესაგებელით განმარტავს რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა. გასულია საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების ვადა. ც----- ს--------ა სამსახურიდან გათავისუფლებულია საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით, შესაბამისად დაუშვებელია მისი სამსახურში აღდგენა და მოპასუხისთვის განაცდურის დაკისრება.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხე მხარემ ითხოვა, არ დაკმაყოფილდეს სარჩელი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე ც----- ს--------ა ქალაქ თ--–-----------------------–ის დაწყებითი კლასების პ--------ია და ასწავლიდა ბუნებას. დადგენილია ის გარემოება, რომ მოსარჩელე ც----- ს--------ასა და მოპასუხე სსიპ მ----- კ--------ს სახელობის ქალაქ თ--–-----------------------–ის დ-----------ს შორის 2016 წლის 14 სექტემბერს დაიდო შრომითი ხელშეკრულებაN5-65. ამავე ხელშეკრულების 3.3.2. პუნქტის თანახმად დასაქმებული ვალდებულია იზრუნოს თვითოეული მოსწავლის პიროვნულ განვითარებაზე და მისი მოქალაქეობრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაზე, დაიცვას მოსწავლის უფლებები და ინტერესები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-შრომითი ხელშეკრულება(ს.ფ.93-96)
3.2.2. მოსარჩელე ც----- ს--------ას სსიპ მ----- კ--------ს სახელობის ქალაქ თ--–-----------------------–ის დ-----------ის 2016 წლის 16 ნოემბრის №1/კ-183 ბრძანებით და 2017 წლის 15 ივნისის №1/კ-47 ბრძანებით, დაკისრებული აქვს დისციპლინური სახდელები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2016 წლის 16 ნოემბრის №1/კ-183 ბრძანება(იხ.ს.ფ.109)
- 2017 წლის 15 ივნისის №1/კ-47 ბრძანება(იხ.ს.ფ.110)
3.2.3. ც----- ს--------ას განთავისუფლება მოხდა სსიპ მ----- კ--------ს სახელობის ქალაქ თ--–-----------------------–ის დ-----------ის 2017 წლის 5 ივლისის №1/კ-55 ბრძანებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სხდომის ოქმი, განთავისუფლების ბრძანება ( ს.ფ. 16-21, ს.ფ. 15)
3.2.3. სსიპ მ----- კ--------ს სახელობის ქალაქ თ--–-----------------------–ის დისციპლინური კომიტეტის 2017 წლის 3 ივლისის ჩატარდა №11 სხდომა და შედგა შესაბამისი ოქმი, რის საფუძველზე გამოიცა სსიპ მ----- კ--------ს სახელობის ქალაქ თ--–-----------------------–ის დ-----------ის 2017 წლის 5 ივლისის №1/კ-55 ბრძანება, ხოლო ც----- ს--------ამ აღნიშნული ბრძანება გაასაჩივრა სკოლის სამეურვეო საბჭოში 2017 წლის 11 ივლისს. სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2017 წლის 1 აგვისტოს ც----- ს--------ას საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 3 ივლისის ჩატარდა №11 სხდომის ოქმი(ს.ფ.111-116)
-სამეურვეო საბჭოს გადწყვეტილება(ს.ფ.126-130)
3.2.4. სსიპ მ----- კ--------ს სახელობის ქალაქ თ--–-----------------------–აში შევიდა მე-2ბ და მე-2გ კლასის მოსწავლეების მშობლების განცხადებები, რომლებიც განმარტავდნენ რომ, მათი შვილებს ც----- ს--------ა აყენებდა ფიზიკურ შეურაცხყოფს, ბავშვები იყვნენ ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ და ითხოვდნენ, ც----- ს--------ას ჩამოშორებას, მათი შვილების კლასიდან. სკოლის დისციპლინური კომიტეტის მიერ მოკვლეული იქნა მშობელთა განცხადებაში მითითებული ფაქტები და ამავე სკოლის მე-2 ბ და მე-2 გ კლასის მოსწავლეებს ჩამოერთვათ ახსნა განმარტებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 წლის 3 ივლისის ჩატარდა №11 სხდომის ოქმი(ს.ფ.111-116)
-ფსიქოლოგის თ.თ--–-–---–ის ჩვენება(იხ.სხდომის ოქმი 30.03.2018.15:05:00)
მოწმეთა(ნ.ო-----–---–ის,თ.გ------–---–ის,ლ.ხ--–-–---–ის,ნ.ჭ---------ის,მ.მ-----–-–---–ის ნ.ხ----ის, ლ.დ--–---–---–ის) ჩვენებები(ოხ.ოქმი30.03.2018.15:14:58-16:10:04)
- ახსნა-განმარტებები(ს.ფ.87-108)
3.2.5. მოსარჩელე ც----- ს--------ას სსიპ მ----- კ--------ს სახელობის ქალაქ თ--–-----------------------–ის დ-----------ის 2017 წლის 5 ივლისის №1/კ-55 ბრძანება, ამავე ბრძანების დასაბუთება და 2017 წლის 03 ივლისის სხდომის ოქმი ჩაბარდა 2017 წლის 05 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ჩაბარების დასტური (იხ.ს.ფ.118)
3.2.6. სსიპ მ----- კ--------ს სახელობის ქალაქ თ--–-----------------------–ის შინაგანაწესის 22-ე მუხლის თანახმად დასაქმებულის მიერ დისციპლინარული გადაცდმის ჩადენის გამო დასაქმებულს ეკისრება დისცპლინარული სახდელი. ხოლო მე-18 მუხლის თანახმად სკოლას შეუძლია დასაქმებულთან შეწყვიტოს შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით და კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო ერთი კალენდარული წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან და კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებისას მტკიცების ტვირთი ნაწილდება ობიექტურად და სამართლიანად. მტკიცების ტვირთის განაწილების ობიექტური და სამართლიანი სტანდარტი განაპირობებს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრის განსაზღვრას, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მხარის მიერ მტკიცების ობიექტური განხორციელების შესაძლებლობა. აღნიშნულ პრინციპს ეფუძნება დადებითი მოვლენის მტკიცების ვალდებულება ნეგატიური მოვლენის მტკიცების შეუძლებლობის გამო. თავის მხრივ, შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, ანუ დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან დათხოვნის უკანონობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება უკანონო გათავისუფლების თაობაზე, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს აკისრებს მის მიერ გამოვლენილი ნების -დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება იმ პრინციპს, რომ დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ მისმა დაქირავებულმა პირმა - მუშაკმა, დასაქმებულმა, შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც გამოიხატა კონკრეტულ ქმედებაში. შესაბამისად, მოპასუხე, რომელიც ზოგადად ასეთი შინაარსის დავებში ვალდებულია მის მიერ გამოვლენილი ნების მართლზომიერება ამტკიცოს, ასევე ვალდებულია ჯეროვანი და შესაფერისი მტკიცებულებით დაადასტუროს და სასამართლოს წარმოუჩინოს ის გარემოებები, რომლებიც დაედო საფუძვლად შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე დამსაქმებლის გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში, შრომითი ურთიერთობა მოსარჩელესთან შეწყდა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”თ” ქვეპუნქტით, რომლის თანახმადაც შეწყვეტის საფუძველი გახდა შრომის ხელშეკრულებისა და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული ვალდებულებების უხეში დარღვევა, მას შემდეგ რაც ც----- ს--------ას მიმართ დარღვევვების გამო ბოლო ერთი წლის განმავლობაში ორჯერ იყო გამოყენებული შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინარული პასუხისმგებლობა, საყვედური და სასტიკი საყვედური.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ც----- ს--------ას სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
ევროპის სოციალური ქარტია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ(1989 წლის 20 ნოემბერი).
კონვენციის N14 ზოგადი კომენტარი(2013 წელი).ბავშვის უფლებების შესახებ, მის საუკეთესო ინტერესებს დაეთმოს უპირველესი ყურადღება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით _ საქართველოს შრომის კოდექსით.
მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილ იქნა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის “თ” ქვეპუნქტის საფუძველზე.
ევროპის სოციალური ქარტია, 24-ე მუხლის ”ა” ქვეპუნქტით ავალდებულებს მხარეებს, აღიარონ ყველა მუშაკის უფლება, უარი თქვან დასაქმების შეწყვეტაზე საპატიო მიზეზის გარეშე, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე, ... შინაგანაწესიდან.
სასამართლო განმარტავს რომ სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის სწორი გამოყენების მიზნით (შრომითი ხელშეკრულების დარღვევის (უხეში) დარღვევის საფუძვლით გათავისუფლება), დამსაქმებელმა უნდა დაიცვას პრინციპი, რომლის შესაბამისად, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. ნიშანდობლივია, დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებულ უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შრომის სამართალში დამკვიდრებული “Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევასა (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ამ პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტიანი შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის.
როგორც კონსტიტუციით, ისე საერთაშორისო სამართლის ნორმებით დაცულია თითოეული ადამიანის შრომითი უფლებები. მართალია, დამსაქმებელს აქვს მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის უფლება, მაგრამ მან ეს უნდა განახორციელოს იმ წესების მკაცრად დაცვით, რაც განსაზღვრულია კანონმდებლის მიერ. საკასაციო პალატამ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: “ნებისმიერი უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.“ ერთ-ერთ საკასაციო განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ „დამსაქმებელს რომ არ მიეცეს „თვითნებობისა და დასაქმებულის სამუშაოდან უსამართლო და უპირობო განთავისუფლების საფუძველი“, უნდა დადგინდეს დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნის საფუძველი.“ (იხ. უზენაესი სასამართლოს განჩინებები №ას-545-513-20125.10. 2012წ., №ას-106-101-2014, 2.10. 2014 წელი; №ას 893-851-2013 , 7.11.2013)
მოცემულ შემთხვევაში გამართლებული იყო დამსაქმებლის მიერ 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის გამოყენება (დაკისრებული ვალდებულების უხეშ დარღვევა, თუ დასაქმებულის მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იქნა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან და კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის რომელიმე ზომა) მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დაადგინა ც----- ს--------ას დასაქმების შეწყვეტის საპატიო მიზეზი, კერძოდ მოსარჩელის მიერ უხეშად იქნა დარღვეული შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, მას შემდეგ რაც ც----- ს--------ას მიმართ ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე გამოყენებული იყო შრომის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინარული პასუხისმგებლობა, 2016 წლის 16 ნოემბრის №1/კ-183 ბრძანებით მიეცა საყვედური, ხოლო 2017 წლის 15 ივნისის №1/კ-47 ბრძანებით დაეკისრა დისციპლინური სასტიკი საყვედური.
საქმეში არსებული მტკიცებულებები, მოპასუხის შესაგებელი, მოწმეთა ახსნა-განმარტებები, წერილობითი მტკიცებულებები ადასტურებს, რომ ც----- ს--------ას მხრიდან ადგილი ჰქონდა სასწავლო პროცესის დროს ბავშვების მიმართ ისეთ მოქმედებებს (ფსიქოლოგის ჩვენების თანახმად, რომელმაც სხდომაზე აჩვენა, რომ გამოკითხვის დროს ბავშვების განმარტებით, მასწავლებელი მათ სხვადასხვაგვარად სჯიდა ფიზიკურად: ყურს უწევადა, ქაჩვადა თმებით, ხელებში არტყამდა, ხელის-ხელზე მოკიდებით გაჰყავდა დაფასთან, რითაც ასევე ახდენად ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც), რის გამოც ბავშვებს არ მოსწონდათ ბუნების გაკვეთილზე ყოფნა.
ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მესამე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.“ ამავე კონვენციის N14 ზოგადი კომენტარის თანახმად ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ,,ბავშვს აძლევს უფლებას, მის მიმართ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებისას ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, შეფასდეს და უპირველესი ყურადღება დაეთმოს მის საუკეთესო/ჭეშმარიტ ინტერესებს როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო სფეროში“.ასევე ,,პირველი პუნქტის მიზანია, უზრუნველყოს, რომ უფლება გარანტირებული იყოს ბავშვებთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებასა და ქმედებაში. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება ბავშვს ან ბავშვებს, უნდა ითვალისწინებდეს მათ საუკეთესო ინტერესებს როგორც უპირველეს პრიორიტეტს. სიტყვა „ქმედება“ მოიცავს არა მხოლოდ გადაწყვეტილებებს, არამედ მოქმედებებს, ქცევას, წინადადებებს, მომსახურებას, პროცედურებსა და სხვა ღონისძიებებს“. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის ქმედება არ ემსახურება ბავშვების საუკეთესო ინეტერსებს.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მეექვსე ნაწილის თანახმად დასაქმებულს უფლება აქვს, წერილობითი დასაბუთების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ხოლო მეშვიდე ნაწილით თუ დამსაქმებელი დასაქმებულის მოთხოვნის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში წერილობით არ დაასაბუთებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს, დასაქმებულს უფლება აქვს 30 კალენდარული დღის ვადაში სასამართლოში გაასაჩივროს დამსაქმებლის გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე სასმართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე ც----- ს--------ას მოსაზრებას, რომ 2017 წლის 5 ივლისის №1/კ-55 ბრძანება მას გასაჩივრებული აქვს ვადის დაცვით, ვინაიდან დადგენილია რომ მოსარჩელე ც----- ს--------ას სსიპ მ----- კ--------ს სახელობის ქალაქ თ--–-----------------------–ის დ-----------ის 2017 წლის 5 ივლისის №1/კ-55 ბრძანება, ამავე ბრძანების დასაბუთება და 2017 წლის 03 ივლისის სხდომის ოქმი ჩაბარდა 2017 წლის 05 ივლისს, სწორედ ამ დროს დაიწყო გასაჩივრების ვადა, ხოლო მოსარჩელეს უნდა გაესაჩივრებინა საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის 6-7 ნაწილებით გათვალისწინებული ვადის დაცვით, რაც მას არ გაუკეთებია.
მოსარჩელე ც----- ს--------ამ სასამართლოს მიმართა 2017 წლის 31 აგვისტოს, მაშინ როდესაც მას გასაჩივრებული ბრძანება ჩაბრდა 2017 წლის 05 ივლისს, რაც ადასტურებს, რომ მისი სარჩელი ხანდაზმულია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სარჩელის ხანდაზმულობის გამო, იურიდიული ინტერესის გარეშე რჩება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები, მოპასუხის დისციპლინური კომიტეტის სხდომის 2017 წლის 03 ივლისის №11 ოქმისა და ბრძანების გაუქმების,ასევე განაცდურის ანაზღაურების თაობაზე (სასამართლომ დაადგინა ამ სასარჩელო მოთხოვნების უსაფუძვლობა და დაუსაბუთებლობა. იხ. ბრძანებები; მოპასუხის ახსნა-განმარტება; მოწმეთა ჩვენებები დადგენილი ფაქტობრვი გარემოებები).
ამდენად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაუსაბუთა სასამართლოს თავისი სასარჩელო მოთხოვნების საფუძვლიანობა, ხოლო მოპასუხემ დაამტკიცა თავისი პოზიციის საფუძვლიანობა, რამაც განაპირობა მოსარჩელე ც----- ს--------ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საპროცესო ხარჯები
სს კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე არ არის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე ც----- ს--------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე