გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
100210117002228076
# 2/341-17 წ.
დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20.04.2018წ. ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ივანე ყიფიანი
მოსარჩელე: ს.ს.,, თ----- ბ---ი“
წარმომადგენელი: შ.პ.ს. ,,ტ-----“, ნ---- ს--------
მოპასუხე: ნ--–- ა--–-----–ი
დავის საგანი : ფულადი ვალდებულების შესრულება
სასამართლომ განიხილა სამოქალაქო საქმეზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი
გამოარკვია
საჩხერის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მომართა მოსარჩელე - სს „თ----- ბ---ი“-ს წარმომადგენელმა, მოპასუხე - ნ--–- ა--–-----–ის (პ.№5----------) მიმართ, თანხის დაკისრების მოთხოვნით.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე - სს „თ----- ბ---ი“-ს სასარჩელო მოთხოვნა თანხების დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ჩამოყალიბდა შემდეგი ფორმით:
1.ს.ს. ,,თ----- ბ---ის“-ს -ს (ს/კ2--------) სარჩელი ნ--–- ა--–-----–ის (პ.ნ.5----------) დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. ნ--–- ა--–-----–ს (პ/ნ.5----------), დაეკისროს სს.,, თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ (2016 წლის 09 დეკემბრის საკრედიტო N441837 ხელშეკრულება) 713 (შვიდასცამეტი) ლარის და 14 (თოთხმეტი) თეთრის გადახდა (საიდანაც 616,55 ლარი არის ძირი თანხა, პირგასამტეხლო არის 96 ლარი და 59 თეთრი ).
1.2. ნ--–- ა--–-----–ს (პ/ნ.5----------) დაეკისროს სს.,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ (2016 წლის 22 დეკემბრის N453098 საკრედიტო ხელშეკრულება) 499(ოთხასოთხმოცდაცხრამეტი) ლარისა და 82 (ოთხმოცდაორი) თეთრის გადახდა (საიდანაც 429,45 ლარი არის ძირი თანხა, პირგასამტეხლო არის 70,37 ლარი ).
1.3. ნ--–- ა--–-----–ს (პ/ნ5----------) დაეკისროს სს.,, თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 5 მაისის საბ---ო კრედიტის N2639777-8919343 ხელშეკრულება) 1485(ათასოთხასოთხმოცდახუთი) ლარის გადახდა (საიდანაც 1350 ლარი არის ძირი თანხა, პირგასამტეხლო არის 135 ლარი).
1.4. ნ--–- ა--–-----–ს (პ/ნ5----------) დაეკისროს სს.,, თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ (2017 წლის 12 მაისის საბ---ო კრედიტის N2639777-8931876 ხელშეკრულება) 3114 (სამიათასასთოთხმეტი) ლარის და 50 (ორმოცდაათი) თეთრის გადახდა (საიდანაც 2831 ლარი და 40 თეთრი არის ძირი თანხა, პირგასამტეხლო არის 283,1 ლარი).
2. სს. ,, თ----- ბ---“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი - 156 (ასორმოცდათექვსმეტი) ლარი და 82 (ოთხმოცდაორი) თეთრი (საგადასახადო დავალება N94; გადამხდელის ბ---ი - სს „თ----- ბ---ი“, გადახდის თარიღი 13.12.2017წ, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 328.75 ლარი, გადამხდელი - სს „თ----- ბ---ი“ ს.ნ.2--------) კანონით დადგენილი წესით.
3. ნ--–- ა--–-----–ს დაეკისროს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ 17 (ჩვიდმეტი) ლარისა და 55 (ორმოცდათხუთმეტი) თეთრის (გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან), 50 (ორმოცდაათი) ლარის (სარჩელის უზრუნველყოფის) და 20 (ოცი) ლარის (აკრძალვის რეგისტრაციის საფასური) გადახდა.
ნ--–- ა--–-----–ს დაეკისროს სს. ,,თ----- ბ---ი“-ს სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯების 116 (ასთექვსმეტი) ლარის ოდენობით გადხდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენ--–-, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ”გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე.
მოცემულ საქმეზე მოსარჩელე მხარემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 3485 (სამიათას ოთხასოთხმოცდახუთი) ლარით, რაც ასახული იქნა გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში, თუმცა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი არ მოიცავდა მსჯელობას მოსარჩელისათვის შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების თაობაზე, რაც წარმოადგენს ხარვეზს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია თავისი ინიციატივით იმსჯელოს გადაწყვეტილებაში დაშვებული ხარვეზის ირგვლივ, განიხილოს სასამართლო ხარჯების განაწილების (სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების) საკითხი, რის თაობაზეც დანიშნა საქმის განხილვა და მოიწვია მხარეები.
ამასთან მოსარჩელე მხარემ 2018 წლის 18 აპრილს განცხადებით მომართა სასამართლოს და ითხოვა დამატებითი გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საკითხის განხილვა.
სასამართლოს სხდომაზე მხარეები არ გამოცხადებულან, თუმცა წარმოდგენილი განცხადებით, სასამართლოსთვის ცნობილია, მოსარჩელე მხარის პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით.
სასამართლომ განიხილა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ გამოტანილი უნდა იქნეს დამატებითი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველის ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, „ სასამართლოს არ გადაუწყვეტია სასამართლო ხარჯების საკითხი.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-31 ნაწილის შესაბამისად „ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად „სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: ა) სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ;“ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად „ა) ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“
მოცემულ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟის თანხა - 328.75 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად „თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. „ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად „თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.“
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარემ მოსამზადებელ ეტაპზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 3485 (სამიათას ოთხასოთხმოცდახუთი) ლარით, შესაბამისად მოსარჩელე მხარეს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი, შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 261-ე, 284-285-ე. 414-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს დაემატოს შემდეგი 2.1. პუნქტი;
2.1. სს. ,, თ----- ბ---“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი - 104.55 (ასოთხი) ლარი და 55 (ორმოცდათხუთმეტი) თეთრი (საგადასახადო დავალება N94; გადამხდელის ბ---ი - სს „თ----- ბ---ი“, გადახდის თარიღი 13.12.2017წ, სახაზინო კოდი 300223150, თანხა - 328.75 ლარი, გადამხდელი - სს „თ----- ბ---ი“ ს.ნ.2--------) კანონით დადგენილი წესით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. საჩხერე, დ. აღმაშენებლის ქ. #3).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენ--–-, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ივანე ყიფიანი