გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.04.2018
საქმის ნომერი
240310016001233971
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 240310016001233971

3/5-2016

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 აპრილი, 2018 წელი ქ. სენაკი

 

შესავალი ნაწილი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე- დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი- თეონა ჭანტურია

 

მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

წარმომადგენელი- ნა---- ბა----------ა

 

მოპასუხე - შპს ,,სა-----–----------------–--------ი“

წარმომადგენელი -არ---– კე------–--ე

 

მესამე პირი - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (ასკ 16.2 მუხლი)

წარმომადგენლები- ტ----- ტა----–-–---–ი, გო-- ალ----–---–ი.

 

დავის საგანი - შპს „აბ-–----------–-----------–-----–---–----------------------ის“ (ს/კ 2--------), 2015 წლის 1 მაისიდან უფლებამონაცვლე - სს კორპორაცია „ევ---ისათვის“ (ს/კ 4--------) 33 218.95 ლარის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1.მოპასუხის - შპს „აბ-–----------–-----------–-----–---–----------------------ის“ (ს/კ 2--------), 2015 წლის 1 მაისიდან უფლებამონაცვლე - სს კორპორაცია „ევ---ისათვის“ (ს/კ 4--------) 33 218.95 ლარის დაკისრება.

 

მოსარჩელის განმარტებით, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, 2008 წლის 1 ნოემბრიდან 2011 წლის აპრილამდე საანგარიშო პერიოდში განახორციელა შპს „აბ-–----------–-----------–-----–---–----------------------ის“ ინსპექტირება, რაზედაც 2012 წლის 30 მაისის აქტისა და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2013 წლის 25 თებერვლის №04/14339 წერილის საფუძველზე დაწესებულებას განსაზღვრული აქვს ფულადი ვალდებულება 20 641,60 ლარის ოდენობით. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სამედიცინო და საფინანსო დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევა-ნაკლოვანებები:

 

არ არის შესრულებული 0-5 წლის ჩათვლით ბავშვების ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული რიგი ღონისძიებები; 60 წლის და ზევით პაციენტების ამბოლატორიულ ბარათებში არსებული ჩანაწერი მწირია და სრულყოფილად ვერ ასაბუთებს პაციენტის ქრონიკული დაავადების მართვას; სრულად არ არის ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობა, მომსახურების ღირებულება მოთხოვნილია არა აცრა-ვიზიტის, არამედ განხორციელებული ინფექციების რაოდენობის მიხედვით; არ არის ჩატარებული საჭირო გამოკვლევები და კონსულტაციები ან ვიზიტები განხორციელებულია პროგრამით დადგენილი ვადის დარღვევი, ან მომსახურება გაწეულია ანტენატალური ვაუჩერის გაცემამდე, გამოკვლევების პასუხები არა არის დათარიღებული და ხელმოწერილი, არასწორად არის შევსებული პაციენტთა აღრიცხვის ჟურნალი.

 

გამოვლენილი დარღვევებიდან გამომდინარე, შპს „აბ-–----------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 20 641.60 ლარი, მათ შორის:

ა) პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსახლეობის ზოგადი ამბულატორიული დახმარების ფარგლებში- 3436.29 ლარი.

ბ) ფთიზიატრიული ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში - 368.02 ლარი.

გ) ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი 6-60 წ.წ დიაბეტიან და ონკოინკურაბელური პაციენტთა მომსახურების ფარგლებში - 263.26 ლარი.

დ) დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშ იმუნიზაციის კომპონენტი (აცრა-ვიზიტების) ქვეკომპონენტის ფარგლებში - 6598.00 ლარი.

ე) „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურების კომპონენტის“ ფარგლებში 9976.03 ლარი.

 

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, 2011 წლის 1 აპრილიდან- 2011 წლის 31დეკემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდში განახორციელა შპს „აბ-–----------–-----------–-----–---–----------------------ის“ ინსპექტირება, რაზედაც 2012 წლის 09 ივნისის აქტის საფუძველზე დაწესებულებას განსაზღვრული აქვს ფულადი ვალდებულება 12 564.65 ლარის ოდენობით. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი სამედიცინო და საფინანსო დოკუმენტაციის შესწავლით გამოვლინდა შემდეგი სახის დარღვევა-ნაკლოვანებები:

 

პაციენტებს გადახდილი აქვთ პროგრამით განსაზღვრული თანაგადახდის წილზე მეტი ოდენობის თანხები, პაციენტის რეჰოსპიტალიზაცია განპირობებულია მათივე არასწორი მომსახურებით; გამოვლენილია არასრული და უხარისხო მომსახურება, პაციენტის კრიტიკული მდგომარების დაუდასტურებლობა, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების წესის დარღვევა, დიაგნოზის დაუდასტურებლობა კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების მონაცემებით; აგრეთვე, სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გამოვლენილია არასრული გამოკვლევები და კონსულტაციები.

 

აღნიშნული საინსპექციო პერიოდში შპს „აბ-–----------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 12 564.65 ლარი, მათ შორის:

ა) მოსახლეობის სტაციონალური დახმარების სახელმწიფო ბავშვთა დახმარების კომპონენტის ფარგლებში -1345.45 ლარი

ბ) მოსახლეობის ურგენტული მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - 10676.20 ლარი

დ) „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურების კომპონენტის“ ფარგლებში 543.00 ლარი.

 

ამას გარდა, შპს „აბ-–----------–-----------–-----–---–----------------------ას“, გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულების მოსარგებლეთა მონაცემთა ბაზების გადამოწმების შედეგად ასანაზღაურებელი აქვს 12.70 ლარი.

 

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, 2015 წლის 14 მაისის №04/33753 წერილით, სს სამედიცინო კორპორაცია „ევ---ს“ გაეგზავნა შეტყობინება დაკისრებული თანხის ნებაყოფლობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების თაობაზე.

 

მოპასუხის მიერ დარღვეულია ადმინისტარციული საპროცესო კოდექსის 24-ე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01-1/ნ ბრძანების მე-14 მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე შპს სამედიცინო კორპორაცია „ევ---ის“ წარმომადგენელმა არ ცნო წარმოდგენილი სარჩელი და მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია. აქტი გამოცემულია 2012 წელს. მასში მითითებულია 2008-2011 წლის განმავლობაში გამოვლენილ დარღვევებზე. ვინაიდან საქმე ეხება სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევას, ხანდაზმულობა გამოითვლება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი ვადით - 3 წლით.

 

2.1.2. მესამე პირს - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, შესაგებელი არ წარმოუდგენია. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს სასარჩელო მოთხოვნას წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1.მოცემულ საქმეზე საქმისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა, ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს სასარჩელო მოთხოვნა შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიმართ ხანდაზმულია, მხარეთა ახსნა-განმარტებების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გამოკვლევის შედეგად გაზიარებული ვერ იქნება.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, 2012 წლის 30 მაისის შემოწმების აქტის, მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

3.2.1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 30 მაისის N02-210/მ ბრძანების საფუძველზე, კომისიამ შემდეგი შემადგენლობით: ნ-----–--ზ ჩ-------ი - კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (თავმჯდომარე), ნ----–ა ქ----------–---–ი - კონტროლის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, განახორციელა შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება 2008 წლის 01 ნოემბრიდან, 2011 წლის 01 აპრილამდე საანგარიშო პერიოდში.

 

3.2.2. საინსპექციო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რეგისტრაციის თარიღი - 16.03.2000წ., რეგისტრაციის ნომერი 16/7.

 

3.2.3. შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ა“ ახორციელებდა და ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებს დედათა და ბავშვთა მომსახურების სახელმწიფო პროგრამის სფეროში შემდეგი ხელშეკრულებების საფუძვლით:

-2008 წლის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამას 2008 წლის 15 დეკემბრის N-----------– ხელშეკრულების საფუძველზე;

-2008 წლის სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ორსულთა ანტენატალურ მეთვალყურეობას სამედიცინო მომსახურებას 2008 წლის 15 დეკემბრის N-----------– ხელშეკრულების გაგრძელება- 2009 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, 2009 წლის 22 იანვრის N2დ18382301ხელშეკრულების საფუძველზე;

-2009 წლის სამედიცინო მომსახურების სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამეანო მომსახურების ანტენატალურ მეთვალყურეობას 2009 წლის 01 სექტემბრის N2დ18382301ხელშეკრულების საფუძველზე;

- -2010 წლის სამედიცინო მომსახურების სხვა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სამეანო მომსახურების ანტენატალურ მეთვალყურეობას 2010 წლის 20 მაისის N2დ18382301ხელშეკრულების საფუძველზე;

-2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმუნიზაციის კომპონენტის მიხედვით 6 დან 27 წლამდე ასაკის ჩათვლით მოსახლეობაში წითელა წითურას საწინააღმდეგო აცრების ჩატარებას 2008 წლის 21 ოქტომბრის N5ი18382301ხელშეკრულების საფუძველზე;

-2008 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმუნიზაციის კომპონენტის აცრა- ვიზიტების ჩატარებას 2008 წლის 14 ნოემბრის N5ი18382301შ ხელშეკრულების საფუძველზე;

-2008 წლის სახელმწიფს მიერ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით იმუნიზაციის კომპონენტის აცრა-ვიზიტების ქვეკომპონენტის მიხედვით სამედიცინო მომსახურებას 2008 წლის 14 ნოემბრის N5ი18382301შ ხელშეკრულების გაგრძელება- 2009 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, 2009 წლის 30 ოქტომბრის N5ი18382301ხელშეკრულების საფუძველზე;

-2008 წლის სახელმწიფს მიერ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით იმუნიზაციის კომპონენტის აცრა-ვიზიტების ქვეკომპონენტის მიხედვით სამედიცინო მომსახურებას 2009 წლის 30 ოქტომბრის N5ი29382301შ/1 ხელშეკრულების გაგრძელება - 2010 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცებამდე ან/და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, 2010 წლის 04 იანვრის N5ი29382301შ/1 ხელშეკრულების საფუძველზე;

-2010 წლის დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, იმუნიზაციის კომპონენტის აცრა- ვიზიტების ჩატარებას 2010 წლის 01 მარტის N5ი20382301შ/ ხელშეკრულების საფუძველზე;

 

3.2.4. შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ა“ ახორციელებდა და ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებს ფთიზიატრიული მომსახურების სფეროში შემდეგი ხელშეკრულებების საფუძვლით:

 

-2009 წლის ფთიზიატრიული მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფთიზიატრიული ამბულატორიული დახმარების კომპონენტის მიხედვით, ჯანმრთელობისა და სოციალური პროგრამების სააგენტოსა და მიმწოდებელს შორის 2009 წლის 06 ივლისს გაფორმებული N-----------– ხელშეკრულების საფუძველზე.

-2010 წლის ფთიზიატრიული მომსახურების მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ფთიზიატრიული ამბულატორიული დახმარების კომპონენტით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების განხორციელება 2010 წლის 01 მარტის N-----------– ხელშეკრულების საფუძველზე;

-2011 წლის ტუბერკულოზის მართვის პროგრამის ფარგლებში ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელება 2011 წლის 01 აპრილის N-----------–-- ხელშეკრულების საფუძველზე.

 

3.2.5. შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ა“ ახორციელებდა და ახორციელებს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებს ზოგადი ამბულატორიული მომსახურების სფეროში შემდეგი ხელშეკრულებების საფუძვლით:

 

-სამედიცინო მომსახურეობის სხვა სახელმწიფო პროგრამების პირველადი ჯანდაცვის 2008 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ამბულატორიულ-პ---–---–--------ი მომსახურების ქვეკომპონენტის მიხედვით სამედიცინო მომსახურების განხორციელებას 2008 წლის 01 ნოემბრის N---------– ხელშეკრულების საფუძველზე;

-პირველადი ჯანდაცვის სახელწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის მიხედვით, 3 წლის ზემოთ ქვეყნის მოსახლეობის (გარდა იმ ოჯახის წევრებისა, რომლებიც დარეგისტრირდნენ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“ 2008 წლის 31 მარტიდან 01 დეკემბრამდე და ამავდროულად, მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70 000-ზე) პირველადი ჯანდაცვით მომსახურებით უზრუნველყოფა 2009 წლის 07 აპრილის N----------– ხელშეკრულების საფუძველზე;

-2009 წლის პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის, ზოგადი ამბულატორიული მომსახურების ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის, ზოგადი ამბულატორიული მომსახურების ქვეკომპონენტის მიხედვით სამედიცინო მომსახურეობის განხორციელება 2009 წლის 07 ოქტომბრის N2ა09382801 ხელშეკრულების საფუძველზე;

-2009 წლის პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის, ზოგადი ამბულატორიული მომსახურების ამბულატორიული მომსახურების ქვეკომპონენტის მიხედვით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურეობის განხორციელება 6-60 წწ. დიაბეტიან და ონკოინკურაბელურ პაციენტთა მიმართ 2009 წლის 07 ოქტომბრის N2ა09382301შ/2 ხელშეკრულების საფუძველზე;

-2010 წლის პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის მიხედვით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურეობის განხორციელება 2010 წლის 01 მარტის N----------–-- ხელშეკრულების საფუძველზე;

-2010 წლის პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის მიხედვით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურეობის განხორციელება 6-60 წწ. დიაბეტიან და ონკოინკურაბელურ პაციენტთა მიმართ 2010 წლის 01 მარტის N----------–-- ხელშეკრულების საფუძველზე;

 

3.2.6. შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ა“ ახორციელებდა და ახორციელებს 0-3 წლამდე ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამას შემდეგი ხელშეკრულებების საფუძვლით:

 

-2009 წლის სამედიცინო მომსახურების სხვა სახელმწიფო პროგრამების ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 3 წლამდე ასაკის ბავშვთა მიმართ წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების განხორციელება 2009 წლის 01 იანვრიდან - 2009 წლის 18 თებერვლის ჩათვლით, 2009 წლის 01 აპრილის N----------–- ხელშეკრულების საფუძველზე;

-2009 წლის სამედიცინო მომსახურების სხვა სახელმწიფო პროგრამების ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 3 წლამდე ასაკის ბავშვთა ასაკის მიმართ (გარდა იმ ოჯახის წევრებისა, რომლებიც დარეგისტრირდნენ ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში“ 2008 წლის 31 მარტიდან, 01 დეკემბრამდე და ამავდროულად, მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე) წინამდებარე ხელშეკრულების დანართი N1-ით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურების განხორციელება 2009 წლის 19 თებერვლიდან 2009 წლის სახელწიფო პროგრამების დამტკიცებამდე და ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებამდე, 2009 წლის 01 აპრილის N----------– ხელშეკრულების საფუძველზე.

 

3.2.6. 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 01 აპრილამდე ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ საინსპექციო პერიოდში, იმუნიზაციის კომპონენტის ფარგლებში (აცრა-ვიზიტი) მოთხოვნილია 8498.00 ლარი, მიღებულია 8494.00. საინსპექციო პერიოდში სულ ჩატარებულია 1896 აცრა-ვიზიტი, საშუალოდ - 77%. დაწესებულებას ზედმეტად მოთხოვნილი აქვს 6598 ლარი.

 

3.2.7. 2011 წლის 01 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ საინსპექციო პერიოდში, იმუნიზაციის კომპონენტის ფარგლებში (აცრა-ვიზიტი) მოთხოვნილია 500 ლარი, მიღებულია 467.00. სულ ჩატარებულია 571 აცრა-ვიზიტი, საშუალოდ - 81.8%.

 

3.2.8. 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 01 აპრილამდე შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ საინსპექციო პერიოდში, პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მოთხოვნილია 96607.29 ლარი, მიღებულია 78303.99 ლარი. ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 01 აპრილამდე ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ა“ ახორციელებდა 5 სამედიცინო ჯგუფით (2 პედიატრიული და 3 თერაპიული ჯგუფი) - ემსახურებოდა 1531 ბენეფიციარს, აქედან 0-6 წლამდე - 391 ბავშვი, საინსპექციო პერიოდში აყვანილია -165, მათ შორის დაბადებულია 148, სხვა უბნიდან გადმოვიდა 7, მოიხსნა აღრიცხვიდან 231 ბავშვი. 01.04.2011 წლის მონაცემებით აღრიცხვაზე იმყოფებოდა 311 ბავშვი.

60 წლის და ზევით აღრიცხვაზე იმყოფებოდა 1209 ბენეფიციარი, ახლად აყვანილი 47, მოკვდა 32 პაციენტი, გადავიდა სხვა უბანზე 26. 01.04.211 წლის მონაცემებით აღრიცხვაზე იმყოფებოდა 1220 ბენეფიციარი.

საინსპექციო პერიოდში შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ პროგრამით მიღებულია 4806 პაციენტი, აქედან ექიმთან ვიზიტი 4050, ბინაზე ვიზიტი 756.

2008 წლის 01 მაისიდან 2011 წლის 01 აპრილამდე საინსპექციო პერიოდში შპს „აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------აში“ დაწესებულების მიერ წარმოდგენილი საფინანსო და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით, დადგინდა, რომ არ არის შესრულებული 0-5 წლის ჩათვლით ბავშვების ამბულატორიული მომსახურეობის კომპონენტით გათვალიწინებული ღონისძიებები, კერძოდ, სმენის და მხედველობის სკრინინგი, მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკა აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე (ოფთალმოსკოპია, ოტოსკოპია, პიკფლუომეტრია, სფიგმომანომეტრია) (მაგ. ამბულატორიული ბარათები N07/03, 07/30, 07/14, 07/08, 07/33, 08/12, 08/24, 09/28, 09/25), რიგ შემთხვევებში 60 წლის და ზევით პაციენტების ამბულატორიულ ბარათებში (N334, 702, 80, 220, 1641, 160) არსებული ჩანაწერი მწირია და სრულყოფილად ვერ ასაბუთებს პაციენტის ქრონიკული დაავადების მართვას, რაც გათვალისწინებულია მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში; სრულად არ არის ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობა - ექიმთან ვიზიტების, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების სავალდებულო რაოდენობები, მაგალითად, ამბულატორიული ბარათები N1476, 48, 25, 7774, 241;

 

3.2.9.სამედიცინო მომსახურების არასრულად მიწოდების გამო, სამედიცინო დოკუმენტაციის არაჯეროვნად შევსების და სახელწიფო პროგრამით და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ღონისძიებების (ტესტ-ჩხირების გამოკვლევით უზრუნველყოფა, შარდის ანალიზი, პერიფერიულ სისხლში გლუკოზის განსაზღვრა, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში) შეუსრულებლობის გამო, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–--------მა გაერთიანებამ “ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს საინსპექციო პერიოდში გადარიცხული თანხის - 78303.99 ლარის 1% - 783.03 ლარი;

 

3.2.10. ,,სააგენტოსა“ და ,,დაწესებულებას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დაწესებულებამ ,,ყოველი პროგრამის (კომპონენტის) მიხედვით, მომსახურების შესრულებისათვის დანახარჯთა დადასტურების მიზნით, ცალ-ცალკე უნდა აწარმოოს პროგრამით“ (კომპონენტით) გახარჯული მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საგნების, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებების (პროცედურების, მანიპულაციების), მათ შორის საოპერაციო მასალის, ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევების აღრიცხვა სპეციალურ ზონარგაყრილ, დანომრილგვერდიან ჟურნალში, ცალ-ცალკე საანგარიშო პერიოდში“. 2008-2011წწ, N---------–------------–------------–--------------–-- ხელშეკრულებების პირობების თანახმად, ,,ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის“ მიხედვით დადგენილი პირობის (პირობების) უხეში დარღვევის შემთხვევაში, რომელიც დაფიქსირებულია სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ინსპექტირების აქტით, მიმწოდებელი შემსყიდველს უხდის ჯარიმას დარღვევის ცალკეულ პუნქტებზე საინსპექციო პერიოდში პროგრამით (კომპონენტით, ქვეკომპონენტით) შესრულებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების 1%-ის ოდენობით.

 

3.2.11.დაწესებულების მიერ წარმოებული შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისას გამოვლინდა, რომ შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–--------მა გაერთიანებამ“ არ აწარმოა ცალ-ცალკე საანგარიშო პერიოდზე და პროგრამის კომპონენტების მიხედვით სადიაგნოსტიკო და კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების ჟურნალი, რითაც დაირღვა კლინიკისა და სააგენტოს შორის არსებული N---------–, 2---------–------------–--------------–-- ხელშეკრულებების 10.5.8 პუნქტით განსაზღვრული პირობები, კერძოდ, მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესი, რის გამოც სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 78303.99 ლარის 1% - 783.03 ლარი.

 

3.2.12. 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 01 აპრილამდე საინსპექციო პერიოდში, პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის “ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 1566.06 ლარი.

 

3.2.13. 2011 წლის 01 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საინსპექციო პერიოდში, დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ, პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მოთხოვნილია18702.70 ლარი, მიღებულია 18702.30 ლარი.

 

3.2.14. 2011 წლის 01 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საინსპექციო პერიოდში შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–-------- გაერთიანებაში“ დაწესებულების მიერ წარმოდგენილი საფინანსო და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით, დადგინდა, რომ არ არის შესრულებული 0-5 წლის ჩათვლით ბავშვების ამბულატორიული მომსახურეობის კომპონენტით გათვალიწინებული ღონისძიებები, კერძოდ, სმენის და მხედველობის სკრინინგი, მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკა აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე (ოფთალმოსკოპია, ოტოსკოპია, პიკფლუომეტრია, სფიგმომანომეტრია) (მაგ. ამბულატორიული ბარათები N10/24, 08/53, 08/13, 07/14, 08/12, 08/24, 08/16, 08/54, 08/68, 9/18, 09/01, 9/09, 10/09, 10/13); რიგ შემთხვევებში 60 წლის და ზევით პაციენტების ამბოლატორიულ ბარათებში (N3776, 620, 242, 173, 433) არსებული ჩანაწერი მწირია და სრულყოფილად ვერ ასაბუთებს პაციენტის ქრონიკული დაავადების მართვას, რაც გათვალისწინებულია მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში; სრულად არ არის ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობა - ექიმთან ვიზიტების, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების სავალდებულო რაოდენობები, მაგალითად, ამბულატორიული ბარათები N80008, 740, 918, 523, 1357, 8254, 3766;

 

3.2.15. ,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 07 მარტის №01-1/ნ ბრძანების მე-14 მუხლის, მე-14 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის ამავე პროგრამის ფარგლებში გასაწევი იმ მომსახურების არასრულად გაწევის შემთხვევაში, რომელსაც ითვალისწინებს პროგრამა და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მიმწოდებელი, ითვალისწინებს ჯარიმას, სარევიზიო პერიოდში განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის 10%-ს. აღნიშნულ შემთხვევაში, კლინიკის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს გადარიცხული თანხის - 18702.30 ლარის 10%-ს - 1870.23 ლარს.

 

3.2.16. სულ, 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საინსპექციო პერიოდში, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 3436.29 ლარი.

 

3.1.17. 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით საინსპექციო პერიოდში, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ას“ დიაბეტიანი და ონკოინკურაბელური პაციენტების ამბულატორიული მომსახურების პროგრამით, მოთხოვნილია 4202.00 ლარი, მიღებულია - 4201.60 ლარი.

 

3.2.18. 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით საინსპექციო პერიოდში, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ ენდოკრინოლოგიურ კაბინეტში 6-დან 60 წლამდე აღრიცხვაზე იმყოფებოდა შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 62 ადამიანი, საინსპექციო პერიოდში აღრიცხვიდან მოიხსნა 2, აღრიცხვაზე აყვანილია 13, გარდაიცვალა 1 ავადმყოფი. 2011 წლის 01 აპრილის მონაცემებით, აღრიცხვაზე იმყოფებოდა 72 ავადმყოფი, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი ტიპი l – 18 პაციენტი, ტიპი ll – 42, აქედან ტიპი ll ინსულინდამოუკიდებელი 12 პაციენტი, ტიპი ll ინსულინმომხმარებელი 30 პაციენტი. N154, 723,22,348,267,307,591,8910,449,334,579,48,255,305,60,589,611,449,411,305,601,73,761,35,968,429,836,750,936,1218,15,1535,131,3714,1476,162,345,847,3635,495,312,393,1081,637,4462,511. პაციენტების სამედიცინო ბარათების შესწავლით გამოვლინდა, რომ პროგრამული პაციენტებისათვის სრულად არ არის გატარებული პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები, კერძოდ, გლუკოზის განსაზღვრა კაპილარულ სისხლში 65 შემთხვევაში, ცილის განსაზღვრა შარდში - 62 შემთხვევაში, კრეატინინის განსაზღვრა სისხლში 72 შემთხვევაში, ე.კ.გ. – 65 შემთხვევაში, ოფთალმოლოგის კონსულტაცია - 54 შემთხვევაში.

 

3.2.19. სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, დაწესებულებამ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადარიცხოს მიღებული თანხის 4201,60 ლარის 1% X5 – 210,05 ლარი.

 

3.2.21. დაწესებულების მიერ წარმოებული შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისას გამოვლინდა, რომ შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ა“ არ აწარმოებდა ცალ-ცალკე საანგარიშო პერიოდზე და პროგრამის კომპონენტების მიხედვით სადიაგნოსტიკო და კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების ჟურნალს, რითაც დაირღვა კლინიკასა და სააგენტოს შორის არსებული N----------–---------------–---------------–-- ხელშეკრულებების პირობები, კერძოდ, მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესი, რის გამოც პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 4201.60 ლარის 1% - 42.01ლარი.

 

3.2.22. 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 01 აპრილამდე საინსპექციო პერიოდში, ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი 6-60 წ.წ. დიაბეტიან და ონკოინკურაბელური პაციენტთა მომსახურეობის კომპონენტის ფარგლებში, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის “ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 252.06 ლარი.

 

3.2.23. 2011 წლის 01 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საინსპექციო პერიოდში შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ას “ დიაბეტიანი და ონკოინკურაბელური პაციენტების ამბულატორიული მომსახურების პროგრამით მოთხოვნილი აქვს 1509.20 ლარი, მიღებული აქვს 112 ლარი.

 

3.2.24. პაციენტების N35,968,750,1081,937,4462,5117,636,267,79,22,463,348,267 ბარათების შესწავლით გამოვლინდა, რომ პროგრამული პაციენტებისათვის სრულად არ არის ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები, კერძოდ, გლუკოზის განსაზღვრა კაპილარულ სისხლში - 43 შემთხვევაში, ცილის განსაზღვრა შარდში - 56 შემთხვევაში, კრეატინინის განსაზღვრა სისხლში 19 შემთხვევაში, ე.კ.გ 12 შემთხვევაში, ოფთალმოლოგის კონსულტაცია 9 შემთხვევაში.

 

3.2.25. ,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელწმიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01-1/ნ ბრძანების მე-14 მუხლის, მე-14 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის ამავე პროგრამის ფარგლებში გასაწევი იმ მომსახურების არასრულად გაწევის შემთხვევაში, რომელსაც ითვალისწინებს პროგრამა და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მიმწოდებელი, ითვალისწინებს ჯარიმას, სარევიზიო პერიოდში განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის 10%-ს. აღნიშნულ შემთხვევაში, კლინიკის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს გადარიცხული თანხის - 112 ლარის 10%-ს - 11.20 ლარს.

 

3.2.26. სულ, 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საინსპექციო პერიოდში, ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი 6-60 წწ. დიაბეტიან და ონკოინკურაბელურ პაციენტთა მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 263.26 ლარი.

 

3.2.27. დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ა“ 2008 წლის 01 ნოემბრიდან, 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით, მონაწილეობდა ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესრულებაში. 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით, საინსპექციო პერიოდში, დაწესებულების მიერ ფთიზიატრიული ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში მოთხოვნილია 20569 ლარი, მიღებულია 20569 ლარი.

 

3.2.28. დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აბაშის ფთიზიატრიულ კაბინეტში სულ რეგისტრირებულია 76 პაციენტი, აქედან ახალი შემთხვევა 57, წარსულში ნამკურნალევი 15, ფილტვგარეშე ფორმა 9, მათ შორის 2 ბავშვი, მკურნალობის ეწყვეტის შემდეგ 3. პაციენტების ამბულატორიულ სამედიცინო ბარათების N26,67,29,30,15,3,25,88,73,57,48,89,32,16,51,32,37,53,33,60,39,36,34,13,44,55,89,77,89,45,1,60,73,79,84,10,121,133,130,141,94,129,116,77,102,10,92,118,101 ამბულატორიული სამედიცინო ბარათების შესწავლისას გამოვლინდა, რომ საინსპექციო პერიოდში არ იყო ჩატარებული გულ-მკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა 93 შემთხვევაში, სისხლის საერთო ანალიზი 44 შემთხვევაში, ნახველის კულტურალური გამოკვლევა - 8 შემთხვევაში, ნახველის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევა 15 შემთხვევაში.

 

3.2.29. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუსრულებლობის გამო, დაწესებულებამ ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა აანაზღაუროს გადმორიცხული თანხის - 20569 ლარის 1%, რაც შეადგენს 205.69 ლარს.

 

3.2.30. 2011 წლის 01 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში დაწესებულების მიერ მოთხოვნილი და მიღებულია 8728.70 ლარი, მიღებულია 8116.70 .

 

3.2.31. დაწესებულების მიე მოწოდებული ინფორმაცით, აბაშის ფთიზიატრიულ კაბინეტში სულ რეგისტრირებულია 28 პაციენტი, აქედან, ახალი შემთხვევა 19, წარსულში ნამკურნალევი 1,, ფილტვგარეშე - 1, მკურნალობა შეწყვეტის შემდეგ 3მგბ(+). პაციენტების N 37,74,67,46,31,14,39,35,25 ამბოლატორიული ბარათების შესწავლისას გამოვლინდა, რომ სრულად არ ჩატარებულა პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები, კერძოდ, 11 შემთხვევაში გულ-მკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, 6 შემთხვევაში სისხლის საერთო ანალიზი, 5 შემთხვევაში ნახველის კულტურალური გამოკვლევა, 7 შემთხვევაში ნახველის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევა.

 

3.2.32. ,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელწმიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01-1/ნ ბრძანების მე-14 მუხლის, მე-13 პუნქტის შესაბამისად, თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, რევიზიისას საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2%-ით. შვიდ შემთხვევაში არ იყო ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები, რის გამოც დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 8116.70 ლარის 2% - 162.23 ლარი.

 

3.2.33. სულ, 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საინსპექციო პერიოდში, შპს ,,აბ-–----------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ ,,ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 368.02 ლარი.

 

3.2.34. 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 01 აპრილამდე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამეანო მომსახურების სახელწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების განხორციელება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა-ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მიხედვით 01.01 .2008-01.04.2011 წწ. საინსპექციო პერიოდში სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში დაწესებულების მიერ მოთხოვნილია 15922 ლარი, მიღებულია 15256 ლარი.

 

3.2.35. 01.11.2008-01.04.2011 წწ. საინსპექციო პერიოდში სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში დაწესებულების მიერ ასანაზღაურებლად წარდგენილი იყო სულ 1115 ვიზიტი, კერძოდ:

-5455 ნოზოლოგიური კოდით (I ვიზიტი) 313 შემთხვევა;

-5456 ნოზოლოგიური კოდით (II ვიზიტი) 242 შემთხვევა;

-5457 ნოზოლოგიური კოდით (III ვიზიტი) 272 შემთხვევა;

-5458 ნოზოლოგიური კოდით (IV ვიზიტი) 288 შემთხვევა.

-2011 წლის 01 აპრილიდან 2011 წლის 31 დეეკემბრამდე საინსპექციო პერიოდში

ასანაზღაურებლად წარდგენილია სულ 262 ვიზიტი, კერძოდ:

-5445 ნოზოლოგიური კოდით (I ვიზიტი) 60 შემთხვევა;

-5456 ნოზოლოგიური კოდით (II ვიზიტი) 59 შემთხვევა;

-5457 ნოზოლოგიური კოდით (III ვიზიტი) 75 შემთხვევა;

-5458 ნოზოლოგიური კოდით (IV ვიზიტი) 68 შემთხვევა.

 

3.2.36 „ორსულის ან მელოგინის ინდივიდუალური ბარათების“ შესწავლით გამოვლინდა, რომ საინსპექციო პერიოდში არ ჩატარებულა პროგრამით გათვალისიწნებული შემდეგი გამოკვლევები და კონსულტაციები: (2008 წლის ნოემბერ, დეკემბერი):

l ვიზიტი- არ ჩატარებულა თერაპევტის კონსულტაცია 18 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 36 ლარს, სისხლის საერთო ანალიზი 2 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 7.82 ლარს, შარდის საერთო ანალიზი 2 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 7.68 ლარს, სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით 12 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 28.32 ლარს, B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა 7 შემთხვევაში, სწრაფი, მარტივი მეთოდით, რაც თანხობრივად შეადგენს 23.94 ლარს, აივ ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი მეთოდით 11 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 37.62 ლარს, სისხლის ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა 6 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 27.60 ლარს, საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა 3 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 13.95 ლარს.

ll ვიზიტი: ვადის დარღვევით ჩატარებულია 8 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 72 ლარს, მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია 1 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 2 ლარს, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია 1 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 6 ლარი.

lll ვიზიტი- ვადის დარღვევით ჩატარებულია 2 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 14 ლარს, მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია 2 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 4 ლარს, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 4 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 3.72 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 3 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 9.21 ლარი.

lV ვიზიტის ფარგლებში -ვადის დარღვევით ჩატარებულია 2 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 14 ლარს, მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია 1 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 1.40 ლარს, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 2 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 1.86ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 1 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 3.07 ლარი.

 

3.2.37 01.11.08-01.01.09 საინსპექციო პერიოდში, „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 314.19 ლარი.

 

3.2.38 2009 წელი

l ვიზიტი- არ ჩატარებულა თერაპევტის კონსულტაცია 121 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 242 ლარს, სისხლის საერთო ანალიზი 7 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 27.37 ლარს, შარდის საერთო ანალიზი 8 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 30.72 ლარს, სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით 20 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 47.20 ლარს, B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა 25 შემთხვევაში, სწრაფი, მარტივი მეთოდით, რაც თანხობრივად შეადგენს 85.50 ლარს, აივ ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი მეთოდით 28 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 95.76 ლარს, სისხლის ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა 15 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 69 ლარს, საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა 10 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 46.50 ლარს.

ll ვიზიტი: ვადის დარღვევით ჩატარებულია 40 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 360 ლარს, არ ჩატარებულა მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია 34 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 204 ლარი.

lll ვიზიტი- ვადის დარღვევით ჩატარებულია 8 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 56 ლარს, არ ჩატარებულა ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 20 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 18.60 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 18 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 55.26 ლარი.

lV ვიზიტის ფარგლებში -ვადის დარღვევით ჩატარებულია 3 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 21 ლარს, მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია 1 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 2 ლარს, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 15 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 13.95 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 16 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 49.12 ლარი.

 

3.2.39 01.01.09-01.01.10 საინსპექციო პერიოდში, „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 1423.98 ლარი.

 

3.2.40 2010 წელი

l ვიზიტი- არ ჩატარებულა თერაპევტის კონსულტაცია 116 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 232 ლარს, სისხლის საერთო ანალიზი 20 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 78.20 ლარს, შარდის საერთო ანალიზი 22 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 84.48 ლარს, სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით 29 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 68.44 ლარს, B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა 29 შემთხვევაში, სწრაფი, მარტივი მეთოდით, რაც თანხობრივად შეადგენს 99.18 ლარს, აივ ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი მეთოდით 29 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 99.18 ლარს, სისხლის ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა 19 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 87.40 ლარს, საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა 23 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 106.95 ლარს.

ll ვიზიტი: ვადის დარღვევით ჩატარებულია 21 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 189 ლარს, არ ჩატარებულა მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია 35 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 210 ლარი.

lll ვიზიტი- ვადის დარღვევით ჩატარებულია 4 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 28 ლარს, მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია 2 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 4 ლარს, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 10 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 9.30 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 12 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 36.84 ლარი.

lV ვიზიტის ფარგლებში -ვადის დარღვევით ჩატარებულია 4 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 28 ლარს, არ ჩატარებულა ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 17 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 1.86ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 1 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 15.81 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 18 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 55.26 ლარი.

 

3.2.41 01.01.10-01.01.11 საინსპექციო პერიოდში, „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 1432.04 ლარი.

 

3.2.42 2011 წელი (1 აპრილამდე)

l ვიზიტი- არ ჩატარებულა თერაპევტის კონსულტაცია 31 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 62ლარს, სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით 4 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 9.44 ლარს, B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა 3 შემთხვევაში, სწრაფი, მარტივი მეთოდით, რაც თანხობრივად შეადგენს 10.26 ლარს, აივ ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი მეთოდით 18 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 61.56 ლარს, საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა 2 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 9.30 ლარს.

ll ვიზიტი: ვადის დარღვევით ჩატარებულია 2 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 18 ლარს, არ ჩატარებულა მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია 11 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 66 ლარი.

lll ვიზიტი- ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 5 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 4.65ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 6 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 18.42 ლარი.

lV ვიზიტის ფარგლებში არ ჩატარებულა ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 10 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 9.30 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 11 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 33.77 ლარი.

 

3.2.43 01.01.11-01.04.11 საინსპექციო პერიოდში, „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 302.70 ლარი.

 

3.2.44 სულ 01.11.08-01.04.11წწ საინსპექციო პერიოდში, (N-----------–, 2დ18382301შ/1) ხელშეკრულებებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესის სხვადასხვა პირობების დარღვევის გამო, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 3472.91ლარი.

 

3.2.45 სამედიცინო დოკუმენტაციის არაჯეროვნად და უხარისხოდ შეფასების გამო, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ამ“ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს 2008 წლის ნოემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე საინსპექციო პერიოდში გადმორიცხული თანხის 15256 ლარის 1%, რამაც შეადგინა 152.56 ლარი.

 

3.2.46 01.01.08-01.04.11 საინსპექციო პერიოდში, „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 3778.03 ლარი.

 

3.2.47 2011 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჩატარებული ვიზიტების, დაწესებულების მიერ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოთხოვნილია 3245 ლარი, ანაზღაურებულია 3065 ლარი.

 

3.2.48 „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ მიმწოდებელმა პროგრამის მოსარგებლეს, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება გაუწია არასრულად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობით ვინაიდან, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება არასრულად არის მიწოდებული, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 6138 ლარი.

 

3.2.49 01.11.08-01.01.12 წწ საინსპექციო პერიოდში, „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 9976.03 ლარი.

 

3.2.50 2008 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე საინსპექციო პერიოდში შპს „აბ-–----------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 20 641.60 ლარი, მათ შორის:

ა) პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსახლეობის ზოგადი ამბულატორიული დახმარების ფარგლებში- 3436.29 ლარი.

ბ) ფთიზიატრიული ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში - 368.02 ლარი.

გ) ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი 6-60 წ.წ დიაბეტიან და ონკოინკურაბელური პაციენტთა მომსახურების ფარგლებში - 263.26 ლარი.

დ) დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშ იმუნიზაციის კომპონენტი (აცრა-ვიზიტების) ქვეკომპონენტის ფარგლებში - 6598.00 ლარი.

ე) „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურების კომპონენტის“ ფარგლებში 9976.03 ლარი.

 

3.2.51. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 15 ნოემბრის №04/71052 წერილით სს ,,აბ-–----------–-----------–-----–---–-------- გაერთიანებას“ ეცნობა, რომ შემოწმებისას გამოვლინდა დაწესებულების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევით ზედმეტად მოთხოვნილია თანხა 20641.60 ლარის ოდენობით, რაც ექვემდებარება დაბრუნებას.

 

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის, 2012 წლის 09 ივნისის შემოწმების აქტის, მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

3.3 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 4 მაისის N02-210/მ ბრძანების საფუძველზე, კომისიამ შემდეგი შემადგენლობით: ნ-----–--ზ ჩ-------ი - კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (თავმჯდომარე), ნ----–ა ქ----------–---–ი - კონტროლის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, განახორციელა შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება 2011 წლის 01 აპრილიდან, 2011 წლის 31 დეკემბრამდე საანგარიშო პერიოდში. კომისია მუშაობდა 2012 წლის 7 მაისიდან -30 მაისამდე.

 

3.3.1. საინსპექციო დაწესებულების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმაა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რეგისტრაციის თარიღი - 16.03.2000წ., რეგისტრაციის ნომერი 16/7.

 

3.3.2 01.04.11-01.01.12წწ სამეანო მომსახურების სახელწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მიხედვით, 01.04 .2011-31.12.2011 წწ. საინსპექციო პერიოდში სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში დაწესებულების მიერ მოთხოვნილია 318 ლარი, მიღებულია 244 ლარი.

 

3.3.3. დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ცნობების მიხედვით, ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში დაწესებულების მიერ ასანაზღაურებლად წარდგენილი იყო სულ 22 ვიზიტი, კერძოდ:

-5455 ნოზოლოგიური კოდით (I ვიზიტი) 6 შემთხვევა;

-5456 ნოზოლოგიური კოდით (II ვიზიტი) 7 შემთხვევა;

-5457 ნოზოლოგიური კოდით (III ვიზიტი) 6 შემთხვევა;

-5458 ნოზოლოგიური კოდით (IV ვიზიტი) 3 შემთხვევა.

 

3.3.4 ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ საინსპექციო პერიოდში არ ჩატარებულა პროგრამით გათვალისიწინებული სამედიცინო მომსახურებები:

5 შემთხვევაში არ არის ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული (l ვიზიტით) გამოკვლევები და კონსულტაციები: არ ჩატარებულა თერაპევტის კონსულტაცია 3 შემთხვევაში, აივ ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი მეთოდით 1 შემთხვევაში, საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა 1 შემთხვევაში.

2 შემთხვევაში არ არის ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული (lV ვიზიტით) გათვალისწინებული პროგრამები: ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 1 შემთხვევაში, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 1 შემთხვევაში.

 

3.3.5 „2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ მიმწოდებელმა პროგრამის მოსარგებლეს, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება გაუწია არასრულად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობით ვინაიდან, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება არასრულად არის მიწოდებული, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 543 ლარი.

 

3.3.6 გაწეული მომსახურების - l ვიზიტის ღირებულება შეადგენს 32 ლარს, მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა აღადგინოს) 480 ლარი (5 შემთხვევის შესაბამისი); გაწეული მომსახურების - III ვიზიტის ღირებულება შეადგენს 7 ლარს, მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა აღადგინოს) 32 ლარი (1 შემთხვევის შესაბამისი); გაწეული მომსახურების - lV ვიზიტის ღირებულება შეადგენს 7 ლარს, მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა აღადგინოს) 42 ლარი (2 შემთხვევის შესაბამისი);

 

3.3.7 საინსპექციო პერიოდში, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის“ (ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტი) ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 543 ლარი.

 

3.3.8 2011 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე საინსპექციო პერიოდში შპს „აბ-–----------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ სამედიცინო მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაეწია 42 ბენეფიციარს. მოსახლეობს ურგენტული მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2011 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე საინსპექციო პერიოდში მოთხოვნილია 11669.84 ლარი, მიღებულია 9771.18 ლარი.

 

3.3.9 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ მიმწოდებელმა პროგრამის მოსარგებლეს, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება გაუწია არასრულად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობით ვინაიდან, პაციენტთა ბარათების №276, 277, 278 მიხედვით ირკვევა, რომ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება არასრულად და უხარისხოდ არის მიწოდებული, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 3642.72 ლარი.

 

3.3.10 პაციენტთა ბარათების №294, 453, მიხედვით ირკვევა, რომ ძირითადი დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემებით, დამძიმებულია , ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 1197.90 ლარი.

 

3.3.11 პაციენტთა ბარათების №782, №640, №720, №511, №625, №714 მიხედვით ირკვევა, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს გადაახდევინა პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის ოდენობაზე მეტი თანხა, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 5385.00 ლარი.

 

3.3.12 პაციენტთა ბარათების №279, №511, მიხედვით ირკვევა, რომ მომსახურება გაწეულია იმ დიაგნოზით, რომელიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამით ან/და მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 10 676.20 ლარი.

 

3.3.13 მოსახლეობის სტაციონალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში, 2011 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საინსპექციო პერიოდში შპს „აბ-–----------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ სამედიცინო მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაეწია 74 პაციენტს. ბავშვთა სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში, საინსპექციო პერიოდში დაწესებულების მიერ მოთხოვნილია 8474.53 ლარი, მიღებულია 7656.93 ლარი.

 

3.3.14 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ რევიზიისას გამოვლინდა, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის ოდენობაზე მეტი თანხა გადაახდევინა, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას შემთხვევის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

 

3.3.15 პაციენტთა ბარათების №475, №693, მიხედვით ირკვევა, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს გადაახდევინა პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის ოდენობაზე მეტი თანხა, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 722.25 ლარი.

 

3.3.16 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „თუ დასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის პროგრამით მოსარგებლის მიმართვა/გარდაცვალება განპირობებულია ამ სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე ჩატარებული არასრული ან/და უხარისხო სამედიცინო დახმარებით“, ასანაზღაურებელი თანხა სრულად უკან დაბრუნების საფუძველია.

 

3.3.17. პაციენტის სამედიცინო ბარათის №269 მიხედვით ირკვევა, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის პროგრამით მოსარგებლის მიმართვა განპირობებულია ამ სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე ჩატარებული არასრული ან/და უხარისხო სამედიცინო დახმარებით“, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 1345.45 ლარი.

 

3.3.18 2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საინსპექციო პერიოდში შპს „აბ-–----------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 12 564.65 ლარი, მათ შორის:

ა) მოსახლეობის სტაციონალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა დახმარების კომპონენტის ფარგლებში- 1345.45 ლარი.

გ) მოსახლეობის ურგენტანული მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - 10676.20 ლარი.

ვ) „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურების კომპონენტის“ ფარგლებში 543.00 ლარი.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და სს სამედიცინო კორპორაცია „ევ---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 33 218.95 (ოცდაცამეტი ათას ორასთვრამეტი ლარი და ოთხმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონი; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01-1/ნ ბრძანებით დამტკიცებული 2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესი და პირობები, საქართველოს მთავრობის 2012 წლის 15 მარტის №92 დადგენილება 2012 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა)ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

 

დადგენილია, რომ შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ა“ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე საინსპექციო პერიოდში (2008 წლის 01 ნოემბრიდან- 2008 წლის 1 აპრილამდე, 2011 წლის 01 აპრილიდან-2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით) ახორციელებდა პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის ზოგადი ამბულატორიული დახმარებას, ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში, ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი 6-60 წწ. დიაბეტიან და ონკოინკურაბელური პაციენტთა მომსახურებას, დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში იმუნიზაციის კომპონენტის ფარგლებში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებას.

 

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, ხოლო მესამე მუხლის ჰ7 ქვეპუნქტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომპეტენტური სამსახურია – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონით, ასევე თავისი დებულებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის აღსრულებას და ამ სფეროში შესაბამისი მარეგულირებელი ფუნქციების შესრულებას.

 

,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარებას უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, რომელიც მისი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ საკითხებზე შეიმუშავებს და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტებს, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილებას ითხოვს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 2012 წლის 30 მაისისა და 2012 წლის 09 ივნისის შემოწმების აქტების საფუძველზე.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 30 მაისის N02-210/მ ბრძანების საფუძველზე, კომისიამ შემდეგი შემადგენლობით: ნ-----–--ზ ჩ-------ი - კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (თავმჯდომარე), ნ----–ა ქ----------–---–ი - კონტროლის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, განახორციელა შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება 2008 წლის 01 ნოემბრიდან, 2011 წლის 01 აპრილამდე საანგარიშო პერიოდში.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 04 მაისის N02-210/მ ბრძანების საფუძველზე, კომისიამ შემდეგი შემადგენლობით: ნ-----–--ზ ჩ-------ი - კონტროლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი (თავმჯდომარე), ნ----–ა ქ----------–---–ი - კონტროლის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი, განახორციელა შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ინსპექტირება 2008 წლის 01 ნოემბრიდან, 2011 წლის 01 აპრილამდე და 2011 წლის 01 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის 01-1/ნ ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესი და პირობები’’, რომელიც განსაზღვრავს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების (მართვა, ზედამხედველობა, ინსპექტირება და კონტროლი) წესსა და პირობებს. ზემოაღნიშნული ბრძანების 4.1 მუხლის თანახმად, პროგრამების ფარგლებში მომსახურების დაფინანსება ხორციელდება კანონმდებლობისა და/ან მომსახურების/საქონლის მიმწოდებელთან საჭიროებისამებრ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.

 

2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 01 აპრილამდე ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ საინსპექციო პერიოდში, იმუნიზაციის კომპონენტის ფარგლებში (აცრა-ვიზიტი) მოთხოვნილია 8498.00 ლარი, მიღებულია 8494.00. საინსპექციო პერიოდში სულ ჩატარებულია 1896 აცრა-ვიზიტი, საშუალოდ - 77%. დაწესებულებას ზედმეტად მოთხოვნილი აქვს 6598 ლარი. 2011 წლის 01 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ საინსპექციო პერიოდში, იმუნიზაციის კომპონენტის ფარგლებში (აცრა-ვიზიტი) მოთხოვნილია 500 ლარი, მიღებულია 467.00. სულ ჩატარებულია 571 აცრა-ვიზიტი, საშუალოდ - 81.8%. 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 01 აპრილამდე შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ საინსპექციო პერიოდში, პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მოთხოვნილია 96607.29 ლარი, მიღებულია 78303.99 ლარი. ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 01 აპრილამდე ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ა“ ახორციელებდა 5 სამედიცინო ჯგუფით (2 პედიატრიული და 3 თერაპიული ჯგუფი) - ემსახურებოდა 1531 ბენეფიციარს, აქედან 0-6 წლამდე - 391 ბავშვი, საინსპექციო პერიოდში აყვანილია -165, მათ შორის დაბადებულია 148, სხვა უბნიდან გადმოვიდა 7, მოიხსნა აღრიცხვიდან 231 ბავშვი. 01.04.2011 წლის მონაცემებით აღრიცხვაზე იმყოფებოდა 311 ბავშვი. 60 წლის და ზევით აღრიცხვაზე იმყოფებოდა 1209 ბენეფიციარი, ახლად აყვანილი 47, მოკვდა 32 პაციენტი, გადავიდა სხვა უბანზე 26. 01.04.211 წლის მონაცემებით აღრიცხვაზე იმყოფებოდა 1220 ბენეფიციარი. საინსპექციო პერიოდში შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ პროგრამით მირებულია 4806 პაციენტი, აქედან ექიმთან ვიზიტი 4050, ბინაზე ვიზიტი 756. 2008 წლის 01 მაისიდან 2011 წლის 01 აპრილამდე საინსპექციო პერიოდში შპს „აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------აში“ დაწესებულების მიერ წარმოდგენილი საფინანსო და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით, დადგინდა, რომ არ არის შესრულებული 0-5 წლის ჩათვლით ბავშვების ამბულატორიული მომსახურეობის კომპონენტით გათვალიწინებული ღონისძიებები, კერძოდ, სმენის და მხედველობის სკრინინგი, მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკა აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე (ოფთალმოსკოპია, ოტოსკოპია, პიკფლუომეტრია, სფიგმომანომეტრია) (მაგ. ამბულატორიული ბარათები N07/03, 07/30, 07/14, 07/08, 07/33, 08/12, 08/24, 09/28, 09/25), რიგ შემთხვევებში 60 წლის და ზევით პაციენტების ამბულატორიულ ბარათებში (N334, 702, 80, 220, 1641, 160) არსებული ჩანაწერი მწირია და სრულყოფილად ვერ ასაბუთებს პაციენტის ქრონიკული დაავადების მართვას, რაც გათვალისწინებულია მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში; სრულად არ არის ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობა - ექიმთან ვიზიტების, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების სავალდებულო რაოდენობები, მაგალითად, ამბულატორიული ბარათები N1476, 48, 25, 7774, 241;

 

სამედიცინო მომსახურების არასრულად მიწოდების გამო, სამედიცინო დოკუმენტაციის არაჯეროვნად შევსების და სახელწიფო პროგრამით და ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ღონისძიებების (ტესტ-ჩხირების გამოკვლევით უზრუნველყოფა, შარდის ანალიზი, პერიფერიულ სისხლში გლუკოზის განსაზღვრა, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში) შეუსრულებლობის გამო, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–--------მა გაერთიანებამ “ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს საინსპექციო პერიოდში გადარიცხული თანხის - 78303.99 ლარის 1% - 783.03 ლარი; ,,სააგენტოსა“ და ,,დაწესებულებას“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დაწესებულებამ ,,ყოველი პროგრამის (კომპონენტის) მიხედვით, მომსახურების შესრულებისათვის დანახარჯთა დადასტურების მიზნით, ცალ-ცალკე უნდა აწარმოოს პროგრამით“ (კომპონენტით) გახარჯული მედიკამენტების, სამედიცინო დანიშნულების საგნების, სადიაგნოსტიკო და სამკურნალო ღონისძიებების (პროცედურების, მანიპულაციების), მათ შორის საოპერაციო მასალის, ჰისტომორფოლოგიური გამოკვლევების აღრიცხვა სპეციალურ ზონარგაყრილ, დანომრილგვერდიან ჟურნალში, ცალ-ცალკე საანგარიშო პერიოდში“. 2008-2011წწ, N---------–------------–------------–--------------–-- ხელშეკრულებების პირობების თანახმად, ,,ხელშეკრულებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის“ მიხედვით დადგენილი პირობის (პირობების) უხეში დარღვევის შემთხვევაში, რომელიც დაფიქსირებულია სახელშეკრულებო ვალდებულებების შესრულების ინსპექტირების აქტით, მიმწოდებელი შემსყიდველს უხდის ჯარიმას დარღვევის ცალკეულ პუნქტებზე საინსპექციო პერიოდში პროგრამით (კომპონენტით, ქვეკომპონენტით) შესრულებული სამედიცინო მომსახურების ღირებულების 1%-ის ოდენობით. დაწესებულების მიერ წარმოებული შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისას გამოვლინდა, რომ შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–--------მა გაერთიანებამ“ არ აწარმოა ცალ-ცალკე საანგარიშო პერიოდზე და პროგრამის კომპონენტების მიხედვით სადიაგნოსტიკო და კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების ჟურნალი, რითაც დაირღვა კლინიკისა და სააგენტოს შორის არსებული N---------–, 2---------–------------–--------------–-- ხელშეკრულებების 10.5.8 პუნქტით განსაზღვრული პირობები, კერძოდ, მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესი, რის გამოც სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 78303.99 ლარის 1% - 783.03 ლარი.

 

3.2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 01 აპრილამდე საინსპექციო პერიოდში, პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის “ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 1566.06 ლარი. 2011 წლის 01 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საინსპექციო პერიოდში, დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის მიხედვით, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ, პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში მოთხოვნილია18702.70 ლარი, მიღებულია 18702.30 ლარი.

2011 წლის 01 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საინსპექციო პერიოდში შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–-------- გაერთიანებაში“ დაწესებულების მიერ წარმოდგენილი საფინანსო და სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლით, დადგინდა, რომ არ არის შესრულებული 0-5 წლის ჩათვლით ბავშვების ამბულატორიული მომსახურეობის კომპონენტით გათვალიწინებული ღონისძიებები, კერძოდ, სმენის და მხედველობის სკრინინგი, მწვავე და ქრონიკული დაავადებების დიაგნოსტიკა აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე (ოფთალმოსკოპია, ოტოსკოპია, პიკფლუომეტრია, სფიგმომანომეტრია) (მაგ. ამბულატორიული ბარათები N10/24, 08/53, 08/13, 07/14, 08/12, 08/24, 08/16, 08/54, 08/68, 9/18, 09/01, 9/09, 10/09, 10/13); რიგ შემთხვევებში 60 წლის და ზევით პაციენტების ამბოლატორიულ ბარათებში (N3776, 620, 242, 173, 433) არსებული ჩანაწერი მწირია და სრულყოფილად ვერ ასაბუთებს პაციენტის ქრონიკული დაავადების მართვას, რაც გათვალისწინებულია მოსახლეობის ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში; სრულად არ არის ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მეთვალყურეობა - ექიმთან ვიზიტების, ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევების სავალდებულო რაოდენობები, მაგალითად, ამბულატორიული ბარათები N80008, 740, 918, 523, 1357, 8254, 3766;

 

,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 07 მარტის №01-1/ნ ბრძანების მე-14 მუხლის, მე-14 პუნქტის შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისათვის ამავე პროგრამის ფარგლებში გასაწევი იმ მომსახურების არასრულად გაწევის შემთხვევაში, რომელსაც ითვალისწინებს პროგრამა და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მიმწოდებელი, ითვალისწინებს ჯარიმას, სარევიზიო პერიოდში განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის 10%-ს. აღნიშნულ შემთხვევაში, კლინიკის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს გადარიცხული თანხის - 18702.30 ლარის 10%-ს - 1870.23 ლარს. სულ, 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საინსპექციო პერიოდში, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 3436.29 ლარი. 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით საინსპექციო პერიოდში, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ას“ დიაბეტიანი და ონკოინკურაბელური პაციენტების ამბულატორიული მომსახურების პროგრამით, მოთხოვნილია 4202.00 ლარი, მიღებულია - 4201.60 ლარი. 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით საინსპექციო პერიოდში, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ ენდოკრინოლოგიურ კაბინეტში 6-დან 60 წლამდე აღრიცხვაზე იმყოფებოდა შაქრიანი დიაბეტით დაავადებული 62 ადამიანი, საინსპექციო პერიოდში აღრიცხვიდან მოიხსნა 2, აღრიცხვაზე აყვანილია 13, გარდაიცვალა 1 ავადმყოფი. 2011 წლის 01 აპრილის მონაცემებით, აღრიცხვაზე იმყოფებოდა 72 ავადმყოფი, მათ შორის შაქრიანი დიაბეტი ტიპი l – 18 პაციენტი, ტიპი ll – 42, აქედან ტიპი ll ინსულინდამოუკიდებელი 12 პაციენტი, ტიპი ll ინსულინმომხმარებელი 30 პაციენტი. N154, 723, 22, 348, 267, 307, 591, 8910, 449, 334, 579 ,48,255,305,60,589,611,449,411,305,601,73,761,35,968,429,836,750,936,1218,15,1535,131,3714,1476,162,345,847,3635,495,312,393,1081,637,4462,511. პაციენტების სამედიცინო ბარათების შესწავლით გამოვლინდა, რომ პროგრამული პაციენტებისათვის სრულად არ არის გატარებული პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები, კერძოდ, გლუკოზის განსაზღვრა კაპილარულ სისხლში 65 შემთხვევაში, ცილის განსაზღვრა შარდში - 62 შემთხვევაში, კრეატინინის განსაზღვრა სისხლში 72 შემთხვევაში, ე.კ.გ. – 65 შემთხვევაში, ოფთალმოლოგის კონსულტაცია - 54 შემთხვევაში. სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების გამო, დაწესებულებამ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა გადარიცხოს მიღებული თანხის 4201,60 ლარის 1% X5 – 210,05 ლარი.

 

დაწესებულების მიერ წარმოებული შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლისას გამოვლინდა, რომ შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ა“ არ აწარმოებდა ცალ-ცალკე საანგარიშო პერიოდზე და პროგრამის კომპონენტების მიხედვით სადიაგნოსტიკო და კლინიკო-ლაბორატორიული გამოკვლევების ჟურნალს, რითაც დაირღვა კლინიკასა და სააგენტოს შორის არსებული N----------–---------------–---------------–-- ხელშეკრულებების პირობები, კერძოდ, მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესი, რის გამოც პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, ასანაზღაურებელმა თანხამ შეადგინა 4201.60 ლარის 1% - 42.01ლარი. 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 01 აპრილამდე საინსპექციო პერიოდში, ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი 6-60 წ.წ. დიაბეტიან და ონკოინკურაბელური პაციენტთა მომსახურეობის კომპონენტის ფარგლებში, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის “ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 252.06 ლარი.

 

2011 წლის 01 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საინსპექციო პერიოდში შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ას “ დიაბეტიანი და ონკოინკურაბელური პაციენტების ამბულატორიული მომსახურების პროგრამით მოთხოვნილი აქვს 1509.20 ლარი, მიღებული აქვს 112 ლარი. პაციენტების N35,968,750,1081,937,4462,5117,636,267,79,22,463,348,267 ბარათების შესწავლით გამოვლინდა, რომ პროგრამული პაციენტებისათვის სრულად არ არის ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები, კერძოდ, გლუკოზის განსაზღვრა კაპილარულ სისხლში - 43 შემთხვევაში, ცილის განსაზღვრა შარდში - 56 შემთხვევაში, კრეატინინის განსაზღვრა სისხლში 19 შემთხვევაში, ე.კ.გ 12 შემთხვევაში, ოფთალმოლოგის კონსულტაცია 9 შემთხვევაში. სულ, 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, საინსპექციო პერიოდში, ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი 6-60 წწ. დიაბეტიან და ონკოინკურაბელურ პაციენტთა მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 263.26 ლარი.

 

დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ა“ 2008 წლის 01 ნოემბრიდან, 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით, მონაწილეობდა ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის შესრულებაში. 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 31 მარტის ჩათვლით, საინსპექციო პერიოდში, დაწესებულების მიერ ფთიზიატრიული ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში მოთხოვნილია 20569 ლარი, მიღებულია 20569 ლარი. დაწესებულების მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აბაშის ფთიზიატრიულ კაბინეტში სულ რეგისტრირებულია 76 პაციენტი, აქედან ახალი შემთხვევა 57, წარსულში ნამკურნალევი 15, ფილტვგარეშე ფორმა 9, მათ შორის 2 ბავშვი, მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ 3. პაციენტების ამბულატორიულ სამედიცინო ბარათების N26, 67, 29, 30, 15, 3, 25, 88, 73, 57, 48, 89,32,16,51,32,3753,33,60,39,36,34,13,44,55,89,77,89,45,1,60,73,79,84,10,121,133,130,141,94,129,116,77,102,10,92,118,101 ამბულატორიული სამედიცინო ბარათების შესწავლისას გამოვლინდა, რომ საინსპექციო პერიოდში არ იყო ჩატარებული გულ-მკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა 93 შემთხვევაში, სისხლის საერთო ანალიზი 44 შემთხვევაში, ნახველის კულტურალური გამოკვლევა - 8 შემთხვევაში, ნახველის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევა 15 შემთხვევაში. სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შეუსრულებლობის გამო, დაწესებულებამ ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა აანაზღაუროს გადმორიცხული თანხის - 20569 ლარის 1%, რაც შეადგენს 205.69 ლარს. 2011 წლის 01 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში დაწესებულების მიერ მოთხოვნილი და მიღებულია 8728.70 ლარი, მიღებულია 8116.70 .

 

დაწესებულების მიერ მოწოდებული ინფორმაცით, აბაშის ფთიზიატრიულ კაბინეტში სულ რეგისტრირებულია 28 პაციენტი, აქედან, ახალი შემთხვევა 19, წარსულში ნამკურნალევი 1,, ფილტვგარეშე - 1, მკურნალობა შეწყვეტის შემდეგ 3მგბ(+). პაციენტების N 37, 74, 67, 46, 31, 14, 39 ,35, 25 ამბოლატორიული ბარათების შესწავლისას გამოვლინდა, რომ სრულად არ ჩატარებულა პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებები, კერძოდ, 11 შემთხვევაში გულ-მკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა, 6 შემთხვევაში სისხლის საერთო ანალიზი, 5 შემთხვევაში ნახველის კულტურალური გამოკვლევა, 7 შემთხვევაში ნახველის ბაქტერიოსკოპული გამოკვლევა. ,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელწმიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01-1/ნ ბრძანების მე-14 მუხლის, მე-13 პუნქტის შესაბამისად, თუ დაწესებულება დაფინანსებას იღებს გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, რევიზიისას საჯარიმო სანქციების ოდენობა განისაზღვრება თვის ლიმიტით გათვალისწინებული თანხის 2%-ით. შვიდ შემთხვევაში არ იყო ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული ლაბორატორიული და დიაგნოსტიკური კვლევები, რის გამოც დაწესებულების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 8116.70 ლარის 2% - 162.23 ლარი. სულ, 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საინსპექციო პერიოდში, შპს ,,აბ-–----------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ ,,ფთიზიატრიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 368.02 ლარი.

 

2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 01 აპრილამდე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სამეანო მომსახურების სახელწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მიხედვით, სამედიცინო მომსახურების განხორციელება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა-ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მიხედვით 01.01 .2008-01.04.2011 წწ. საინსპექციო პერიოდში სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში დაწესებულების მიერ მოთხოვნილია 15922 ლარი, მიღებულია 15256 ლარი.

 

01.11.2008-01.04.2011 წწ. საინსპექციო პერიოდში სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში დაწესებულების მიერ ასანაზღაურებლად წარდგენილი იყო სულ 1115 ვიზიტი, კერძოდ:

-5455 ნოზოლოგიური კოდით (I ვიზიტი) 313 შემთხვევა;

-5456 ნოზოლოგიური კოდით (II ვიზიტი) 242 შემთხვევა;

-5457 ნოზოლოგიური კოდით (III ვიზიტი) 272 შემთხვევა;

-5458 ნოზოლოგიური კოდით (IV ვიზიტი) 288 შემთხვევა.

-2011 წლის 01 აპრილიდან 2011 წლის 31 დეეკემბრამდე საინსპექციო პერიოდში

ასანაზღაურებლად წარდგენილია სულ 262 ვიზიტი, კერძოდ:

-5445 ნოზოლოგიური კოდით (I ვიზიტი) 60 შემთხვევა;

-5456 ნოზოლოგიური კოდით (II ვიზიტი) 59 შემთხვევა;

-5457 ნოზოლოგიური კოდით (III ვიზიტი) 75 შემთხვევა;

-5458 ნოზოლოგიური კოდით (IV ვიზიტი) 68 შემთხვევა.

 

„ორსულის ან მელოგინის ინდივიდუალური ბარათების“ შესწავლით გამოვლინდა, რომ საინსპექციო პერიოდში არ ჩატარებულა პროგრამით გათვალისწინებული შემდეგი გამოკვლევები და კონსულტაციები: (2008 წლის ნოემბერ, დეკემბერი):

l ვიზიტი- არ ჩატარებულა თერაპევტის კონსულტაცია 18 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 36 ლარს, სისხლის საერთო ანალიზი 2 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 7.82 ლარს, შარდის საერთო ანალიზი 2 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 7.68 ლარს, სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით 12 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 28.32 ლარს, B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა 7 შემთხვევაში, სწრაფი, მარტივი მეთოდით, რაც თანხობრივად შეადგენს 23.94 ლარს, აივ ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი მეთოდით 11 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 37.62 ლარს, სისხლის ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა 6 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 27.60 ლარს, საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა 3 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 13.95 ლარს.

ll ვიზიტი: ვადის დარღვევით ჩატარებულია 8 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 72 ლარს, მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია 1 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 2 ლარს, მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია 1 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 6 ლარი.

lll ვიზიტი- ვადის დარღვევით ჩატარებულია 2 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 14 ლარს, მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია 2 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 4 ლარს, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 4 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 3.72 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 3 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 9.21 ლარი.

lV ვიზიტის ფარგლებში -ვადის დარღვევით ჩატარებულია 2 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 14 ლარს, მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია 1 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 1.40 ლარს, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 2 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 1.86ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 1 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 3.07 ლარი.

 

01.11.08-01.01.09 საინსპექციო პერიოდში, „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 314.19 ლარი.

 

2009 წელს l ვიზიტი- არ ჩატარებულა თერაპევტის კონსულტაცია 121 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 242 ლარს, სისხლის საერთო ანალიზი 7 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 27.37 ლარს, შარდის საერთო ანალიზი 8 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 30.72 ლარს, სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით 20 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 47.20 ლარს, B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა 25 შემთხვევაში, სწრაფი, მარტივი მეთოდით, რაც თანხობრივად შეადგენს 85.50 ლარს, აივ ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი მეთოდით 28 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 95.76 ლარს, სისხლის ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა 15 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 69 ლარს, საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა 10 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 46.50 ლარს; ll ვიზიტი: ვადის დარღვევით ჩატარებულია 40 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 360 ლარს, არ ჩატარებულა მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია 34 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 204 ლარი; lll ვიზიტი- ვადის დარღვევით ჩატარებულია 8 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 56 ლარს, არ ჩატარებულა ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 20 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 18.60 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 18 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 55.26 ლარი; lV ვიზიტის ფარგლებში -ვადის დარღვევით ჩატარებულია 3 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 21 ლარს, მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია 1 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 2 ლარს, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 15 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 13.95 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 16 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 49.12 ლარი.

 

01.01.09-01.01.10 საინსპექციო პერიოდში, „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 1423.98 ლარი.

 

2010 წელს- l ვიზიტი- არ ჩატარებულა თერაპევტის კონსულტაცია 116 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 232 ლარს, სისხლის საერთო ანალიზი 20 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 78.20 ლარს, შარდის საერთო ანალიზი 22 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 84.48 ლარს, სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით 29 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 68.44 ლარს, B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა 29 შემთხვევაში, სწრაფი, მარტივი მეთოდით, რაც თანხობრივად შეადგენს 99.18 ლარს, აივ ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი მეთოდით 29 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 99.18 ლარს, სისხლის ჯგუფის და რეზუსის განსაზღვრა 19 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 87.40 ლარს, საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა 23 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 106.95 ლარს; ll ვიზიტი: ვადის დარღვევით ჩატარებულია 21 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 189 ლარს, არ ჩატარებულა მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია 35 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 210 ლარი; lll ვიზიტი- ვადის დარღვევით ჩატარებულია 4 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 28 ლარს, მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია 2 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 4 ლარს, ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 10 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 9.30 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 12 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 36.84 ლარი; lV ვიზიტის ფარგლებში -ვადის დარღვევით ჩატარებულია 4 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 28 ლარს, არ ჩატარებულა ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 17 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 1.86ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 1 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 15.81 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 18 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 55.26 ლარი.

 

01.01.10-01.01.11 საინსპექციო პერიოდში, „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 1432.04 ლარი.

 

2011 წელს (1 აპრილამდე)- l ვიზიტი- არ ჩატარებულა თერაპევტის კონსულტაცია 31 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 62ლარს, სიფილისის დიაგნოსტიკა სწრაფი/მარტივი მეთოდით 4 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 9.44 ლარს, B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა 3 შემთხვევაში, სწრაფი, მარტივი მეთოდით, რაც თანხობრივად შეადგენს 10.26 ლარს, აივ ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი მეთოდით 18 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 61.56 ლარს, საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა 2 შემთხვევაში, რაც თანხობრივად შეადგენს 9.30 ლარს; ll ვიზიტი: ვადის დარღვევით ჩატარებულია 2 ვიზიტი, რაც თანხობრივად შეადგენს 18 ლარს, არ ჩატარებულა მცირე მენჯის ღრუს ორგანოების ექოსკოპია 11 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 66 ლარი; lll ვიზიტი- ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 5 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 4.65ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 6 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 18.42 ლარი; lV ვიზიტის ფარგლებში არ ჩატარებულა ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 10 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 9.30 ლარი, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 11 შემთხვევაში, რამაც თანხობრივად შეადგინა 33.77 ლარი.

 

01.01.11-01.04.11 საინსპექციო პერიოდში, „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 302.70 ლარი. სულ 01.11.08-01.04.11წწ საინსპექციო პერიოდში, (N-----------–, 2დ18382301შ/1) ხელშეკრულებებით განსაზღვრული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, გაანგარიშებისა და ანაზღაურების წესის სხვადასხვა პირობების დარღვევის გამო, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 3472.91ლარი.

 

სამედიცინო დოკუმენტაციის არაჯეროვნად და უხარისხოდ შეფასების გამო, შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ამ“ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადარიცხოს 2008 წლის ნოემბრიდან 2011 წლის 1 აპრილამდე საინსპექციო პერიოდში გადმორიცხული თანხის 15256 ლარის 1%, რამაც შეადგინა 152.56 ლარი.

 

01.01.08-01.04.11 საინსპექციო პერიოდში, „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 3778.03 ლარი. 2011 წლის 1 აპრილიდან 31 დეკემბრის ჩათვლით ჩატარებული ვიზიტების, დაწესებულების მიერ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში მოთხოვნილია 3245 ლარი, ანაზღაურებულია 3065 ლარი.

 

„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ მიმწოდებელმა პროგრამის მოსარგებლეს, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება გაუწია არასრულად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობით ვინაიდან, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება არასრულად არის მიწოდებული, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 6138 ლარი. 01.11.08-01.01.12 წწ საინსპექციო პერიოდში, „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის“ ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 9976.03 ლარი.

 

2008 წლის 1 ნოემბრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე საინსპექციო პერიოდში შპს „აბ-–----------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 20 641.60 ლარი, მათ შორის: ა) პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მოსახლეობის ზოგადი ამბულატორიული დახმარების ფარგლებში- 3436.29 ლარი; ბ) ფთიზიატრიული ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული დახმარების კომპონენტის ფარგლებში - 368.02 ლარი; გ) ზოგადი ამბულატორიული მომსახურების კომპონენტი 6-60 წ.წ დიაბეტიან და ონკოინკურაბელური პაციენტთა მომსახურების ფარგლებში - 263.26 ლარი;დ) დაავადებათა პრევენციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებშ იმუნიზაციის კომპონენტი (აცრა-ვიზიტების) ქვეკომპონენტის ფარგლებში - 6598.00 ლარი; ე) „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურების კომპონენტის“ ფარგლებში 9976.03 ლარი.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სოციალური მომსახურების სააგენტოს 2012 წლის 15 ნოემბრის №04/71052 წერილით სს ,,აბ-–----------–-----------–-----–---–-------- გაერთიანებას“ ეცნობა, რომ შემოწმებისას გამოვლინდა დაწესებულების მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევით ზედმეტად მოთხოვნილია თანხა 20641.60 ლარის ოდენობით, რაც ექვემდებარება დაბრუნებას.

 

01.04.11-01.01.12წწ სამეანო მომსახურების სახელწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მიხედვით, 01.04 .2011-31.12.2011 წწ. საინსპექციო პერიოდში სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში დაწესებულების მიერ მოთხოვნილია 318 ლარი, მიღებულია 244 ლარი.

 

დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ცნობების მიხედვით, ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში დაწესებულების მიერ ასანაზღაურებლად წარდგენილი იყო სულ 22 ვიზიტი, კერძოდ: -5455 ნოზოლოგიური კოდით (I ვიზიტი) 6 შემთხვევა; -5456 ნოზოლოგიური კოდით (II ვიზიტი) 7 შემთხვევა;

-5457 ნოზოლოგიური კოდით (III ვიზიტი) 6 შემთხვევა; -5458 ნოზოლოგიური კოდით (IV ვიზიტი) 3 შემთხვევა.

 

ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა, რომ საინსპექციო პერიოდში არ ჩატარებულა პროგრამით გათვალისიწინებული სამედიცინო მომსახურებები: 5 შემთხვევაში არ არის ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული (l ვიზიტით) გამოკვლევები და კონსულტაციები: არ ჩატარებულა თერაპევტის კონსულტაცია 3 შემთხვევაში, აივ ანტისხეულების განსაზღვრა სწრაფი/მარტივი მეთოდით 1 შემთხვევაში, საშოს ნაცხის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა 1 შემთხვევაში; 2 შემთხვევაში არ არის ჩატარებული პროგრამით გათვალისწინებული (lV ვიზიტით) გათვალისწინებული პროგრამები: ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში 1 შემთხვევაში, ცილის რაოდენობის განსაზღვრა შარდში 1 შემთხვევაში.

 

„2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ მიმწოდებელმა პროგრამის მოსარგებლეს, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება გაუწია არასრულად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობით ვინაიდან, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება არასრულად არის მიწოდებული, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 543 ლარი.

 

გაწეული მომსახურების - l ვიზიტის ღირებულება შეადგენს 32 ლარს, მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა აღადგინოს) 480 ლარი (5 შემთხვევის შესაბამისი); გაწეული მომსახურების - III ვიზიტის ღირებულება შეადგენს 7 ლარს, მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა აღადგინოს) 32 ლარი (1 შემთხვევის შესაბამისი); გაწეული მომსახურების - lV ვიზიტის ღირებულება შეადგენს 7 ლარს, მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა აღადგინოს) 42 ლარი (2 შემთხვევის შესაბამისი);

 

საინსპექციო პერიოდში, „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის პროგრამის“ (ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტი) ფარგლებში, სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 543 ლარი. 2011 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე საინსპექციო პერიოდში შპს „აბ-–----------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ სამედიცინო მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაეწია 42 ბენეფიციარს. მოსახლეობს ურგენტული მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2011 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 31 დეკემბრამდე საინსპექციო პერიოდში მოთხოვნილია 11669.84 ლარი, მიღებულია 9771.18 ლარი.

 

2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად, თუ მიმწოდებელმა პროგრამის მოსარგებლეს, პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება გაუწია არასრულად, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას გასაწევი/გაწეული მომსახურების ღირებულების სამმაგი ოდენობით ვინაიდან, პაციენტთა ბარათების №276, 277, 278 მიხედვით ირკვევა, რომ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება არასრულად და უხარისხოდ არის მიწოდებული, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 3642.72 ლარი.

 

პაციენტთა ბარათების №294, 453, მიხედვით ირკვევა, რომ ძირითადი დიაგნოზი არ დასტურდება პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებული კლინიკო-ლაბორატორიული მონაცემებით, დამძიმებულია , ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 1197.90 ლარი.

 

პაციენტთა ბარათების №782, №640, №720, №511, №625, №714 მიხედვით ირკვევა, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს გადაახდევინა პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის ოდენობაზე მეტი თანხა, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 5385.00 ლარი.

 

პაციენტთა ბარათების №279, №511, მიხედვით ირკვევა, რომ მომსახურება გაწეულია იმ დიაგნოზით, რომელიც არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო პროგრამით ან/და მიმწოდებელთან დადებული ხელშეკრულებით, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 10 676.20 ლარი.

 

მოსახლეობის სტაციონალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში, 2011 წლის 1 აპრილიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საინსპექციო პერიოდში შპს „აბ-–----------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ სამედიცინო მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაეწია 74 პაციენტს. ბავშვთა სამედიცინო დახმარების კომპონენტის ფარგლებში, საინსპექციო პერიოდში დაწესებულების მიერ მოთხოვნილია 8474.53 ლარი, მიღებულია 7656.93 ლარი.

 

2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ რევიზიისას გამოვლინდა, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის ოდენობაზე მეტი თანხა გადაახდევინა, მიმწოდებელი იხდის ჯარიმას შემთხვევის ღირებულების სამმაგი ოდენობის სახით.

 

პაციენტთა ბარათების №475, №693, მიხედვით ირკვევა, რომ მიმწოდებელმა მოსარგებლეს გადაახდევინა პროგრამით გათვალისწინებული თანაგადახდის ოდენობაზე მეტი თანხა, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 722.25 ლარი.

 

2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „თუ დასტურდება, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის პროგრამით მოსარგებლის მიმართვა/გარდაცვალება განპირობებულია ამ სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე ჩატარებული არასრული ან/და უხარისხო სამედიცინო დახმარებით“, ასანაზღაურებელი თანხა სრულად უკან დაბრუნების საფუძველია.

 

პაციენტის სამედიცინო ბარათის №269 მიხედვით ირკვევა, რომ სამედიცინო დაწესებულებისათვის პროგრამით მოსარგებლის მიმართვა განპირობებულია ამ სამედიცინო დაწესებულებაში მანამდე ჩატარებული არასრული ან/და უხარისხო სამედიცინო დახმარებით“, ამიტომ, „ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-1/ნ (07.03.11) ბრძანების მე-14 მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად მიმწოდებელმა ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს (სახელმწიფო ბიუჯეტში აღადგინოს) 1345.45 ლარი.

 

2011 წლის 1 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საინსპექციო პერიოდში შპს „აბ-–----------–-----------–-----–---–----------------------ის“ მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში აღსადგენმა თანხამ შეადგინა 12 564.65 ლარი, მათ შორის: ა) მოსახლეობის სტაციონალური დახმარების სახელმწიფო პროგრამის ბავშვთა დახმარების კომპონენტის ფარგლებში- 1345.45 ლარი; გ) მოსახლეობის ურგენტანული მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში - 10676.20 ლარი; ვ) „სამეანო მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ანტენატალური მეთვალყურების კომპონენტის“ ფარგლებში 543.00 ლარი.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის 01-1/ნ ბრძანებით დამტკიცებული იქნა ,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესი და პირობების’’ მე-14 მუხლით განსაზღვრულია საჯარიმო სანქციების დაკისრების წესი. კერძოდ, დასახლებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ზედამხედველობის ნებისმიერ ეტაპზე გამოვლენილი დარღვევებისას გამოყენებული იქნება სხვადასხვა ტიპის საჯარიმო სანქციები: ა)შემთხვევის სრულ ანაზღაურებაზე უარი; ბ) უკვე ანაზღაურებული შემთხვევისას თანხის უკან დაბრუნება; გ) დამატებითი ფინანსური ჯარიმა. ამავე მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ პროგრამის მოსარგებლისთვის ამავე პროგრამის/კომპონენტის/ ქვეკომპონენტის ფარგლებში გასაწევი იმ მომსახურების არასრულად გაწევის შემთხვევა (როგორც ეს განსაზღვრულია მე-15 მუხლის მე-3 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით), რომელსაც ითვალისწინებს პროგრამა და კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს მიმწოდებელი, ითვალისწინებს ჯარიმას, სარევიზიო პერიოდში განმახორციელებლის მიერ ანაზღაურებული თანხის 10%-ს. ამავე ბრძანების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, პროგრამის ადმინისტრირებაში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულება (განმახორციელებელი დაწესებულება, რეგულირების სააგენტო) ვალდებულია: ა)განახორციელოს პროგრამების ზედამხედველობა განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში; დ) ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისა ან არაჯეროვნად შესრულებისას დააკისროს მიმწოდებელს ფინანსური ჯარიმა დადგენილი წესის შესაბამისად.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, განმცხადებელს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში, ქმედების განხორციელების მოთხოვნით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, თუკი: პირი, მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, პირის მოქმედება იყო განზრახი ან გაუფრთხილებელი (ანუ ბრალეული), უშუალოდ ამ მართლსაწინააღმდეგო, განზრახმა ან გაუფრთხილებელმა (ბრალეულმა) მოქმედებამ ზიანი მიაყენა სხვა პირს, კერძოდ შელახა პირის ქონებრივი ან/და არაქონებრივი უფლებები ან/და კანონით დაცული ინტერესები; დელიქტით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად აუცილებელია, რომ ზემოხსენებული სამივე პირობა არსებობდეს ერთდროულად, ერთობლიობაში; სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ სადავო შემთხვევაში სახეზეა ზემოთ დასახელებული სამივე პირობის ერთდროულობა; შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია აანაზღაუროს დამდგარი მატერიალური ზიანი; ამასთან, სარჩელით მოთხოვნილი ზიანის თანხის ოდენობა დასაბუთებულია, მოსარჩელე მოითხოვს სწორედ იმ ოდენობის თანხის ანაზღაურებას (2895.72 ლარის ოდენობით) რა რაოდენობის ანაზღაურებაც სახელმწიფოს მიერ გაიცა - შპს ,,ა--–-------------–--------–-----------–-პ---–---–--------ი გაერთიანებაზე“ 2009 წლის 01 მაისიდან 2012 წლის 01 იანვრამდე სიანსპექციო პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების ინსპექტირებისა და ადმინისტრირების შედეგად გამოვლენილი დარღვევების გამო. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ შემოწმების აქტში მითითებულის საპირისპირო დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

რაც შეეხება მოპასუხე მხარის არგუმენტაციას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენდა სამ წელს. ცალკეულ შემთხვევებში კანონით შეიძლება გათვალისწინებული იყოს ხანდაზმულობის სხვა ვადებიც. ამასთან, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება კი წარმოიშვება იმ დღიდან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო თავისი უფლების დარღვევის თაობაზე.

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 7 მარტის №01-1/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,2011 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ’’ ბრძანების მე-12 მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ანაზღაურებული შემთხვევების დასრულებიდან 3 წლის ვადაში რეგულირების სააგენტოს მიერ ადგილზე წარმოებს მიმწოდებლების მიერ გაწეული მომსახურების რევიზია წინასწარ დადგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით. რევიზია ითვალისწინებს მიმწოდებელ დაწესებულებაში სამედიცინო დოკუმენტაციის შემოწმებას. რეგულირების სააგენტოს სარევიზიო ჯგუფი მიმწოდებლისგან ითხოვს საჭირო დოკუმენტაციას და ახორციელებს მის დეტალურ შემოწმებას, ხოლო დაწესებულება ვალდებულია სარევიზიო ჯგუფს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ყველა საჭირო დოკუმენტაცია. რევიზიის დასრულების შემდეგ დგება აქტი, რომელსაც ხელს აწერენ სარევიზიო ჯგუფის წევრები და მიმწოდებელი მხარის პასუხისმგებელი პირები. აღმოჩენილი დარღვევების შემთხვევაში, აქტის საფუძველზე მიმწოდებელს დაეკისრება ანაზღაურებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება ან/და დამატებითი ფინანსური ჯარიმის გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში შპს ,,აბ-–---------–-----------–-----–---–----------------------ის“ სახელმწიფო პროგრამების ადმინისტრირება 2008 წლის 01 ნოემბრიდან 2011 წლის 01 აპრილამდე, ასევე 2011 წლის 01 აპრილიდან 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით საინსპექციო პერიოდზე ჩატარდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსის 2012 წლის 04 მაისის №02-210/მ ბრძანების საფუძველზე 2012 წლის 30 ივნისს, რა დროსაც გამოვლენილი იქნა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების და ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ საქართველოს კანონის’’ მოთხოვნათა დარღვევა, ხოლო სარჩელი წარმოდგენილია სასამართლოში 2015 წლის 22 მაისს. 2012 წლის 15 ნოემბრის წერილით, მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეს ეცნობა ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული თანხის ბიუჯეტის სასარგებლოდ დაბრუნების ვალდებულების შესახებ. ამდენად, აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით.

 

ამდენად, დასახელებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს - შპს სამედიცინო კორპორაცია „ევ---ს“ (ს/კ 4--------), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 33 218.95 (ოცდაცამეტი ათას ორასთვრამეტი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტით (სარჩელზე სახელმწიფო-სამართლებრივი და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავების შესახებ) დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

 

განსახილველ შემთხვევაში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის, ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად. სსს კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ”ა” პუნქტის თანახმად, მოპასუხეს - შპს სამედიცინო კორპორაცია „ევ---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა - 996.60 ლარის ოდენობით (დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 13-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სარჩელი შპს სამედიცინო კორპორაცია „ევ---ი“-ს მიმართ.

 

2.დაეკისროს მოპასუხე შპს „სა-----–----------------–--------ს“ (ს/კ 4--------), სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 33 218.95 (ოცდაცამეტი ათას ორასთვრამეტი ლარი და ოთხმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის გადახდა.

 

3.დაეკისროს მოპასუხე შპს „სა-----–----------------–--------ს“ (ს/კ 4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 996.60 (ცხრასოთხმოცდათექვსმეტი ლარი და სამოცი თეთრი) ლარის გადახდა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე- ქ. ქუთაისი, ნიუ პორტის ქუჩა №32) სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე- ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქუჩა N247) 14 დღის ვადაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისთვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია