გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.04.2018
საქმის ნომერი
020210017002146500
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №02-2---17002-465-0 (2/1923-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

26 აპრილი, 2-18 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - შპს მისო ,,ემ----------ტი’’

წარმომადგენელი - ტა-----–---------ე

 

მოპასუხე - ეკ---------ა

წარმომადგენელი - დე------------ია

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხე ეკ---------ასათვის მოსარჩელე შპს მისო ,,ემ----------ტი’’-ს სასარგებლოდ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 6------–----- დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, აღიარა ძირი თანხისა და პროცენტის გადახდის ვალდებულება სრულად, ხოლო რაც შეეხება პირგასამტეხლოს, მოითხოვა მისი შემცირება (იხ. შესაგებელი, 2----------–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება

 

3.1.1.1--------- წელს მოსარჩელე შპს ,,ემ----------ტსა’’ და მოპასუხე ეკ---------ას შორის დაიდო ელექტრონული (ონლაინ) სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ეკ---------ამ მოსარჩელისაგან მიიღო სასყიდლიანი (პროცენტიანი) სესხი 3-- ლარის ოდენობით, რაც სრულად იქნა ათვისებული მოპასუხის მიერ. კრედიტის უნდა დაბრუნებულიყო 2----–-–----------------

 

ხელშეკრულების 7.4. მუხლის მიხედვით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ სესხის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა (პირგასამტეხლო) 2- (ოცი) ლარის ოდენობით, ხოლო 7.5. მუხლის თანახმად, მსესხებლის მიერ სესხის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში სესხის თანხაზე შეწყდება სარგებლის დარიცხვა და გარდა ხელშეკრულების 7.4. მუხლით განსაზღვრული ჯარიმისა, გამსესხებლის სასარგებლოდ განხორციელდება პირგასამტეხლოს დარიცხვა 1------- ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომლის დარიცხვა გაგრძელდება მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-სესხის ხელშეკრულება (ს-------);

-ელექტრონული განაცხადი (ს--------;

-საგადახდო დავალება №5---------------;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2----------–-–-- სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3.1.2.მოპასუხემ 2-1- წლის 2- მ----, ბოლო ვადის დადგომის მიუხედავად, არ გადაიხადა სესხის ძირი თანხა და პროცენტი, რის გამოც სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს ძირი თანხის სახით - 3-- ლარს, ხოლო პროცენტია - 1---- ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი და შესაგებელი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2----------–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.2.სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.მოსარჩელე სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასევე ითხოვს დამატებით პირგასამტეხლოს - 2-0 ლარის ოდენობით, რაც შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი და შესაგებელი;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 2----------–-–-- სასამართლო სხდომის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5.კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1.საქართველოს კონსტიტუციის მე-1- მუხლის მიხედვით, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. ეს უფლება მოიცავს პიროვნების განსავითარებლად საქმიანობის სხვადასხვა სფეროს, რომელთა შორისაა ხელშეკრულებების დადების სფერო, რაც რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, სამოქალაქო კოდექსით, რომლის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

 

სწორედ აღნიშნულ, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპზე დაყრდნობით, მხარეთა მიერ სამოქალაქო უფლებათა რეალიზაციის შედეგია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის სესხის ხელშეკრულების არსებობა, რომლითაც მათ შორის განისაზღვრა ხელშეკრულების პირობები, უფლება-მოვალეობანი.

 

6.2.სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს სესხი, რაც რეგლამენტირებულია სამოქალაქო კოდექსის მეცხრე თავში. მითითებული ნორმატიული აქტის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, ხოლო 634-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. იმავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სესხი ცალმხრივი და რეალური ხელშეკრულებაა. იგი შეიძლება დაიდოს განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით, აგრეთვე, კანონმდებელი აძლევს შესაძლებლობას მხარეებს აღნიშნული ხელშეკრულება დადონ ზეპირად ან მათივე შეთანხმებით წერილობით. ასევე, სესხის ხელშეკრულება შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო. უსასყიდლო ხელშეკრულებისას მხარეები არ თანხმდებიან სარგებელზე - პროცენტზე. ხელშეკრულების ცალმხრივობა ნიშნავს იმას, რომ მსესხებელი კისრულობს სესხად მიღებული ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთის დაბრუნების ვალდებულებას, ხოლო მეორე მხარეს კი გააჩნია შესაბამისი უფლება _ მოვალეს მოსთხოვოს გასესხებული ფულის ან ნივთების უკან დაბრუნება, ხოლო რეალურობა გამოიხატება იმაში, რომ სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა შეთანხმების მიღწევის მომენტიდან (კონსესუალური ხელშეკრულება), არამედ ნივთის რეალურად გადაცემიდან. შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება, როცა გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ხელშეკრულების საგანს - ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს.

 

სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, ხოლო იმავე კოდექსის მე-400 მუხლით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობებში მტკიცების ტვირთის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სარჩელებში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს სახელშეკრულებო ურთიერთობა ანუ ხელშეკრულების არსებობის ფაქტი და რომ დადგა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების დრო, ხოლო მოპასუხის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს საწინააღმდეგო ფაქტების დადასტურება, კერძოდ, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ არსებობს ან არსებობის შემთხვევაში მოპასუხის მიერ ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია. აქვე სადავო სამართალურთიერთობის გათვალისწინებით, სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 4-9-ე მუხლს, რომლის თანახმად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებული მტკიცებულებებით, კერძოდ, როგორც მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ისე საგადახდო დავალებით, ელექტრონული განაცხადით და დავალიანების შესახებ ცნობით დადგენილია, რომ 2-1- წლის 1--------–- გაფორმებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ეკ---------ამ მოსარჩელისაგან მიიღო სესხი - 3-- ლარი, 1---- ლარის ოდენობით პროცენტის გადახდის პირობით, რაც უნდა დებრუნებინა 3- დღეში - 2----–-–----------------

 

ხელშეკრულებით მხარეთა შორის მიღწეულ იქნა შეთანხმება, მასზედ, რომ სესხის ვადის გადაცილების შემთხვევაში, მსესხებელს გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრება ერთჯერადი ჯარიმა (პირგასამტეხლო) 2- (ოცი) ლარის ოდენობით.

 

მითითებული გარემოებების ცხადყოფს, რომ მოცემულ ვითარებაში სახეზეა კერძო სამართლებრივი ურთიერთობა, რა დროსაც როგორც ზემოთ აღინიშნა მოქმედებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს თავისუფლად, მხარეთა ნების შესაბამისად, ხელშეკრულების დადებას და მისი შინაარსის განსაზღვრას. ამდენად, აღნიშნულ პრინციპზე დაყრდნობით, მხარეები თავად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ძირი თანხისა და საპროცენტო განაკვეთის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით გადახდის პირობაზე. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ხელშეკრულებაში სესხის გამცემად გამოდის საკრედიტო დაწესებულება და მის მიერ გაცემული სესხი, მისი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასყიდლიანია, რაც გულისხმობს ძირი თანხის პროცენტით გაცემას და რაც მიუთითებს მასზედ, რომ დაწესებულება ორიენტირებულია, პროცენტის დაწესებით მიიღოს სარგებელი (მოგება). ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით. კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს პირისათვის სარგებლის მოტანის უნარს. იგი ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი პროცენტის სახით.

 

ამრიგად, ხელშეკრულებაზე ელექტრონული თანხმობით, მასში მითითებულ პირობებს დაეთანხმა მსესხებელი, რითაც მან აიღო ვალდებულება შეასრულოს ისინი, დათქმულ დროს გადაიხადოს ძირი თანხა და მასზე დასარიცხი პროცენტი, ასევე პირგასამტეხლო 2- ლარის ოდენობით, რომლებიც არ სცდებიან გონივრულობის ფარგლებს. ნაკისრი ვალდებულება ეკ---------ას მხრიდან ნებაყოფლობით არ შესრულდა, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია სასამართლოს წესით მოითხოვოს ძირი თანხისა და პროცენტის, ასევე 2- ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდევინება, შესაბამისად, მისი მოთხოვნა მითითებულ ნაწილში დასაბუთებულია.

 

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ შესაგებლით და სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო მისთვის ძირი თანხის - 3-- ლარის და პროცენტის - 1---- ლარის დაკისრების ნაწილში. ეს გარემოება კი წარმოადგენს მის მიმართ სარჩელის მითითებულ ფარგლებში დაკმაყოფილების საფუძველს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2-8-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ანალოგიით, იგივე წესი შეიძლება გავრცელდეს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობისას. ამავე ნორმატიული აქტის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი ითვალისწინებს დისპოზიციურობის პრინციპს, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები, კერძოდ, ამავე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ზემოთ მითითებულ ნაწილში ცნობა მისაღებია, იგი კანონიერ საპროცესო-სამართლებრივ საფუძველზეა დამყარებული, რამდენადაც მისი პოზიცია გამომდინარეობს სამოქალაქო სამართალწარმოებაში აღიარებული ერთ-ერთი მთავარი პრინციპიდან - დისპოზიციურობიდან.

 

6.3.მოპასუხე მხარემ სადავო გახადა პირგასამტეხლოს ოდენობა, რის შესახებაც სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მითითებულ ნორმათა საფუძველზე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ძირი თანხისა და პროცენტის მსგავსად, მხარეთა შორის წერილობით შეთანხმების მიღწევაა აუცილებელი პირგასამტეხლოზეც, თუმცა ამ ინსტიტუტთან მიმართებით კანონმდებლის მიერ დადგენილია სპეციალური დებულება, კერძოდ, საუბარია სამოქალაქო კოდექსის 4---ე მუხლზე, რომლითაც სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამ კუთხით სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. მოცემულ ვითარებაში, მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს, რომლის შეუსაბამოდ მიჩნევისათვის აუცილებელია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეული გარემოებების ერთობლიობაში შეფასება. კერძოდ, როდის დაიდო ხელშეკრულება, რამდენია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, რა პერიოდია გასული ხელშეკრულების დადებისა და მისი მოპასუხის მიერ დარღვევის შემდეგ, სცილდება თუ არა პირგასამტეხლო ძირითადი თანხის ოდენობას, რომელი პერიოდის მდგომარეობითაა მოთხოვნილი პირგასამტეხლო, მხედველობაშია მისაღები დავის საგნის მთლიანი მოცულობა და ა.შ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ამდენად, სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - გადასახდელი თანხის 1--- ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 4-------ს, ხოლო წელიწადში 5--------, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს.

მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის და მოსარჩელის ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დამატებით უნდა დაეკისროთ 1----- ლარის გადახდა.

 

6.4.სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან და სამართლებრივი მსჯელობიდან გამომდინარე, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7.საპროცესო ხარჯები

 

7.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 3--ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 0- პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 1-- ლარისა. ამავე კოდექსის 3--ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5--- ლარს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5- ლარის ოდენობით, ხოლო დავის საგნის ღირებულება შეადგენს 6------–----, თუმცა ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგენს მაგისტრატის მოსამართლის განსჯადს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის, 3--ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სახელმწიფო ბაჟის მინიმალურ ოდენობად უნდა განისაზღვროს 5- ლარი, რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

7.2.რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას იურიდიული მომსახურებისათვის გათვალისწინებული საფასურის - 4- ლარის მოპასუხეზე დაკისრების შესახებ, რის შესახებაც სარჩელს ერთვის გადახდის ქვითარი, ამ კუთხით აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით განმცხადებელს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ დაასაბუთებს, რომ ეს ხარჯები ფაქტობრივად და უდავოდ გასწია და რომ ეს თანხა გონივრული იყო (სხვა პრეცედენტთა შორის იხ. Nilsen and Johnsen v. Norway [GC], no. 23118/93, §62, ECHR 1999-VIII, შპს „იზა“ და მაკრახიძე საქართველოს წინააღმდეგ).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ 53-ე მუხლის მე-3 წინადადების მიხედვით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4------–-------, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2---- ლარამდე ოდენობით. გამომდინარე აქედან, კანონმდებლის მიერ ქონებრივ დავაზე დადგენილია იურიდიული მომსახურების ხარჯის გონივრული ოდენობა პროცენტული მაჩვენებლით. შესაბამისად, აღნიშნული ნორმის საფუძველზე, მოსარჩელეს მოპასუხისაგან უნდა აუნაზღაურდეს მითითებული ხარჯი დავის საგნის ღირებულების - 6------–----- მხოლოდ 4------–----------------–----- ოდენობით.

 

8.გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი

 

8.1.წინამდებარე გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხზე სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება.

 

აღნიშნული კოდექსის 365-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2---- ლარს. კონკრეტულ შემთხვევაში, ამ ნორმას შინაარსობრივად ავსებს მითითებული ნორმატიული აქტის 2571 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია, რომ იმ საქმეებზე, რომლებზედაც სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება, მოსამართლე აცხადებს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, ამასთანავე, განმარტავს გადაწყვეტილების მოტივებს, რაც ცვლის გადაწყვეტილების აღწერილობით და სამოტივაციო ნაწილებს. მოსამართლის განმარტება აისახება სასამართლო სხდომის ოქმში. ამ შემთხვევაში მოსამართლე ვალდებული არ არის, გამოიტანოს დასაბუთებული გადაწყვეტილება.

 

აღნიშნული ნორმები ცხადყოფენ, რომ რამდენადაც შპს ,,ემ----------ტი’’-ს სარჩელზე ქონებრივ-სამართლებრივი დავის საგნის ღირებულება არ აღემატება 2---- ლარს, წინამდებარე გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შევიდა ძალაში და იგი არ საჩივრდება. ამის მიუხედავად, 2571 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ გამოეტანა დასაბუთებული გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 131-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.შპს ,,ემ----------ტი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2.მოპასუხე ეკ---------ას მოსარჩელე შპს ,,ემ----------ტი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5----- ლარის გადახდა;

 

3.მოპასუხე ეკ---------ას მოსარჩელე შპს ,,ემ----------ტი’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 5- ლარის და იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 2---- ლარის ანაზღაურება;

 

4.გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა