გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 100310017002040962
საქმე #3/49-17წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
12.04.2018 წელი ქ. საჩხერე
საჩხერის რაიონული სასამართლო
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ივანე ყიფიანი
სხდომის მდივანი დარეჯან ღამბაშიძე
მოსარჩელე - ნ--- მა------–---–ი
წარმომადგენელი - მან--- ნა------ე, ლა----- კო---–--ე
მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
წარმომადგენელი - გო----- ხუ--–--ე
მესამე პირი - ნა----–- მი--------ე
წარმომადგენელი - ნა----–- გო-------ე
დავის საგანი: ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ--- მა------–---–ის წარმომადგენელმა მან--- ნა------ემ სარჩელით მომართა საჩხერის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ და მოითხოვა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ი--–---- №8------------03 გადაწყვეტილების და 2017 წლის 21 ი--–---- №8------------0- გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის განმარტებით საჯარო რეესტრის სააგენტომ მისსავე რეგისტრირებულ მონაცემებში განახორციელა ცვლილება მისი მოთხოვნის გარეშე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რითაც პრაქტიკულად გააუქმა მოსარჩელის საკუთრების უფლება. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს, რომ ქ. ჭიათურაში, ნ----–---–-- ქუჩაზე მდებარე ე.წ რიგი თავის დროზე იყო ერთი პირის- მან--- ყ---–---ს საკუთრება. საჯარო რეესტრში დაცულია ამ რიგში არსებული სავაჭრო ფართების (ჯიხურების) განლაგების გეგმა მათი ნომრების მითითებით.
საჯარო რეესტრში ერთი და იგივე უძრავ ნივთს (N-- ფართს) მინიჭებული აქვს სხვადასხვა საკადასტრო კოდი. სწორედ აღნიშნულის გამო ნა----–- მი--------ემ, მიიჩნია რა თავისი უფლებები დარღვეულად, მიმართა სასამართლოს სარჩელით, სადაც ითხოვდა, ქ, ჭიათურაში, ნ----–---–-- ქუჩაზე არსებულ სავაჭრო რიგში N-- ფართზე როგორც ავ--------– დ----ის, ისე ნ--- მა------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობას იმ საფუძვლით, რომ მოხდა მისი, ნა----–- მი--------ის ქონების გასხვისება, რაც , მისი აზრით, კანონის დარღვევით განხორციელდა.
საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით ნა----–- მი--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნ--- მა------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ბათილი იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება სადაო N-- ფართზე( გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ცალსახადაა მითითებული ფართის ნომერი) ნ--- მა------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაცია და ამ ნაწილში ნა----–- მი--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ამდენად, კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საჯარო რეესტრში დარჩა დარეგისტრირებული ნ--- მა------–---–ის საკუთრების უფლება N-- ფართზე, ვინაიდან სწორად ამ რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობაზე სასამართლომ უარი უთხრა ნა----–- მი--------ეს.
მოცემულ სადაო უძრავი ნივთის რეგისტრაციასთან დაკავშირებული სარჩელის განხილვის სხდომაზე 2017 წლის 1- ივლისს შეიტყო მოსარჩელემ რომ 2017 წლის 17 ი--–---დან ნ--- მა------–---–ი საკუთრების უფლება რეგისტრირებულია არა N--, არამედ N1- ფართზე.
მოგვიანებით, ისევ 2017 წლის 21 ი--–---- თარიღით საჯარო რეესტრმა დაამზადა ნ--- მა------–---–ის საკუთრების უფლების ამსახველი ახალი ამონაწერი, სადაც ფართის ნომერი საერთოდ არ არის მითითებული. მოსარჩელემ სასამართლოს სხდომაზე განმარტა, რომ მისი სარჩელის იურიდიული ინტერესია რეგისტრირებულ საკუთრების უფლებაზე ძველი რეგისტრაციის მონაცემების აღდგენა.
მოსარჩელის განმარტებით გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ამ ცვლილების განხორციელება მოითხოვა განმცხადებელმა- ნ--- მა------–---–მა, რაც არის სიცრუე, რადგან ნ--- მა------–---–ს იმ მომენტში არანაირი განცხადება არ შეუტანია. ამდენად საჯარო რეესტრის მუშაკის მიერ ჩადენილი სიყალბე, რაზეც ეცნობა შესაბამის ორგანოს.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან (უფრო სწორად მის წართმევასთან ) დაკავშირებით საფუძვლად უდევს, იმ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ხელშეუხებლად მიიჩნია ნ--- მა------–---–ის საკუთრების უფლება სწორად N-- ფართზე, რაზეც ცალსახადაა მითითებული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-3 პუნქტში.
1.2. მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის სააგენტოს 2017 წლის 17 ი--–---- N8------------03 და 2017 წლის 21 ი--–---- №8------------0- გადაწყვეტილებები რეგისტრაციის შესახებ.
1.3. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 11 აგვისტოს განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩართული იქნა ნა----–- მი--------ე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პოზიციით სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სააგენტოს კანცელარიაში 2017 წლის 29 ივნისს ფოსტის მეშვეობით წარმოდგენილი იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს წარედგინა იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის 2017 წლის 30 ივნისის N3-------- სამსახურებრივი ბარათი, რომლითაც მარეგისტრირებელ ორგანოს აღსასრულებლად გადაეგზავნა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ი--–---- გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 02 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ი--–---- გადაწყვეტილება იმ ნაწილში რომლითაც დაკმაყოფილდა ნა----–- მი--------ის სარჩელი და ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №8------------03 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და 2--- წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება - ჭიათურაში, ნ----–---–-- ქუჩაზე, სავაჭრო რიგის I სართულზე №1- არასაცხოვრებელ ფართზე ნ--- მა------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი - განაცხადის რეგისტრაციის ნომერი 8-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 3-.1-.0-.1-- და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნა----–- მი--------ის სარჩელი მითითებულ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
ქ.ჭიათურაში, ნ----–---–-- ქუჩაზე, სავაჭრო რიგის I სართულზე №1- არასაცხოვრებელ ფართზე ავ--------– დ----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2--- წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების განაცხ. №8----------- და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის საკადასტრო კოდი 3-.1-.0-.1--) ბათილად ცნობის ნაწილში - საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ი--–---- გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 201- წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად თუ არსებობს ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს აქტით დაკისრებული ვალდებულება - მიიღოს გადაწყვეტილება, მაშინ უფლებამოსილი პირი ვალდებულია პროგრამაში დაარეგისტრიროს პირობითი განცხადება.
მოპასუხის მოსაზრებით მითითებული სასამართლოს გადაწყვეტილებები ქმნიდა სააგენტოს ვალდებულებას პირობითი განცხადების მიხედვით აღესრულებია სასამართლოს გადაწყვეტილება. აღნიშნულის გათვალისწინებით 2017 წლის 17 ივლისს მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ მიღებული იქნა N8----------- პირობითი სარეგისტრაციო განცხადება და სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით იმავე დღეს მიღებული იქნა რეგისტრაციის შესახებ N8------------03 გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.ჭიათურაში ნ----–---–-- ქუჩაზე მდებარე 3-.1-.3-.--5.01.5-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთის ნომრად 1- ნაცვლად მიეთითა 1-.
2017 წლის 17 ივლისს მარეგისტრირებელმა ორგანომ კვლავ მიიღო პირობითი სარეგისტრაციო განცხადება, ხოლო 2017 წლის 21 ივლისს მიიღო რეგისტრაციის შესახებ N8------------0- გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილებების სწორად აღსრულების მიზნით ქ.ჭიათურაში ნ----–---–-- ქუჩაზე მდებარე 3-.1-.3-.--5.01.5-- საკადასტრო კოდის მქონე უძრავი ნივთი აღირიცხა ნომრის გარეშე. მოპასუხე თვლის, რომ ამავე გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად გამოცხადდა N8------------03 გადაწყვეტილება, შესაბამისად სააგენტო თვლის, რომ ამ გადაწყვეტილების ნაწილში არ არსებობს დავის საგანი, რადგან გადაწყვეტილება გაუქმებულია.
მოპასუხე თვლის, რომ ვინაიდან ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2--- წლის 26 ივნისის გადაწყვეტილების განაცხ. №8----------- და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის საკადასტრო კოდი 3-.1-.0-.1-- , ძალაში ვერ დარჩებოდა აღნიშნული ობიექტის ზემოაღნიშნული საიდენტიფიკაციო მონაცემი.
მოპასუხის მოსაზრებით , სასამართლომ ძალაში დატოვა 2--- წლის 25 აგვისტოს საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე უძრავ ნივთზე ნ--- მა------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ. ამ შემთხვევაში მითითე- ბული გადაწყვეტილებით განხორციელდა მხოლოდ რეგისტრირებული უძრავი ნივთის მესაკუთრის და არა ობიექტის მონაცემების ცვლილება. სასამართლომ კეთილსინდისიერ შემძენად მიიჩნია ნ--- მა------–---–ი, არ გააუქმა უძრავ ნივთზე მისი საკუთრების უფლება, თუმცა საკუთრების უფლების ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემის ცვლილება რეგისტრაციის შესახებ N8------------03 გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თანმდევი შედეგია. მოპასუხის აზრით არ არსებობს სადაო ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.
3.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-1- მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საქმეში მესამე პირის სტატუსით ჩართული ნა----–- მი--------ე ითხოვს სარჩელის უარყოფას და მიუთითებს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 02 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით სასამართლომ კეთილსინდისიერ შემძენად ცნო ნ--- მა------–---–ი ქ.ჭიათურაში ნ----–---–-- ქუჩაზე მდებარე 25 კვადრატულ მეტრ ფართზე, რომელიც 2--- წელს შეიძინა ავ--------– დ----ისაგან. თუმცა მესამე პირის განმარტებით ჯერ კიდევ 2006 წელს შეიძინა ქ.ჭიათურაში ნ----–---–-- ქუჩაზე მდებარე 27 კვადრატულ მეტრ ფართი და დარეგისტრირდა რეესტრში იმ წელსვე. დადგენილია, რომ ორივე ფართი სხვადასხვა საკადასტრო კოდებითაა რეგისტრირებული არის ერთი და იგივე ფართი სხვადასხვა ფართობით(შესაგებელი ს.ფ.69). ამ შემთხვევაში მესამე პირის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა რომ ნ--- მა------–---–ი სასამართლომ ცნო კეთილსინდისიერ შემძენად საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაცია უნდა დარჩეს იმ პირზე, ვისი რეგისტრაციაც პირველად განხორციელდა. სასამართლომ დაადგინა, რომ ნ--- მა------–---–ი კეთილსინდისიერი მყიდველია, თუმცა სასამართლოს ის არ მიუღია გადაწყვეტილება, N-- ფართის ნ--- მა------–---–ი მესაკუთრედ ცნობის შესახებ სასამართლოს არც ნა----–- მი--------ის საკუთრების რეგისტრაციის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ მიუღია. ნა----–- მი--------ე თვლის, რომ მისი საკუთრების უფლება ხელშეუხებელია, ასეთ შემთხვევაში ნ--- მა------–---–ის კუთვნილ რეესტრის მონაცემებში შეტანილი უნდა იქნას შესწორება.
საჯარო რეესტრის სააგენტოს 2017 წლის 17 ი--–---- N8------------03 და 2017 წლის 21 ი--–---- №8------------0- გადაწყვეტილებების ბათილად ცნობის თაობაზე მოპასუხე უთითებს, რომ ზემოთ მითითებული მიზეზის გარდა აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, ვინაიდან აღნიშნული დოკუმენტით მოსარჩელის წარმომადგენელს ეცნობა სამართლებრივი და ფაქტობრივი მდგომარეობის თაობაზე. მესამე პირის მოსაზრებით მოსარჩელე ვერ ასაბუთებს სადაო აქტის ბათილობის შემთხვევაში თავისივე იურიდიულ ინტერესს ანუ დადგენილი უნდა იქნას რა სამართლებრივ სიკეთეს მიიღებს მოსარჩელე სადაო აქტის ბათილად ცნობის შემთხვევაში.
4. ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე ქ.ჭიათურა ნ----–---–-- ქუჩა ს/კ 3-.1-.3-.--5. 01/01- დაზუსტებული ფართობი 1975 კვადრატული მეტრი ნაკვეთის წინა N 3-.1-.0-.1--; 3-.1-.0-.0--- სამსართულიანი შენობა საერთო ფართით 3---.11, სართული 1, ფართი 27 ,ფართი მშენებარე N--, საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელე ნა----–- მი--------ეს.
დადგენილია, რომ უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 2006 წლის 17 ოქტომბრის N3---------- განცხადების საფუძველზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ნასყიდობის ხელშეკრულება N1-3--- დამოწმების თარიღი:14.1-.2006 ნოტარიუსის მიერ.
რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ივლისამდე მდგომარეობით ნ--- მა------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხულია უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 3-.1-.3-.--5.01/5--დაზუსტებული ფართობი 1975 კვადრატული მეტრი ნაკვეთის წინა N 3-.1-.0-.1--; 3-.1-.0-.0--- სამსართულიანი შენობა საერთო ფართით 3---.11, სართული 1, ფართი 25 ,ფართი მშენებარე N--, საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელე ნ--- მა------–---–ს.
დადგენილია, რომ უძრავი ნივთი საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია 2--- წლის 24 აგვისტოს N8----------- განცხადების საფუძველზე. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტია ავ--------– დ-----სა და ნ--- მა------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება N0-------- დამოწმების თარიღი :22.08.2--- ნოტარიუსის მიერ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- რეესტრის ამონაწერი (ტ. 1. ს.ფ.13. სფ )
-რეესტრის ამონაწერი(ტ1. ს.ფ. 17)
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)
4.1.2. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნა----–- მი--------ის სარჩელი ნ--- მა------–---–ის მიმართ, უკანონო მფლობელობიდან - ქ. ჭიათურაში ნ----–---–-- ქუჩაზე მდებარე სავაჭრო რიგის პირველი სართულზე განთავსებული 27 კვ.მ #1- სავაჭრო ფართის გამოთხოვისა და უკანონო ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულ იქნა მოსარჩელის ნა----–- მი--------ის მიერ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით ნა----–- მი--------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ნა----–- მი--------ემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 20 თებერვლის განჩინებით ნა----–- მი--------ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილებით, ნა----–- მი--------ის საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა საჩხერის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: ნა----–- მი--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნ--- მა------–---–ი გამოსახლებულ იქნა ქ. ჭიათურაში, ნ----–---–-- ქუჩაზე მდებარე ნა----–- მი--------ის სახელზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 27 კვ.მ სავაჭრო ფართიდან და აღნიშნული ფართი თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდეს ნა----–- მი--------ეს.
კანონიერ ძალაში შესული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე ნ--- მა------–---–ის მიერ იძულებით იქნა განთავისუფლებული სადაო ფართი და თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარდა ნა----–- მი--------ეს.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სასამართლოს გადაწყვეტილება (ტ.1 ს.ფ.168-179)
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხდომის ოქმი)
4.1.3. დადგენილია, რომ რეესტრის მონაცემებით 2017 წლის 17 ივლისს დარეგისტრირდა N8----------- პირობითი განცხადება (განცხადების მიღების დრო 2017 წლის 17 ი--–--- 14---), რომლის შესაბამისადაც საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ 2017 წლის 17 ივლისს მიღებული იქნა N8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმადაც ნ--- მა------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ნივთის მონაცემები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.--5.01/5-- დაზუსტებული ფართობი 1975 კვადრატული მეტრი ნაკვეთის წინა N 3-.1-.0-.1--; 3-.1-.0-.0--- სამსართულიანი შენობა საერთო ფართით 3---.11, სართული 1, ფართი 25,ფართი მშენებარე N1-, საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელე ნ--- მა------–---–ს.
2017 წლის 17 ივლისს მიღებული N8------------03 გადაწყვეტილების საფუძველია ავ--------– დ-----სა და ნ--- მა------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება N0-------- დამოწმების თარიღი:22.08.2--- ნოტარიუსის მიერ. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ი--–---- გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განჩინება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- რეესტრის ამონაწერი (ტ. 1 ს.ფ. 45-46 )
- გადაწყვეტილება(ტ.1. ს.ფ.49; 53)
-პირობითი განცხადება (ტ.1. ს.ფ.47-48;51-52)
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)
4.1.4.დადგენილია, რომ რეესტრის მონაცემებით 2017 წლის 17 ივლისს დარეგისტრირდა N8----------- პირობითი განცხადება (განცხადების მიღების დრო 2017 წლის 17 ი--–--- 1----), რომლის შესაბამისადაც საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ 2017 წლის 21 ივლისს მიღებული იქნა N8-----------0- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმადაც ნ--- მა------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ნივთის მონაცემები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.--5.01/5-- დაზუსტებული ფართობი 1975 კვადრატული მეტრი ნაკვეთის წინა N 3-.1-.0-.1--; 3-.1-.0-.0--- სამსართულიანი შენობა საერთო ფართით 3---.11, სართული 1, ფართი 25 ,ფართი მშენებარე, საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელე ნ--- მა------–---–ს. ფართი ნომრის გარეშეა.
2017 წლის 21 ივლისს მიღებული N8-----------0- გადაწყვეტილების საფუძველია ავ--------– დ-----სა და ნ--- მა------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება N0-------- დამოწმების თარიღი :22.08.2--- ნოტარიუსის მიერ. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ი--–---- გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განჩინება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- რეესტრის ამონაწერი (ტ. 1 ს.ფ. 45-46 )
- გადაწყვეტილება(ტ.1. ს.ფ.49; 53)
-პირობითი განცხადება (ტ.1. ს.ფ.47-48;51-52)
- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.სხ.ოქმი)
4.1.5. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ი--–---- გადაწყვეტილებით ნა----–- მი--------ის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ _ ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №8------------03 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2--- წლის 26 ივნისის გადაწყვეტილება ქ.ჭიათურაში, ნ----–---–-- ქუჩაზე, სავაჭრო რიგის I სართულზე №1- არასაცხოვრებელ ფართზე ავ--------– დ----ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი _ განაცხადის რეგისტრაციის №8-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 3-.1-.0-.1--. ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2--- წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება ქ.ჭიათურაში, ნ----–---–-- ქუჩაზე, სავაჭრო რიგის I სართულზე №1- არასაცხოვრებელ ფართზე ნ--- მა------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი _ განაცხადის რეგისტრაციის №8-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 3-.1-.0-.1--. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა უარი უთხრას ავ--------– დ-----ს და ნ--- მა------–---–ს ქ.ჭიათურაში, ნ----–---–-- ქუჩაზე, სავაჭრო რიგის I სართულზე №1- არასაცხოვრებელ ფართზე საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე; ამავე გადაწყვეტილებით მოსარჩელის მოთხოვნები _ ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 15 თებერვლის №25141 გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის გადადების შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დავალდებულება, განიხილოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, მის მიერ განხორციელებული უკანონო სარეგისტრაციო ჩანაწერების გამო, არ დაკმაყოფილდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 02 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისისა და ნ--- მა------–---–ის სააპელაციო საჩივრები და იმ ნაწილში სადაც ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება N8------------03 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და 2--- წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება ჭიათურაში ნ----–---–-- ქუჩაზე სავაჭრო რიგის 1 სართულზე N-- არასაცხოვრებელ ფართზე ნ--- მა------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი -განაცხადის რეგისტრაციის ნომერი -8-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 3-.1-.0-.1--. და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნა----–- მი--------ის სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა ჭიათურაში ნ----–---–-- ქუჩაზე სავაჭრო რიგის 1 სართულზე N-- არასაცხოვრებელ ფართზე ავ--------– დევიზის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2--- წლის 26 ი--–---- გადაწყვეტილების განაცხ. N8----------- და მის საფუძველზე განხორციელებული რეგისტრაციის (საკადასტრო კოდი 3-.1-.0-.1--) ბათილად ცნობის ნაწილში-საჩხერის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განჩინებით ნა----–- მი--------ის საკასაციო საჩივარი მიჩნეული იქნა დაუშვებლად და უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 პალატის 2 დეკემბრის განჩინება.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- სასამართლოს განჩინება (ტ.1 ს.ფ. 93-96 )
- გადაწყვეტილება (ს.ფ. ტ.1. 19-29)
- მხარის ახსნა - განმარტება (იხ.სხ.ოქმი)
4.1.6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 02 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენლია, რომ
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურს 1-.12.2012წ. განცხადებით მიმართა ნა----–- მი--------ემ და მოითხოვა საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება ქ.ჭიათურაში, ნ----–---–-- ქუჩაზე მდებარე №1- ფართზე. ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 19.12.2012წ. №8-----------03 გადაწყვეტილებით განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ ნ----–---–-- ქუჩაზე მშენებარე სავაჭრო რიგში მდებარე №1- ფართზე სარეგისტრაციო მონაცემებში ”საჯარო რეესტრის შესახებ” კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული ხარვეზი დაშვებული არ ყოფილა .
საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 6 აგვისტოს №025/1-0 ექსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ №1- არასაცხოვრებელი ფართი (27კვ.მ.) ეკუთვნის ნა----–- მი--------ეს, რომლისგან დამოუკიდებლად შემდგომ პერიოდში მოხდა №1--ის დაფიქსირება სხვის საკუთრებაში, გაორებულად, რამაც არ მისცა ნა----–- მი--------ეს მისი კუთვნილი 27 კვ.მ. ფართის ფაქტიური დაუფლების საშუალება. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, №1- ფართი 27 კვ.მ., რომელსაც ფაქტობრივად ფლობს ნ--- მა------–---–ი, ნამდვილად წარმოადგენს ნა----–- მი--------ის კუთვნილ ფართს და მოგვიანებით №1- ფართის დაფიქსირება შესაბამისი სამსახურის პრობლემად უნდა დარჩეს და მათვე უნდა განსაზღვრონ 2--- წელს გასხვისებული 25 კვ.მ. ფართი რა ნომრით უნდა ფიქსირდებოდეს საჯარო რეესტრში და რა ნომრით უნდა განისაზღვროს ნ--- მა------–---–ის კუთვნილი ფართი;
ნა----–- მი--------ის, ავ--------– დ----ისა და ნ--- მა------–---–ის სახელზე საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით თითოეული მათგანის მიერ, საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით, სარეგისტრაციო სამსახურს უფლების დამდგენ დოკუმენტებად წარედგინა ნასყიდობის ხელშეკრულებები, განმცხადებლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები და სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის დოკუმენტები. არც ერთ განაცხადზე დართულ დოკუმენტებში არ არის მითითებული განმცხადებლის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი. ასევე საჯარო რეესტრის მიერ რეგისტრაციის შედეგად არ არის მომზადებული საკადასტრო გეგმა;
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება (ტ. 1 ს.ფ.(ს.ფ. ტ.1. 19-29)
- მხარის ახსნა - განმარტება (იხ.სხ.ოქმი)
4.1.7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 02 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად სააპელაციო პალატა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად დაასკვნის, რომ ქ.ჭიათურაში, ნ----–---–-- ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის I სართულზე განთავსებული №1- არასაცხოვრებელი ფართი საჯარო რეესტრში ერთდროულად რეგისტრირებულია როგორც ნა----–- მი--------ის, ისე ნ--- მა------–---–ის საკუთრებად, ხოლო ფაქტობრივად აღნიშნულ მისამართზე მდებარე ფართს ავ--------– დ----ისაგან შეძენის დღიდან (22.08.2---წ) ფლობდა და სარგებლობდა მხოლოდ ნ--- მა------–---–ი, რომელმაც, როგორც მხარეები, მესამე პირები და მოწმეები განმარტავენ, გაარემონტა აღნიშნული ფართი და მხოლოდ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 05 ივნისის 2/ბ-339; ს.ფ. 3--50-, ტ-5) აღსრულების წესით მოხდა მისი გამოსახლება სავაჭრო ობიექტიდან. ამჟამად ფართი ნა----–- მი--------ის მფლობელობაშია.
სააპელაციო სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას, რომ ყოველი დავის გადაწყვეტა საჭიროებს გარკვეული ფაქტების დადგენას, ვინაიდან სამართლით რეგულირებული ურთიერთობა შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე, ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა გარკვეულ იურიდიულ შედეგს უკავშირებს.
მოცემულ საქმეზე, საკასაციო ინსტანციის სასამართლოს მითითებების საფუძველზე, სააპელაციო პალატამ დამატებით გამოიკვლია ფართების იდენტურობის საკითხი. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, მხარეთა და მესამე პირების ახსნა-განმარტებებისა და მოწმეთა ჩვენებების ურთიერთშეჯერებით დადგინდა, რომ ნა----–- მი--------ესა და ნ--- მა------–---–ს პრეტენზია აქვთ ერთიდაიგივე ფართზე, რომელიც აღნიშნულია ნომრით 1-. ამ ფართზე დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება 14.1-.2006წ. მან--- ყი--–---სა და ნა----–- მი--------ეს შორის, 25.0-.2---წ. მან--- ყი--–---სა და ავ--------– დ-----ს შორის, ხოლო 22.08.2---წ. _ ავ--------– დ-----სა და ნ--- მა------–---–ს შორის. როგორც პირველი შემძენი, ნა----–- მი--------ე, ისე მომდევნოები: ავ--------– დ----- და ნ--- მა------–---–ი განმარტავენ, რომ გამყიდველისაგან ადგილზე ჩვენებით იციან, თუ რას წარმოადგენდა ნასყიდობის საგანი და სად მდებარეობდა. თითოეული მათგანი ნასყიდობოს საგნის ერთიდაიგივე ფაქტობრივ მდებარეობაზე მიუთითებს მიუხედავად იმისა, რომ ნა----–- მი--------ის მიერ შეძენილი ნასყიდობის საგნის ფართობი (27 კვ.მ) განსხვავდება ავ--------– დ----ისა და ნ--- მა------–---–ის მიერ შეძენილი ობიექტის ფართობისაგან (25 კვ.მ). ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია საქმეში წარმოდგენილი 2011 წლის 1- ოქტომბრის გამოკითხვის ოქმი, რომელშიც ნა----–- მი--------ე ჭიათურის შს რაიონულ სამმართველოს განუმარტავს, რომ 2006 წელს მან--- ყ---–---საგან შეიძინა ნ----–---–-- ქუჩაზე მდებარე 27 კვ.მ. მაღაზია, რაც დაირეგისტრირა საჯარო რეესტრში..., ფართი მდებარეობს №1--ში..., რაც დღემდე არ არის მის მფლობელობაში, რაზეც მოახსენებდა შს სამსახურს 2--- წლის 17 ივნისის განცხადებით. მაშინ შეთანხმდნენ სიტყვიერად, რომ მან--- ყი--–--- სხვა ფართს მისცემდა, რაც არ შეუსრულებია. მას (ნ.მი--------ეს) გააჩნია საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომელიც მიუთითებს, რომ მას ეკუთვნის ფართი №3-.1-.0-.1--.01.01-, აღნიშნული ფართი დაკავებული ჰქონდა ა----- დ-----ს, ხოლო მან მიჰყიდა ნ--- მა------–---–ს. აღნიშნულიდან გამომდინარე ნა----–- მი--------ე შს სამმართველოს თხოვს მისი კუთვნილი ფართის გამოთავისუფლებას და დახმარებას მან--- ყი--–---სთან 2--- წელს მიღწეული შეთანხმების საკითხზე. ასევე საყურადღებოა მან--- ყ---–---ს 19.1-.2011წ გამოკითხვის ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ მან ნა----–- მი--------ეს 2006 წელს მიჰყიდა №1- არასაცხოვრებელი ფართი გოჩა ნადირაძის ფართის გვერდით, კარკასულ მდგომარეობაში. ამ ფართზე ვინმეს პრეტენზია არ გააჩნია..., ავ--------– დ----ის ფართი არის №19, შენობამ განიცადა რეკონსტრუქცია, რის გამოც მოხდა ნუმერაციის ცვლილება. ამავე გამოკითხვის ოქმში საუბარია პროექტის ცვლილებაზეც .
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება (ტ. 1 ს.ფ.(ს.ფ. ტ.1. 19-29)
- მხარის ახსნა - განმარტება (იხ.სხ.ოქმი)
4.1.8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად საქმის მასალებით დადგენილია, რომ სავაჭრო ცენტრი დღემდე მშენებარე ობიექტად არის რეგისტრირებული და ის არ არის ექსპლუატაციაში მიღებული. ცალკეული ფართების შემძენებმა დამოუკიდებლად აწარმოეს სარემონტო სამუშაოები და იყენებენ ფართებს სამეწარმეო დანიშნულებით. ასევე დადგენილია, რომ ზოგიერთ შემძენს გაერთიანებული აქვს კარკასულ მდგომარეობაში შეძენილი რამდენიმე მომიჯნავე ფართი. სასამართლოს აზრით, მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში პროექტის ცვლილება, ასევე წარმოებული მშენებლობის რეკონსტრუქცია, რამაც გამოიწვია ნუმერაციის ცვლილებები _ გამოიწვევდა კარკასულ მდგომარეობაში არსებული ფართების პარამეტრებისა და შესაბამისად ფართობის ცვლილებას. ავ--------– დ----ის მიერ ფართი შეძენილია ნა----–- მი--------ეზე მისი გასვისებიდან 3 წლის შემდეგ, შესაბამისად, ამ პერიოდში განხორციელებულ პროექტის კორექტირებას და შენობის რეკონსტრუქციას მოჰყვებოდა ინდივიდუალური უფლების ობიექტების (რომლებიც, როგორც „მშენებარე“ იყო რეგისტრირებული და გასხვისებული) ფართობის ცვლილება (შემცირება 2 კვ.მ-ით). სწორედ ამ გარემოებით ახსნის სასამართლო ნა----–- მი--------ისა და ნ--- მა------–---–ის კუთვნილი უძრავი ნივთის ფართობებს შორის შეუსაბამობას. ნასყიდობის საგანი რომ ერთი და იგივე ადგილზე (სივრცობრივი თვალსაზრისით) მდებარე ობიექტია, ამაზე არც მოსარჩელე ნა----–- მი--------ე და მესამე პირები ავ--------– დ----- და ნ--- მა------–---–ი დავობენ. მხოლოდ მარეგისტრირებელ ორგანოს (მოპასუხე აპელანტს) მიაჩნია, რომ მოსარჩელისა და მესამე პირის საკუთრების ობიექტი (არასაცხოვრებელი ფართები) იდენტური არ შეიძლება იყოს, რადგან საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს შორის არ არის გადაფარვა (ზედდება).
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ფართზე თითოეული მესაკუთრის (მან--- ყ---–---ს, ნა----–- მი--------ის, ავ--------– დ----ისა და ნ--- მა------–---–ის) უფლება (საკუთრების უფლება) რეგისტრირებულია დაუზუსტებელი მონაცემებით, რაც დასტურდება საქმეში დაცული საჯარო რეესტრის ამონაწერებით. ამასთან სარეგისტრაციოდ არც ერთ მესაკუთრეს არ წარუდგენია შეძენილი ქონების (ნასყიდობის საგნის) ნახაზი (გრაფიკული გამოსახულება), რომელიც ასახავდა შენობა-ნაგებობის რიგით ნომერს, დანიშნულებას, მდგომარეობას (მშენებარე, აშენებული), სართულიანობას და განაშენიანების ფართობს, რასაც ითვალისწინებდა ”უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციის” 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნტი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება (ტ. 1 ს.ფ.(ს.ფ. ტ.1. 19-29)
- მხარის ახსნა - განმარტება (იხ.სხ.ოქმი)
4.1.9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ავ--------– დ----ის სახელზე 26.06.2--- წლის №8------------03 გადაწყვეტილებით რეგისტრაცია განხორციელებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, სარეგისტრაციო სამსახურს უფლება არ ჰქონდა რეგისტრირებულ მონაცემებში ხარვეზის აღმოფხვრის გზით ავ--------– დ----ის საკუთრებად დაერეგისტრირებია №1- არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც უკვე ნა----–- მი--------ის საკუთრებად იყო რეგისტრირებული.
რაც შეეხება ავ--------– დ----ის მიერ ფართის რეალიზაციის შემდეგ ნ--- მა------–---–ის სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმებას, საკასაციო პალატის მითითებით, აღნიშნული საჭიროებს შემძენის მიერ რეგისტრაციის ხარვეზის ცოდნის დადასტურებას. სააპელაციო პალატამ დამატებით გამოიკვლია რამდენად იყო ცნობილი შემძენის ნ--- მა------–---–ისათვის საკუთრების საჯარო რეესტრში ავ--------– დ----ის სახელზე რეგისტრაციის ხარვეზის შესახებ, რაც საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებით არ დადასტურდა, ხოლო ამ ფაქტის დამადასტურებელი რაიმე წერილობითი მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო საქმის მასალების მიხედვით, ნა----–- მი--------ის სახელზე ფართი საკუთრებაში 2006 წლიდან არის რეგისტრირებული, მას იგი არ გაუსხვისებია. საერთო წესის თანახმად, ახალი რეგისტრაცია აუქმებს ძველ რეგისტრაციას. მოცემულ შემთხვევაში ავ--------– დ----ის სახელზე №1- ფართის რეგისტრაციით არ გაუქმებულა ნა----–- მი--------ის სახელზე არსებული რეგისტრაცია, ფართებზე უფლებების გადაფარვის შემთხვევაში ერთსა და იმავე ფართზე არსებობს ორი პარალელური რეგისტრაცია. იმის გათვალისწინებით, რომ ადგილი ჰქონდა ნუმერაციის რამდენჯერმე შეცვლას, ხოლო მხარეს ვერ მოეთხოვება იმაზე მეტის ცოდნა ვიდრე ეს კანონითაა დადგენილი, უდავოა, რომ მყიდველს ნ--- მა------–---–ს არ შეიძლება სცოდნოდა ავ--------– დ-----ზე ფართის რეგისტრაციის ხარვეზის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ნა----–- მი--------ემ ავ--------– დ----ის მიმართ პოლიციაში 2--- წელს შეიტანა განცხადება, რომელიც უკანვე დაიბრუნა (გამოიტანა), რადგან მან--- ყი--–--- შეპირდა სანაცვლო ფართით დაკმაყოფილებას. ამის შემდეგ, 2011 წელს მან კვლავ მიმართა პოლიციას, რადგან მან--- ყი--–---მ სხვა ფართით არ დააკმაყოფილა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ნა----–- მი--------ის სახელზე რეგისტრირებულია ჭიათურაში, ნ----–---–-- ქუჩაზე სავაჭრო რიგის პირველ სართულზე მდებარე №1-, 27 კვ.მ. ფართი, ხოლო ნ---. მა------–---–ის სახელზე რეგისტრირებულია ჭიათურაში, ნ----–---–-- ქუჩაზე სავაჭრო რიგის პირველ სართულზე მდებარე №1-, 25 კვ.მ.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება (ტ. 1 ს.ფ.(ს.ფ. ტ.1. 19-29)
- მხარის ახსნა - განმარტება (იხ.სხ.ოქმი)
4.1.10. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილების შესაბამისად მიუხედავად საკუთრების ობიექტის ფართობის სხვაობისა, საქმის განხილვის პროცესში დადგინდა, რომ ნა----–- მი--------ის, ავ--------– დ----ისა და ნ--- მა------–---–ის საკუთრებად ერთი და იგივე უძრავი ნივთი /სავაჭრო ობიექტია რეგისტრირებული.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის თანახმად სკ-ის 1-7.1 მუხლის შესაბამისად, შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როდესაც გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. დადგენილია, რომ №1- ფართი სხვადასხვა პერიოდში დაურეგისტრირდა სხვადასხვა პირებს. მხედველობაშია მისაღები, რომ კეთილსინდისიერების უფლების წყაროდ გადაქცევისათვის, ობიექტური სინამდვილის სუბიექტური დამოკიდებულებით შეცვლისათვის, აუცილებელია იმის დადგენა, რომ შემძენისათვის ნივთის შეძენამდე უცნობი იყო უფლების ობიექტზე სხვა პირის საკუთრების უფლების აღრიცხვა. კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი კანონიერ ნდობის პრინციპს ეფუძნება და გარკვეულწილად ზღუდავს აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადებას. შესაბამისად, ვინაიდან არ დასტურდება სკ-ის 185-ე მუხლით გათვალისწინებული მყიდველის, ნ--- მა------–---–ის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა, ამასთან სადავო არ არის რეგისტრაციის საფუძველი - ავ--------– დ-----სა და ნ--- მა------–---–ს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება - არ არსებობს ნ--- მა------–---–ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. ტ.1. 19-29)
- მხარის ახსნა - განმარტება (იხ.სხ.ოქმი)
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ი--–---- N8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. ასევე ბათილად უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 ი--–---- N 8------------0- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საჯარო რეესტრის შესახებ კანონი, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 201- წლის 15 იანვრის N 4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქცია.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ პუნქტების შესაბამისად გ) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი; დ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
აღნიშნულიდან გამომდინარე სადაო აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ნ--- მა------–---–ისათვის ზიანის მიყენების ფაქტი სახეზეა, რადგან მისი მონაწილეობის გარეშე ცვლილება შევიდა დარეგისტრირებული საკუთრების უფლების მონაცემებში მას შემდეგ რაც ამ საკითხზე სასამართლო კონტროლი განხორციელებული იყო.
სასამართლო მიუთითებს , რომ სახეზეა მოსარჩელის იურიდიული ინტერესიც. აქვე სასამართლო განმარტავს, რომ წარმოდგენილი სარჩელი თავის პროცესუალური ბუნებით აღიარებითია და ამ სარჩელის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი მისი ნამდვილი იურიდიული ინტერესია, ანუ ის განმსაზღვრელი გარემოება, რომელიც არსებით ზეგავლენას ახდენს დავის გადაწყვეტაზე, საქმის განხილვისას მოწმდება მხარის იურიდიული ინტერესის კანონიერება. აღიარებითი სარჩელის იურიდიული ინტერესის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს წარმოადგენს შემდეგი: ა) მოსარჩელეს უნდა ედავებოდნენ უფლებაში; ბ) დავის არსებობა უნდა ქმნიდეს მოსარჩელის უფლების მომავალში დარღვევის რეალურ საშიშროებას; გ) აღიარებითი სარჩელის გადაწყვეტა დავის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება უნდა იყოს, კერძოდ, გადაწყვეტილების შედეგად სრულად გარკვეული შედეგი უნდა დგებოდეს მხარისათვის, აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილება უნდა ქმნიდეს იმ უფლებისა თუ ურთიერთობის განსაზღვრულობას, რაც მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის წარმოშობილი დავის გამო ირღვევა. სასამართლო თვლის რომ , განსახილველ შემთხვევაში აღნიშნული კრიტერიუმები, მოსარჩელის მიერ დასაბუთებული იქნა და მისი იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს საჯარო რეესტრში სადაო უძრავი ნივთის იმ რეგისტრირებული მონაცემების აღდგენა, რაც იყო სადაო აქტების გამოცემამდე.
7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
7.4. დადგენილია, რომ რეესტრის მონაცემებით 2017 წლის 17 ივლისს დარეგისტრირდა N8----------- პირობითი განცხადება (განცხადების მიღების დრო 2017 წლის 17 ი--–--- 14---), რომლის შესაბამისადაც საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ 2017 წლის 17 ივლისს მიღებული იქნა N8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმადაც ნ--- მა------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ნივთის მონაცემები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.--5.01/5-- დაზუსტებული ფართობი 1975 კვადრატული მეტრი ნაკვეთის წინა N 3-.1-.0-.1--; 3-.1-.0-.0--- სამსართულიანი შენობა საერთო ფართით 3---.11, სართული 1, ფართი 25 ,ფართი მშენებარე N1-, საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელე ნ--- მა------–---–ს.
2017 წლის 17 ივლისს მიღებული N8------------03 გადაწყვეტილების საფუძველია ავ--------– დ-----სა და ნ--- მა------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება N0-------- დამოწმების თარიღი:22.08.2--- ნოტარიუსის მიერ. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ი--–---- გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განჩინება.
7.5. დადგენილია, რომ რეესტრის მონაცემებით 2017 წლის 17 ივლისს დარეგისტრირდა N8----------- პირობითი განცხადება (განცხადების მიღების დრო 2017 წლის 17 ივლისი 1----) , რომლის შესაბამისადაც საჯარო რეესტრის სააგენტოს მიერ 2017 წლის 21 ივლისს მიღებული იქნა N8-----------0- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმადაც ნ--- მა------–---–ის სახელზე საკუთრების უფლებით აღრიცხული უძრავი ნივთის მონაცემები ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: საკადასტრო კოდი 3-.1-.3-.--5.01/5-- დაზუსტებული ფართობი 1975 კვადრატული მეტრი ნაკვეთის წინა N 3-.1-.0-.1--; 3-.1-.0-.0--- სამსართულიანი შენობა საერთო ფართით 3---.11, სართული 1, ფართი 25 ,ფართი მშენებარე, საკუთრების უფლებით ეკუთვნის მოსარჩელე ნ--- მა------–---–ს. ფართი ნომრის გარეშეა.
2017 წლის 21 ივლისს მიღებული N8-----------0- გადაწყვეტილების საფუძველია ავ--------– დ-----სა და ნ--- მა------–---–ს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება N0-------- დამოწმების თარიღი:22.08.2--- ნოტარიუსის მიერ. საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ი--–---- გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განჩინება.
7.6.სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე საჯარო რეესტრის წარმომადგენლის მოსაზრებას, რომ საჯარო რეესტრის 2017 წლის 21 ივლისს N8-----------0- გადაწყვეტილების მიღებით, ავტომატურად, ბათილად ცნობის გარეშეც ძალადაკარგულია საჯარო რეესტრის 2017 წლის 17 ი--–---- N8------------03 გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება უნდა მოხდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. ამ ნორმის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ორგანოს, თუმცა ამ შემთხვევაში აქტის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ პირდაპირ უნდა იყოს მითითებული შესაბამის ახალ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში. სხვანაირ დათქმას არც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლი და არც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლი არ ითვალისწინებს.
7.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის შესაბამისად კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები, დადგენილებები), აგრეთვე თავისი უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მიერ აღძრული მოთხოვნები და განკარგულებები სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 76-ე მუხლის შესაბამისად
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების საფუძველია: ა) დაინტერესებული პირის განცხადება; ბ) ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება – გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ადმინისტრაციული წარმოება ამ მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაიწყება განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.
საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად საჯარო რეესტრის ერთ-ერთი ფუნქციაა რეგისტრაცია, რომელიც, ამ კანონის მე-2 მუხლის ,,თ“ პუნქტის თანახმად, მოიცავს რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N 4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-13 მუხლის შესაბამისად მარეგისტრირებელი ორგანო განცხადების წარმოდგენას ადასტურებს ელექტრონული ან ქაღალდის ვერსიის განცხადების რეგისტრაციის წიგნში რეგისტრაციითა და მასზე სარეგისტრაციო ნომრის მინიჭებით.
უფლებამოსილი პირი ვალდებულია დაუყოვნებლივ გაატაროს რეგისტრაციაში წარმოდგენილი განცხადება და გასცეს განცხადების მიღების ბარათი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენის ფაქტს.
ამ ინსტრუქციისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით წარმოდგენილი დოკუმენტები არ წარმოადგენს განცხადების მიღებაზე უარის თქმის საფუძველს, იგი შესაძლებელია გახდეს სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი.
თუ სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ რომელიმე საკითხზე განცხადებების წარდგენა და შესაბამისი მომსახურება წარმოებს ელექტრონული პროგრამის საშუალებით, ხოლო მარეგისტრირებელ ორგანოში განცხადება წარმოდგენილია ფოსტის ან კანცელარიის მეშვეობით, ან არსებობს მარეგისტრირებელი ორგანოსათვის კანონმდებლობით, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტით დაკისრებული ვალდებულება – მიიღოს გადაწყვეტილება, უფლებამოსილი პირი ვალდებულია შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში დაარეგისტრიროს პირობითი განცხადება.
პირობითი განცხადებაში სრულად უნდა აისახოს კანონმდებლობით განცხადებისთვის დადგენილი აუცილებელი ინფორმაცია.
7.8. დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით იხელმძღვანელა საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ, როცა 2017 წლის 17 ივლისს დარეგისტრირდა N8----------- პირობითი განცხადება (განცხადების მიღების დრო 2017 წლის 17 ი--–--- 14---) და ასევე როცა 2017 წლის 17 ივლისს დარეგისტრირდა N8----------- პირობითი განცხადება (განცხადების მიღების დრო 2017 წლის 17 ი--–--- 1----).
დადგენილია, რომ სააგენტოს კანცელარიაში 2017 წლის 29 ივნისს ფოსტის მეშვეობით წარდგენილი იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 20 აპრილის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააგენტოს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის ცენტრალიზებული რეგისტრაციის სამსახურს წარედგინა იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობის სამსახურის 2017 წლის 30 ივნისის N3-------- სამსახურებრივი ბარათი, რომლითაც მარეგისტრირებელ ორგანოს აღსასრულებლად გადაეგზავნა საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ი--–---- გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასმართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 02 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააგენტოს წარმომადგენლის განმარტების თანახმად უნდა აღსრულებულიყო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებები და ამიტომაც მოხდა პირობითი განცხადების რეგისტრაცია და სადაო გადაწყვეტილების მიღება.
7.9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 02 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით
ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ს.ს.ი.პ. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იმერეთის რეგიონალური ოფისისა და ნ--- მა------–---–ის სააპელაციო საჩივრები და იმ ნაწილში სადაც ბათილად იქნა ცნობილი ჭიათურის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება N8------------03 რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ და 2--- წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილება ჭიათურაში ნ----–---–-- ქუჩაზე სავაჭრო რიგის 1 სართულზე N-- არასაცხოვრებელ ფართზე ნ--- მა------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი -განაცხადის რეგისტრაციის ნომერი -8-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 3-.1-.0-.1--. და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; ნა----–- მი--------ის სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის თანახმად კეთილსინდისიერი შემძენის ინსტიტუტი კანონიერ ნდობის პრინციპს ეფუძნება და გარკვეულწილად ზღუდავს აღმჭურველი აქტის ბათილად გამოცხადებას. შესაბამისად, ვინაიდან არ დასტურდება სკ-ის 1-5-ე მუხლით გათვალისწინებული მყიდველის, ნ--- მა------–---–ის კეთილსინდისიერ შემძენად მიჩნევის გამომრიცხავი გარემოებების არსებობა, ამასთან სადავო არ არის რეგისტრაციის საფუძველი - ავ--------– დ-----სა და ნ--- მა------–---–ს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება - არ არსებობს ნ--- მა------–---–ის სახელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობის საფუძველი.
სააპელაციო პალატა საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზების შედეგად დაასკვნის, რომ ქ.ჭიათურაში, ნ----–---–-- ქუჩაზე მდებარე მშენებარე სავაჭრო რიგის I სართულზე განთავსებული №1- არასაცხოვრებელი ფართი საჯარო რეესტრში ერთდროულად რეგისტრირებულია როგორც ნა----–- მი--------ის, ისე ნ--- მა------–---–ის საკუთრებად,7.10. სასამართლო თვლის რომ არც საჩხერის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ი--–---- გადაწყვეტილება და არც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 02 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება არ მოიცვას ვალდებულებას, რაც საფუძველი იქნებოდა სააგენტოს მიეღო გადაწყვეტილება, შესაბამის ელექტრონულ პროგრამაში პირობითი განცხადების დარეგისტრირებისა და საჯარო რეესტრში ნ--- მა------–---–ის რეგისტრირებულ უფლებაში ცვლილების რეგისტრაციის შესახებ. პირიქით
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 02 დეკემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ნა----–- მი--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა 2--- წლის 24 აგვისტოს გადაწყვეტილების- ჭიათურაში ნ----–---–-- ქუჩაზე სავაჭრო რიგის 1 სართულზე N-- არასაცხოვრებელ ფართზე ნ--- მა------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ და მის საფუძველზე განხორციელებული სარეგისტრაციო ჩანაწერი -განაცხადის რეგისტრაციის ნომერი -8-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი 3-.1-.0-.1--., ბათილად ცნობაზე. ე.ი. ნ--- მა------–---–ის სახელზე განხორციელებულმა სარეგისტრაციო მონაცემებმა მათ შორის ფართის N-- გაიარა სასამართლო კონტროლი და დარჩა უცვლელი. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე საჯარო რეესტრის სააგენტოსათვის არ არსებობდა კანონიერი საფუძველი მიეღო 2017 წლის 17 ი--–---- N8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ და 2017 წლის 21 ი--–---- N8-----------0- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
დადგენილ გარემოებებთან მიმართებაში შეუსაბამოა ის ფაქტი რომ სადაო რეგისტრაციების საფუძვლად მითითებულია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი საჯარო რეესტრში ნ--- მა------–---–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის ბათილად ცნობაზე.
7.11. საქართველოს ზოგადი ადმნისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
საქართველოს ზოგადი ადმნისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი მე-2 და მე3 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.
საქართველოს ზოგადი ადმნისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტების შესაბამისად საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს;.
სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში სადაო აქტები ეწინააღმდეგება კანონს და ასევე არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. ამ შემთხვევაში დარღვეულია არა მარტო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის არამედ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-97 -ე მუხლებით გათვალისწინებული დანაწესი.
7.12. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.
ამდენად სასამართლო თვლის, რომ ნ--- მა------–---–ის სარჩელი საფუზვლიანია და ბათილად უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ივლისის N8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ. ასევე ბათილად უნდა იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 ი--–---- N 8------------0- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად - „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. . . .“.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
ამდენად, სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დაეკისროს მოპასუხეს .
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 22-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1.ნ--- მა------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 17 ი--–---- N8------------03 გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
1.2.ბათილად იქნას ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 21 ი--–---- N 8------------0- გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟი -200 ლარი დაეკისროს მოპასუხე- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ნ--- მა------–---–ის სასარგებლოდ.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).
მოსამართლე: ივანე ყიფიანი