განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 0-------------9783
საქმე N 1-----1-
განაჩენი
საქართველოს სახელით
2--04.20-- წელი ქ. ო----------ი
ო----------ის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მარინა მეგრელიშვილი
ბრალდების მხარე
პროკურორი: მ--–-----------ე
დაცვის მხარე
ადვოკატი: მ-------------------ე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N0----------2
ბრალდებული: ტ------–----------ი
მამის სახელი: ვ-------ი
დაბადებული: 2--02.19-- წელი
პირადი ნომერი: 3---------6
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ო----------ი, სოფელი ც----–------ი
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 19, 108–ე მუხლი
დისპოზიცია: ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. 201- წლის 1---------რს ო----------ის მუნიციპალიტეტის სოფელ ც----–------ში მცხოვრები ტ------–----------ი იმყოფებოდა მეზობელთან ა----–----------სთან და ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში, რომლის დასრულების შემდეგ, იგი მეზობელთან, თ------------–---–თან ერთად მიუსხდა სუფრას. რამოდენიმე ხანში ა----–----------სთან სტუმრად მივიდა ი-–------------ი, რომელიც შეუერთდა სუფრასთან მყოფ პირებს. სუფრის მსვლელობის დროს ი-–------------მა დაიწყო დაუკითხავად სადღეგრძელოების წარმოთქმა, ძმის ქმედებით განაწყენდა ტ------–----------ი, რის გამოც მან დატოვა სუფრა და დაბრუნდა სახლში. დაახლოებით 18:30 საათზე ი-–------------იც დაბრუნდა სახლში და დაუწყო უცენზურო სიტყვებით მიმართვა ეზოში მყოფ ძმას ტ------–----------ს. ძმის საქციელით განაწყენებული ტ------–----------ი გადავიდა ქუჩაში, სადაც მას გადაყვა ი-–------------იც და აგრძელებდა მის მიმართ უცენზურო სიტყვებით მიმართვას. ქუჩაში ყოფნის დროს ძმებს შორის კვლავ წარმოიშვა კონფლიქტი და ისინი ფიზიკურად შეეხნენ ერთმანეთს, რა დროსაც ძმის ქმედებით განაწყენებულმა ტ------–----------მა შურისძიების მოტივით, ძმის, ი-–------------ის განზრახ მოკვლის მიზნით, ჯიბიდან ამოიღო დასაკეცი დანა და მისი გამოყენებით მას გულმკერდის მარცხენა მხარეს მეოთხე ნენთაშუა სივრცეში და მარჯვნივ შუა აქსილალური ხაზის მეცხრე მხარეს მეოთხე ნეკნთაშუა სივრცეში მიაყენა გულმკერდის ღრუში შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, ორმხრივი ჰემოპნევმოთორაქსი. ასევე, მარცხენა ბარძაყის გარეთა ზედაპირზე მიაყენა სწორკიდეებიანი ჭრილობა. ამის შემდეგ ტ------–----------მა ჩათვალა თავისი განზრახვა სისრულეში მოყვანილი და დატოვა შემთხვევის ადგილი, ხოლო ი-–------------ი მეზობლების მიერ გადაყვანილ იქნა შპს "------–---"-ს ო----------ის სამედიცინო ცენტრში, სადაც დროულად გაწეული სამედიცინო დახმარების შედეგად შესაძლებელი გახდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ოჯახური დანაშაული, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
2.1. 20-- წლის 5-------ის წინასასამართლო სხდომაზე სასამართლომ მოისმინა ბრალდების და დაცვის მხარეთა მოსაზრებები, გაეცნო წარმოდგენილ მტკიცებულებებს და ბრალდების მტკიცებულებები საკმარისად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით ბრალდებულ ტ------–----------ის მიმართ გამოტანილ იქნებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ სადავოდ გახადა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
საქმის არსებითი განხილვის დროს, ბრალდებულმა ტ------–----------მა თავი ნაწილობრივ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ მას არ ქონდა ი-–------------ის მკვლელობის განზრახვა, რის გამოც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია მტკიცებულებები ნაწილი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.
ვინაიდან მხარეებმა, არსებითი განხილვის სხდომაზე, გარდა შემდეგი მტკიცებულებებისა: კერძოდ, მოწმეების ბ----------–---ს და ზ---------------ს ჩვენებები, ბრალდებულ ტ------–----------ის ჩვენება და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 0------17 დასკვნა, სხვა, არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ბ----------–---მ განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებები. ბ----------–---მ განმარტა, რომ საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, ტ------–----------მა მიუთითა, შელაპარაკები გამო, რამდენი ჭრილობა მიაყენა ძმას ი-–------------ს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ო----------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ზ--------------- განმარტა, რომ მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და დაადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებები. ზ---------------მ განმარტა, რომ ძმასთან, ი-–------------თან კონფლიქტის გამო, რამდენიმე ჭრილობა მიაყენა მას.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, 201- წლის 30 ნოემბრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 0------1- დასკვნით, წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით ი-–------------ი 10.11.201- წ. მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით მიყვანილ იქნა შპს "------–---" ო----------ის სამედიცინო ცენტრში და აღენიშნებოდა - გულმკერდის ღრუში ორივე მხარეს შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, ორმხრივი ჰემოპნევმოთორაქსი, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის არეში. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ექსპერტმა ღ----------------–---–-ა დაადასტურა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები და აღნიშნა, რომ ორივე ჭრილობა იყო შემავალი და თითოეული მათგანი მიეკუთვნებოდა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო.
ბრალდებულმა ტ------–----------მა ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ შემთხვევის დღეს, თ------------–---–თან ერთად, ეხმარებოდა მეზობელს, სადაც დიასახლისმა სუფრა გაშალა. მოგვიანებით მივიდა მის ძმა ი-–------------ი, რომელსაც შეატყო, რომ ფსიქოტროპული წამლები ქონდა დალეული, რის გამოც თხოვა თამაზის რამდენიმე ჭიქა დაელიათ და წასულიყვნენ. მცირე ხნის გასვლის შემდეგ წავიდა სახლში, სადაც დაახლოებით 20 წუთში მიაკითხა ძმამ და დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფბის მიყენება. აღნიშნულის გამო გადავიდა ქუჩაში, სადაც კვლავ გააგრძელა ი-–------------მა მისთვის შეურაცხყოფის მიყენება, რაც გდაიზარდა მათ შორს კონფლიქტში, ამოიღო დანა და არაერთხელ დაარტყა ი-–------------ს. მისივე ჩვენებით ზუსტად არ ახსოვდა რამდენჯერ და სად დაარტყა დანა. ტ------–----------ის განმარტებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მიუთითა ადგილი სადაც მოხდა დანის დარტყმა და მისი მითითებით ამოღებულ იქნა დანა.
განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ------–----------ის მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ტ------–----------ის ბრალეულობას, სახელდობრ, შეტყობინება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოილუსტრაცია, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ავტომანქანის დათვალიერების შესახებ, ო---------------ს კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების ოქმი და ფოტოილუსტრაცია, ავტომანქანის ამოღების ოქმი, ი-–------------ის ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ტ------–----------ის კუთვნილი ტანსაცმლის ამოღების ოქმი, ნიმუშის აღების ოქმები, ი-–------------ის ავადმყოფობის ისტორია, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი და ფოტოილუსტრაცია, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება, მოწმეების დ---------------ის, ო---------------ის, ზ----------–---–-ს, ზ----------------ის, ა----–---------ის, ს-------------------ის, ნ--------------ის, ტ---------–--ის, გ--------------–---–ის ჩვენებები და საქმეში არსებულ სხვა მასალათა ერთობლიობა.
სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია ტ------–----------ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,19,108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 1-/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 0------1- დასკვნით დადგენილია, რომ წარმოდგენილი სამედიცინო საბუთების მონაცემებით ი-–------------ი 10.11.201- წ. მიღებულ დაზიანებებთან დაკავშირებით მიყვანილ იქნა შპს "------–---" ო----------ის სამედიცინო ცენტრში და აღენიშნებოდა - გულმკერდის ღრუში ორივე მხარეს შემავალი ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, ორმხრივი ჰემოპნევმოთორაქსი, ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა მარცხენა ბარძაყის არეში. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის/საგნების/ ზემოქმედებით და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს როგორც სიცოცხლისთვის სახიფათო. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს. ამდენად, დადგენილია, რომ ტ------–----------მა მის ხელთ არსებული დანით, ი-–------------ს სიცოცხლისათვის სახიფათო ორი ჭრილობა მიაყენა გულმკერდი არეში.
რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, რომ ტ------–----------ს არ ამოძრავებდა, ი-–------------ის მკვლელობის განზრახვა, სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ ი-–------------ის სხეულზე მიყენებული დაზიანებები, მათი სიმრავლე და ადგილმდებარეობა, მთლიანად გამორიცხავს დაცვის მხარის ვერსიას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლში მოცემული არის განზრახი დანაშაულის საკანონმდებლო დეფინიცია, რომლითაც განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
პირდაპირი განზრახვის აუცილებელი ელემენტებია სისხლის სამართლის კანონით აღწერილი ქმედების შემადგენლობის ნიშნების გათვალისწინება და მათი რეალურ ცხოვრებაში განხორციელების სურვილი. პირდაპირ განზრახვას მიეკუთვნება ისეთი შემთხვევაც, როცა მოქმედს არ სურდა თავისი ქმედების შედეგი, მაგრამ ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას (ოთარ გამყრელიძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბილისი, 2005, გვ. 101). პირდაპირი და არაპირდაპირი განზრახვის განსხვავებაზე მსჯელობის დროს პროფესორი ოთარ გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მართალია, არაპირდაპირი განზრახვის დროსაც მოქმედს არ სურს შედეგი, მაგრამ იგი ითვალისწინებს, რომ შედეგი შეიძლება განხორციელდეს და შეიძლება არ განხორციელდეს. მაგრამ იქ, სადაც შედეგის განხორციელების გარდაუვალობაა წარმოდგენილი, ვერ ვიტყვით, რომ ეს არის არაპირდაპირი განზრახვა. აქ სურვილი თუმცა პირდაპირ არ არის გამოხატული, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ მოქმედს ამ შედეგის განხორციელება არ უნდოდა. თუ არ არის სურვილი, სამაგიეროდ არის ნდომა. რადგან ნდომის გარეშე, სხვაგვარად მიზანს ვერ მიაღწევს (ოთარ გამყრელიძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბილისი, 2005, გვ. 102).
განზრახ დელიქტებში, ქმედების შემადგენლობის განზრახვა ქმედების მიზანსა და მიმართულებას განსაზღვრავს. როგორც ქმედების პერსონალური უმართლობის ბირთვი, ის უმართლობის სუბიექტური შემადგენლობის ზოგად ნიშანს და ქმედების შემადგენლობით გათვალისწინებული შედეგის სუბიექტური შერაცხვის საფუძველს წარმოადგენს (იოჰანეს ვესელსი/ვერნერ ბოილკე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, დანაშაული და მისის აგებულება, 38-ე გადამუშავებული გამოცემა, ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორი ირაკლი დვალიძე, მთარგმნელი ზურაბ არსებიშვილი, გვ. 118).
ქმედების შემადგენლობის განზრახვა ნების და ცოდნის ელემენტებს შეიცვას. განზრახვაში ნების ელემენტი არსებობს და მის გარეშე ევენტუალური განზრახვისა და შეგნებული გაუფრთხილებლობის აუცილებელ ურთიერთგამიჯვნას ვერ მოვახერხებთ. ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს თავისი ქმედების შედეგად ზიანის დადგომის შესაძლებლობა, მაგრამ არ სურდეს ის. თუ პიროვნებას სჯერა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და შეძლებს თავიდან აიცილოს სხვა ადამიანების დაზიანება, მაშინ მას არ სურს შედეგი, რომელიც შესაძლოა მაინც დადგეს. მხოლოდ შედეგის შესაძლო დადგომის გაცნობიერება, ევენტუალური განზრახვის დასადასტურებლად, საკმარისი არაა, რადგან საკითხისადმი ამგვარი მიდგომა შეგნებული გაუფრთხილებლობის სფეროში ქმედების შემადგენლობის განზრახვის ღრმად შეჭრას გამოიწვევდა. სამართლებრივი თვალსაზრისით, ქმედების შემადგენლობის განზრახვის წარმოშობის დროის განმსაზღვრელი ელემენტი „ქმედების ჩადენის მომენტია“. (იოჰანეს ვესელსი/ვერნერ ბოილკე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, დანაშაული და მისის აგებულება, 38-ე გადამუშავებული გამოცემა, ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორი ირაკლი დვალიძე, მთარგმნელი ზურაბ არსებიშვილი, გვ. 119).
ქმედების პირდაპირი განზრახ მკვლელობად კვალიფიკაციის დროს, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ადასტურებდეს მოქმედის მიზანს, რომ იგი მართლსაწინააღმდეგო ქმედებას სჩადის, რადგან მას სურს ადამიანის მოკვლა ანდა ითვალისწინებს, რომ მისი ქმედებით გარდაუვალად დადგება ასეთი შედეგი (პირდაპირი განზრახვა).
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ ტ------–----------ის მიერ ქმედების პირდაპირი განზრახვით ჩადენას, რადგან მას ქონდა კონკრეტული მოტივი რატომ უნდა მოესპო ი-–------------ის სიცოცხლე და მას გამიზნულად, სიცოცხლის მოსპობის მიზნით არაერთხელ დაარტყა დანა გულმკერდის არეში, რაც დასტურდება მხარეთა მონაწილეობით, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, უშუალოდ მიუთითებს ი-–------------ის სიცოცხლის მოსპობის განზრახვაზე და ამ მიზნით განზრახი ქმედების ჩადენაზე.
სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს დანაშაულის ჩადენის მოტივზე და მიუთითებს, რომ დავით წილოსანის ქმედებიდან გამომდინარე ჩადენილი დანაშაულის იარაღი, საშუალება, მიყენებულ ჭრილობის ხარისხი, ქმედების ჩადენის შემდგომ ბრალდებულის ქცევა, ამსრულებლის მოქმედების დომინირებულ მოტივზე, ე.ი. ბრალდებულის მოქმედების მამოძრავებელ ძალაზე მიუთითებს, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში შურისძიება წარმოადგენდა, რაც გამოწვეული იყო ტ------–----------ს და ი-–------------ს შორის არსებული კონფლიქტით, რა დროსაც ი-–------------მა არაერთხელ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა ტ------–----------ს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19.1 მუხლით, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ხდება ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის ზემოქმედების (მცდელობის) მეშვეობით, რის გამოც ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად კვალიფიკაციისათვის დამნაშავე სჩადის გაზრახ ქმედებას, თუმცა ვერ აღწევს სასურველ შედეგს.
წინამდებარე შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ტ------–----------მა ჩაიდინა განზრახი ქმედება რომელიც მიმართული იყო ი-–------------ის სიცოცხლის მოსპობისაკენ, თუმცა ბრალდებულისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შედეგი, ი-–------------ის გარდაცვალება, სამედიცინო მკურნალობის შედეგად იქნა თავიდან აცილებული.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 8.1 მუხლით, თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, მიზეზობრივი კავშირი არსებობს მაშინ, როდესაც ქმედება წარმოადგენდა ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო შედეგის ან კონკრეტული საფრთხის აუცილებელ პირობას, ურომლისოდაც ამჯერად ეს შედეგი არ განხორციელდებოდა ან ასეთი საფრთხე არ შეიქმნებოდა. დავით წილოსანის ქმედებასა და გია წილოსანის სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს შორის, მიზეზობრივი კავშირი დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და ექსპერტთა სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით, რომლებითაც დადგენილია, რომ გია წილოსანისათვის მიყენებული დაზიანებები მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ტ------–----------ის განზრახ მოქმედებას, ი-–------------ის სიცოცხლის მოსპობის საფრთხეს, შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც ბრალდებულის მოქმედება იყო ი-–------------ის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის აუცილებელი პირობა, ურომლისოდაც აღნიშნული საფრთხე არ შეიქმნებოდა.
სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ი-–------------ის ქმედება წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგოს, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ სასამართლოს სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ ტ------–----------მა ჩაიდინა ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29--0/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ტ------–----------მა ჩაიდინა - ოჯახური დანაშული, კერძოდ, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის განზრახ მკვლელობის მცდელობა. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ტ------–----------ს, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა, სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ტ------–----------ს დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია, ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ტ------–----------ის მიერ ქმედების ჩადენას წინ უძღოდა შელაპარაკება ი-–------------თან, რა დროსაც ი-–------------მა არაერთხელ შეაგინა ტ------–----------ს და კონფლიქტის დაწყების ინიციატორი ტ------–----------ი არ ყოფილა.
ამდენად, ტ------–----------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მისი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო ასევე აფასებს ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობას, ხასიათს და ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მიაჩნია, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ტ------–----------ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 19 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განსაზღვრული სასჯელი -თავისუფლების აღკვეთის სახით.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, რომელიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა, ი-–------------ის სისხლის ნიმუში, ავტომანქანა N-----------ს დათვალიერების დროს ამოღებული მიკრონაწილაკები, ტ------–----------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, უნდა განადურდეს. შპს "------–---ს" ო----------ის საავადმყოფოდან ამოღებული ი-–------------ის ტანსაცმელი: ჯინსის შარვალი, გრძელსახელოებიანი მაისური, მოკლესახელოებიანი მაისური, ავტომანქანა N-----------ს დათვალიერების დროს ამოღებული ი-–------------ის ჟილეტი და ქურთუკი, რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს ი-–------------ს. ავტომანქანა N-----------ს დათვალიერების დროს ამოღებული მანქანის ხალიჩა, რომელიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს ავტომანქანის მესაკუთრეს, ო--------------ეს. ავტომანქანა N----------, სახელმწიფო ნომრით N------II, რომელიც დაუბრუნდა მესაკუთრეს, უნდა დარჩეს მის მფლობელობაში. ტ------–----------ის ტანსაცმელი, ერთი წყვილი ყავისფერი ფეხსაცმელი, ყავისფერი ჯინსის შარვალი, ლურჯი ფერის დუტის ჟილეტი და ლურჯი ფერის სპორტული ქურთუკი, რომელიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ტ------–----------ი ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 19, 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.
1.1. ტ------–----------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 201- წლის 1----------ის 03:25 საათიდან.
2. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
2.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, რომელიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.
2.2. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქა, ი-–------------ის სისხლის ნიმუში, ავტომანქანა N-----------ს დათვალიერების დროს ამოღებული მიკრონაწილაკები, ტ------–----------ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, განადურდეს.
2.3. შპს "------–---ს" ო----------ის საავადმყოფოდან ამოღებული ი-–------------ის ტანსაცმელი: ჯინსის შარვალი, გრძელსახელოებიანი მაისური, მოკლესახელოებიანი მაისური, ავტომანქანა N-----------ს დათვალიერების დროს ამოღებული ი-–------------ის ჟილეტი და ქურთუკი, რომლებიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ი-–------------ს.
2.4. ავტომანქანა N-----------ს დათვალიერების დროს ამოღებული მანქანის ხალიჩა, რომელიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ავტომანქანის მესაკუთრეს, ო--------------ეს.
2.5. ავტომანქანა N----------, სახელმწიფო ნომრით N------II, რომელიც დაუბრუნდა მესაკუთრეს, დარჩეს მის მფლობელობაში.
2.6. ტ------–----------ის ტანსაცმელი, ერთი წყვილი ყავისფერი ფეხსაცმელი, ყავისფერი ჯინსის შარვალი, ლურჯი ფერის დუტის ჟილეტი და ლურჯი ფერის სპორტული ქურთუკი, რომელიც ინახება გ------ს პოლიციის დეპარტამენტში დაუბრუნდეს მსჯავრდებულის ოჯახის სრულწლოვან წევრს.
3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
4. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 01 (ერთი) თვის ვადაში ო----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა