განაჩენი

სისხლის სამართლის 03.04.2018
საქმის ნომერი
010100118002309578
დავის ტიპი
178 2 ა , 120
თარიღი
03.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002309578

1-157/18

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

03 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი

სხდომის მდივანი - ირინე მაკარაძე

 

პროკურორი - ა----–----–-------ვა

 

ბრალდებული - რ----- მ------–-ილი

ადვოკატი - დ-----------–---

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე

N17----------

 

ბრალდებული: რ----- მ------–-ილი

მამის სახელი: გ---

დაბადებული: 10.02.1-----------–--------------------–------------–-------–----–-----------------------------------------------–-------------------------------------------------------------–---------------------–----------------–----–----------------–-----------–-

 

პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2018 წლის 07 იანვარს შუადღის საათებში ქ.ბათუმში, საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე რ----- მ------–-ილმა არასრულწლოვან ომარი ლომინაშვილს აშკარად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცა პლანშეტი, ღირებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით 220 ლარად, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 08 იანვარს დაახლოებით 22:00 საათზე ქ.ბათუმში, ლუკა ასათიანის ქN69 მიმდებარედ რ----- მ------–-ილმა განზრახ ხელი სახეში დაარტყა არასრულწლოვან მამუკა ჩაკვეტაძეს, რამაც გამოიწვია ცხვირის ძვლის ნამსხვროვანი მოტეხილობა და სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად მიეკუთვნება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუ დაზიანებას ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან, გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, დადგენილება სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანების შესახებ, ო------–------–---–----------------------------------------------------–--------------------------------------------–---–------------------–--------------------------------------------------------------–------–---–-------------------------–---–-- ამოცნობის ოქმი, ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულება, სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

ბრალდებულმა სრულად სცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და აღიარა ო------–------–--ლის მიმართ ჩადენილი ძარცვის ფაქტი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება მესაკუთრისაგან დაუფარავად და ქმედება დაზარალებულისათვის ხილულია და იმავდროულად დამნაშავეს გაცნობიერებული და გააზრებული აქვს ეს ნიშანი. ძარცვა გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლებას მესაკუთრისგან დაუფარავად ამ უკანასკნელის ნების საწინააღმდეგოდ, დამნაშავეს არ გააჩნია არავითარი უფლებამოსილება დაუფლებულ ნივთზე. იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.

 

ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ რ----- მ------–-ილი დაზარალებულ ო------–------–--ლის ქონებას აშკარად დაეუფლა თვით დაზარალებულის ნების საწინააღმდეგოდ და იმავდროულად, ბრალდებულს დაუფლებულ ნივთებზე არავითარი უფლებამოსილება არ გააჩნდათ. ნივთი დაზარალებულის მფლობელობიდან გავიდა მისი ნების გარეშე და ბრალდებულმა განკარგა თავის შეხედულებით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- მ------–-ილმა ჩაიდინა სხვის მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

ქმედება რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:

 

დაზარალებულ ო------–------–--ლის ჩვენებით დადგენილია, რომ რ----- მ------–-ილმა მას გასტაცა პლანშეტი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში ( თავი XXV, დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ) მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.

 

უდავოა, რომ რ----- მ------–---–-- მიერ ო------–------–--ლის მიმართ ძარცვით დაუფლებული ნივთი 150 ლარზე მეტია.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ რ----- მ------–---–-- ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია:

 

დაზარალებულ მამუკა ჩაკვეტაძის ჩვენების ანალიზით დადგენილია, რომ 2018 წლის 07 იანვარს ქ. ბათუმში, საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე რ----- მ------–-ილმა ჯამრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა, რამაც ამ უკანასკნელის ჯამრთელობის ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის №000469918 დასკვნის თანახმად, მამუკა ჩაკვეტაძე 08.01.2018 წელს მიღებულ დაზიანებასთან დაკავშირებით მიყვანილი იქნა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში და აღენიშნებოდა ცხვირის ძვლების ნამსხვროვანი მოტეხილობა ფრაგმენტების შეცილებით. არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვირივ ბლაგვი საგნის ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობა არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს.

 

ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ----- მ------–-ილმა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა მამუკა ჩაკვეტაძეს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონის თანახმად, ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ისეთი დანაშაულის ჩადენისათვის, როგორიცაა ხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება და ჯანმრთელობის დაზიანება აუცილებელია, რომ დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, მოტივს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო

 

რ----- მ------–---–-- მიერ ო------–------–--ლის მიმართ ჩადენილი ძარცვის ფაქტი დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.

 

რ----- მ------–---–-- მიერ მამუკა ჩაკვეტაძეზე ჯანმრთელობის დაზიანების მიყენების ფაქტი დადასტურებულია მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ რ----- მ------–-ილმა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.

 

სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურა ბრალდებულ რ----- მ------–---–-- ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

 

რ----- მ------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ჩადენილი ქმედების აღიარება და გულწრფელი მონანიება.

 

რ----- მ------–-ილს პასუხისმგებლობის დამამაძიმებელი გარემოება არ გააჩნია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულის მიმართ დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები არ გამოვლენილა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ რ----- მ------–-ილს სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

რ----- მ------–-ილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით. დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 03 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დარჩენილი 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

რ----- მ------–-ილი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, უფრო მკაცრმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი ძირითადი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით, რ----- მ------–-ილს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების 04 (ოთხი) წლის ვადით.დანიშნული სასჯელიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელის ნაწილი - 03 (სამი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, დარჩენილი 01 (ერთი) წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობითად 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ რ----- მ------–-ილს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან _ 2018 წლის 26 იანვრიდან

 

რ----- მ------–---–-- მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

სასჯელაღსრულებით დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ, მსჯავრდებულ რ----- მ------–---–-- ყოფა-ქცევაზე კონტროლი დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შესაბამის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს პირობით მსჯავრდებულმა.

 

საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ პლანშეტი - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს; 2 ცალი დისკი ინახებოდეს საქმის შენახვის ვადით

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი