გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №24----------------
(2/129-2018)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20.04.2018 წელი ქ. სენაკი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - შპს ,,ე--------------- +’’ ს/კ 4---------
წარმომადგენელი - თ--------------
მოპასუხე - გ---------------ა პ/ნ 6----------
წარმომადგენელი ვ----------------
მოპასუხე - მ-------------- პ/ნ 3----------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებისათვის - გ---------------ასა და მ--------------სათვის მოსარჩელე შპს ,,ე--------------- +’’-ს, სასარგებლოდ სოლიდარულად 4 274,99 აშშ დოლარის ანაზღაურების დაკისრება.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებს შპს ,,ე--------------- +’’-ის მიმართ, მხარეთა შორის გაფორმებული სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ერიცხებათ დავალიანება 4 274,99 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 2 500 აშშ დოლარი, სარგებელი - 1 774,99 აშშ დოლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე გ---------------ამ და მისმა წარმომადგენელმა ვ----------------მ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა ცნეს ნაწილობრივ სესხის ძირი თანხის (კაპიტალის) ნაწილში.
2.2.მოპასუხე მ--------------ს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. განსახილველ საქმეზე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2--- წლის 0------------რს შპს ,,ე--------------- +’’-სა და მოპასუხე გ---------------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №კულე 1-------., ასევე სესხის ხელშეკრულება №კ---–ე 1-------, რომელთა საფუძველზეც მოსარჩელემ გ---------------ას სესხად გადასცა 2 500 აშშ დოლარი ყოველთვიურად 5% -იანი სარგებლის დარიცვის პირობით, ხოლო მოპასუხემ აიღო ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით მოეხდინა კრედიტის დაბრუნება 20 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად - ყოველთვიურად 201.00 აშშ დოლარის ოდენობით, სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა გ---------------ას კუთვნილი ავტომობილი ჰ------------------, მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გირავნობის საგანი გაიყიდა 1 150 ლარად (რაც ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით შეადგინა 476,98 აშშ დოლარი), რომლის გაქვითვაც ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელდა შემდეგნაირად : 248,16 აშშ დოლარი - გაიქვითა დარიცხული სარგებელი, 229 აშშ დოლარით გაიქვითა ჯარიმა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ №კ---–ე 1-------. ს.ფ. 19-24;
- სესხის ხელშეკრულება - №კ---–ე 1------- ს. ფ. 25
- სესხის დაფარვის გრაფიკი - ს. ფ. 26;
3.2.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, თავდებ პირთან მ--------------სთან იმავე დღეს 2--- წლის 0------------რს გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება, რომლის მიხედვით თავდებმა მ--------------მ მსესხებელ გ---------------ასთან ერთად იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა, შპს ,,ე--------------- +’’სა და მსესხებელ გ---------------ას შორის საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის შესახებ ხელშეკრულება №კ---–ე 1-------, სესხის ხელშეკრულება - №კ---–ე 1-------, მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულების ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება; ს. ფ. 27-28;
- თავდების განცხადება ს. ფ. 29;
3.2.4. მოპასუხეები პირადად იყვნენ ინფორმირებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების, სესხის ყველა არსებითი პირობების, აგრეთვე, შესაძლო სამოქალაქო პასუხისგებლობის ხასიათისა და მოცულობის თაობაზე. მიუხედავად ამისა, მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რაც გამოიხატა სესხის ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დარღვევაში. მოსარჩელის მხრიდან მოპასუხეთა არაერთგზის გაფრთხილების მიუხედავად, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შესრულდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- გაფრთხილებები დავალიანების დაფარვის თაობაზე
- გაფრთხილებები ვალდებულების შესრულებაზე
3.2.5. მოპასუხეთა მხრიდან საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, სარჩელის აღძვრის პერიოდში მათი საკრედიტო დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 4 274,99 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი გადაუხდელი თანხაა 2 500 აშშ დოლარი, სარგებელი - 1 774,99 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-საკრედიტო დავალიანების შესახებ ინფორმაცია
3.2.6. 2018 წლის 30 მარტს სასამართლოს საქმის მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე მ-------------- არ გამოცხადდა (იხ.სხდომის ოქმი). უწყება გაეგზავნა 26.03.2018 სასამართლო კურიერის მეშვეობით, კურიერის მიერ 26.03.2018 და 27.03.2018 წელს შედგენილ იქნა ოქმი მასზედ, რომ მოპასუხე მე----------ა პ/ნ 3----------, მეზობლების განმარტებით არის გარდაცვლილი (იხ.ოქმი).
მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ თავდების მე------------ს მიართ უარი თქვა სასარჩელზე და მოხსნა მის მიმართ წარდგენილი სასარჩელო მოთხოვნა. აქვე ითხოვა სარჩელში მითითებული თანხები მთლიანად დაეკისროს ძირითად მოპასუხეს გ---------------ას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ე--------------- +’’-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე, 417-418-ე, 873-ე, 361-ე, 411-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამტკიცებულად ჩათვლის გამო, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი დავალიანების და სარგებლის დაკისრების ნაწილში იურიდიულად გამართლებულია.
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მხარეთა შორის საბანკო კრედიტის საფუძველზე წარმოშობილი სახელშეკრულებო ურთიერთობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. იმავე კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. იმავე, კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელემ მოპასუხე გ---------------აზე გასცა კრედიტი, შესაბამისი საპროცენტო განაკვეთით. მოპასუხემ იკისრა ვალდებულება უზრუნველეყო კრედიტის დაბრუნება მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაერთხელ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება გადახდის გრაფიკის შესატყვისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს საკრედიტო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებათა ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს იმ პროცენტის სახით, რომლის გადახდის ვალდებულებაც მოპასუხემ იკისრა საკრედიტო ხელშეკრულებებით. მოპასუხის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო, მხარეთა შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის ვადამდე შეწყვეტით მოპასუხემ მიიღო ზიანი იმ პროცენტის სახით, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის ფარგლებში ზიანის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ამავე კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად კი, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს - საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, მოსარჩელის წინაშე თანხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია. მათ ვალდებულების დარღვევის საკითხი სადაოდ არ გაუხდია, ასევე არ გაუხდია სადავოდ ის გარემოება, რომ დარიცხული დავალიანება დაანგარიშებულია მხარეთა შორის შეთანხმებული სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად. ერთადერთი გარეომოება რაზეც მოპასუხე აპელირებდა იყო ის, რომ მას ამ თანხის გადახდის შესაძლებლობა არ ქონდა.
ვინაიდან, მოპასუხემ დაარღვია ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულების პირობა, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოსარჩელე სს ''შპს ,,ე--------------- +’’ სასარგებლოდ მას უნდა დაეკისროთ გადსახდელად 4 274,99 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, საიდანაც სესხის ძირია გადაუხდელი თანხაა 2 500 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში, სარგებელი - 1 774,99 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმავე კოდექსის 49.2-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს ლარის შესატყვის თანხას - 169,39 ლარს, მოპასუხე გ---------------ას მოსარჩელე შპს ”მისო ე---------------ი+”-ს სასარგებლოდ დაეკისროს ასევე ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა 100 ლარი
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 272-ე, 247-249-ე, 268-ე, 229-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს მისო ”ე--------------- +”-ს სარჩელი მოპასუხე გ---------------ას მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხე გ---------------ას მოსარჩელე შპს მისო ”ე---------------ს+” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 4 274,99 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, საიდანაც სესხის ძირია გადაუხდელი თანხაა 2 500 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში, სარგებელი - 1 774,99 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში;
1.2. მოპასუხე გ---------------ას მოსარჩელე შპს ”მისო ე---------------+”-ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც ჯამში შეადგენს 169, 39 (ას სამოცდაცხრა ლარი და ოცდაცხრამეტი თეთრი) ლარს. ასევე დაეკისროს მოპასუხე გ---------------ას მოსარჩელე შპს ”მისო ე---------------ი+”-ს სასარგებლოდ ავტომობილის შეფასების აქტის მომზადების სანაცვლოდ გადახდილი თანხა 100 ლარი
1.3. მოსარჩელე შპს ”მისო ე---------------ი”-ს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 148.61 (ას ორმოცდარვა და 61 თეთრი) ლარი, მის მიერ 2018 წლის 13 თებერვალს თიბისი ბანკის მეშვეობით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 318 ლარიდან (საგადახდო დავალება №15--------).
2. მოპასუხე გ---------------ასაგან თანხების გადახდევინება მოხდეს მის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი ქონების რეალიზაციის გზით.
3. გადაწყვეტილება მიეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე