განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1-307-18
(N078120418002)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
2 მაისი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძე
სხდომის მდივანი: ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:
სტაჟიორ-პროკურორი: სალომე ქემაშვილი,დაცვის მხარე:
ბრალდებული ელშად ეიბოვი, დაბადებული 1985 წლის 23 თებერვალს, პირადი N36001011046, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული მისამართზე: საგარეჯოს რაიონის სოფელი წიწმატიანი და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ.რუსთავი, მე-12 მ/რ N4/7;
ადვოკატი: რიმა გურგულია,თარჯიმანი: თალე ალიევა,კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენება (2018 წლის 03 თებერვლის ეპიზოდი, 2018 წლის 05 თებერვლის ეპიზოდი და 2018 წლის 01 აპრილის ეპიზოდი).
სხდომის სახე - ღია,განსახილველი საკითხი: ბრალდებულ ელშად ეიბოვის მიმართ, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანა,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
საპროცესო შეთანხმების არსი:
ელშად ეიბოვმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 5002558549, 2018 წლის 03 თებერვალს, დაახლოებით 21:50 საათზე, ქ.თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის 36-ე კილომეტრზე ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს, წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს.
ელშად ეიბოვმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 5002558549, 2018 წლის 05 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზის მე-20 კილომეტრზე ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს, წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს.
ელშად ეიბოვმა ყალბი ოფიციალური დოკუმენტი - რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 5002558549, 2018 წლის 01 აპრილის, დაახლოებით 19:00 საათზე, ქ.რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ავტომანქანის მართვისას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის დროს, წარუდგინა (რითაც გამოიყენა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებს.
მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, ელშად ეიბოვის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ალექსანდრა კორპულევას პატაკს და თანდართული მასალებს, მოწმეების: ალექსანდრა კორპულევას, თემურ ანდიაშვილის და თეიმურაზ ირემაშვილის გამოკითხვის ოქმებს, რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობას ნომრით - 5002558549, დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის N478/დტ დასკვნას, შსს მომსახურების სააგენტოს წერილს, შსს ბაზიდან ამობეჭდილი დოკუმენტაციას და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებს.
საპროცესო ნორმათა დაცულობა:
2018 წლის 2 მაისს, საქართველოს სსსკ-ის 209-210-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ბრალდებულ ელშად ეიბოვს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ რიმა გურგულიასა და სტაჟიორ-პროკურორ სალომე ქემაშვილს შორის წერილობით გაფორმდა ოქმი საპროცესო შეთანხმების თაობაზე. საპროცესო შეთანხმება კანონით დადგენილი წესით წინასწარ იქნა შეთანხმებული ზემდგომ პროკურორთან.
ელშად ეიბოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების განხილვის ეტაპზე, 2018 წლის 2 მაისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მომართა სტაჟიორ-პროკურორმა სალომე ქემაშვილმა და ითხოვა ბრალდებულ ელშად ეიბოვის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანისა და საპროცესო შეთანხმების დამტკიცება.
პროკურორი წარმოდგენილი შუამდგომლობით ითხოვს საქმის არსებითი განხილვის გარეშე ელშად ეიბოვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 03 თებერვლის, 2018 წლის 05 თებერვლის და 2018 წლის 01 აპრილის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 03 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 05 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 აპრილის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას 2018 წლის 01 აპრილის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ელშად ეიბოვს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.
სასამართლო სხდომაზე საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას მხარი დაუჭირეს პროცესში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელმა სალომე ქემაშვილმა, ბრალდებულმა ელშად ეიბოვმა და მისი ინტერესების დამცველმა ადვოკატმა რიმა გურგულიამ.
ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სადაოდ არ ხდის ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და უარს ამბობს სასამართლოს მიერ საქმის არსებით განხილვის უფლებაზე.
შუამდგომლობაზე დართული ბრალდებულის წერილობითი განცხადებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანაზე თანხმობა ნებაყოფლობით, ადვოკატისაგან იურიდიული დახმარების მიღების შემდეგ განაცხადა. იგი სრულყოფილად აღიქვამს საპროცესო შეთანხმების შინაარსს და მოსალოდნელი განაჩენის სამართლებრივ შედეგებს. ბრალდებულს და მის ადვოკატს საპროცესო შეთანხმების ოქმზე შენიშვნები არ გამოუთქვამთ.
სასამართლო სხდომაზე დადგინდა, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; საპროცესო შეთანხმება ნებაყოფლობით არის დადებული და ბრალდებული ნებაყოფლობით აღიარებს ბრალს; ბრალდებული სრულად აცნობიერებს საპროცესო შეთანხმების, მათ შორის, ნასამართლობის, სამართლებრივ შედეგებს; ბრალდებულს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც მას ბრალი ედება; ბრალდებული სრულად აცნობიერებს იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც იგი აღიარებს; ბრალდებულისათვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული, კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ; ბრალდებული აცნობიერებს, რომ, თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც იგი საპროცესო შეთანხმების განხილვისას სასამართლოს მიაწვდის;
ბრალდებული აცნობიერებს, რომ მას აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება; საპროცესო შეთანხმებაზე უარის თქმის უფლება; სასამართლოს მიერ მისი საქმის არსებითი განხილვის უფლება; ბრალდებული ეთანხმება ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს; საპროცესო შეთანხმებაში ბრალდებულსა და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობაა ასახული; ბრალდებული და მის ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე შეამოწმა, რომ დასაბუთებულია ბრალდება, არსებობს ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და კანონიერი და სამართლიანია სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ამავე კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე მიიღო დამარწმუნებელი პასუხები და მოთხოვნილი სასჯელი არის კანონიერი და სამართლიანი, შესაბამისად არსებობს საქართველოს სსსკ-ის 213-ე მუხლის III და IV ნაწილებით განსაზღვრული შუამდგომლობის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძვლები.
ამდენად, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ სალომე ქემაშვილის შუამდგომლობა ბრალდებულ ელშად ეიბოვის მიმართ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.
აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
ელშად ეიბოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - არ გამოყენებულა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე ამოღებული მართვის მოწმობა, შენახული უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 20-21-ე, 81-ე, 209-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-274-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ სალომე ქემაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. დამტკიცდეს ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორ სალომე ქემაშვილსა და ბრალდებულ ელშად ეიბოვს შორის 2018 წლის 2 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება.
3. ელშად ეიბოვი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 03 თებერვლის, 2018 წლის 05 თებერვლის და 2018 წლის 01 აპრილის ეპიზოდები) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 03 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 05 თებერვლის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 01 აპრილის ეპიზოდი) - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თანაბარი სასჯელების დანიშვნისას 2018 წლის 01 აპრილის ეპიზოდისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს დანარჩენი ეპიზოდებისათვის დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ელშად ეიბოვს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, საქმეზე ამოღებული რუსეთის ფედერაციის მართვის მოწმობა ნომრით - 5002558549, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში მისი გამოცხადებისთანავე და მიექცევა აღსასრულებლად.
6. საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლის III და IV ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში განაჩენი ექვემდებარება გასაჩივრებას. სხვა შემთხვევაში განაჩენი არ გასაჩივრდება.
მოსამართლე მადონა მაისურაძე