განაჩენი

სისხლის სამართლის 01.05.2018
საქმის ნომერი
110100118002390968
დავის ტიპი
120
თარიღი
01.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №110100118002390968

№1/70-2018

ზესტაფონის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

1 მაისი, 2018 წელი ქ.ზესტაფონი

 

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე

სხდომის მდივანი - ნათია ლუტიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გ--- დ--------–---;

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ი-----–- გ-------ს ძე ყ-------, დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნომერი 1----------), ს-–----–----------–---ს მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, მცხოვრები: ქ.ზ---------------------–---------------------;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 120-ე მუხლი (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია);

 

სხდომის სახე - ღია.

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

 

1. 2018 წლის 28 თებერვალს, დაახლოებით 15:00 საათზე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ი-----–- ყ------მა, ქალაქ ზესტაფონში, ა----–-----–------------–ი მდებარე ჯიხურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამავე ჯიხურის მეპატრონეს, ე-–--- პ----ეს, მომხდარი ურთიერთშელაპარაკების საფუძველზე, ხელიდან გამოსტაცა ხელჯოხი, რაც ერთხელ დაარტყა თავი არეში. განაგრძობდა რა ძალადობას, ი-----–- ყ------მა, ე-–--- პ----ეს, ორჯერ დაარტყა ხელჯოხი ზურგის არეში. ი-----–- ყ-------ს მხრიდან განხორციელებული ძალადობის შედეგად ე-–--- პ----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და მიიღო ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ხანმოკლე მოშლით.

 

2. ი-----–- ყ------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, გულწრფელად აღიარა და მოინანია ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა.

3. წინასასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებულ არცერთ მტკიცებულებას სადავოდ არ ხდიდნენ და როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარე, სრულად დაეთანხმა აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ წინასასამართლო სხდომაზე მხარეებს საქმეზე მოპოვებული არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ გაუხდიათ, ისინი სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა გამოკვლევის გარეშე, როგორც პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

4. სასამართლო მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მრავალჯერ აქვს აღნიშნული, რომ თუმცა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი იცავს პირის უფლებას სამართლიან სასამართლო განხილვაზე, აღნიშნული მუხლი არ ადგენს მტკიცებულებათა დასაშვებობის წესებს. ეს უკანასკნელი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის პრეროგატივაა, ხოლო ევროპული სასამართლოს ფუნქციაა მთლიანობაში სამართალწარმოების სამართლიანობის შეფასება (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (იხ. საქმე ფრამკინი რუსეთის წინააღმდეგ (Frumkin v. Russia), განაცხადი no. 74568/12, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების პუნქტი 159). ამასთან, ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები, ან განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ბულიჩევი რუსეთის წინააღმდეგ (Bulychevy v. Russia), განაცხადი no. 24086/04, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების პუნქტი 32).

 

5. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ (2014 წლის 24 აპრილი, განაცხადი No. 9043/05, პარ 91) განმარტა: იმისათვის, რომ უფლებაზე უარის თქმა კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი იყოს, აუცილებელია, აღნიშნული განხორციელდეს აშკარა და არაორაზროვანი ფორმით და, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის მინიმალური გარანტიები. გარდა ამისა, უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს (აგრეთვე იხ.: სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, პარ 135-136, Scoppola v. Italy, (no. 2) [GC], no. 10249/03, 17.09.09; პოიტრიმოლი საფრანგეთის წინააღმდეგ, პარ 31, Poitrimol v. France, 23 November 1993, Series A no. 277-A; ჰერმი იტალიის წინააღმდეგ, პარ 73, Hermi v. Italy [GC], no. 18114/02, ECHR 2006 XII).

 

6. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი, თავის თავში გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას, ან წარდგენილ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.

 

7. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-----–- ყ-------ს მიერ, საქართველოს სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, უტყუარად ადასტურებს შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობა: დაზარალებულ ე-–--- პ----ის ჩვენება; მოწმეების - ნ-----–-- მ----------, რ---- კ-------ის, მ-------- გ-----------, რ--------- ბ--------ის, ს-------–- ყ------------, ზ----- კ----–--, მ--–---- ბ------- ჩვენებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თანდართული ფოტოცხრილით; ი-----–- ყ-------ს დაკავების ოქმი; ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების დასკვნა №---------; სამედიცინო ექსპერტიზის №---------- დასკვნა ე-–--- პ----ის მიმართ; ცნობები ე-–--- პ----ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ფორმა №-------; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განაჩენი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 28 დეკემბრის განაჩენი; ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინება და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები, და მასალები.

 

8. სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნულ ეჭვის გამომრიცხავ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, დადასტურებულია ი-----–- ყ-------ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ 120-ე მუხლისგან (დანაშაულისგან) სისხლისასმართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება ა) მოქმედებაში; ბ) შედეგში; გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. უფრო კონკრეტულად რომ ითქვას, ქმედებამ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა. ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა კი ნიშნავს, ადამიანის ორგანიზმის რომელიმე ორგანოს ავადმყოფური მდგომარეობისათვის საჭირო მკურნალობის გაგრძელებას. ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებას მიეკუთვნება: დაჟეჟილობა, სისხლსაჟღენთები, ცხვირისა და ყბის გაბზარვა, ცეცხლნასროლი ჭრილობა და სხვა. ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მოტივსა და მიზანს არა აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა. ბრალის ფორმის მიხედვით ეს დანაშაული განზრახია და შეიძლება ჩადენილი იქნეს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.

 

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ განხორციელებული ქმედებით ი-----–- ყ------მა ჩაიდინა - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 120-ე მუხლით).

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

11. ი-----–- ყ------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

 

13. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----–- ყ------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი.

 

14. ი-----–- ყ-------ს მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსკ მე-17, 58-ე და 79-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. ხოლო მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი. სსკ 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება თავისუფლების აღკვეთაზე უფრო მსუბუქი სასჯელით მსჯავრდებისას - სასჯელის მოხდიდან ერთი წლის შემდეგ, ხოლო „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, კი მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა – სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში, უდავო გარემოებას წარმოადგენს ის, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით ი-----–- ყ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით; სსკ 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 6 თებერვლის განჩინებით, ი-----–- ყ------ს დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ერთი მეოთხედით და მოსახდელად განესაზღვრა 4 (ოთხი) წელი, 1 (ერთი) თვე და 15 (თხუთმეტი) დღე. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2015 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, ი-----–- ყ------- გათავისუფლებული იქნა პირობით ვადამდე ადრე 9 (ცხრა) თვით და 7 (შვიდი) დღით ადრე, და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდით, ი-----–- ყ------- გათავისუფლებული იქნა 2013 წლის 25 ოქტომბერს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული განეკუთვნებოდა მძიმე კატეგორიას და არ არის გასული ექვს წლიანი ნასამართლობის გაქარწყლების ხანდაზმულობის ვადა. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2018 წლის 5 აპრილს გაცემული N23669 მიმართვით დასტურდება, რომ იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სავანეთის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რომლიც თანახმად ი-----–- ყ------ს დაეკისრა ჯარიმა 3500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით. აღნიშნული თანხა გადახდილი არ არის და ერიცხება დავალიანება სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. შესაბამისად, სასჯელის განსაზღვრისას ი-----–- ყ-------ს მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სსკ 58-ე მუხლის 1-ლი ნაწილის დანაწესი, ვინაიდან არ არსებობს ნასამართლობის, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელი ნიშანი. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის (ჩადენილია ძალადობრივი ხასიათის დანაშაული), ასევე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მიუხედავად ი-----–- ყ-------ს მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გამოცხადებული ნდობისა და გაწეული შეღავათებისა (დანიშნული სასჯელი შეუმცირდა ამნისტიის საფუძველზე, ხოლო დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით გათავისუფლებული იქნა პირობით ვადამდე ადრე), კვლავ ჩაიდინა დანაშაული, მას სასჯელის სახედ უნდა განესაზღვროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ 120-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის მაქსიმალური ვადით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლით.

 

15. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. ხოლო მე-8 ნაწილის თანახმად კი, დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2013 წლის 19 დეკემბრის N316აგ-13 განჩინებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ სსკ 59-ე მუხლის 1-ლი-მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული საბოლოო სასჯელის დანიშვნის წესი არ ვრცელდება დამატებით სასჯელებზე, რომელთათვისაც განსხვავებული პრინციპია (მხოლოდ შეჯამების შესაძლებლობა) დადგენილი იმავე მუხლის მე-8 ნაწილით, კერძოდ: „დანაშაულთა ან განაჩენთა ერთობლიობის დროს ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი. შეჯამებისას დანიშნული საბოლოო დამატებითი სასჯელის ზომა არ უნდა აღემატებოდეს ამ სასჯელის მოცემული სახისათვის ამ კოდექსის ზოგადი ნაწილით გათვალისწინებულ მაქსიმალურ ზომას“. აღნიშნულზე მიუთითებს ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2014 წლის 25 თებერვლის №227აპ-13 გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც დადგენილია, რომ ი-----–- ყ------ს არ აქვს გადახდილი მის მიმართ 2010 წლის 13 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელი, მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის საფუძველზე.

 

ნივთიერი მტკიცებულებები:

 

16. საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი-----–- ყ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 120-ე მუხლით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულ სასჯელს, თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, მთლიანად დაემატოს წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის N1/119-2010 განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 3500 (სამიათას ხუთასი) ლარი და საბოლოოდ ი-----–- ყ------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და დამატებითი სასჯელი - ჯარიმა 3500 (სამიათას ხუთასი) ლარი;

 

მსჯავრდებულ ი-----–- ყ------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და მოთავსებული იქნეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის დაწესებულებაში; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო 2----–-–---------------–------------–-–-------------ს ჩათლით;

 

ი-----–- ყ-------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;

 

საქმეზე დართული საგნები და ნივთები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული მინის ნატეხები, ჯოხი და სისხლისმაგვარი ლაქები, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს გადაღებული ფოტოსურათები „CD“ დისკზე, რომელიც ერვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ზურაბ ბალავაძე