გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2018
საქმის ნომერი
060210017002198931
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
07.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N2/868-20-7წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მარტი, 20-8 წელი ქ. სამტრედია

სამტრედიის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნონა ზარქუა

სხდომის მდივანი ნათია ძაძამია

მოსარჩელე - თ----- გ-----------

წარმომადგენელი ნ-----–-- ქ-----–--;

მოპასუხე - ი-------------–---–-;

წარმომადგენელი - მ--------–-----;

მოპასუხე -სსიპ შემოსავლების სამსახური;

წარმომადგენელი - თ-----------------

დავის საგანი - უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა

1.1 თ----- გ----------- ქ. ვანში მდებარე ქუჩა თ----- მ----- და სოლომონ მ----- ქ-----------ა, მიწის (უძრავი ქონების საკადასატრო კოდი) 3-.0-.3-.0-- , უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ ცნობა.

1.2. შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 20-7 წლის 18 მაისის N021-515 ბრძანებით დაყადაღებული უძრავი ქონების ½ ნაწილის, მდებარე ქ. ვანი, ქუჩა თ----- მ----- და ს---–------ მე-2-ს ქ-----------ა, მიწის (უძრავი ქონების საკადასატრო კოდი) 3-.0-.3-.0-- ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

მოსარჩელე თ----- გ----------- განმარტებით, 1979 წლის 25 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება იუზა ჭ------–---–---ნ. ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს უძრავი ქონება მდებარე ქ. ვანი, ქუჩა თ----- მ----- და ს---–------ მ----- ქ-----------ა, ზონა 3-,სექტორი 0-,კვარტალი 3-, ნაკვეთი 0--, შენობა ნაგებობის ფართი: 412.10 კვ.მ,მ რომელიც მდებარეობს 329.00 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ქონება დარეგისტრირებულია ი-------------–---–-ს სახელზე. მიაჩნია, რომ იგი წარმოადგენს უძრავი ქონების თანამესაკუთრეს და ქონების ეს ნაწილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ დადებული ყადაღისაგან უნდა გათავისუფლდეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა როგორც შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის დაცვით განხორციელდა იმ ქონების დაყადაღება, რაც საჯარო რეესტრში მოვალის საკუთრებად იყო რეგისტრირებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-1-ე და 3-2-ე მუხლების შესაბამისად. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის ფარგლებში განსახილველი აღიარებითი სარჩელი დაუშვებელია, რადგან მოსარჩელეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, ქონების დაყადარებამდე გაეყო თანასაკუთრება. სარჩელის მიზანს, განსახილველ შემთხვევაში, გადასახადის გადახდისაგან თავის არიდება წარმოადგენს და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2.2. მოპასუხე ი----- ჭიჭუეიშვილმა სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ თ----- გ----------ს არსად არ უმუშავია, ის ზრდიდა შვილებს, უძრავი ქონება შეძენილია მის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, საკუთრების უფლებით აღრიცხულია მის სახელზე, რის გამოც მიაჩნია, რომ თ----- გ---------- არ უნდა იქნას ცნობილი თანამესაკუთრედ სადავო ქონებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე თ----- გ---------- 1979 წლის 25 აპრილიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფება ი----- ჭ------–---–---ნ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 16 )

 

3.1.2. ქორწინების პერიოდში, 20-1 წლის 06 ივლისს ლ----------–----ა და იუზა ჭ------–---–- შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, შეძენილი იქნა უძრავი ქონება მდებარე ქ. ვანი, მიწის (უძრავი ქონების საკადასატრო კოდი) 3-.0-.3-.0--, ქონება შეიძინა ი----- ჭიჭეიშვილმა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 27 )

 

3.1.3. უძრავი ქონება მდებარე ქ. ვანი, ქუჩა თ----- მ----- და ს---–------ მ----- ქ-----------ა, მიწის (უძრავი ქონების საკადასატრო კოდი) 3-.0-.3-.0-- საკუთრების უფლებით აღირიცხა ი-------------–---–-ს სახელზე

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 24)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. უძრავი ქონება მდებარე ქ. ვანი, ქუჩა თ----- მ----- და ს---–------ მ----- ქ-----------ა, მიწის (უძრავი ქონების საკადასატრო კოდი) 3-.0-.3-.0-- წარმოადგენს თ----- გ----------- და ი-------------–---–-ს თანასაკუთრებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.

 

მოცემულ შემთხვევაში უდავოა ის გარემოება, რომ თ----- გ---------- და ი-------------–---–- იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 1158-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.

 

მითითებული ნორმა განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ, დავის შემთხვევაში, ქორწინების განმავლობაში ქონების შეძენის ფაქტი (კანონით დადგენილი გამონაკლისების გარდა) საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ ეს ქონება მიჩნეული იქნას მეუღლეთა თანასაკუთრებად.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება შეძენილია მეუღლეთა ქორწინების პერიოდში, მათივე საერთო სახსრებით, ამდენად, აღნიშნული უძრავი ქონება მეუღლეთა თანასაკუთრებაა. საქორწინო კონტრაქტი, რომელიც განსხვავებულ რეჟიმს დაადგენდა მეუღლეთა ქონებრივი უფლებების შესახებ, მხარეთა შორის გაფორმებული არ არის.

 

3.2.2 მოპასუხე ი-------------–---–- არის ინდივიდუალური მეწარმე, იგი რეგისტრირებულია გადასახადის გადამხდელად და მინიჭებული აქვს ს/ნ 1700-006504.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამტრედიის რაიონული სასამართლოს ბრძანება (ს.ფ. 28)

 

3.2.3. ი/მ ი----- ჭ------–---–- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხება აღიარებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება 97 371.89 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამტრედიის რაიონული სასამართლოს ბრძანება (ს.ფ. 28)

 

3.2.4. საბიუჯეტო დავალიანების გადაუხდელობის გამო, დავალიანების დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ შემოსავლების სამსახურმა 20-7 წლის 18 მაისს გამოსცა №021-515 ბრძანება მოვალის კუთვნილ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის Nო21-515 ბრძანება (ს.ფ. 19)

 

3.2.5. სსიპ შემოსავლების სამსახურის 20-7 წლის 18 მაისის ბრძანების საფუძველზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს საგადასახადო ოფიცრის მიერ 20-7 წლის 3- მაისს განხორციელებული იქნა ი-------------–---–-ს ქონებაზე ყადაღის დადება, მათ შორის დაყადაღებულ იქნა მოვალის სახელზე აღრიცხული სადავო უძრავი ქონება, მდებარე ქ. ვანი, ქუჩა თ----- მ----- და ს---–------ მ----- ქ-----------ა, მიწის (უძრავი ქონების საკადასატრო კოდი) 3-.0-.3-.0--.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამტრედიის რაიონული სასამართლოს ბრძანება (ს.ფ. 29)

 

3.2.6. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 20-7 წლის 21 აგვისტოს ბრძანებით დაკმაყოფილდა სსიპ შემოსავლების სამსახურის შუამდგომლობა, დადგინდა დაყადაღებული ქონების რეალიზაცია აუქციონის გზით რეალიზაციის დროისათვის არსებული დავალიანების ფარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამტრედიის რაიონული სასამართლოს ბრძანება (ს.ფ. 28-33)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, დაყადაღებული უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრეს წარმოადგენს თ----- გ----------, რის გამოც დაყადაღებული ქონების ½ ნაწილი ყადაღისაგან უნდა გათავისუფლეს. შესაბამისად თ----- გ----------- სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს კონსტიტუცია

,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლი წარმოადგენს საკუთრების კონსტიტუციური უფლების წარმოშობის წინაპირობას და კანონის ძალით აღჭურავს მეუღლეს ამ უფლებით, თუკი ქონება მეორე მეუღლის მიერაა შეძენილი და ქონებრივი ნამატი რეგისტრირებული ქორწინების პერიოდს ემთხვევა, რადგან ქორწინების ფაქტის რეგისტრაცია წარმოშობს მეუღლეთა ქონებრივ უფლებებს.

 

6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები.

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით, შეიძლება გაიყოს, როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.

 

6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ვინაიდან ქორწინების განმავლობაში შეძენილ უძრავ ქონებაში მეუღლეთა წილი თანაბარია და არ არსებობს შეთანხმება მეუღლეთა ყქონებრივი უფლებების შესახებ თითოეული მათგანის წილი უძრავი ქონებიდან უნდა განისაზღვროს 1/2 ნაწილით.

 

6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის დანაწესი ქმნის ნორმატიულ საფუძველს იმისათვის, რომ რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ სათანადო წესით დაირეგისტრიროს საჯარო რეესტრში თანასაკუთრების უფლება. თუმცა, ამ შესაძლებლობის გამოუყენებლობისა და ქორწინებაში შეძენილი ნივთის რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ გასხვისების შემთხვევაში, ნორმატიული საფუძვლის არსებობის მიუხედავად, პირი ვერ შეიძენს საკუთრების უფლებას უძრავ ნივთზე ან მის ნაწილზე სსკ-ის 183-ე და 185-ე მუხლების შესაბამისად, რაც განპირობებულია სამართალურთიერთობის სტაბილურობის, კეთილსინდისიერი შემძენის კანონით დადგენილი უფლებების დაცვის ინტერესებით. ამასთან, ვინაიდან საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონისმიერი ვალდებულება ან რაიმე კონკრეტული ვადა საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის კანონმდებლობით დადგენილი არ არის, პირი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს მოახდინოს თავისი უფლების რეალიზაცია, საკუთრების უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გზით, მხოლოდ, რეგისტრირებული მესაკუთრის მიერ, საკუთრების ობიექტის განკარგვამდე.

 

მოცემულ შემთხვევაში ი----- ჭ------–---–- უძრავი ნივთი არ გაუსხვისებია და ამ მხრივ რაიმე დამაბრკოლებელი გარემოება (კეთილსინდისიერი შემძენის სახით), რაც გამორიცხავს უძრავი ნივთის მიმართ მოსარჩელის საკუთრების უფლების აღიარებას, არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

 

დადგენილია ი-------------–---–-ს საკუთრებად საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, რომლის უზუსტობის გამო, რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანით, მოსარჩელე თ----- გ---------- უნდა დარეგისტრირდეს ამავე უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

 

6.6 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე დაადოს ყადაღა პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ (გარდა ლიზინგით მიღებული ქონებისა) ნებისმიერ ქონებას, აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის მოცულობის ფარგლებში. ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს.

 

6.7 საგადასახადო ორგანოების და საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული უფლებამოსილი პირების მიერ კონტროლის განხორციელების, მათ შორის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების და სამართალდარღვევების საქმის წარმოების პროცედურები, განსაზღვრულია საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20-0 წლის 3- დეკემბერის №994 ბრძანებით დამტკიცებული „საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინებისუზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმის წარმოების წესით“. ამავე წესის 41-ე მუხლით დადგენილია პირის ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა, რომლის თანახმად, ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ გადაწყვეტილება ფორმდება საგადასახადო ორგანოს უფროსის/ მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით რომლის გამოცემა და გადასახადის გადამხდელისთვის წარდგენა ხორციელდება ამ წესის მე-2 მუხლის შესაბამისად.

ამავე წესის 42ე მუხლით კი, დადგენილია ქონებაზე ყადაღის დადების პროცედურა, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ან/და მისი წარმომადგენელი ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ჩაბარების შემდეგ ვალდებულია სრულად წარმოადგინოს მის საკუთრებაში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ქონების ნუსხა (ქონების დასახელებისა და ადგილმდებარეობის ზუსტი მისამართის ჩვენებით), რომელშიც უნდა მიუთითოს ის ქონებაც, რომელიც მას სხვებისაგან ეკუთვნის (42-ე მუხლის პირველი პუნქტი). საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს მარეგისტრირებელი ორგანოებიდან გადასახადის გადამხდელის ქონების შესახებ ინფორმაციის მიღებას (42-ე მუხლის მეორე პუნქტი), საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი, მარეგისტრირებელი ორგანოებიდან მიღებული და საგადასახადო ორგანოში არსებული მონაცემების შესწავლის საფუძველზე ახორციელებს ქონებაზე ყადაღის დადებას (42-ე მუხლის მესამე პუნქტი).

მითითებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ ყადაღის დადება საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად დასაშვებია მხოლოდ გადასახადის გადამხდელის (მოვალის) კუთვნილ ნივთებზე.

დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება განხორციელდა გადასახადის გადამხდელის - ინდ. მეწარმის ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანების გამო, რაც გამორიცხავს, მისი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, იმ პირის კუთვნილი ქონების აღწერა-დაყადაღებასა და რეალიზაციას, რომელიც გადასახადის გადამხდელს(მოვალეს) არ წარმოადგენს და საგადასახადო დავალიანებაც არ ერიცხება.

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე არ არის გადასახადის გადამხდელი, ანუ პირი, ვინც შეიძლება პასუხი აგოს კრედიტორის (სახელმწიფო ბიუჯეტის) წინაშე. შესაბამისად,მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ნივთის დაყადაღებითმოპასუხე კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილება დაუშვებელია.

მოსარჩელე სადავოდ ხდის მეუღლის - ინდ.მეწარმის, საგადასახადო ვალდებულებათა აღსრულების მიზნით, მიმდინარე სააღსრულებო წარმოების ფარგლებში გამოყენებულ ყადაღას. მოსარჩელე უთითებს, რომ დაყადაღებული უძრავი ნივთი მისი საკუთრებაც იყო. აღსანიშნავია, რომ მესამე პირთა უფლებების დაცვის მექანიზმი, ყადაღის აქტიდან ამ პირთა კუთვნილი ქონების ამორიცხვის გზით, დადგენილია,ასევე,საქართველოს ფინანსთა მინისტრის 20-0 წლის 3- დეკემბერის №994 ბრძანებით დამტკიცებული წესის 42-ე მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანო ან საგადასახადო ორგანოსა და აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის ხელშეკრულების არსებობის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია, მესამე პირის შუამდგომლობის საფუძველზე, რომელსაც დაერთვის საკუთრების უფლების დამადასტურებელი მტკიცებულებები,ამორიცხოს მესამე პირის ქონება ქონებაზე ყადაღის დადების აქტიდან.

 

მითითებული ნორმები ქმნიან ნორმატიულ საფუძვლებს საკუთრების კონსტიტუციური უფლების დაცვის თვალსაზრისით. ამავე ნორმებით დაცულია სამართლის ზოგადი -კანონიერების პრინციპი, რაც გამორიცხავს კონკრეტული პირის ვალდებულების გამო, არავალდებული პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება, მანვე დაამტკიცა აღსრულების საგნის -დაყადაღებული ნივთის ნაწილზე მისი საკუთრების უფლების არსებობა, რის გამოც ეს ნივთი უნდა გათავისუფლდეს ყადაღისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ქონების დაყადაღება საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცით განხორციელდა, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ასეთ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3-2-ე მუხლით გათვალისწინებული მესამე პირის დაცვითი ფუნქცია არ გამოიყენება, რამდენადაც სპეციალური კანონი _ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ პირდაპირ ითვალისწინებს სასარჩელო წარმოების გზით მესაკუთრის უფლების დაცვის გარანტიას.

 

6.8 ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ასეთ სარჩელს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით (სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ). სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს.

 

აღნიშნული დანაწესი იცავს იმ პირთა უფლებებს, რომელთა საკუთრების ობიექტი გარკვეული ცდომილების შედეგად მიიჩნევა მოვალის ქონებად (აღსრულების საგნად). ასეთ ვითარებაში აღსრულების საგანზე უფლების მქონე მესამე პირი სარგებლობს უფლებამოსილებით, აღძრას სასამართლოში სარჩელი მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ და მოითხოვოს ქონების ყადაღისაგან განთავისუფლება. (იხ. სუსგ-ებები: №ას-1777-1755-20-1,4ივნისი, 20-2 წელი; №ას-110--1050-20-4, 6 თებერვალი, 20-5 წელი) .

 

6.9 საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად საკუთრება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

6.10 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის სასარგებლოდ ქონების დაყადაღებით, მოსარჩელეს წაერთვა თავისი საკუთრების ფლობისა და განკარგვის უფლება. შესაბამისად, დაყადაღებული ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, მოსარჩელე თ----- გ----------- მიერ განსახილველ საქმეზე, სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით განცხადებაზე სახ. ბაჟი 50 ლარის ოდენობით. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. შესაბამისად სსიპ შემოსავლების სამსახურს და ი----- ჭ------–---–- უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდა თამარ გ----------- სასარგებლოდ.

 

8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის მიხედვით სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეების სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს სამტრედიის რაიონული სასამართლოს მიერ 20-7 წლის 22 ნოემბერს მიღებული, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249, 264-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

1.თ----- გ----------- სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. თ----- გ---------- ცნობილ იქნას ქ. ვანში მდებარე ქუჩა თ----- მ----- და ს---–------ მ----- ქ-----------ა, მიწის (უძრავი ქონების საკადასატრო კოდი) 3-.0-.3-.0-- , უძრავი ქონების ½ ნაწილის მესაკუთრედ.

 

1.2 ყადაღისაგან გათავისუფლდეს სსიპ შემოსავლების სამსახურის ადმინისტრირების დეპარტამენტის 20-7 წლის 18 მაისის N021-515 ბრძანებით დაყადაღებული უძრავი ქონების ½ ნაწილი, მდებარე ქ. ვანი, ქუჩა თ----- მ----- და ს---–------ მ----- ქ-----------ა, მიწის (უძრავი ქონების საკადასატრო კოდი) 3-.0-.3-.0--.

 

2.მოპასუხეებს - სსიპ შემოსავლების სამსახურს და ი----- ჭ------–---–- დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილი სახ ბაჟის 50 ლარის გადახდა თ----- გ----------- სასარგებლოდ.

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა #32) სამტრედიის რაიონული სასამართლოს (მდებარე: სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა #1) მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნონა ზარქუა