გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.05.2018
საქმის ნომერი
200210017001962998
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
14.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/391-17

N200210017001962998

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

14 მაისი, 2018 წელი თელავი

 

შესავალი ნაწილი

 

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი სოფიკო ჩაფურიშვილი

 

მოსარჩელე - მ-----ე ძ---–---–ი

წარმომადგენელი - თ----------------–ი

მოპასუხე - ვ-–- ხ------–---–ი

ადვოკატი - ნა----–---------ე

დავის საგანი - მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვის/აღდგენის დავალდებულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.დაევალოს მოპასუხე ვ-–- ხ------–---–ს მ-----ე ძ---–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღოს უკვე არსებული მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში/აღდგენაში.

1.2.ვ-–- ხ------–---–ს დაეკისროს მ-----ე ძ---–---–ის მიერ გადახდილი სასამართლო და არასასამართლო ხარჯები.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მ-----ე ძ---–---–ს ქ. ა-----ა, ჩ---–----–---–ის ქუჩა (ყოფილი ს----–--ის) №9--ში საკუთრების უფლებით გააჩნია უძრავი ნივთი, 885.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებულ ორ შენობა-ნაგებობასთან ერთად. მის მომიჯნავედ, ჩ---–----–---–ის ქუჩაზევე (ყოფილი ს----–--ის ქუჩა) ცხოვრობს მისივე ახლო ნათესავი ვ-–- ხ------–---–ი, რომელსაც საკუთრების უფლებით გააჩნია 553.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობასთან ერთად.

მხარეთა შორის ჩრდილოეთით არსებულ სასაზღვრო მიჯნაზე აგებულია მ-----ე ძ---–---–ის დამხმარე სათავსო.

მ/წლის გაზაფხულზე მ-----ე ძ---–---–მა მყარი მიჯნის გავლების მიზნით მოშალა შელახული მავთულბადე, რადგან ვ-–- ხ------–---–ი მის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამდა რომ ფრინველი (ქათმები) გადადიოდნენ მისკენ.

ვ-–- ხ------–---–მა, იმის ნაცვლად რომ მონაწილეობა მიეღო სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში, ყველა ღონე იხმარა რომ მის მარწმუნებელს ხელი შეშლოდა. უფრო მეტიც, ამჟამად იგი კატეგორიული წინააღმდეგია სასაზღვრო მიჯნა აღდგეს და აღიმართოს თანახმად საკადასტრო საზღვრისა.

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე მხარემ ითხოვა სარჩელის დაკმაყოფილება და ასევე სასაზღვრო მიჯნის აღდგენა საქმეში არსებული დაკვალვის აქტის მიხედვით.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე ჩამოყალიბებული ახსნა-განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ სცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე ცდილობდა მის საკუთრებაში სასაზღვრო მიჯნის აღმართვას.

დასახელებული ხარჯთაღრიცხვა წარმოადგენს სოლიდურ თანხას რისი გადახდაც მის შესაძლებლობებს აღემატება. იგი თანახმაა ერთობლივად გაავლონ მავთულ ბადე. მნიშვნელოვანია რომ მოსარჩელის და მისი ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა სასაზღვრო მიჯნის აღმართვის საჭიროებასა და აუცილებლობასთან დაკავშირებით. მათ შორის აზრთა სხვადასხვაობა მდგომარეობს შემდეგში|: მოსარჩელეს სურს თავისი საკარმიდამო ნაკვეთის შემოღობვა კაპიტალური და ძვირადღირებული გაბარიტული ბეტონის ბლოკით. მას სურს მოსარჩელის მიწის ნაკვეთს და თავის ნაკვეთს შორის აღიმართოს სასაზღვრო მიჯნა ოღონდ ეს განხორციელდეს შედარებით იაფი საშუალებით. მისი პოზიცია განპირობებულია იმ ფაქტორით რომ არსად არ მუშაობს და არ აქვს მატერიალური შემოსავალი. არის ქრონიკული ავადმყოფობის მქონე პიროვნება რომლისთვისაც ამ ეტაპზე წამლების შეძენაც კი სირთულეს წარმოადგენს. რაც შეეხება მოსარჩელის ინფორმაციას რომ არ აძლევდა სასაზღვრო მიჯნის აღმართვის უფლებას, ეხებოდა წარსულ პერიოდში, მაშინ როდესაც მოსარჩელეს სურდა თავის საკუთრებაში მიჯნის აღმართვა და ისაკუთრებდა თავისი ნაკვეთის საკმაოდ მოცულობით ფართს. ამ ეტაპზე დაზუსტებულია და რეგისტრირებულია მათი საკუთრებების გამყოფი ხაზი, და რა თქმა უნდა მომხრეა სასაზღვრო მიჯნის აღმართვის. ეთანხმება სასაზღვრო მიჯნის აღმართვას. ეთანხმება სოლიდური ხარჯის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში. მოსარჩელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია მაქსიმალური ხარჯების დასახელების და მოთხოვნის თვალსაზრისით. სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება ჩააგდებს გამოუვალ მატერიალურ მდგომარეობაში, რაც არ უნდა დააკმაყოფილოს სასამართლომ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ-----ე ძ---–---–ს ქ.ა-----ა, ჩ---–----–---–ის ქუჩა (ყოფილი ს----–--ის) №9--ში საკუთრების უფლებით გააჩნია უძრავი ნივთი, დაზუსტებული ფართობით 885.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებულ ორ შენობა-ნაგებობასთან ერთად მიწის საკადასტრო კოდი 5-----------; მის მომიჯნავედ, ჩ---–----–---–ის ქუჩაზე (ყოფილი ს----–--ის ქუჩა) ცხოვრობს ვ-–- ხ------–---–ი, რომელსაც საკუთრების უფლებით გააჩნია 553.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობასთან ერთად მიწის საკადასტრო კოდები 5-----------.

მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა 2018 წლის 25 იანვრის განაცხადის საფუძველზე გაკეთებული ჩასწორებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერი, რომლის თანახმადაც მ-----ე ძ---–---–ს ქ.ა-----ა, ჩ---–----–---–ის ქუჩა (ყოფილი ს----–--ის) №9--ში საკუთრების უფლებით გააჩნია უძრავი ნივთი, დაზუსტებული ფართობით 876.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებულ ორ შენობა-ნაგებობასთან ერთად მიწის საკადასტრო კოდი 5-----------;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ.16- 19; )

-შესწორებული საჯარო რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.91-92)

-საკადასტრო გეგმა, მიწის ნაკვეთის დაკვალვის აქტი(ს.ფ.93-95)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მხარეთა შორის ჩრდილოეთით არსებულ სასაზღვრო მიჯნაზე აგებულია მ-----ე ძ---–---–ის დამხმარე სათავსო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საკადასტრო გეგმა (ს.ფ. 18, ს.ფ. 21)

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნაკვეთების რეგისტრირებულ საკადასტრო საზღვრებს შორის არ ფიქსირდება გადაფარვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ.16- 19; )

-შესწორებული საჯარო რეესტრის ამონაწერი(ს.ფ.91-92)

-საკადასტრო გეგმა(ს.ფ.93)

 

3.2.2. 2017 წლის გაზაფხულზე მ-----ე ძ---–---–მა მყარი მიჯნის გავლების მიზნით მოშალა შელახული მავთულბადე, რადგან ვ-–- ხ------–---–ი მის მიმართ პრეტენზიას გამოთქვამდა რომ ფრინველი (ქათმები) გადადიოდნენ მისკენ. ვ-–- ხ------–---–ი იმის ნაცვლად რომ მონაწილეობა მიიღოს სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში, პირიქით მოსარჩელეს ხელს უშლის და არ ძლევს საშუალებას რომ აღადგინოს მიჯნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მ-----ე ძ---–---–ის განცხადებების ასლები (ს.ფ. 22-23)

- შსს ა-----ის რაისამმართველოს დ----ის პოლიციის განყოფილების 2017 წლის 11 მაისის მიმართვა MIA01701114000 (ს.ფ. 24)

- ა-----ის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2017 წლის 15 მაისის N04/1561 მიმართვა მ-----ე ძ---–---–ისადმი (ს.ფ. 25)

 

3.2.3. მყარი სასაზღვრო მიჯნის ასაგები/აღმართვის სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 6565 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- ხარჯთაღრიცხვა (ს.ფ. 34-36)

3.2.4. მოპასუხე ვ-–- ხ------–---–ი არის პენსიონერი, რომელიც დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით და მისი შემოსავალი არის პენსია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ფორმა 100(ს.ფ.51)

-ცნობა სსიპ ა-----ის სოციალური მომსახურების სააგენტოდან(ს.ფ.52)

 

3.2.5. ,,ამზომველი“ ი/მ ლ-----–-------–---–ის მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის დაკვალვის აქტის თანახმად 2018 წლის 15 თებერვალს ჩატარებული იქნა დაკვალვა მონიშნული იქნა რეგსტრირებულ საზღვარზე ადგილი კედლის ასაშენებლად. სურათი 1-ზე მოცემული წეტილები s1 s2 s3 s4 აღნიშნავს საზღვრის მონიშვნის ადგილებს. s1 წერტილი ჭიშკრის ბოძიდან დაშორებულია 35 სანტიმეტრით. s1-სა და s2 -ს შორის მანძილი 11.06 მეტრია, s2-სა და s3 -ს შორის -10.6 მეტრი, s3-სა და s4-ს შორის მონაკვეთი კი 14.25 მეტრი. მოცემულ 4 წერტილში და მათ გვერდით რეგისტრირებული საზღვრის მართობულად 20-20 სანტიმეტრზე ჩასმულია ხის ნაჭერები. დაკვალვა ჩატარებული GPS-ით, RTK მეთოდის გამოყენებით და აპარატურული ცდომილება 2-3 სანტიმეტრია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-დაკვალვის აქტი(ს.ფ.94-95)

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ასეთ შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება იმ ფაქტების დადასტურების ტვირთი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას. რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----ე ძ---–---–ის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოებები კერძოდ, მასა და მოპასუხეს შორის სასაზღვრო მიჯნის, მყარი კედლით აღმართვის დავალდებულების მოთხოვნის ნაწილში, იმ საფუძვლით რომ მოპასუხეს გააჩნია შესაძლებლობა მიიღოს მონაწილეობა და გაწიოს ხარჯი კედლის აღმართვაში (ხარჯთაღრიცხვის თანახმად კედლის აღმართვის ხარჯი შეფასებულია 6565 ლარად) არ არის დასაბუთებული მტკიცებულებებით.

 

სასამართლო ასევე ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას, რომ მოსარჩელე მ-----ე ძ---–---–ს სასაზღვრო მიჯნა არასწორ საზღვრებში აქვს გაკეთბული, ვინაიდან მოპასუხის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, აღნიშნულის დასადასტურებლად.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 174-ე, 181-ე, 312-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ვ-–- ხ------–---–ის მოსაზრებას, რომ მოსარჩელე მხარეს სასაზღვრო მიჯნა არასწორ საზღვრებში ჰქონდა გაკეთებული, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მ-----ე ძ---–---–ის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 25 იანვრის განაცხადის საფუძველზე გაკეთებული ჩასწორებული საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ამონაწერით, მ-----ე ძ---–---–ს ქ.ა-----ა, ჩ---–----–---–ის ქუჩა (ყოფილი ს----–--ის) №9--ში საკუთრების უფლებით გააჩნია უძრავი ნივთი, დაზუსტებული ფართობით 876.00 კვ.მ მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებულ ორ შენობა-ნაგებობასთან ერთად მიწის საკადასტრო კოდი 5-----------.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 181-ე მუხლის თანახმად, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მეზობელი ნაკვეთის მესაკუთრეს მოსთხოვოს მონაწილეობის მიღება მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში, ან უკვე არსებული, მაგრამ წაშლილი ან დაზიანებული მიჯნის აღდგენაში. გამიჯვნის ხარჯები მეზობლებს შორის თანაბრად ნაწილდება, თუ ურთიერთშეთანხმებით ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობით სხვა რამ არ არის დადგენილი. თუ შეუძლებელია ზუსტი საზღვრის დადგენა, მაშინ გასამიჯნავად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მეზობლების ფაქტობრივ მფლობელობას. თუ შეუძლებელია ფაქტობრივი მფლობელობის ზუსტი დადგენა, მაშინ სადავო ნაკვეთი თანაბრად განაწილდება ნაკვეთებს შორის. თუკი ეს განაწილება იწვევს უსამართლო შედეგებს, მაშინ ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე საზღვარს დაადგენს სასამართლო.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელისა და მოპასუხის საკუთრებაში არსებული ნაკვეთების რეგისტრირებულ საკადასტრო საზღვრებს შორის არ ფიქსირდება გადაფარვა, ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საწინააღმდეგო მტკიცებულება. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილია დაკვალვის აქტი, რომლის თანახმადაც უნდა მოხდეს სასაზღვრო მიჯნის აღდგენა/ აღმართვა.

ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის მოშლილია ყოფილი სასაზღვრო მიჯნა(მავთულბადის ღობე) სასამართლოს საფუძვლიანიად მიაჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სასაზღვრო მიჯნის აღმართვა-აღდგენის ნაწილში.

თუმცა სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოთხოვანას იმ ნაწილში, რომ მოპასუხეს დაევალოს მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვა, რომლის ხარჯთაღრიცხვის ღირებულება შეადგენს 6565 ლარს, ვინაიდან დადგენილია რომ მოპასუხე მხარეს არ გააჩნია პენსიის გარდა სხვა შემოსავალი,რის გამოც სასაზღვრო მიჯნის აღდგენა უნდა მოხდეს არა კედლით არამდე მავთულბადით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით, სარცელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის 60.00 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე ვ-–- ხ------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1 წინამდებარე საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 269-ე,270-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე მ-----ე ძ---–---–ის სარჩელი მოპასუხე ვ-–- ხ------–---–ის მიმართ მყარი სასაზღვრო მიჯნის აღმართვის დავალდებულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. დაევალოს მოპასუხე ვ-–- ხ------–---–ს მ-----ე ძ---–---–თან ერთად მონაწილეობა მიიღოს დაკვალვის აქტის მიხედვით მავთულბადით სასაზღვრო მიჯნის აღმართვაში/აღდგენაში.

2. მოპასუხე ვ-–- ხ------–---–ს მოსარჩელე მ-----ე ძ---–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილის სახელმწიფო ბაჟიდან 60 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე