გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.05.2018
საქმის ნომერი
200210117002106638
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/708-17

N200210117002106638

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 მაისი, 2018 წელი თელავი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელე - სს ,,კ------- ბანკი“ წარმომადგენელი - ქე---------–---–ი მოპასუხეები - დ----- დ---------ი, თ----- ბ----–-–---–ი, პ----ა ა-------–---–ი დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხეებს დ----- დ---------ს, თ----- ბ----–-–---–სა და პ----ა ა-------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 3,085.30 (სამი ათას ოთხმოცდახუთი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა(მოსარჩელე მხარემ სასამრთლო სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა),აქედან ძირი თანხა შეადგენს 2,091.43 (ორი ათას ოთხმოცდაათერთმეტი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 338.61 (სამას ოცდათვრამეტი და სამოცდაერთი) ლარს, დაზღვევა 97.47 (ოთხმოცდაჩვიდმეტი და ორმოცდაშვიდი) ლარს, ჯარიმა 557.79 (ხუთას ორმოცდაჩვიდმეტი და სამოცდაცხრამეტი) ლარს.

1.2. მოპასუხეებს დ----- დ---------ს, თ----- ბ----–-–---–სა და პ----ა ა-------–---–ს მოსარჩელისათვის გადასახდელად სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და სარჩელის უზრუნველყოფის საშუალებისათვის გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოგახსენებთ, რომ 2015 წლის 31 ოქტომბორს სს "კ------- ბანკსა" და დ----- დ---------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძვლეზეც მან ისესხა 5000.00 (ხუთი ათასი) ლარი 24 თვის ვადით, 1.67 % ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულების 3.9 მუხლის საფუძველზე, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). ასევე, სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი. გაცნობებთ, რომ მსესხებელს ჰყავს ორი თავდები. კერძოდ, 2015 წლის 30 ოქტომბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა თ----- ბ----–-–---–მა და პ----ა ა-------–---–მა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა. მსესხებელს და თავდებებს 2015 წლის 31 ოქტომბრის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა 2017 წლის 28 მარტიდან დღემდე არ გადაუხდიათ შესაბამისად, მსესხებლის და თავდების მიერ დარღვეული იქნა როგორც სესხის და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, ისე სამოქალაქო კოდექსის მე-8, 316, 317, 361, 400, 627, 895, 896 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ყოველივე ამის გამო მსესხებელი და თავდებები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულები როგორც ზეპირი, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა სესხი არ იქნა გადახდილი, არც მიუღიათ რაიმე ზომები სესხის დროულად და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადასახდელად. აქვე გაცნობებთ, რომ შპს "მ---- კ-------მ" 2016 წლის სექტემბერში შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სააქციო საზოგადოება "მ---- კ-------დ", ხოლო უკვე 2017 წლის მარტში შეიცვალა დასახელება და გახდა სს"კ------- ბანკი". სარჩელზე წარმოდგენილი დოკუმენტები გაფორმებულია ცვლილებებამდე, რის გამოც ხელშეკრულებებში მხარედ მოხსენიებულია შპს "მ---- კ-------".

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილ წერილობით შესაგებელით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ ძირითადი სესხისა და პროცენტის ნაწილში, თუმცა არ დაეთანხმნენ პირგასამტეხლოს და ითხოვეს მისი შემცირება. (იხ.შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 31 ოქტომბორს სს "კ------- ბანკსა" და დ----- დ---------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძვლეზეც მან ისესხა 5000.00 (ხუთი ათასი) ლარი 24 თვის ვადით, 1.67 % ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულების 3.9 მუხლის საფუძველზე, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). ასევე, სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 31 ოქტომბორს სს "კ------- ბანკსა" და დ----- დ---------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, გადახდის გრაფიკთან ერთად (ს.ფ. 18-20)

 

3.1.2. მსესხებელს ჰყავს ორი თავდები. კერძოდ, 2015 წლის 30 ოქტომბერს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა თ----- ბ----–-–---–მა და პ----ა ა-------–---–მა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 30 ოქტომბერს გაფორმებული თავდებობის ხელშეკრულებები და განცხადებები (ს.ფ. 21-25)

 

3.1.3. მსესხებელს და თავდებებს 2015 წლის 31 ოქტომბრის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა 2017 წლის 28 მარტიდან დღემდე არ გადაუხდიათ.

მსესხებელი და თავდებები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულები როგორც ზეპირი, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა სესხი არ იქნა გადახდილი, არც მიუღიათ რაიმე ზომები სესხის დროულად და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადასახდელად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია, ცნობა დავალიანების შესახებ, გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 31-40)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხეებს დ----- დ---------ს, თ----- ბ----–-–---–სა და პ----ა ა-------–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელი აქვთ 3,085.30 (სამი ათას ოთხმოცდახუთი ლარი და ოცდაათი თეთრი) ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 2,091.43 (ორი ათას ოთხმოცდაათერთმეტი ლარი და ორმოცდასამი თეთრი) ლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 338.61 (სამას ოცდათვრამეტი და სამოცდაერთი) ლარს, დაზღვევა 97.47 (ოთხმოცდაჩვიდმეტი და ორმოცდაშვიდი) ლარს, ჯარიმა 557.79 (ხუთას ორმოცდაჩვიდმეტი და სამოცდაცხრამეტი) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია, ცნობა დავალიანების შესახებ, გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 31-40)

-სარჩელი(ს.ფ.

 

სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ამავე კოდექსის 105. 2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1.საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე, 868-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,კ------- ბანკს'' და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,კ-------'' ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს რომ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ ძირი თანხა 2091.43 ლარი, პროცენტი 338.61 ლარი და დაზღვევა 97.47 ლარი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით განისაზღვრა პირგასამტეხლო. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და მოპასუხეებს 2015 წლის 31 ოქტომბერს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროთ შემცირებული ჯარიმა 55.78 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ის ნაწილი, რაც გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. შესაბამისად, მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკს" უკან უნდა დაუბრუნდეს 2017 წლის 25 სექტემბერს, საგადახადო დავალება N621 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 100.00 ლარიდან ნაწილი-84.12 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300863150;ბანკის კოდი TRESGE22;

 

მოპასუხეებს დ----- დ---------ს, თ----- ბ----–-–---–სა და პ----ა ა-------–---–ს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 1.67 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით; მოსარჩელის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის განსაზღვრული ბაჟი 50 ლარი. ასევე დაეკისროთ მოსარჩელის მიერ შსს მომსახურების სააგენტოდან ავტომანქანის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღებისათვის გაწეული ხარჯი - 37.00 ლარის ოდენობით

მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი- 15.03 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის" სარჩელი მოპასუხეების დ----- დ---------ის, თ----- ბ----–-–---–ისა და პ----ა ა-------–---–ის მიმართ.

1.1. მოპასუხეებს დ----- დ---------ს, თ----- ბ----–-–---–სა და პ----ა ა-------–---–ს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2583.29 (რიათასხუთასოთხმოცდასამი ლარი და ოცდაცხრა თეთრი) ლარის ანაზღაურება (საიდანაც ძირი თანხაა -2091.43 ლარი, პროცენტი - 338.61, დაზღვევა - 97.47 ლარი, შემცირებული ჯარიმა - 55.78 ლარი).

2. მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკს" უკან უნდა დაუბრუნდეს 2017 წლის 25 სექტემბერს, საგადახადო დავალება N621 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 100.00 ლარიდან - 84.92 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300863150;ბანკის კოდი TRESGE22;

3. მოპასუხეებს დ----- დ---------ს, თ----- ბ----–-–---–სა და პ----ა ა-------–---–ს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის" სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 1.67 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით; ასევე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის განსაზღვრული ბაჟის 50 ლარის, მოსარჩელის მიერ შსს მომსახურების სააგენტოდან ავტომანქანის სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის აღებისათვის გაწეული ხარჯის - 37.00 ლარის ანაზღაურება;

4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 15.03 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

5.გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

6.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა აითვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე