გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.05.2018
საქმის ნომერი
200210017002239584
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
15.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1010-17

N200210017002239584

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 მაისი, 2018 წელი თელავი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარინე ცერცვაძე

სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი

მოსარჩელე - სს ,,კ------- ბანკი“ წარმომადგენელი - ქ----------–---–ი მოპასუხეები - ა---------– დ-------–---–ი, დ-------- დ-------–---–ი, ნ---- ჯ-----–---–ი, მ--–---- ც----–-–---–ი დავის საგანი - ვალდებულების შესრულება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ა---------– დ-------–---–ს, დ-------- დ-------–---–ს, ნ---- ჯ-----–---–ს და მ--–---- ც----–-–---–ს მოსარჩელისათვის სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 6,445.32 (ექვსი ათას ოთხას ორმოცდაოთხი და ოცდათორმეტი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 3,666.42 (სამი ათას ექვსას სამოცდაექვსი და ორმოცდაორი) ლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 866.30 (რვაას სამოცდაექვსი და ოცდაათი) ლარს, დაზღვევა 169,05 (ას სამოცდაცხრა და ხუთი) ლარს, ჯარიმა 1,720.75 (ათას შვიდას ოცი და სამოცდათხუთმეტი) ლარს, საკომისიო 22.80 (ოცდაორი და ოთხმოცი) ლარს.

1.2. მოპასუხე ა---------– დ-------–---–ს 2014 წლის 19 დეკემბრის, განვადების ბართის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელისთვის გადასახდელად დაეკისროს - 163.34 (ასსამოცდასამი და ოცდათოთხმეტი) ლარის გადახდა, აქედან ძირი თანხა შეადგენს 82.30 (ოთხმოცდაორი და ოცდაათი) ლარს, პროცენტი 27.49 (ოცდაშვიდი და ორმოცდაცხრა) ლარს, სიცოცხლის დაზღვევა 2.21 (ორი და ოცდაერთი) ლარს, ჯარიმა 51.34 (ორმოცდათერთმეტი და ოცდათოთხმეტი) ლარს.

1.3. მოპასუხეებს ა---------– დ-------–---–ს, დ-------- დ-------–---–ს, ნ---- ჯ-----–---–ს და მ--–---- ც----–-–---–ს მოსარჩელისათვის გადასახდელად სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 193.40 (ასოთხმოცდაცამეტი და ორმოცი) ლარი. მოპასუხე ა---------– დ-------–---–ს მოსარჩელისათვის გადასახდელად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, 2015 წლის 06 მაისს სს "კ------- ბანკსა" და ა---------– დ-------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძვლეზეც მან ისესხა 5,200.00 ლარი (ხუთი ათას ორასი) ლარი 24 თვის ვადით, 1.63% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულების 3.9 მუხლის საფუძველზე, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). ასევე, სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი. აგრეთვე, ხელშეკრულების 3.2 მუხლის თანახმად, სესხის გადახდის გრაფიკი შესაძლოა ითვალისწინებდეს მომსახურების გადასახდელებს. გაცნობებთ, რომ მსესხებელს ჰყავს სამი თავდები. კერძოდ, სს "კ------- ბანკსა" და დ-------- დ-------–---–ს, ნ---- ჯ-----–---–ს და მ--–---- ც----–-–---–ს შორის 2015 წლის 06 მაისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა. მსესხებელმა და თავდებებმა 2015 წლის 06 მაისის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადეს, კერძოდ თანხა არ გადაუხდიათ 2016 წლის 26 თებერვლის შემდგომ. შესაბამისად მსესხებლის და თავდების მიერ დარღვეული იქნა როგორც სესხის და თავდებობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები, ისე სამოქალაქო კოდექსის მე-8, 316, 317, 361, 400, 627, 895, 896 მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ყოველივე ამის გამო მსესხებელი და თავდებები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულები როგორც ზეპირი, აგრეთვე სატელეფონო შეტყობინებებებით და გაფრთხილების წერილების ჩაბარების გზით. მიუხედავად ამისა სესხი არ იქნა გადახდილი, არც მიუღიათ რაიმე ზომები სესხის დროულად და ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში გადასახდელად.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილ წერილობით შესაგებელით სარჩელი ცნეს ნაწილობრივ ძირითადი სესხისა და პროცენტის ნაწილში, თუმცა არ დაეთანხმნენ პირგასამტეხლოს და ითხოვეს მისი შემცირება. (იხ.შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 06 მაისს სს "კ------- ბანკსა" და ა---------– დ-------–---–ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძვლეზეც მან ისესხა 5,200.00 ლარი (ხუთი ათას ორასი) ლარი 24 თვის ვადით, 1.63% ყოველთვიური საპროცენტო სარგებლით. ხელშეკრულების 3.9 მუხლის საფუძველზე, სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: სესხის დაფარვის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, ან თუ გადაუხდელი ძირი თანხის 5% არის 2 ლარზე ნაკლები, მაშინ ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება ჯარიმა 2 ლარი, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა დაგვიანებული გადასახდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 06 მაისის სესხის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 21-23)

 

3.1.2. მსესხებელს ჰყავს სამი თავდები. კერძოდ, სს "კ------- ბანკსა" და დ-------- დ-------–---–ს, ნ---- ჯ-----–---–ს და მ--–---- ც----–-–---–ს შორის 2015 წლის 06 მაისს დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ მსესხებელმა გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 06 მაისის თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 24-29)

 

3.1.3. მსესხებელმა და თავდებებმა 2015 წლის 06 მაისის სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხა არ გადაიხადეს, კერძოდ თანხა არ გადაუხდიათ 2016 წლის 26 თებერვლის შემდგომ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია, ცნობა დავალიანების შესახებ, გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 40-68)

 

3.1.4. 2014 წლის 19 დეკემბერს სს „კ------- ბანკსა“ და ა---------– დ-------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება #18dla7db61, რომლის საფუძველზე მსესხებელს გადაეცა ბარათი 119942******6056, ბარათის ლიმიტად დამტკიცდა 270 (ორას სამოცდაათი) აშშ დოლარი 48 თვის ვადით, 1.5% თვიური საპროცენტო სარგებლით. მსესხებელმა ბარათზე არსებული ლიმიტი გამოიყენა შემდეგნაირად: 1. 2015 წლის 19 ივნისს „აგრო-კახეთი“-ის მაღაზიაში ბარათის საშუალებით შეიძინა 32.97 ა.შ.შ დოლარის ექვივალენტი 71 ლარის ღირებულების ნივთი, რაზედაც ხელშეკრულების 1.12 პუნქტის შესაბამისად მსესხებელზე 2015 წლის 22 ივნისს გაიხსნა სესხი: 76.84 (სამოცდათექვსმეტი და ოთხმოცდაოთხი) ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით. 2. 2015 წლის 11 ივლისს „აგრო-კახეთი“-ის მაღაზიაში ბარათის საშუალებით შეიძინა 74.61 ა.შ.შ დოლარის ექვივალენტი 161 ლარის ღირებულების ნივთი, რაზედაც ხელშეკრულების 1.12 პუნქტის შესაბამისად მსესხებელზე 2015 წლის 13 ივლისს გაიხსნა სესხი: 171,34 (ას სამოცდათერთმეტი და ოცდათოთხმეტი) ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ, მიღება-ჩაბარების აქტი, ცნობა ტრანზაქციების შესახებ (ს.ფ. 34-40)

 

3.1.5. ,,განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ” ხელშეკრულების 5.1 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელ ძირ თანხას დაერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით, (პირგასამტეხლოს დარიცხვა მოხდება მხოლოდ მაქსიმუმ 150 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე). ასევე ხელშეკრულებების მე-4 მუხლის თანახმად მსესხებელი ვალდებულია ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანი. მსესხებლის ა---------– დ-------–---–ის მიერ დარღვეულია ხელშეკრულების მე-6 მუხლში განსაზღვრული პირობები, ჩვენი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად სესხი/ები კვლავაც არ არის გადახდილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2014 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება განვადების ბარათის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ, მიღება-ჩაბარების აქტი, ცნობა ტრანზაქციების შესახებ, გაფრთხილების წერილები, გადახდების ისტორია

(ს.ფ. 34-40, ს.ფ. 41-66)

 

3.1.6. 2014 წლის 19 დეკემბრის, განვადების ბართის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხე ა---------– დ-------–---–ს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვს: 2015 წლის 13 ივლისის სესხზე 122.86 (ასოცდაორი და ოთხმოცდაექვსი) ლარი, აქედან ძირი თანხა შეადგენს 63.06 (სამოცდასამი და ექვსი) ლარს, პროცენტი 20.56 (ოცი და ორმოცდათექვსმეტი) ლარს, სიცოცხლის დაზღვევა 1,69 (ერთი და სამოცდაცხრა) ლარს, ჯარიმა 37.55 (ოცდაჩვიდმეტი და ორმოცდათხუთმეტი) ლარს. ხოლო 2015 წლის 22 ივნისის სესხზე 40.48 (ორმოცი და ორმოცდარვა) ლარი, აქედან ძირი თანხა შეადგენს 19.24 (ცხრამეტი და ოცდაოთხი) ლარს, პროცენტი 6.93 (ექვსი და ოთხმოცდაცამეტი) ლარს, სიცოცხლის დაზღვევა 0.52 (ნოლ ორმოცდათორმეტი) ლარს, ჯარიმა 13.79 (ცამეტი და სამოცდაცხრამეტი) ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადახდების ისტორია, ცნობა დავალიანების შესახებ ( ს.ფ. 63-66)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 06 მაისის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოპასუხეებს მოსარჩელისათვის სოლიდარულად გადასახდელი აქვთ: 6,445.32 (ექვსი ათას ოთხას ორმოცდაოთხი და ოცდათორმეტი) ლარი, აქედან ძირი თანხა შეადგენს 3,666.42 (სამი ათას ექვსას სამოცდაექვსი და ორმოცდაორი) ლარს, სესხზე დარიცხული პროცენტი 866.30 (რვაას სამოცდაექვსი და ოცდაათი) ლარს, დაზღვევა 169,05 (ას სამოცდაცხრა და ხუთი) ლარს, ჯარიმა 1,720.75 (ათას შვიდას ოცი და სამოცდათხუთმეტი) ლარს, საკომისიო 22.80 (ოცდაორი და ოთხმოცი) ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა დავალიანების შესახებ, გაფრთხილების წერილები (ს.ფ. 40-68)

 

სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

ამავე კოდექსის 105. 2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1.საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეჯერების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 417-ე-420-ე, 867-ე, 868-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ მხარეებს სს ,,კ------- ბანკს'' და მოპასუხეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის I-ლი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,კ-------'' ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს რომ მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ 2015 წლის 06 მაისის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების თანახმად გადასახდელად დაეკისროთ ძირი თანხა 3666,42 ლარის, პროცენტი 866.30, დაზღვევა 169.05 და საკომისიო 22.80 ლარი.

 

2014 წლის 19 დეკემბერს სს „კ------- ბანკსა“ და ა---------– დ-------–---–ს შორის გაფორმებული განვადების ბართის ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს რომ მოპასუხე ა---------– დ-------–---–ს დაეკისროს სესხის ძირი თანხის 82.30 ლარის, პროცენტის 27,49 ლარისა და დაზღვევის 2.21 ლარის გადახდა მის სასარგებლოდ.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შესაძლოა აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ხელშეკრულება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით განისაზღვრა პირგასამტეხლო. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, გადაწყვეტილებას შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ სასამართლო იღებს არა მარტო ქონებრივი, არამედ ყველა პატივსადები ინტერესის გათვალისწინებით, ანუ სასამართლოს შეუძლია პირგასამტეხლოს სამართლიანი შემცირება. სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და მოპასუხეებს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროთ შემცირებული ჯარიმა 172 ლარის ოდენობით, ხოლო განვადების ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ა---------– დ-------–---–ს უნდა დაეკისროს შემცირებული ჯარიმა 5 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად, ამ ნაწილის პროპორციულად გადახდილი ბაჟი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. ხოლო, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ის ნაწილი, რაც გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. შესაბამისად, მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკს" უკან უნდა დაუბრუნდეს 2017 წლის 28 დეკემბერს, საგადახადო დავალება N71778 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 193.40 ლარიდან ნაწილი-146.90 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300863150;ბანკის კოდი TRESGE22;

 

მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკს" უკან უნდა დაუბრუნდეს 2017 წლის 28 დეკემბერს, საგადახადო დავალება N71779 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 100 ლარიდან დაუბრუნდეს ზედმატად გადხდილი 50 ლარი, ხოლო ამავე დავალებით გადახდილი სახლემწიფო ბაჟის თანხის 50 ლარიდან დაუბრუნდეს ნაწილი-48.61 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300863150; ბანკის კოდი TRESGE22;

 

მოპასუხეებს ა---------– დ-------–---–ს, დ-------- დ-------–---–ს, ნ---- ჯ-----–---–ს და მ--–---- ც----–-–---–ს მოსარჩელისათვის გადასახდელად სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 193.40 (ასოთხმოცდაცამეტი და ორმოცი) ლარის ასანაზრაურებლად დაეკისროთ 5.16 ლარის ანაზღაურება.

ხოლო დარჩენილი თანხა მოსარჩელეს უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. 2017 წლის 27 სექტემბრის განჩინებით დაკმაყოფილებულია მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და გამოყენებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკის" სარჩელი მოპასუხეების ა---------– დ-------–---–ის, დ-------- დ-------–---–ის, ნ---- ჯ-----–---–ის და მ--–---- ც----–-–---–ის მიმართ.

1.1. მოპასუხეებს ა---------– დ-------–---–ს, დ-------- დ-------–---–ს, ნ---- ჯ-----–---–ს და მ--–---- ც----–-–---–ს მოსარჩელისათვის სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 4896, 57 ლარის გადახდა (ძირი თანხა 3666,42 ლარის, პროცენტი 866.30, დაზღვევა 169.05, საკომისიო 22.80 ლარი და შემცირებული ჯარიმა 172 ლარი).

1.2. მოპასუხე ა---------– დ-------–---–ს 2014 წლის 19 დეკემბრის, განვადების ბართის მეშვეობით სესხად აღებული თანხებით ნივთების შეძენის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელისთვის გადასახდელად დაეკისროს - 117 ლარის გადახდა, (ძირი თანხა 82.30 ლარი, პროცენტის 27,49 ლარი, დაზღვევის 2.21 ლარი და შემცირებული ჯარიმა 05 ლარი)

 

2. მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკს" უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 28 დეკემბერს, საგადახადო დავალება N71778 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 193.40 ლარიდან ნაწილი-146.90 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300863150;ბანკის კოდი TRESGE22;

მოპასუხეებს ა---------– დ-------–---–ს, დ-------- დ-------–---–ს, ნ---- ჯ-----–---–ს და მ--–---- ც----–-–---–ს მოსარჩელისათვის გადასახდელად სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 193.40 (ასოთხმოცდაცამეტი და ორმოცი) ლარის ასანაზრაურებლად დაეკისროთ 5.16 ლარის ანაზღაურება. ხოლო დარჩენილი თანხა მოსარჩელეს უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3.მოსარჩელე სს ,,კ------- ბანკს" უკან დაუბრუნდეს 2017 წლის 28 დეკემბერს, საგადახადო დავალება N71779 გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან- 100 ლარიდან დაუბრუნდეს ზედმატად გადხდილი 50 ლარი, ხოლო ამავე დავალებით გადახდილი სახლემწიფო ბაჟის თანხის 50 ლარიდან დაუბრუნდეს ნაწილი-48.61 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში. მიმღების ანგარიში სახაზინო კოდი 300863150; ბანკის კოდი TRESGE22;

 

4.გადაწყვეტილება გასაჩივრდება სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5.თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა აითვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: მარინე ცერცვაძე