გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
010210016001633092
№2-3802/16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 მარტი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე
სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე
მოსარჩელე შპს ”გ----------------------–----ა“
წარმომადგენელი ი--------------
მოპასუხე ხ---–---------–----–-------------------–ო
წარმომადგენელი ი-----–--------------–---
დავის საგანი თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაეკისროს ხ---–---------–----–-------------------–ოს მოსარჩელე შპს ”გ----------------------–----ას“ სასარგებლოდ გაწეული მომსახურების დავალიანება 1325 ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდაო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „აჭარა და ადჟარიამ“ 2014 წლის განმავლობაში გაზეთ „აჭარაში“ გამოაქვეყნა ხ---–---------–----–-------------------–ოს მიერ მიწოდებული ნორმატიული აქტები, განცხადებები და ნეკროლოგები, კერძოდ: გაზეთის მე-3 ნომერში გამოქვეყნდა ხ---–---------–----–-------------------–ოს თავმჯდომარის 2014 წლის 08 იანვრის N01-20/01 ბრძანება, კონკურსის ჩატარების წესი და განცხადება საბანკო მომსახურებაზე კონკურსის ჩატარების შესახებ, გაზეთის მე-8 ნომერში გამოქვეყნდა ოთარ ღორჯომელაძის ნეკროლოგი, გაზეთის მე-11 და 23-ე ნომრებში გამოქვეყნდა ხ---–---------–----–-------------------–ოს სხდომის დღის წესრიგი, გაზეთის 34-ე ნომერში გამოქვეყნდა ხ---–---------–----–-------------------–ოს თავმჯდომარის 2014 წლის 24 მარტის N01-20/98 ბრძანება და აუქციონის პირობები, გაზეთის 41-ე ნომერში გამოქვეყნდა ხ---–---------–----–-------------------–ოს რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი, გაზეთის 43-ე ნომერში გამოქვეყნდა ხ---–---------–----–-------------------–ოს თავმჯდომარის 2014 წლის 18 აპრილის N01-20/131 ბრძანება და აუქციონის პირობები, გაზეთის 44-ე ნომერში გამოქვეყნდა ხ---–---------–----–-------------------–ოს თავმჯდომარის 2014 წლის 22 აპრილის N01-20/141 ბრძანება და აუქციონის პირობები, გაზეთის 53-ე ნომერში გამოქვეყნდა ხულოს მუნიციპალტეტის საკრებულოს თავმჯდომარის 2014 წლის 16 მაისის N01.20/196 ბრძანება და აუქციონის პირობები, გაზეთის 56-ე ნომერში გამოქვეყნდა განცხადება ხ---–---------–----–-------------------–ოს სხდომის დღის წესრიგი, ხ---–---------–----–-------------------–ოს თავმჯდომარის 2014 წლის 28 მაისის N01-20/212 ბრძანება და აუცქიონის პირობები, გაზეთის 59-ე ნომერში გამოქვეყნდა ხ---–---------–----–-------------------–ოს N33 განკარგულება.
გამოქვეყნებული მასალების საერთო ღირებულებამ შეადგინა 1325 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- გაზეთი „აჭარას“ 2014 წლის N3, 8, 11, 23, 34, 41, 43, 44, 53, 56, 59 ნომრების იმ გვერდების ქსეროასლები, სადაც გამოქვეყნდა ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული მასალები.
3.2.2. დადგენილია, რომ 2014 წლის აგვისტოში შესრულებული სამუშაოების თაობაზე მოსარჩელის მიერ მომზადებული იქნა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი და ანგარიშ-ფაქტურა, რომელიც გაეგზავნა ხ---–---------–----–-------------------–ოს და ეთხოვა თანხის გადახდა, მაგრამ მოპასუხემ უარი განაცხადა თანხის გადახდაზე იმ საფუძვლით, რომ საკრებულოში არ მოიპოვებოდა ხელშეკრულება თუ რის საფუძველზე უნდა მომხდარიყო 2014 წლის ივნისამდე გამოქვეყნეული ნორმატიული აქტებისათვის გაწეული ხარჯები. ამასთან მოპასუხე მიუთითებდა, რომ იგი წარმოადგენდა ახალი მოწვევის საკრებულოს და მათთვის უცნობი იყო თუ რატომ არ მოხდა ზ/აღნიშნული თანხების მოთხოვნა 2014 წლის ივლისამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- შპს „გ----------------------–----ას“ მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა გაწეულ მომსახურებაზე.
- ხ---–---------–----–-------------------–ოს თავმჯდომარის 11.09.2014წ. წერილი.
3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცებას მის თაობაზე, რომ ვინაიდან საკრებულოში არ მოიპოვება 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მსგავსი სახის მომსახურების გაწევის თაობაზე, ამიტომ საკრებულოს არ წარმოშობია ვალდებულება აუნაზღაუროს მოპასუხეს 2014 წელს გამოქვეყნებული ნორმატიული მასალების გამოქვეყნების ღირებულება.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა თვითონ წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამასთან სამოქალაქო საპროცესო 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მართალია საქმეში არ არის წარმოდგენილი მხარეებს შორის 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულება მომსახურების გაწევის თაობაზე, მაგრამ დადგენილია, რომ მსგავსი სახის ურთიერთობა მხარეებს შორის არსებობდა და ხ---–---------–----–-------------------–ოს და შპს „აჭარა და ადჟარიას“ შორის 2013 წლის 6 მარტს გაფორმებული იყო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის თაობაზე, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე სწორედ მსგავსი სახის მომსახურებას უწევდა მოპასუხეს, ასევე დადგენილია და მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს შორის მსაგავსი სახის მომსახურების გაწევა აღნიშნულის შემდგომაც გაგრძელდა. ამასთან სადაო ნორმატიული მასალის გაზეთ „აჭრა და ადჟარიაში“ გამოქვეყნება ემსახურებოდა სწორედ მოპასუხის ინტერესებს და აღნიშნული მასალის მიწოდება ხორციელდებოდა მის მიერ.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხემ მიაწოდა ზ/აღნიშნული ნორმატიული მასალა გამოსაქვეყნებლად და მოსარჩელემ შეასრულა აღნიშნული სამუშაო, მოპასუხეს კი შესრულებული სამუშაოს ღირებულება მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა არ აუნაზღაურებია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- გაზეთი „აჭარას“ 2014 წლის N3, 8, 11, 23, 34, 41, 43, 44, 53, 56, 59 ნომრების იმ გვერდების ქსეროასლები, სადაც გამოქვეყნდა ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ მიწოდებული მასალები.
- შპს „გ----------------------–----ას“ მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურა გაწეულ მომსახურებაზე.
- ხ---–---------–----–-------------------–ოს თავმჯდომარის 11.09.2014წ. წერილი.
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება. 06.03.2013წ.
- ფასების ცხრილი 2013 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით გამოქვეყნებულ მასალებზე.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ”გ----------------------–----ას” სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს: მოპასუხე ხ---–---------–----–-------------------–ოს უნდა დაეკისროს შპს ”გ----------------------–----ას“ სასარგებლოდ დავალიანების თანხის გადახდა 1325 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 630-ე მუხლებით, ასევე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. ამავე კოდექსის 630-ე მუხლის თანახმად ანაზღაურება უსიტყვოდაც ითვლება შეთანხმებულად, თუ გარემოებების მიხედვით ნარდობა მხოლოდ ანაზღაურებითაა მოსალოდნელი. ამასთან ამავე ნორმის მეორე ნაწილი მიუთითებს, რომ „თუ ანაზღაურების ოდენობა შეთანხმებული არ არის, ტარიფის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სატარიფო განაკვეთი, ხოლო, თუ ტარიფები არ არსებობს,მაშინ - ჩვეულებრივი ანაზღაურება“.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის არსებითად დადებული იქნა სწორედ ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ შესრულებული იქნა მომსახურება, ხოლო მოპასუხის მიერ არ გადახდილა მომსახურების საზღაური, რომელმაც შეადგინა 1325 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი იმპერატიულად არის დადგენილი, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
ყოველივე ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეზე დავალიანების სახით 1325 ლარის დაკისრების შესახებ არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. გარდა ზ/აღნიშნულისა სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები და მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად დადგენილია, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, საქმის გარემოებები, რომლებიც უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტიცებულებებით. ამასთან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის თანახმად სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობისა ან არ არსებობის შესახებ. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა რა საქმეში არსებული მტკიცებულებები, გამოიკვლია რა სასამართლო სხდომაზე ისინი სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების და დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39–ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დაკმაყოფილდეს შპს „გ----------------------–----ას“ სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. მოპასუხე ხ---–---------–----–-------------------–ოს დაეკისროს შპს „გ----------------------–----ას“ სასარგებლოდ 1325 ლარის გადახდა.
1.2. მოპასუხე ხ---–---------–----–-------------------–ოს დაეკისროს შპს „გ----------------------–----ას“ სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე