გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2066671-2/490-1-წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03 მაისი, 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - გიორგი ლონდარიძე
სხდომის მდივანი - თამარ ცინაძე
მოსარჩელე - შ------------------
წარმომადგენელი - გ-----–----------–---–ი
მოპასუხე - თ--------------–-----------–--------------------–----–-------
წარმომადგენელი - თ--------ე, ზუ---------ძე
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–---------–------------- ბრძანების მ-------------
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–---------–------------- ბრძანების მ-------------
მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2----–-–----------- თვითმმართველ ერთეულ ბ----------- მუნიციპალიტეტსა და შ------------------ შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N---, ასევე 2----–-–------------ თვითმმართველ ერთეულ ბ----------- მუნიციპალიტეტსა და შ------------------- შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N---. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–---------–-------------- ბრძანებით შეწყდა N--- ხელშეკრულება და შ------------------ დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების გეგმა გრაფიკის დარღვევისათვის 2189·77 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების ღირებულების 0.3% 12 დღეზე) და 3041.39 ლარი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის (ხელშეკრულების ღირებულების 5%).
ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–---------–------------- ბრძანებით შეწყდა N--- ხელშეკრულება და შ------------------ დაეკისრა პირგასამტეხლო ხელშეკრულების გეგმა გრაფიკის დარღვევისათვის 1578 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების ღირებულების 0.3% 12 დღეზე) და 2191.61 ლარი ხელშეკრულების შეწყვეტისათვის (ხელშეკრულების ღირებულების 5%). ბ----------- მ----–----–------------------- 201- წლის 2 აგვისტოს წერილით მიმართა ს----------------------- „--–----- (რომელიც წარმოადგენს გარანტს) და მოსთხოვა საგარანტიო თანხის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1.მოპასუხე ბ----------- მ----–----–------------------- სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2----–-–------------ ერთის მხრივ თვითმმართველ ერთეულ ბ----------- მუნიციპალიტეტსა და მეორეს მხრივ შ------------------ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება ქ------------–-------------–-- ქუჩაზე ს--–-------- მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის და დ--------------–- შ----------–--–------------ რეაბილიტაციის სამუშაოს შესყიდვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 0---------– სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--- (ს.ფ.16);
3.1.2. 2----–-–------------ ერთის მხრივ თვითმმართველ ერთეულ ბ----------- მუნიციპალიტეტსა და მეორეს მხრივ შ------------------ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება ქ------------–- კიბეების და ბილიკის რეაბილიტაციის და მოაჯირის მოწყობის სამუშაოების შესყიდვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 1---------– სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--- (ს.ფ.22);
3.1.3. 0---------– N--- ხელშეკრულებით და 1---------– N--- ხელშეკრულებით განისაზღვრა სამუშაოს შესრულების ვადა - ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღიდან 4- დღის ვადაში წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 0---------– სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--- (ს.ფ.1-);
- 1---------– სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--- (ს.ფ.23);
3.1.4. 0---------– N--- ხელშეკრულების და 1---------– N--- ხელშეკრულების მე-1- მუხლის მიხედვით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების დამდებ ერთ-ერთ მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 0---------– სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--- (ს.ფ.19);
- 1---------– სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--- (ს.ფ.25);
3.1.5. 0---------– N--- ხელშეკრულების და 1---------– N--- ხელშეკრულების მ---- მუხლის მიხედვით განისაზღვრა, რომ ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 0---------– სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--- (ს.ფ.19);
- 1---------– სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება N--- (ს.ფ.25);
3.1.6. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–---------–------------- ბრძანების თანახმად, შეწყდა ბ----------- მუნიციპალიტეტსა და შ-------------------ს შორის 2----–-–------------ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება. ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა შ-------------------ს დირექტორის გ-------------–---–-- 2--------- წლის N------- წერილი, ბ----------- მუნიციპალიტეტის არქიტექურისა და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების უფროსის ზ-------------–---–ის 2----–-–---------–------------ მოხსენებითი ბარათი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 3---------–---------- ბრძანება. (ს.ფ.28-29);
3.1.7. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–---------–------------- ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის შ-------------------ს დაეკისრა ჯარიმა 3041.39 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების ღირებულების 5%).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 3---------–---------- ბრძანება. (ს.ფ.28);
3.1.8. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–---------–------------- ბრძანების თანახმად, შეწყდა ბ----------- მუნიციპალიტეტსა და შ-------------------ს შორის 2----–-–------------ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება. ბრძანების საფუძველს წარმოადგენდა შ-------------------ს დირექტორის გ-------------–---–-- 2--------- წლის N------- წერილი, ბ----------- მუნიციპალიტეტის არქიტექურისა და მშენებლობის ზედამხედველობის განყოფილების უფროსის ზ-------------–---–ის 2----–-–---------–------------ მოხსენებითი ბარათი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 3---------–---------- ბრძანება. (ს.ფ.30);
3.1.9. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–---------–------------- ბრძანების მე-3 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტისათვის შ-------------------ს დაეკისრა ჯარიმა 2191.61 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების ღირებულების 5%).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 3---------–---------- ბრძანება. (ს.ფ.30);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
- ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–---------–------------- ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის შ-------------------ს დაეკისრა ჯარიმა 2189.77 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების ღირებულების 0.3%12 დღეზე).
- ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–---------–------------- ბრძანების მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევისთვის შ-------------------ს დაეკისრა ჯარიმა 1578 ლარის ოდენობით (ხელშეკრულების ღირებულების 0.3% 12 ვადაგადაცილებულ დღეზე).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 3---------–---------- ბრძანება. (ს.ფ.28);
- ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობის 3---------–---------- ბრძანება. (ს.ფ.30);
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მიერ გამოყენებული საჯარიმო სანქციები ხელშეკრულების გეგმა-გრაფიკი დარღვევისთვის ჯარიმის სახით ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის დაკისრების თაობაზე, ეწინააღმდეგება მხარეებს შორის ერთ შემთხვევაში 201- წლის 06 ივნისს გაფორმებულ N--- და 2----–-–------------ გაფორმებულ N--- ხელშეკრულებების შინაარსს, ვინაიდან:
მოსარჩელე მხარეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მიერ ხელშეკრულებების შეწყვეტის საფუძველი გახდა მოსარჩელე მხარის მიერ 201- წლის 0--------- N--- და 201- წლის 1--------ს N--- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გეგმა-გრაფიკის დარღვევა.
მხარეებს შორის 0---------– N--- და 1---------– N--- გაფორმებული ხელშეკრულებების მ---- მუხლის მიხედვით განისაზღვრა, რომ ფორს-მაჟორული პირობების გარდა, ხელშეკრულების დამდები მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების ან/და დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში გამოიყენება საჯარიმო სანქციები. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმის გადახდა ყოველ ჯერზე ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით. ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალ- წარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოსარჩელე მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია სხვა რაიმე სახის სახელშეკრულებო შეთანხმება ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებების ცვლილებებთან დაკავშირებით, სადაც მითითებული არ იარსებებდა დათქმა ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის (გეგმა-გრაფიკი) ჯარიმის არსებობა. მოსარჩელე მხოლოდ სიტყვიერად შემოიფარგლა, რომ ხელშეკრულების შინაარსი არ შეესაბამებოდა მოპასუხეთა მხრიდან გამოყენებულ საჯარიმო სანქციას.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შ------------------ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 31--ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის 2----–-–----------- და 2----–-–------------ დაიდო ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- და N---. ხელშეკრულებებით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულების დამდებ ერთ-ერთ მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეორე მხარეს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების სრული ან მისი ცალკეული პირობის მოქმედების შეწყვეტის შესახებ. ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–---------–------------- და N------- ბრძანებების თანახმად, შეწყდა ბ----------- მუნიციპალიტეტსა და შ-------------------ს შორის 2----–-–------------ და 2----–-–------------ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- და N--- ხელშეკრულებები მოსარჩელე მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 41--ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
ამავე კოდექსის კოდექსის 400-ე მუხლის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო, კერძოდ 2----–-–------------ და 2----–-–------------ მხარეებს შორის გაფორმებული N--- და N--- ხელშეკრულებების მ---- მუხლის 1--- პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა ხელშეკრულების ან/და ხელშეკრულების ეტაპის (გეგმა-გრაფიკი) შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
კონკრეტულ შემთხვევაში კი შ------------------- მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების გრაფიკი, რაც ასევე საფუძველი გახდა ხელშეკრულების შეწყვეტის.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება,პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 41--ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
სასამართლოს განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.
ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.
აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში კი დადგენილია მოსარჩელეს მხარემ დაარღვია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევასთან მიმართებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–---------–------------- ბრძანების მე-2 პუნქტის და ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგებლის 2----–-–---------–------------- ბრძანების მე-2 პუნქტის ბათილად ცნობის საფუძველი არ არსებობს, ვინაიდან მხარეებმა ხელშეკრულებების დადებისას გამოხატეს თავისუფალი ნება და შეთანხმდნენ ხელშკერულების არსებით პირობებზე, მათ შორის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს და ჯარიმის დაკისრების წესზე. აღნიშნული პირობების შეცვლის დამადასტურებელი მტკიცებულება კი სასამართლოში მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნების თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხა- რეთა მითითებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი
7. საპროცესო ხარჯები
სასამართლომ იმსჯელა საპროცესო ხარჯების შესახებ და გადაწყვიტა შემდეგნაირად:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად ამ კოდექსის 38-ე მუხლის ,,ა’’, ,,ბ’’ ,,გ’’ და ,,ე’’ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს - დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შ------------------ -ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი ლონდარიძე