განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2018
საქმის ნომერი
010100118002348673
დავის ტიპი
362 1
თარიღი
16.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 010100118002348673

საქმე N1-234/18წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

16.05.2018 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლო

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე

სხდომის მდივანი - ხატია დევაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - და-----------ძე

 

დაცვის მხარე

ბრალდებული: გე-–---------ძე

მამის სახელი: ზუ-----

დაბადებული: 1--04.1978 წელს

პირადი ნომერი: 3---------0

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: ს-–----–--

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

ფაქტობრივი მისამართი: ქ. ბათუმი, გ----–----------

 

ადვოკატი - ბა-----------ძე

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილი ( ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება);

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე N092110118001

 

1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.1. სასამართლომ დაადგინა:

 

გე-–---------ძემ სხვა პირთან ერთად, 2018 წლის 08 თებერვალს გასაღების მიზნით დაამზადა ,,საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 1996 წლის 4 აპრილს დადებულ სავიზო შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ’’ ოქმით გათვალისწინებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეების მიერ საქართველოს ტერიტორიის 90 დღეში დატოვების დამადასტურებელი ყალბი ოფიციალური დოკუმენტები - თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეების პირადობის მოწმობით მგზავრობის, შემოსვლისა და გასვლის ორი ცალი ყალბი ფორმა, რაც გაასაღა 400 აშშ დოლარად.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება გასაღების მიზნით და გასაღება

 

2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (2018 წლის 26 მარტის წინასასამართლო სხდომის ოქმი).

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73 -ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

2.3. დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნით №-------, 10.02.2018წ დადგენილია, რომ

1) ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი დოკუმენტი დასახელებით: ,,თურქეთისა და საქართველოს მოქალქეების პირადობის მოწმობით მგზავრობის, შემოსვლისა და გასვლის ფორმა’’ (ობიექტიN1) დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით.

 

ამავე დოკუმენტის (თურქეთისა და საქართველოს მოქალქეების პირადობის მოწმობით მგზავრობის, შემოსვლისა და გასვლის ფორმა) წინა გვერდის მარჯვენა მხარეს არსებული სსკგ ,,სარფის’’ საქართველოდან გასვლის აღმნიშვნელი, 2018 წლის 08 თებერვლით დათარიღებული N069 თარიღ-დამღის ანაბეჭდი დატოვებულია არა ბეჭდის უშუალოდ ბლანკზე შეხებით, არამედ დატანილია კუსტარულად, ფერადსამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით.

 

2) ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი დოკუმენტი დასახელებით: ,,თურქეთისა და საქართველოს მოქალქეების პირადობის მოწმობით მგზავრობის, შემოსვლისა და გასვლის ფორმა’’ (ობიექტიN2) დამზადებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით.

 

ამავე დოკუმენტის (თურქეთისა და საქართველოს მოქალქეების პირადობის მოწმობით მგზავრობის, შემოსვლისა და გასვლის ფორმა) წინა გვერდის მარჯვენა მხარეს არსებული სსკგ ,,სარფის’’ საქართველოდან გასვლის აღმნიშვნელი, 2018 წლის 08 თებერვლით დათარიღებული N069 თარიღ-დამღის ანაბეჭდი დატოვებულია არა ბეჭდის უშუალოდ ბლანკზე შეხებით, არამედ დატანილია კუსტარულად, ფერადსამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით. (ს.ფ 107-111).

 

2.4. აჭარის ა.რ. პროკურორის დადგენილებით 13.03.2018 სისხლის სამართლის საქმე N092110118001-დან ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით; (იხ.საქმის გამოყოფის შესახებ დადგენილება; დოკუმენტის N0010817550; ს.ფ.246).

 

2.5 ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული უდავო მტკიცებულებებით (ინსპექტორ გამომძიებლის პატაკი და გამოკითხვის ოქმი, ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების ამსახველი მასალები, შუამდგომლობა, სასამართლოს განჩინება, გამოთხოვის ოქმი და გამოთხოვილი სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, შუამდგომლობა, სასამართლოს განჩინებები, ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერის ამსახველი ინფორმაცია, დოკუმენტების დათვალიერების ოქმი და თურქეთისა და საქართველოს მოქალქეების პირადობის მოწმობით მგზავრობის, შემოსვლისა და გასვლის ორი ცალი ყალბი ფორმა, გე-–---------ძის დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა, ბრალდებულის გამოკითხვის ოქმი, მოწმეთა: კ-------------------–---------–------------------- ჩვენებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა).

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა გე-–---------ძემ, მის მიერ განხორციელებული ქმედებით - 2018 წლის 08 თებერვალს, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეების პირადობის მოწმობით მგზავრობის, შემოსვლისა და გასვლის ორი ცალი ყალბი ფორმის დამზადებით და გასაღებით - ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ;

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;

 

5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

 

სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

 

სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;

დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.

 

სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;

 

როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;

 

სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;

 

ბრალდებული ნასამართლობის არმქონეა; ის აღიარებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას;

 

სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლების მხედველობაში მიღებით, ამჟამად არ უნდა იქნეს გამოყენებული ისეთი სახის სასჯელი, რაც გამოიწვევს მის იზოლირებას საზოგადოებისაგან, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედების ხერხის და ამით გამოწვეული შედეგის მხედველობაში მიღებით, გე-–---------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას; აღნიშნულს კი უზრუნველყოფს გარკვეული პერიოდით მის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება;

 

ამდენად, გე-–---------ძის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მას დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის ვადით, რაც ჩათვლილი უნდა იქნეს პირობითად; აღნიშნული - ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და გე-–---------ძის პიროვნების გათვალისწინებით - სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესს.

 

6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: ფარული აუდიო და ვიდეო მასალის ამსახველი ინფორმაცია 3 (სამი) ცალ კომპაქტ დისკზე, რომელიც ერთვის საქმეს;

 

ასევე, კომპიუტერული ტექნიკა (პროცესორი, ფერადი პრინტერი, სკანერი, მეხსიერების ბარათი), გე-–---------ძის დაკავებისას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 705 ლარი, მობილური ტელეფონი ,,ლ-----ო’’, საკონტროლო შესყიდვით შეძენილი საზღვრის კვეთის ყალბი ფორმები, გე-–---------ძის დაკავებისას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 400 აშშ დოლარი, რომლებიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოში,ზ/აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვა უნდა მოხდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

ბრალდებული გე-–---------ძე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

მსჯავრდებულ გე-–---------ძეს სასჯელის ვადაში მოხდილად ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 08 თებერვლიდან 2018 წლის 10 თებერვლის ჩათვლით პერიოდი.

 

მსჯავრდებულ გე-–---------ძის მიმართ 2018 წლის 10 თებერვლის განჩინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს - სუ-–---- ძი------ეს (პ/ნ 3---------9) განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის მიერ სს ,,საქართველოს ბანკის’’ შესაბამის ანგარიშზე შეტანილი თანხა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით (შემოსავლის ორდერი N1/24073, დასტურის №ა 0------.

 

პირობითი მსჯავრდებულ გე-–---------ძის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, მსჯავრდებულს კი დაევალოს პრობაციის ოფიცრის თანხმობის გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

ნივთიერი მტკიცებულება - ფარული აუდიო და ვიდეო მასალის ამსახველი ინფორმაცია 3 (სამი) ცალ კომპაქტ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - კიმპიუტერული ტექნიკა (პროცესორი, ფერადი პრინტერი, სკანერი, მეხსიერების ბარათი), რომელიც ინახება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მიეთვისოს სისხლის სამართლის საქმე N092110118001-დან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეს, დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით; (საქმის გამოყოფის შესახებ დადგენილება, დოკუმენტის N0010817550);

 

ნივთიერი მტკიცებულება - გე-–---------ძის დაკავებისას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 705 ლარი და მობილური ტელეფონი ,,ლ-----ო’’, რომელიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მესაკუთრეს არ მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

ნივთიერი მტკიცებულება - საკონტროლო შესყიდვით შეძენილი საზღვრის კვეთის ყალბი ფორმები, რომელიც ინახება საგამოძიებო სამსახურში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.

 

ნივთიერი მტკიცებულება - გე-–---------ძის დაკავებისას პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული ფულადი თანხა 400 აშშ დოლარი, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გადაეცეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს შემდგომი რეაგირებისათვის;

 

განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარის და გურიის სამმართველოს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32) , ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე