გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.04.2018
საქმის ნომერი
820210017002151446
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
12.04.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

820210017002151446 2-559/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 აპრილი. 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე

სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე

მოსარჩელე: დ----- ხო-----–---–ი

მოსარჩელის წარმომადგენელი: ჯი-–------------–-ძე

მოპასუხე მხარე: ო----- ხო-----–---–ი

მოპასუხის წარმომადგენელი: თი-------ძე

დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება, უკანონო ხელშეშლის აღკვეთა.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ო----- ხო-----–---–ს აეკრძალოს მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელ ზედა ჯ-----ში , (საკადასტრო კოდები 22.26.------- და 22.26.------) თვითნებურად საქმიანობა.

 

1.2. მოპასუხე ო----- ხო-----–---–ს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

მოსარჩელე დ----- ხო-----–---–ს საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს ორი უძრავი ქონება ხელვაჩაურის რაიონ, სოფელ ზედა ჯ-----ში, რომელთა საკადასტრო კოდებია 22.26.------- და 22.26.------. ხსენებულ უძრავ ქონებაზე მოპასუხე თვითნებურად ახორციელებს სხვადა სხვა სახის სამუშაოებს, რა დროსაც ზიანდება მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები.

2017 წლის 29 ოქტომბერს, მოპასუხის მიერ დ----- ხო-----–---–ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე თვითნებურად სამუშაოების განხორციელების დროს, მის მიერ დაზიანებულ იქნა მოსარჩელის 1000 ლიტრიანი წყლის ავზი, რის გამოც დაწყებულ იქნა გამოძიება, თუმცა გამომდინარე იქედან რომ ზიანი აღემატებოდა 120 ლარს გამოძიება შეწყვეტილ იქნა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო. მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას და ხელშეშლის აღკვეთას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე სარჩელს ცნობს. განმარტა, რომ წყალი გაიყვანა დ----- ხო-----–---–ის მიწის ნაკვეთის გვერდის ავლით და მოსარჩელის ნაკვეთთან შემხებლობა აღარ აქვს. აღიარებს ზიანის მიყენების ფაქტს და თანახმაა ზიანის ანაზღაურებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე დ----- ხო-----–---–ს საკუთრებაში რეგისტრირებული აქვს ორი უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთები, მდებარე ხელვაჩაურის რაიონი, სოფელ ზედა ჯ-----ში, რომელთა საკადასტრო კოდებია 22.26.------- და 22.26.------. მოპასუხე ო----- ხო-----–---–ი აღნიშნულ ნაკვეთზე ახორციელებდა საქმიანობას წყლის გაყვანის მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- საჯარო რეესტრის ამონაწერები (ს.ფ. 17-20).

 

3.1.2. 2017 წლის 29 აგვისტოს ო----- ხო-----–---–მა განზრახ დააზიანა დ----- ხო-----–---–ის კუთვნილი 1000 ლიტრიანი წყლის ავზი, რომლის ღირებულება შეადგენს 120 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა -განმარტება.

- ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის 2017 წლის 09 0ქტომბრის წერილი (ს.ფ. 21)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ----- ხო-----–---–ის სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 174-ე,316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე, 992-ე მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

6.3 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის მიხედვით, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.

 

მოსარჩელე დ----- ხო-----–---–მა მოითხოვა მოპასუხე ო----- ხო-----–---–ის მიერ მის კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე მოქმედების აღკვეთა. ფაქტს ადასტურებს და სარჩელის მოთხოვნას ეთანხმება მოპასუხე.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაყენების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992 მუხლის თანახმად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. ამდენად აღნიშნული მუხლით იმპერატიულადაა განსაზღვრული თუ როდის შეიძლება დაეკისროს დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება მხარეს. კერძოდ აღნიშნული მუხლის თანახმად, პირს ზიანის ანაზღაურება ეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, ანუ თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ბრალი ზიანის მიმყენებელს მიუძღვის. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არსებობს ყველა ზ/აღნიშნული გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლი ადგენს, რომ იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე კოდექსის 409 მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი ხარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება. ამასთან სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლით იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით დადგენილია და მოპასუხეც აღიარებს მოსარჩელეზე ზიანის მიყენების ფაქტს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ყველა გარემოება და საფუძველი. შესაბამისად მოპასუხე ო----- ხო-----–---–ი უნდა დავალდებულდეს არ განახორციელოს მოსარჩელის სახელზე რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე თვითნებურად საქმიანობა და აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.

 

ხელშეშლის აღკვეთის შესახებ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმდ შეადგენს 120 ლარს,მოსარჩელის მიერ წინასწარ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 170 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14, 39-ე, 42-ე, 49-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე და 365-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა

 

1. დ----- ხო-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ო----- ხო-----–---–ს აეკრძალოს მოსარჩელე დ----- ხო-----–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე მდებარე ხელვაჩაური, სოფელ ზედა ჯ-----ში, (საკადასტრო კოდები 22.26.------- და 22.26.------) თვითნებურად საქმიანობა.

 

3. მოპასუხე ო----- ხო-----–---–ს დაეკისროს დ----- ხო-----–---–ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 120 (ას ოცი)ლარის ოდენობით.

 

4. მოსარჩელე დ----- ხო-----–---–ს (პ/ნ 61006018657) დაუბრუნდეს ჯი-–------------–-ძის (პ/ნ 6----------) მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 170 (ასსამოცდაათი) ლარის ოდენობით ( სს ,,თიბის ბანკი“ საგადასახადო დავალება N 0, გადახდის თარიღი 31.10.2017. სახაზინო კოდი 300733150)

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნუგზარ მგელაძე