განაჩენი

სისხლის სამართლის 17.05.2018
საქმის ნომერი
050100117002137788
დავის ტიპი
353 2
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 0------------37788

საქმე N 1-----17

განაჩენი

საქართველოს სახელით

1--05.2--8 წელი ქ--------------ი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ბიძინა სტურუა

სხდომის მდივანი მარინა მეგრელიშვილი

ბრალდების მხარე

პროკურორი: პ----------–------ე

დაცვის მხარე

ადვოკატი: მ-------------------ე

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N----------01

1. ბრალდებული: შ---------------–--ე

მამის სახელი: ტ-----ლ

დაბადებული: 0--02.1--5 წელი

პირადი ნომ---ი: 4---------2

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ჩ-----------ი, სოფელი გ------–-------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531–ე მუხლის მე-2 ნაწილი.

 

დისპოზიცია: პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

2. ბრალდებული: ა---------–-----------–--ე

მამის სახელი: მ-----ი

დაბადებული: 0--08.1--3 წელი

პირადი ნომ---ი: 4---------8

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი

ნასამართლობა: არ მქონე

რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართი: ჩ-----------ი, სოფელი გ------–-------ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531–ე მუხლის მე-2 ნაწილი.

 

დისპოზიცია: პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა

 

შ---------------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ნაწილში:

 

1.1. 2--7 წლის 1-------------ს, დაახლოებით 22:25 საათზე, დაბა ჩ-----------ში, ნ. დ------ის ქუჩაზე, მთვრალ მდგომარეობაში, შ----ა ტ-----ლის ძე ს--------–--ე ქვეითად გადაადგილდებოდა, ა--------ლ მ-----ის ძე ს--------–--ესთან ერთად, რა დროსაც შენიშნა ამავე ქუჩაზე გაჩერებულ, პოლიციის ავტომანქანა ტ-------ა "ჰ---–----–ი" მყოფი, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩ-----------ის რაიონული სამმართველოს მორიგე ჯგუფის თანამშრომლები, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, ლ-------–--–-----ე და მ-----–---------–---–ი. შ---------------–--ე, ლ-------–--–-----ის დანახვაზე, ამ უკანასკნელის მიერ, წარსულში, მის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი საქმიანობით განაწყენების გამო, შურისძიების მოტივით, ანგარიშსწორების მიზნით, ა--------ლ ს--------–--ესთან ერთად, თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელ ლ-------–--–-----ეს, პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, რა დროსაც სახის არეში დაარტყა ქვა, ხოლო ა--------ლ ს--------–--ემ, ლ-------–--–-----ეს სახეში დაარტყა მუშტი, რითაც ლ-------–--–-----ეს მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება.

 

ა--------ლ ს--------–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ნაწილში:

 

1.1. 2--7 წლის 1-------------ს, დაახლოებით 22:25 საათზე, დაბა ჩ-----------ში, ნ. დ------ის ქუჩაზე, მთვრალ მდგომარეობაში, ა--------ლ მ-----ის ძე ს--------–--ე ქვეითად გადაადგილდებოდა, შ----ა ტ-----ლის ძე ს--------–--ესთან ერთად, რა დროსაც შენიშნა ამავე ქუჩაზე გაჩერებულ, პოლიციის ავტომანქანა ტ-------ა "ჰ---–----–ი" მყოფი, შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ჩ-----------ის რაიონული სამმართველოს მორიგე ჯგუფის თანამშრომლები, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები, ლ-------–--–-----ე და მ-----–---------–---–ი. ა--------ლ ს--------–--ე, ლ-------–--–-----ის დანახვაზე, ამ უკანასკნელის მიერ წარსულში მის მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი საქმიანობით განაწყენების გამო, შურისძიების მოტივით, ანგარიშსწორების მიზნით, შ---------------–--ესთან ერთად, მიუახლოვდა ავტომანქანას და პოლიციელის სამსახურებრივი საქმიანობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, თავს დაესხა პოლიციის თანამშრომელ ლ-------–--–-----ეს, რა დროსაც სახის არეში დაარტყა მუშტი, ხოლო შ---------------–--ემ ლ-------–--–-----ეს სახეში დაარტყა ქვა, რითაც ლ-------–--–-----ეს მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება.

 

2. შ---------------–--ის და ა--------ლ ს--------–--ის მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

2.1. ბრალდებულებმა, შ---------------–--ემ და ა--------ლ ს--------–--ემ, საბოლოო სიტყვის წარმოთქმის დროს, თავი სცნეს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში.

 

დაზარალებულმა ლ-------–--–-----ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ 2--7 წლის 1-------------ს ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ეცვა სამსახურებრივი ფორმა და იმყოფებოდა მორიგე ჯგუფში, მეწყვილე მ-----–---------–---–თან ერთად. მორიგეობის დროს პერიოდულად აჩერებდა სამსახურებივ ავტომანქანას, რომელსაც აქვს სპეციალური ციმციმები და წარწერები. ერთი-ერთი გაჩერებისას, მასთან მივიდა შ---------------–--ე და ქვის დარტყმით მიაყენა დაზიანება. ა--------ლ ს--------–--ემ კი ხელებით დააარტყა. ორთავე თავდამსხმელი გაიქცა საავადმყოფოს მიმართულებით და სიბნელის გამო ვერ დააკავა. ლ-------–--–-----ემ სასამართლო სხდომაზე მიუთითა შ---------------–--ეზე და აღნიშნა, რომ სწორედ აღნიშნულმა პიროვნებამ ჩაარტყა ქვა თავში. ქვა კი მანქანაში დავარდა. ლ-------–--–-----ემ ასევე მიუთითა ა--------ლ ს--------–--ეზე და აღნიშნა, რომ ა--------ლ ს--------–--ემ არაერთხელ დაარტყა მუშტი. გინებით კი ორთავე აგინებდა. მისი ჩვენებით, ბრალდებულებთან შელაპარაკებას არ ქონდა ადგილი და პირდაპირ განახორციელეს თავდასხმა, რის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება და ჭრილობიდან წამოუვიდა სისხლი.

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, ჩ-----------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, მ-----–---------–---–მა განმარტა, რომ 2--7 წლის 1-------------ს, ლ-------–--–-----ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. მოძრაობდნენ სამსახურებრივი ავტომანქანით და ჩართული ქონდათ ციმციმები. ავტომანქანის გაჩერებისას, ბრალდებულები მიეპარნენ მანქანას და დაინახა, რომ შ---------------–--ემ ქვა ჩაარტყა სახეში მ-----–---------–---–ს, ხოლო ა--------ლ ს--------–--ემ დაარტყა ხელი. ჩამოვიდა ავტომანქანიდან, თუმცა ბრალდებულები გაიქცნენ, ძველი სამშობიაროს მიმართულებით და ვერ დააკავა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, რიტა ს--------–--ემ განმარტა, რომ არ იცოდა რა ვითარებაში ჩაიდინა ქმედება ა--------ლ ს--------–--ემ.

 

2--7 წლის 2------------ის ამოღების ოქმით, ლ-------–--–-----ისაგან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ც----–------ში მდებარე თავისივე საცხოვრებელ სახლში, ამოღებულ იქნა თავისივე სამსახურებრივი მოკლესახელოებიანი პერანგი, რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება მუქი წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ლ-------–--–-----ისაგან ასევე ამოღებულ იქნა, თავისი კუთვნილი შავი ფერის მოკლესახელოებიანი მაისური, რომელსაც წინა მხარეს აღენიშნება მუქი წითელი ფერის სისხლისმაგვარი ლაქები. ამოღებული პერანგი და მაისური, შეიფუთა და დაილუქა პოლიეთილენის წითელი ფერის პარკში, ლუქის ნომრით 35/3, რომელსაც დაესვა თარიღი 20.09.2--7 წ. და მოაწერეს ხელი. ოქმი ხელმოწერილია ლ-------–--–-----ეს და თ-------------------------ის მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლებმა - თ-------------------------ემ, ზ--------------ემ, გ----------------ემ, დ---თ ს--------–--ემ და მ---ი ს--------–--ემ დაადასტურეს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--7 წლის 29 სექტემბრის N---------7 დასკვნით, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: "...უკანა სალონში მარჯვენა მხარეს იატაკიდან ამოღებული ქვა..." მოთავსებულ ქვაზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N 1) გენეტიკური პროფილი შერეულია. ობ. N 1-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი შ---------------–--ის (ობ. N 3) გენეტიკური პროფილის იდენტურია. ობ. N 1-ის მინორულ წილში ა--------ლ ს--------–--ის (ობ. N 2) გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ვერა ოკუნევამ, მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა ექსპერტის დასკვნის სისწორე.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--7 წლის 24 ოქტომბრის N---------7 დასკვნით, სეროლოგიური და გენეტიკური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: "...ლ-------–--–-----ისაგან ამოღებული სამსახურებრივი პერანგი და მაისური..." მოთავსებულ პერანგსა (ობ. N1-3) და მაისურზე (ობ. N 4, 5) და პაკეტებში, წარწერებით: "...ავტომანქანა "---------ა ჰ---–---სი" სახ. N------- VV წინა მარჯვენა კარების გარეთა ზედაპირიდან ამოღებული სისხლის ნიმუში..." და "...ტ-------ა ჰ---–---სი" სახ. N------- VV ეგ. წოდებული ტორპედოს ზედაპირიდან ამოღებული სისხლის მაგვარი ლაქის ნიმუში..." მოთავსებული სპეცდანიშნულების ჩხირების (ობ. N 6, 7) ბამბიან ბოლოებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ლ-------–--–-----ეს (ობ. N 8, პაკეტი, წარწერით: "...ლ-------–--–-----ისაგან აღებული ნერწყვის ნიმუში...". სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა იანა მალხაზოვამ დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2--7 წლის 13 სექტემბრის N 0------17 დასკვნით, თანახმად წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის (შპს "მ-----–-----ს ცნობა N 5--2 ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (დათარიღებული 12.09.2--7)) - მონაცემებისა: მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით მოქ. ლ--------–--–------მ აღნიშნულ საავადმყოფოს მიმართა 12.09.2--7წ-ს 00:45 სთ-ზე საიდანაც გაეწერა იმავე დღეს 08:30 სთ-ზე დიაგნოზით: თავის ზედაპირული ტრავმა.

12.09.2--7წ. 13:55-14---სთ-ზე ჩატარებული პირადი გასინჯვით მოქ. ლ--------–--–------ს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევების სახით (აღწერილობა და ზუსტი ლოკალიზაცია იხილეთ პირადი გასინჯვის მონაცემებში).

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას ექსპერტმა გ----------------–-–---–მა დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.

 

საქმის არსებითი განხილვის დროს, სადავო მტკიცებულებების გამოკვლევის შემდგომ, დაცვის მხარე დაეთანხმა საქმეში არსებულ ყველა ფაქტობრივ გარემოებას. შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები სადავო არ არის და ორივე მხარე, სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

შ---------------–--ის და ა--------ლ ს--------–--ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას, გარდა თავად ბრალდებულების აღიარებისა და სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ პირთა ჩვენებებისა, აგრეთვე ადასტურებს საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებები: შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოსურათები, ნეწყვის ნიმუშის აღების ოქმები, საქმეზე დართული ნივთიერი მტკიცებულებები და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სასამართლო, მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე, საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეულ მტკიცებულებებს, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია შ---------------–--ეს და ა--------ლ ს--------–--ეს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531–ე მუხლის მე-2 ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარდგენილ ბრალდებაში, განაჩენში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ, პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2--6) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2--3; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2--6; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2--6; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2--6). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2--0, პუნქტი 32).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეების, დაზარალებულ ლ-------–--–-----ეს და მ-----–---------–---–ის პირდაპირი ჩვენებებით დადგენილია, რომ 2--7 წლის 1-------------ს ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალოებას, ეცვათ სამსახურებრივი ფორმება, იმყოფებოდნენ მორიგე ჯგუფში და გადაადგილდებოდნენ სამსახურებივი ავტომანქანით, რომელსაც აქვს სპეციალური ციმციმები და წარწერები. ლ-------–--–-----ემ და მ-----–---------–---–მა სასამართლო სხდომაზე მიუთითეს შ---------------–--ეზე, რომელმაც ქვის დარტყმით მიაყენა დაზიანება ლ-------–--–-----ეს. მოწმეებმა ასევე მიუთითეს ა--------ლ ს--------–--ეზე, რომელმაც მუშტი არაერთხელ დაარტყა დაზარალებულს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის N 0------17 დასკვნით, ლ-------–--–-----ეს თავდასხმის შედეგად განუვითარდა თავის ზედაპირული ტრავმა. სხეულზე გარეგნულად კი აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევების სახით. ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N---------7 დასკვნით კი დადგინდა, რომ ავტომანქანიდან ამოღებულ ქვაზე არსებული გენეტიკური პროფილის მაჟორული (ძირითადი) წილი შ---------------–--ის გენეტიკური პროფილის იდენტურია. ამდენად, დადგენილია, რომ შ---------------–--ე და ა--------ლ ს--------–--ე თავს დაესხნენ პოლიციის თანამშრომელ ლ-------–--–-----ეს, რომელიც ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, ეცვა პოლიციელის ფორმა და იმყოფებოდა პოლიციის ავტომანქანაში. თავდასხმის დროს, შ---------------–--ემ მის ხელთ არსებული ქვის დარტყმით, ხოლო ა--------ლ ს--------–--ემ მუშტის არაერთხელ დარტყმით, მიაყენეს სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად, პოლიციელ ლ-------–--–-----ეს.

 

სასამართლოს განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას. მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის პოზიცია შ---------------–--ის და ა--------ლ ს--------–--ის დამნაშავედ ცნობის შესახებ, საფუძვლიანია.

 

ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ საქმის მასალების შესწავლის შედეგად ბრალდების მხარის მხრიდან რაიმე სახის კანონდარღვევა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, არ გამოვლენილა. აღნიშნულიდან გამომდინარე და საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.

 

სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531–ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს. გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლო დარწმუნდა, რომ შ---------------–--ის და ა--------ლ ს--------–--ის მიერ ნამდვილად ჩადენილია - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--2 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--4 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შ---------------–--ემ და ა--------ლ ს--------–--ემ ჩაიდინეს - პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ასეთი დასკვნა კი ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით მოპოვებულ უტყუარ და პირდაპირ მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

შ---------------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

ა--------ლ ს--------–--ეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, შ---------------–--ის და ა--------ლ ს--------–--ის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, კერძოდ იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ შ---------------–--ე და ა--------ლ ს--------–--ე, ქმედების ჩადენის შემდეგ მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან, სრულყოფილად არ ითანამშრომლეს საგამოძიებო ორგანოებთან და ხელი არ შეუწყვეს საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების დადგენას, სასამართლოს მიაჩნია, რომ შ---------------–--ეს და ა--------ლ ს--------–--ეს უნდა დაენიშნოთ ისეთი სახის სასჯელი, რომელიც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან.

 

ამდენად, შ---------------–--ეს და ა--------ლ ს--------–--ეს უნდა შეეფარდოთ სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში საზოგადოებაში მათი უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი, რათა უკეთ გააცნობიერონ ჩადენილი ქმედებების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მათ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის, შ---------------–--ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით. ა--------ლ ს--------–--ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

ლ-------–--–-----ის ტანსაცმელი და პერანგი/მაისური, რომლებიც ინახება გურიის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა დაუბრუნდეს ლ-------–--–-----ეს. ქვა, რომელიც ინახება გურიის პოლიციის დეპარტამენტში, უნდა განადგურდეს. ლ-------–--–-----ის ნერწყვის ნიმუში, ა--------ლ ს--------–--ის და შ---------------–--ის ნერწყვის ნიმუშები, ავტომანქანიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, რომელიც ინახება გურიის პოლიციის დეპარტამენტში, შენახულ უნდა იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. შ---------------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

1.1. მსჯავრდებულ შ---------------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 2--7 წლის 1----------რის 02:05 საათიდან.

 

2. ა--------ლ ს--------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531–ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

2.1. მსჯავრდებულ ა--------ლ ს--------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 2--7 წლის 1------------ის 03:25 საათიდან.

 

3. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

3.1. ლ-------–--–-----ის ტანსაცმელი და პერანგი/მაისური, რომლებიც ინახება გურიის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს ლ-------–--–-----ეს.

 

3.2. ქვა, რომელიც ინახება გურიის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.

 

3.3. ლ-------–--–-----ის ნერწყვის ნიმუში, ა--------ლ ს--------–--ის და შ---------------–--ის ნერწყვის ნიმუშები, ავტომანქანიდან ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები, რომელიც ინახება გურიის პოლიციის დეპარტამენტში, შენახულ იქნას მოცემულ საქმეთან ერთად, სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ბიძინა სტურუა