განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 05----------464413
საქმე N 1-----16
განაჩენი
საქართველოს სახელით
1--05.2--8 წელი ქ. ო----------ი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ბიძინა სტურუა
სხდომის მდივანი მარინა მეგრელიშვილი
ბრალდების მხარე
პროკურორი: მ----------------ე
დაცვის მხარე
ადვოკატი: ნ----------ე
ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N-----------1
ბრალდებული: პ---–-----------–--ე
მამის სახელი: გ------ი
დაბადებული: 0--01.1--8 წელი
პირადი ნომერი: 2---------9
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: არ მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ლ--------ი, სოფელი შ-------ი
ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177–ე მუხლის მე 2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტი (ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევდა).
გადაკვალიფიცირდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე (თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
1. სასამართლომ დაადგინა
1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, 2--6 წლის 5-------–ს, დაახლოებით 11:00 საათზე, ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-------–---ში, პ---–-----------–--ე შეეცადა ფარულად დაუფლებოდა, 3222 ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონებას - 6 (ექვსი) ცალ ფოლადის მილს, რომელიც დააჭრევინა დაქირავებულ მუშას და აპირებდა მისი ადგილიდან ტრანსპორტით გადატანას, რითაც დაზარალებულ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ს--------–-------------------------ის მომსახურების ცენტრს მიადგებოდა მნიშვნელოვანი ზიანი.
1.2. სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ბრალდების მხარის მიერ პ---–-----------–--ის ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177–ე მუხლის მე 2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ პ---–-----------–--ეს ფოლადის მილები მიაჩნდა თავის საკუთრებად.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ პ---–-----------–--ის ქმედება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177–ე მუხლის მე 2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. პ---–-----------–--ის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა უტყუარად დადასტურებულია, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით.
ბრალდებულმა პ---–-----------–--ემ, საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ ფოლადის მილები წარმოადგენდნენ მის საკუთრებას და ქონდა უფლება, რომ ტრანსპორტირების მიზნით დაეჭრა მილები.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, გიური სამხარაძემ განმარტა, რომ 2--6 წლის 2-------–ს, დაუკავშირდა პ---–-----------–--ე, რომელმაც უთხრა, რომ ქონდა თავისი მილები და დახმარებას საჭიროებდა. 5-------–ს ნახა ადგილი, სადაც ელაგა პ---–-----------–--ეს მიერ მითითებული მილები. დაურეკა პავლეს, აცნობა, რომ მილები გრძელი იყო და ტრანსპორტირების შემთხვევაში საჭირო იყო მათი შუაზე გაჭრა. თავად დაუკავშირდა, ზ--------------–---–ს, რომელსაც უნდა დაეჭრა მილები, რის შემდეგაც მილებს გადაიტანდნენ ლ--------ში და დააწყობდნენ პ---–-----------–--ის მიერ მითითებულ ადგილზე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ზ--------------–---–მა განმარტა, რომ 2--6 წლის 5-------–ს, დილის 8 საათზე დაურეკა გია (გიური) სამხარაძემ, რომლისგანაც ხშირად ღებულობდა შეკვეთებს და უთხრა, რომ გ-------–---ში მდებარე მილები დაეჭრა. მივიდა დასახელებულ ადგილას, მოამზადა ხელსაწყოები და დაიწყო დაჭრა. სამუშაოს დაწყებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, მასთან მივიდა უცნობი ადამიანი, რომელიც დაინტერესდა, თუ რატომ ჭრიდა მილებს, რაზეც უპასუხა, რომ დავალებას ასრულებდა. მოგვიანებით მივიდა პოლიციელები, რომლებსაც განუმარტა, რომ გია სამხარაძისგან მიღებული ინფორმაციით, მილები იყო პ---–-----------–--ესი, რომელთა დაჭრა მას დაავალეს. პოლიციელთა მოსვლის შესახებ აცნობა პ---–-----------–--ეს და პოლიციელებიც დაალაპარაკა, თუმცა პავლემ უთხრა, რომ მილები იყო მისი და გაეგრძელებია მათი დაჭრა. ზ--------------–---–მა განმარტა, რომ გიური სამხარაძის მიერ მითითებულ ადგილას ნახა სამი ცალი 10-11 მეტრიანი მილი, რომლებიც შუაზე დაჭრა. მისი განმარტებით, ევალებოდა მხოლოდ მილების დაჭრა, რაშიც მიიღებდა შესაბამის ანაზღაურებას.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, პ---–----------ემ განმარტა, რომ 2009 წლიდან მუშაობდა შპს "--–-----------------ში". ჩაბარებული ქონდა ტერიტორია, სადაც იდგა რამდენიმე შენობა. ნახა, რომ მილი იყო წაქცეული, რაც აცნობა კომპანიის ხელმძღვანელობას, რომლებმაც უთხრეს, რომ სამ ნაწილად უნდა დაენაწევრებინა მილი და შეენახა. პ---–-----------–--ემ უთხრა, რომ აღნიშნული არ იყო კომპანიის საკუთრება და მას ეკუთვნოდა. აღმოჩნდა, რომ მილები კომპანიას არ ეკუთვნოდა. აღნიშნული ფაქტიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, დაურეკა პოლიციის თანამშრომელმა და კითხა, რატომ ჭრიდა მილებს. საუბრის დროს იმყოფებოდა სამტრედიაში და ჩავიდა გ-------–---ში, სადაც ელაგა მილები. როდესაც იმ ადამიანთან მივიდა, რომელიც ჭრიდა მილებს, დადგინდა, რომ სხვა პავლეზე მიუთითებდა. მოგვიანებით შეიტყო, რომ საუბარი იყო პ---–-----------–--ეზე. პ---–----------ემ აღნიშნა, რომ თავდაპირველად მასსა და პ---–-----------–--ეს შორის იყო აზრთა სხვადასხვაობა მილების მესაკუთრესთან დაკავშირებით, თუმცა მოგვიანებით დადგინდა, რომ მილები სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. პ---–----------ემ აღნიშნა, რომ თავად იყო მსჯავრდებული აღნიშნული მილის სადგარის ქურდობის ფაქტზე. მისი ჩვენებით, აღნიშნული მილები წარმოადგენდნენ ანძის შემადგენელ ნაწილს, რომელსაც ქონდა მრგვალი თეფში, რომელიც წაიღო სახლში და შეინახა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაზარალებულის, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ს--------–-------------------------ის მომსახურების ცენტრის წარმომადგენელმა, გ----------ემ განმარტა, რომ 2--6 წლის აპრილში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს წერილი, რომლითაც ითხოვდნენ კონკრეტულ ქონებაზე სახელმწიფო საკუთრების საკითხის გარკვევას. შეისწავლეს საკითხი, ადგილზე დაათვალიერეს და დაადგინეს, რომ ქონება იყო სახელმწიფო საკუთრება. დაადგინეს, რომ მიწის ნაკვეთი იყო სახელმწიფო საკუთრება და ის ადგილი სადაც იდგა ანძა ასევე, სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა. გ----------ემ აღნიშნა, რომ ანძის წაქცევის გამო, მეზობელ მიწის ნაკვეთზე იყო გადავარდნილი მილები, თუმცა ანძის სადგარი სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე იმყოფებოდა. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის მომიჯნავედ კი მდებარეობდა შპს "--–-----------------ის" კუთვნილი მიწის ნაკვეთი. მისი ჩვენებით მილები წარმოადგენდნენ ტელეკომუნიკაციის ანძის შემადგენელ ნაწილს. მისთვის უცნობი იყო როდის დაიდგა ანძა, რომელიც შედგებოდა ლითონის მილებისგან. ანძა დამაგრებული იყო მყარად სპეციალური ხრახნებით.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--–------------–--ამ განმარტა, რომ ამჟამად არის შპს „-------------------------ი“ დირექტორი. 1995-1996 წლებში, ზ-----------–---–--–---–თან, გ--–-------–---–--–---–თან და ა-–--------–-----ესთან ერთად დააფუძნა შპს "-------------------ი". იმ დროს იხსნებოდა სუფსას ტერმინალი, რომელსაც დასჭირდებოდა გარე კავშირის ანძა და დადგეს ანძა, რათა ფოთთან ყოფილიყო სარელეო კავშირი. ანძა შედგებოდა სამი მილისგან, რომელიც იყო ერთმანეთზე გადაბმული. ანძის მთლიანი სიგრძე შეადგენდა 41 მეტრს და გამაგრებული იყო 8 ფოლადის ბაგირით. ანძის დასადგამად სპეციალური ამწე ჩამოიყვანეს სუფსა ტექნოკომის პირველმა დამფუძნებლებმა. ანძის ზედა მხარე იყო სამუშაო ბაქანი და დამაგრებული იყო საკომუნიკაციო საშუალებები, მიკროტიკის კლასის აპარატურა და სამი გამსხივებელი. მიწის ნაკვეთი, რომელზეც იდგა ანძა, წარმოადგენდა შპს "-------------------ის" საკუთრებას და შენობაც ამავე მიწაზე ააშენეს. მ--–------------–--ამ აღნიშნა, რომ ვიდრე შპს "-------------------ი" შეწყვეტდა მუშაობას, მან თავისი წილი, ხუთი პროცენტი, მიყიდა ზ-----------–---–--–---–ს, ხოლო თავად ტექნიკურ დირექტორად მუშაობდა. მისი ჩვენებით, მოგვიანებით კომპანია იყიდა გ-------–-----ემ, თუმცა თავად არ იცნობდა მას და ძირითადი ურთიერთობა პ---–-----------–--ესთან ქონდა. პ---–-----------–--ემ პირადად გადასცა მას 15 000 ლარი, რომელიც მიუტანა ზ-----------–---–--–---–ს და ეს თანხა, წარმოადგენდა კომპანიის შესაძენად გამიზნულ თანხას. მისი ჩვენებით სუფსა ტექნოკომში, მას შემდეგ რაც კომპანია გაიყიდა, ყველა სამუშაოს ხელმძღვანელობდა პ---–-----------–--ე, იგი აძლევდათ დავალებებს და უხდიდა ხელფასს. პ---–-----------–--ე ასევე უზრუნველყოფდა ყველა ჩასატარებელ სამუშაოს ან შესაბამის თანხას აძლევდა მათ. მ--–------------–--ამ აღნიშნა, რომ შპს "-------------------ის" კუთვნილ ტერიტორიაზე დღემდე, მიწაში იყო ჩაფლული კაბელები, რომლებიც შპს "-------------------ის" საკუთრებას წარმოადგენდა. მისი ჩვენებით, თავდაპირველად შპს "-------------------ის" დირექტორი თავად იყო, თუმცა შემდეგ სთხოვა პ---–-----------–--ეს, რომ მისგან გამოეყო ადმინისტრირება და მხოლოდ ტექნიკურ დირექტორად დარჩენილიყო. აღნიშნულის გამო პ---–-----------–--ემ დირექტორად დანიშნა დ----------–---ძე.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ზ-----------–---–--–---–მა განმარტა, რომ შპს "-------------------ის" დამფუძნებლები მასთან ერთად იყვნენ ა-–---------–-----ე, მ--–------------–--ა და კიდევ ერთი პირი. როგორც ახსოვდა ანძა დადგეს 1997-1998 წლებში და 2005-2006 წლამდე ანძა წარმოადგენდა შპს "-------------------ის" საკუთრებას. მისი ჩვენებით, 41 მეტრის სიგრძის მილები შეიძინა ყოფილ კოლმეურნეობაში, ფ-----დან ჩამოიყვანა შემდუღებელი, რომელმაც მილები შეადუღა ერთმანეთს და გამოვიდა 41 მეტრი სიმაღლის ანძა, რომლის ზედა ნაწილში გააკეთა ბაქანი. ასევე ფ-----დან ჩამოიყვანა სპეციალური ამწე, რომელმაც დაამაგრა ანძა. ზ-----------–---–--–---–მა ასევე დეტალურად აღწერა, თუ როგორ იყო ანძა დამაგრებული სადგარზე. მისი ჩვენებით, ანძა განკუთვნილი იყო ფ-----დან სატელეფონო სიგნალის მისაღებად, რათა მომსახურებოდნენ სუფსის ტერმინალს. ზ-----------–---–--–---–მა აღნიშნა, რომ ნავთობის კორპორაციისგან შეიძინა მიწის ნაკვეთი, რომელზეც განათავსა ანძა. მისი ჩვენებით, შპს "-------------------ის" მოძრავი ქონება, ტექნოლოგიური დანადგარები, ანძა, ლიცენზია, სვიჩი, მისი ინფორმაციით, მიყიდა გოგუაძეს, თუმცა მასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა პ---–-----------–--ე, მ--–-------------–--ას მეშვეობით, რომელმაც გადაუხადა 15 000 ლარი და შემდეგ დამატებით კიდევ მისცა შეთანხმებული თანხა. დაახლოებით ორი-სამი წლის წინ გაიგო, რომ ანძა წაქცეული იყო და ესაუბრა ბ-–------------ის წარმომადგენელს, რომელმაც განუმარტა, რომ აღნიშნული ანძა მათ ეკუთვნოდათ. რაც შეეხებოდა კომპანიის ქონებას, უძრავი ქონება, სახელმწიფოს 2006 წელს გადაეცა საჩუქრად. ამჟამად ქონების ნაწილი დაუბრუნა სახელმწიფომ და მიმდინარეობს საჩუქრად გადაცემული უძრავი ქონების დარჩენილი ნაწილის დაბრუნების პროცედურა.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ი-----–----------ემ განმარტა, რომ არის პ---–-----------–--ის მეგობარი. მისთვის ცნობილი იყო, რომ პ---–-----------–--ეს ქონდა ინტერნეტ მომსახურებისათვის განკუთვნილი ანძა. მისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ ანძა მოჭრა პ---–----------ემ. მისი ჩვენებით, პირადად ახლდა პ---–-----------–--ეს, რომელიც მივიდა პ---–----------ესთან და მოსთხოვა პასუხი თუ რატომ მოჭრა ანძა, რომელიც სხვას ეკუთვნოდა, რასაც მოყვა მათ შორის შელაპარაკება.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა პ--------------–-ამ განმარტა, რომ 2--6 წლის 5-------–ს, ჯ----–-------------თან ერთად იმყოფებოდა შემოვლაზე და დაინახა პიროვნება, რომელიც ჭრიდა ლითონის მილებს. დაადგინა, რომ აღნიშნული პიროვნება იყო ზ--------------–---–ი, რომელიც გიური სამხარაძის დავალებით ჭრიდა მილებს. გიური სამხარაძისგან კი შეიტყო, რომ პ---–-----------–--ის დავალებით მოქმედებდნენ. მისი ჩვენებით, დაინახა, რომ გადაჭრის შედეგად ექვსი ცალი მილი იყო შემთხვევის ადგილზე, რომელიც მზად იყო წასაღებად.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ლ--------ის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა ჯ----–----------ემ განმარტა, რომ 2--6 წლის 5-------–ს, პ--------------–-ასთან ერთად იმყოფებოდა შემოვლაზე და სოფელ გ-------–---ში შენიშნა პიროვნება, რომელიც ჭრიდა ლითონის მილებს. გადაამოწმეს და დაადგინეს, რომ მილებს, გიური სამხარაძის დავალებით, ჭრიდა ზ--------------–---–ი. გიური სამხარაძისათვის კი დავალება მიცემული ჰქონდა პ---–-----------–--ეს. მისი ჩვენებით, პ---–-----------–--ეს დავალებით, შუაზე გადაიჭრა სამი ცალი მილი.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ უარი თქვა მოწმეების შ--–---–----ის, ე-–-------------იას, გ-------–-----ის და ზ-------–-----ის დაკითხვაზე და აღნიშნული პირები მოწმის სახით სასამართლო სხდომაზე არ დაიკითხნენ.
პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე, საჯაროდ, წაკითხულ იქნა დ----------–---ძის 2--6 წლის 23 აპრილის მოწმის სახით გამოკითხვის ოქმი, რომლის თანახმად, არის შპს "-------------------ის" დირექტორი 2009 წლიდან. შპს "-------------------ის" 100 პროცენტი წილის მფლობელი არის, თბილისში მცხოვრები გ-------–-----ე და სხვა მეწილე შპს "-------------------ს" არ ჰყავს. შპს "-------------------ს" ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-------–---ში, გააჩნია 225 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. დასახელებულ მიწის ნაკვეთზე შპს "-------------------ს" ანძა ან მილები არ ჰქონდა. ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ შ-------ში მცხოვრები პ---–-----------–--ე დოკუმენტალურად შპს "-------------------ის" მეწილე ან თანამშრომელი არ იყო და არც არასდროს ყოფილა. პ---–-----------–--ისთვის მითითება იმის შესახებ, რომ მას სოფელ გ-------–---ში დაეჭრა მილები არ მიუცია, ვინაიდან შპს "-------------------ს" გ-------–---ში საკუთრებაში ანძა ან მილები არ გააჩნდა.
სასამართლო სხდომაზე პოლიციის თანამშრომლებმა - გ--------------–---–მა, ფ------------–------ემ, ზ-------------ემ და დ-----------ემ დაადასტურეს, რომ პ---–-----------–--ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები განხორციელდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით.
2--6 წლის 5-------–ის N 8----9 შეტყობინებით, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა პ--------------–-ამ, ლ--------ის რაიონული სამმართველოს უფლებამოსილ პირს აცნობა, რომ სოფელ გ-------–---ში უცხო პიროვნების მიერ დაჭრილი იყო ლითონის მილები.
2--6 წლის 5-------–ის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, შემთხვევის ადგილი წარმოადგენს ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-------–---ში მდებარე შპს "--–-----------------ის" საქმიანი ეზო, სადაც ეზოში განთავსებულია სამი ცალი თორმეტი მეტრი სიგრძის მილი, რომლებიც, ლითონის საჭრელი ხელსაწყოს გამოყენებით, შუაზეა გაჭრილი. იქვე დგას ლურჯი ფერის მოტოციკლი სახელმწიფო ნომრით, A---47, რომელზეც დევს გაზის აირზე მომუშავე ლითონის საჭრელი ხელსაწყო თავისი ჭურჭლებით, რაზეც ზ--------------–---–მა განმარტა, რომ იგი იყო მისი კუთვნილი, რომლითაც დაჭრა მილები, თავად კი წარმოადგენდა დაქირავებულ მუშას. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ, ლითონის სამი ცალი გადაჭრილი მილი ჩაბარდა შპს "--–----------------ის" წარმომადგენელს პ---–----------ეს, ხოლო ლურჯი ფერის მოტოროლი მასზე განთავსებული ხელსაწყოებით, ჩაბარდა მის მფლობელს ზ--------------–---–ს. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირების, პ---–----------ის, ზ--------------–---–ის და ოქმის შემდგენი პირის ზ-------------ის მიერ.
2--6 წლის 1--------–ის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, 2--6 წლის 1--------–ს, 10 საათსა და 20 წუთზე, ლ--------ის რაიონული სამმართველოს სუფსის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოდან ავტომანქანა ჰაილუქსით, სახელმწიფო ნომრით F----79, ამავე განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელთან, გ--------------–---–თან და ზ--------------–---–თან ერთად წავიდნენ ზ--------------–---–ის ჩვენების ადგილზე შემოწმების მიზნით. მივიდნენ ლ--------ის რაიონის სოფელ გ-------–---ში, სადაც ე.წ. "----------ის" წინ ზ--------------–---–მა მიუთითა შპს "--–-----------------ის" კუთვნილი ნაკვეთისკენ მიმავალ გზაზე და აჩვენა ადგილი, სად გადაუხვია თავისი კუთვნილი მოტოროლით, ფ------სარფის ცენტრალური საავტომობილო გზიდან. ზ--------------–---–მა მიუთითა შპს "--–-----------------ის" კუთვნილ ნაკვეთში დალაგებულ სამ ცალ ლითონის მილზე და განმარტა, რომ სწორედ აღნიშნული მილები დაჭრა მისი კუთვნილი საჭრელი ხელსაწყოს გამოყენებით. ასევე განმარტა, რომ ლითონის მილების დასაჭრელად იგი დაიქირავა გიური სამხარაძემ, რომელიც თავის მხრივ მოქმედებდა პ---–-----------–--ის დავალებით, რომელმაც გიური სამხარაძეს უთხრა, რომ მილები იყო მისი საკუთრება და თხოვა დახმარებოდა, მილების ლ--------ში გადატანაში. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერილია საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე პირების ზ--------------–---–ის, გ--------------–---–ის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი პირის, დ-----------ის მიერ.
2--6 წლის 19 აპრილის სასაქონლო ექსპერტიზის N 125/ს დასკვნით, ლ--------ის რაიონის სოფელ გ-------–---ში ექსპერტიზაზე წარმოდგენილი მაგისტრალური წყალსადენის 6 ცალი ფოლადის მილის საერთო სიგრძით 35.8 გრძ. (0-530მმ, კედლის სისქე-10მმ) საბაზრო ღირებულება, მათი ფაქტიური ფიზიკური მდგომარეობის (ექსპლუატაციაში ნამყოფი) გათვალისწინებით, შეადგენს - 3222 (სამი ათას ორასოცდაორი) ლარს. ექსპერტიზის დასკვნის გამცემმა ექსპერტმა, რ-------------მ, სასამართლო სხდომაზე, მოწმის სახით დაკითხვის დროს, დაადასტურა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები.
საქართველოს შსს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლ--------ის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებლის დ-----------ეს 2--6 წლის 13 აპრილის M-------------708 მიმართვით, შპს "--–-----------------ის" დირექტორს შ--–---–----ეს ეცნობა, რომ შსს ლ--------ის რაიონული სამმართველოს სუფსის პოლიციის განყოფილების წარმოებაში იყო სისხლის სამართლის საქმე N 0----------1 შპს "--–-----------------ის" კუთვნილი ლითონის მილების ქურდობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით. განემარტა წერილის ადრესატს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულად იქნებოდა ცნობილი შპს "--–-----------------ი", რის გამოც ეთხოვა შპს-ს გამოეყო წარმომადგენლობით აღჭურვილი პირი, რომელიც დაიცავდა დაზარალებული შპს-ს ინტერესებს.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2--6 წლის 2------ილის N 12/1--02 წერილით, საგამოძიებო ორგანოს ეცნობა, რომ ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-------–---ში მდებარე N---.15.42.1-- და N---.15.42.1-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება წარმოადგენდა კერძო საკუთრებას, რის გამოც სისხლის სამართლის საქმეზე, დაზარალებულის სახით საპროცესო საგამოძიებო მოქმედებებში, ს--------–-------------------------ის მომსახურების ცენტრი ვერ მიიღებდა მონაწილეობას.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2--6 წლის 2------ილის N 12/21--6 წერილით, საგამოძიებო ორგანოს ეცნობა, რომ ლ--------ის მუნიციპალიტეტის სოფელ გ-------–---ში მდებარე (ს/კ: N---.15.42.1---ის მიმდებარე) ყოფილი სატელეკომუნიკაციო ანძა და მასზე დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სახელმწიფო ქონებას (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: N---.15.42.1----
2--6 წლის 2------ილის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, ლ--------ის რაიონული სამმართველოს სუფსის პოლიციის განყოფილების ადმინისტრაციული შენობის ეზოდან, სახელმწიფო ნომრის F----79 მქონე ავტომანქანით, ფ------------–------ესთან, პ---–----------ესთან და საკადასტრო აზომვითი ნახაზების სპეციალისტ ინდ. მეწარმე ზ-------–-----ესთან ერთად, წავიდნენ მოწმე პ---–----------ის მითითებით და მივიდნენ სოფელ გ-------–---ში, სადაც ე.წ. ტ--------ის წინ პ---–----------ემ მიუთითა ადგილზე, სადაც არის დაახლოებით 1 კვ.მ. ჩამოსხმული ცემენტი, რომელიც კიდეებში გადაფარულია ბალახით. პ---–----------ემ განმარტა, რომ აღნიშნულ ადგილზე იყო დამაგრებული ლითონის მილებიდან შეკრული ყოფილი კავშირგაბმულობის ანძა, რომელიც 2--5 წლის 2-----ვარს წაიქცა ძლიერი ქარის შედეგად, რომელიც დაჭრა შემდუღებელი აპარატის მეშვეობით სამ ცალ 1------რი სიგრძის ბოძებად და ტრაქტორის მეშვეობით გადაიტანა ასევე შპს "--–-----------------ის" კუთვნილ ფართობში, სადაც 2--6 წლის 5-------–ს მილები დაჭრა მისთვის უცნობმა პირმა. ასევე მიუთითა ადგილი სადაც ალაგია სამი ცალი შუაზე გაჭრილი დაახლოებით 1------რი სიგრძის ლითონის მილი. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილე საკადასტრო აზომვითი ნახაზების სპეციალისტმა, ინდ. მეწარმე ზ-------–-----ემ იმ ადგილას სადაც თავდაპირველად იყო ლითონის მილებიდან შეკრული ანძა დამაგრებული და იმ ადგილიდან, სადაც ელაგა სამი ცალი დაახლოებით 1------რი სიგრძის შუაზე გაჭრილი ლითონის მილი, აიღო GPS კოორდინატები, GPS კოორდინატების ამღები ხელსაწყოს გამოყენებით. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერილია პ---–----------ის, ზ-------–-----ის, ფ------------–------ის და საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი და ოქმის შემდგენი პირის, დ-----------ის მიერ.
2.2. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2--5 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.3 მუხლით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2--6) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2--3; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2--6; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2--6; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2--6). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2--0, პუნქტი 32).
სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრების უფლებას აღიარებს და იცავს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის 1952 წლის 20 მარტის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი, რომლის თანახმად, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს აქვს უფლება დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვენ და იმ პირობებით, რომლებიც გათვალისწინებული არიან კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით. საკუთრების უფლება დაცულია, 1995 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილით, საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით, კრიმინალიზებული დანაშაულის დაცვის ობიექტს წარმოადგენს საკუთრება. სასამართლო მიუთითებს, რომ საკუთრება არის თავისუფლების კონკრეტული გამოყენება, რომელიც იცავს ადამიანების თანასწორობას საკუთრებაზე თავისუფლად ხელმისაწვდომობის მეშვეობით. საკუთრება წარმოადგენს საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და ეკონომიკური საქმიანობის საფუძველს, სწორედ მისი დაცვა იძლევა თანაბარ შესაძლებლობას, არაპირდაპირ უზრუნველვყოთ მთელი რიგი ფუნდამენტური უფლებების დაცვა.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ სოფელ გ-------–---ში არსებულ ფოლადის მილებს, პ---–-----------–--ის დავალების საფუძველზე, ჭრიდა, გიური სამხარაძის მიერ დაქირავებული პირი, ზ--------------–---–ი. დაცვის მხარის მხრიდან სადავოა მხოლოდ ის გარემოება, რომ ქმედების ჩადენის დროს პ---–-----------–--ე არ ცდილობდა სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რადგან პ---–-----------–--ეს აღნიშნული მილები მიაჩნდა თავის საკუთრებად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, დაეუფლოს სხვის საკუთრებას, რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს. აღნიშნული ქმედების შემადგენლობის განხორციელება, მხოლოდ განზრახი მოქმედებით არის შესაძლებელი. მართალია, განზრახვა იმ მომენტიდან წარმოიშვება, როცა პირი მოქმედების ნებელობით გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა სისხლისამართლებრივ მნიშვნელობას იგი მარტოოდენ მაშინ იძენს, როცა პიროვნება მის განხორციელებას ე.ი. ნებელობითი გადაწყვეტილების აღსრულებას დაიწყებს, რომლის რეალიზაციაც სისხლის სამართლის კოდექსით დაცული სიკეთის დარღვევას იწვევს. ნებელობითი გადაწყვეტილების წარმმართველი საწყისი კი, როგორც განზრახვის აუცილებელი ელემენტი, ყოველთვის წინ უსწრებს პირის მოქმედებას. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელს უნდა ქონდეს კონკრეტული განზრახვა ხელყოს აღნიშნული მუხლით დაცული სამართლებრივი სიკეთე - სხვისი საკუთრების უფლება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოძრავი ნივთის დაუფლების მცდელობის ფაქტი დადგენილია, თუმცა სახეზე არ არის ქმედების შემადგენლობის ერთ-ერთი ნიშანი - "ფარული დაუფლება". სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მესაკუთრისაგან, ისე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი. მოწმეთა, გიური სამხარაძის და ზ--------------–---–ის ჩვენებებით დადგენილია, რომ პ---–-----------–--ემ მილების გადატანის მიზნით დაიქირავა აღნიშნული პირები, რომელთაც განუმარტა, რომ მილები იყო მისი საკუთრება და მისცა უფლება დაეჭრა მილები, რათა ტრანსპორტირება ყოფილიყო შესაძლებელი. ზ--------------–---–მა, რომელიც უშუალოდ ჭრიდა მილებს, აღნიშნა, რომ პოლიციელების მისვლის შესახებ აცნობა პ---–-----------–--ეს და პოლიციელები დაალაპარაკა ტელეფონზე, თუმცა პავლემ უთხრა, რომ მილები იყო მისი და უნდა გაეგრძელებია მათი დაჭრა. პ---–-----------–--ეს აღნიშნული მოქმედება, როდესაც დაიქირავებს ორ პირს მილების გადასატანად და პოლიციელთა მისვლის შემდეგ, კვლავ ავალებს დაქირავებულ პირს, სამუშაოს შესრულების გაგრძელებას, გამორიცხავს ქმედების ფარულად ჩადენას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ 2--6 წლის 5-------–ს, პ---–-----------–--ე არ ცდილობდა ფარულად დაუფლებოდა სხვის კუთვნილ მოძრავ ნივთებს.
სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ბრალდებული პ---–-----------–--ე და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი, აღნიშნავენ, რომ პ---–-----------–--ეს არ ამოძრავებდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, რადგან სადავო მილები თავის საკუთრებად მიაჩნდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლსაწინააღმდეგო არის მიზანი, როცა ის მატერიალურ საკუთრებით წესრიგს ეწინააღმდეგება (lackner-kühl, Strafgesetzbuch Kommentar, 25, Auflage, § 242/27, Verlag C.H. Beck München 2004).
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარეს არაერთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დასჭირდა, რათა დაედგინა სადავო მილების მესაკუთრე. თავად სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, 2--6 წლის 2------ილის N 12/1--02 წერილში აღნიშნავს, რომ დაზარალებულის სახით საპროცესო საგამოძიებო მოქმედებებში, ს--------–-------------------------ის მომსახურების ცენტრი ვერ მიიღებდა მონაწილეობას, რადგან უძრავი ქონება წარმოადგენდა კერძო საკუთრებას. გამომძიებელ დ-----------ეს, გამოძიების დაწყებისას, დაზარალებულად შპს "--–-----------------ი" მიაჩნდა და განუმარტავდა შპს-ს, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, დაზარალებულად იქნებოდა ცნობილი შპს "--–-----------------ი" და შპს-ს თხოვდა გამოეყო წარმომადგენლობით აღჭურვილი პირი, რომელიც დაიცავდა დაზარალებულის ინტერესებს. ასევე, დადგენილია, რომ მილების საკუთრებასთან დაკავშირებით, დაპირისპირება იყო, შპს "--–-----------------ის" წარმომადგენელ პ---–----------ეს და ბრალდებულ პ---–-----------–--ეს შორის, რადგან თითოეულ მათგანს მიაჩნდა, რომ მოძრავი ნივთის მესაკუთრეს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ, მოძრავი ნივთის მესაკუთრე დადგინდა, უძრავი ნივთის ადგილმდებარეობის მიხედვით. კერძოდ, რადგან ყოფილი სატელეკომუნიკაციო ანძის სადგარი იმყოფებოდა მიწის ნაკვეთზე, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო ქონებას, მოძრავი ნივთის მესაკუთრედ განისაზღვრა სახელმწიფო. სასამართლო აღნიშნავს, რომ დასახელებული ფაქტი (სადავო მილების მესაკუთრე), გამოძიების დაწყებამდე, არათუ ბრალდებულ პ---–-----------–--ისათვის, არამედ თავად დაზარალებულისათვის იყო უცნობი, რაც გამორიცხავს პ---–-----------–--ის - სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით - მოქმედებას.
სასამართლო სხდომაზე მხოლოდ შპს "-------------------ის" თავდაპირველმა დამფუძნებლებმა მ--–------------–--ამ და ზ-----------–---–--–---–მა მიუთითეს იმ გარემოებაზე, თუ როდის და რა მიზნით აღიმართა სადავო მილებისგან შემდგარი ანძა და იდენტურად ისაუბრეს ისეთ დეტალებზე, რომლებიც მხოლოდ ასეთი სამუშაოს შემსრულებლისათვის (დამკვეთისათვის) იქნებოდა ცნობილი, რის გამოც სასამართლო იზიარებს მათ ჩვენებებს და დადგენილად მიაჩნია, რომ სადავო მილებისგან შემდგარი ანძის თავდაპირველ მესაკუთრეს წარმოადგენდა შპს "-------------------ი". სასამართლო ასევე იზიარებს მოწმეთა ჩვენებებს, როდესაც ისინი მიუთითებენ, რომ პ---–-----------–--ემ შპს "-------------------ის" შეძენის მიზნით 15 000 ლარი გადასცა მ--–------------–--ას, რომელმაც თავის მხრივ თანხა მიუტანა ზ-----------–---–--–---–ს. მ--–------------–--ამ ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნულის შემდეგ შპს "-------------------ს" ფაქტიურად ხელმძღვანელობდა პ---–-----------–--ე, იგი აძლევდათ დავალებებს და უხდიდა ხელფასს. პ---–-----------–--ე ასევე უზრუნველყოფდა ყველა ჩასატარებელ სამუშაოს ან აძლევდა შესაბამის თანხას. ზ-----------–---–--–---–მა კი დამატებით აღნიშნა, რომ პ---–-----------–--ესთან წარმოებული მოლაპარაკების შედეგად, შესაბამისი გადახდილი თანხის საფუძველზე გაიყიდა შპს "-------------------ის" მოძრავი ქონება და მათ შორის ტექნოლოგიური დანადგარები, ანძა, ლიცენზია და სვიჩი. აღნიშნულმა გარემოებებმა განაპირობა პ---–-----------–--ეს მცდარი დასკვნა, რომ სადავო მილები მის საკუთრებას წარმოადგენდა და შეეძლო მათი გადატანის მიზნით დაჭრა. ამ ქმედებით კი პ---–-----------–--ემ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილით გათვალისწინებული - თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი. სასამართლო მიუთითეს, რომ თავისად დაგულვებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არა აქვს. თვითნებობა ობიექტური შემადგენლობის ნიშნებით ჰგავს საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემადგენლობას, მაგრამ ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე და თავად ბრალდებულის ქცევის, მოტივის მხედველობაში მიღებით დანაშაულის ჩადენამდე და დანაშაულის შემდეგ, უნდა მოხდეს პირის მიერ ჩადენილი ქმედების გამიჯვნა. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ პ---–-----------–--ის ქმედება წარმოადგენს თვითნებობას, რადგან მას მიაჩნდა, რომ სადავო მილები წარმოადგენა მის საკუთრებას. ბრალდებულმა როდესაც შეიტყო ანძის მოჭრის შესახებ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ი-----–----------ესთან ერთად მივიდა პ---–----------ესთან, რომელსაც მოსთხოვა პასუხი ანძის მოჭრის გამო, რასაც თან ახლდა შელაპარაკება. ამის შემდეგ პ---–-----------–--ე, მიაჩნია რა სადავო მილები თავის საკუთრებად, ავალებს გიური სამხარაძეს მილების გადატანას, რომელიც თავის მხრივ, მილების დაჭრის მიზნით, დაიქირავებს ზ--------------–---–ს. სასამართლო კვლავ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მილების დაჭრის პროცესში, ზ--------------–---–თან მიდიან პოლიციის თანამშრომლები, რომლებსაც ტელეფონით ესაუბრება პ---–-----------–--ე და განუმარტავს, მათ რომ მილები არის მისი საკუთრება და მიუხედავად პოლიციელთა მისვლისა, ავალებს ზ--------------–---–ს, რომ განაგრძოს მილების დაჭრა, რადგან აღნიშნული ქონება მის საკუთრებას წარმოადგენს. გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოება, რომ სადავო მილების მესაკუთრის დადგენას არაერთი საგამოძიებო მოქმედების ჩატარება დასჭირდა და თავად დაზარალებულმაც არ იცოდა, რომ აღნიშნული მოძრავი ნივთები მის საკუთრებას წარმოადგენდა. დასახელებული გარემოებები კი სასამართლოს უქმნის იმის შინაგან რწმენას, რომ პ---–-----------–--ეს შეცდომით მიაჩნდა სადავო მილები თავის საკუთრებად.
სასამართლო მნიშვნელოვან ზიანთან დაკავშირებით მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემთხვევის ადგილას თავდაპირველად განთავსებული იყო სამი ცალი მილი, რომლებიც შუაზე არის დაჭრილი. აღნიშნულით არსებითად შეიცვალა ნივთის ნიშან-თვისებები, რის გამოც სასამართლოს ქმედების შედეგად გამოწვეული მნიშვნელოვანი ზიანი დადგენილად მიაჩნია.
ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ პ---–-----------–--ემ ჩაიდინა თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
3. სამართლებრივი შეფასება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, იდენტურად ადასტურებენ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულ მტკიცებულებებს შორის არ არსებობს არსებითი ხასიათის წინააღმდეგობები, რაც ეჭვქვეშ დააყენებდა მათ სანდოობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--2 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2--4 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).
სასამართლო განმარტავს, რომ პ---–-----------–--ის მიერ ქურდობის მცდელობის ჩადენა, ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს, რომელიც არ დადასტურდა სათანადო მტკიცებულებებით. ეჭვი კი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ხელმძღვანელობს საყოველთაოდ აღიარებული პრინციპით - „in dubio pro reo”, რომლის თანახმადაც, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის არასაკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ პ---–-----------–--ის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177–ე მუხლის მე 2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე - თვითნებობა, ესე იგი თავისად დაგულებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ განხორციელება, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი, რადგან ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა საკმარისია, აღნიშნული კვალიფიკაციით პ---–-----------–--ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
პ---–-----------–--ის, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას. სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ პ---–-----------–--ე თანამშრომლობდა საგამოძიებო ორგანოსთან, ნასამართლევი არ არის და უხეშად არ დაურღვევია წესრიგი სასამართლო სხდომაზე.
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ პ---–-----------–--ეს ძირითადი სასჯელის სახედ უნდა დაენიშნოს ჯარიმა. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ჯარიმის ოდენობის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნას საქმის სასამართლოში განხილვის დრო.
ამდენად, პ---–-----------–--ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების გათვალისწინებით, პ---–-----------–--ეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელი - ჯარიმის სახით.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
სასამართლოს მიერ მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, ექვსი ცალი ფოლადის მილი, რომელიც ინახება შემთხვევის ადგილას, უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 42-ე, 53-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
1. პ---–-----------–--ეს ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
2. პ---–-----------–--ე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
3. გაუქმდეს პ---–-----------–--ეს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო. პ---–-----------–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების _ გირაოს, 2 000 (ორი ათასი) ლარის, უზრუნველყოფის მიზნით, ყადაღადადებული, პ---–-----------–--ის (პ/ნ 2---------9) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით N---.05.43.1--- გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მის მესაკუთრეს განაჩენის აღსასრულებლად მიქცევიდან ერთი თვის ვადაში.
4. განაჩენი რეაგირებისათვის გადაეგზავნოს სააღსრულებო ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
5.1. ექვსი ცალი ფოლადის მილი, რომელიც ინახება შემთხვევის ადგილას, დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
7. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ბიძინა სტურუა