გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.05.2018
საქმის ნომერი
010210017002056311
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
17.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210017002056311

№2/3233-2017

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

საქართველოს სახელით

 

17.05.2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი

სხდომის მდივანი ლანა ძაგნიძე

 

მოსარჩელე - სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ი

წარმომადგენელი - რ------------–---–ი

 

მოპასუხე - რ----–-ნ ბ-----ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე რ----–-ნ ბ-----ისათვის სწავლის გადაუხდელი საფასურის - 250 ლარის ანაზღაურების დაკისრება, სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ის სასარგებლოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა არ ცნო და მიუთითა, რომ სადავო პერიოდში უნივერსიტეტისაგან მომსახურება არ მიუღია, რის გამოც არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. რ----–-ნ ბ-----ე (რ----–-ნ ხ------ე) სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის 2008 წლის 01 ოქტომბრის ბრძანებით, ჩაირიცხა სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სასწავლებლად.

 

3.1.2. სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ის რექტორის 2010 წლის 01 ნოემბრის #3-556 ბრძანებით რ----–-ნ ბ-----ეს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო, ხოლო 2013 წლის 24 სექტემბრის #01-09/481 ბრძანებით მინიჭა სწავლის გაგრძელების უფლება.

 

3.1.3. 2013 წლის 11 ნოემბერს რ----–-ნ ბ-----ესა და სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მოპასუხემ, როგორც სტუდენტმა იკისრა ვალდებულება კეთილსინდისიერად შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობები, დაწესებულების შინაგანაწესი, ეთიკის კოდექსი, ბ---–ს მართვის ორგანოების მიერ გამოცემული აქტები, მათ შორის იკისრა ვალდებულება გადაეხადა უნივერსიტეტისათვის სწავლის საფასური.

 

3.1.3. ბ---–ს რექტორის 2014 წლის 10 იანვრის #01-09/2 ბრძანებით რ----–-ნ ბ-----ეს შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო და დაერიცხა 2014-2015 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დავალიანება 250 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 11.11.2013 წლის ხელშეკრულება;

- 2013-2014 სასწავლო წლის ხელშეკრულება;

- 29.10.2008 წლის ბრძანება სახელის შეცვლის შესახებ;

- 01.11.2010 წლის ბრძანება სტატუსის შეჩერების შესახებ;

- 24.09.2013 წლის ბრძანება სწავლის გაგრძელების უფლების მინიჭების შესახებ;

- 10.01.2014 წლის ბრძანება, სტატუსის შეჩერების შესახებ;

- მიმართვა დავალიანების შესახებ;

 

3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. რ----–-ნ ბ-----ეს მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის 10 იანვრამდე ატარებდა სტუდენტის სტატუსს, 2014-2015 სასწავლო წელს სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ში არ უსწავლია და შესაბამისი მომსახურება უნივერსიტეტიდან არ მიუღია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერ მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სამართლიანი განაწილების პრინციპის დაცვით, იმ გარემოების მტკიცება, რომ მოპასუხე სწავლობდა უნივერსიტეტში და იღებდა შესაბამის მომსახურებას, ეკისრება მოსარჩელეს. მას კი რაიმე სათანადო მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა სადავო პერიოდში მოპასუხის უნივერსიტეტში სწავლისა და მისთვის მომსახურების გაწევის ფაქტს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.1-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით, სასამართლო აღნიშნავს, რომ თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, .საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

აღსანიშნავია, რომ მოპასუხე კატეგორიულად უარყოფს 2014-2015 სასწავლო წელს უნივერსიტეტში სწავლისა და რაიმე მომსახურების მიღების ფაქტს. მოსარჩელემ ამ გარემოების საწინააღმდეგოდ რაიმე მტკიცებულება, სსკ-ის 102 მუხლით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, ვერ წარმოადგინა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო პერიოდში მოპასუხეს უნივერსიტეტში არ უსწავლია და შესაბამისი მომსახურება მოსარჩელისაგან არ მიუღია.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ საქმის განხილვით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლებით, ასევე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე, 44-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულდა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებული პირობები ჯეროვნად, შესაძლებელია მხოლოდ ამ ხელშეკრულებაში მითითებული პირობების გონივრული გააზრებით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.

 

მითითებული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ მხარეთა ურთიერთვალდებულებების წარმოშობის საფუძველი, მათ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაა. განსახილველ შემთხვევაში, უნივერსიტეტის ვალდებულებას წარმოადგენდა სასწავლო მომსახურების გაწევა, ხოლო მოპასუხის ვალდებულებას წარმოადგენდა - მომსახურებისათვის შეთანხმებული საზღაურის გადახდა. ამასთან, მოპასუხეს სწავლის საფასურის გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე შეასრულებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს, რასაც მიიღებდა მოპასუხე.

 

საქართველოს კანონის ”უმაღლესი განათლების შესახებ” 79-ე მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთ-ერთი წყაროა სწავლის საფასური.

 

მითითებული ნორმის თანახმად, დადგენილია სწავლის საზღაურის გადახდის ვალდებულება შესაბამისი მომსახურების მიღებისას ანუ სწავლებისათვის და არა სტუდენტის სტატუსის ფლობისათვის. აქედან გამომდინარე, სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს სწავლის საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან - ისწავლოს და მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი; მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს 2014-2015 სასწავლო წლის სწავლის საფასურის ანაზღაურებას, თუმცა მის მიერ არ არის წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა სადავო პერიოდში უნივერსიტეტის მიერ მოპასუხისთვის შესაბამისი სასწავლო მომსახურების გაწევისა და ამგვარი მომსახურების მოპასუხის მიერ მიღების ფაქტს. ამდენად, არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და მის სასარგებლოდ, 2014-2015 სასწავლო წლის სწავლის საფასურის - 250 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი, უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ ბ---------–-----------------–--------–-–---------------------ის სარჩელი რ----–-ნ ბ-----ის მიმართ, 250 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება არ საჩივრდება და კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

მოსამართლე ინდირა მაშანეიშვილი