გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210018002292189 (2-70/18)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
მოსარჩელე - ნ----- ტა-----–-ძე
მოპასუხეები: - ვ-–- ბო-–---ძე, ლ--–- ბო-–---ძე, ბა---- ბო-–---ძე, გო----- ბო-–---ძე, მ---- ბო-–---ძე, აი----- და-----ძე
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
აღკვეთილი იქნეს საკუთრების უკანონო ხელშეშლა და დავალდებულდნენ მოპასუხეები - ვ-–- ბო-–---ძე, ლ--–- ბო-–---ძე, ბა---- ბო-–---ძე, გო----- ბო-–---ძე, მ---- ბო-–---ძე, აი----- და-----ძე გამოათავისუფლონ მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული უძრავი ნივთი მდებარე ხულო, ჭ-------ის ქუჩა N--, ბინა N--, საკადასტრო კოდი 23.11.31.---. 01.0---
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
ნ----- ტა-----–-ძეს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება - 30.00 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი, მდებარე ხულო, ჭ-------ის ქუჩა N--, ბინა N--, საკადასტრო კოდი 23.11.31.---. 01.0--- აღნიშნულ უძრავ ქონებაში დღემდე ცხოვრობენ და სარგებლობენ მოპასუხეები - ვ-–- ბო-–---ძე, ლ--–- ბო-–---ძე, ბა---- ბო-–---ძე, გო----- ბო-–---ძე, მარ ბო-–---ძე, აი----- და-----ძე. მესაკუთრეს არ ეძლევა საშუალება მის მიერ შეძენილი ქონება გამოიყენოს ტავისუფლად, და მოპასხუხეების ხელშეშლის გამო განიცდის ზიანს, რის გამოც მომართა სასამართლოს აღკვეთოს საკუთრების ხელყოფა და კანონიერ მესაკუთრეს გადაეცეს მისი საკუთრება თავისუფალ მდგომარეობაში.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ, სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ვ-–- ბო-–---ძემ და გო----- ბო-–---ძემ სარჩელი ცნეს, თუმცა აღნიშნეს, რომ მოსარჩელეს შეუთანხმდებიან, გადაუხდიან მის მიერ გადახდილ თანხას და დარჩებიან საცხოვრებელ ბინაში, რადგანაც ოჯახში ყავთ პატარა ბავშვები და ღრმად მოხუცი ბებია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნ----- ტა-----–-ძეს საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება 30.00 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართი, მდებარე ხულო, ჭ-------ის ქუჩა N--, ბინა N--, საკადასტრო კოდი 23.11.31.---. 01.0---
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.1.2. საქმის განხილვის მომენტისათვის უძრავი ქონება მდებარე ხულო, ჭ-------ის ქუჩა N--, ბინა N--, საკადასტრო კოდი 23.11.31.---. 01.0---, წარმოადგენს ნ----- ტა-----–-ძის საკუთრებას, რომელსაც ფლობენ და სარგებლობენ მოპასუხეები - ვ-–- ბო-–---ძე, ლ--–- ბო-–---ძე, ბა---- ბო-–---ძე, გო----- ბო-–---ძე, მ---- ბო-–---ძე, აი----- და-----ძე. ქონების მესაკუთრე მოპასუხეთა ხელშეშლის გამო ვერ სარგებლობს კუთვნილ ქონებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა განმარტება.
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
-სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ დადგენილა
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე აბსოლუტური და მნიშვნელოვანი უფლებაა იმ უფლებათაგან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით.
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ საკუთრებაში აქვს უძრავი ქონება 30.00 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართი, მდებარე ხულო, ჭ-------ის ქუჩა N--, ბინა N--, საკადასტრო კოდი 23.11.31.---.01.---- რომელსაც მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ მოპასუხეები. მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170–ე მუხლის პირველი ნაწილით „მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას."
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”.
ამავე კოდექსის 312-ე მუხლის მეორე ნაწილით ,,რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უფლება ითვლება ნამდვილად მანამ, სანამ არ დადგინდება მისი უზუსტობა. საქმეზე წარმოდგენლი საჯარო რეესტრის ამონაწერით დგინდება, რომ უძრავი ქონება 30.00 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართი, მდებარე ხულო, ჭ-------ის ქუჩა N--, ბინა N--, საკადასტრო კოდი 23.11.31.---. 01.---- ნ----- ტა-----–-ძის საკუთრებადაა რეგისტრირებული.
6.4. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სკ-ის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მის კუთვნილ ქონებაში მისი ნების საწინააღმდეგოდ ცხოვრობენ მოპასუხეები და არ აძლევენ საშუალებას ამ ქონებით ისარგებლოს.
სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ მესაკუთრეს. ნ----- ტა-----–-ძე მესაკუთრეა და მას აქვს ასეთი მოთხოვნის უფლება. დადგენილია, რომ მოპასუხეები ვ-–- ბო-–---ძე, ლ--–- ბო-–---ძე, ბა---- ბო-–---ძე, გო----- ბო-–---ძე, მარ ბო-–---ძე, აი----- და-----ძე ფლობენ ნ----- ტა-----–-ძის საკუთრებაში რეგისტრირებულ საცხოვრებელ ფართს, რის წინააღმდეგია მოსარჩელე. მას მოპასუხეთა გამო ხელი ეშლება ქონებით სარგებლობაში. მოპასუხეები არ არიან ქონების მართლზომიერი მფლობელები, ამიტომაც გამოსახლებული უნდა იქნენ მოსარჩელის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან. გამოსახლებითა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემით აღსდგება ნ----- ტა-----–-ძის საკუთრების უფლება.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებით დადგენილია და მოპასუხე მხარეც აღიარებს მოსარჩელის საკუთრებაში რიცხული საცხოვრებელი ფართის უკანონოდ სარგებლობის ფაქტს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავის საგნის ფასი განისაზღვრება ფულის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – გადასახდელი თანხით.
ხელშეშლის აღკვეთის შესახებ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად შეადგენს 120 ლარს,მოსარჩელის მიერ წინასწარ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს მოსამზადებელ სხდომაზე, შესაბამისად მათ არ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა და მოსარჩელე მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უკან უნდა დაუბრუნდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა გამოყენებული
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ----- ტა-----–-ძის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. აღკვეთილი იქნეს საკუთრების უკანონო ხელშეშლა და დავალდებულდნენ მოპასუხეები - ვ-–- ბო-–---ძე, ლ--–- ბო-–---ძე, ბა---- ბო-–---ძე, გო----- ბო-–---ძე, მ---- ბო-–---ძე, აი----- და-----ძე გამოათავისუფლონ მოსარჩელე ნ----- ტა-----–-ძის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მდებარე ხულო, ჭ-------ის ქუჩა N--, ბინა N--, საკადასტრო კოდი 23.11.31.---. 01.0---
3. მოსარჩელე ნ----- ტა-----–-ძეს (პ/ნ 6----------) დაუბრუნდეს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 120 (ასოცი) ლარის ოდენობით ( სს ,,ლიბერთი ბანკი“ გადახდის ქვითარი N 15767499, გადახდის თარიღი 05.02.2018. სახაზინო კოდი 300733150)
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე