გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
210210117001866715
საქმე N 2/300-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2018 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი, გვანცა დევიძე
მოსარჩელე მა---------------------ა
წარმომადგენელი შა-–--------------–---–ი
მოპასუხეები რა--------------ი
წარმომადგენლები ლა----------------–---–ი
დავის საგანი ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი მა---------------------ასა და რა--------------ს შორის 20-6 წლის 23 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება, ქ. საგარეჯოში კ---------------------------ში მდებარე უძრავ ქონებებზე ს/კ 5-.1-.2-.1--.0-/0-- და საჯარო რეესტრში ამ ქონების მესაკუთრედ მისი აღრიცხვა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
მა---------------------ასა და რა--------------ს შორის 2016 წლის 23 მარტს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ქ. საგარეჯოში კ---------------------------ში მდებარე უძრავ ქონებებზე ს/კ 5-.1-.2-.1--.0-/0--. მოსარჩელეს ნასყიდობის თანხა არ გადასცემია, ხოლო მხარეთა შეთანხმებით მოპასუხე უკან გადმოუფორმებდა ბინას მოსარჩელეს როცა მოპასუხის მამა აიღებდა სესხს ამ ქონების იპოთეკით დატვირთვის შედეგად. ნასყიდობის ხელშეკრულებით დაიფარა თხოვების ხელშეკრულება.
2. მოპასუხეთა პოზიცია
მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ გარიგება დაიდო ნასყიდობის მიზნით, მხარეები ერთმანეთს არ იცნობდნენ და სხვა რაიმე შეთანხმება ვერც სესხის და ვერც თხოვების სახით მათ შორის ვერ იქნებოდა. ბინის საფასური მის მიერ ადგილზე იქნა გადახდილი რაც დასტურდება ხელშეკრულებით, რომელსაც ორივე მხარე აწერს ხელს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1 მა---------------------ასა და რა--------------ს შორის 2016 წლის 23 მარტს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, ქ. საგარეჯოში კ---------------------------ში მდებარე უძრავ ქონებებზე ს/კ 5-.1-.2-.1--.0-/0--.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მა---------------------ასა და რა--------------ს შორის 2016 წლის 23 მარტს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება
3.2. დადგენილი სადაო ფაქტობრივი გარემოებები
6.1 სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელსაც ემყარება მათი სარჩელი თუ შესაგებელი. ამტკიცებს ის, ვინც ამტკიცებს და არა ის, ვინც უარყოფს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი).
იმ გარემოებათა მტკიცების ტვირთი, რომ სარჩელით შედავებული გარიგებანი მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა მოსარჩელე მხარეს ევალება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს დასკვნით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გარიგების მართლწინააღმდეგობა, კერძოდ ის რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით მოხდა თხოვების თუ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დაფარვა და არ მომხდარა ნასყიდობის თანხის გადახდა, რაც თავისთავად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სასარჩელო მოთხოვნა, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 56-ე, 183-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე, 615-ე, 623-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. იმის გათვალისწინებით, რომ გარიგება ვლინდება პირის მიერ ნების გამოვლენაში, არსებობს როგორც ნამდვილი, ისე ბათილი გარიგებები. ნამდვილად ითვლება ისეთი გარიგება, რომელიც იწვევს გარიგების მონაწილეების მიერ დასახული სამართლებრივი შედეგის დადგომას, ხოლო ბათილია გარიგება, თუ მას შედეგად არ მოჰყვება დასახული მიზანი იმის გამო, რომ მოქმედი სამართალი განხორციელებულ ქმედებას სამართლებრივად უვარგისად მიიჩნევს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
თვალთმაქცური გარიგების დროს მართალია ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად რომელზედაც მხარეები თანხმდებიან. თვალთმაქცური გარიგების დროს მხარეების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილიც რეალურად გააჩნდათ. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება იკავებს ნამდვილი გარიგების ადგილს, მას სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია და მიიჩნევა ბათილ გარიგებად.
სასამართლო განმარტავს, რომ თვალთმაქცური გარიგების გაფორმებისას, მხარეთა მიერ გამოხატული რეალური ნება სახელშეკრულებო ურთიერთობის თაობაზე სხვაა, ვიდრე იგი დადებული გარიგებით აისახება. გარიგების თვალთმაქცურობის გამო ბათილად ცნობის მოთხოვნისას, მოსარჩელეს აკისრია მტკიცების ვალდებულება, რომ სადავოდ გამხდარი გარიგებით დაიფარა სხვა გარიგება და გაფორმებული ხელშეკრულება არ გამოხატავს ამ ხელშეკრულების მონაწილეთა ნამდვილ ნებას.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს დასკვნით მოსარჩელემ ვერ დაადასტურა გარიგების მართლწინააღმდეგობა, კერძოდ ის რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით მოხდა თხოვების თუ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების დაფარვა და არ მომხდარა ნასყიდობის თანხის გადახდა, რაც თავისთავად სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
მოსარჩელე უთითებს, რომ ნასყიდობა გაფორმდა სესხისა და იპოთეკის და თხოვების ხელშეკრულების დაფარვის მიზნით. თვალთმაქცური გარიგების არსიდან გამომდინარე მხარეთა შორის დადებული ნამდვილი გარიგება არის არა ნასყიდობა არამედ თხოვება ან სესხი და იპოთეკა. სამოქალაქო კოდექსის 615-ე მუხლის თანახმად, თხოვების ხელშეკრულებით გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობაში. როგორც მოსარჩელემ ისე მოპასუხემ აღიარეს რომ მოპასუხეს ქონება არ გადასცემია და დღემდე ის იმყოფება მოსარჩელის სარგებლობაში, რაც გამორიცხავს მხარეთა შორის თხოვების ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა მასსა და მოპასუხეს შორის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამართლებრივი ურთიერთობის არსებობა.
7.2. სასამართლო ყუარადღებას ამახვილებს მოსარჩელის პოზიციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ არ მომხდარა მოსარჩელისთვის ნასყიდობის საფასურის გადახდა და მოპასუხეს ქონება არ გადასცემია. ნასყიდობის ხელშეკრულების მთავარი მახასიათებელი ნიშანია საკუთრების უფლების გადაცემა მყიდველზე და ამის სანაცვლოდ მყიდველის მიერ შეთანხმებული საფასურის გამყიდველისათვის გადაცემა. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლი უძრავ ნივთზე საკუთერების უფლების შეძენას უკავშირებს გარიგების წერილობითი ფორმით დადებას და უფლების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში, კონკრეტულ შემთხვევაში საკუთების უფლების შეძენის პირობები დაცულია და სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქონების გადაუცემლობა ნასყიდობის ხელშეკრულების არარსებობის საფუძველია. რაც შეეხება ნასყიდობის საფასურის გადახდის ფაქტს, სასამართლოს მიაჩნია რომ ეს ფაქტი დადგენილია წერილობითი ხელშეკრულებით, რომელსაც ორივე მხარე აწერს ხელს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა არ არსებობს სახელმწიფო ბაჟის მოპასუხეებისთვის დაკისრების საფუძველი და გადახდილი ბაჟი ნდა დარცეს ბიუჯეტსი გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 -ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა უნდა გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამარტლოს 2017 წლის 05 აპრილის განჩინება სარცელის უზრუნველყოფის სესახებ, რომლითაც მოპასუხე რა--------------ს (პ/ნ 3----------) აეკრძალა უძრავი ქონების, (მდებარე ქ. საგარეჯო, კ----------------, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი 5-.1-.2-.1--.0-/0--, ნაკვეთის დანიშნულება: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებული ფართობი 847,00 კვ.მ.), გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე–3, მე–8, 55–ე, 1991, 243–244–ე, 248–250, 257–ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მა---------------------ას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის, ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მერაბ ღვინიაშვილი