განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2018
საქმის ნომერი
270100118002458245
დავის ტიპი
25 - 177 2 ა , 177 2 ა
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №270100118002458245 (1/31-18)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 მაისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო წა-–------ის მუნიციპალიტეტში

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ

ანა კვირტიას მდივნობით

 

პროკურორ - გი--------------იას,ბრალდებულ ბა--------–-----იას, ლე-----------------ას და

ადვოკატ - მთ--------------ას

 

მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი--------------იას შუამდგომლობა

 

ბრალდებულ ბა--------–-----იას მიმართ

დაბადების თარიღი: 12-------2 წელი,პირადი ნომერი: 51--------4,საქართველოს მოქალაქე,დასაოჯახებელი,მისამართი: წა-–--------------------------–-----–--ა

 

ბრალდებულ ლე----------------ას მიმართ

დაბადების თარიღი: 15-------4 წელი,პირადი ნომერი: 62--------9,საქართველოს მოქალაქე,დაოჯახებული,რეგისტრაციის მისამართი: ოჩ-------------------------–------------–ი, ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი: ჯვარი, ილ. ჭავჭავაძის ქუჩა №20,სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და 25-177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

დადგენილია, რომ ბა--------–-----იამ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ბა--------–-----იას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის მარტის დასაწყისში, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში, ბა--------–-----იამ შპ--------------------------------------ალ დეველოპმენდ კოს“ მიერ არენდით აღებულ ხე/ტყის მასივში, მდებარე წა-–------ის რაიონის სოფელ მუ–--ას მთიან ადგილში (სატყეო უბანი - ჭალე) მოჭრა 3 (სამი) ერთეული წიწვოვანი ჯიშის (ნაძვი) ხე, რომელმაც შეადგინა 9 (ცხრა) ცალი მორი. 2018 წლის 05 მაისს, საღამოს საათებში, ბა--------–-----ია ლე-----------------ას დახმარებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ზემოთ მითითებულ ხის მორებს, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიადგა 1919.28 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

დადგენილია, რომ ლე----------------ამ ჩაიდინა ქურდობაში დახმარება, ესე იგი დახმარება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

 

ლე----------------ას მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2018 წლის 05 მაისს, საღამოს საათებში, წა-–------ის რაიონის სოფელ მუ–--ას მთიან მასივში (სატყეო უბანი - ჭალე), ლე----------------ა დაეხმარა ბა--------–-----იას, რათა ეს უკანასკნელი შპ--------------------------------------ალ დეველოპმენდ კოს“ მიერ არენდით აღებულ ხე/ტყის მასივიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებოდა ზემოთხსენებული კომპანიის კუთვნილ წიწვოვან 3 (სამი) ცალ ნაძვის ჯიშის ხეს, რომლისგანაც მიღებული იყო 9 (ცხრა) ცალი მორი, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი, რის გამოც დაზარალებულ კომპანიას მიადგა 1919.28 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2018 წლის 22 მაისს გაფორმდა საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი--------------იას, ბრალდებულებს ბა--------–-----იას, ლე----------------ასა და ადვოკატ მთ--------------ას შორის.

 

საპროცესო შეთანხმების დამტკიცებისას სასამართლო სხდომაზე დარწმუნდა, რომ ბრალდებულები ბა--------–-----ია და ლე----------------ა აცნობიერებენ იმ დანაშაულის ხასიათს, რომლის ჩადენაშიც ედებათ ბრალი, სრულად აცნობიერებენ იმ დანაშაულისათვის გათვალისწინებულ სასჯელს, რომლის ჩადენასაც აღიარებენ, მათთვის ცნობილია საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა ბრალის აღიარების შესახებ.

 

ბრალდებულები ბა--------–-----ია და ლე----------------ა აცნობიერებენ, რომ თუ სასამართლომ არ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, დაუშვებელია მომავალში მის წინააღმდეგ ნებისმიერი ინფორმაციის გამოყენება, რომელსაც ის მიაწვდის სასამართლოს საპროცესო შეთანხმების განხილვისას.

 

ბრალდებულები აცნობიერებენ, რომ მათ აქვს შემდეგი უფლებები: დაცვის უფლება, უფლება უარი განაცხადოს საპროცესო შეთანხმებაზე ბრალის აღიარების შესახებ, უფლება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის თაობაზე, ასევე სასამართლო დარწმუნდა, რომ საპროცესო შეთანხმება არ არის შედეგი ბრალდებულის იძულების, დაშინების, თუ ისეთი დაპირებისა, რომელიც სცილდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებს.

 

ბრალდებულები ბა--------–-----ია და ლე----------------ა ეთანხმებიან ბრალის აღიარების შესახებ საპროცესო შეთანხმების ფაქტობრივ საფუძველს.

 

ბრალდებულებს და პროკურორს შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობა ასახულია საპროცესო შეთანხმებაში.

 

ბრალდებულები და მათი ადვოკატი სრულად იცნობენ საქმის მასალებს.

 

სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდებულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მხრიდან არ ყოფილა წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, განემარტა ბრალდებულს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული საპროცესო შეთანხმების დამტკიცებას.

 

პროკურორი გი--------------ია შუამდგომლობს ბა--------–-----იას და ლე-----------------ას მიმართ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე, ის ითხოვს:

 

ბრალდებული ბა--------–-----ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ს 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, იმავე 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ბრალდებული ბა--------–-----იას საქართველოს სსკ-ს 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო (უსასყიდლო) შრომა 225 საათის ოდენობით.

 

ბრალდებული ბა--------–-----იას სსკ-ს 52-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი - ბენზოხერხი.

 

ბრალდებული ლე----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ს 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, იმავე 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ბრალდებული ლე----------------ას საქართველოს სსკ-ს 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო (უსასყიდლო) შრომა 225 საათის ოდენობით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

1. საქმეზე ამოღებული მოჭრილი ხის მორები დაუბრუნდეს დაზარალებულ შ.პ.ს „ ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენტ კოს“ უფლებამოსილ პირს.

2. კამაზის მარკის ავტომანქანა - სახ.ნომრით CA----4 დაუბრუნდეს მამუკა ქარდავას.

ბრალდებულები და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატი მთ--------------ა დაეთანხმნენ ბრალდებულის მიმართ ზემოთაღნიშნული სასჯელის გამოყენებას.

 

ბა--------–-----იასა და ლე----------------ას ბრალეულობა დადასტურებულია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:

 

1.მოწმე ბა--------–-----იას გამოკითხვის ოქმი; 2.მოწმე ლე----------------ას გამოკითხვის ოქმი; 3.მოწმე ლე------------ას გამოკითხვის ოქმი; 4.მოწმე ქა---------------ს გამოკითხვის ოქმი; 5.მოწმე აკ-----–-----–--ას გამოკითხვის ოქმი; 6.მოწმე ირ---–-------–---იას გამოკითხვის ოქმი; 7.მოწმე გი-----------------–-ას გამოკითხვის ოქმი; 8.ამოღების ოქმები; 9.შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.

 

სასამართლომ განიხილა რა საქმეში არსებული მასალები, გაეცნო და გაანალიზა ბრალის დასადასტურებლად წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მიაჩნია, რომ საპროცესო შეთანხმება უნდა დამტკიცდეს, მოთხოვნილი სასჯელი კანონიერი და სამართლიანია და მივიდა შემდეგ დასკვნამდე:

 

გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ბა--------–-----იამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მათ უნდა დაედოთ მსჯავრი.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია, რომ ლე----------------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც მათ უნდა დაედოთ მსჯავრი.

 

ბაადურ გოგოხიასა და ლე----------------ას მიმართ საპროცესო შეთანხმების დამტკიცების დროს მხედველობაშია მიღებული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი, ქმედების განხორციელების სახე და ხერხი, მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის პიროვნება, მათი წარსული ცხოვრება, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მხარეებს შორის დადებულია საპროცესო შეთანხმება, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად.

 

საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, ამ კოდექსის 63-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას სასამართლო ადგენს გამოსაცდელ ვადას, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულმა არ უნდა ჩაიდინოს ახალი დანაშაული და უნდა შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობა.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ევროპული სასამართლოს მიდგომას საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტთან მიმართებაში:

 

საქმეზე ნაცვლიშვილი და ტოგონიძე საქართველოს წინააღმდეგ ევროპულმა სასამართლომ მიუთითა, რომ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესაბამისია (იხ. ბაბარ აჰმადი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, mutatis mutandis, Badar Ahmad and Others v. tne United Kinngdom ).

 

ევროპული სისხლისსამართლებრივი სისტემისათვის დამახასიათებელია, რომ ბრალდებულმა მიიღოს უფრო მსუბუქი სასჯელი ან გათავისუფლდეს სასჯელისაგან დანაშაულის აღიარების ან გამოძიებასთან თანამშრომლობის გამო (იხ. სლავჩო კოსტოვი ბულგარეთის წინააღმდეგ, რუსიცკი პოლონეთის წინააღმდეგ, Slavcho Kostov v. Bulgaria , Ruciński v. Poland).

 

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს სწრაფი მართლმსაჯულება და ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმით ხდება სისხლის სამართალწარმოების შემცირება (იხ. სკოპოლა იტალიის წინააღმდეგ, Scoppola v. Italy).

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 209-ე, 210-ე, 212-213-ე, 214-215-ე, 216-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორის გი--------------იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

 

დამტკიცდეს საპროცესო შეთანხმება ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ გი--------------იას, ბრალდებულებ ბაადურ გოგოხიას, ლე----------------ას და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატ - მთ--------------ას შორის;

 

ბრალდებული ბა--------–-----ია ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ს 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, იმავე 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ბრალდებული ბა--------–-----იას საქართველოს სსკ-ს 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო (უსასყიდლო) შრომა 225 საათის ოდენობით.

 

ბრალდებული ბა--------–-----იას სსკ-ს 52-ე მუხლის საფუძველზე, სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვას დანაშაულის იარაღი - ბენზოხერხი.

 

ბრალდებული ლე----------------ა ცნობილ იქნეს დამნაშავედ სსკ-ის 25,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც სსკ-ს 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით, იმავე 3 წლის გამოსაცდელი ვადით.

 

ბრალდებული ლე----------------ას საქართველოს სსკ-ს 44-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო (უსასყიდლო) შრომა 225 საათის ოდენობით.

 

საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

1.საქმეზე ამოღებული მოჭრილი ხის მორები დაუბრუნდეს დაზარალებულ შ.პ.ს „ ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენტ კოს“ უფლებამოსილ პირს;

 

2.კამაზის მარკის ავტომანქანა - სახ.ნომრით CA----4 დაუბრუნდეს მამუკა ქარდავას.

ბაადურ გოგოხიას სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;

 

ლე----------------ას სასჯელის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოცხადების მომენტიდან;

 

ბაადურ გოგოხიას და ლე----------------ას ყოფაქცევაზე კონტროლი და დახმარება პირობითი მსჯავრის პერიოდში, დაევალოს პრობაციის სამსახურს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე;

 

განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება, გარდა საქართველოს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მსჯავრდებულს განაჩენის გამოტანიდან 15 დღის ვადაში (თუ საპროცესო შეთანხმება დაიდო მოტყუებით, ბრალდებულს შეეზღუდა დაცვის უფლება, საპროცესო შეთანხმება დაიდო იძულებით, ძალადობით, მუქარით ან დაშინებით, საქმის განმხილველმა მოსამართლემ უგულებელყო XXI თავით გათვალისწინებული არსებითი მოთხოვნები), ხოლო პროკურორს ერთი თვის ვადაში შესაბამისი გარემოებების დადგენიდან (მსჯავრდებულმა დაარღვია საპროცესო შეთანხმებაში არსებული პირობა) უფლება აქვთ ზემდგომ სასამართლოში წარადგინონ საჩივარი, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შესახებ სასამართლოს განაჩენის გაუქმების თაობაზე;

 

განაჩენის გადასინჯვა დასაშვებია საერთო წესით ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო.

 

მოსამართლე მანუჩარ ცაცუა