გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 23.05.2018
საქმის ნომერი
020310017002135094
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
23.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №0203100--002135094 (3/308-17)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 მაისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი

 

შესავალი ნაწილი

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მანუჩარ ცაცუა

სხდომის მდივანი - ანა კვირტია

 

მოსარჩელე - გე-–----------ია

 

მოპასუხეები: 1. სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტო,წარმომადგენელი - მი----–-----–---–--ლი

 

2.სსი------------–--------------------------------–-------------------------------------რი

წარმომადგენელი - სო-----------ია

 

მესამე პირები: გა---–---------აია, თა----------რაია, ია-------ა, მა------------ია

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, ახალი აქტის გამოცემის დავალება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.სსი------------–--------------------------------–-------------------------------------რის 20-- წლის 26 იანვრის №1-----8 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა;

 

1.2.ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 20-- წლის 22 მარტის №1---- ბრძანების ბათილად ცნობა;

 

1.3.ს--------------–--------------------------------–---------------------------------------------------------–---–------–----------–---–-------------–---------------------------------–------–--------------------------–-----------------------------–-----------–-------–--ა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1.მოპასუხე მხარემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები მიღებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

3.მესამე პირების პოზიცია

 

3.1.მესამე პირებს საქმეზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლოს სხდომაზე დაუფიქსირებიათ პოზიცია.

 

4.დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.უდავო ფაქტობრივი გარემოება

 

4.1.1.საქართველოს ეროვნული არქი------------------------- მიერ 10.01.20-- წელს გაცემული №AA--------21-06 საარქივო ცნობის თანახმად, სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცულ მა-------–-ს რაიონის სოფელ დი--------ის საკრებულოს 2001-2005 წ (ცვლილებები ნაწარმოებია 2006 წლის ჩათვლით) წლების საკომლო წიგნში კომლის უფროსად ჩაწერილია მა--------–---–--------–----------ა.

 

კომლის შემადგენლობაში ირიცხებიან:

 

1. მა---------------- - ოჯახის უფროსი; 2. გე-–----------ია (შვილი); 3. ია-------ა (რძალი); 4. თა--------------ა (შვილიშვილი); 5. გა---–---------აია (შვილიშვილი) და 6. მა------------ია (შვილიშვილი).

 

იმავე ცნობის მიხედვით, მა-------–-ს რაიონის სოფელ დი--------ის საკრებულოს 2003 წლის მოსახლეობის მიწის გადასახადის გადამხდელთა სიის საფუძველზე, გე-–----------იას ერიცხება მიწის ფართი 0,55 ჰა (საგადასახადო სიის №696).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საარქივო ცნობა (ს.ფ. 15);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 07.05.2----–-–--------------–----------ის ოქმი).

 

4.1.2.10.01.20-- წლის №AA--------21-06 საარქივო ცნობა საფუძვლად დაედო №41.15.44.0-- საკადასტრო კოდით გა---–---------აიას, თა----------რაიას, ია-------ას, მა------------იას, გე-–----------იას და მა----------------ს სახელზე 20-- წლის 12 იანვარს უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციას, კერძოდ, მოსარჩელე გე-–----------იას განცხადებების საფუძველზე, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად, მითითებულ პირების თანასაკუთრებად აღირიცხა მა-------–-ს რაიონის სოფელ დი--------ში მდებარე 3------------------–---------------------–----–-------–-----------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საარქივო ცნობა (ს.ფ. 15);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18);

-გე-–----------იას განცხადებები (ს.ფ. 28-29);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 07.05.2----–-–--------------–----------ის ოქმი).

 

4.1.3. 20-- წლის 02 აპრილს გარდაიცვალა მა---------------- და მისი მემკვიდრეობა მიიღო მოსარჩელე გე-–----------იამ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-საარქივო ცნობა (ს.ფ. 15);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18);

-05.10.20-- წელს გაცემული გარდაცვალების მოწმობა;

-29.03.2018 წელს გაცემული სამკვიდრო მოწმობა;

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 07.05.2----–-–--------------–----------ის ოქმი).

 

4.1.4.მოსარჩელე გე-–----------იამ მა-------–-ს რაიონის სოფელ დი--------ში მდებარე თავის თანასაკუთრებაში არსებულ, 3500 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მოჭრა 29 ძირი წაბლის (ჯამური მოცულობა 34,623 კბ.მ.) ჯიხის ხე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საარქივო ცნობა (ს.ფ. 15);

-ადგილწარმოშობის ცნობა (ს.ფ. 23);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 07.05.2----–-–--------------–----------ის ოქმი).

 

4.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1.20-- წლის 20 იანვარს მოსარჩელე გე-–----------იამ №23-- განცხადებით მიმართა სსი------------–--------------------------------–-------------------------------------რს და მოითხოვა მის თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მოჭრილი 29 ძირი წაბლის ჯიშის ხეზე წარმოშობის დოკუმენტი გაცემა და მორების შესაბამისი ფირნიშებით მარკირება.

 

იმ მოტივით, რომ გე-–----------იას თანასაკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საქართველოს მთავრობის 2011 წლის 04 აგვისტოს №299 დადგენილების გამოცემამდე მიეკუთვნებოდა საკოლმეურნეო ტყის ფონდს, სსი------------–--------------------------------–-------------------------------------რის 20-- წლის 26 იანვრის №1-----8 გადაწყვეტილებით (წერილით) უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საარქივო ცნობა (ს.ფ. 15);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18);

-26.01.20-- წლის 41-----8 წერილი;

-22.03.20-- წლის №1---- ბრძანება (ს.ფ. 12);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 07.05.2----–-–--------------–----------ის ოქმი).

 

4.2.2.გე-–----------იამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 20-- წლის 26 იანვრის №1-----8 გადაწყვეტილების (წერილის) გაუქმებისა და ახალი აქტის გამოცემის მოთხოვნით, თუმცა სააგენტოს 20-- წლის 22 მარტის №1---- გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-სარჩელი, შესაგებელი;

-საარქივო ცნობა (ს.ფ. 15);

-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 18);

-26.01.20-- წლის 41-----8 წერილი;

-22.03.20-- წლის №1---- ბრძანება (ს.ფ. 12);

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 07.05.2----–-–--------------–----------ის ოქმი).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5.შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის მასალების გაცნობის, პროცესის მონაწილეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. ნორმატიული აქტები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონი; სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილება ,,ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ’’; ტყის ფონდის მართვის შესახებ საქართველოს კანონი.

 

7.სამართლებრივი შეფასება

 

7.1.სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის აღძვრა არ ნიშნავს სასამართლოს მხრიდან უეჭველად მის დაკმაყოფილებას. ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. მსგავსი შინაარსის ნორმაა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მითითებული სახელმძღვანელო დებულების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. იმისათვის, რომ მოსარჩელემ მიაღწიოს შედეგს სარჩელის დაკმაყოფილების სახით, აუცილებელია სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა იყოს დასაბუთებული, როგორც საპროცესო-სამართლებრივი, ისე მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტიდან, რომლითაც მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდის სსი------------–--------------------------------–-------------------------------------რის 20-- წლის 26 იანვრის №1-----8 გადაწყვეტილებას და ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს 20-- წლის 22 მარტის №1---- ბრძანებას, რამდენადაც მიიჩნევს, რომ აღნიშნული აქტებით მოპასუხეებმა მას უსაფუძვლოდ უთხრეს უარი 12.01.20-- წელს თავის თანასაკუთრებაში აღრიცხულ მიწის ნაკვეთზე მოჭრილი ხე-ტყის - 29 ძირი წაბლის ჯიშის ხის სპეციალური ფირნიშებით მარკირებისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამოწერის თაობაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის საფუძვლიანობის დასადგენად შესამოწმობელია გასაჩივრებული ინდივიდაუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების კანონიერება.

 

7.2.სადავო ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმატიული აქტებიდან სასამართლო უპირველესად მოიხმობს ტყის ფონდის მართვის შესახებ საქართველოს კანონს, რომლის მიზანია ტყის ფონდის მართვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, რასაც ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო (შემდგომ − სააგენტო).

 

სადავო საკითხზე განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 151 მუხლი, რომლითაც სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის რეგისტრაციას სააგენტო ახორციელებს საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის საფუძველზე, ხოლო მასში ცვლილებების შეტანის რეგისტრაციას − ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული წესებით; სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის ცვლილება ხორციელდება საზღვრის კორექტირებით.

 

მითითებული ნორმის მე-4 პუნქტით, საზღვრის კორექტირება შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის მესაკუთრის ან მართლზომიერი მფლობელის განცხადების საფუძველზე, თუ სარეგისტრაციო დოკუმენტი, რომელიც წარმოშობს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას, გამოცემული, მიღებული ან შედგენილი იქნა 2012 წლის 1 იანვრამდე.

 

საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 151 მუხლში ნაგულისმხებია 2011 წლის 04 აგვისტოს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული №299 დადგენილება ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ’’, რომლითაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 46‑ე მუხლის მე‑3 პუნქტის შესაბამისად და „სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 13 აგვისტოს №240 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის დადგენის წესის მე‑2 მუხლის მე‑2 პუნქტის გათვალისწინებით, დამტკიცდა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრები (დანართი №1) და სახელმწიფო ტყის ფონდის ნაკვეთების საიდენტიფიკაციო მონაცემები (დანართი №2).

 

უდავოდ დადგენილია, რომ გე-–----------იამ და მისი ოჯახის სხვა წევრებმა მა-------–-ს რაიონის სოფელ დიდიჭონის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი 12.01.20-- წელს საჯარო რეესტრში თანასაკუთრების უფლებით დაირეგისტრირეს საქართველოს ეროვნული არქი------------------------- მიერ 10.01.20-- წელს გაცემული №AA--------21-06 საარქივო ცნობის საფუძველზე, რომლითაც გე-–----------იას კომლის ქონების შესახებ ამსახველი მონაცემები მოცემულია სამეგრელოს რეგიონულ არქივში დაცულ მა-------–-ს რაიონის სოფელ დი--------ის საკრებულოს 2001-2005 (ცვლილებები ნაწარმოებია 2006 წლის ჩათვლით) წლების მდგომარეობით. გამომდმინარე აქედან, გე-–----------ია და მისი ოჯახის წევრები იყვნენ მიწის ნაკვეთის მართზომიერი მფლობელები თანახმად, საქართველოს მთავრობის 2----–-–----------–-------- დადგენილებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტისა. აქვე აღსანიშნავია, რომ მხოლოდ სააქრივო ცნობა არ ყოფილა საკმარისი მოსარჩელის თანასაკუთრების უფლების დასარეგისტრირებლად.

 

მოსარჩელის მიერ 12.01.20-- წელს თანასაკუთრებად დარეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, რომელზედაც გე-–----------იამ მოჭრა 29 ძირი წაბლის ჯიშის ხე, რეგისტრაციამდე ,,სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დადგენის შესახებ’’ 2011 წლის 04 აგვისტოს საქართველოს მთავრობის №299 დადგენილების შესაბამისად წარმოადგენდა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიას, რასაც ცხადყოფს საჯარო რეესტრის შესახებ საქართველოს კანონის 151 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, გე-–----------იას მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარდგენილი განცხადებები, რომელთა საფუძველზე განხორციელდა ერთი მხრივ, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირება, რითაც ზემოთ მითითებულ საარქივო ცნობაში დაფიქსირებული მიწის ნაკვეთი დარჩა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს გარეთ, და მეორე მხრივ, ამ კორეტირების შესაბამისად, აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე აღირიცხა მოსარჩელის თანასაკუთრების უფლება.

 

7.3.სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 291 მუხლის მიხედვით, სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებში და დაცულ ლანდშაფტსა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე) და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) განხორციელებული ჭრების, სპეციალური ჭრებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი საწყობდება ამავე სააგენტოს მიერ ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მას, შესაბამისად, გასცემს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ეროვნული სატყეო სააგენტო, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე − საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აჭარის სატყეო სააგენტო საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ტყითსარგებლობის წესის შესაბამისად.

 

ამრიგად, აღიშნული ნორმა გვთავაზობს სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრების საფუძველზე მიღებული ხე-ტყის მიმართ მოქმედების პროცედურას, რაც წინამდებარე გადაწყვეტლების 7.2. პუნქტში მითითებული მსჯელობის შესაბამისად, რამდენადაც მოსარჩელე გე-–----------იას მიერ ხე-ტყის დამზადება განხორციელდა სახელმწიფო ტყის ფონდის კორექტირებულ ფართობზე, ბუნებრივია ვრცელდება აღნიშნულ ხე-ტყესთან მიმართებაში.

 

სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 291 მუხლით რეგლამენტირებული პროცედურის გაგრძელება მოცემულია საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყითსარგებლობის წესის’’ მე-12 მუხლის მე-5 პუნქტით. კერძოდ, სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით, სახეობების მიხედვით საწყობდება სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი სააგენტოსათვის გადაცემა ხდება ამორიცხულ ფართობზე ჭრის ან სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და სააგენტოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით. მართვის ორგანოს მიერ აღნიშნული დაუკოტრავი მერქნული რესურსის საშეშე მერქნად დახარისხება ხორციელდება ამ ხე-ტყის დასურათებისა და შესაბამისი აქტის შედგენის შემდგომ. ასეთი წესით დამზადებული მერქანი სააგენტოს მიერ არაკომერციული მიზნით მოსახლეობის, საბიუჯეტო ორგანიზაციების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების (მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმებით აღიარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის), თვითმმართველი ერთეულების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხე-ტყით უზრუნველსაყოფად გაიცემა ელექტრონული აუქციონის მეშვეობით ან მის გარეშე...

 

ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმების სამართლებრივ ანალიზს მივყავართ იქამდე, რომ სახელმწიფომ უარი თქვა სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრებს გარეთ დარჩენილი ტერიტორიის მიმართ საკუთრების უფლების შენარჩუნებაზე, თუმცა იტოვებს საკუთრების უფლებას ამავე ტერიტორიაზე არსებული ხე-ტყის მიმართ, რაც გამოიხატება იმაში, რომ მითითებულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი უნდა ჩაბარდეს სსიპ ეროვნულ სააგენტოს, რომელიც რესურსს განკარგავს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტყითსარგებლობის წესის’’ შესაბამისად, რაც გულისხმობს რესურსის რეალიზაციას აუქციონის გზით. ამასთან, ისეთ სუბიექტს, რომელზედაც მითითებული დადგენილებით ვრცელდება აუქციონის გარეშე მერქნული რესურსის გადაცემის წესი, მოსარჩელე არ წარმოადგენს.

 

7.5.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ მიუთითებია, თუ სადავო აქტების მიღების დროს კანონით დადგენილი რომელი მოთხოვნა დაირღვა მოპასუხის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის შესაბამისად მხარეები თვითონ არიან ვალდებულნი წარუდგინონ მტკიცებულებები სასამართლოს.

 

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

8.საპროცესო ხარჯები

 

8.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-13, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1.გე-–----------იას სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2.სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;

 

3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარების დღიდან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქ. №12).

 

მოსამართლე: მანუჩარ ცაცუა