გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N521210018002362889 (2/23-18)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 მაისი, 2018 წელი დ. ჩოხატაური
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ციცინო როხვაძე
სხდომის მდივანი - მარინა მეგრელიშვილი
მოსარჩელე - შპს ,,ფი-------------------ი"
წარმომადგენელი - სე------–------–---–ი, ვა-–--------------------ე
მოპასუხე - მე---------------–--ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მე---------------–--ეს შპს ,,ფი-------------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1485 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 600 ლარი, სარგებელი - 57 ლარი და პირგასამტეხლო -828 ლარი;
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
20---–-–-------------ს შპს ,,ს-----–-----სა’’ და მე---------------–--ეს შორის დაიდო N3----- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 600 ლარის ოდენობით 2016 წლის 8 თებერვლამდე. საკომისიო განისაზღვრა 57 ლარით,ამავე ხელშეკრულებით, კრედიტისა და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო -კრედიტის შესაბამისი გადასახდელი თანხის ძირითადი დავალიანების (გაცემული ძირითადი თანხის) 1.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება წყდება, თუ სესხი იმყოფება ჯამურად 60 დღიან ვადაგადაცილებაში, ამ შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლო სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 60 % -ის ოდენობით;
მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და 2018 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს - 1485 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 600 ლარი, პროცენტი - 57 ლარი (ძირი თანხის 600 ლარის 0.6333% ყოველდღიურად 3.80 ლარის ოდენობით 20---–-–----- იანვრიდან 2016 წლის 08 თებერვლამდე), პირგასამტეხლო - 828 ლარი (ძირი თანხის 600 ლარის 1.3% ყოველდღიურად 7.80 ლარის ოდენობით 2016 წლის 10 თებერვლიდან 2016 წლის 09 აპრილამდ შეადგინა 468 ლარი, ხელშეკრულების 10.4 პუნქტის შესაბამისად, ხოლო პირგასამტეხლო ხელშეკრულების შეწყვეტის სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 600 ლარის 60%-ის ოდენობით, პირგასამტეხლოს დარიცხვის თარიღი 04.09.2016 წელი ჯამში 360 ლარი, ხელშეკრულების 8.1. პუნქტი,)
2017 წლის 20 ნოემბერს, შპს ,,ს-----–-----ი" რეორგანიზაციის შედეგად შეერწყმა შპს მოკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტს (ს.კ.404932891), შესაბამისად, შპს მოკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტი წარმოადგენდა შპს ,,ს-----–-----ის" უფლებამონაცვლეს.
2018 წლის 01 თებერვალს შპს ,,მ-----------------------------–-----------------–----------------ს’’ ს/ნ 404932891 (რეორგანიზაციამდე არსებული შპს ,,ს-----–-----’’ ს/ნ 405060213) და შპს ,,ფი-------------------ს’’ (ს/ნ 405216957) შორის დაიდო სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მ-----------------------------–-----------------–----------------მა’’ მესამე პირს - შპს ,,ფი-------------------ს’’ დაუთმო საკუთარი მოთხოვნა მსესხებლის მედია სიხარულიძის მიმართ N3----- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სასარჩელო მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, კერძოდ, ძირითადი თანხისა და პროცენტის ნაწილში, იგი არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ ნამდვილად იმყოფებოდა სახელშეკრულებო ვალდებულებით ურთიერთობაში მოსარჩელესთან, თუმცა ვერ შეძლო თანხის დაფარვა და ითხოვს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სასამართლოს მიერ შემცირებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 20---–-–-------------ს შპს ,,ს-----–-----სა’’ და მე---------------–--ეს შორის დაიდო N3----- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 600 ლარის ოდენობით 2016 წლის 8 თებერვლამდე. საკომისიო განისაზღვრა 57 ლარით, ამავე ხელშეკრულებით, კრედიტისა და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო -კრედიტის შესაბამისი გადასახდელი თანხის ძირითადი დავალიანების (გაცემული ძირითადი თანხის) 1.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება წყდება, თუ სესხი იმყოფება ჯამურად 60 დღიან ვადაგადაცილებაში, ამ შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლო სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 60 % -ის ოდენობით;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 20---–-–----- იანვრის N3----- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 15-27);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 10.05.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.2. მედეია სიხარულის მიერ ჯეროვნად არ შესრულდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2018 წლის 01 თებერვლის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება შეადგენს - 1485 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 600 ლარი, პროცენტი - 57 ლარი, პირგასამტეხლო - 828 ლარი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა (ს.ფ.30);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 10.05.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. 2017 წლის 20 ნოემბერს, შპს ,,ს-----–-----ი" რეორგანიზაციის შედეგად შეერწყმა შპს მოკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტს (ს.კ.404932891), შესაბამისად, შპს მოკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტი წარმოადგენდა შპს ,,ს-----–-----ის" უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 34)
3.1.4. 2018 წლის 01 თებერვალს შპს ,,მ-----------------------------–-----------------–----------------ს’’ ს/ნ 404932891 (რეორგანიზაციამდე არსებული შპს ,,ს-----–-----’’ ს/ნ 405060213) და შპს ,,ფი-------------------ს’’ (ს/ნ 405216957) შორის დაიდო სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მ-----------------------------–-----------------–----------------მა’’ მესამე პირს - შპს ,,ფი-------------------ს’’ დაუთმო საკუთარი მოთხოვნა მსესხებლის მედია სიხარულიძის მიმართ N3----- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა მოთხოვნის დათმობის თაობაზე (ს.ფ.31).
3.1.5. დადგენილია, რომ 20---–-–----- იანვრის N3----- სესხის ხელშეკრულება მე---------------–--ის მიერ დარღვეულია 2016 წლის 08 თებერვლის შემდეგ, სესხის დაფარვის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. მიუხედავად მოსარჩელის, მხრიდან, გაფრთხილებისა და წაყენებული მოთხოვნისა, მოპასუხემ არ შეასრულა ხელშეკრულებით აღებული ვალდებულება, რაც გამოიხატა ძირი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადაუხდელობაში. აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ მოპასუხე მხარესთან საკრედიტო ურთიერთობა ცალმხრივად შეწყვიტა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი (ს.ფ. 1-14);
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 31)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 10.05.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,ფი-------------------ის'' სარჩელი საფუძვლიანია. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლებით;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხემ სარჩელი ცნო 20---–-–----- იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი ძირითადი დავალიანების - 600 ლარისა და საპროცენტო სარგებლის - 57 ლარის ნაწილში (იხ. სხდომის ოქმი). შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს ,,ფი-------------------ის'' სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 20---–-–-------------ს შპს ,,ს-----–-----სა’’ და მე---------------–--ეს შორის დაიდო N3----- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 600 ლარის ოდენობით 2016 წლის 8 თებერვლამდე. საკომისიო განისაზღვრა 57 ლარით, ამავე ხელშეკრულებით, კრედიტისა და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო -კრედიტის შესაბამისი გადასახდელი თანხის ძირითადი დავალიანების (გაცემული ძირითადი თანხის) 1.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო ხელშეკრულების 8.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება წყდება, თუ სესხი იმყოფება ჯამურად 60 დღიან ვადაგადაცილებაში, ამ შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლო სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 60 % -ის ოდენობით;
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხე შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.
მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.
დადგენილია, რომ 2017 წლის 20 ნოემბერს, შპს ,,ს-----–-----ი" რეორგანიზაციის შედეგად შეერწყმა შპს მოკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტს (ს.კ.404932891), შესაბამისად, შპს მოკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტი წარმოადგენდა შპს ,,ს-----–-----ის" უფლებამონაცვლეს. ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 01 თებერვალს შპს ,,მ-----------------------------–-----------------–----------------ს’’ (რეორგანიზაციამდე არსებული შპს ,,ს-----–-----’’ ს/ნ 405060213) და შპს ,,ფი-------------------ს’’ შორის დაიდო სასესხო პორტფოლიოს ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების თანახმად, შპს ,,მ-----------------------------–-----------------–----------------მა’’ მესამე პირს - შპს ,,ფი-------------------ს’’ დაუთმო საკუთარი მოთხოვნა მსესხებლის მედია სიხარულიძის მიმართ N3----- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე.
ამასთან, დადგენილია და მხარეებიც სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა მოპასუხე მხარემ სრულად მიიღო. მას კრედიტი უნდა დაეფარა 2016 წლის 08 თებერვლის ჩათვლით. ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე მე---------------–--ეს N3----- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია. მის მიერ დადგენილ ვადაში სრულად არ არის გადახდილი საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირითადი თანხა და საპროცენტო სარგებელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურებისა და საპროცენტო სარგებლის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო კრედიტისა და მასზე დარიცხული საპროცენტო განაკვეთის დადგენილ ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში. მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. კერძოდ, მის მიერ დადგენილ ვადაში არ არის გადახდილი საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირითადი თანხა და საპროცენტო სარგებლის ნაწილი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. ხოლო, ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მეორე შემთხვევაში, მისი ოდენობის შემცირების მართლზომიერებასთან მიმართებაში, სასამართლო, პირველ რიგში, ყურადღებას ამახვილებს პირგასამტეხლოზე, როგორც ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვის მქონე მექანიზმზე და ასევე, როგორც განცდილი ზიანის ანაზღაურების მოქნილ ინსტრუმენტზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.
კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 828 ლარისა;
6.4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებულია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი. სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეებმა გამოხატეს ნება მათ შორის დავის გადაწყვეტის დროს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის შუამდგომლობა ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს, განიხილავს მაგისტრატი მოსამართლე.
ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არანაკლებ 100 ლარს, მოცემული დავა კი წარმოადგენს მაგისტრატი მოსამართლის განსჯადს, სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა განისაზღვრება 50 ლარით.
შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 50 ლარის და იურდიული მომსახურებისთვის გადახდილი 50 ლარის ანაზღურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ფინანსურ სექტორის" სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე მე---------------–--ეს შპს ,,ფი-------------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 20---–-–----- იანვრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 757 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 600 ლარი, პროცენტი - 57 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი;
3. მოპასუხე მე---------------–--ეს შპს ,,ფინანსურ სექტორის'' სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სახით - 50 ლარსა და იურიდიულ მომსახურებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღუარება.
4. გადაწყვეტილება მიქცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ციცინო როხვაძე