განაჩენი

სისხლის სამართლის 23.05.2018
საქმის ნომერი
200100116001351617
დავის ტიპი
180 3 გ , 180 3 ბ , 180 2 ა
თარიღი
23.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 200100116001351617

№1/124-16

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

თელავის რაიონული სასამართლო

 

23 მაისი 2018 წელი თელავი

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური

სხდომის მდივანი: შორენა მარგალიტაშვილი

სხდომის სახე: ღია სასამართლო სხდომა

 

ბრალდების მხარე:

 

სახელმწიფო ბრალმდებლის, თ--–---------------–-------------------ის პროკურორის – ქ----------–----ისა და შ------------ს

 

დაცვის მხარე:

 

ადვოკატები – გ------------–---–ის და გ--------------–---–ის

 

ბრალდებული: შ----- ვ----–---ი

მამის სახელი: ა-------

დაბადებული: 0----------- წელს

პირადი ნომერი: 3----------

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი სოფელი ლ-----–ო

 

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტით - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დიდი ოდენობით.

 

ბრალდებული: ი-–---- ა-–------ი

მამის სახელი: ალი

დაბადებული: 1----------- წელს

პირადი ნომერი: 3----------

მოქალაქეობა: საქართველოს

ოჯახური მდგომარეობა: ქორწინებაში მყოფი

განათლება: საშუალო

ნასამართლეობა: ნასამართლობის არმქონე

რეგისტრირებული: საგარეჯოს რაიონი სოფელი ლ-----–ო

მცხოვრები: საგარეჯოს რაიონი სოფელი ლ-----–ო

 

კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით.

 

თარჯიმანი: ე-–------- ს---–--------ი

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

შ----- ვ----–---ის წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1. გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის განაჩენით შ----- ვ----–---ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, საიდანაც 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულაბში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2013 წლის 22 თებერვალს შ----- ვ----–---ი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლებით.

2. 2015 წლის მაისის თვეში ი-–---- ა-–------ი და შ----- ვ----–---ი წინასწარ შეთანხმდნენ და თელავის რაიონის სოფელ კ----------–-----ში მოტყუებით და ნდობის ბოროტად გამოყენებით თაღლითურად დაეუფლნენ ი-–---------–---–ის კუთვნილ 30 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ღირებულს 20 000 ლარად. აღნიშნული ქმედებით ი-–---------–---–ს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

შ----- ვ----–---ის მიმართ სასამართლომ დაადგინა:

 

3. გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით, საიდანაც 5 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულაბში მოსახდელად, ხოლო დარჩენილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით 6 წლის გამოსაცდელი ვადით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. 2013 წლის 22 თებერვალს შ----- ვ----–---ი გათავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

4. 2015 წლის მაისის თვეში ი-–---- ა-–------ი თელავის რაიონის სოფელ კ----------–-----ში მოტყუებით და ნდობის ბოროტად გამოყენებით თაღლითურად დაეუფა ი-–---------–---–ის კუთვნილ 30 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ღირებულს 20 000 ლარად. აღნიშნული ქმედებით ი-–---------–---–ს მიაყენა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

ი-–---- ა-–------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი:

 

5. 2015 წლის მაისის თვეში ი-–---- ა-–------ი და შ----- ვ----–---ი წინასწარ შეთანხმდნენ და თელავის რაიონის სოფელ კ----------–-----ში მოტყუებით და ნდობის ბოროტად გამოყენებით თაღლითურად დაეუფლნენ ი-–---------–---–ის კუთვნილ 30 სულ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს, ღირებულს 20 000 ლარად. აღნიშნული ქმედებით ილია ჯიიშვილს მიადგა დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

ი-–---- ა-–------ის მიმართ სასამართლომ დაადგინა:

 

6. ი-–---- ა-–------ს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

7. ბრალდებულმა ი-–---- ა-–------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამაშავედ არ სცნო, განმარტა, რომ შ----- ვ----–---ი სოფელ ი------------–--ში იყო პოლიციის თანამშრომელი გაიცნო მაშინ. შ----- ვ----–---ი საქონლით ვაჭრობდა. 2015 წელს შ----- ვ----–---ი მასთან მივიდა და საქონლის ყოდვაში სთხოვა დახმარება, ისიც დათანხმდა. ვინაიდან შ----- ვ----–---მა ქართული კარგად არ იცოდა, თარჯიმნად გაჰყვა. ისინი შ----- ვ----–---ის ძმასთან მივიდნენ და ყველანი ერთად საქონლის საყიდლად თელავში წავიდნენ. თავდაპირველად ისინი მივიდნენ ერთ-ერთ ფერმაში, სადაც შ----- ვ----–---ს არ მოეწონა საქონლის ფასი და უარი განაცხადა ყიდვაზე. ამის შემდეგ ალაზნისკენ წამოვიდნენ და გზაში შემხვედრ პიროვნებას შ----- ვ----–---მა ჰკითხა ვინმე ხომ არ იცოდა საქონელს რომ ყიდდა. მან ი-–---------–---–თან მიასწავლა. ისინი შ----- ვ----–---ის „ჰამერის“ ჯიპით მოძრაობდნენ და მივიდნენ ი-–---------–---–ის ფერმაში. შ----- ვ----–---ი, თვითონ და შ-----ის ძმაც გადავიდნენ მანქანიდან. თვითონ შ----- ვ----–---ს ეხმარებოდა უთარგმნიდა მას. ი-–---------–---–ს თვითონ არ შევაჭრებია თანხაზე, მხოლოდ შ----- ვ----–---ის საუბარს თარგმნიდა. ი-–---------–---–ს 20 000 ლარზე მოურიგდნენ. შ-----მა მას უთხრა, რომ ნახევარი თანხის გადახდა ეხლავე შეეძლო და რას იტყოდა ილია გადაეთარგმნა. ილიამ უთხრა, რომ თანხა სრულად ერთად გადაეხადა.

8. იმავე დღეს, საქონელი მანქანებით წამოიყვანეს და მიიყვანეს შ----- ვ----–---ის სახლში. შ----- ვ----–---ს მისთვის, ამ დახმარებისთვის, 60 ლარი უნდა მიეცა. ერთხელ ამ ფულის გამოსართმევად რომ მივიდა შ----- ვ----–---თან, შეესწრო ფაქტს, რომ შ----- ვ----–---ი ი-–---------–---–ის ბიჭს ესაუბრებოდა ტელეფონზე და ეუბნებოდა, რომ თანხას მალე გადაუხდიდა. მეტი ამ ფაქტზე არაფერი არ იცის.

9. მანვე აჩვენა, რომ შ----- ვ----–---ს არ ქონია თაღლითობის განზრახვა. შ----- ვ----–---ს ქონდა ფული და იგი სხვა საქმის გამო რომ არ გაქცეულიყო, აუცილებლად გადაუხდიდა ი-–---------–---–ს.

10. დაზარალებულ ი-–---------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წელს მას საკუთრებაში ყავდა საქონელი. ფერმა ქონდა თელავის რაიონის სოფელ კ----------–-----ის ბოლოში არსებულ მინდვრებში. მაისის ბოლოს, სოფელში მივიდნენ საქონლით მოვაჭრეები, რომლებიც მათ ს---------–-–---–მა, საქონლის საყიდლად მასთან გააგზავნა. მასთან შავი ფერის „ჰამერის“ ჯიპით, მივიდა სამი პიროვნება, მათგან ორი გაეცნო - ერთერთი, თ---------ის სახელით გაეცნო, მეორე კი შ----- ვ----–---ი იყო. მისგან იყიდეს საქონელი და დაახლოებით 4 საათში, ორი „მერსედესის“ მარკის სატვირთოთი წაიყვანეს. საქონლის ღირებულება, 20 000 ლარი 2015 წლის 15-16 ივნისს უნდა მიეტანათ, თუმცა არ მიუტანეს. ამის შემდეგ გავიდა რამდენიმე თვე, მაგრამ მისთვის საფასური არ გადაუხდიათ. მან ჩაიწერა ერთ-ერთის ტელეფონის ნომერი. როდესაც ამ ტელეფონზე, დარეკა, პირველად შ----- ვ----–---მა უპასუხა, უთხრა, რომ საქონელი ბაქოში იყო და ფული არ დაეკარგებოდა. მეორედ, რომ დარეკა, ვითომ მეზობელმა უპასუხა, თუმცა ი-–---- ა-–------ის ხმა იცნო. ტელეფონზე მას უთხრეს, რომ შ----- ვ----–---ი წასული იყო ბაქოში და რომ ჩამოვიდოდა, მიუტანდნენ ფულს. შეხვედრა იმავე დღეს მინდორში დაუთქვეს, მაგრამ არავინ მისულა.

11. მანვე აჩვენა, რომ 20 000 ლარის ზიანი მიადგა და ითხოვს, ზიანის ანაზღაურებას.

12. დაცვის მხარის შეკითხვაზე უპასუხა, რომ საქონლის ყიდვის დროს ადგილზე მას შესთავაზეს ნაწილი თანხის გადახდა, თუმცა უარი უთხრა იმ მოტივით, რომ მას სრული თანხის ერთად მიღება სურდა.

13. მოწმის ი---------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის მაისის თვეში მასთან ფერმაზე შავი ფერის ჯიპით, სამი აზერბაიჯანელი მივიდა და ჰკითხეს, საქონელი ხომ არავის ყავდა გასაყიდი. მან ი-–---------–---–თან მიასწავლა. მან არ იცის იმ პიროვნებებში იყო თუ არა ი-–---- ა-–------ი.

14. მოწმის ი-–--- კ-----------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს მძღოლად. 2015 წლის მაისის თვეში თელავიდან, კერძოდ, კი მინდვრებიდან თავისი „მერსედესის“ მარკის სატვირთო მანქანით წაიყვანა საქონელი. მასთან შავი ფერის „ჰამერის“ მარკის მანქანით მივიდნენ ი-–----ი, შ-----ი და შ-----ის ძმა ქ---------, რომლებმაც სთხოვეს საქონლის წაყვანა. მას საქონლის მესაკუთრეც დაეხმარა საქონის დატვირთვაში. საქონლის მესაკუთრე კოჭლობდა და ჭაღარა იყო. მინდვრებიდან თავისი ავტომანქანით წამოიყვანა დაახლოებით 30-35 მსხვილფეხა საქონელი და მიიყვანა სოფელ ლ-----–ოში, შ----- ვ----–---ის სახლში. მასთან ერთად თავისი მანქანით ფ------ კ--------იც იმყოფებოდა, რომელმაც ასევე საქონლით დატვირთა თავისი მანქანა. მან საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, აჩვენა ზუსტად ადგილები საიდანაც წამოიყვანა და მიიყვანა საქონელი. მას 150 ლარი გადაუხადეს საქონლის წამოყვანაში.

15. მანვე აჩვენა, რომ ვინ არის თელიმხანი არ იცის.

16. მოწმის ფ------ კ--------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2015 წლის მაისის თვეში მან თელავიდან, ფერმიდან, თავისი „მერსედესის“ მარკის სატვირთო მანქანით წაიყვანა საქონელი. საქონლის წაყვანა შ-----მა და მისმა ძმამ ქ---------მ სთხოვეს. ფერმაში 60 წლამდე გამხდარი კაცი დახვდა. მასთან ერთად ასევე იყვნენ ი-–--- კ-----------ი, ი-–---- ა-–------ი და შ----- ვ----–---იც. შ----- ვ----–---ი და ი-–---- ა-–------ი „ჰამერის“ მარკის ავტომანქანით იყვნენ. ფერმიდან დაახლოებით 15 მსხვილფეხა საქონელი წამოიყვანა და მიიყვანა სოფელ ლ-----–ოში, შ----- ვ----–---ის სახლში. საქონლის დატვირთვაში საქონლის მეპატრონეც მიეხმარა.

17. მან საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, გამომძიებელს აჩვენა ორივე ადგილი საიდანაც წამოიყვანა საქონელი და სადაც მიიყვანა. ოქმის მიხედვით თელავის რაიონის სოფელ კ----------–-----იდან წამოიყვანა და მიიყვანა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლ-----–ოში. იგი ეთანხმება საგამოძიებო მოქმედების ოქმს.

18. მისივე განმარტებით, მასთან იმ დღეებში არავინ თელიმხანი არ მისულა და არც შალხანს, არც მის ძმას და არც ილკამს, თელიმხანის სახელით არავინ ეძახის.

19. მოწმის ქ--------- ვ----–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ შ----- ვ----–---ი მისი ძმაა. თვითონ სოფელ ქეშალოში ცხოვრობს, ხოლო ი-–---- ა-–------ი და შ----- ვ----–---ი ლ-----–ოში. 2015 წლის მაისის თვეში, მასთან მივიდნენ ი-–---- ა-–------ი და შ----- ვ----–---ი. ი-–----ი ნასვამი იყო, ხოლო შ-----ს მართვის მოწმობა არ ქონდა და სთხოვეს, საჭესთან დამჯდარიყო, მათ თელავიდან უნდა წამოეყვანათ ნაყიდი საქონელი. ის დაჯდა საჭესთან და წავიდნენ თელავში, ფერმაში. ფერმამდე ვერ მივიდნენ, არხთან გაჩერდნენ. მათთან მივიდა სავარაუდოდ საქონლის პარტონი, წვერებიანი კაცი, რომელსაც არ იცნობდა, როგორც ახსოვს ილია ერქვა. ი-–---- ა-–------ი და შ----- ვ----–---ი გადავიდნენ, მოელაპარაკნენ ამ პიროვნებას. შეთანხმების დეტალები მისთვის უცნობია. მოლაპარაკების შემდეგ მათ მონახეს სატვირთო მანქანები, რომ საქონლი წამოეყვანათ. თვითონ იყვნენ „ჰამერის“ მარკის მანქანით, რომელიც “სოკართან“ გააჩერეს. დიდი მანქანები მიიყვანეს ფერმასთან და საქონლით დატვირთეს. ამის სემდეგ დაბრუნდნენ უკან, ის თავის სოფელში სახლში მიიყვანას, ხოლო სად დაცალეს საქონლის მანქანა არ იცის.

20. მისივე განმარტებით „ჰამერის“ მარკის ავტომანქანა მისი ძმის, შ----- ვ----–---ის იყო. იგი მძღოლად მუშაობს და შეპირდნენ, რომ 50 ლარს გადაუხდიდნენ, მაგრამ არ გადაუხდიათ. ფული მისთვის ძმას, შ-----ს უნდა გადაეხადა.

21. მანვე განმარტა, რომ მისი ძმა და ი-–---- ა-–------ი ერთად ვაჭრობდნენ საქონლით და გზაში საუბრობდნენ, რომ ის საქონელი აზერბაიჯანში უნდა გადაეყვანათ. მისის ძმა ამჟამად აზერბაიჯანშია და თვეში ერთხელ ესაუბრება. შ----- ვ----–---ი 2015 წლის 20 დეკემბერს წავიდა აზერბაიჯანში.

22. მოწმის ჯ---------–---–ის ჩვენებით, ამოცნობის ოქმითა და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, დადგენილია, რომ მუშაობს შსს თ--–---------------–--------------–--ს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან სისხლის სამართლის საქმეზე ჩაატარა ამოცნობა, მე-8 სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში, მიწვეული იყო დაზარალებული ი-–---------–---–ი, რომელმაც სიმაღლით, აღნაგობით და სახეზე შრამით ამოიცნო ი-–---- ა-–------ი. მან შეადგინა ამოცნობის ოქმი. მანვე ჩაატარა საგამოძიებო ექსპერიმენტები ი-–--- კ-----------ის და ფ------ კ--------ის მიმართ. მან ორივე ექსპერიმენტი ერთ დღეს ჩაატარა, ი-–--- კ-----------ი წამოიყვანეს იარმუღანლოდან, მისი მითითებით წამოვიდნენ თელავში, მერე კ----------–-----ში, სადაც მიუთითა ფერმა, საიდანაც წამოიყვანა საქონელი. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდა ასევე თარჯიმანი და ექსპერტი, რომელმაც სურათები გადაიღო. ანალოგიურად ჩაატარეს მეორე ექსპერიმენტიც. ექსპერიმენტის დროს საქონელი ჩამოსვეს სოფელ ლ-----–ოში. მან შეადგინა ექსპერიმენტის ოქმები და ადასტურებს ოქმებზე ხელმოწერის სისწორეს. (იხ. ამოცნობის ოქმი, ტომი 1- ს.ფ. 69-74, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი - ტომი 1- 98-106 და საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი - ტომი 1- 107-114)

23. მოწმის ლ------------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ შსს თ--–---------------–--------------–--ს უბნის უფროსი ინსპექტორის თანამდებობაზე. 2016 წლის 25 თებერვალს შეხვდა პიროვნებას, რომელმაც აცნობა, რომ თელავის რაიონის სოფელ კ----------–-----ში მცხოვრები ი-–---------–---–ის საქონელს შესაძლოა თაღლითურად დაეუფლა ი-–---- ა-–------ი და შ----- ვ----–---ი. მან შეადგინა პატაკი და აცნობა ხელმძღვანელობას.

24. მოწმის ზ--------------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს თ--–---------------–--------------–--ს უბნის ინსპექტორ გამომძიებლის თანამდებობაზე. მან 2016 წლის 19 მარტს მიიღო ინფორმაცია, რომ ი-–---------–---–ის საქონელი წაიყვანეს ორი ავტომანქანით, უთხრა მანქანა და მანქანის ნომერი, რაზეც შეადგინა პატაკი და აცნობა ხელმძღვანელობას.

25. მოწმის ვ-–----------–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ მან სისხლის სამართლის საქმეზე 2016 წლის 24 მარტს ი-–--- კ-----------თან ერთად მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში. მათთან ერთად იმყოფებოდა თარჯიმანიც. იგი ფოტოებით აფიქსირებდა ყველა ქმედებას, რასაც მოწმე უთითებდა. მან ასევე მონაწილეობა მიიღო ფ------ კ--------ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში. ამ მოწმეებმა კ----------–-----ის ფერმიდან წამოიყვანეს საქონელი და მიიტანეს სოფელ ლ-----–ოში. მან მოაწერა ხელი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს.

26. მოწმის გ---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ მუშაობს შსს თ--–---------------–--------------–--ს დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე. მან სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხა ი-–---------–---–ი და შ----- ვ----–---ის ადვოკატს გ------------–---–ს გააცნო ბრალი.

27. სასამართლო ასხდომაზე ასევე გამოქვეყნდა სატელეფონო კომპანიებიდან ამოღებული სააბონენტო ნომრების შემავალი და გამავალი ზარების ნუსხა.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

28. სასამართლომ, განიხილა რა საქმე, მიაჩნია, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ი-–---- ა-–------ის ბრალეულობას. საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ სტანდარტს დააკმაყოფილებს.

29. ი-–---- ა-–------ს არ დაუდასტურდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება, რომ მან წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, არაერთგზის, დიდი ოდენობით ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა სხვისი ნივთს.

30. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაულისათვის.

31. ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით დანაშაული მაშინ ჩაითვლება ჩადენილად, როდესაც ასეთი შეთანხმება დანაშაულში მონაწილე პირებს შორის მიღწეულია და არსებობს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამის მუხლში მითითებული ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყებამდე. ამასთან, ცხადია, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ხნით ადრე შედგა ასეთი შეთანხმება დამნაშავეთა შორის და რა ფორმით ან საშუალებით იქნა გამოხატული ეს შეთანხმება. უშუალოდ დანაშაულის დაწყების შემდეგ, თუნდაც ერთ-ერთი ამსრულებლის მიერ ქმედების შემადგენლობის განხორციელების დაწყება, მისი ჩადენის პროცესში დამნაშავეთა შორის შეთანხმება ერთობლივი მოქმედების თაობაზე არ შეიძლება ჩაითვალოს წინასწარ შეთანხმებად, ვინაიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთოდ ვერ იარსებებდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ისეთი შემთხვევა, როგორიცაა წინასწარ შეუთანხმებლად ჯგუფის მიერ დანაშაულის ჩადენა, რომელშიც ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი.

32. სასამართლო მხარეებს მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 01 თებერვლის N868აპ.-10 განჩინებაზე, რომლითაც ანალოგიურ საკითხზე დადგენილია სასამართლო პრაქტიკა.

33. წინასწარი შეთანხმებით დანაშაულებრივი ჯგუფის არსებობა უნდა დასტურდებოდეს რაიმე მტკიცებულებით. ჯგუფის ერთ-ერთი წევრი ჩვენებით მაინც უნდა ადასტურებდეს, თუ როგორ შეიქმნა ჯგუფი, წევრები როგორ დაუკავშირდნენ ერთმანეთს და რა დანაშაულებრივი შეთანხმება ჰქონდათ.

34. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, რომ ი-–---- ა-–------სა და შ----- ვ----–---ს შორის არათუ წინასწარი, არამედ საერთოდ თაღლითობის ჩასადენად არსებობდა შეთანხმება, შემდეგი გარემოებების გამო.

35. სხენებულ საქმეში ი-–---- ა-–------ის მიმართ წარმოდგენილი იყო და სასამართლო სხდომაზეც გამოკვლეულია მხოლოდ ერთი მტკიცებულება, დაზარალებულ ი-–---------–---–ის ჩვენება.

36. დაზარალებულ ი-–---------–---–ის ჩვენებით სასამართლო ადგენს, რომ 2015 წლის მაისის ბოლოს, მასთან საქონლის შესაძენად მივიდა სამი პიროვნება, მათგან ორი გაეცნო. ერთერთი, თ---------ის სახელით, მეორე კი შ----- ვ----–---ი იყო. მისგან 20 000 ლარად იყიდეს საქონელი და დაახლოებით 4 საათში, ორი „მერსედესის“ მარკის სატვირთოთი წაიყვანეს. მოლაპარაკებისამებრ თანხა 2015 წლის 15-16 ივნისს უნდა მიეტანათ მისთვის. მანვე დაადასტურა, რომ საქონლის ყიდვის დროს ადგილზე მას შესთავაზეს ნაწილი თანხის გადახდა, თუმცა უარი უთხრა იმ მოტივით, რომ მას სრულლი თანხის ერთად მიღება სურდა.

37. აღნიშნული გარემოება ასევე დასტურდება მოწმე ი-–---- ა-–------ის ჩვენებით. იმ განსხვავებით, რომ როგორც ი-–---- ა-–------ი განმარტავს, იგი მართალია იმყოფებოდა შ----- ვ----–---თან ერთად ი-–---------–---–თან, თუმცა ის იყო მხოლოდ თარჯიმანი და საქონლის შესყიდვაში მას მონაწილეობა არ მიუღია, როგორც თვითონ განმარტავს, ი-–---------–---–ს არ შევაჭრებია თანხაზე, მხოლოდ შ----- ვ----–---ის საუბარს თარგმნიდა.

38. მანვე ასევე დაადასტურა, ის ფაქტი, რომ შ----- ვ----–---მა საქონლის შეძენისთანავე ნახევარი თანხის გადახდა შესთავაზა ი-–---------–---–ს, თუმცა დაზარალებულმა უარი უთხრა.

39. სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ დაზარალებულ ი-–---------–---–ს შ----- ვ----–---ი თანხის ნაწილის გადახდას სთავაზობდა იმიტომ, რომ ამ გზით სურდა შესულიყო მასთან ნდობაში, ნდობის ბოროტად გამოყენებით დაუფლებოდა დაზარალებულის ქონებას და ეს ყველაფერი, წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული ი-–---- ა-–------თან.

40. საქონელი რომ შ----- ვ----–---მა შეიძინა, ასევე დასტურდება სატვირთო ავტომანქანების მძღოლების ი-–--- კ-----------ისა და ფ------ კ--------ის ჩვენებებით, რომლებმაც აჩვენეს, რომ საქონელი მიიყვანეს სოფელ ლ-----–ოში, შ----- ვ----–---ის სახლში.

41. საქმეში ასევე არსებობს შ----- ვ----–---ის მიმართ 2012 წლის 21 თებერვლის (ტომი1 ს.ფ 175) გორის რაიონული სასამართლოსა და 2010 წლის 27 იანვრის (ტომი1, ს.ფ 183) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გამამტყუნებელი განაჩენები, რაც ადასტურებს, რომ საქმის განხილვისას შ----- ვ----–---ს დანიშნული ყავდა თარჯიმანი. თარჯიმანი მოიწვევა მაშინ, როდესაც პროცესის მონაწილემ არ იცის ან სათანადოდ არ იცის ქართული ენა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კი ბრალდებულ ი-–---- ა-–------ის განმარტება, რომ მიუხედავად იმისა, რომ შ----- ვ----–---ი წარსულში მსახურობდა პოლიციის ორგანოებში, მაგრამ სრულყოფილად ვერ ფლობდა ქართულ ენას, დასტურდება პრეუდიციით, სასამართლოს განაჩენებით. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს, რომ შ----- ვ----–---ს, ი-–---- ა-–------ი, ი-–---------–---–თან მოლაპარაკების დროს თარჯიმნად ჰყავდა.

42. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს დაზარალებულის ჩვენებას, რომ როდესაც მას ფული არ მიუტანეს, ის ტელეფონზე ესაუბრებოდა შ----- ვ----–---ს, რომელმაც უთხრა, რომ საქონელი ბაქოში იყო და ფული არ დაეკარგებოდა. ამ ნაწილში დაზარალებული კატეგორიულად მიუთითებს, რომ ის ესაუბრა შ----- ვ----–---ს, რომელიც დაპირდა ფულის გადახდას.

43. ი-–---------–---–ი ასევე განმარტავს, რომ ერთხელ შ----- ვ----–---ის ტელეფონზე მას უპასუხა ვითომ მეზობელმა, თუმცა ი-–---- ა-–------ის ხმა იცნო. ტელეფონზე მას უთხრეს, რომ შ----- ვ----–---ი წასული იყო ბაქოში და რომ ჩამოვიდოდა, მიუტანდნენ ფულს. ჩვენების ამ ნაწილს სასამართლო ვერ მიიჩნევს უტყუარად, ვინაიდან თვითონ დაზარალებული არ არის კატეგორიული, მან ხმა მიამსგავსა ი-–---- ა-–------ის ხმას. არ გამოკვლეულა და სასამართლო ვერ შეაფასებს, თუ რამდენად შეუძლია ი-–---------–---–ს ტელეფონზე ხმით ამოიცნოს პირი, რომელსაც შეხვდა და ესაუბრა ერთხელ.

44. სასამართლო სხდომაზე ასევე დადასტურდა, რომ შ----- ვ----–---ს თან ახლდა ძმა, ქ--------- ვ----–---ი, რომელიც ავტომანქანას მართავდა. ისინი ავტომანქანით ფერმამდე ვერ მივიდნენ და არხთან გაჩერდნენ. ავტომანქანიდან გადავიდნენ, ი-–---- ა-–------ი და შ----- ვ----–---ი და ელაპარაკენ საქონლის პატრონს, შეთანხმების დეტალები მისთვის უცნობია.

45. სასამართლო სხდომაზე ასევე გამოქვეყნდა დაზარალებულ ი-–---------–---–ის მიერ შესრულებული სატელეფონო ზარები. აღნიშნულით დგინდება, რომ ის ტელეფონზე უკავშირდება შ----- ვ----–---ის ძმის სახელზე რეგისტრირებულ სააბონენტო ნომრებს, მას სატელეფონო კავშირი ი-–---- ა-–------თან არ ჰქონია. სატელეფონო ზარებთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს ბრალდების მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ სატელეფონო ზარების შემავალი და გამავალი დეტალური ნუსხით დასტურდება, რომ შ----- ვ----–---ს და ი-–---- ა-–------ს ერთმანეთთან ქონდათ დანაშაულებრივი კავშირი. სასამართლო განმარტავს, რომ შემავალი და გამავალი სატელეფონო ზარების დეტალური ნუსხა იძლევა შესაძლებლობას დადგინდეს, მხოლოდ კონკრეტულ ტელეფონის ნომრებს შორის სატელეფონო კავშირის არსებობა და კავშირის დრო. მისი ანალიზით, ობიექტურად შეუძლებელია საუბრების შინაარსობრივი მხარის დადგენა, თუ რაზე საუბრობდნენ სატელეფონო კომუნიკაციის სუბიექტები განხორციელებული ზარების დროს, ანუ ობიექტურად შეუძლებელია აღნიშნული მტკიცებულება ადასტურებდეს დანაშაულებრივ განზრახვას ან კავშირს. ამ მტკიცებულებით დგინდება, მხოლოდ დაზარალებული ი-–---------–---–ის სატელეფონო კომუნიკაცია შ----- ვ----–---ის ძმის ქ--------- ვ----–---ი სახელზე რეგისტრირებულ სააბონენტო ნომერთან, თუმცა ქ--------- ვ----–---ის დაკითხვისას არ გარკვეულა თუ ვინ სარგებლობდა მის სახელზე რეგისტრირებული რამდენიმე სააბონენტო ნომრებით, ან რომელიმე ჰქონდა თუ არა სარგებლობაში მის ძმას, შ----- ვ----–---ს.

46. გამოძიების ეტაპზე არ დადგენილია, და შესაბამისად ვერც სასამართლო გამოიკვლევდა იმ სააბონენტო ნომერს რომლითაც სარგებლობდა ი-–---- ა-–------ი. მისი განმარტებით ის სარგებლობდა 593146066 ნომრით.

47. დასკვნით სიტყვაში ბრალდების მხარემ მიუთითა, რომ დადგენილი იყო შ----- ვ----–---სა და დაზარალებულ ი-–---------–---–ის შვილის სატელეფონო კავშირი, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს, რომ ასეთი საუბრის შინაარსი სასამართლო სხდომაზე არ გამოკვლეულა. თუ, ასეთი სატელეფონო საუბარი შედგა, აღნიშნული ფაქტი ი-–---------–---–ის შვილის დაკითხვის გზით უნდა გამოკვლეულიყო, რაც არ მომხდარა. გარემოება კი რაც არ გამოკვლეულა, ვერ მიიღება ბრალდებულის საწინააღმდეგოდ.

48. სასამართლო ასევე ბრალდებულის საწინააღმდეგოდ ვერ გამოიყენებს დაზარალებულის ჩვენების იმ ნაწილს სადაც ი-–---------–---–ი მიუთითებს, რომ ი-–---- ა-–------ი თელიმხანის სახელით გაეცნო, ასეთი გარემოება სხვა მტკიცებულებით არ დასტურდება. ამ გარემოებას არ ადასტურებს თვითონ ი-–---- ა-–------ი, არც მოწმე ქ--------- ვ----–---ი.

49. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ი-–---- ა-–------ს არ ჩაუდენია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

50. რაც შეეხება შ----- ვ----–---ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

51. მოწმის ი-–---- ა-–------ისა და დაზარალებულ დაზარალებულ ი-–---------–---–ის ჩვენებით სასამართლო ადგენს, რომ 2015 წლის მაისის ბოლოს, შ----- ვ----–---მა ი-–---------–---–ისგან 20 000 ლარად შეიძინა მსხვილფეხა ქროსანი პირუტყვი. ი-–---------–---–ისა და შ----- ვ----–---ის მოლაპარაკებას ესწრებოდა ი-–---- ა-–------იც, რომელიც თარჯიმნის მოვალეობას ეწეოდა.

52. მოწმეების ი-–--- კ-----------ისა და ფ------ კ--------ის ჩვენებებით დგინდება, რომ მათ სატვირთო ავტომანქანებით წამოიყვანეს შ----- ვ----–---ის მიერ შეძენილი საქონელი და მიიყვანეს მის საცხოვრებელ სახლში, სოფელ ლ-----–ოში.

53. დაზარალებულ ი-–---------–---–ის ჩვენებით ასევე დადასტურებულია, რომ საქონლის ღირებულება, 20 000 ლარი, შ----- ვ----–---ს დღემდე არ გადაუხდია.

54. სასამართლო აქვე ყურადღებას მიაქცევს, რომ შ----- ვ----–---ი 2012 წლის 21 თებერვალს გორის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

55. წინა შემთხვევებშიც დანაშაულის ჩადენის ხერხი ჰქონდა იგივე.

 

ნასამართლობა - ზედმეტად წარდგენილი ბრალდება:

 

56. სასამართლოს მიაჩნია, რომ შ----- ვ----–---ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ბრალდებაში, არაერთგზის ჩადენილი თაღლითობისათვის უნდა გამართლდეს, შემდეგი გარემოებების გამო: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მეთხუთმეტე მუხლის თანახმად „არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.“

57. სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის (ტომი1, ს.ფ 183) განაჩენით, შ----- ვ----–---ი, დამნაშავედ იყო ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ძველი რედაქცია), საიდანაც სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 2 თვე, ხოლო 2 წელი და 10 თვე პირობით არ იქნა გამოყენებული 3 წლის ვადით, მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვრა 3000 ლარი ჯარიმა.

58. შ----- ვ----–---ი, გორის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 21 თებერვლის (ტომი1 ს.ფ 175, 161,) განაჩენით დამნაშავედ იყო ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და საბილოოდ, განაჩენთა ერთობლიობით დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით, საიდანაც სასჯელთაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა ხუთი წელი, ხოლო 5 წელი პირობით არ იქნა გამოყენებული 6 წლის ვადით.

59. სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება ინფორმაცია, რომ შ----- ვ----–---ს გადახდილი არ აქვს 2010 წლის 27 იანვრის განაჩენით დანიშნული ჯარიმა, თუმცა, ვინაიდან, 2012 წლის 21 თებერვლის განაჩენში, გორის რაიონული სასამართლო განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის სრულად შეჯამებისას არ უმატებს ჯარიმას, ნიშნავს იმას, რომ ს.ვ----–---ს ჯარიმა, როგორც სასჯელი მოხდილი ქონდა. ანუ, მოხდილია დამატებითი სასჯელი.

60. რაც შეეხება ძირითად სასჯელს თავისუფლების აღკვეთას - გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით, შ----- ვ----–---ი ამნისტიის აქტის საფუძველზე მთლიანად გათავისუფლდა სასჯელის მოდხისაგან.

61. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მეორე ნაწილით კი სასჯელისაგან გათავისუფლებული ითვლება ნასამართლობის არმქონედ.

62. საქართველოს სასჯელთაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოდან 2016 წლის 24 მარტს გამოთხოვილი ინფორმაციით (ტომი1 ს.ფ 268) დგინდება, რომ შ.ვ----–---ის მიმართ საქმისწარმოება არ მიმდინარეობდა. მის მიმართ, გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 თებერვლის განჩინებით 2013 წლის 11 აპრილს საქმისწარმოება შეწყდა.

63. შ----- ვ----–---ის ნასამართლობის ცნობიდან (ტომი1 ს.ფ 30-31) ირკვევა, რომ შ----- ვ----–---ს 28.12.2012 წლის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლდა 21.02.2012 წლის განაჩენით განაჩენთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელისაგან და მოეხსნა ნასამართლობა.

64. აღნიშნულიდან გამომდინარე, შ----- ვ----–---ი იყო ნასამართლობის არმქონე და მას ზედმეტად წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რის გამოც ის ამ ნაწილში უნდა გამართლდეს.

65. შ----- ვ----–---ი ასევე უნდა გამართლდეს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფური დანაშაულის ჩადენაში, ვინაიდან, ი-–---- ა-–------ს არ დაუდასტურდა დანაშაულის ჩადენა.

66. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. აღნიშნული ნორმა პირდაპირ ავალდებულებს ბრალმდებელს ბრალდების მტკიცების ტვირთს. მოქმედი საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულია მტკიცების რამდენიმე სტანდარტი, თუმცა მოცემულ შემთხვევაში გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

67. ბრალდებულ შ----- ვ----–---ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

68. დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ იმყოფება მიმალვაში და ზიანი დღემდე არ აუნაზღაურებია.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

69. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, დამნაშავის პიროვნებას, მის ქცევას დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მისი ბრალის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

70. აღნიშნულის და დანაშაულის ჩადენის მიზნის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია რომ ბრალდებულ შ----- ვ----–---ის მიმართ სასჯელის მიზნების მიღწევას, კერძოდ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას, სამართლიანობის აღდგენასა და ბრალდებულის შემდგომ რესოციალიზაციას, უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა.

 

ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:

 

71. თანახმად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლისა, ნივთიერი მტკიცებულება - ერთი ცალი დისკი გამოთხოვილი შპს „მ--------–იდან“ და ერთი ცალი დისკი გამოთხოვილი შპს „მ---------იდან“, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს შენახულ უნდა იქნას საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 85-ე, 258-ე, 260-ე, 269 - 277-ე, 292-293-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

72. ი-–---- ა-–------ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „ბ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

73. ი-–---- ა-–------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის შემდეგ გირაოს სახით შეტანილი თანხა დაუბრუნდეს შემტან პირს.

74. შ----- ვ----–---ი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში გამართლდეს.

75. შ----- ვ----–---ი ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახით დაენიშნოს ვადიანი თავისუფლების აღკვეთა 08(რვა) წლით.

76. შ----- ვ----–---ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

77. განაჩენი, შ----- ვ----–---ის დაძებნისა და განაჩენის აღსრულების მიზნით გაეგზავნოს შსს რაიონულ სამმართველოს მსჯავრდებული საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

78. შ----- ვ----–---ი დაკავების შემთხვევაში მოთავსდეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პენიტენციურ დაწესებულებაში და ეცნობოს სასამართლოს.

79. ნივთიერი მტკიცებულება _ შპს „მ--------–იდან“ გამოთხოვილი ერთი ცალი დისკი შპს „მ---------იდან“ გამოთხოვილი ერთი ცალი დისკი, რაც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.

80. გამართლებულს უფლება აქვთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლით დადგენილი წესით მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

81. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

82. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან 01(ერთი) თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: მამუკა წიკლაური