გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210017001939975
საქმე № 2/725-17
ნაწილობრივი დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
11 აპრილი, 2018 წელი ქ. გორი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ნ-----–---–-----ი
მოპასუხეები - გ------------------–---–ი
ხ---------------------–---–ი (არ გამოცხადდა)
თ--------------------–---–ი (არ გამოცხადდა)
ი-------------------–---–ი (არ გამოცხადდა)
შ---–----------------–---–ი (არ გამოცხადდა)
შ--–----------------–---–ი (არ გამოცხადდა)
დავის საგანი - თანხის დაკისება
სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გორის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 25 მაისს სასარჩელო განცხადებით მომართა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა ნ-----–---–-----მა მოპასუხეების: გ------------------–---–ის, თ--------------------–---–ის, ხ---------------------–---–ის, ი-------------------–---–ის, შ---–----------------–---–ის და შ--–----------------–---–ის მიმართ, თანხის დაკისების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 აპრილის საოქმო განჩინებით №2/981-15 სამოქალაქო საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც დაევალა სასამათლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. სასამართლოს აღნიშნული განჩინების საფუძველზე მოპასუხე მხარეს გაეწია შესაბამისი საექსპერტო მომსახურება, რაც გათვალისწინებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულებით. განჩინებით ექსპერტიზის ხარჯების გადახდა დაეკისრათ მოდავე მხარეებს. 2016 წლის 21 ოქტომბერს მომზადდა №005943916 ექსპერტიზის დასკვნა. ექსპერტიზის დასკვნის მომზადების საფასურმა შეადგინა 660 ლარი. 2017 წლის 03 იანვარს გოჩა ტრმაკოზაშვილმა გადაიხადა 110 ლარი. გაწეული მომსახურებისათვის მოპასუხე მხარეს არ გადაუხდია საექსპერტო მომსახურების ღირებულების ნაწილი 550 ლარის ოდენობით.
ზემოთ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეებს: გ------------------–---–ს, ხ---------------------–---–ს, თ--------------------–---–ს, ი-------------------–---–ს, შ---–----------------–---–ს და შ--–----------------–---–ს, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ საექსპერტო მომსახურების საფასურის გადახდა 550 ლარის ოდენობით.
2017 წლის 04 ივლისს გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხეების მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, თუმცა არ არის დაკონკრეტებული თუ რა ნაწილში ცნეს მათ სარჩელი.
საქმე სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2018 წლის 11 აპრილს 11:00 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, კერძოდ, მოპასუხე გ------------------–---–ს ჩაბარდა პირადად, ხოლო დანარჩენ მოპასუხეებზე გადასაცემად უწყება ჩაიბარა მათმა ოჯახის წევრმა გოჩა ტერმაკოზაშვილმა.
მოპასუხეები: ხ---------------------–---–ი, თ--------------------–---–ი, ი-------------------–---–ი, შ---–----------------–---–ი და შ--–----------------–---–ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსათვის.
2018 წლის 11 აპრილს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეთათვის 550 ლარის დაკისრება და იშუამდგომლა ნაწილობრივი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით.
მოპასუხე გ------------------–---–მა სასარჩელი ცნო.
სასამართლომ განიხილა საქმის მასალები და მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს ნაწილობრივ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი, ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში 2018 წლის 11 აპრილს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე გ------------------–---–მა ცნო სარჩელი, ხოლო მოპასუხეები: ხ---------------------–---–ი, თ--------------------–---–ი, ი-------------------–---–ი, შ---–----------------–---–ი და შ--–----------------–---–ი არ გამოცხადდნენ სასამართლო სხდომაზე, წარმოდგენილი შესაგებლით კი მათ სარჩელი ნაწილობრი ცნეს.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხეებისათვის სხდომის თარიღი ცნობილი იყო, მათ ჰქონდათ საკმარისი დრო სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის, თუმცა ისინი სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
დადგენილია, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 07 აპრილის საოქმო განჩინებით №2/981-15 სამოქალაქო საქმეზე დაინიშნა საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა, რომლის ჩატარებაც დაევალა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს.
დადგენილია, რომ 2016 წლის 22 მოპასუხეებსა და სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები №2000439316, №2000439616, №2000439816, №2000440516, №2000439216, №2000439916 საექსპერტო მომსახურების შესახებ და სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოპასუხე მხარეს გაეწია შესაბამისი საექსპერტო მომსახურება, რაც გათვალისწინებულია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დებულებით.
ასევე დადგენილია, რომ 2016 წლის 21 ოქტომბერს მომზადდა №005943916 ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მომზადების საფასურმა შეადგინა 660 ლარი.
დადგენილადაა მიჩნეული, რომ 2017 წლის 03 იანვარს გ------------------–---–მა გადაიხადა 110 ლარი ხოლო 550 ლარი გადასახდელია.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია ყველა ის გარემოება, რომელიც ერთერთმა მოპასუხე მხარემ აღიარა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების შესახებ კანონიერია და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი გ------------------–---–ის, ხ---------------------–---–ის, ი-------------------–---–ის, თ--------------------–---–ის, შ---–----------------–---–ის და შ--–----------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქმის მასალებით სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობა მხარეებს შორის გამომდინარეობს სახელშეკრულებო-სამართლებრივი სფეროდან და იგი ეფუძნება ნარდობის ხელშეკრულებას.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მენარდის მიერ (მოსარჩელის მიერ) შესრულებულია მის მიერ შესასრულებელი სამუშაო, გაწეულია საექსპერტო მომსახურება, ხოლო დამკვეთის მიერ (მოპასუხის მიერ) არ არის გადახდილი მომსახურებისათვის გათვალისწინებული საზღაური. შესაბამისად, არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 მუხლის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
დადასტურებულია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 50 ლარი, შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ცნო სარჩელი, იგი უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 208-ე, 230-ე, 234-237-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 364-369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სარჩელი გ------------------–---–ის, ხ---------------------–---–ის, თინიკო, ირინე, შავლეგ და შ--–----------------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს, ხათუნა, თინიკო, ირინე, შავლეგ და შ--–----------------–---–ების მიმართ მიღებულ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება;
2. მოპასუხეებს: გ------------------–---–ს, ხ---------------------–---–ს, თ--------------------–---–ს, ი-------------------–---–ს, შ---–----------------–---–ს და შ--–----------------–---–ს მოსარჩელე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 550 ლარის გადახდა;
3. მოსარჩელე სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (ს/ნ 204852089) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი (საგადასახადო დავალება №06172);
4. მოპასუხეებს: ხ---------------------–---–ს, თ--------------------–---–ს, ი-------------------–---–ს, შ---–----------------–---–ს და შ--–----------------–---–ს გაეგზავნოთ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოთ, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანონ საჩივარი გორის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდებათ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
5. გადაწყვეტილება გ------------------–---–ის მიმართ შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია კუთხაშვილი