გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.05.2018
საქმის ნომერი
080210016001431136
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
22.05.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 080210016001431136

№ 2/1390-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

22 მაისი 2018 წ ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე ციცინო კიკვაძე

სხდომის მდივანი სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - კ----ერ ჩ------ნი;

კანონიერი წარმომადგენელი - ლ---–ა შ-----ძე;

მოპასუხე - სს „ლიბერთი ბანკი“;

დავის საგანი - ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი კ----ერ ჩ------ნს და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო ავანსის ხელშეკრულება N9826731 და კ----ერ ჩ------ნი გათავისუფლდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდისაგან.

 

მოსარჩელის წარმომადგენლის მითითებით, 2015 წლის 2 თებერვალს მისმა შვილმა კ----ერ ჩ------ნმა სს „ლიბერთი ბანკთან“ გააფორმა ხელშეკრულება და ავანისის სახით აიიღო 750 ლარი 25 თვის ვადით. ცენტრის მიერ გაცემული ცნობის თანახმად კ----ერ ჩ------ნი 2002 წლიდან იმყოფება აღრიცხვაზე შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის“ ცენტრში და მისი დიაგნოზია პარანოიდული შიზოფრენია F20.0. 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით კ----ერ ჩ------ნი აღიარებული იქნა ქმედუუნაროდ, ხოლო 2016 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით იგი ცნობილი იქნა მხარდამჭერის მიმღებად და ლ---–ა შ-----ძე დაინიშნა მის მხარდამჭერად. სესხის ხელშეკრულების დადების დროს კ----ერ ჩ------ნი ვერ ახდენდა გაეაზრებინა რა სახის ხელშეკრულებას დებდა ბანკთან.

2. მოპასუხის პოზიცია.

 

2.1. მოპასუხემ შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო. სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე წარმოდგენილი იქნა განცხადება, რომლითაც სასარჩელო მოთხოვნა სრულად ცნეს.

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. დადგენილია, რომ სს „ლიბერთი ბანკსა“ და კ----ერ ჩ------ნს შორის 2015 წლის 2 თებერვალს გაფორმებული იქნა სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო პენსიის ავანისის ხელშეკრულება N9826731, რომლის მიხედვითაც კ----ერ ჩ------ნმა სს „ლიბერთი ბანკიდან“ ავანსის სახით მიიღო 750 ლარი 25 თვის ვადით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ.21-22)

3.1.2. 2016 წლის 14 მარტის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით კ----ერ ჩ------ნი ცნობილი იქნა მხარდამჭერის მიმღებ პირად და მის მხარდამჭერად დაინიშნა დედა ლ---–ა შ-----ძე;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება (ს.ფ. 16-19)

3.1.3 დადგენილია, რომ კ----ერ ჩ------ნი 2002 წლიდან იმყოფება აღრიცხვაზე შპს „ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ დიგნოზით პარანოიდული შიზოფრენია;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა(ს.ფ. 24)

3.1.4 დადგენილია, რომ კ----ერ ჩ------ნი მშობლებთან ერთად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიან ბაზაში;

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (ს.ფ. 25)

3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მხარეებს განსახილველ დავაში სადავო არცერთი გარემოება არ გაუხდიათ;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

4.1. სასამართლომ განიხილა სარჩელი, მოისმინა მხარის-ახსნა განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების, როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძვლები.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- საქართველოს სამოქალო კოდექსის მე-14-ე, 58-ე,67-ე მუხლები;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

6. სამართლებრივი შეფასება.

6.1. პირის შესაძლებლობა, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადოს ხელშეკრულება (ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი) განხორციელებადია იმ შემთხვევაში, თუ მას გააჩნია ნება, გამოიყენოს ზემოთდასახელებული შესაძლებლობა და გამოავლინოს იგი მისთვის სასურველი სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოვლენა არის გამიზნული სამართლებრივი შედეგის დადგომისაკენ მიმართული სუბიექტური ნების ობიექტურად შეცნობადი გაცხადება. ზემოაღნიშნული შესაძლებლობა, კერძოდ, პირის უნარი, იქონიოს სამოქალაქო უფლებები და იკისროს სამოქალაქო ვალდებულებები, უკავშირდება უფლებაუნარიანობას (სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის პირველი ნაწილი), ხოლო ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები - ქმედუნარიანობას (სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის პირველი ნაწილი).

სამოქალაქო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონედ ითვლება ასევე სრულწლოვანი, რომელსაც სასამართლომ დაუწესა მზრუნველობა. შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირი თავის ქმედუნარიანობაში უთანაბრდება არასრულწლოვანს.

6.2. შეზღუდულქმედუნარიანი ითვლება სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების დადების უნარის არმქონედ. მას არ შესწევს უნარი, კანონიერი წარმომადგენლისაგან დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში ან ნებისმიერ სხვა სფეროში და თვითონ გამოავლინოს ნება გარიგების დადების მიზნით, განახორციელოს ნებელობითი აქტივობა გარიგების დადებასა და შესრულებასთან დაკავშირებით და ამგვარი ნების გამოვლენით შეიბოჭოს თავი კერძო-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი ვალდებულებებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად ბათილია ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის მიერ ნების გამოვლენა გარიგების დადებისას, როცა ეს რეალური ვითარების სწორად აღქმას არ შეესაბამება, თუ ეს პირი ამ გარიგებით სარგებელს არ იღებს, თუნდაც იგი სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებად არ იყოს ცნობილი.

 

ამავე კოდექსის 67-ე მუხლის თანახმად გარიგება, რომელიც დაიდო ქმედუნარიანობის შეზღუდვამდე, მოითხოვს ნებართვას, თუ დადგინდება, რომ ის საფუძველი, რის გამოც მოხდა ქმედუნარიანობის შეზღუდვა, აშკარად არსებობდა გარიგების დადების დროსაც.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კ----ერ ჩ------ნი 2002 წლიდან აღრიცხვაზე იმყოფება ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დიაგნოზით პარანოიდული შიზოფრენია; ხოლო 2016 წლის 14 მარტის გადაწყვეტილებით იგი ცნობილი იქნა მხარდამჭერის მიმღებ პირად მათ შორის საბანკო ოპერაციების მართვის, ხელშეკრულებაზე თანხმობის, საარსებო შემწეობის პენსიის აღების სფეროებში, ლ---–ა შ-----ძე კი დაინიშნა მის მხარდამჭერად.

 

ხელშეკრულება, რომლის ბათილობასაც ითხოვს კ----ერ ჩ------ნის წარმომადგენელი დადებულია 2015 წელს, თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა კ----ერ ჩ------ნი 2002 წლიდან აღრიცხვაზე იმყოფებოდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დიაგნოზით პარანოიდული შეზოფრენია, შესაბამისად ბანკთან გარიგების დადების დროსაც არსებობდა ის საფუძვლები, რისთვისაც მას ესაჭირეობოდა კანონიერი წარმომადგენლის ნებართვა.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ წარმოდგენილი განცხადებით სარჩელი სრულად ცნო, შესაბამისად, კ----ერ ჩ------ნის კანონიერი წარმომადგენლის ლ---–ა შ-----ძის სარჩელი ბათილად იქნას ცნობილი კ----ერ ჩ------ნს და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო ავანსის ხელშეკრულება N9826731 და კ----ერ ჩ------ნი განთავისუფლდეს ხელსეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდისაგან - საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები.

7.1 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან, მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განტავისუფლებულია, ხოლო მოპასუხემ სარცელი ცნო, ისინი უნდა განთავისუფლდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან,.

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. დაკმაყოფილდეს კ----ერ ჩ------ნის კანონიერი წარმომადგნლის ლ---–ა შ-----ძის სარჩელი.

1.1. ბათილად იქნას ცნობილი კ----ერ ჩ------ნს და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებული სოციალური დახმარების ან/და სახელმწიფო ავანსის ხელშეკრულება N9826731 და კ----ერ ჩ------ნი გათავისუფლდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდისაგან.

1.2. მხარეები გათავისუფლდენენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო კიკვაძე