გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #340210017001899622
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
28.05.2018 წ. ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე - სს „ს----------–--ს ბანკი“
წარმომადგენელი - გიორგი ცირეკიძე
მოპასუხე - ირაკლი გველუკაშვილი, ბადრი სონღულაშვილი, ელგუჯა ყალაბეგაშვილი, ლიანა ჯაჯანაშვილი
წარმომადგენელი ნოდარ სარიშვილი
დავის საგანი: დავალიანების დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ირაკლი გველუკაშვილს, ბადრი სონღულაშვილს, ელგუჯა ყალაბეგაშვილს და ლიანა ჯაჯანაშვილს სს ,,ს----------–--ს ბანკი"ს სასარგებლოდ 2014 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ 10 951.09 ლარი , საიდანაც - 5500 ლარი სესხის ძირითადი თანხაა , 833.95 ლარი- პროცენტი , 4140,14 ლარი ჯარიმა , ხოლო 477 ლარი საკომისიო ;
1.2. მოპასუხე ირაკლი გველუკაშვილს დაეკისროს საკრედიტო ბარათის დავალიანება- 3741,93 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1938.40 ლარი, პროცენტი- 899,98 ლარი და პირგასამტეხლო-903.55 ლარი.
1.3. 2014 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული ირაკლი გველუკაშვილის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე გურჯაანი, სოფელი ვეჯინი, ს/კ 51.12.66.017
1.4. იმ შემთხვევაში თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად კრედიტორის მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება სარეალიზაციოდ მიექცეს მსესხებლის-ირაკლი გველუკაშვილის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონება;
1.5. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება (მოთხოვნა დაზუსტდა 28.05.2018 წ. 12.53.59 სთ)
1.6. პროცესის ხარჯების ანაზღაურება
2.მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა ირაკლი გველუკაშვილმა, ბადრი სონღულაშვილმა, ელგუჯა ყალაბეგაშვილმა და ლიანა ჯაჯანაშვილმა წარმოდგენილი შესაგებელით და საქმის მოსამზადებელ სტადიაზე სარჩელი 2014 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილში სარჩელს დაეთანხმნენ სრულად, ხოლო დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში სარჩელს არ დაეთანხმნენ. (28.05.2018 სხდომის ოქმი 12.48.08სთ) .
2.2. ირაკლი გველუკაშვილი სასარჩელო მოთხოვნას საკრედიტო ბარათის დავალიანების მოთხოვნის ნაწილში დაეთანხა ნაწილობრივ, კერძოდ, მხოლოდ სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნას არ დაეთანხმა (28.05.2018 სხდომის ოქმი 12.49.48სთ) .
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 12.12.2014 წელს სს ს----------–--ს ბანკს და ირაკლი გველუკაშვილს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება #3083504, რომლითაც მსესხებელზე დაიშვა საკრედიტო ლიმიტი 500 000 აშშ დოლარი, ან მისი ექვივალენტი ლარში .
3.1.2. საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, 12.12.2014 წელს სს ს----------–--ს ბანკს და ირაკლი გველუკაშვილს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება #2330598, რომლითაც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 11 000 ლარის ოდენობით, 23 თვის ვადით, წლიური 17% განაკვეთით, პირგასამტეხლო გათვალისწინებული იქნა 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.3. #2330598 საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, სს ს----------–--ს ბანკს ბადრი სონღულაშვილს, ელგუჯა ყალაბეგაშვილს და ლიანა ჯაჯანაშვილს შორის 12.12.2014 წელს გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებები იღებენ ვალდებულებას, სოლიდარული თავდებობით უზრუნველყონ სს ,,ს----------–--ს ბანკს" და მსესხებელს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თითოეული თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვარი განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით.
3.1.4. #2330598 საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, 12.12.2014 წელს იპოთეკით დაიტვირთა ირაკლი გველუკაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე გურჯაანის რაიონი, სოფელი ვეჯინი, საკადასტრო კოდი: #51.12.66.017.
იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულებების სრულად დასაფარად, აღსრულება მიექცევა მოვალის სხვა ქონებებზე.
3.1.5. ირაკლი გველუკაშვილსა და სს ,,პრივატბანკს“ (უფლებამონაცვლე სს ს----------–--ს ბანკი“) შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, საკრედიტო ლიმიტი-2000 ლარი, რომელზეც მსესხებელს გააჩნია დავალიანება- 3741,93 ლარი.
3.1.6. მოპასუხე მსესხებელმა დაარღვია 12.12.2014 წლის # 2330598 საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 21.10.2016 წელს. მოპასუხეების სოლიდარული დავალიანება კრედიტორის წინაშე 2017 წლის 13 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 10 951,09 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 5500 ლარი, პროცენტი - 833.95 ლარი, ჯარიმა - 4140,14 ლარი, საკომისიო 477 ლარი
3.1.7. მოპასუხე ირაკლი გველუკაშვილმა დაარღვია საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და მისი დავალიანება საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2017 წლის 13 აპრილის მდგომარეობით შეადგენს 3741,93 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1938.40 ლარი, პროცენტი- 899,98 ლარი და პირგასამტეხლო-903.55 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება (ს.ფ 16-17)
- საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ 18-19)
- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ 20)
- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ 21- 38;)
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ 39-45)
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 46)
- საკრედიტო ბარათის განაცხადი (ს.ფ 55-56)
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 54)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''ს----------–--ს ბანკი“-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 417-ე 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 895-ე მუხლებით;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671 268-ე, 269-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა-სოლიდარულმა მოვალეებმა სასარჩელო მოთხოვნა 2014 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ცნეს სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს. ასევე მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ირაკლი გველუკაშვილმა სასარჩელო მოთხოვნა
საკრედიტო ბარათის დავალიანების ნაწილში ცნო ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
მოცემულ შემთხვევაში სს ს----------–--ს ბანკსა და ირაკლი გველუკაშვილს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში ირაკლი გველუკაშვილი სასარჩელო მოთხოვნებს ეთანხმება #2330598 საკრედიტო ხელშეკრულების და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის და სარგებლის დაკისრების ნაწილში. ამავდროულად, ზემოაღწერილი მსჯელობიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნები ამ ნაწილში ექვემდებარება დაკმაყოფილებას, ვინაიდან სს ,,ს----------–--ს ბანკი"ს მიერ საბანკო კრედიტის გაცემა განხორციელდა სარგებლის დარიცხვის სანაცვლოდ. დადგენილია, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რაც მსესხებელმა დაარღვია და შეთანხმებულ ვადაში არ გადაიხადა თანხა .
ამდენად მოსარჩელის მოთხოვნა #2330598 საკრედიტო ხელშეკრულების და საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3 დადგენილია, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად .
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
პირგასამტეხლო წარმოადგენს მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის იხდის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას. პირგასამტეხლოს სახით გარკვეული ოდენობის ფულად თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას. პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაა ვალდებულების შეუსრულებლობა ან ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ამიტომ პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას იძლევა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს განაკვეთი შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სასამართლოს მოსაზრებით სს ,,ს----------–--ს ბანკის“ მიერ სასარჩელო განცხადებაში დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა არაგონივრულია და ექვემდებარება შემცირებას. კერძოდ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 10-ჯერ და #2330598 საკრედიტო ხელშეკრულებაზე განისაზღვროს 414 ლარით, ხოლო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნაზე 90 ლარით.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის დანაწესით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ბადრი სონღულაშვილმა ელგუჯა ყალაბეგაშვილმა და ლიანა ჯაჯანაშვილმა სს ს----------–--ს ბანკის მიმართ 2014 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებასთან დაკავშირებით იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა და შესაბამისად ამავე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები სოლიდარულ თავდებებსაც უნდა დაეკისროთ.
6.5 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
დადგენილია, რომ კრედიტორის მიმართ არსებული ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2014 წლის 12 დეკემბერს იპოთეკით დაიტვირთა ირაკლი გველუკაშვილის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ლაგოდეხის რაიონი, სოფელი ვეჯინი, საკადასტრო კოდით: #51.12.66.017.
იპოთეკის ხელშეკრულების 8.4 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ უძრავი ქონების რეალიზაციის გზით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი ვალდებულებების სრულად დასაფარად, აღსრულება შესაძლებელია მიექცეს მოვალის სხვა ქონებებზე.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეულია ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს იპოთეკა, რაც კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის უფლებით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციო უნდა მიექცეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება.
ასევე დასაბუთებულია სს ს----------–--ს ბანკის სასარჩელო მოთხოვნა ირაკლი გველუკაშვილის საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან მხარეთა მიერ იპოთეკის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული იქნა მოვალის სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობაც.
6.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემაზე, უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11. მუხლით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2671-ე მუხლის მე-2 ნაწილით, გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა.
სს ,,ს----------–--ს ბანკს’’ და ირაკლი გველუკაშვილს შორის 2014 წლის 12 დეკემბერს დადებული გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულების 5.2 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე. ასეთივე შინაარსის დებულებაზეა არიან მხარეები შეთანხმებული იპოთეკის ხელშეკრულების 15.2 მუხლით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულია დავასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, რის გამოც საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ქვითრით დგინდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 440.78 ლარი . სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეებმა მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში, ასევე ირაკლი გველუკაშვილმა საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება ცნო ძირი თანხის და პროცენტის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მიერ სარჩელი აღიარებულია 9172.33 ლარის ნაწილში, ამიტომ მოსარჩელეს მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი-275.16 ლარი უნდა დაუბრუნდეს ბიუჯეტიდან .
ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - (414+477=891*3%) 26,73 ლარი, ხოლო ირაკლი გველუკაშვილს უნდა დაეკისროს (90 * 3%) 2.70 ლარი. მოსარჩელეს უარი ეთქვა მოთხოვნაზე 4539.69 ლარის დაკისრებაზე, ამიტომ 136.19 ლარი რჩება ბიუჯეტში .
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „ს----------–--ს ბანკი“-ს სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
2. მოპასუხეებს ირაკლი გველუკაშვილს, ბადრი სონღულაშვილს, ელგუჯა ყალაბეგაშვილს და ლიანა ჯაჯანაშვილს სს ს----------–--ს ბანკის სასარგებლოდ 2014 წლის 12 დეკემბრის საკრედიტო და სოლიდარული თავდებობის ხელშკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხა - 5500 ლარი, პროცენტი - 833.95 ლარი, ჯარიმა - 414 ლარი და საკომისიო 477 ლარი, სულ 7224,95 ლარი
3. 2014 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მიმართ არსებული ფულადი ვალდებულების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს იპოთეკით დატვირთული ირაკლი გველუკაშვილის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე გურჯაანი, სოფელი ვეჯინი, ს/კ 51.12.66.017
4. იმ შემთხვევაში თუკი იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად კრედიტორის მოთხოვნა სრულად ვერ დაკმაყოფილდება სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ირაკლი გველუკაშვილის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი სხვა ქონება;
5. მოსარჩელის მოთხოვნა 2014 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებისთვის სოლიდარულად 3726,14 ლარის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.
6. მოპასუხე ირაკლი გველუკაშვილს სს „ს----------–--ს ბანკის“ სასარგებლოდ დაეკისროს საკრედიტო ბარათის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 1938.40 ლარი, პროცენტი 899,98 ლარი და პირგასამტეხლო - 90 ლარის გადახდა.
7. სს ს----------–--ს ბანკის სარჩელი ირაკლი გველუკაშვილის მიმართ 813.55 ლარის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
8. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ სს ს----------–--ს ბანკის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 26,73 ლარის ოდენობით, ხოლო ირაკლი გველუკაშვილს დაეკისროს 2.70 ლარის გადახდა.
9. მოსარჩელე სს ,,ს----------–--ს ბანკს’’ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 248,15 ლარი , რომელიც გადახდილია 13/04/2017 წ. საგადასახადო დავალება #32 სახაზინო კოდი 300 503 150;
10. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი