განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100115703657
1-47/15
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2018 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - გიორგი გრატიაშვილი
სხდომის მდივანი - ირინე მაკარაძე
პროკურორი - ა----–-რ წ-------ვა
ბრალდებული - მ------ კ-------ლია
ადვოკატი - მიხეილ მიქანაძე, ვაჟა ხახუტაიშვილი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
N171060514006
ბრალდებული: მ------ კ-------ლია
მამის სახელი: შაქრო
დაბადებული: 19.12.1----–--–---------–--------------------–--------------------------------------------–------------–------------------------------------------–-------–----–--------------------------------------------------
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი. (ორი ეპიზოდი), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი. (ერთი ეპოზოდი)
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
სასამართლომ დაადგინა:
2012 წლის 06 ივლისს მაკლერმა მარიან კ-------ლიამ ისარგებლა ა---- ლ------------იძის ნდობით და მას მოტყუებით გამოართვა 12 000 აშშ დოლარი. თანხის აღებამდე ა---- ლ------------იძის დასარწმუნებლად, მ------ კ-------ლიამ ი---- კ-----------ძის და გ------- გ-------ძის თანდასწრებით ა---- ლ------------იძეს აჩვენა ქ.ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა N78/88-ში მდებარე ნ----------–--ლის საკუთრებაში არსებული მაღაზია, აღნიშნული კომერციული ფართის იპოთეკით დატვირთვის დაპირებით და გარანტიით, ამის შემდეგ მ------ კ-------ლიამ 2012 წლის 06 ივლისს ა---- ლ------------იძესთან გააფრომა ხელშეკრულება, გამოართვა მას 12 000 აშშ დოლარი და რეალურად იპოთეკით დაუთვირთა, ამავე მისამართზე მდებარე მის საკუთრებაში არსებული დამხმარე სათავსო, რომელიც მდებარეობს ნ----------–--ლის კომერციულ ფართსა და მ------ კ-------ლიას საცხოვრებელ ბინას შორის, ხოლო აღნიშნულ ფართში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ საცხოვრებელი ბინის სამზარეულოს იატაკიდან ჩამავალი კიბით. ამ ქმედებით მ------ კ-------ლია მოტყუებით დაეუფლა ა---- ლ------------იძის დიდი ოდენობით ფულად თანხას. ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2012 წლის 29 ნოემბერს მაკლერმა მ------ კ-------ლიამ ისარგებლა მ------- გ------ის ნდობით და მას მოტყუებით გამოართვა 4 000 აშშ დოლარი. თანხის აღებამდე მ------- გ------ის დასარწმუნებლად, მ------ კ-------ლიამ ნ--- დ-----იძის თანდასწრებით მ------- გ------ეს აჩვენა ქ. ბათუმში, ჭავჭავაძს ქუჩა N78/88-ში მდებარე ნ----------–--ლის საკუთრებაში არსებული მაღაზია, აღნიშნული კომერციული ფართის იპოთეკით დატვირთვის დაპირებით და გარანტიით, ამის შემდეგ მ------ კვრიკველიამ 2012 წლის 29 ნოემბერს მ------- გ------ესთან გააფორმა ხელშეკრულება, გამოართვა მას 4 000 აშშ დოლარი და რეალურად იპოთეკით დაუტვირთა, ამავე მისამართზე მდებარე მის საკუთრებაში არსებული დამხმარე სათავსო, რომელიც მდებარეობს ნ----------–--ლის კომერციულ ფართსა და მ------ კ-------ლიას საცხოვრებელ ბინას შორის, ხოლო აღნიშნულ ფართში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ საცხოვრებელი ბინის სამზსარეულოს იატაკიდან ჩამავალი კიბით, ამ ქმედებით მ------ კ-------ლია მოტყუებით დაეუფლა მ------- გ------ის ფულად თანხას. ე.ი. მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
2012 წლის 10 დეკემბერს მაკლერმა მ------ კ-------ლიამ ისარგებლა ნ--- დ-----იძის ნდობით და მას მოტყუებით გამოართვა 14 000 აშს დოლარი. თანხის აღებამდე ნ--- დ-----იძის დასარწმუნებლად, მ------ კ-------ლიამ ნ--- დ-----იძეს მიუთითა ქ.ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა N 78/88-ში მდებარე ნ----------–--ლის საკუთრებაში არსებულ მაღაზიაზე, აღნიშნული კომერციული ფართის იპოთეკით დატვირთვის დაპირებით და გარანტიით. ამის შემდეგ მ------ კ-------ლიამ 2012 წლის 10 დეკემბერს ცვლილება შეიტანა 2012 წლის 29 ნოემბერს მ------- გ------ესთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში და დამატებით ნ--- დ-----იძეს მოტყუებით გამოართვა 14 000 აშშ დოლარი, ხოლო რეალურად 14 000 აშს დოლარის სანაცვლოდ , მ------- გ------ის სახელზე იპოთეკით დატვირთული დარჩა, ამავე მისამართზე მდებარე მ------ კ-------ლიას საკუთრებაში არსებული დამხმაე სათავსო, რომელიც მდებარეობს ნ----------–--ლის კომერციულ ფართსა და მ------ კ-------ლიას საცხოვრებელ ბინას შორის ხოლო აღნიშნულ ფართში მოხვედრა შესაძლებელია მხოლოდ საცხოვრებელი ბინის სამზარეულოს იატაკიდან ჩამავალი კიბით, ამ ქმედებით მ------ კ-------ლია მოტყუებით დაეუფლა ნ--- დ-----იძის დიდი ოდენობით ფულად თანხას. ე.ი მან ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით;
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება ან ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით;
დაზარალებულ ა---- ლ------------იძის ჩვენების ანალიზით დგინდება, შემდეგი 2012 წელს ივლისის თვეში დაუკავშირდა ი---- კ-----------ძეს და შეატყობინა, რომ ჰქონდა 10 000 აშშ დოლარი რომელსაც გაასესხებდა პროცენტის მიღების გარანტიით. ი---- კ-----------ძემ უთხრა რომ არის პიროვნება, რომელსაც აქვს კომერციული ფართი ბათუმში ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის კვეთაში, მაგრამ საჭირო იყო 12 000 დოლარი. ა---- ლ------------იძე დათანხმდა და შეაგროვა 12000 აშშ დოლარი. თანხის მოგროვების შემდეგ ი---- კ-----------ძემ და გ------- გ-------ძემ ა---- ლ------------იძეს გააცნეს მ------ კ-------ლია. მ------ კ-------ლიამ აუხსნა, რომ ქონდა კომერციული ფართი ბათუმში ჭავჭავაძის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში და ესაჭიროებოდა თანხა 12000 აშშ დოლარი. ამის შემდეგ სამივე პი---- მ------ კ-------ლიამ, ი---- კ-----------ძემ და გ------- გ-------ძემ ა---- ლ------------იძეს აჩვენეს ბათუმში, ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში მდებარე კომერციული ფართი. ფართში ფუნქციონირებდა სასურსათო მაღაზია. მარინე კ-------ლიამ განუცხადა, რომ ეს ფართი იყო მისი საკუთრება და ანახეს რეესტრის ამონაწერი, რომლის მიხედვითაც ფართი რეგისტრირებული იყო მ------ კ-------ლიას სახელზე, თუმცა აღნიშნული ფართი დატვირთული იყო იპოთეკის ხელშეკრულებით 3000 აშშ დოლარად და აუცილებელი იქნებოდა აღნიშნული ხელშეკრულების შესასრულებლად 3000 აშშ დოლარის გადახდა. რაზედაც ა---- ლ------------იძე დათანხმდა. მან სრულად დაიჯერა, რომ ხსენებული ფართი მართლაც ეკუთვნოდა მ------ კ-------ლიას. 2013 წლის 06 ივლისს ა---- ლ------------იძემ გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება მ------ კ-------ლიასთან სამი თვის ვადით. ხელშეკრულების გაფორმებამდე შეთანხმებისამებრ ჯერ 3000 აშშ დოლარი გადასცა მ------ კ-------ლიას, ხოლო ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ა---- ლ------------იძემ მარინე კ-------ლიას გადასცა დარჩენილი 9000 აშშ დოლარი. სულ გადასცა 12 000 (თორმეტი ათასი) აშშ დოლარი, რასაც ესწრებოდნენ ი---- კ-----------ძე და გ------- გ-------ძე. ფულის გადაცემისთანავე მ------ კ-------ლიამ უკან დაუბრუნა ერთი თვის პროცენტი. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ა---- ლ------------იძე მაინც მივიდა ხსენებულ ფართში სადაც სურსათის მაღაზია ფუნქციონირებდა და გამყიდველს კითხა თუ ვის ეკუთვნოდა კომერციული ფართი. მას უპასუხეს, რომ ფართი ეკუთვნოდა მ------ კ-------ლიას. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ ა---- ლ------------იძემ არაერთხელ მიმართა ი---- კ-----------ძესა და მ------ მარინე კ-------ლიას, რომლებიც თავს არიდებნენ ვალის დაბრუნება, რის გამოც ა---- ლ------------იძემ მიმართა სააღსრულებლო ბიუროს. აღსრულების მიდინარეობის პროცესში მარინე კ-------ლიამ დაურეკა ა---- ლ------------იძეს და სთხოვა არ მიემართა პოლიციისათვის, რადგან სინამდვილეში იპოთეკით დატვირთული იყო არა ის ფართი, რომელიც ანახა ფულის გადაცემამდე არამედ სულ სხვა ფართი კერძოდ სხვენი. ამიტომ სიმართლე გამოაშკარავდებოდა და მას დააპატიმრებდნენ. ამის შემდეგ მ------ კ-------ლიამ ანახა რეალურად ის ფართი, რაც მითითებული იყო ხელშეკრულებაში. ეს ფართი წარმოადგენდა იმავე მისამართზე არსებულ სხვენს. გაირკა, რომ მაღაზიის ზედა სართულზე (მეორე სართულზე) ცხოვრობდა მ------ კ-------ლია. ხოლო ფართი მდებარეობდა პირველსა და მეორე სართულებს შორის და იყო სარდაფი საიდანაც კიბით შეიძლებოდა ჩასვლა მ------ კ-------ლიას სახლიდან. ამ ფართს სხვა შესასვლელი არ ქონდა და იგი არავითარ ღირებულებას ა---- ლ------------იძისათვის არ წარმოადგენდა. რეალობა თავიდანვე, რომ ცოდნოდა ა---- ლ------------იძეს 12000 აშშ დოლარის თაობაზედ იპოთეკის ხელშეკრულება გააფორმა არა კომერციულ ფართზე სადაც სასურსათო მაღაზია იყო გახსნილი, არამედ დამხმარე ფართზე, რომელსაც დამოუკიდებელი შესასვლელი საერთოდ არ აქვს და მასში მოხვედრა მხოლოდ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის მდებარე ბინის გავლით არის შესაძლებელი ამ ხელშეკრულებას არ გააფორმებდა და მ------ კ-------ლიას ფულს არ გადასცემდა. შემდეგ არაერთხელ სთხოვა ა---- ლ------------იძემ მ------ კ-------ლიას ძირი თანხის დაბრუნება, თუმცა მ------ კ-------ლიამ ფული არ გადაუხადა. ა---- ლ------------იძე იძულებული გახდა მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისათვის.
იმავდროულად ა---- ლ------------იძემ განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით მისი ინტერესი მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზედ სრულად დაკმაყოფილებულია და ზიანთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია.
ა---- ლ------------იძის ჩვენებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოება დადასტურებულია 2012 წლის 06 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით, როლის თანახმად ა---- ლ------------იძემ 12000 აშშ დოლარი გადასცა მ------ კ-------ლიას სამი თვის ვადით თვეში 5% დარიცხვით. ხელშეკრულების თანახმად მესაკუთრემ იპოთეკით დატვირთა საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას 29.20 კვ.მ ფართს მდებარე ბათუმი, ჭავჭავაძის N78/88, დამხმარე სათავსო.
ამავე ხელშეკრულებით დგინდება, რომ მ------ კ-------ლია ცხოვრობს ქ. ბათუმი ი-–-- ჭავჭავაძის ქ. N78/88 ბინა 106.
დაზარალებულ მ------- გ------ის ჩვენების ანალიზით დადგენი-–--, რომ 2012 წლის ნოემბერში გააჩნდა 3000 აშშ დოლარი და სურვილი ჰქონდა ფულის გასესხებით მიეღო გარკვეული მოგება. მან დახმარება სთხოვა თავის უახლოეს მეგობარს ნ--- დ-----იძეს, რომელმაც უთხრა რომ იყო ქალბატონი მ------ კ-------ლიამ, რომელიც სურდა ფულის სესხება ყოველთვიური 5% გადახდით და ფულის სესხების სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთავდა უძრავ ქონებას. სანამ ფულს გადასცემდნენ ნ--- დ-----იძესთან ერთად მივიდა მ------ კ-------ლიასთან ოფისში ბათუმში და გაარკვია რომ იპოთეკის ხელშეკრულებით შესაბამისად ფულის დაბრუნების გარანტი იქნებოდა კომერციული ფათი, რომელიც მდებარეობდა ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N78/88-ში. ფართი წარმოადგენდა მაღაზია, რომლის რეალური ღირებულება 50000 აშშ დოლარი იყო და აქედან გამომდინარე ფული არ დაიკარგებოდა რადგან მაღაზია მყარი გარანტიას წარმოადგენდა. მ------ კ-------ლიამ მათ გადასცა საჯარო რეესტრის ამონაწერი სადაც მითითებული იყო მფლობელი მ------ კ-------ლია, მისამართი და ასევე ის, რომ უძრავი ქონება დამხმარე ფართს წარმოადგენდა. მათ კითხვაზე თუ რას ნიშნავდა დამხმარე ფართი მ------ კ-------ლიამ განუმარტა, რომ ეს იყო ადრე დამხმარე ფართი, რომელიც შემდგომ მაღაზიად გადააკეთა და ეს იყო მ------ კ-------ლიას მაღაზია. იქვე შესთავაზა კ-------ლიამ, რომ პირადად ენახათ მაღაზია მითითებულ მისამართზე. თვითონ ვერ გაყვებოდა რადგან ოფისში საქმე ქონდა. მ------ გ------ე ნ--- დ-----იძესთან ერთად მივიდა ხსენებულ მისამართზე, სადაც მართლაც იყო მაღაზია, მიმდინარეობდა მაღაზიაში სარემონტო სამუშაოები. დარწმუნდა მ------ კ-------ლიას კეთილსინდისიერებაში და გადაწყვიტა დათანხმებოდა იპოთეკის ხელშეკრულებას. რადგან კ-------ლიას სურდა 4000 აშშ დოლარი 1000 დოლარი გამოართვა ნაცნობს მ------- დ-----იძეს და საჯარო რეესტრში გაფორმდა ხელშეკრულება მ------ კ-------ლიასა და მ------- გ------ეს შორის, რომელშიც აღინიშნა, რომ სესხის თანხას შეადგენდა 4000 აშშ დოლარი ყოველთვიური 5% განაკვეთით, მ------ კ-------ლია კი იპოთეკით დატვირთა კუთვნილ ფართს. მ------- გ------ემ და ნ--- დ-----იძემ მ------ კ-------ლიას ოფისში გადასცა 4000 აშშ დოლარი. საჯარო რეესტრში აღრიცხვის მერე მ------- გ------ემ გაარკვია რომ იპოთეკა ვინმე ა---- ლ------------იძეზეც რეგისტრირდებოდა თუმცა მ------ კ-------ლიამ უთხრა ძველი იპოთეკარია ეს თქვენი პრობლემა არ არისო. რამდენიმე დღეში ნ--- დ-----იძემ გააფორმა ახალი ხელშეკრულება მ------ კ-------ლიასთან უკვე 14000 აშშ დოლარზე და საბოლოოდ იპოთეკის ხელშეკრულების თანხამ შეადგინა 18000 აშშ დოლარი. რამდენიმე ხნის შემდეგ გაიგო, რომ მ------ კ-------ლიამ არა მაღაზია დატვირთა იპოთეკით არამედ სხვა ფართი რომელიც არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. მას რამოდენიმეჯერ დაპირდა მ------ კ-------ლია თანხის ანაზღაურებას მაგრამ არ აუნაზღაურა და იძულებული გახდა მიემართა გამოძიებისთვის.
იმავდროულად მ------- დ-----იძემ განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით მისი ინტერესი მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზედ სრულად დაკმაყოფილებულია და ზიანთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია.
დაზარალებულ მ------- გ------ის ჩვენება სრულად დადასტურებულია 2012 წლის 06 ივნისს შედგენილი სესხის ხელშეკრულება საიპოთეკო უზრუნველყოფით.
დაზარალებულ ნ--- დ-----იძის ჩვენების ანალიზით დადგენი-–--, რომ 2012 წლის ნოემბერში მის მეგობარს მ------- გვნიანიძეს გააჩნდა 3000 აშშ დოლარი და სურვილი ჰქონდა ფულის გასესხებით მიეღო გარკვეული მოგება. მ------- გ------ემ დახმარება სთხოვა თავის მეგობარს ნ--- დ-----იძეს. ნ--- დ-----იძემ დააკავშირა მ------ კ-------ლიას რომელიც სურდა ფულის სესხება ყოველთვიური 5% გადახდით და ფულის სესხების სანაცვლოდ იპოთეკით დატვირთავდა უძრავ ქონებას. სანამ ფულს გადასცემდნენ მ------- გ------ესთან ერთად მივიდა მ------ კ-------ლიასთან ოფისში ბათუმში და გაარკვია რომ იპოთეკის ხელშეკრულებით შესაბამისად ფულის დაბრუნების გარანტი იქნებოდა კომერციული ფართი, რომელიც მდებარეობდა ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა N78/88-ში. ფართი წარმოადგენდა მაღაზია, რომლის რეალური ღირებულება 50000 აშშ დოლარი იყო და აქედან გამომდინარე ფული არ დაიკარგებოდა რადგან მაღაზია მყარი გარანტიას წარმოადგენდა. მ------ კ-------ლიამ მათ გადასცა საჯარო რეესტრის ამონაწერი სადაც მითითებული იყო მფლობელი მ------ კ-------ლია, მისამართი და ასევე ის, რომ უძრავი ქონება დამხმარე ფართს წარმოადგენდა. მათ კითხვაზე თუ რას ნიშნავდა დამხმარე ფართი მ------ კ-------ლიამ განუმარტა, რომ ეს იყო ადრე დამხმარე ფართი, რომელიც შემდგომ მაღაზიად გადააკეთა და ეს იყო მ------ კ-------ლიას მაღაზია. იქვე შესთავაზა კ-------ლიამ, რომ პირადად ენახათ მაღაზია მითითებულ მისამართზე. თვითონ ვერ გაყვებოდა რადგან ოფისში საქმე ქონდა. მ------ გ------ე ნ--- დ-----იძესთან ერთად მივიდა ხსენებულ მისამართზე, სადაც მართლაც იყო მაღაზია, მიმდინარეობდა მაღაზიაში სარემონტო სამუშაოები. მ------- გ------ე დარწმუნდა მ------ კ-------ლიას კეთილსინდისიერებაში და გადაწყვიტა დათანხმებოდა იპოთეკის ხელშეკრულებას. რადგან კ-------ლიას სურდა 4000 აშშ დოლარი 1000 დოლარი გამოართვა ნაცნობს მ------- დ-----იძეს და საჯარო რეესტრში გაფორმდა ხელშეკრულება მ------ კ-------ლიასა და მ------- გ------ეს შორის, რომელშიც აღინიშნა, რომ სესხის თანხას შეადგენდა 4000 აშშ დოლარი ყოველთვიური 5% განაკვეთით, მ------ კ-------ლია კი იპოთეკით დატვირთა კუთვნილ ფართს. მ------- გ------ემ და ნ--- დ-----იძემ მ------ კ-------ლიას ოფისში გადასცა 4000 აშშ დოლარი. რამდენიმე დღეში ნ--- დ-----იძემ გააფორმა ახალი ხელშეკრულება მ------ კ-------ლიასთან უკვე 14000 აშშ დოლარზე და საბოლოოდ იპოთეკის ხელშეკრულების თანხამ შეადგინა 18000 აშშ დოლარი. რამდენიმე ხნის შემდეგ გაიგო, რომ მ------ კ-------ლიამ არა მაღაზია დატვირთა იპოთეკით არამედ სხვა ფართი რომელიც არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს. თვით მ------ კ-------ლიამ ანახა ის ფართი რეალურად რაც იყო საგანი იპოთეკის ხელშეკრულებას. ეს ფართი არ იყო მაღაზია არამედ ფართი საიდანაც შეიძლებოდა ჩასვლა მ------ კ-------ლიას საცხოვრებელი სახლიდან. ეს ფართი არავითარ ღირებულებას მათვის არ წარმოადგენდა, რომ ცოდნოდა სინამდვილეში რა ფართი დაიტვირთა იპოთეკით ფულს მ------ კ-------ლიას არ გადასცემდა. მას რამოდენიმეჯერ დაპირდა მ------ კ-------ლია თანხის ანაზღაურებას მაგრამ არ აუნაზღაურა და იძულებული გახდა მიემართა გამოძიებისთვის.
იმავდროულად ნ--- დ-----იძემ განაცხადა, რომ დღეის მდგომარეობით მისი ინტერესი მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზედ სრულად დაკმაყოფილებულია და ზიანთან დაკავშირებით პრეტენზია არ გააჩნია.
დაზარალებულ ნ--- დ-----იძის ჩვენება სრულად დადასტურებულია 2012 წლის 10 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულების ცვლილებით.
სასაქონლო ექსპერტიზის N002909614 დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ ობიექტი განთავსებულია მისამართზე ქ. ბათუმი ი-–-- ჭავჭავაძის ქ. N78/88-ში ათსართულიანი შენობა-ნაგებობების პირველ და მეორე სართულებს შორის მდებარე ტექნიკურ სივრცეში და რეგისტრირებულია, როგორც დამხმარე სათავსო 29.20 კვ.მ მესაკუთრე მ------ კ-------ლიაზე. ფართს გააჩნია მხოლოდ ერთი ჩასასვლელი, რომელიც განთავსებულია შენობის მეორე სართულზე არსებულს საცხოვრებელი ბინის ოთახიდან, სადაც იატაკის ზონაში მოწყობი-–-- მცირე ზომის ამოსაღები კარები და მიდგმულია არა კაპიტალური ლითონის კიბე. საბაზრო ღირებულების საორიენტაციო ფასი შეადგენს 7563 აშშ დოლარს.
სასაქონლო ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ---------------–აძემ.
რაც შეეხება ფართს, რომელიც რეალურად ანახა მ------ კ-------ლიამ ა---- ლ------------იძეს და დააჯერა, რომ იპოთეკის ხელშეკრულების გარანტი სწორედ ეს ფართი იქნებოდა მასზე ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის N004476014 დასკვნის თანახმად დადგინდა, რომ ობიექტი წარმოადგენს 42.12 კვ/მ კომერციულ ფართს და რეგისტრირებულია ქ. ბათუმი ი-–-- ჭავჭავაძის ქ. N78/88 ბინა 106ა ანტრესოლი, დამხმარე ფართი. შესასვლელი ვიტრაჟული სახითაა წარმოდგენილი. საბაზრო ღირებულების საორიენტაციო ფასი შეადგენს 50923 აშშ დოლარს.
სასაქონლო ექსპერტიზის მიმდინარეობა და შედეგები სრულად დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ბ------------ემ.
მოწმე დ----- ვ------–იძის ჩვენების ანალიზით დადგინდა, რომ საჯარო რეესტრში მარინე კ-------ლიასთან შეხვედრისას ამ უკანასკნელმა წარადგინა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება გამოსყიდვის უფლებით, ხელშეკრულების თანახმად დ----- ვ------–იძემ შეიძინა ჭავჭავაძის ქუჩა 78/88-ში მდებარე 29 კვ.მ სათავსო 3000 აშშ დოლარად გამოსყიდვის უფლებით გარკვეული ვადით. ასევე ზეპირი შეთანხმებით მარინე კ-------ლია აღნიშნული თანხის სარგებელს თვეში 150 აშშ დოლარს გადაუხდიდა დ----- ვ------–იძეს. 2012 წლის ივლისის დასაწყისში მარინე კ-------ლიამ დაუბრუნა დაუბრუნა მოწმეს თანხა და გამოისყიდა ფართი.
მოწმე ი---- კ-----------ძეს ჩვენების ანალიზით დადგინდა, რომ გ------- გ-------ძესთან ერთად, ა---- ლ------------იძეს გააცნო მ------ კ-------ლია. მ------ კ-------ლიამ აუხსნა ა---- ლ------------იძეს, რომ ქონდა კომერციული ფართი და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმებით სურდა 12000 აშშ დოლარის სესხება. ეს უკანასკნელები მორიგდნენ თანხის დასარიცხ პროცენტზე და შემდეგ ყველანი ერთად გადავიდნენ ქ. ბათუმში ჯავახიშვილის ქუჩაზე, იმ მისამართზე სადაც მ------ კ-------ლიას განმარტებით მდებარეობდა მის კომერციული ფართი. მ------ კ-------ლიამ დაანახა ა---- ლ------------იძეს მაღაზია, რომელიც შენობის პირველს სართულზე მდებარეობდა და უთხრა რომ ეს იყო სწორედ ის ფართი, რომელიც დაიტვირთებოდა იპოთეკით. თან უთხრა ეხლა შიგ ვერ შეგიყვანთ გაქირავებული მაქვს და არ მინდა გაიგოს დამქირავებელმა იპოთეკის შესახებო. ა---- ლ------------იძემ დაიჯერა ნათქვამი, მოეწონა ადგილმდებარეობა, ჩათვალა, რომ თანხა არ დაეკარგებოდა და დათანხმდა მ------ს შეთავაზებულ წინადადებას. იმავე დღეს გააფორმეს მ------ კ-------ლიამ და ა---- ლ------------იძემ ხელშეკრულება და ა----მ მ------ს მანქანაში გადასცა ფული. ორი თვის შემდეგ ი---- კ-----------ძეს დაუკავშირდა ა---- ლ------------იძე, რომელმაც მოითხოვა მარინე კ-------ლიასთვის პროცენტის გადახდის შეხსენება. რამდენიმე ხნის შემდეგ ა---- ლ------------იძისგან გაიგო, რომ იპოთეკით იყო დატვირთული სულ სხვა ფართი, რომელიც იყო იმავე მისამართზე, მ------ კ-------ლიას საცხოვრებელი ბინის ქვეშ მდებარეობდა და მასში მოხვედრა შესაძლებელი იყო მ------ კ-------ლიას საცხოვრებელი ბინის სამზარეულო ოთახიდან და რეალურად სარდაფს წარმოდგენდა. ეს სარდაფი რეალურად ბევრად ნაკლები ღირდა ვიდრე იპოთეკის ხელშეკრულებით მიიღო მ------ კ-------ლიამ 12000 აშშ დოლარი.
მოწმე ი-–-- ხ-----–იას დაკითხვის ანალიზით დადგენი-–--, რომ 2012 წელს მუშაობდა კერძო აღმასრულებლად ქ. ბათუმში სააღსრულებლო ფურცელით მას მიმართა ა---- ლ------------იძემ და სთხოვა დახმარება. წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ყადაღას ექვემდებარებოდა უძრავი ქონება რომელიც ბათუმში მდებარეობდა, ეკუთვნოდა მ------ კ-------ლიას და მითითებული იყო მისამართი. დოკუმენტაციაში აღნიშნული მისამართის მიხედვით მივიდნენ აღწერილ ადგილზე. საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე მდებარეობდა სასურსათო მაღაზია თუმცა იქ მომუშავე პერსონალმა განუცხადა, რომ მაღაზია არ ეკუთვნოდა მ------ კ-------ლიას. ცოტა ხანში მივიდა მ------ კ-------ლიაც, რომელმაც ა---- ლ------------იძეს და მასაც აუხსნა რომ იპოთეკით დატვირთული ქონება არ მდებარეობდა პირველს სართულზე. მ------ კ-------ლიამ ისინი აიყვანა მეორე სართულზე სადაც თვითონ ცხოვრობდა შეიყვანა ბინაში, სამზარეულოს იატაკში დატანებულ ჩასასვლელი კარები გააღო და ქვევით ჩაიყვანა. კ-------ლიამ განუმარტა რომ ეს იყო სწორედ ის ფართი რაც ჩაიწერა იპოთეკის ხელშეკრულებაში. ფართი არ იყო კომერციული თვალსაზრისით ღირებული და გარდა ბინის მეპატრონისა სხვისთვის რაიმე ღირებულს არ წარმოადგენდა. მაშინ გაარკვია ა---- ლ------------იძემ თუ რა ქონება იყო რეალურად დატვირთული იპოთეკით.
ნ----------–--ლმა სასამართლოს განუმარტა, რომ ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში შეიძინა ფართი მ------ კ-------ლიასგან. 2010 წლის 30 აგვისტოს შეიძინა დამხმარე ფართი 23, 60 კვ.მ. 2011 წის 28 ივლისს შეიძინა ისევ მ------ კ-------ლიასგან ანტრესოლი 18, 52 კვ,მ., რომელიც 2011 წლის 09 აგვისტოს გააერთიანა ნახაზით და ირიცხება ნ----------–--ლის საკუთრებაში. ფართი მდებარეობს ქ. ბათუმში ჭავჭავაძის ქუჩა 77/88.
მ------- დ-----იძემ სასამართლოს მოახსენა, რომ ნ--- დ-----იძეს და მ------- გ------ეს გადასცა 1000 აშშ დოლარი მ------- გ------ეზე 3000 აშშ დოლარზე დასამატებლად და ყოველთვიური 5%-იანი განაკვეთით. ფულის სესხებას აპირებდნენ მ------ კ-------ლიაზე. მ------ კ-------ლიამ მ------- გ------ეს იპოთეკით დაუტვირთა თავის საკუთრებაში არსებული დამხმარე სათავსო მდებარე ქ. ბათუმში ჭავჭავაძის 1უჩა N78/88. მ------ კ-------ლიამ მ------- გ------ეს წინასწარ გამოართვა ერთი თვის სარგო და და მ------- დ-----იძეს გადასცა კუთვნილი 50 აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდეგ მ------- დ-----იძეს არ მიუღია არც სარგო და არც ძირი თანხა. 2013 წლის თებერვალში მ------ კ-------ლიამ ნ--- დ-----იძესა და მ------- დ-----იძეს აჩვენა მის საკუთრებაში არსებული სათავსო, რომელიც არ აკმაყოფილებდა სესხის პირობებს და დაპირდა თანხის დაბრუნებას.
მოწმის სახით დაკითხულმა პოლიციის გამომძიებლებმა ს---–---------–-------------------------------------------–--ემ სასამართლოს უჩვენეს, რომ მათ მონაწილეობა მიიღეს სისხლის სამართლის გამოძიებაში და მათ მიერ შედგენილი ოქმები სრულად ასახავს საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობასა და შედეგებს.
ჯ--–---------ემ სასამართლოს განუმარტა, რომ მას გააჩნდა 7000 აშშ დოლარი, რომლის გასესხება სურდა მოგების მიღების მიზნით. მ------ კ-------ლიასთან დალაპარაკების შემდეგ ამ უკანასკნელმა განაცხადა რომ თავად აიღებდა სესხად თანხას და ექვსი თვის შემდეგ დააბრუნებდა 9 000 აშშ დოლარს. 2012 წლის 06 ივლისს გაფორმდა სესხისა და იპოთეკის იპოთეკით დატვირთა მ------ კ-------ლიას კუთვნილი სათავსო მდებარე ჭავჭავაძის ქუცა N78/88-ში, რომლის ჩასასვლელი მდებარეობს საცხოვრებელი ბინის სამზარეულოდან. ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგაც მ------ კ-------ლიას არ დაუბრუნებია ჯილდა ნ კახიძის კუთვნილი თანხა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისთვის რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისთვის. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების განზრახვაა, რა დროსაც დამნაშავე, თავისი შეხედულებით, მხოლოდ ანგარებითი მოტივით თავის სასარგებლოდ გამოიყენებს სხვის საკუთრებას, რადგან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრება ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა, ფლობდეს და განკარგავდეს სხვის ქონებას როგორც საკუთარს. მართლსაწინააღმდეგო დაუფლების დროს პირი ასევე მართლსაწინააღმდეგოდ მოიპოვებს მისი უკანონოდ გამოყენების შესაძლებლობას, რა დროსაც მას შეუძლია, განკარგოს ნივთის ბედი თავისი შეხედულებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ დაზარალებულების კუთვნილი ფული მათი მფლობელობიდან გავიდა მათი რეალური ნების გარეშე და მ------ კ-------ლიამ განკარგა თავის შეხედულებისამებრ.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია თაღლითობა, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი, დამნაშავე დაზარალებულს ზიანს აყენებს დანაშაულის ხერხის - მოტყუების გზით და სწორედ ეს ხერხი უადვილებს ქონების დაუფლებას. მოტყუება არის თაღლითობის, როგორც დანაშაულის მთავარი ნიშანი. თაღლითობა განზრახი დანაშაულია და მისი ჩადენისას აუცილებელია დამნაშავეს შეგნებული ჰქონდეს საკუთარი ქცევის შედეგები და აცნობიერებდეს, რომ ატყუებს ქონების მესაკუთრეს და მას ცრუ ფაქტებს აწვდის ან უმალავს სიმართლეს იმ მიზნით, რომ დაეუფლოს მის ქონებას. თაღლითობას, განსხვავებით საკუთრების უფლების წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან, აქვს ინფორმაციული ხასიათი, დამნაშავე დაზარალებულისათვის გარკვეული არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, ცდილობს, რომ შეაცდინოს იგი და ამ გზით დაეუფლოს მის კუთვნილ ქონებას და მიისაკუთროს ეს უკანასკნელი. ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც გახდება თაღლითობის მსხვერპლი, უმეტეს შემთხვევებში თავად გადასცემს დამნაშავეს საკუთარ ქონებას, რადგან მას მიაწოდეს ისეთი ინფორმაცია, რამაც ის შეცდომაში შეიყვანა. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მოტყუება შეიძლება იყოს როგორც წერილობით, ისე ზეპირი ფორმით. თაღლითობის ფორმაა აგრეთვე ნდობის ბოროტად გამოყენება. ასეთ შემთხვევებში დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებობს პირადი ან სპეციალური უფლებამოსილების ნდობა, რაც ხშირად გამოიხატება მათ სამოქალაქო სამართლებრივ ან შრომით ურთიერთობაში, მაგრამ ურთიერთობის დაწყებისთანავე გამიზნულია იმისთვის, რომ დამნაშავემ დაზარალებულს ქონებრივი ზიანი მიაყენოს მას შემდეგ, რაც ის მის ნდობას მოიპოვებს. ამავე დროს, თაღლითობისას დამნაშავე ყოველთვის მოქმედებს ანგარების მოტივით, რაც მდგომარეობს სხვის ხარჯზე მატერიალური გამორჩენის მიღების ინტერესში. სწორედ ამგვარად იმოქმედა მ------ კ-------ლიამ სამივე ეპიზოდში, მან წინასწარ შემუშავებული სქემა და დანაშაულის ჩადენის ერთი და იგივე ხერხი გამოიყენა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ მ------ კ-------ლია მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ------- გ------ის, ნ--- დ-----იძის და ა---- ლ------------იძის ნივთს (ფულს) მოტყუებით.
რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
დადგენი-–--, რომ დაზარალებულის მ------- გ------ის დაუფლებული ქონება შეადგენს 150 ლარზე მეტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ მ------ კ-------ლიას ქმედებით მ------- გ------ეს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილის თანახმად კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10000 ლარის ზევით.
დადგენი-–--, რომ დაზარალებულის ნ--- დ-----იძის და ა---- ლ------------იძის დაუფლებული ქონება შეადგენს 10000 ლარზე მეტს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულ მ------ კ-------ლიას ქმედებით ა---- ლ------------იძეს და ნ--- დ-----იძეს მიადგა დიდი ოდენობით ზიანი.
სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულ მ------ კ-------ლიასა და მისი დამცველების პოზიციას უდანაშაულობის თაობაზედ რადგან დაცვის მხარეს რაიმე მტკიცებულება რომელიც წინააღმდეგობაში მოვიდოდა და უარყოფდა ბრალდების მხარის მტკიცებულებებს დაცვას არ წარმოუდგენია.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლოს მიაჩნია, რომ მ------ კ-------ლიამ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ორ ეპიზოდში, კერძოდ:
ა---- ლ------------იძის ეპიზოდში: ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ნ--- დ-----იძის ეპიზოდში: ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, დიდი ოდენობით დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.
ხოლო მ------- გ------ის ეპიზოდში: ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა
მ------ კ-------ლია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ა---- ლ------------იძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მ------ კ-------ლია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ მ------- გ------ის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მ------ კ-------ლია ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ნ--- დ-----იძის ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, ერთმა ძირითადმა სასჯელმა შთანთქას დანარჩენი ძირითადი სასჯელები და დანაშაულთა ერთობლიობით, მ------ კ-------ლიას ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ჯარიმის გადახდაზე კონტროლი დაევალოს შესაბამის სააღსრულებო ბიუროს.
მ------ კ-------ლიას მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი გრატიაშვილი