გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №24----------------
№2/2-1-2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
03.05.2018 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - ნი----------–---–ი
წარმომადგენლები - ქე--------------ა
მოპასუხე - იპ---–------–---–--ა
წარმომადგენელი - ზუ------–---–--ა
დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე იპ---–------–---–--ასათვის არასრულწლოვანი შვილების, 2----–-–---------------ს დაბადებული გი--------–---–---ს (პ/ნ3----------) და 2----–-–------------–ს დაბადებული ან---–---–---ს სასარგებლოდ, ალიმენტის დაკისრება ყოველთვიურად, 300 ლარის ოდენობით, 2018 წლის 1---------დან მათ სრულწლოვანებამდე.
მოსარჩელის განმარტებით, მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი- 2----–-–---------------ს დაბადებული გი--------–---–--- (პ/ნ3----------) და 2----–-–------------–ს დაბადებული ან---–---–---. კონფლიქტის გამო, მხარეები ერთმანეთს დაშორდნენ და ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი შერიგება და ოჯახური ცხოვრების აღდგენა შეუძლებელია. არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან და ძირითადად იმყოფებიან მისი მზრუნველობის ქვეშ. მოპასუხე თავს არიდებს მშობლის მოვალეობის შესრულებას - სათანადოდ არ ზრუნავს შვილების რჩენასა და აღზრდაზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელის მოთხოვნა სცნო ნაწილობრივ, ალიმენტის სახით 50-50 ლარის დაკისრების ნაწილში, სარჩელის აღძვრის მომენტიდან.
მოპასუხემ განმარტა, რომ მას არ აქვს სტაბილური შემოსავალი, რომლის მეშვეობით ვერ უზრუნველყოფს ალიმენტის გადახდას მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლებში. (იხ.შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე ნი----------–---–ი და მოპასუხე იპ---–------–---–--ა ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მხარეთა არასრულწლოვანი შვილი გი-----ი და ან---–---–----ი ცხოვრობენ დედასთან ნი----------–---–თან და იმყოფებიან მისი მზრუნველობის ქვეშ.
3.1.2. მოსარჩელე ნი----------–---–ი არ არის დასაქმებული და სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით არ გააჩნია. მოპასუხე იპ---–------–---–--ა არ ზრუნავს არასრულწლოვანი შვილების რჩენასა და აღზრდაზე.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მხარეთა ახსნა - განმარტებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოსარჩელე ნი----------–---–ს და მოპასუხე იპ---–------–---–--ას ყავთ საერთო შვილები 2----–-–---------------ს დაბადებული გი--------–---–--- (პ/ნ3----------) და 2----–-–------------–ს დაბადებული ან---–---–---.
აღნიშნული გარემოება დასტურდება შემდეგი მტკიცებულებით:
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- გი--------–---–---ს დაბადების მოწმობა;
- ან---–---–---ს დაბადების მოწმობა;
3.2.2. მოპასუხე იპ---–------–---–--ას არ აქვს საკმარისი შემოსავალი, რაც მას არასრულწლოვანი შვილების გი-----ი და ან---–---–----ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 ლარის გადახდის საშუალებას მისცემდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება საქმის განხილვის პერიოდისათვის მოპასუხის დასაქმებისა და მისი შემოსავლების თაობაზე. შესაბამისად, დადგენილი არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელეს გააჩნია შემოსავალი იმ ოდენობით, რაც მას მისცემდა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 300 ლარის გადახდის საშუალებას. ამასთან, ის გარემოება, რომ იპ---–------–---–--ა ამჟამად დასაქმებული არ არის, ბუნებრივია ვერ გახდება არასრულწლოვანი შვილების რჩენის ვალდებულებისაგან მისი გათავისუფლების საფუძველი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის შეძლებისდაგვარად ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, შემოსავლებს, რომელსაც ალიმენტის გადამხდელი იღებს. ასევე, ითვალისწინებს მის კმაყოფაზე მყოფ პირთა ინტერესებს და განსაზღვრავს ალიმენტის ოდენობას გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე.
არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის აუცილებელი ალიმენტის მინიმალური ოდენობის დადგენისას მხედველობაში მიიღება მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი, სარჩენი ბავშვის ასაკი, მისი საჭიროებები. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს კმაყოფაზე ჰყავს ორი არასრულწლოვანი შვილი, სარჩენი პირების ასაკის, შვილების რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვებზე ზრუნვის ვალდებულება გააჩნიათ ორივე მშობელს, როგორც მამას, ასევე დედას, ალიმენტის გონივრული ოდენობა, თანხის მსყიდველობითი უნარის გათვალისწინებით, სასამართლოს აზრით, უნდა განისაზღვროს 80 ლარის ოდენობით, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ, რაც შეესაბამება კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ ეწინააღმდეგება გონივრულობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 1-97-ე, 1-98-ე, 1212-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები; ბავშვის უფლებათა კონვენცია;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-98-ე მუხლის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ხოლო ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
ბავშვის უფლებათა კონვენციის (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია; 29.1-.1989 წელი) მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები.
1989 წლის 29 ნოემბრის ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მისი განმახორციელებელი - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის ღ (84) 4 რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. ამავე რეკომენდაციის პირველი პრინციპის შესაბამისად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებებს ერთიანობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობის შენარჩუნება, მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1-97-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ამავე კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ თანხას, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს არასრულწლოვანი შვილის რჩენა და მისთვის ცხოვრების სათანადო პირობების სტაბილურად შენარჩუნება. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალ წერტილს წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ალიმენტის ოდენობის დადგენისას ბავშვის საუკეთესო ინტერესები კი უნდა განისაზღვროს ბავშვის ფიზიკური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნილებების გათვალისწინებით.
ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ ბავშვის ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ მისი უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც ბავშვს მისცემდა განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხვადასხვა სოციალური, სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო, რელიგიურ თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს, შესაძლებლობის ფარგლებში, შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობს მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. ამგვარი პირობები მოიცავს შვილების უზრუნველყოფას კვებით, ჰიგიენით, საჭირო მედიკამენტებით. ამასთან, ბუნებრივია ალიმენტის თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ არც ალიმენტვალდებული პირი აღმოჩნდეს მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში, რაც გულისხმობს იმას, რომ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილებისა თუ მის რჩენაზე მყოფი სხვა პირების მიმართ, ასევე სხვა ცხოვრებისეული მოთხოვნილებები, რაც შესაძლოა სასამართლომ ჩათვალოს მნიშვნელოვნად.
ამდენად, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის ფინანსური შესაძლებლობები. სასამართლო მიუთითებს, რომ მშობლის ფინანსური შესაძლებლობის გათვალისწინება თავისთავად გულისხმობს მისი უმუშევრობისა და სტაბილური შემოსავლის არარსებობის ფაქტის გათვალისწინებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვი მოთხოვნილებებს არ ამცირებს და მით უფრო არ გამორიცხავს. შესაბამისად, მშობლის უმუშევრობის და სტაბილური შემოსავლის არარსებობის შემთხვევაშიც კი, ალიმენტის ის მინიმალური ოდენობა, რომელიც საჭიროა ბავშვის რჩენისა და აღზრდისათვის უნდა იქნეს დადგენილი და შენარჩუნებული.
მინიმალური ზღვარის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლების ოდენობასთან და ის ყოველ კონკრეტულ საქმეში შეფასებული უნდა იქნეს ბავშვის მოთხოვნილებებისა და მშობლის შემოსავალს შორის სამართლიანი და გონივრული ბალანსის დაცვის საფუძველზე. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ უმუშევრობისა თუ არასტაბილური შემოსავლის ფაქტი უპირობოდ არ წარმოადგენს მისთვის ალიმენტის მინიმალური ოდენობით დაკისრების საფუძველს. უმუშევრობა თავისთავად არ გულისხმობს შემოსავლის არარსებობას ან სახსრების უქონლობას, ამ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნეს მშობლის ზოგადი ფინანსური მდგომარეობა, კერძოდ, თვითდასაქმებისა თუ არარეგულარული სამუშაოდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობა.
განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხის რეალური, მატერიალური მდგომარეობისა და შემოსავლების შესახებ კონკრეტული, პირდაპირი მტკიცებულებები მხარეებს არ წარმოუდგენიათ, მაგრამ ეს ვერ გახდება არასრულწლოვანი ბავშვების სასარგებლოდ გადასახდელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისთვის შემაფერხებელი გარემოება, რადგან უდავოა, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი პირი, მის არასრულწლოვან შვილებს სჭირდებათ მშობლების ფინანსური დახმარება, ხოლო მშობლები თავის მხრივ ვალდებულები არიან მიიღონ მონაწილეობა ბავშვების რჩენასა და აღზრდაში.
უდავოდ დადგენილია, რომ არასრულწლოვანი გი-----ი და ან---–---–----ი იზრდებიან დედასთან და მხოლოდ დედა ზრუნავს მის რჩენასა და აღზრდაზე. მოპასუხე კი სათანადო მონაწილეობას არ იღებს შვილების რჩენასა და აღზრდაზე. შესაბამისად, აუცილებელია მათ აღზრდაში მონაწილეობა მიიღოს მოპასუხემაც. გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე არის შრომისუნარიანი და შესწევს უნარი შრომითი საქმიანობით მოიპოვოს სახსრები შვილების რჩენის მიზნით.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მშობლებისა და შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში, ალიმენტის გონივრული ოდენობა უნდა განისაზღვროს 80 ლარით, ყოველთვიურად, თითოეული ბავშვის სასარგებლოდ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა უნდა დაეკისროს სარჩელის აღძვრის მომენტიდან 2018 წლის 1---------დან.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ფასი განისაზღვრება ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა – ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს სსკ-ის 46.1-ე მუხლის "ა" ქვეპუნქტის დანაწესის თანახმად, ალიმენტის დაკისრების თაობაზე მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, რაც მოცემული სარჩელის დავის საგნის ღირებულების შესაბამისად (3600 ლარი) შეადგენს 108.00 ლარს. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ (1920) და მოპასუხე მხარე ცნობს სარჩელს ნაწილობრივ, მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა უნდა განისაზღვროს მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 21,60 ლარს.
სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-248-249-ე, 2-7-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
სარეზოლუციო ნაწილი
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს ნი----------–---–ის სარჩელი.
1.1 დაეკისროს მოპასუხე იპ---–------–---–--ას (პ/ნ 3----------) სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2018 წლის 1---------დან თავისი არასრულწლოვანი შვილების, 2-.1-.2--- წელს დაბადებული გი--------–---–---სა (პ/ნ 3----------) და 2-.0-.2--- წელს დაბადებული ან---–---–---ს (პ/ნ 3----------) სასარგებლოდ ალიმენტის ყოველთვიურად 80 (ოთხმოც) – 80(ოთხმოცი) ლარის გადახდა - ჯამში 160 (ას სამოცი) ლარი, მათ სრულწლოვანებამდე, ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე.
2. დაეკისროს იპ---–------–---–--ას (პ/ნ 3----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 21,60 ლარის გადახდა, რაც ჩარიცხულ უნდა იქნას სახელმწიფო ბიუჯეტის ხაზინის ერთიან ანგარიშზე: ბანკის დასახელება ქ. თბილისი, "სახელმწიფო ხაზინა" ბანკის კოდი TRESGE22 ანგარიშის № 200122900; 3 0037 3150. თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (ქვითარი) წარმოდგენილ უნდა იქნას სენაკის რაიონულ სასამართლოში.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე