განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 020100118002328751
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ზუგდიდის რაიონული სასამართლო
საქმე N1/84-18 22 მაისი, 2018 წელი ქ. ზუგდიდი
მოსამართლე შოთა ბიჭია
სხდომის მდივანი თათია აქუბარდია
სხდომის სახე - ღია
1. ბრალდების მხარე:
1.1. პროკურორი ა-----------
2. დაცვის მხარე:
2.1. ბრალდებული ზ-------------------------------------–-----–------------------–-------–-–-----------–--------------–----------–---------------------------------------–-----------------------------------–------------------------–-----------------------–---–------
2.1.1 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტი
ქმედების შემადგენლობა: თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.1.2 ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტი
ქმედების შემადგენლობა: სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება მაშინ, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
2.2. ადვოკატი მ-------–-----–--
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი
I. თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2015 წლის 7-----------–ს ქ. ზუგდიდში ზ---------------- ნდობაში შევიდა გ--------–---–------თან, მოტყუებით გაეცნო მას როგორც ავტომანქანის მესაკუთრე გ------------------, უთხრა, რომ ავტომანქანა მისი მეუღლის სახელზე ჰყავდა გაფორმებული და ავტომანქანა საკუთრებაში გადასცა გ--------–---–------ს, რის შემდეგაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით მოტყუებით დაეუფლა გ--------–---–------ის კუთვნილ ფულად თანხას 3000 აშშ დოლარის ოდენობით, რითაც მას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი, შეჰპირდა მას, რომ რამდენიმე დღეში მეუღლეს მიიყვანდა მომსახურების სააგენტოს ქუთაისის განყოფილებაში და გადაუფორმებდა ავტომანქანას, რაც შეუძლებელი იყო, რადგან ნ----------–--ე, რომელთანაც არ ჰქონდა შეთანხმებული ავტომანქანის გაყიდვა, არ იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ნ----------–--ის ჩვენების თანახმად, საჭიროების შემთხვევაში, მანქანას მართავდა ზ----------------, რომელიც ემსახურებოდა ოჯახს. ავტომანქანის გასაღები ინახებოდა მასთან და იგი თავისუფლად ხელმისაწვდომი იყო ზ---------------ისათვის, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმებისა და ნებართვის შემთხვევაში. ოჯახის საჭიროებისთვის იყიდეს მანქანა. ბრალდებულს დათანხმდა ურთიერთობაზე, თუ ბავშვებს ყურადღებას მიაქცევდა. ბრალდებული მის ბინაში ცხოვრობდა. რამე შეთანხმება მანქანაზე არ ყოფილა, მაგრამ ოჯახის საჭიროებისთვის შესაძლებელი იყო მანქანის გამოყენება ბრალდებულის მიერ. თებერვალში საღამოს ავტომობილი დასჭირდა ბრალდებულს და ის საქმის კურსში ჩააყენა, რომ ავტომობილი წაიყვანა, მაგრამ უკან არ დაბრუნდა, ტელეფონიც გათიშა.
მოწმე თ--------------–---–ის ჩვენების თანახმად, ბრალდებულმა უთხრა დედას, მანქანას გამოვიყენებ, ოჯახისთვის რაღაცეებს ვიყიდიო. დედამ თანხმობა მისცა და დაყავდა ბრალდებულს მანქანა. ბოლოს რომ წაიყვანა მანქანა და რომ უნდა მოსულიყო, დედა ურეკავდა და მოვალო ეუბნებოდა, მერე კი გათიშა ტელეფონი.
მოწმე შ------------------ის ჩვენების თანახმად, ნინოს წასვლის მერე ბრალდებული მართავდა მანქანას ოჯახის საჭიროებებისთვის. მერე გაუჩინარდა ბრალდებული.
მოწმე გ---–---–-------ს ჩვენების თანახმად, ზუგდიდში შეხვდნენ ბრალდებულს, 3000 დოლარად იყიდეს ს-----------------------, რომელიც ნამცხვრებით იყო დატვირთული. ბრალდებულმა უთხრა მათ, დისტრიბუტორი ვარ, ნამცხვრები დამაქვს კვირაში ერთხელ, ნამცხვრებს ჩავაბარებ და მოგცემთო მანქანას, მანქანის ნაწილები მაქვსო კიდევ და ქუთაისში თუ მოხვდებით, მოგცემთო. მანქანის გაფორმება როცა მოსთხოვეს, ბრალდებულმა უთხრა, მეუღლის სახელზეა, სამშაბათს თქვენ ზუგდიდის საპატრულოში მოდით, მე და მეუღლე ქუთაისში მივალთ და გადმოგიფორმებთო. ამის მერე ურეკავდნენ ბრალდებულს, მაგრამ ის დაიკარგა. აღმოჩნდა, რომ საზღვარი გადაკვეთილი ჰქონდა და მეუღლის დაუკითხავად გაუყიდია მანქანა.
მოწმე გ--------–---–------ის ჩვენების თანახმად, დარეკა ბრალდებულმა, ზუგდიდში მოვდივარ და თუ გაინტერესებთ მანქანა, მოდითო. იყიდეს მანქანა 3000 დოლარად. ბრალდებულმა უთხრა, ცოლზე არისო გაფორმებული, მეორე დღეს დაიბარა, ჩაგერთვებითო ქუთაისიდან და გაგიფორმებთო. რა დროსაც დაიბარა, იმ დროს საზღვარზე გადასულა. ბრალდებულმა ნომერი ჩააწერინა, მაგრამ ყურმილი არავინ აიღო.
მოწმე ლ------–---–-------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებულმა თქვა, მეუღლეზეაო გაფორმებული, რომელიც ქუთაისშიაო. შაბათი საღამო იყო და ვერ გააფორმებდნენ იმ დღეს. ორშაბათს ბრალდებული ქუთაისში უნდა მოსულიყო, თვითონ – ზუგდიდში და ასე უნდა გაეფორმებინათ. ბრალდებულს 3000 დოლარი მისცეს ზუგდიდში აბანოებთან. მანქანაში ნამცხვრები იდო ყუთებით. ბრალდებულმა უთხრა, დისტრიბუციას ვახორციელებ, მარშუტკით დამაქვსო ესენი, მაგრამ რადგან მანქანა უნდა წამომეყვანა, ამიტომ წამოვიყვანეო ამით თორემ იშვიათად დამყავსო ეს მანქანა. ყიდვის შემდეგ 1 კვირა ურეკავდნენ ბრალდებულს უშედეგოდ. გ---–---–-------ს ნათესავ პოლიციელს სთხოვეს, მოეძებნა ბრალდებული და მისგან გაიგეს, რომ ბრალდებულიც და ნ----------–--ეც საზღვარგარეთ იყვნენ.
სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების უფროსის წერილის თანახმად, სსიპ საქართველოს შსს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემებით ავტომანქანა ,,ს-----------------------’’ (სახელმწიფო ნომრით C------, შასის N S--------) რეგისტრირებულია მოქალქე ნ----------–--ის (პ/ნ 0----------, მცხოვრები ქ. ქუ--------------------–---–--------) სახელზე.
სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების უფროსის წერილის თანახმად, ზ---------------ის (პ/ნ 6----------) სახელზე რაიმე სახის სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.
ბრალდებულ ზ----------------ს გ--------–---–------ის კუთვნილი ფულადი თანხის დაუფლებისას რომ ამოძრავებდა ქონების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, აღნიშნულს, ზემოთ მოყვანილ მტკიცებულებებთან ერთად, ადასტურებს ხანგრძლივი პერიოდის გასვლის მიუხედავად ამ თანხის დაუბრუნებლობის ფაქტი და თანხის მიღებიდან მოკლე დროში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვება, ასევე მასთან კონტაქტის შეუძლებლობა.
2.2 სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება
განსახილველი დანაშაულის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს წარმოადგენს სხვისი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე უფლება. ობიექტური მხრივ თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს. საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, თაღლითობისას გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს შორის არსებული ნდობის ფაქტორი.
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ნ----------–--ის ჩვენების თანახმად, დედისგან საბერძნეთიდან გამოგზავნილი გზავნილებით (ფულადი თანხით) 2013 წლის ოქტომბრის თვეში ქ. თბილისის შესასვლელთან ზ-----მა და ვაჟიშვილმა 4800 აშშ დოლარად შეიძინეს „ს-----------------------ს“ სახ. სანომრე ნიშნით C------ ავტომანქანა. ეს თანხა დედამ გამოუგზავნა სპეციალურად იმისათვის, რომ შეეძინათ ავტომანქანა ვაჟიშვილის - თ------სათვის საჩუქრად. დედას უნდოდა, რომ ავტომაქანა შეეძინათ და როცა თ------ გახდებოდა სრულწლოვანი, მისთვის გადაეცა, მას ჰყოლოდა და ემართა ეს ავტომანქანა. აღნიშნული ავტომაქანა, მომსახურების სააგენტოში მიმართვის შედეგად, დარეგისტრირდა მის სახელზე, რადგან იმ პერიოდში ვაჟიშვილი იყო არასრულწლოვანი. საჭიროების შემთხვევაში მას მართავდა ზ----------------, ემსახურებოდა ოჯახს. ავტომანქანის გასაღები ინახებოდა მასთან და იგი თავისუფლად ხელმისაწვდომი იყო ზ---------------ისათვის, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმებისა და ნებართვის შემთხვევაში. რამე შეთანხმება მანქანაზე არ ყოფილა, მაგრამ ოჯახის საჭიროებისთვის შესაძლებელი იყო მანქანის გამოყენება შ------------------ის, ბრალდებულის ან სხვის მიერაც. თებერვალში საღამოს ავტომობილი დასჭირდა ბრალდებულს და ის საქმის კურსში ჩააყენა, რომ ავტომობილი წაიყვანა, მაგრამ უკან არ დაბრუნდა, ტელეფონიც გათიშა. თ--------------–---–ი სრულწლოვანი რომ გახდებოდა, მისთვის უნდა გადაეფორმებინა მანქანა. ეს იცოდა ბრალდებულმა. საბერძნეთში 2014 წელს წავიდა, 2017 წლის დეკემბერში ჩამოვიდა.
მოწმე თ--------------–---–ის ჩვენების თანახმად, ბებია უგზავნიდა ფულს მანქანისთვის. სრულწლოვანი როცა გახდებოდა, ის მასზე უნდა გადაფორმებულიყო. ეს ბრალდებულმაც იცოდა. დედის სახელზე დარეგისტრირდა მანქანა. 2014 წლის მაისში წავიდა დედა საზღვარგარეთ. ბრალდებულმა უთხრა დედას, მანქანას გამოვიყენებ, ოჯახისთვის რაღაცეებს ვიყიდიო. დედამ თანხმობა მისცა და დაყავდა ბრალდებულს მანქანა. ბოლოს რომ წაიყვანა მანქანა და რომ უნდა მოსულიყო, დედა ურეკავდა და მოვალო ეუბნებოდა, მერე კი გათიშა ტელეფონი. ბრალდებულს ოჯახის მიზნებისთვის შეეძლო გამოეყენებინა მანქანა და არა საკუთარი მიზნებისთვის.
მოწმე შ------------------ის ჩვენების თანახმად, ბავშვის საჭიროებისათვის უნდა გამოეყენებინა ბრალდებულს მანქანა. ნინოს დედამ – იამზემ იყიდა მანქანა ნინოს შვილისთვის – თ--------------–---–ისთვის როცა ის სრულწლოვანი გახდებოდა. გაყიდვა რომ გაიგო, აღშფოთდა ნინო. მანქანა ნინოსი იყო ბავშვის სრულწლოვანებამდე.
მოწმე გ---–---–-------ს ჩვენების თანახმად, გ--------–---–------მა და ლაშა წულუკიანმა თხოვეს, მანქანა ვნახოთ, უნდა ვიყიდოთო. ზუგდიდში შეხვდნენ ბრალდებულს, მანქანა ნახეს. 3000 დოლარად იყიდეს ს-----------------------, რომელიც ნამცხვრებით იყო დატვირთული. ბრალდებულმა უთხრა მათ, დისტრიბუტორი ვარ, ნამცხვრები დამაქვს კვირაში ერთხელ, ნამცხვრებს ჩავაბარებ და მოგცემთო მანქანას, მანქანის ნაწილები მაქვსო კიდევ და ქუთაისში თუ მოხვდებით, მოგცემთო. მანქანის გაფორმება როცა მოსთხოვეს, ბრალდებულმა უთხრა, მეუღლის სახელზეა, სამშაბათს თქვენ ზუგდიდის საპატრულოში მოდით, მე და მეუღლე ქუთაისში მივალთ და გადმოგიფორმებთო. ამის მერე ურეკავდნენ ბრალდებულს, მაგრამ ის დაიკარგა. მერე ახლობელ პოლიციელს სთხოვა, მოეძებნა ბრალდებული და აღმოჩნდა, რომ საზღვარი გადაკვეთილი ჰქონდა და მეუღლის დაუკითხავად გაუყიდია მანქანა. 1 თვე უშედეგოდ ცდილობდნენ ბრალდებულთან დაკავშირებას. შემდეგ სურათით ამოიცნო ბრალდებული, რომელიც გაეცნო როგორც გ------------------. ამოცნობას ადასტურებს ასევე ამოცნობის ოქმი.
მოწმე გ--------–---–------ის ჩვენების თანახმად, მანქანის ყიდვა უნდოდა, დაუკავშირდა ბრალდებულს, რომლის ნომერიც ეწერა ინტერნეტში, სადაც მანქანა ნახეს. მერე თვითონ დარეკა ბრალდებულმა, ზუგდიდში მოვდივარ და თუ გაინტერესებთ მანქანა, მოდითო. იყიდეს მანქანა 3000 დოლარად. ბრალდებულმა უთხრა, ცოლზე არისო გაფორმებული, მეორე დღეს დაიბარა, ჩაგერთვებითო ქუთაისიდან და გაგიფორმებთო. რა დროსაც დაიბარა, იმ დროს საზღვარზე გადასულა. ბრალდებულმა ნომერი ჩააწერინა, მაგრამ ყურმილი არავინ აიღო. ბრალდებული ორჯერ ამოიცნო ფოტოსურათით, რაც დასტურდება ამოცნობის ოქმით.
მოწმე ლ------–---–-------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებული ნახა მანქანის ყიდვისას. ინტერნეტსაიტ myauto-ზე ნახა მანქანა ს----------------------- და დაუკავშირდნენ ბრალდებულს. ბრალდებულმა თქვა, მეუღლეზეაო გაფორმებული, რომელიც ქუთაისშიაო. შაბათი საღამო იყო და ვერ გააფორმებდნენ იმ დღეს. ორშაბათს ბრალდებული ქუთაისში უნდა მოსულიყო, თვითონ – ზუგდიდში და ასე უნდა გაეფორმებინათ. ბრალდებულს 3000 დოლარი მისცეს ზუგდიდში აბანოებთან. მანქანაში ნამცხვრები იდო ყუთებით. ბრალდებულმა უთხრა, დისტრიბუციას ვახორციელებ, მარშუტკით დამაქვსო ესენი, მაგრამ რადგან მანქანა უნდა წამომიყვანა, ამიტომ წამოვიყვანეო ამით თორემ იშვიათად დამყავსო ეს მანქანა. ყიდვის შემდეგ 1 კვირა ურეკავდნენ ბრალდებულს უშედეგოდ. გ---–---–-------ს ნათესავ პოლიციელს სთხოვეს, მოეძებნა ბრალდებული და მისგან გაიგეს, რომ ბრალდებულიც და ნ----------–--ეც საზღვარგარეთ იყვნენ.
სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების უფროსის წერილის თანახმად, სსიპ საქართველოს შსს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემებით ავტომანქანა ,,ს-----------------------’’ (სახელმწიფო ნომრით C------, შასის N S--------) რეგისტრირებულია მოქალქე ნ----------–--ის (პ/ნ 0----------, მცხოვრები ქ. ქუ--------------------–---–--------) სახელზე.
სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების უფროსის წერილის თანახმად, ზ---------------ის (პ/ნ 6----------) სახელზე რაიმე სახის სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითბის სპეციფიკა გულისხმობს, იმას, რომ დამნაშავისათვის თანხის გადაცემა ხდება ნებაყოფლობით თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. მოტყუება არის სინამდვილის განზრახ დამახინჯება ან გარკვეული გარემოებათა განზრახ დაფარვა ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით. მოტყუება შეიძლება გამოიხატოს როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით. თაღლითობის ერთ-ერთი ხერხია ნდობის ბოროტად გამოყენება.
მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებებით უტყუარად დადგენილია, რომ ბრალდებულმა ზ---------------- გ--------–---–------ის ნდობის ბოროტად გამოყენებით, მისთვის არასწორი ინფორმაციის მიწოდებით, მოტყუებით, თითქოს მანქანა იყო მისი და თითქოს მისი მეუღლე საქმის კურსში იყო მისი გაყიდვის შესახებ, თითქოს მეუღლე საქართველოში იმყოფებოდა და რამდენიმე დღეში მანქანის გადაფორმება პრობლემას არ წარმოადგენდა, დაეუფლა გ--------–---–------ის თანხას. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოტყუებით მიწოდებული ინფორმაცია არსებით გარემოებას წარმოადგენდა, რომლის გარეშეც დაზარალებული უარს იტყოდა მანქანის ყიდვაზე. ამაზე მიუთითებს ის, რომ მან თავიდანვე მოითხოვა მანქანის გადაფორმება, მას შემდეგ, რაც ეს ვერ მოხერხდა, დაიწყო ბრალდებულისა და ნ----------–--ის ძებნა, პირველმა სწორედ მან შეიტანა განცხადება სამართალდამცავ ორგანოში დანაშაულის ნიშნებზე. ამდენად, დადგენილია, რომ მანქანის გადაფორმება გ--------–---–------ისთვის არსებითი გარემოება იყო, რომლის გარეშეც ის ნასყიდობის ზეპირ ხელშეკრულებას არ დადებდა.
2.3. რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
თაღლითობის ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოება ქმედების მიერ მნშვნელოვანი ზიანის გამოწვევა.
სისხლის სამართლის კოდექსში 177-ე მუხლის შენიშვნაში პირდაპირ მითითებულია მნიშვნელოვანი ზიანი. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ქმედებამ რომ მნიშვნელოვანი ზიანი - 3000 დოლარის ოდენობით ზიანი გამოიწვია, დადასტურებულია როგორც დაზარალებულის ჩვენებით, ასევე მოწმეების: ლ------–---–-------ს და გ---–---–--------ს ჩვენებებით.
სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მიყენებული ზიანის ლარებში ასახვის ნაწილში წარმოდგენილია მხოლოდ დათვალიერების ოქმი, რასაც თან ახლავს დათვალიერებული ვებგვერდის ამონაბეჭდი. აღნიშნული მასალა ვერ იქნება მხედველობაში მიღებული და გაზიარებული, ვინაიდან ის მოპოვებულია საპროცესო კანონმდებლობის არსებითი დარღვევით. აღსანიშნავია, რომ გამომძიებელმა დათვალიერება თავიდანვე აწარმოა ლარის კურსის გაგების მიზნით, რაც იმას ნიშნავს, რომ მან წინასწარ იცოდა, თუ რა მონაცემებს ეძებდა. ასეთ ვითარებაში მის მიერ ნანახი ინფორმაცია ვერ მიიჩნევა დათვალიერების შედეგად აღმოჩენილ ნივთად ან დოკუმენტად, რომლის ამოღებაც ნებადართულია დათვალიერების პროცესში. აღნიშნული მიუთითებს დათვალიერებული მონაცემების სხვა წესით საპროცესო დამაგრების აუცილებლობაზე, რაც განსახილველ შემთხვევაში არ განხორციელებულა. მართალია, დათვალიერების ოქმზე დართული მასალის კანონდარღვევით მოპოვება თავად დათვალიერების უკანონობაზე არ მიუთითებს, თუმცა, იმ პირობებში, როცა დათვალიერების ოქმს არ ერთვის კანონის დაცვით მიღებული მონაცემები, რაც დაადასტურებდა დათვალიერების ოქმის სისწორეს, დათვალიერების ოქმის შინაარსი ვერ აკმაყოფილებს სარწმუნოობის კრიტერიუმს, რადგან მისი გადამოწმება სხვა მასალებით შეუძლებელია. ამდენად, სასამართლო ზიანის ოდენობის დაანგარიშებისას მოწმეთა მიერ დასხელებულ ვალუტას ვერ გადაიყვანს ეროვნულ ვალუტაში. მეორე მხრივ, მოწმეთა მიერ დასახელებული თანხა, თუმცა ვერ ზუსტდება ლარებში, მაგრამ ყველა შემთხვევაში წარმოადგენს 150 ლარზე მეტს, რის გამოც მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება ეჭვქვეშ არ დგება.
3. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის უშუალო ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ობიექტური მხარე გამოიხატება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში მოტყუებით ან ნდობის ბოროტად გამოყენებით.
დანაშაულის სუბიექტური მხარე ხასიათდება განზრახვით, უფრო მეტიც – სპეციალური – სხვისი ქონების მისაკუთრების – მიზნით. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
განსახილველ შემთხვევაში ზ----------------ს შეგნებული ჰქონდა, რომ სჩადიოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (ატყუებდა დაზარალებულს), ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობასაც (მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება) და სურდა ეს შედეგი.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და პრეიუდიციულად ცნობილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებული მოტყუებით, ნდობის ბოროტად გამოყენებით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ თანხას.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის ზ---------------ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც უდავოდ არის ცნობილი დაცვის მხარის მიერ, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ზ---------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ზ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
ზ---------------ის პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებად მიჩნეულ უდნა იქნეს გამოძიებისათვის თავის არიდება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (მძიმე მატერიალური მდგომარეობა), მიზანს (სხვისი ქონების მისაკუთრების მიზანი), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (დაზარალებულის ნდობის მოპოვება, გარკვეული გარემოებების დაპირება იმისათვის, რომ დაზარალებულისგან მიეღო თანხები), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (3000 აშშ დოლარის მატერიალური ზიანის მიყენება), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (თავი აარიდა გამოძიებას, მიიმალა).
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით სანქციას, კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს და ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისათვის აუცილებელია დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მოსახდელი სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის დანიშვნა. სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულების (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულების რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია მუხლის სანქციით გათვალისწინებული, მინიმალურთან მიახლოებული სასჯელის განსაზღვრა.
II. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როცა ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტები
2014 წლის ზაფხულში ნ----------–--ემ, ზეპირსიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, ზ----------------ს სარგებლობაში გადასცა თავისი კუთვნილი „ს-----------------------“-ს მარკის სახელმწიფო სანომრე ნიშნით C------ ავტომანქანა იმ პირობით, რომ ზ---------------- აღნიშნულ ავტომანქანას საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებდა ნ----------–--ის შვილების ტრანსპორტირებისთვის და ყოველი გამოყენების შემდეგ დააყენებდა ნ----------–--ის ავტოფარეხში, ხოლო გასაღებს დატოვებდა ამ უკანასკნელის ბინაში.
აღნიშნულის შემდეგ, 2015 წლის თებერვლის დასაწყისში ზ----------------მ განიზრახა, მიეთვისებინა ნ----------–--ის კუთვნილი ავტომანქანა. ამ მიზნით მან დაარღვია ნ----------–--ესთან შეთანხმება, მის მართლზომიერ გამგებლობაში არსებული ავტომანქანა არ გააჩერა ნ. ხურციძის კუთვნილ ავტოფარეხში და არ დატოვა გასაღები, ხოლო 2017 წლის 7-----------–ს ქ. ზუგდიდში ზ----------------მ მის მიერ მითვისებული ავტომანქანა გადასცა გ--------–---–------ს საკუთრებაში, რის სანაცვლოდ მიღებული თანხაც ასევე მიისაკუთრა. ზ---------------ის ქმედებით ნ----------–--ეს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
2.1. ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის გამგებლობაში
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ნ----------–--ის ჩვენების თანახმად, ზ---------------- საცხოვრებლად გადმოვიდა მის საცხოვრებელ ბინაში და ცხოვრობდა მასთან და მის ვაჟიშვილთან ერთად. ერთმანეთთან ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება. ზ-----ის ასევე კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ვაჟიშვილთან. მას შემდეგ, რაც ზ-----ი საცხოვრებლად გადმოვიდა, რამდენიმე თვეში მიატოვა მუშაობა. ფინანსურად ეხმარებოდა დედა – იამზე ჭელიძე, რომელიც მუშაობს საბერძნეთში. ზ-----იც მუშაობდა. მას ოჯახში შემოჰქონდა გარკვეული შემოსავალი. 2 წელი ცხოვრობდა ბრალდებულთან, რომლისგანაც ჰყავს მეორე შვილი. 7 თვის ფეხმძიმე იყო, როცა თებერვლის თვეში ბრალდებული თურქეთში წავიდა. 1 კვირაში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ არ ჩამოვიდა. ამის მერე ბრალდებულზე არაფერი სმენია. ფინანსური პრობლემების გამო დატოვა ბავშვები, თვითონ წავიდა საბერძნეთში. დედისგან საბერძნეთიდან გამოგზავნილი გზავნილებით (ფულადი თანხით) 2013 წლის ოქტომბრის თვეში ქ. თბილისის შესასვლელთან ზ-----მა და ვაჟიშვილმა 4800 აშშ დოლარად შეიძინეს „ს-----------------------ს“ სახ. სანომრე ნიშნით C------ ავტომანქანა. ეს თანხა დედამ გამოუგზავნა სპეციალურად იმისათვის, რომ შეეძინათ ავტომანქანა ვაჟიშვილის - თ------სათვის საჩუქრად. დედას უნდოდა, რომ ავტომაქანა შეეძინათ და როცა თ------ გახდებოდა სრულწლოვანი, მისთვის გადაეცა, მას ჰყოლოდა და ემართა ეს ავტომანქანა. აღნიშნული ავტომაქანა, მომსახურების სააგენტოში მიმართვის შედეგად, დარეგისტრირდა მის სახელზე, რადგან იმ პერიოდში ვაჟიშვილი იყო არასრულწლოვანი. გააჩნია ავტოფარეხი და ეს ავტომაქანა გაჩერებული იდგა ამ ავტოფარეხში, მაგრამ, საჭიროების შემთხვევაში, მას მართავდა ზ----------------, ემსახურებოდა ოჯახს. ავტომანქანის გასაღები ინახებოდა მასთან და იგი თავისუფლად ხელმისაწვდომი იყო ზ---------------ისათვის, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმებისა და ნებართვის შემთხვევაში. ოჯახის საჭიროებისთვის იყიდეს მანქანა. ბრალდებულმა უთხრა, პრობლემები მქონდა და კონტაქტზე ვერ გამოვდიოდი, ეხლა შემიძლიაო ჩამოსვლა. დათანხმდა ურთიერთობაზე თუ ბავშვებს ყურადღებას მიაქცევდა. ბრალდებული მის ბინაში ცხოვრობდა. რამე შეთანხმება მანქანაზე არ ყოფილა, მაგრამ ოჯახის საჭიროებისთვის შესაძლებელი იყო მანქანის გამოყენება შ------------------ის, ბრალდებულის ან სხვის მიერაც. თებერვალში საღამოს ავტომობილი დასჭირდა ბრალდებულს და ის საქმის კურსში ჩააყენა, რომ ავტომობილი წაიყვანა. თ--------------–---–ი სრულწლოვანი რომ გახდებოდა, მისთვის უნდა გადაეფორმებინა მანქანა. ეს იცოდა ბრალდებულმა. გასაღები ბრალდებულისთვის არ დაუტოვებია, ის მაშინ საქართველოში არ იყო, ოჯახში დატოვა გასაღები, რომ შ------------------ეს გამოეყენებინა ბავშვებისთვის და ოჯახისთვის.
მოწმე თ--------------–---–ის ჩვენების თანახმად, ბებია უგზავნიდა ფულს მანქანისთვის. სრულწლოვანი როცა გახდებოდა, ის მასზე უნდა გადაფორმებულიყო. ეს ბრალდებულმაც იცოდა. ბრალდებულმა და მან ჩამოიყვანეს მანქანა 4800 დოლარად 2013 წლის ბოლოს. დედის სახელზე დარეგისტრირდა მანქანა. ბრალდებულმა უთხრა დედას, მანქანას გამოვიყენებ, ოჯახისთვის რაღაცეებს ვიყიდიო. დედამ თანხმობა მისცა და დაყავდა ბრალდებულს მანქანა. ბოლოს რომ წაიყვანა მანქანა და რომ უნდა მოსულიყო, დედა ურეკავდა და მოვალო ეუბნებოდა, მერე კი გათიშა ტელეფონი. ბრალდებულს ოჯახის მიზნებისთვის შეეძლო გამოეყენებინა მანქანა და არა საკუთარი მიზნებისთვის.
მოწმე შ------------------ის ჩვენების თანახმად, ნ----------–--ე როცა წასული იყო, მისი შვილები მასთან იყვნენ. ნინოს წასვლის მერე ბრალდებული მართავდა მანქანას ოჯახის საჭიროებებისთვის. ნინოს დედამ – იამზემ იყიდა მანქანა ნინოს შვილისთვის – თ--------------–---–ისთვის როცა ის სრულწლოვანი გახდებოდა. გაყიდვა რომ გაიგო, აღშფოთდა ნინო. მანქანა ნინოსი იყო ბავშვის სრულწლოვანებამდე.
სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების უფროსის წერილის თანახმად, სსიპ საქართველოს შსს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემებით ავტომანქანა ,,ს-----------------------’’ (სახელმწიფო ნომრით C------, შასის N S--------) რეგისტრირებულია მოქალქე ნ----------–--ის (პ/ნ 0----------, მცხოვრები ქ. ქუ--------------------–---–--------) სახელზე.
სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების უფროსის წერილის თანახმად, ზ---------------ის (პ/ნ 6----------) სახელზე რაიმე სახის სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.
სასამართლო განმარტავს, რომ მითვისების დროს დამნაშავე, სპეციალური დავალების საფუძველზე, უფლებამოსილია, ჰქონდეს ქონება გამგებლობაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში, დაიცვას, გადაზიდოს ქონება და განახორციელოს სხვა უფლებამოსილებები, რის შემდეგაც ნივთი უნდა დაუბრუნოს მესაკუთრეს. მითვისების სუბიექტს ეკისრება ნივთებზე პასუხისგებლობა და ევალება უვნებლად ნივთების დაბრუნება.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება რომ ბრალდებულს და ნ----------–--ეს შორის იყო ზეპირი შეთანხმება, რომ ბრალდებული ავტომობილს მართავდა მხოლოდ ოჯახური საჭიროებიდან გამომდინარე და აღნიშნული საჭიროების არარსებობის შემთხვევაში ავტომობილი უნდა დაებრუნებინა ნ----------–--ის ავტოფარეხში. ამდენად დადგენილია, რომ ბრალდებულს გარკვეული დროის განმავლობაში გამგებლობაში ჰქონდა გადაცემული ნ----------–--ის ავტომანქანა, თუმცა ის მას არ ეკუთვნოდა და ოჯახური საჭიროების დასრულების შემდეგ ვალდებული იყო, აღნიშნული ავტომობილი დაებრუნებინა, როგორც ამას აკეთებდა აქამდე.
2.2. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება
სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ნ----------–--ის ჩვენების თანახმად, თებერვალში საღამოს ავტომობილი დასჭირდა ბრალდებულს და ის საქმის კურსში ჩააყენა, რომ ავტომობილი წაიყვანა, მაგრამ უკან არ დაბრუნდა, ტელეფონიც გათიშა. მერე წულუკიანისგან გაიგო, რომ მანქანა გაუყიდია ბრალდებულს.
მოწმე თ--------------–---–ის ჩვენების თანახმად, ბოლოს რომ წაიყვანა მანქანა ბრალდებულმა და რომ უნდა დაბრუნებულიყო, დედა ურეკავდა და მოვალო ეუბნებოდა ბრალდებული, მერე კი გათიშა ტელეფონი. ამის მერე შ------------------ესთან მივიდნენ და უთხრეს, ბრალდებულმა გაყიდაო მანქანა და გადაფორმებას ითხოვდნენ.
მოწმე შ------------------ის ჩვენების თანახმად, ნინოს წასვლის მერე ბრალდებული მართავდა მანქანას ოჯახის საჭიროებებისთვის. მერე გაუჩინარდა ბრალდებული. გაიგო, რომ მანქანა გაყიდული იყო. გაყიდვა რომ გაიგო, აღშფოთდა ნინო. მანქანა ნინოსი იყო ბავშვის სრულწლოვანებამდე.
მოწმე გ---–---–-------ს ჩვენების თანახმად, 3000 დოლარად იყიდეს ს-----------------------, რომელიც ნამცხვრებით იყო დატვირთული. ბრალდებულმა უთხრა მათ, დისტრიბუტორი ვარ, ნამცხვრები დამაქვს კვირაში ერთხელ, ნამცხვრებს ჩავაბარებ და მოგცემთო მანქანას. ამის მერე ურეკავდნენ ბრალდებულს, მაგრამ ის დაიკარგა. მერე ახლობელ პოლიციელს სთხოვა, მოეძებნა ბრალდებული და აღმოჩნდა, რომ საზღვარი გადაკვეთილი ჰქონდა და მეუღლის დაუკითხავად გაუყიდია მანქანა. 1 თვე უშედეგოდ ცდილობდნენ ბრალდებულთან დაკავშირებას. შემდეგ სურათით ამოიცნო ბრალდებული, რომელიც გაეცნო როგორც გ------------------.
მოწმე გ--------–---–------ის ჩვენების თანახმად, მანქანის ყიდვა უნდოდა, დაუკავშირდა ბრალდებულს, რომლის ნომერიც ეწერა ინტერნეტში, სადაც მანქანა ნახეს. მერე თვითონ დარეკა ბრალდებულმა, ზუგდიდში მოვდივარ და თუ გაინტერესებთ მანქანა, მოდითო. იყიდეს მანქანა 3000 დოლარად. ბრალდებულმა უთხრა, ცოლზე არისო გაფორმებული, მეორე დღეს დაიბარა, ჩაგერთვებითო ქუთაისიდან და გაგიფორმებთო. რა დროსაც დაიბარა, იმ დროს საზღვარზე გადასულა. ბრალდებულმა ნომერი ჩააწერინა, მაგრამ ყურმილი არავინ აიღო. ბრალდებული ორჯერ ამოიცნო ფოტოსურათით.
მოწმე ლ------–---–-------ს ჩვენების თანახმად, ბრალდებული ნახა მანქანის ყიდვისას. ინტერნეტსაიტ myauto-ზე ნახა მანქანა ს----------------------- და დაუკავშირდნენ ბრალდებულს. ბრალდებულს 3000 დოლარი მისცეს ზუგდიდში აბანოებთან. მანქანაში ნამცხვრები იდო ყუთებით. ბრალდებულმა უთხრა, დისტრიბუციას ვახორციელებ, მარშუტკით დამაქვსო ესენი, მაგრამ რადგან მანქანა უნდა წამომეყვანა, ამიტომ წამოვიყვანეო ამით თორემ იშვიათად დამყავსო ეს მანქანა. ყიდვის შემდეგ 1 კვირა ურეკავდნენ ბრალდებულს უშედეგოდ. გ---–---–-------ს ნათესავ პოლიციელს სთხოვეს, მოეძებნა ბრალდებული და მისგან გაიგეს, რომ ბრალდებულიც და ნ----------–--ეც საზღვარგარეთ იყვნენ.
სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების უფროსის წერილის თანახმად, სსიპ საქართველოს შსს სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ელექტრონული ბაზის მონაცემებით ავტომანქანა ,,ს-----------------------’’ (სახელმწიფო ნომრით C------, შასის N S--------) რეგისტრირებულია მოქალქე ნ----------–--ის (პ/ნ 0----------, მცხოვრები ქ. ქუ--------------------–---–--------) სახელზე.
სსიპ საქართველოს შსს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების უფროსის წერილის თანახმად, ზ---------------ის (პ/ნ 6----------) სახელზე რაიმე სახის სატრანსპორტო საშუალება რეგისტრირებული არ არის.
მითვისება დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც მის გამგებლობაში არსებულ სხვის ქონებას დამნაშავე საკუთარ ქონებად აქცევს და არ უბრუნებს მესაკუთრეს.
მოცემულ შემთხვევაში მოწმეთა ჩვენებებით დასტურდება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებულმა იცოდა ნივთის დაბრუნების ვალდებულების შესახებ, წაიყვანა ნ----------–--ის ავტომანქანა, ის გამოიყენა არადანიშნულებისამებრ, კერძოდ, სამსახურებრივი მიზნებისთვის, რის შემდეგაც გაასხვისა სხვა პირზე, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება, რომ ბრალდებულმა მის გამგებლობაში არსებული, ნ----------–--ის ავტომობილი მიითვისა და ასევე მიისაკუთრა ავტომანქანის გაყიდვით მიღებული თანხა.
2.3. რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
მითვისების ერთ-ერთი მაკვალიფიცირებელი გარემოება ქმედების მიერ მნშვნელოვანი ზიანის გამოწვევა.
სისხლის სამართლის კოდექსში 177-ე მუხლის შენიშვნაში პირდაპირ მითითებულია მნიშვნელოვანი ზიანი. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარის ზევით.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის ქმედებამ რომ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დადასტურებულია, ვინაიდან ირკვევა, რომ ავტომობილის ღირებულება აღემატებოდა 150 ლარს. ეს რომ ასე იყო, ამას ადასტურებს ასევე მოწმეთა ჩვენებები, რომლის მიხედვითაც მათ ავტომობილი იყიდეს ბრალდებულისგან 3000 დოლარად. სასამართლო აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოწმეთა ჩვენებების თანახმად, ნ----------–--ემ ავტომობილი იყიდა 2013 წელს 4800 აშშ დოლარად, რის შემდეგაც ავტომობილს იყენებდნენ ოჯახური საჭიროებისთვის. ბრალდებულმა ავტომანქანა გაყიდა 2015 წელს. გ--------–---–------ის ჩვენებით, 3000 დოლარად იმიტომ იყიდა, რომ ავტომობილს ტექნიკური პრობლემები ჰქონდა და ყიდვის შემდეგაც დიდი ოდენობით თანხის დახარჯვა დასჭირდა, რომ ის მწყობრში მოეყვანა. საქმის მასალების თანახმად, ავტომობილის ღირებულებად 4000 აშშ დოლარი მიჩნეულ იქნა მხოლოდ დაზარალებულის ვარაუდით, რაც ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან დაზარალებული ვერ ერკვევა ავტომობილის ტექნიკურ საკითხებში, ის საქართველოში არ იმყოფებოდა ავტომანქანის ყიდვისას და არც მას შემდეგ, ე.ი. მას ავტომობილი საკუთარი თვალით ახლოდან არც უნახავს და მასში არც მჯდარა, ავტომობილი ყიდვის შემდეგ 1 წელზე მეტი დროის განმავლობაში იყო ექსპლუატაციაში. მართალია, უცნობია, თუ რა სიხშირით, თუმცა ეს საკითხიც ვერ გადაწყდება ნ----------–--ის ჩვენების გაზიარების სასარგებლოდ, ვინაიდან უმოქმედოდ მყოფი ავტომობილი, ცნობილია, რომ ღირებულებას ვერ ინარჩუნებს, რადგან მწყობრიდან გამოდის ნაწილები. მეორე მხრივ, ექსპლუატაციის შემთხვევაშიც ცვდება ნაწილები. ასევე ცნობილია, რომ ავტომობილის ყიდვის შემდეგ გ--------–---–------მა ის რამდენჯერმე შეაკეთა. აღნიშნულ ავტომობილზე სასაქონლო ექსპერტიზა დანიშნული არ ყოფილა. ამდენად, დაუდგენელია ავტომობილის ზუსტი ღირებულება 2015 წლის თებერვლის თვის მდგომარეობით. შესაბამისად, დაუდგენელია ნ----------–--ისთვის მიყენებული ზიანის ზუსტი ოდენობა. მიუხედავად ამისა, წარმოდგენილი მასალები და დადგენილი გარემოებები აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ავტომობილის ღირებულება სცდება 150 ლარს, რის გამოც ზიანის ზუსტი ოდენობის დაუდგენლობა ქმედების კვალიფიკაციაზე გავლენას ვერ მოახდენს.
3. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის უშუალო ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში მითვისების ფორმით.
დანაშაულის სუბიექტური შემადგენლობა ხასიათდება განზრახვით. საქართველოს სსკ-ის მე-9 მუხლის თანახმად, ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.
განსახილველ შემთხვევაში ზ----------------ს შეგნებული ჰქონდა, რომ სჩადიოდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას (ახორციელებდა ისეთ მოქმედებებს, რომლის უფლებაც მისთვის არავის მიუცია – გამოიყენა ავტომობილი სამსახურებრივი საჭიროებისთვის, წაიყვანა ის სხვა რეგიონში და გაყიდა), ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობასაც (ავტომობილის გაყიდვით და თანხის მისაკუთრებით ნ----------–--ისთვის მატერიალური ზიანის მიყენებას) და სურდა ასეთი შედეგის დადგომა.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა მიითვისა მის მფლობელობასა და გამგებლობაში არსებული ნ----------–--ის ავტომობილი და მისი გაყიდვით მიღებული თანხა.
საქმის მასალებით მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ გამოვლენილა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობების განხორციელებას. მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის ქმედების არც ერთ ნიშანთან დაკავშირებით, რის გამოც ზ---------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით (გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების აუცილებლობის შესახებ იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
ზ---------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება საქმის მასალებით არ გამოკვეთილა.
ზ---------------ის პასუხისგებლობის დამამძიმებელი გარემოებად მიჩნეულ უნდა იქნეს გამოძიებისათვის თავის არიდება.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება
ბრალდებულისათვის სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს დანაშაულის მოტივს (მძიმე მატერიალური მდგომარეობა), მიზანს (სხვისი ქონების მისაკუთრების მიზანი), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (პირველი ხარისხის პირდაპირი განზრახვა), ბრალდებულის მიერ მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას (მის გამგებლობაში არსებული ავტომანქანისა და მისი გაყიდვით მიღებული თანხის მითვისება), მართლსაწინააღმდეგო შედეგს (ნ----------–--ისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება), ბრალდებულის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), ყოფაქცევას ქმედების შემდეგ (თავი აარიდა გამოძიებას, მიიმალა).
სასამართლო სასჯელის კონკრეტული სახის შერჩევისას ითვალისწინებს საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის სანქციას. კერძოდ, ეს დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, თავისუფლების აღკვეთას ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, განსაზღვრავს რა სასჯელის სახეს და ზომას ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედებისა და ბრალდებულის პიროვნების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სასჯელის მიზნების მიღწევისათვის აუცილებელია დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მოსახდელი სასჯელის დანიშვნა. სამართლიანობის აღდგენის, ბრალდებულების (კერძო პრევენცია) და საზოგადოების სხვა წევრების მიერ (ზოგადი პრევენცია) მომავალში ანალოგიური დანაშაულის თავიდან აცილებისა და მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნების მისაღწევად პროპორციულ საშუალებად სასამართლოს მიაჩნია 6 წლით თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრა. დამატებითი სასჯელის სახით კი მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას მატერიალურად პასუხისმგებელი პირის სახით საქმიანობის უფლება 2 წლით, რისი ვადის ათვლაც უნდა დაიწყოს ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან და უნდა გავრცელდეს ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე.
ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში არსებობს ერთდროულად რამდენიმე დანაშაული, გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს. ამდენად, ზ------- რ--------ს სასჯელი უნდა დაენიშნოს დანაშაულთა ერთობლიობის წესით. კერძოდ, უფრო მკაცრმა სასჯელმა უნდა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი.
ამასთან, ვინაიდან ბრალდებული არის ძებნილი, მხარეთა მიერ განაჩენის გასაჩივრების საერთო წესთან ერთან განმარტებულ უნდა იქნეს ძებნილი მსჯავრდებულის მიერ განაჩენის გასაჩივრების სპეციალური წესი.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა
საქმეზე დართულია ნივთმტკიცებები - ავტომანქანა და მისი სარეგისტრაციო მოწმობა. ამ ნივთების ბედის გადაწყვეტისას სასამართლო მიიჩნევს, რომ გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც დაზარალებულის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი უბრუნდება მესაკუთრეს; სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 158-ე, 186–187–ე მუხლები, რომელთა მიხედვითაც შემძენი ხდება ნივთის მესაკუთრე მაშინაც, როცა გამსხვისებელი არ იყო ნივთის მესაკუთრე, მაგრამ შემძენი ამ ფაქტის მიმართ კეთილსინდისიერია. კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე. კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრის ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან; ფლობელად არ ითვლება ის პირი, რომელიც თუმცა ახორციელებს ფაქტობრივ ბატონობას ნივთზე, მაგრამ სხვა პირის სასარგებლოდ და რომელსაც ნივთის ფლობის უფლებამოსილება მიღებული აქვს ამ პირისაგან. მფლობელად მიიჩნევა მხოლოდ უფლებამოსილების მიმნიჭებელი პირი; ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. საკუთრების პრეზუმფცია არ გამოიყენება ძველი მფლობელის მიმართ, თუ მან ეს ნივთი დაკარგა, მოჰპარეს ან სხვაგვარად გავიდა იგი მისი მფლობელობიდან. საკუთრების პრეზუმფცია მოქმედებს ძველი მფლობელის სასარგებლოდ მხოლოდ მისი მფლობელობის პერიოდში; საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 27 ოქტომბრის Nას–914–954–2011 გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მომსახურების სააგენტოში რეგისტრაცია არ არის აუცილებელი პირობა მოძრავ ქონებაზე, მათ შორის ავტომანქანაზე საკუთრების გადაცემისათვის. ამ საფუძვლებით ნივთი უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ზ---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, დამატებითი სასჯელის სახით - მატერიალურად პასუხისმგებელი პირის სახით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და ზ----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, დამატებითი სასჯელის სახით - მატერიალურად პასუხისმგებელი პირის სახით საქმიანობის უფლების ჩამორთმევა 2 წლით.
ზ----------------ს ძირითადი სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან, ხოლო დამატებითი სასჯელის - ძირითადი სასჯელის მოხდის მომენტიდან, ასევე გავრცელდეს ძირითადი სასჯელის მოხდის მთელ ვადაზე.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთმტკიცებები: ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა და ავტომანქანა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და მიექცევა აღსასრულებლად გამოცხადებისთანავე.
განაჩენი სააპელაციო წესით შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე შოთა ბიჭია