გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 1--8705-2/265-16წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 მაისი 2018 წელი ქ. ახალციხე
შესავალი ნაწილი
ახალციხის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი
სხდომის მდივანი - ქეთევან ინასარიძე
მოსარჩელე - შპს ,,ა----–ი’’
დირექტორი - დ-------- თ----–---–ი
წარმომადგენელი - კ--- მ-------ე
ო-----ი თ----–---–ი
მოპასუხე - ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - თ----- ძ---–---–ი, ზ------ ჩ----ე
დავის საგანი - ნაკისრი ვალდებულებების შესრულებულად აღიარება და თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. აღიარებული იქნეს, რომ შპს ,,ა----–მა’’ შეასრულა საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N---, N--- და N--- ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში.
1.2. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ა----–ის’’ სასარგებლოდ 25.03.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 62849.10 ლარის გადახდა, 30.03.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 19492.90 ლარის გადახდა და 30.03.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 14269.63 ლარის გადახდა.
1.3. მოპასუხე ბ---------ის უნიციპალიტეტის მერიას შპს „ა----–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ექსპერტიზის ჩატარებისთვსი გაწეული ხარჯის 5200 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 25 მარტს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტს და შპს ,,ა----–ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა დ--------------ში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 679916 ლარი. მიმწოდებელმა დათქმულ ვადაში ჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, თუმცა ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ფორიანობა და დატკეპნი ხარისხი ვერ აკმაყოფილებდა ГОСТ 9128-44-ის მოთხოვნებს, შემსყიდველმა მიმწოდებელს არ გადაუხადა სამუშაოს ღირებულების 10%, რაც შეადგენს 62894.15 ლარს.
2015 წლის 30 მარტს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტს და შპს ,,ა----–ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---------ეში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 198827 ლარი. მიმწოდებელმა დათქმულ ვადაში ჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, თუმცა ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ფორიანობა და დატკეპნი ხარისხი ვერ აკმაყოფილებდა ГОСТ 9128-44-ის მოთხოვნებს, შემსყიდველმა მიმწოდებელს არ გადაუხადა სამუშაოს ღირებულების 10%, რაც შეადგენს 19493.07 ლარს.
2015 წლის 30 მარტს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტს და შპს ,,ა----–ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქ. ბ---------ში, ბ-------–---–ის და 3-----------–ის ქუჩების საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 198827 ლარი. მიმწოდებელმა დათქმულ ვადაში ჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, თუმცა ვინაიდან ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ფორიანობა და დატკეპნი ხარისხი ვერ აკმაყოფილებდა ГОСТ 9128-44-ის მოთხოვნებს, რის გამოც შემსყიდველმა მიმწოდებელს არ გადაუხადა სამუშაოს ღირებულების 10%, რაც შეადგენს 14269.63 ლარს.
2015 წლის 21 დეკემბერს შპს ,,ა----–ის’’ დირექტორმა ო----- თ----–---–მა მიმართა ბ---------ის მუნიციპალიტეტს და აცნობა, რომ შპს ,,ა----–ის’’ მიერ შესრულებული სამუშაოები, კერძოდ დატკეპნის კოეფიციენტი ჯდება ევრო სტანდარტით, კერძოდ გერმანული სტანდართით და სსიპ ,,ლ----------------–--------–----ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს’’ გაცემულ დასკვნაში მითითებული დატკეპნის კოეფიციენტი უნდა ჩაითვალოს დასაშვებად.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მიმწოდებლის - შპს ,,ა----–ის’’ მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ექსპერტიზის დასკვნა იქნებოდა შესაბამისი. ბ---------ის მუნიციპალიტეტმა, ხელშეკრულების შესაბამისად დაუკავა შესრულებული სამუშაოების ღირებულების 10%. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მხრიდან გათვალისწინებული და დაცულია ხელშეკრულების ყველა პირობა.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 25 მარტს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ა----–ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1--. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის დ--------------ში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 679916 ლარით. ამავე ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღე.
3.1.2. 25.03.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების 10.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ შემსყიდველი ახდენს ყოველ შუალედურ ანგარიშსწორებისას შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%-ის დაკავებას. აღნიშნული თანხა მიმწოდებელს დაუბრუნდება ობიექტის საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის და სსიპ ლ----------------–--------–----ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარდგენის საფუძველზე.
3.1.3. 25.03.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებაში შეტანილი იქნა ცვლილება და შესასრულებელი სამუშაოს ჯამური ღირებულება განისაზღვრა 635710.18, შესრულების ვადა - 100 დღე.
3.1.4. 2015 წლის 30 მარტს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ა----–ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1--. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---------ეს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 198827 ლარით. ამავე ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 დღე.
3.1.5. 30.03.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების 9.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ შემსყიდველი ახდენს ყოველ შუალედურ ანგარიშსწორებისას შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%-ის დაკავებას. აღნიშნული თანხა მიმწოდებელს დაუბრუნდება ობიექტის საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის და სსიპ ლ----------------–--------–----ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარდგენის საფუძველზე.
3.1.6. 2015 წლის 30 მარტს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ა----–ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1--. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ბ---------ში ბ-------–---–ის და 3-----------–ის ქუჩების საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 129922 ლარით. ამავე ხელშეკრულებით სამუშაოს შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღე.
3.1.7. 30.03.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების 9.4 პუნქტით განისაზღვრა, რომ შემსყიდველი ახდენს ყოველ შუალედურ ანგარიშსწორებისას შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%-ის დაკავებას. აღნიშნული თანხა მიმწოდებელს დაუბრუნდება ობიექტის საბოლოო მიღება ჩაბარების აქტის და სსიპ ლ----------------–--------–----ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარდგენის საფუძველზე.
3.1.8. 30.03.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებაში 08.05.2015წ. შეტანილი იქნა ცვლილება და შესასრულებელი სამუშაოს ჯამური ღირებულება განისაზღვრა 142704.78 ლარით.
3.1.9. 2015 წლის 22 ივნისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 25 მარტს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - დ--------------ში წ-------–ისა და კ-------ას ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 635710.18 ლარი, შესრულებულია ნაწილობრივ დამაკმაყოფილებლად. ფაქტიურად შესრულებული სამუშაო მოცულობების ღირებულებამ შეადგინა 263798.74 ლარი.
3.1.10. 2015 წლის 1 ივლისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 25 მარტს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - დ--------------ში წ-------–ისა და კ-------ას ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები, თანხით 635710.18 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. ფაქტიურად შესრულებული სამუშაო მოცულობების ღირებულებამ შეადგინა 365144.55 ლარი.
3.1.11. 2015 წლის 22 ივნისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 30 მარტს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - სოფელ მ---------ის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით - 198827 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. ფაქტიურად შესრულებული სამუშაო მოცულობების ღირებულებამ შეადგინა 189465.96 ლარი.
3.1.12. 2015 წლის 7 ივლისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 30 მარტს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული - სოფელ მ---------ის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით - 198827 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. ფაქტიურად შესრულებული სამუშაო მოცულობების ღირებულებამ შეადგინა 5463.11 ლარი.
3.1.13. 2015 წლის 25 მაისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 30 მარტს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით და 8 მაისს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული - ბ---------ში, ბ-------–---–ისა და 3-----------–ის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით - 142704.78 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. ფაქტიურად შესრულებული სამუშაო მოცულობების ღირებულებამ შეადგინა - 29964.04 ლარი.
3.1.14. 2015 წლის 22 ივნისს მხარეებს შორის შედგენილი იქნა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად, 2015 წლის 30 მარტს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით და 8 მაისს გაფორმებული შეთანხმებით გათვალისწინებული - ბ---------ში, ბ-------–---–ისა და 3-----------–ის ქუჩების რეაბილიტაციის სამუშაოები, ღირებულებით - 142704.78 ლარი, შესრულებულია დამაკმაყოფილებლად. ფაქტიურად შესრულებული სამუშაო მოცულობების ღირებულებამ შეადგინა 112732.28 ლარი.
3.1.15. სსიპ ლ----------------–--------–----ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.10.2015წ. დასკვნის თანახმად, წარდგენილი ასფატობეტონის ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დ--------------ში წ-------–ის და კ-------ას ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა ფენის ხარისხის პარამეტრები აკმაყოფილებს, ხოლო ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ფორიანობა და დატკეპნის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს ГОСТ 9128-4-ის და СниП 3.06.03.85-ის მოთხოვნებს.
3.1.16. სსიპ ლ----------------–--------–----ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.10.2015წ. დასკვნის თანახმად, წარდგენილი ასფატობეტონის ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ბ---------ის რაიონის სოფელ მ---------ის გზაზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა ფენის ხარისხის პარამეტრები აკმაყოფილებს, ხოლო ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ნარევი გრანულომეტრიული შედგენილობა და დატკეპნის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს ГОСТ 9128-4-ის და СниП 3.06.03.85-ის მოთხოვნებს.
3.1.17. სსიპ ლ----------------–--------–----ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 26.10.2015წ. დასკვნის თანახმად, წარდგენილი ასფატობეტონის ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ქ. ბ---------ში, ბ-------–---–ის და 3-----------–ის ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა ფენის ხარისხის პარამეტრები აკმაყოფილებს, ხოლო ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან ნარევი გრანულომეტრიული შედგენილობა, ფორიანობა და დატკეპნის ხარისხი ვერ აკმაყოფილებს ГОСТ 9128-4-ის და СниП 3.06.03.85-ის მოთხოვნებს.
3.1.18. 25.03.2015წ. N--- ხელშეკრულების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებული ღირებულება შეადგენს 628943.29 ლარს, საიდანაც მიმწოდებელს შპს ,,ა----–ს’’ ჩარიცხული აქვს 566048.96 ლარი. შემსყიდველის მიერ დაკავებულია შესრულებული სამუშაოების 10% - 62894.32 ლარი.
3.1.19. 30.03.2015წ. N--- ხელშეკრულების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებული ღირებულება შეადგენს 194929.07 ლარს, საიდანაც მიმწოდებელს შპს ,,ა----–ს’’ ჩარიცხული აქვს 175436 ლარი. შემსყიდველის მიერ დაკავებულია შესრულებული სამუშაოების 10% - 19492.90 ლარი.
3.1.20. 30.03.2015წ. N--- ხელშეკრულების სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებული ღირებულება შეადგენს 142696.32 ლარს, საიდანაც მიმწოდებელს შპს ,,ა----–ს’’ ჩარიცხული აქვს 128426.69 ლარი. შემსყიდველის მიერ დაკავებულია შესრულებული სამუშაოების 10% - 14269.63 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 25 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება;
- 2015 წლის 30 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება;
- 2015 წლის 30 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება;
- 25.03.2015წ. N 1-- ხელშეკრულების 22.06.2015წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;
- 25.03.2015წ. N 1-- ხელშეკრულების 01.07.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- 30.03.2015წ. N 1-- ხელშეკრულების 22.06.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- 30.03.2015წ. N 1-- ხელშეკრულების 07.07.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- 30.03.2015წ. N 1-- ხელშეკრულების 25.03.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- 30.03.2015წ. N 1-- ხელშეკრულების 22.06.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- სსიპ ლ----------------–--------–----ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N006374915 დასკვნა;
- სსიპ ლ----------------–--------–----ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნა;
- სსიპ ლ----------------–--------–----ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N0-------- დასკვნა;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. შპს ,,ა----–ის’’ მიერ სრულად იქნა შესრულებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 25.03.2015წ. N--- ხელშეკრულებით, 30.03.2015წ. N--- ხელშეკრულებით, 30.03.2015წ. N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება შპს ,,ა----–მა’’ დაასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. მოსარჩელე სადავოდ ხდის შემსყიდველის მიერ მისთვის შესრულებული სამუშაოების 10% დაკავებას და აღნიშნავს, რომ მის მიერ სამუშაოები შესრულებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ ვინაიდან მიმწოდებელმა ვერ წარადგინა შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით დადებითი დასკვნა, შესაბამისად მათი მხრიდან მოხდა თანხის დაკავება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობებით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარს უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნების ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის და შეჯიბრებითობის პრინციპი გულისხმობს მხარეების ვალდებულებას წარმოადგინონ სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან თავიანთ პოზიციის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. შესაბამისად გადაწყვეტილება იქნება იმ შინაარსისა, რა შინაარსის გადაწყვეტილების მიღების წინაპირობას შექმნის მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები.
მოცემულ შემთხვევაში სსიპ ლ----------------–--------–----ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 08.12.2017წ. დასკვნით დადგენილია, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის დ--------------ში წ-------–ის და კ-------ას ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარიდან, ასევე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მ---------ეს გზაზე დაგებული ასფალტის საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ დაგებული ასფალტის საფარის ქვედა და ზედა ფენის ხარისხის პარამეტრებიდან დატკეპნის ხარისხი შეესაბამება, ხოლო ფორიანობა არ შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში დაშვებული ტექნიკური რეგლამენტის მე-12 ცხრილის მოთხოვნებს.
ქ. ბ---------ში, ბ-------–---–ის და 3-----------–ის ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარიდან ამოკვეთილი ნიმუშების ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნულ ქუჩებზე დაგებული ასფალტის საფარის ქვედა ფენის შემთხვევაში დატკეპნის ხარისხი შეესაბამება, ხოლო ფორიანობა არ შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში დაშვებული ტექნიკური რეგლამენტის მე-12 ცხრილის მოთხოვნებს. ზედა ფენის შემთხვევაში დატკეპნის ხარისხიც და ფორიანობაც შეესაბამება ექსპერტიზაზე წარდგენილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაში დაშვებული ტექნიკური რეგლამენტის მე-12 ცხრილის მოთხოვნებს.
სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-----ა მ---მა დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ გერმანული სტანდარტით ფორიანობის ხარისხი გამკაცრებულია, უფრო დაბალ ფორიანობას ითხოვს, სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ ასფალტის ფორიანობა არ შეესაბამება გერმანულ სტანდარტს. დღეის მდგომარეობით ასფალტობეტონის დატკეპნის ხარისხიც და ფორიანობაც სრულად აკმაყოფილებს ГОСТ 9128-4-ის მოთხოვნებს, რითაც ისინი ხელმძღვანელობენ ასვალტობეტონის ხარისხის განსაზღვრისას. მისივე განმარტებით, ფორიანომა არის დაგებული მასალის ფენაში სიცარიელეების არსებობა, სიცარიელეები ასვალტში თუ დაშვებულზე მეტია, შეიძლება მოხდეს მასში წყლის ჩადგომა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გზის გაფუჭება. მოცმულ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების ჩატარებიდან გასულია რამდენიმე წელი ასფალტის საფარი ამჟამად არის კარგ მდგომაროებაში და დაზიანებები არ აღენიშნება. ფორიანობა რომელიც გერმანული სტანდარტებს არ აკმაყოფილებს, არანაირი უარყოფითი ზეგავლენა გზებზე არ მოუხდენია, მითითებული გზები ერთ-ერთი საუკეთესოდ დაგებული გზებია სამცხე-ჯავახეთის რეგიონში და სამწლიანი ექსპლუატაციის მიუხედავად გზებს არანაირი დაზიანება არ აქვთ.
ზემოთ დასახელებულ მტკიცებულებათა და გარემოებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული არგუმენტები დასაბუთებულია. მოპასუხე მხარემ სასამართლო სხდომაზეც ვერ შეძლო სარჩელის საწინააღმდეგო არგუმენტაციის დასაბუთება. ხოლო მხოლოდ სიტყვიერი განცხადება, რომ მუნიციპალიტეტი მოქმედებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შესრულებულ სამუშაოთა ხარისხიანობის ნაწილში კონკრეტული დარგის ექსპერტის განმარტების საპირწონედ ვერ გამოდგება. მტკიცების ტვირთი კი გულისხმობს არა მხოლოდ იმას, რომ მხარემ უნდა მიუთითოს თავის სასარგებლო ფაქტებსა და გარემოებებზე, არამედ იმასაც, რომ დაადასტუროს ამ გარემოებების არსებობა შესაბამისი მტკიცებულებებით.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო იზიარებს მოსარჩელის განმარტებას, რომ მის მიერ შესრულებული სამუშაოების ხარისხი სრულ შესაბამისობაშია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 25 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება;
- 2015 წლის 30 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება;
- 2015 წლის 30 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება;
- 25.03.2015წ. N 1-- ხელშეკრულების 22.06.2015წ. შუალედური მიღება-ჩაბარების აქტი;
- 25.03.2015წ. N 1-- ხელშეკრულების 01.07.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- 30.03.2015წ. N 1-- ხელშეკრულების 22.06.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- 30.03.2015წ. N 1-- ხელშეკრულების 07.07.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- 30.03.2015წ. N 1-- ხელშეკრულების 25.03.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- 30.03.2015წ. N 1-- ხელშეკრულების 22.06.2015წ. მიღება-ჩაბარების აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მ-----ა მ---ის ახსნა-განმარტება;
- სსიპ ლ----------------–--------–----ს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა;
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე , 648-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე განმარტავს, რომ მან შეასრულა ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან 2015 წლის 25 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით, 2015 წლის 30 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით და 2015 წლის 30 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები პირობების შესაბამისად, თუმცა მოპასუხემ შესრულებული სამუშაოს მხოლოდ ნაწილი აუნაზღაურა და დარჩენილი თანხის 96611.63 ლარის ანაზღაურებაზე ეთქვა უარი. სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელი დარღვეული უფლების აღდგენის კანონიერი გზაა. შესაბამისად მოსარჩელეს უფლება აქვს სარჩელის წარდგენის გზით მოითხოვოს იმ თანხის დაკისრებით დარღვეული უფლების აღდგენა, რომელიც მას ერგებოდა ხელშეკრულების შესრულებით.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში - „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
ამავე კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
2015 წლის 25 მარტს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ა----–ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1--. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის დ--------------ში საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 679916 ლარით.
2015 წლის 30 მარტს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ა----–ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1--. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის სოფელ მ---------ეს გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 198827 ლარით.
2015 წლის 30 მარტს თვითმმართველი ერთეული ბ---------ის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ა----–ს’’ შორის დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება №1--. ამ ხელშეკრულების მე-2 მუხლის საფუძველზე შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ქ. ბ---------ში ბ-------–---–ის და 3-----------–ის ქუჩების საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების ღირებულება განისაზღვრა 129922 ლარით.
სამოქალაქო კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების (N--- და N--- ხელშეკრულებების შემთხვევაში 9.4 პუნქტის და N--- ხელშეკრულების შემთხვევაში - 10.4 პუნქტის) მიხედვით შემსყიდველი ახდენს ფაქტიურად შესრულებული სამუშაოს ღირებულების 10%-ის დაკავებას. აღნიშნული თანხა მიმწოდებელს დაუბრუნდება ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის და სსიპ ლ----------------–--------–----ს სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნის წარმოდგენის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მიმწოდებელმა შპს ,,ა----–მა’’ 2015 წლის 25 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით, 2015 წლის 30 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით და 2015 წლის 30 მარტის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 25.03.2015წ. N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგინა 628943.29 ლარი, 30.03.2015წ. N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 194929.07 ლარი, 30.03.2015წ. N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 142696.32 ლარი. შესრულებული სამუშაოების ნაწილი, კერძოდ 25.03.2015წ. N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 62894.32 ლარი, 30.03.2015წ. N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 19492.90 ლარი და 30.03.2015წ. N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 14269.63 ლარი შემსყიდველს ბ---------ის მუნიციპალიტეტს მიმწოდებლისათვის შპს ,,ა----–ისათვის’’ არ აუნაზღაურებია. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მიმწოდებელმა შპს ,,ა----–მა’’ სამუშაოები შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამდენად, შემსყიდველი - ბ---------ის მუნიციპალიტეტი ვალდებულია მიმწოდებელს - შპს ,,ა----–ს’’ გადაუხადოს შესრულებული სამუშაოების სრული ღირებულება.
სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ასანაზღაურებელი თანხა შეადგენს - 62 894.32 ლარს, თუმცა იქიდან გამომდინარე რომ მოსარჩელის მოთხოვნაა მითითებული ხელშეკრულების ფარგლებში არის 62 849.10 ლარის ანაზღაურება, სასამართლო ვერ გასცდება მოთხოვნის ფარგლებს და N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 62 849,10 ლარის გადახდა.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.’’
სარჩელის აღძვრისას მოსარჩელის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 2898 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა, რის გამოც მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 2898 ლარის გადახდა. ასევე მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ ექსპერტიზის ხარჯის 5200 ლარის გადახდა მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,ა----–ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. აღიარებული იქნეს, რომ შპს ,,ა----–მა’’ შეასრულა საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N---, N--- და N--- ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში.
1.2. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ა----–ის’’ სასარგებლოდ 25.03.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 62849.10 ლარის გადახდა, 30.03.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 19492.90 ლარის გადახდა და 30.03.2015წ. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 14269.63 ლარის გადახდა.
2. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ა----–ის სასარგებლოდ დაეკისროს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 2898 ლარის გადახდა, ასევე ექსპერტიზის ხარჯის 5200 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნათია მერაბიშვილი